პროკურატურის განცხადებით, მელიას მიერ გავრცელებული ვიდეოჩანაწერი ამოჭრილია

       „მაღალი  საზოგადოებრივი  ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა განმარტავს, რომ  ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ გაავრცელა ბრალდების მხარის მიერ  ადვოკატისთვის გადაცემული ვიდეოჩანაწერების ნაწილი, რაც  საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება“ – აცხადებენ პროკურატურაში. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ჩანაწერი არ ასახავს სრულ სურათს. „ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ  გავრცელებული ჩანაწერი არ  შეიცავს სრულ კონტექსტს  და არ ასახავს იმ დროს აქციაზე განვითარებული მოვლენების რეალურ სურათს.  აღსანიშნავია ასევე,  რომ  გამოძიების მიერ ბრალდებულის ადვოკატისთვის გადაცემული სხვა ვიდეომასალის მიხედვით,  იმ მომენტში, როდესაც  ნიკანორ მელია მეგაფონით მიმართავს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე  შეკრებილ საზოგადოებას, აქციის მონაწილეთა ნაწილი კვლავ განაგრძობს სამართალდამცველებზე თავდასხმას, ართმევენ მათ სპეციალურ საშუალებებს…

მეტი...

“შეიძლება განკარგულება სპეცსაშუალებების გამოყენებაზე გასაცემი იყო ცოტა უფრო ადრე” – შს მინისტრი

“შეიძლება ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა, არ უნდა მიგვეყვანა იმ მდგომარეობამდე, შეიძლება განკარგულება სპეცსაშუალებების გამოყენებაზე გასაცემი იყო ცოტა უფრო ადრე “,- ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, როდესაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ტოვებს თავის ლოკაციას, იქმნება მინისტრის, მინისტრის მოადგილის, მინისტრის კურატორი მოადგილის სპეციალური ღონისძიების გეგმა, რომელშიც აღწერილია, კონკრეტული ნაბიჯების რა საპროგნოზო მონაცემები არსებობს. „ხომ გახსოვთ, როდესაც პირველი შტურმი დაიწყო პარლამენტზე, პარლამენტის პერიმეტრს იცავდა ჩვეულებრივი საპატრულო პოლიცია, რის გამოც მოხდა გარღვევა პირველი ფლანგის. ორი შემთხვევა იყო აგრესიული თავდამსხმელების შეჭრის. სწორედ ამის შემდეგ გავხდით იძულებული, განსაკუთრებულ დავალებათა…

მეტი...

გიორგი გახარიას განცხადებით, 20 ივნისის ღამეს აქციის მონაწილეები რამდენჯერმე გააფრთხილეს

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 20 ივნისის ღამეს აქციის მონაწილეები რამდენჯერმე გააფრთხილეს. „რაც შეეხება გაფრთხილების ნაწილს, გაფრთხილება როგორც ასეთი, აქციის მონაწილეთა მიმართ რამდენჯერმე იყო. იმ შემთხვევაში, როდესაც დაიწყო სპეციალური საშუალებების გამოყენება, გაფრთხილებას იმ პერიმეტრზე, წინა ხაზზე, უკვე არანაირი აზრი არ ჰქონდა. კანონმდებლობა ამას ითვალისწინებს. კანონმდებლობით, აბსოლუტურად მკაფიოდ არის გაწერილი. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, 30 გატაცებული პოლიციელი ამ მასაში და 300-ზე მეტი გატაცებული ფარი, პოლიციელებს, რომლებსაც ჰქონდათ ბრძანება დაცვის და იძულებულები გახდნენ, გამოეყენებინათ გაზი. რატომ გაზი? რადგან გაზი პირველ რიგში, არის ყველაზე ნაკლებად მავნებელი. რატომ უკან? რადგან წინა ფლანგზე გაზის…

მეტი...

“ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რას დამიძახებენ – სისხლისმსმელს თუ თვალებისმთხრელს” – გიორგი გახარია

შს მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რას დაუძახებენ და როგორ შეაფასებენ მას, სისხლისმსმელს თუ თვალებისმთხრელს. “ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რას დამიძახებენ, როგორ შემაფასებენ – სისხლისმსმელი, თვალებისმთხრელი და ა.შ. მე ვბრაზობ მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, როდესაც არ მაძლევენ საშუალებას, ავხსნა, რომ თქვენგან განსხვავებით, არ მაქვს უფლება, დავუშვა კომპრომისი, მე არ მაქვს უფლება, არჩევანი გავიაზრო კიდეც, როდესაც ხდება შტურმი და ფიზიკური შეტევა სახელმწიფო ინსტიტუტზე, ერთი წამით მაინც დავუშვა სისუსტე ან აზრად გავივლო, რომ პოლიტიკოსის ან პოლიტიკური რეპუტაციის გადარჩენის მიზნით, ასევე იმისთვის, რომ არ დამიძახონ ის, რასაც მეძახიან, კომპრომისების ძებნა დავიწყო. არ…

მეტი...

“ტყვიები არის არალეტალური და კანონით გათვალისწინებული” – გიორგი გახარია

“გამოყენებული ტყვიები არის არალეტალური, ის მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში კანონით გათვალისწინებულია სამართალდამცავი სისტემისთვის გამოსაყენებლად”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, პოლიცია იძულებული იყო, გამოეყენებინა ის საშუალებები, რომლებიც კანონით პოლიციას აქვს აღჭურვილობაში. „ერთმნიშვნელოვნად და ყოველთვის, დღევანდელი დღის შემდეგ განსაკუთრებით, ყველგან დავაყენებ აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხს. აქცია გარკვეულ მომენტში, კონკრეტული პოლიტიკოსების მოწოდების საფუძველზე გახდა ძალადობრივი“,- განაცხადა გახარიამ. შს მინისტრის თქმით, ქვეყანაში ძალის გამოყენებით არავის მისცემენ საშუალებას, მიაღწიონ რამე პოლიტიკურ შედეგებს. “ყველამ უნდა იცოდეს ერთი რამ, რომ ამ ქვეყანაში ძალის გამოყენებით არავის აღარ მივცემთ საშუალებას, რომ მოხდეს…

მეტი...

“აქცია 10:00 საათის შემდეგ გახდა ორგანიზებული შტურმი” – გიორგი გახარია

შს მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, პოლიცია იძულებული და ვალდებული იყო, სპეციალური საშუალებები გამოეყენებინა, რომ ინსტიტუციური ჩამოშლა და სამოქალაქო დაპირისპირება თავიდან აეცილებინა. მინისტრმა იმ ვიდეო კადრებზეც ისაუბრა, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” იყენებს და აცხადებს, რომ ამ კადრებით ნიკანორ მელიას უდანაშაულობა მტკიცდება.    “ეს კადრები არის სრული ფარსი. ნიკანორ მელიას, რა თქმა უნდა, აქვს თავდაცვის უფლება და რა თქმა უნდა შეუძლია ყველა სახის კადრები იპოვოს, მოძებნოს გამოაქვეყნოს, თავისი ვერსიები წარმოადგინოს, მაგრამ ამ კადრებიდან ჩანს ერთი, რომ ნიკანორ მელია და მის ირგვლივ მყოფი პოლიტიკოსები იყვნენ ამ აქციის ორგანიზატორები და ლიდერები. ეგონათ, რომ ეს იქნებოდა მათი სასარგებლო ჩვენება,…

მეტი...

“პოლიციელებს გასტაცეს 300-ზე მეტი ფარი, 30 პოლიციელი გაიტაცეს მასაში” – შს მინისტრი

“კონკრეტული პოლიტიკოსების მოწოდების საფუძველზე ორგანიზებულმა ჯგუფებმა მიიტანეს იერიში პარლამენტზე და ამით ეს აქცია გახდა ძალადობრივი”, – განაცხადა შს მინისტრმა. გიორგი გახარიას თქმით, პოლიტიკოსებისა და სისტემური ორგანიზებული ჯგუფების შეტევის შედეგად, პოლიციელებს 300-ზე მეტი ფარი გასტაცეს და 30 პოლიციელი მასაში გაიტაცეს. “მე არ ვამბობ, რომ ყველა მონაწილე ამ ძალადობაში იღებდა მონაწილეობას. ამ აქციაზე 10 საათიდან, დაახლოებით, ორსაათ-ნახევარი ჩემი კონკრეტული ბრძანებით, არცერთ პოლიციელს არანაირი სპეციალური საშუალება არ გამოუყენებია ერთადერთი მიზეზით, მათ ჰქონდათ კონკრეტული ბრძანება, მხოლოდ და მხოლოდ ცოცხალი ჯაჭვით დაეცვათ პარლამენტის შენობა და დაეცვათ ამ ხალხის ჯანმრთელობა. იმ პოლიტიკოსებისა და სისტემური ორგანიზებული ჯგუფების…

მეტი...

“წასვლა ამ მომენტში არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა” – გიორგი გახარია

“ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავწყვიტოთ, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ თანამდებობაზე. ყველაზე მარტივია ჩემთვის ახლა გადადგომა და წასვლა”, – ამის შესახებ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მინისტრის თქმით, მისი წასვლა ამ მომენტში არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. “ამ მომენტში ჩემი წასვლა არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ის, რასაც ეს ახალგაზრდები აპროტესტებენ, გულწრფელად გამოთქვამენ თავიანთ აზრს და რაღაც შეცოდებაზე საუბრობენ, მათ ჯერ არ აქვთ გათვითცნობიერებული, რას ნიშნავს იყო სახელმწიფო სამსახურში, იყო საქართველოსნაირ ქვეყანაში შს მინისტრი და რას ნიშნავს, როცა შენი ქვეყნის პარლამენტს, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში რამდენჯერმე შტურმით აიღეს, კიდევ ერთხელ, მესამედ დაესხა თავს ორგანიზებულად,…

მეტი...

“აღმოსავლეთ ევროპა ბატონი პუტინის უკანა ეზო არ არის” – მიხაელ როთი

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. აღმოსავლეთ ევროპა ბატონი პუტინის უკანა ეზო არ არის”, – განაცხადა ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა, მიხაელ როთმა ბათუმში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე. მისი თქმით, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. „ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. აღმოსავლეთ ევროპა ბატონი პუტინის უკანა ეზო არ არის. მეორე მხრივ, საქართველო რჩება ჩვენს მეზობლად. ჩვენ გვსურს ღია და კონსტრუქციული დიალოგი რუსეთთან, რათა დავძლიოთ უთანხმოება და ჩვენ საქართველოს გვერდით ვდგავართ, რათა საქართველოსა და რუსეთთან ურთიერთობაში დავა დავძლიოთ“, – განაცხადა გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა. ამასთან, მინისტრის შეფასებით, ბათუმში მიმდინარე კონფერენცია კარგი…

მეტი...

“იქნება თუ არა კატეგორიული მოთხოვნა, საქართველოს ქუჩებში პრაიდები ჩატარდეს?” – ჯაღმაიძის კითხვა ევროპელ პოლიტიკოსებს

„ჩვენ ვხედავთ ქართული საზოგადოების პოლარიზაციას ლგბტ პრაიდის საკითხზე. ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოში ლგბტ ხალხის წინააღმდეგ არ არსებობს აგრესია მანამ, სანამ ისინი საკუთარი ცხოვრების წესის დემონსტრირებას არ იწყებენ. გვაინტერესებს, იქნება თუ არა კატეგორიული მოთხოვნა, რომ საქართველოს ქუჩებში მსგავსი პრაიდები ჩატარდეს?”, – ამ კითხვით საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილე ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს მიმართა. დეკანოზს შვედეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კერსტინ ლუნდგრენმა ასე უპასუხა: „ჩვენთვის ეს არის ადამიანის თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებული საკითხი და იქნება ეს რელიგიური თუ ეთნიკური, პოლიტიკური თუ სექსუალური უმცირესობების შესახებ საკითხები, ეს არის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული. ეს ყველაფერი გულისხმობს, თუ…

მეტი...

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რუსეთის მხარის რეაქციას ეხმაურება. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, ისინი მიესალმებიან რუსი და ქართველი ლიდერების გაკეთებულ განცხადებებს და რუსეთს მოუწოდებენ, განაახლოს ავიამიმოსვლა საქართველომდე და პირიქით. “ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებით აკვირდებოდა რუსეთის მთავრობისა და დუმის წევრების არაპროპორციულ რეაქციას საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ მივესალმებით რუსი და ქართველი ლიდერების გაკეთებულ განცხადებებს და გადაწყვეტილებებს ორმხრივი ურთიერთობების დასტაბილურების მიზნით და მოვუწოდებთ რუსეთს განაახლოს ავიამიმოსვლა საქართველომდე და უკან” – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფომ დეპარტამენტის წარმომადგენელმა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, საქართველოში ჩასული უცხოელი ტურისტები მთელი მსოფლიოდან, თავს უსაფრთხოდ გრძნობენ და…

მეტი...

“საქართველოს ჰყავს ახალგაზრდობა, რომელიც თავის იმედებს ამყარებს მომავალზე” – ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

“საქართველოს ჰყავს ახალგაზრდობა, რომელიც თავის იმედებს ამყარებს მომავალზე, განათლების მიღების გზით სამუშაო ადგილების მოძებნაზე,” – განაცხადა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეკატერინა ზახარიევამ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს ნდობა ჰქონდეთ თავიანთი ქვეყნის სისტემების მიმართ. ზახარიევა ამბობს, რომ პოლიტიკოსებმა ისე უნდა იმოქმედონ, რომ ახალგაზრდებს მეტი პერსპექტივა დაანახონ.  „კარგად მახსენდება წინა წლები და ტვინის გამორეცხვის 45 წელი. 30 წლის შემდეგაც შემიძლია ვთქვა, რომ დიდი განსხვავებაა ჩვენსა და იმ ქვეყნების მენტალიტეტს შორის, რომელიც არ იმყოფებოდნენ საბჭოეთის ფრთის ქვეშ. დემოკრატიის გაძლიერება შესაძლებელია ახალგაზრდების განათლებით. დღეს ისინი ქმნიან მომავალს, ამიტომ თუ არ იქნება განათლების ხელშეწყობა, მოხდება ტვინების გადინება ქვეყნიდან.…

მეტი...

ხუხაშვილის თქმით, ივანიშვილი პრემიერად უნდა დაბრუნდეს, ახალგაზრდებმა კი, გახარიას გადადგომის მოთხოვნით, აქციები უნდა შეწყვიტონ

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებასა და გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე აქციების შეწყვეტაში ხედავს. ხუხაშვილის თქმით, დადგა დრო, რომ დავბრუნდეთ ჩარჩოებში, რომელშიც „პოლიტიკური ინტერესი მთავრდება იქ, სადაც იწყება სახელმწიფო ინტერესი“. “მონოლოგების კაკაფონიით სმენადახშულები მივუახლოვდით იმ სახიფათო ზღვარს, რომლის იქითაც ჩვენი „სიმართლის გატანის ჟინმა“ და პოლიტიკურმა ამბიციებმა შესაძლოა სერიოზულად დააზიანოს ქართული სახელმწიფო. დადგა დრო, რომ დავბრუნდეთ ჩარჩოებში, რომელშიც „პოლიტიკური ინტერესი მთავრდება იქ, სადაც იწყება სახელმწიფო ინტერესი“.ყველამ გავიხსენოთ, რომ ქვეყანას, ჩვენ ყველას ერთად, მომავალ წელს ჩასატარებელი გვაქვს არჩევნები, რომელიც არის ერთადერთი ცივილიზებული გზა რეალური ცვლილებებისთვის, ისე რომ სახელმწიფო არ…

მეტი...

მცხეთის გენ.გეგმასთან დაკავშირებით, საერთო ინტერესების დაცვა ვერ ხერხდება

ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის ნულოვანი ჩართულობა და მათი ინტერესებისა და შეხედულებების გაუთვალისწინებლობა ერთ-ერთი ძირითადი ხარვეზი იყო, რიც გამოც, იუნესკომ, მცხეთის განვითარების გენერალური გეგმის დოკუმენტი დაიწუნა. დოკუმენტის დასრულების ვადა ამჯერად, წლის ბოლომდე გახანგრძლივდა, თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გაუთვალისწინებლობა ისევ ერთ-ერთ პრობლემად რჩება. „დავიცვათ კულტურული მემკვიდრეობა, არ დავუშვათ ისტორიული შეცდომა, არ შევაჩეროთ ქალაქის განვითარება“ – ეს არის ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის ინტერესი, თუმცა, კომპანია, რომელმაც გენგეგმის დოკუმენტი უნდა მოამზადოს, აღნიშნული მიმართულებით პასუხებს ვერ იძლევა. მოსახლეობა წლებია, ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმას ელოდება. დოკუმენტს ვადა კი რამდენჯერმე გაუხანგრძლივდა. ტენდერიც არაერთხელ გამოცხადდა. თანხა ათვისებულია, თუმცა,…

მეტი...

მიხეილ კალანდია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდია, საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.  მიხეილ კალანდიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა მოსამართლემ უცვლელი დატოვა. შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, რაც არ დაკმაყოფილდა. ასევე არ დაკმაყოფილდა ადვოკატების კიდევ ერთი შუამდგომლობა, რომლითაც კალანდიას მიმართ სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტას ითხოვდნენ. ადვოკატები ამბობენ, რომ საქმეში არ არის არც დანაშაულის იარაღი და არც პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც კალანდიას ბრალეულობას დაადასტურებდა. ბრალდების მხარის განცხადებით, მოსამართლემ მიიჩნია, რომ საქმეში არსებობს საკმარისი მტკიცებულებები და იმის საფუძველი, რომლითაც აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა არ უნდა შეცვლილიყო ბრალდების მიმართ. სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელეს.…

მეტი...

„დიდი მადლობა, ბატონო ბიძინა! – იმედისმომცემი მომავალი აქვს საქართველოს” – ევროპული საბჭოს პრეზიდენტი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. მმართველი პარტიის ლიდერმა სტუმარს ბათუმში უმასპინძლა. ბიძინა ივანიშვილმა, დონალდ ტუსკს საქართველოს მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში, მაღალი რანგის ბევრი სტუმრების ამ რაოდენობით მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, მმართველი პარტიის ლიდერთან შეხვედრა საინტერესოდ და შთამბეჭდავად შეაფასა და გამოთქვა რწმენა, რომ ერთობლივი ძალისხმევით საქართველო კიდევ ბევრ წარმატებას მიაღწევს. „ დიდი მადლობა, ბატონო ბიძინა! ძალიან საინტერესო და შთაგონების მომცემი შეხვედრაა. დღეს თქვენთან, თქვენს ოპონენტებთან, მთავრობასთან და ქალბატონ…

მეტი...

“დემოკრატია არის განვითარებისათვის და არა სამოქალაქო დაპირისპირებებისა და ომებისთვის“ – დონალდ ტუსკი

ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ბათუმში, საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება, ფრენების შეწყვეტასთან დაკავშირებით უსამართლოა.   დონალდ ტუსკმა, მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს და მის ტერიტორიულ მთლიანობას. მისი თქმით, საქართველოს და ევროკავშირს, საერთო ღირებულებები აერთიანებს.  „რუსეთის გადაწყვეტილება, რომ შეწყვიტოს ფრენები საქართველოში, არის დისპროპორციული, უსამართლო და არაფრით არ არის გამართლებული. ევროკავშირი ამ შემთხვევაში სოლიდარულია სრულად საქართველოს მიმართ. ჩვენ მთლიანად, კვლავ და კვლავ ვადასტურებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ საერთო ღირებულებებს ვიზიარებთ, საქართველომ არაერთხელ აჩვენა თავისი თავდადება დემოკრატიული რეფორმების მიმართ, კანონის უზენაესობის დამყარების მიმართ. ეს ყველაფერი გრძელდება საკმაოდ მტკიცე გადაწყვეტილების საფუძველზე. სასამართლო სისტემა…

მეტი...

“ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი თანხა საქართველოში ჩავდეთ” – ევროპის ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

“აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი თანხა ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოში ჩადო”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს, ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ვაზილ ჰუდაკმა განუცხადა. ვაზილ ჰუდაკის განცხადებით, საქართველოში, სხვადასხვა პროეტების განსახორციელებლად, თითქმის 2 მილიარდი ევროა ჩადებული. „ევროპის საინვესტიციო ბანკი ევროკავშირის ბანკია. ჩვენ ვმოქმედებთ ევროკავშირის სტრატეგიის შესაბამისად. ჩვენთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. 9 მილიარდი ევრო ჩავდეთ ამ ქვეყნებში ბოლო 10 წელიწადში. საქართველო კი, ერთ სულ მოსახლეზე ინვესტიციებით პირველ ადგილზეა. აქ ჩავდეთ თითქმის 2 მილიარდი ევრო სხვადასხვა პროექტში – გზების მშენებლობაში, ენერგეტიკაში, მუნიციპალურ სექტორში”, – განაცხადა ვაზილ ჰუდაკმა. ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ბათუმში…

მეტი...

“არ ვფიქრობთ, რომ შს მინისტრმა თანამდებობა უნდა დატოვოს” – თამარ ჩუგოშვილი

პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას, თანამდებობიდან გადაყენების საკითხი არ განიხილება. მისი თქმით, საზოგადოებამ ნახა, რომ 20 ივნისის ღამეს იყო სამართალდამცველების მიმართ მასობრივი ძალადობრივი აქტები და საქართველოს პარლამენტის შენობაზე შტურმის მიტანა, რამაც ძალის გამოყენება გარდაუვალი და აუცილებელი გახადა. „შს მინისტრს თავისი პოზიცია და დამოკიდებულება ძალიან მკაფიოდ აქვს დაფიქსირებული. ეს დამოკიდებულება არის შემდეგი – 20 ივნისის ძალიან მძიმე ღამეს, როდესაც პარლამენტის შენობაზე და პოლიციელებზე შტურმი იყო, როდესაც 80 პოლიციელი დაშავდა, 30 პოლიციელი რიგებიდან გამოათრიეს და ისინი ხალხის მასაში დაზიანებული, ნაცემი აღმოჩდნენ, გარდაუვალი გახდა ძალის გამოყენება…

მეტი...

პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებული გათავისუფლდა

მოსამართლემ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი მერებაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. მოსამართლემ განმარტა, რომ მერებაშვილს პატიმრობის ვადა ეწურება 15 ივლისს და ვინაიდან 15-მდე ვერ ჩაინიშნება სასამართლო სხდომა, მერებაშვილი უნდა გათავისუფლდეს დარბაზიდან. სხდომაზე დამსწრეები მის გათავისუფლებას ტაშით შეხვდნენ. ​ამ საქმეზე მერებაშვილის გარდა, ლევან ქარდავა და რევაზ შიუკაშვილი არიან ბრალდებულები, რომლებიც სხვა სისხლის სამართლის საქმეზე არიან მსჯავრდებულები, შესაბამისად, ცხრათვიანი ვადა მხოლოდ მერებაშვილზე ვრცელდება. შემდეგი სხდომა 22 ივლისს, 14:00 საათზე გადაიდო.

მეტი...

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდია, დანაშაულს უარყოფს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებული, მიხეილ კალანდია, წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. „არ ვცნობ თავს დამნაშავედ”, – განაცხადა მიხეილ კალანდიამ სასამართლო პროცესზე. როგორც  პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა განაცხადა, დღეს, სასამართლო პროცესზე, წარდგენილი იქნება მტკიცებულებები, რომელთა დასაშვებად ცნობას ბრალდების მხარე მოითხოვს. ამასთან, როგორც მირიან მეგრელიშვილმა აღნიშნა, საქმეში არის ახალი მტკიცებულებები, მათ შორის 2019 წელს მოპოვებულო მტკიცებულებები. “წარმოდგენილი გვაქვს მტკიცებულებები და ვიშუამდგომლებთ მათ დასაშვებად ცნობას. ასევე გადაისინჯება აღკვეთის ღონისძიება. ბრალდების მხარე თავდაპირველ პოზიციას უჭერს მხარს და მიგვაჩნია, რომ საქმეში არსებობს საკმარისი მტკიცებულებები აღკვეთის გამოყენების. მტკიცებულებების შინაარსში…

მეტი...

“აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თემები უკვე აღარ არის პირველი რიგის თემები საერთაშორისო ასპარეზზე” – პრეზიდენტი

“აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხები აღარ არის პირველი რიგის თემები საერთაშორისო ასპარეზზე, მაგრამ ჩვენთვის ეს ძალიან დიდი პრობლემაა, ეს არ არის საკითხი, რომელიც დაგვავიწყდება ან როგორღაც გაქრება”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 20 ივნისს დაწყებული აქციები, საზოგადოების ბუნებრივი გამოხატულება და წუხილია იმისა, რომ არანაირი პოლიტიკური პროგრესი არ არსებობს, საქართველოს ტერიტორიების გამთლიანების. „ჩვენი ევროპული მომავალი, რა თქმა უნდა, ვერ გაუკეთებს იგნორირებას იმას, რომ ჩვენ აგვისტოში აღვნიშნავთ უკვე მე-11 წლისთავს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციისა. 2008 წლის რუსეთთან ომის შემდეგ 11 წელმა…

მეტი...

“თუ ავირიდებთ თავიდან შეცდომებს, რუსეთის სამხედრო ბაზები გავლენ გუდაუთიდან და ცხინვალის რეგიონიდან” – პრეზიდენტი

“ჩვენ გვინდა, ოკუპაციის საკითხი გადაწყდეს მშვიდობიანად, დიპლომატიური არხებისა და გზების გამოყენებით. ყველაფრის მიუხედავად, დემოკრატიული, მშვიდობიანი, სტაბილური და ევროპული – აი ეს ვართ ჩვენ, როგორც ქვეყანა, როგორც სახელმწიფო. რუსეთთან განახლებული დაძაბულობა მიუთითებს, რომ არსებული სტატუს კვო მიუღებელია და ხელს არ უწყობს გრძელვადიან სტაბილურობას“- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილი, ევროკავშირს მოუწოდებს, უფრო აქტიურად ჩაერთოს და დაეხმაროს საქართველოს. პრეზიდენტმა, შავ ზღვაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ რეგიონში სტაბილურობა, არამარტო ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ევროპისთვის. მისი თქმით, საჭიროა დეესკალაცია, ჟენევის მოლაპარაკებების განახლება და უფრო აქტიურად ჩატარება.…

მეტი...

“საქართველოს შუაგულში რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული, ყოველდღიურად გვიწევს საფრთხეებთან გამკლავება,” – მამუკა ბახტაძე

“საქართველოში შექმნილი ყველა დადებითი მუხტის მიუხედავად, ჩვენი ქვეყანა კვლავ იმყოფება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი დარღვევებისა და გამოწვევების წინაშე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმის XVI საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, სრული მასშტაბით მიმდინარეობს მზარდი მილიტარიზაცია და ყოველწუთიერად იზრდება დეპოპულაციის მასშტაბი. მთავრობის მეთაურის განცხადებით,  5-6 ჯერ შემცირდა ადგილობრივი მცხოვრებლების რიცხვი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ქვეყნის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ევროპელ კოლეგებს,  ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მხარდაჭერისთვის „ხშირად ვამბობ, რომ საქართველოს ორი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა გააჩნია ოკუპაციისა და სიღარიბის სახით. ეს იქცა ჩემს თეზად და საფუძვლად დაედო ყველა იმ რეფორმასა და ინიციატივას, რომელსაც ქვეყანაში…

მეტი...

საქართველოსა და კორეას შორის, საჰაერო მიმოსვლის შესახებ ოქმი გაფორმდა

საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ, შეთანხმების ტექსტის შეჯერების მიზნით მოლაპარაკებები გაიმართა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ორდღიანი მოლაპარაკებების შედეგად მოხდა შეთანხმების პროექტის პარაფირება და შესაბამისი ოქმის გაფორმება, რომლითაც მხარეებმა შესაძლო მოკლე ვადაში შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების და შეთანხმების 2019 წლის ბოლომდე გაფორმების ვალდებულება აიღეს. „მოლაპარაკებების ფარგლებში მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომელიც ზემოხსენებული შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ქართულ მხარეს კორეის უმსხვილეს საერთაშორისო აეროპორტებში რეგულარული ფრენების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს. შეთანხმების გაფორმებით, შეიქმნება ორ ქვეყანას შორის საჰაერო ტრანსპორტის სფეროში სამართლებრივი ბაზა, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას…

მეტი...

მამუკა ბახტაძე, ევროკავშირს, ფინანსურ ინსტრუმენტებზე წვდომას სთხოვს

“მუხტის შენარჩუნება ყველაზე მნიშვნელოვანია ორმხრივ ურთიერთობებში და საჭიროა ახალი, დამატებითი შესაძლებლობები გამოინახოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბათუმის XVI საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ასოცირების შეთანხმებისა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის გარდა, ახალი არხები უნდა მოისინჯოს ევროკავშირთან საქართველოს უფრო მჭიდრო ასოცირებისთვის და სამომავლო ურთიერთობის ფორმების განსაზღვრისთვის. „საქართველოს ცხადად ესმის, რომ ევროკავშირთან პარტნიორობა ეფუძნება თავად პარტნიორების შესაძლებლობებსა და ნება-სურვილს. გარწმუნებთ, რომ ორივე გაგვაჩნია. გვსურს და შეგვიძლია, დარგობრივი ინტეგრაცია. ამ მიმართულებით ყველამ უნდა ვიმუშაოთ. თუმცა, ამ გზაზე ჩვენ თქვენი მხარდაჭერა და ფინანსურ ინსტრუმენტებზე წვდომა გვჭირდება, რათა საკმარისი პირობები შეიქმნას…

მეტი...

“ისტორია მეორდება, საქართველო კვლავ ცდილობს, გახდეს ევროკავშირის წევრი” – არჩილ თალაკვაძე

“300 წლის წინ, ქართველმა ელჩმა, სულხან-საბა ორბელიანმა ევროპის კარზე დააკაკუნა, რომელიც ოცნებობდა საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვაზე, მას სურდა, პოლიტიკური და ფინანსური დახმარება ეთხოვა სამშობლოს გადასარჩენად, თუმცა 300 წლის შემდეგ, ეს ისტორია ისევ მეორდება – საქართველო კვლავ ცდილობს გახდეს ევროკავშირის წევრი და მას ისევ დახმარება სჭირდება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. თალაკვაძის თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობა ეფექტური ინსტრუმენტია საქართველოსთვის და ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებისთვის. პარლამენტის თავმჯდომარემ გამოსვლისას ყურადღება აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში, ქვეყანამ…

მეტი...

“საბჭოთა კავშირის კოლაფსი და დანგრევა იყო ძალიან დიდი პოზიტიური მოვლენა” – დონალდ ტუსკი

„საბჭოთა კავშირის კოლაფსი და დანგრევა იყო ძალიან დიდი პოზიტიური მოვლენა საქართველოსთვის, პოლონეთისთვის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის და დარწმუნებული ვარ თვით რუსეთისთვისაც კი. ეს არის ძალიან სიმბოლური დრო იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ რა გზა გავიარეთ ამ 10 წლის განმავლობაში და როგორ გავაგრძელოთ ეს გზა,“ – აღნიშნული განცხადება საქართველოში მყოფმა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა გააკეთა. ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ერთ-ერთია იმ უმაღლესი დონის სტუმრებს შორის, რომლებიც საქართველოში, კერძოდ ბათუმში იმყოფებიან და კონფერენციაში – „საქართველოს ევროპული გზა“ მონაწილეობენ.

მეტი...

“საქართველო მზად არის, ევროკავშირის ძირითადი პარტნიორი გახდეს შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებითაც” – მამუკა ბახტაძე

“აღმოსავლეთ პარტნიორობას სერიოზული წარმატების ისტორია გააჩნია. აღნიშნულ წარმატებათა შორის ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ საქართველო, რომელმაც დაამტკიცა, რომ გახლავთ მდგრადი და შედეგებზე ორიენტირებული ქვეყანა” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმის XVI საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველო მზარდად მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა უსაფრთხოების მიმართულებითაც, რადგან შავი ზღვის უსაფრთხოებამ დიდი მნიშვნელობა შეიძინა. „საქართველოს ევროპული არჩევანი, ეს არის ჩვენი ხალხის ცივილიზაციასა და ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი, რომელიც ჩვენმა ხალხმა საუკუნეების წინ მიიღო. საქართველო არასდროს ყოფილა ის ქვეყანა, რომელიც მოიხმარდა უსაფრთხოებას, პირიქით, საქართველო ყოველთვის იყო წინა ხაზზე იყო ღირებულებებისთვის ბრძოლაში, რომელიც ჩვენ გვაკავშირებდა. საქართველოს…

მეტი...

ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ბათუმშია,  „საქართველოს ევროპული გზა“ დღეს გაიხსნა

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ბათუმში, საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ გაიხსნა. კონფერენციაში მსო​ფლიოს ქვეყნებიდან მაღალი დონის დელეგაციის წევრები მონაწილეობენ. მათ შორის, ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი. დელეგაციის წევრები არიან:  ესტონეთის პრემიერ-მინისტრი;  პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები;  ბულგარეთის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი; უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრი;  სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი;  სერბეთის ევროინტეგრაციის მინისტრი; სლოვაკეთის ევროპულ და საგარეო საქმეთა მინისტრი;  უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი; ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი; გერმანიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი;  მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სახელმწიფო მდივანი;  ალბანეთის საგარეო საქმეთა…

მეტი...

პარლამენტი პროპორციული სისტემის დამტკიცებას საშემოდგომო სესიაზე გეგმავს  

“ვხედავთ შესაძლებლობას, რომ კონსტრუქციულად გაგრძელდეს ეს პროცესი და საშემოდგომო სესიაზე, უკვე მაქსიმალურად შეჯერებული გადაწყვეტილებები მივიღოთ პარლამენტში”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის სამდღიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. არჩილ თალაკვაძე გამართულ კონსულტაციებს დადებითად აფასებს. მისი თქმით, აშკარაა, რომ პროპორციული არჩევნების სისტემას ოპოზიციის მხრიდან მხარდაჭერა და მაღალი ინტერესი აქვს. „განვიხილეთ, პრაქტიკულად, ყველა საკითხი, რაც სამოქალაქო საზოგადოებას და ოპოზიციას აინტერესებდა როგორც პროპორციულ არჩევნებთან, ასევე საარჩევნო კანონმდებლობასთან მიმართებაში.  ვფიქრობ, ეს ფორმატი მოემსახურება იმას, რომ ოპოზიციურ პარტიებს, ხელისუფლებას და მმართველ გუნდს ჰქონდეს კონკრეტული შესაძლებლობა, რომ განიხილოს ყველა აქტუალური საკითხი და ოპოზიციას…

მეტი...