ნიკა გვარამია “რუსთავი 2-თან” შეკრებილებს “ბრბოს” უწოდებს

“პოლიცია ადგილზე არის მცირე ოდენობის და იმ შემთხვევაში თუ, ეს ბრბო მიიღებს შენობაში შემოჭრის გადაწყვეტილებას, პოლიცია ვერ შეაჩერებს,” – აღნიშნული განცხადება, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, აქციის მონაწილეების მიმართ გააკეთა, რომლებიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობას მოუწოდებენ, პასუხისმგებლობა აიღონ არხის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებაზე. ნიკა გვარამია, პასუხისმგებლობას შსს აკისრებს და მოუწოდებს უზრუნველყონ “რუსთავი 2-ის” უსაფრთხოება. მისი თქმით, გიორგი გაბუნიას მიმართ, არხმა გადაწყვეტილება მიიღო და 2 თვით უფლებამოსილება შეუჩერა, ამიტომ აქციის და პროტესტის მიზეზი აღარ არსებობს. “რუსთავი 2-ის” შენობის გარეთ მიმდინარეობს მართული აქცია, ხელისუფლებისგან წაქეზებული ორკების. მთლიანი პასუხისმგებლობა,…

მეტი...

“რუსთავი 2”-თან მოქალაქეები აქციას მართავენ

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან მოქალაქეები იკრიბებიან. აქციაზე მისული მოქალაქეები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობას მოუწოდებენ, პასუხისმგებლობა აიღონ არხის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, ამასთან, მოითხოვენ, ტელევიზია დატოვოს გიორგი გაბუნიამ და  შეიცვალოს არხის მენეჯმენტი. აქციაზე მოხდა მცირე ინციდენტი. მოქალაქეები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფს. ცნობისთვის, „რუსთავი 2“-ის საავტორო გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ 7 ივლისს „პოსტსკრიპტუმის“ დაწყებისას გადაცემაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მისამართით უცენზურო განცხადებები გააკეთა.

მეტი...

„აქციები შეიძლება გადაიზარდოს ფიზიკურ დაპირისპირებაში“- თამარ ჩუგოშვილი

„დილიდან ვაკვირდებით მოვლენებს პარლამენტის შენობის წინ. ვაკვირდებით ორ სხვადასხვა აქციას და მათი ორგანიზატორების განცხადებებს. ყველანი ვხვდებით, რომ ეს აქციები შეიძლება გადაიზარდოს ფიზიკურ დაპირისპირებაში“ – აცხადებს პარლამენტის ვიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილი.     დეპუტატი აქციის ორგანიზატორებს მიმართავს და მათ პასუხის​მგებლობაზე საუბრობს. „სიტუაციაში აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს ევალებათ ყველა ზომას მიმართონ, რათა თავიდან ავიცილოთ ფიზიკური დაპირისპირება. ჩვენ ვნახეთ, რომ პოლიცია მაქსიმალურად ცდილობს არ მოხდეს ესკალაცია, პატრულის უფროსმა თხოვნით მიმართა, რომ არ მომხდარიყო აქციის მონაწილეების დაძრა პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიიდან. თუმცა ასევე პირდაპირ ეთერში ვხედავთ, რომ პუშკინის სკვერში მიმდინარე აქციის მონაწილეებს წინ მოუძღვ​ებნიან პოლიტიკოსები. მინდა…

მეტი...

“დღეს მე რუსეთში ივანიშვილზე მეტი ავტორიტეტი მაქვს” – მიხეილ სააკაშვილი (ვიდეო)

“ამდენი ხანი ივანიშვილი იძახდა, რომ რუსეთთან ურთიერთობები დაალაგა. ასეთი რა დაალაგა, რომ გაბუნიას ერთმა უგემოვნო და გაუაზრებელმა გამოხტომამ შეიძლება, თქვენი აზრით, გამოიწვიოს ის, რომ რუსეთმა დაგვბომბოს?!”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი გიორგი გაბუნიას მონოლოგს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, რუსი ტურისტები შემოჰყავდათ და რუსებიც ქართველებს მეტ პატივს სცემდნენ. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ის, ივანიშვილთან შედარებით, რუსეთში უფრო მეტი ავტორიტეტით სარგებლობს. “ჩემ დროს, მიუხედავად ყველა უბედურებისა, რუსი ტურისტები ჩამოგვყავდა და, მინიმუმ, რუსები ხალხის დონეზე გვექცეოდნენ, რადგან აღფრთოვანებულები იყვნენ საქართველოს რეფორმებით. და დღეს მე რუსეთში ვარ ბევრად მეტი ავტორიტეტი ხალხს…

მეტი...

რუსთაველის გამზირზე, სამართალდამცველებმა გზა გადაკეტეს

რუსთაველის გამზირზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესთან სამართალდამცველებმა ავტობუსებით გზა გადაკეტეს. გარდა ამისა, გზაზე პოლიციის კორდონი განთავსდა. უსაფრთხოების მიზნით, სამართალდამცველები ორ პარალელურ აქციას გამიჯნავენ. პარლამენტის შენობის წინ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს, ხოლო პუშკინის სკვერში არიან შეკრებილი აქციის მონაწილეები, რომლებიც პარლამენტთან 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით აქციებს მართავენ.

მეტი...

რუსი დეპუტატები გიორგი გაბუნიას რუსეთში ექსტრადირებას ითხოვენ

რუსეთის სახელმწიფო დუმის ქვედა პალატის თავმჯდომარი,ს ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას რუსეთში ექსტრადაცია უნდა მოხდეს და ის რუსეთის სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს. ვოლოდინის ამ განცხადებას “ინტერფაქსი” ავრცელებს. „ამაზე იყო საუბარი დუმის საბჭოს სხდომაზე და ყველანი შეთანხმდნენ, რომ საქართველოს წარმომადგენელს, რომელიც თავხედურად მოიქცა და შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს მეთაურს, უნდა დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, უნდა მოხდეს მისი ექსტრადირება რუსეთის ტერიტორიაზე, რომ შემდეგ ჩვენმა სასამართლომ გასაზღვროს პასუხისმგებლობის ზომა. შემდეგ უკვე უნდა გადაწყდეს, თუ სად მოიხდის სასჯელს – რუსეთის თუ საქართველოს ტერიტორიაზე“, – განაცხადა ვოლოდინმა. ცნობისთვის, „რუსთავი 2“-ის საავტორო გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა,…

მეტი...

გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება შეუჩერდა

“რუსთავი 2”-ის თვითრეგულირების ორგანომ, გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება 2 თვით შეუჩერა. აღნიშნულ განცხადებას ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს. „რუსთავი 2“-ის თვითრეგულირების ორგანომ, საკუთარი ინიციტივით განიხილა 7 ივლისს გადაცემა პოსტ სკრიპტუმში, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ მომზადებული საავტორო ტექსტი, რომელიც მან გადაცემის შესავალ ნაწილში წარმოთქვა. თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებით ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას, სრულად შეუჩერდა უფლებამოსილება ორი თვით, ეს შეზღუდვა ეხება ყველა იმ გადაცემას, რომელსაც იგი ამზადებს ან/და მიჰყვას. გადაწყვეტილების დასაბუთებული ტექსტი გამოქვეყნდება მოგვიანებით „რუსთავი 2“-ის ვებ-გვერდზე“, – ნათქვამია არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

რუსეთში ქართული ღვინო, წყალი და ფულადი გზავნილები აიკრძალება

ტურისტული ემბარგოს შემდეგ, რუსეთის ფედერაცია საქართველოსთან ყველა  სხვა ემბარგოსაც აწესებს, ფულადი გზავნილების ჩათვლით.  რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს  საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ლეონიდ სლუცკის ინფორმაციით, კომიტეტმა აღნიშნულ წინადადებას მხარდაჭერა გამოუცხადა. „მკაცრი ზომების მიღება აუცილებელია. საერთაშორისო საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა წინადადებას, პროდუქციის მიწოდების შეზღუდვის თაობაზე. კერძოდ ღვინის, მინერალური წყლის,ზოგიერთი სხვა საქონლის, რომელიც საქართველოში იწარმოება აგრეთვე ჩვენს ქვეყნებს შორის ფულადი გზავნილების გაყინვის თაობაზე“, – განაცხადა დუმის წევრმა ლეონიდ სლუცკიმ.

მეტი...

“უკვე აღარც გვეკონტაქტებიან, გვიუქმებენ ჯავშნებს, არ ვართ ჩვენ არავისტები, ჩვენ საქართველოისტები ვართ” – შალვა ალავერდაშვილი

“მოკლედ, მთავრობა ხართ თუ ოპოზიცია, იქნებ, თქვენთვის იჩხუბოთ ერთმანეთში და ჩვენ გვაცადოთ საქმის კეთება. გპირდებით, ორივეს შეგინახავთ, ორივეს გეყოფათ ჩვენი გადახდილი გადასახადები, ორივე კარგად იქნებით თუ ჩვენ დაგვაცდით ბიზნესის წარმოებას და თქვენ პარტიულ ვნებებს ნუ გადააყოლებთ ქვეყანას” – აცხადებს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი.  “მედიაცენტრი მთავარი” ალავერდაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:    “ყველას კარგად გვახსოვს როგორ დაიწყო 2019 წელი. ჯერ იყო ვირუსების გამო საკმაოდ დიდი ზარალი ნახა ტურიზმის სექტორმა, მერე თითქოს ფეხზე წამოდგომა დავიწყეთ, მაისმა იანვარი დააბალანსა, ივნისი უკვე თებერვალს ავსებდა და მერე მოხდა გავრილოვი. ეს ის თემაა როცა…

მეტი...

“გაბუნიას განცხადებები ემთხვეოდა „რუსთავი 2“-სა და “ნაციონალური მოძრაობის” ნარატივს” – გურამ მაჭარაშვილი

„ჩვენ ვალდებულნი ვართ, გადავდგათ ადეკვატური ნაბიჯები, რათა სიტყვის თავისუფლების სახელით, საფრთხე არ შეექმნას ქვეყნის უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ განვითარებას“     – აღნიშნული განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თამჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა,  „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას მონოლოგის შეფასებისას გააკეთა.  გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ღიად პროვოკაციული ქმედებები, ემსახურება კრიზისის შექმნას ქვეყანაში, ნებისმიერ, მათ შორის საქართველოში რუსეთის გავლენების გაზრდის ფასად, რათა “ნაციონალური მოძრაობა” დაბრუნდეს ხელისუფლებაში.  “გიორგი გაბუნიას განცხადება იყო პროვოკაციული ხასიათის, თუმცა საზოგადოების გუშინდელი რეაქცია არ ყოფილა მხოლოდ ამ ერთი კონკრეტული პირის ბრალეულობის წინააღმდეგ გამოთქმული პროტესტი, რეალურად, რის მიღწევასაც ცდილობდა…

მეტი...

დღეიდან, რუსი და ყაზახი ტურისტები, როგორც ზღვის, ისე მთის ჯავშნებს ერთმანეთის მიყოლებით აუქმებენ    

რუსი და ყაზახი ტურისტები, რომლებსაც  რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოში მსხვილი ჯავშნები არ გააუქმეს, დღეს, უკვე, გადაწყვეტილება შეცვალეს და საქართველოში ჩამოსვლაზე უარს აცხადებენ. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“  მსხვილი სასტუმრო კომპლექსებიდან აცნობეს, მათ ყველა მაღალბიუჯეტიან კლიენტთან ინდივიდუალური მოლაპარაკება ჰქონდათ, საკუთარ თავზე აიღეს მათი უსაფრთხოება და ტურისტები საქართველოში მაინც ჩამოდიოდნენ. დღეს კი ვითარება შეიცვალა და ტურისტები საქართველოში არ ჩამოდიან. „დღეს დილიდან, ჯვშანი-ჯავშანზე უქმდება ყაზახეთიდან და რუსეთიდან. არადა, შედარებით მშვიდად ვიყავით, რადგან ყველა ჯავშანთან სათითაოდ გვქონდა კომუნიკაცია, ყველას ვუხსნიდით ვითარებას და ჩვენს თავზე ვიღებდით მათ უსაფრთხოებას და ყველზე მაღალ სტანდარტს ვთავაზობდით… გუშინდელი თემა არაფერში…

მეტი...

გაფრთხილება ორივე აქციის ორგანიზატორებს – შსს განცხადებას ავრცელებს

“მოვუწოდებთ აქციების მონაწილეებს არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს”, – ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ინფორმაციით, აქციების მონაწილეთა მხრიდან სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს აქცია. პარალელურად 19:00 საათზე აქცია დაიგეგმა პუშკინის სკვერში. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვალეობაა უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვა აქციების მიმდინარეობის თითოეულ ადგილზე. აქციების მონაწილეთა მხრიდან კანონის დარღვევის ფაქტებზე სამინისტრო მოახდენს შესაბამის რეაგირებას. მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამასთან, ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან…

მეტი...

“ეს არის აგრესია ქართველი ხალხის მიმართ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ბელადის მხრიდან” – მამუკა ბახტაძე

“ეს არ იყო ცალკე აღებული რომელიმე ჟურნალისტის მიერ ნათქვამი სრულიად მიუღებელი ფრაზები; ეს არის წლების განმავლობაში ქართველი ხალხის მიმართ არსებული აგრესია, რომელიც მოდის „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ბელადის მხრიდან”, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში, „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანის, გიორგი გაბუნიას მონოლოგთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მსგავსი რამ პირველად არ მომხდარა. მისი თქმით, მსგავსი სცენარებით, დესტრუქციული ძალები, დესტაბილიზაციას და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაზიანებას ცდილობენ. „ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, იყო სრულიად ამაზრზენი და ამორალური საქციელი და ამავე დროს გამიზნული და უბინძურესი პროვოკაცია, რომლის მიზანია საქართველოში დესტაბილიზაცია და ქვეყნის ეროვნული ინტერესების…

მეტი...

„იჯარით არ აქვთ ეს ტერიტორია აღებული ან პრივატიზებული“ – დეკანოზი ტერიტორიის ბანერებისგან გაწმენდას ითხოვს

“პოლიციის წარმომადგენლებს ვთხოვ აიღონ ყველა ის ბანერი რომელიც აქ არის განთავსებული და მოძებნონ შესაბამისი ადგილი,” – აღნიშნული განცხადება, სასულიერო პირმა, დეკანოზმა დავით ისაკაძემ, საქართველოს პარლამენტის წინ, „ეროვნულების“ აქციის მიმდინარეობისას გააკეთა. დეკანოზმა, პოლიციელებს დრო მისცა იმისთვის, რომ ბანერები, რომელზეც, შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნებია დატანილი სხვა ადგილას გადაიტანონ. “ჩვენს ქალაქში, უკვე მერამდენე დღეა, მიმდინარეობს, არ ვიცი რა ხასიათის გამოსვლები. თუ კონცერტი, პოეზიის საღამოები უნდათ, არის ამისთვის შესაბამისი ადგილები და იქ გამართონ. ეს არის ჩვენი ქალაქი, ისევე როგორც მათი. თავისუფლად სეირნობა გვინდა და არა პროვოკაციები იმისათვის, რომ ადამიანები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ამიტომ,…

მეტი...

“თუ ავადმყოფები არიან, ღმერთმა უშველოს” – გია კორკოტაშვილი

“რა ცოდვითაც დადიან, თუ სინანულში არიან, მივიდნენ ეკლესიაში, თუ პროპაგანდას გაუწევენ ამ თემატიკას, არავითარ შემთხვევაში, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ეკლესია, ღირსეული ადამიანები, ამას არ დავუშვებთ,” – აღნიშნული განცხადება, “ქართული მარშის” ერთ-ერთმა ლიდერმა გია კორკოტაშვილმა, საქართველოს პარლამენტის წინ, „ეროვნულების“ აქციის მიმდინარეობისას, “მედიაცენტრ მთავართან” გააკეთა. მისი თქმით, საზოგადოების დიდი ნაწილი, მტრულად არ არის განწყობილი ლგბტ ადამიანების მიმართ და მხოლოდ მათ მიერ პროპაგანდას გმობენ. “თუ ავადმყოფები არიან, ღმერთმა უშველოს. მეტი წილი საზოგადოების, ვინც აქ არის შეკრებილი და ნორმალური მოაზროვნეა, არაფერს ვუშავებთ ამ ადამიანებს. როგორც უნდათ ისე იცხოვრონ. თავისი წესი აირჩიეს ცხოვრების? აირჩიონ და…

მეტი...

“საქართველოს ხელისუფლებას ამოსუნთქვის საშუალება მიეცა” – დავით ჭიჭინაძე

„ქვეყნის პოლიტიკა არ უნდა კეთდებოდეს ვინმეს მაამებლური ან მაგინებელი განცხადებებით. ასე არ ხდება. პოლიტიკა, ქვეყნის მართვა სულ სხვა საფეხურებია”- აცხადებს პარლამენტის წევრი დავით ჭიჭინაძე და ჟურნალისტის განცხადებაზე ხელისუფლების შეფასებებს ზედმეტს უწოდებს. “ვთვლი, რომ გაბუნიას გამოსვლის შეფასება, ნებისმიერი მხრიდან და მით უმეტეს, ხელისუფლების პირველი პირებისგან, ცოტა ზედმეტია და ამდენ ყურადღებას ნამდვილად არ უნდა იმსახურებდეს. თორემ, რუსეთის მთავრობამ უკვე დაინახა „ის სამართლიანი აღშფოთება, რომლითაც აღიქვა მომხდარი საქართველოს მთავრობამ.” აღნიშნულმა კი, თავის მხრივ, სხვა არაფერი შედეგი დადო, თუ არა ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამოსუნთქვის საშუალება მისცა გავრილოვის ინციდენტის შემდეგ“ – აცხადებს დეპუტატი.

მეტი...

„მარში“ დაშლას არ აპირებს და ძალით დაშლასაც არავის ურჩევს

“ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი, სანდრო ბრეგაძე, სამართალდამცველებს მიმართავს და მოუწოდებს, არც იფიქრონ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დაშლა. „დღეს, ვინც პარლამენტთან ეროვნულების მიტინგს დაშლის და ხალხს სახლში გაუშვებს, ცალსახად იქნება მოღალატე! “ქართული მარში” რუსთაველზეა! მივმართავ ლევან ვასაძეს, – არავითარ შემთხვევაში არ დაშალოთ მიტინგი პარლამენტთან! ქართული მარში რუსთაველზეა! ვიდგებით ბოლომდე!“ – აცხადებს ბრეგაძე. პარლამენტის წინ შეკრებილები არ აპირებენ, დაკავებული ტერიტორია მიატოვონ და იქ, მანამ დარჩებიან, სანამ საჭიროდ ჩათვლიან. შეგახსენებთ, რომ დილიდან, საქართველოს პარლამენტის წინ, „ეროვნულების“ აქცია მიმდინარეობს. საღამოს 19:00-დან კი ამავე ტერიტორიაზე კიდევ ერთი აქციაა დაგეგმილი, რომლებიც შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას…

მეტი...

“მაღალი კულტურის მქონე ქართული საზოგადოების იმიჯის შელახვა” – თამაზ გაიაშვილი

„ჯორჯიან ეარვეისის“ პრეზიდენტი თამაზ გაიაშვილი, პირდაპირი ეთერით  ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გინებას შურის გაღვივების მცდელობად აფასებს.   “მე, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე, ვგმობ გუშინ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მიერ ორ ხალხს შორის შუღლის გაღვივების მიზანმიმართულ მცდელობას. მივიჩნევ, რომ ეს არის ისტორიულად ცნობილი,  მაღალი კულტურის მქონე ქართული საზოგადოების იმიჯის შელახვა მსოფლიოს თვალში.  ვთვლი, რომ შუღლის გაღვივების მცდელობისათვის, შესაბამისმა უწყებებმა, კანონის მთელი სიმკაცრით პასუხი უნდა აგებინონ გიორგი გაბუნიას, ხოლო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ამ ფორმით მაუწყებლობაზე, აუცილებლად უნდა იმსჯელოს საქართველოს მთავრობამ”, – აცხადებს თამაზ გაიაშვილის. ბიზნესმენი საქართველოში არ  იმყოფება. როგორც…

მეტი...

მირზა სუბელიანმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა

ხორავას ქუჩაზე, მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით მსჯავრდებულმა, პროკურატურის ყოფილმა თანამშრომელმა, მირზა სუბელიანმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა. პენიტენციურ დაწესებულებასთან მირზა სუბელიანს ოჯახის წევრები და მეგობრები დახვდნენ. მირზა სუბელიანი 2018 წლის 9 ივნისს დააკავეს. მას საგამოძიებო უწყებამ ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წარუდგინა, თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალის კვალიფიკაცია შეიცვალა. მირზა სუბელიანი სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დაფარვისთვის დამნაშავედ ცნო და ერთი წლითა და ერთი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მეტი...

რუსეთის უწყება, ვლადიმერ პუტინის შეურაცხყოფაზე განცხადებას ავრცელებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წამყვანის მხრიდან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სიტყვიერ შეურაცხყოფას გამოეხმაურა. რუსეთის საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „რუსეთი კატეგორიულად გმობს ამ უპრეცედენტოდ მდაბიო ქცევას“. „რუსეთი კატეგორიულად გმობს უპრეცედენტოდ მდაბიო ქცევას, რომელიც შეიცავდა მიუღებელ გამოხტომებს და უცენზურო გამონათქვამებს რუსეთის მთავრობის მიმართ, რომელიც მოაწყო ქართულმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა. ამ ქმედებას განვიხილავთ რადიკალური ძალების კიდევ ერთ ღია პროვოკაციად, რაც მიმართულია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ძირის გამოთხრისკენ. ეს აღმაშფოთებელი ინციდენტი იმის ნათელი მაგალითია, თუ საით მივყავართ თავგასულ რუსოფობიას. უნდა აღინიშნოს, რომ 20 ივნისს რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრებზე თავდასხმისგან განსხვავებით, საქართველოს მთავრობას…

მეტი...

“უცოდველი არც ერია და არც ბერი, შევუნდოთ ერთმანეთს ცოდვები” – მონაზონი

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას, სადაც “ღირსების მარშს” აპროტესტებენ, სასულიერო პირებიც შეუერთდნენ. როგორც აქციის მონაწილე მონაზონმა ალისია ბოლოთაშვილმა “მედიაცენტრ მთავართან” საუბრისას აღნიშნა, საქართველოში უზნეობა არ უნდა ხდებოდეს. “დღეს, მეუფესთან და ჩვენს მამებთან ერთად ვარ. ვაპროტესტებ უზნეობას, პროვოკაციას. თხოვნით მივმართავ ყველას, უცოდველი არც ერია და არც ბერი, შევუნდოთ ერთმანეთს ცოდვები, გავმთლიანდეთ და ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში. ცოდოა ჩვენი მომავალი თაობა, ჩვენი ხვალინდელი დღე. ძალიან აგრესიულები არიან, რას ჰქვია შენ “ქოცი” ხარ, შენ “ნაცი”, შენ “ეს” ხარ შენ – “ის”, უფლის თვალში ყველანი ერთი ვართ ყველანი ერთიანი საქართველოს შვილები ვართ” – განუცხადა…

მეტი...

“პირდაპირ ეთერში წინაპრების საფლავების გინება სცდება ქართულ და ცივილურ ჩარჩოებს” – გია ვოლსკი

“ის, რაც გუშინ „რუსთავი2“-ის ეთერში ვიხილეთ, არ არის არც ჟურნალისტური და არც კერძო ტელეკომპანიის სარედაქციო ექსცესი” , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი შეფასებით, ეს არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის,  მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ  საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წარმოებული მრავალწლიანი ომის ნაწილი. „ეს არის მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ,  საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ წარმოებული მრავალწლიანი ომის ნაწილი,  რომლის საინფორმაციო ფრონტი მათ მიერვე მიტაცებული ტელევიზია „რუსთავი 2“-ზე გადის და სრულად ჯდება ზიზღის, სიცრუისა და…

მეტი...

პარლამენტის შენობასთან გაერთიანებული აქცია დაიწყო

საქართველოს პარლამენტის წინ, სასულიერო პირები, სტუდენტები, ორგანიზაცია “ქართული მარში”, ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები არიან შეკრებილნი. როგორც ლევან ვასაძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოში სხვადასხვა პოლიტიკური ძალები, ცდილობენ ადამიანები ერთმანეთს დააპირისპირონ. “ჩვენს საქართველოს დაუპირისპირდა ბოროტი ძალები და ცდილობენ ფიზიკურად და სულიერად გაანადგურონ. ასეთი წინააღმდეგობა, ალბათ არცერთ ქვეყანას არ შეხვედრია, როგორც შეხვდა საქართველოს. “გეი პარადის” ჩატარება ვერ შეძლეს საქართველოში და ვერც შეძლებენ ამას. ადამიანებს ერთმანეთთან გვაკავშირებს ჩვენი რწმენა, ჩვენი მართლმადიდებლობა. მე მინდა ყველას მივმართო ვინც ეშმაკის მანქანებით, სხვა გზაზეა დამდგარი და ცდილობს დაუპირისპირდეს ჯანსაღ ძალას. მინდა მათ მოვუწოდო, ერთად ვიყოთ. მიუხედავად…

მეტი...

სასულიერო პირები პარლამენტისკენ მიემართებიან

სასულიერო პირები პარლამენტის შენობასთან მსვლელობით მიდიან, სადაც პარაკლისის გადახდას აპირებენ. მათი თქმით, ბოლო პერიოდში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია „ბინძურ ადგილად იქცა“. როგორც დეკანოზმა დავით ისაკაძემ განაცხადა, პატრულის თანამშრომლებს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება მოსთხოვეს. „ვთხოვეთ პატრულის თანამშრომლებს ტერიტორიის დასუფთავება, თუმცა განგვიცხადეს, რომ მათ ეს არ ეხებათ. ჩვენ მოქალაქეებთან ერთად პარლამენტის შენობასთან მივალთ“,- განაცხადა დეკანოზმა. დეკანოზ ნიკოლოზ ჩხიკვაძის თქმით, „ნაც ბანდიტების“ ქმედებებით, ამერიკისა და ევროპის საელჩოს უშუალო ხელშეწყობითა და მითითებებით ქალაქი, ქვეყანა პარალიზებულია“. „პარლამენტის წინ სავედრებელი პარაკლისის გადახდას ვაპირებთ, რომ ღვთისმშობლის ლოცვა კურთხევით ამ ქვეყანაში ეს მარაზმი აილაგმოს. „ნაც ბანდიტების“ ქმედებებით, ამერიკისა და ევროპის საელჩოს უშუალო ხელშეწყობით და…

მეტი...

“ჩვენი მიზანია ჩაშლა” – “მარშელები”

“ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერის სანდრო ბრეგაძის განცხადებით, თუ “ღირსების მარში” ჩატარდება, ის მშვიდობიანი ფორმით ჩაიშლება. ეს განცხადება ბრეგაძემ თავისუფლების მოედანზე, იქ, სადაც ორგანიზაციის წევრები იკრიბებიან, “მედიაცენტრ მთავართან” გააკეთა. დღევანდელი ჩვენი გეგმაა “გეი აღლუმის” ჩაშლა. ჩვენ ვაპირებთ ამ ღონისძიების მშვიდობიანად ჩაშლას, თუ ისინი ამას გაბედავენ და გამართავენ აღლუმს. ჯერჯერობით, ველოდებით ინფორმაციას. როგორც კი ეს ინფორმაცია გვექნება, შესაბამისად განვახორციელებთ ქმედებებს, ვიმეორებ, მშვიდობიან ქმედებებს”.

მეტი...

“ქართული მარშის” ოფისთან აქტივისტები იკრიბებიან

ორგანიზაცია “ქართული მარში” “ღირსების მარშის” საწინააღმდეგო შეკრებას მაინც გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ “ღირსების მარშის” გამართვა ისევ გადაიდო, აქტივისტები ამ ინფორმაციას არ ენდობიან და თავისუფლების მეტროს მიმდებარედ იკრიბებიან. ამ წუთისთვის, რუსთაველის #1-თან “ქართული მარშის” წევრები და მათი მხარდამჭერები არინ მობილიზებულები. როგორც შეკრებლებმა “მედიაცენტრ მთავართან” საუბრისას განაცხადეს, ისინი ყველაფერს გააკეთებენ ქვეყნის დასაცავად. “ვიკრიბებით ომის ვეტერანები, პატრიოტები, ჩვენი ქვეყნის მამულიშვილები, რომლებსაც ამ ქვეყნის გადარჩენისთვის სისხლი გვაქვს დაღვრილი. თუ ჩვენს ქვეყანას დ სამშობლოს სჭირდება, ომის ვეტერანები მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ მის დასაცავად. არავითარ შეთხვევაში დავუშვებთ ამ “პარადს”. ვეტერანები ჩვენს ქვეყანას ყოველთვის დავიცავთ” – განუცხადა…

მეტი...

„თბილისი პრაიდის“ ღონისძიება აღარ გაიმართება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან დღეს, 09:00 საათზე „თბილისი პრაიდის“ ღონისძიება აღარ ჩატარდება. როგორც „თბილისის პრაიდის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე მიიღეს, რომ ინფორმაციამ შიდა ჯგუფიდან გაჟონა. გაიმართება თუ არა „ღირსების მარში“ და როგორია ორგანიზატორების სამოქმედო გეგმა, ამის შესახებ განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.

მეტი...

დღეიდან, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები შეწყდა

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები დღეიდან ოფიციალურად შეწყდა. რუსეთის გადაწყვეტილებით, ქვეყნებს შორის პირდაპირ ფრენებს ექვსი რუსული და ორი ქართული ავიაკომპანია აჩერებს. ფრენების შეწყვეტის შესახებ ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 ივნისს გამოსცა. პუტინმა რუსეთის მთავრობას ასევე დაავალა, საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში დაებრუნებინათ. ამასთან, დაავალა ტუროპერატორებს, აკრძალვის პერიოდში არ გასცენ საგზურები რუსეთიდან საქართველოში. ავიამიმოსვლის შეწყვეტამდე, საქართველოდან რუსეთის მიმართულებით ბოლო პირდაპირი რეისები გუშინ შესრულდა. რუსეთის მხრიდან დაწესებული სანქციების გამო, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ დღეიდან თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენების განრიგს ცვლის და მგზავრებს მოემსახურება თბილისი-(ერევანი)-მოსკოვი, (ერევანი)-თბილისის მარშრუტით.

მეტი...

შსს-თან ლევან ვასაძე ქამრით და აღჭურვილობით მივიდა

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, სადაც „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე მივიდა. „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები კახეთის გზატკეცილიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე, შემდეგ კი ვერის ბაღში გადაინაცვლებენ. მოწინააღმდეგე მხარეს, ხელში კომბლები და ქამრები უჭირავთ. „სადაც არ უნდა იყოს, დავიძვრებით და არ ჩავატარებინებთ. არასდროს დავიღლებით. იმ მეთოდებით ვიბრძოლებთ, რაც ვთქვით, ყველაფერი ახსნილია, ყველაფერი იცით. აქედან გადავალთ ვერის ბაღში. დაველოდებით ვიდრე დააანონსებენ და მაინც არ ჩავატარებინებთ“, – განაცხადა ლევან ვასაძემ. ამასთან „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეთა ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან საზოგადოებრივი მოძრაობის წევრების ნაწილი დარჩება. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა დილის 06:30 საათიდან დაიწყეს შეკრება კახეთის გზატკეცილზე მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან. ისინი…

მეტი...

“რუსთავი 2” ბოდიშს იხდის

ტელეკომპანია “რუსთავი 2” გიორგი გაბუნიას არაეთიკური განცხადების გამო ბოდიშს იხდის და აცხადებს, რომ ის, რაც გიორგი გაბუნიამ გააკეთა, არ არის შესაბამისობაში არხის მიერ დადგენილ მაღალ სტანდარტებთან.   “ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ, გადაცემა “პოსტ კრიპტუმში” გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით საჭიროდ მიგვაჩნია დავაფიქსიროთ ტელეკომპანიის პოზიცია. პირველ რიგში, ბოდიშს ვუხდით მაყურებელს მომხდარი ფაქტის გამო. მივიჩნევთ რომ ნებისმიერ ვითარებაში, ნებისმიერი ფასეულობის დასაცავად ჟურნალისტმა, თუნდაც საკუთარ საავტორო გადაცემაში საავტორო პოზიციის დაფიქსირების დროს უნდა დაიცვას არხის სარედაქციო პოლიტიკა და მაღალრეიტინგული ეთერისთვის შესაბამისი ეთიკური მოთხოვნები. გამოხატვის ფორმა, მათ შორის მწვავე და პროვოკაციული, დასაშვებია მხოლოდ იმ ვითარებაში როდესაც ჯდება არხის…

მეტი...

“რუსთავი 2-ის” შენობასთან ხალხი, გიორგი გაბუნიას შენობიდან გამოსვლას ითხოვს

ამ წუთებში, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” შენობასთან ხალხი იკრიბება. აქციის მონაწილეები, პირდაპირ ეთერში, ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას გინებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები, გიორგი გაბუნიას შენობიდან გამოსვლას და ბოდიშის მოხდას ითხოვენ. მათი თქმით, ის სამსახურიდან უნდა წავიდეს, რადგანაც საქართველო, რუსეთში მცხოვრები ქართველები და ოკუპაციის ხაზთან მაცხოვრებლები დიდი დარტყმის ქვეშ დააყენა და ქართველ ერს შეურაცხყოფა მიაყენა. ადგილზე, სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაა მობილიზებული. აქციის მონაწილეთა რიცხვი იზრდება. შეგახსენებთ, რომ გიორგი გაბუნიამ, დღევანდელი ეთერი რუსული სიტყვებით გახსნა და რუსეთის პრეზიდენტს პირდაპირ ეთერში აგინა.

მეტი...

“ეს ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება, ან რევანშია გადატრიალებაზე? ” – პრეზიდენტი ტელეწამყვანზე

“საქართველოსთვის რაც უკადრებელია, ის იკადრა! სახელმწიფოს ინტერესების დაზიანება ამას ჰქვია! ” – ასე შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის, გადაცემა “პოსკრიპტუმის” წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიმართვა, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართ. როგორც პრეზიდენტი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს, ტელეწამყვანის მიმართვა, ომის პროვოცირებას ემსახურება. “პრეზიდენტი გმობს ერთ-ერთი ტელეკომპანიის წამყვანის მიერ მეზობელი ქვეყნის მეთაურის პროვოკაციული და შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოხსენიებას. პატრიოტიზმი სხვა რამ არის და ქვეყნის ინტერესების დაცვა აგრესიით, დესტაბილიზაციით და არეულობით არ ხდება. ჩვენი გზა მშვიდობიანი გზა არის, ჩვენი პერსპექტივა ევროპა, ჩვენი ძალა კი სტაბილურობა. ქვეყნის დაშლა ორ ბანაკად, გარე დაპირისპირების წაქეზება და რეგიონში…

მეტი...