“გაბუნიას არაეთიკური განცხადებები ზიანს აყენებს ქართულ ეთიკურ მედიას” – ქარტიის საბჭოს განცხადება

ტელეკომპანია “რუსთავი 2”- ის გადაცემის, “პოსკრიპტუმის” წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რუსულად მიმართა და პირდაპირ ეთერში აგინა. ამ ფაქტს “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” გამოეხმაურა. როგორც ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებული არაეთიკური განცხადებები ზიანს არყენებს არა მხოლოდ “რუსთავი 2”-ს, არამედ ქართულ ეთიკურ მედიასაც. “ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “პოსტ სკრიპტუმის” წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ დღეს, 7 ივლისს გადაცემის წარდგენისას რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული არაეთიკური განცხადებები ზიანს აყენებს არა მხოლოდ “რუსთავი 2”-ს, არამედ ქართულ ეთიკურ მედიას, ხელს უწყობს მედიისა და ჟურნალისტების მიმართ ნდობისა და პატივისცემის შემცირებას, სიძულვილის…

მეტი...

“პროვოკაციის ამაზრზენი გამოხატულება” – მამუკა ბახტაძე გიორგი გაბუნიაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის , გადაცემა “პოსკრიპტუმის” წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიმართვას, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართ ეხმაურება. “რაც დღეს ვიხილეთ “რუსთავი 2”-ის ეთერში, მეტი არაფერია, თუ არა პროვოკაციის ამაზრზენი გამოხატულება და ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობა. ეს სრულიად მიუღებელია!“, – წერს ბახტაძე.

მეტი...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის , გადაცემა “პოსკრიპტუმის” წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიმართვას, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართ ეხმაურება. “რაც დღეს რუსთავი 2-ის ეთერში მოვისმინეთ, არის პირდაპირი პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ. კითხვები აღარ არსებობს, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფი საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს.​ “

მეტი...

მიზანმიმართული პროვოკაცია – ტელეწამყვანის ქმედებას “ფეისბუქში” აფასებენ

ტელეკომპანია “რუსთავი 2”- ის გადაცემის, “პოსკრიპტუმის” წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რუსულად მიმართა და პირდაპირ ეთერში დედა აგინა. ​აღნიშნულ ფაქტს, სოციალურ ქსელ “ფეისბუქში”, სხვადასხვა ადამიანები აფასებენ და მიიჩნევენ, რომ ტელეწამყვანის საქციელი, პროვოკაციული და მიზანმიმართულია. თბილისის გენგეგმის ჯგუფის წევრის, ორგანიზაცია “სითი ინსტიტუტი-საქართველოს” დირექტორი მამუკა სალუქვაძე: “ის რაც მოვისმინე, დაუფარავი და მიზანმიმართული პროვოკაცია თუ არ იყო, აბა რა ჯანდაბა იყო?” ზურაბ ჟვანიას ძმა და მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, გოგლა ჟვანია: “გაბუნიას ქმედებას შუღლის გაღვივება ჰქვია!!! ასე, რომ ეხლა ქართული მართლმსაჯულების ჯერია!!! სასწრაფოდ დააპატიმრეთ!!” არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის…

მეტი...

“ჭინკების აღლუმი” – დეკანოზი მოსახლეობას შეკრებისკენ მოუწოდებს

დეკანოზი დავით ისაკაძე, სასულიერო და საერო პირებს მიმართავს და მოუწოდებს, ხვალ დილიდან “ღირსების მარშის“ საწინააღმდეგოდ, მთავარი ლოკაციები დაიკავონ.  “დღეს გავრცელდა ინფორმაცია ჭინკების აღლუმის გამართვასთან დაკავშირებით. ეს არის მორიგი დიდი პროვოკაცია ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოებრიობის, ზნეობისა და სარწმუნოების საწინააღმდეგოდ. ამ მოვლენებს დიდი ხმის განმავლობაში ვაკვირდებოდით, გამოვხატავდით ჩვენს პროტესტს.დილით ადრიანად, დაახლოებით 06:00 საათიდან ყველა ცენტრალური მაგისტრალი, მისი ძირითადი ლოკაციები დავიკავოთ – მშვიდობიანად, ყოველგვარი ძალადობისა და ძალმომრეობის გარეშე. დავიკავოთ, რათა ჩვენი ღირსება დავიცვათ. მავანნი ამ მარშს “ღირსების მარშს“ არქმევენ. ჩვენ, საქართველოს მოსახლეობის 97%-მა ვიცით, რომ ეს არის გარყვნილებისა და უზნეობის მარში” – აცხადებს დეკანოზი.  როგორც დეკანოზმა…

მეტი...

ლევან ვასაძე მხარდამჭერებს, კომბლების გარეშე, “ვერის პარკში” ელოდება 

„თბილისი პრაიდის“ „ღირსების მარში“ ვერ შედგება – აცხადებს ბიზნესმენი ლევან ვასაძე და მხარდამჭერებს, 8 ივლისს, 10:00 საათზე ვერის ბაღში ელოდება. როგორც ვასაძე ვიდეომიმართვაში აცხადებს, სწორედ “ვერის პარკში” დაელოდებიან “ღირსების მარშს”. „ჩვენი იქ არ მივდივართ არაფრისთვის, გარდა წესრიგის დამყარებისა. იქ მოვა უამრავი ხალხი და თუ იქ იქნება, ღმერთმა დაგვიფაროს ცემა-ტყეპა და სისხლის ღვრა… ჩვენი ამოცანა არის, რომ თუ იქ იქნება პოლიციის კორდონი, მისი გარღვევა და უსირცხვილობისა და გარყვნილების პროპაგანდისტების იქიდან გათრევა. ვისაც არ დაგეზარებათ, არ დაგავიწყდებათ, გთხოვთ, იქონიოთ ხელზე შებმული თეთრი ცხვირსახოცები და ასევე ხელზე შებმული ქამრები, რათა ამოვიცნოთ ერთმანეთი და იქიდან…

მეტი...

“გირჩევთ, არ გაბედოთ მსგავსი რამ” – ნათელაშვილი „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს მიმართავს

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი „თბილისი პრაიდის“ მიერ დაანონსებულ “ღირსების მარშს” სოციალურ ქსელში ეხმაურება. ნათელაშვილის განცხადებით, ეს პროვოკაციაა და ფიქრობს, რომ “ოლიგარქი მილიონებს გაუშვებს ყველაფრის მკადრებელ არსებათა მოსასყიდა, რათა ეს მარში ჩატარდეს”. „მეტ პროვოკაციას, იმ დროს, როდესაც ხალხი იცილებს ივანიშვილის რეჟიმს, ვინ მოიფიქრებდა? ესენი მარტო „ელგებეტე“ კი არა, მოსკოვისა და უშიშროების აგენტურაა ერთდროულად. ჯერ იყო და კინაღამ რუსი რაინდები ბელადებად აქციეს. ახლა დარწმუნებული ვარ, ოლიგარქი მილიონებს გაუშვებს ყველაფრის მკადრებელ არსებათა მოსასყიდად, რათა ეს მარში ჩაატარებინოს ამ ეროვნული მუხტის სადისკრედიტაციოდ. მაინც იმედი მაქვს, რომ ეს ტყუილი ინფორმაციაა. თუ მართლა ვინმე აპირებს…

მეტი...

“პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში ერთგვარი კონსესუსია” – დავით მათიკაშვილი

“ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე პირველად მოხდა, რომ მმართველმა გუნდმა საკუთარი ნებით უარი თქვა თავის სასტარტო უპირატესობაზე და უკვე 2020 წელს ერთიანი პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო, რაც ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში ერთგვარი კონსესუსია”, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა.  მათიკაშვილის თქმით, ამ ფორმატში შეხვედრები  ძალიან მნიშვნელოვანია და მაქსიმუმი გაკეთდება საქართველოში საარჩევნო კანონმდებლობის გასაუმჯობესებლად.  “ეს  არის  კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის პროცესი და ის  შესაბამისი კომისიის ფუნქციონირებით იწყება. მოსაზრებებისთვის კარი ღიაა, თუმცა მმართველი გუნდის შეთავაზების ამოსავალი წერტილი და პრინციპი  ერთიანი პროპორციული სისტემა და  ნულოვანი ბარიერია. ამ თემაზე აქტიური დისკუსია გვექნება…

მეტი...

“მარტო ერთ კაცს რომ მომიწიოს გამოსვლა, გეი-აღლუმს არ ჩავატარებინებ” – სანდრო ბრეგაძე

“მარტო ერთ კაცს რომ მომიწიოს გამოსვლა, გეი-აღლუმს არ ჩავატარებინებ! ჩემს გვამზე მოგიწევთ გადავლა!”, – ასე გამოეხმაურა “ქართული მარშის” წევრი, სანდრო ბრეგაძე “თბილისი პრაიდის” მიერ დაანონსებულ “ღირსების მარშს” ბრეგაძე ლევან ვასაძესაც მოუწოდებს გამოვიდეს და დადგეს მათთან ერთად. “მოვუწოდებ ლევან ვასაძეს – ახლა ერთიანობის დროა! გამოვიდეს და დადგეს ჩვენთან ერთად!”, – აცხადებს “ქართული მარშის” წევრი, სანდრო ბრეგაძე. ცნობისთვის, “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორები “ღირსების მარშს” ხვალ გამართვენ.

მეტი...

“ჩვენ გამოვდივართ” – “თბილისი პრაიდმა” ხვალინდელი ღონისძიება დაანონსა

ხვალ, 8 ივლისს, “თბილისის პრაიდის” გუნდი, ადგილობრივ და საერთაშორისო მხარდაჭერებთან ერთად, “ღირსების მარშს” გამართავს. ინფორმაციას “თბილისი პრაიდი” ავრცელებს.  როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, 22 ივნისისთვის დაანონსებული მსვლელობა 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო.  “ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებმა სოლიდარობა გამოვუცხადეთ მათ, ვინც სრულიად სამართლიანად აპროტესტებდა პარლამენტის წინ რუსულ ოკუპაციას და რუსი პარლამენტარის სამარცხვინო ვიზიტს საქართველოში”, – აღნიშნულია განცხადებაში. “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორები კი შს სამინისტროს მოუწოდებენ უზრუნველყონ მარშის თითოეული მონაწილის უსაფრთხოება. “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გააჩნია სრული რესურსი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ღირსების მარშის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარება. იმედი გვაქვს,…

მეტი...

“წელს საქართველოს ეკონომიკას 2 მილიარდ ლარამდე შემოსავალი დააკლდება” – ტურიზმის ადმინისტრაცია

ტურიზმის ადმინისტრაციის შეფასებით, რუსული ტურისტული ემბარგოს გამო, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკას 2 მილიარდ ლარამდე შემოსავალი დააკლდება. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ სანქციების გამო, მიმდინარე წლის ბოლომდე ქვეყანაში ვეღარ შემოვა 1 მილიონი რუსი ტურისტი. “2019 წლის ბოლომდე ჩვენ გვქონდა გათვლა, რომ საქართველოში შემოვიდოდა მილიონ 700 ათასი რუსეთის მოქალაქე ტურისტული მიზნით. 2019 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, უკვე შემოვიდა 700 ათასამდე რუსეთის მოქალაქე, შესაბამისად, ახლა მილიონ ტურისტზეა საუბარი, რომელიც ეკონომიკურად გადაითარგმნება როგორც ორი მილიარდი ლარის დანაკლისი”, – განაცხადა ქვრივიშვილმა. ემბარგოს პარალელურად კი, რუსეთში საქართველოს წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანია…

მეტი...

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ პერევში ტყე-კაფებამდე მისასვლელი გზების აღდგენით სამუშაოები მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტყეკაფებამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენით სამუშაოებს აგრძელებს. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე სამუშაოები საჩხერეში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ პერევში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. “ეროვნული სატყეო სააგენტო გზების რეაბილიტაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს, რაც ხელს შეუწყობს ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების ჩატარებასა და ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებს. აგრეთვე, მოსახლეობას გაუადვილდება სააგენტოს მიერ გამოყოფილი ტყეკაფებიდან საშეშე მერქნის გამოტანა. სამუშაოების შედეგად გაუმჯობესდება ტყეების ეკოლოგიური მდგომარეობა და ხანძრებთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტურობა”, – ვკითხულობთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

ეუთო, ახალი რეზოლუციით, მოსკოვს ყირიმის დეოკუპაციისკენ მოუწოდებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების კომიტეტმა მიიღო ანტირუსული რეზოლუცია, რომლითაც მოსკოვს ყირიმის დეოკუპაციისკენ მოუწოდებენ. რეზოლუცია უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანასა და მინსკის შეთანხმების საფუძველზე, კონფლიქტის დარეგულირებას ითხოვს. რეზოლუციის თანახმად, აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები უნდა შეწყდეს, ყველა მხარემ უნდა გაიტანოს მსხვილკალიბრიანი შეიარაღება და ბოლო უნდა მოეღოს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენებას. კომიტეტმა ასევე უარყო რუსეთის დელეგაციის შესწორება, რომელიც ანტირუსული ფორმულირების შემსუბუქებას ითხოვდა. რეზოლუციაში რუსეთი „საშუალო მანძილზე მოქმედი ბირთვული რაკეტების“ შეთანხმების შეჩერებისთვისა გაკრიტიკებული.

მეტი...