“ქვეყნის სიყვარულისთვის ხალხს რომ აპატიმრებდნენ, ალბათ, მარტო აქ ხდება”

20-21 ივნისს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის ბრალდებული ბესიკ თამლიანის დედა, რუსუდან თამლიანი სასამართლოს გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს. მისი თქმით, ხალხს ქვეყნის სიყვარულისთვის არ უნდა აპატიმრებდნენ. „უსამართლო ქვეყანაში ვცხოვრობთ. ქვეყნის სიყვარულისთვის ხალხს რომ აპატიმრებდნენ, მარტო აქ ხდება, ალბათ“, – განაცხადა რუსუდან თამლიანმა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე, აქციის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ ოთხივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მეტი...

20-21 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებულ ოთხივე პირს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, განვითარებული მოვლენების დროს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ოთხივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაკავებული პირებიდან ბრალს არც ერთი აღიარებს. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რასაც დაცვის მხარე არ ეთანხმებოდა. ცოტნე სოსელიას, ბესიკ თამლიანს, კახაბერ კუპრეიშვილსა და ზურაბ ბუდაღაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. მათ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედებათ ბრალად, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

მეტი...

“ინტერვენციის შემთხვევაში, რეზერვები გვაქვს” – ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, არჩილ მესტვირიშვილი ლარის კურსთან დაკავშირებით ინტერვენციის საჭიროებას, ჯერჯერობით, ვერ ხედავს. მისი თქმით, ამ ეტაპზე რეზერვების გამოყენება არ არის მიზანშეწონილი და მას არ ექნება სასურველი შედეგი. “გასულ პერიოდში, რაც კვლევები ვნახეთ, ეს დამოკიდებული იყო იმ მოლოდინზე, რაც შეიძლება იყოს გამოწვეული ტურისტების რაოდენობის შემცირებიდან. შესაბამისად, ეს როგორც ყველა ქვეყანაზე, საქართველოზეც აისახება. თუმცა გამომდინარე იქიდან, რეალურად როგორი დინამიკა ექნება ტურისტულ შემოსავლებს, შესაბამისად აისახება ეს მომავალში კურსზეც. თუ დავინახავთ ინტერვენციის საჭიროებას მომავალში, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს რეზერვები, მაგრამ ამ ეტაპზე და გამომდინარე იმ შოკიდან, როგორი შოკიც ჩვენ გვაქვს, რეზერვების გამოყენება…

მეტი...

„თუ რუსეთისთვის ოკუპანტის დასაძახებლად ამ ქვეყნის გადატრიალება იქნება საჭირო, ეს ქვეყანა გადატრიალდება”

„თუ რუსეთისთვის ოკუპანტის დასაძახებლად ამ ქვეყნის გადატრიალება იქნება საჭირო, ეს ქვეყანა გადატრიალდება,“ – ასე მიმართა მიშა მშვილდაძემ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს. მისი თქმით, საქართველო მტერთან არასოდეს არ დაიჩოქებს და ის არასდროს არ დანებდება არც უცხოელ და არც შინაურ ოკუპანტს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ იქამდე, სანამ გახარია თანამდებობას არ დატოვებს. „მთავარი დამნაშავე 20 ივნისის არის შს მინისტრი, გიორგი გახარია და ეს ამბავი ასე დარჩება, ამას ვეღარაფერი შეცვლის. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ ზუსტად იმ ფორმით, რა ფორმითაც ვაწარმოებთ ამ ბრძოლას – მშვიდობიანი, მაგრამ სამართლიანი და ჯიუტი პროტესტით,“…

მეტი...

პროექტი, რომელიც ჟურნალისტებს მეტ შესაძლებლობას აძლევს, 15 წელია, წარმატებით გრძელდება

მედია თანამედროვე ტექნოლოგიების, ინფორმაციის მოპოვების, განახლებისა და განვითარების გარეშე არაფერია. ამ ყველაფრისთვის, კი ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია უცხო ენა, რომელიც ჟურნალისტებს მეტ შესაძლებლობას აძლევს ჰქონდეს კომუნიკაცია თანამედროვე სამყაროსთან. სწორედ ამ მიზანს ემსახურება „ბრიტანეთის საბჭოს“ პროექტი „ინგლისურის სწავლება ჟურნალისტებისთვის“, რომელიც  BP-ს  მხარდაჭერით, 15 წელია, წარმატებით გრძელდება. ამ წლების განმავლობაში,  400-ზე მეტი ჟურალისტი ჩაერთო პროექტში. მათ წარმატებით, უსასყიდლოდ გაიარეს ენის შესწავლის სხვადასხვა საფეხური და დღეს,  ეს მიღებული ცოდნა მათი მუშაობის შედეგებშიც აისახება. მნიშვნელოვანია ისიც რომ პროექტში ჩართულები იყვნენ როგორც დედაქალაქში, ისე, რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტები. გლობალური მედიის ხელმისაწვდომობის გაზრდა; საკომუნიკაციო  შესაძლებლობების განვითარება;  შეხვედრა ცნობილ…

მეტი...

“თქვენ მე საქართველოში ძეგლი უნდა დამიდგათ” – რუსეთის დუმის დეპუტატი

რუსეთის სანიტარული სამსახურის ყოფილი უფროსი, გენადი ონიშჩენკო ქართველებს მისი ძეგლის დადგმას სთხოვს, რადგან, როგორც ამბობს, ქართული მეღვინეობის კულტურის შენარჩუნება მისი დამსახურებაა. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ფრაქცია „ედინაია როსიას“ წევრი აღიარებს, რომ რუსეთის ემბარგო მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ქართული პროდუქციის ხარისხი სანიტარული სამსახურისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. “რაც შეეხება, ახლანდელ სიტუაციას, ამჟამინდელი მონაცემები არ მიუთითებს იმაზე, რომ უნდა ავკრძალოთ, მაგრამ რუსეთში მივიღეთ კანონი, რომელიც არ ეხება პროდუქციის უსაფრთხოებას, არამედ თუ ჩვენ ვხედავთ არამეგობრულ ქმედებებს სხვა ქვეყნისგან, ჩვენს მთავრობას შეუძლია ხარისხისგან დამოუკიდებლად, აკრძალოს იმპორტი,“ – განაცხადა ონიშჩენკომ. ონიშჩენკომ საქართველოში ასამბლეის ფარგლებში რუსი დეპუტატების ჩამოსვლასა და…

მეტი...

ბათუმში ქეთა თოფურიასა და A-Studio-ს კონცერტი აღარ ჩატარდება

27 ივლისს ბათუმში ქეთა თოფურიასა და ჯგუფ A-Studio-ს კონცერტი აღარ ჩატარდება. მიზეზად ქვეყანაში შექმნილი ვითარება სახელდება. კლუბ UP2U-ს დამფუძნებლის, ირაკლი ფირანიშვილის თქმით, თუ ქვეყანაში ვითარება დასტაბილურდება ჯგუფის კონცერტი მომავალ სეზონზე გაიმართება. „ორშაბათს დავდებთ ალტერნატიულ ვარიანტს. Bob Sinclar-ს ან Moloko-ს, ზუსტად არ ვიცით, ჯერ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. იმ ხალხს, ვისაც A-Studio-ს კონცერტზე დასასწრებად ბილეთები ჰქონდათ შეძენილი, შეეძლებათ იმ ბილეთით აღნიშნულ საღამოზე დასწრება. იმ შემთხვევაში თუ სხვა კონცერტით ჩანაცვლების სურვილი არ აქვთ, მიმართონ tkt.ge-ს და ბილეთებში გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ“, – განაცხადა ირაკლი ფირანიშვილმა. ჯგუფი A-Studio და მისი სოლისტი ქეთა თოფურია წლებია რუსეთის…

მეტი...

“საქართველოში პოლიტიკოსების ნაწილს არ მიაჩნია აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად” – ლეონიდ სლუცკი

„ძალიან ბევრი მეგობარი მყავს საქართველოში და მინდა, გითხრათ, რომ ყველას, მათ შორის პოლიტიკოსებსაც, არ მიაჩნიათ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად,“ – ეს განცხადება რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ სლუცკიმ გააკეთა. სლუცკის თქმით, რუსი დეპუტატი საქართველოში ქართული მხარის მიწვევით იმყოფებოდა და ვიზიტის ყველა დეტალი, მათ შორის, საკანონმდებლო ორგანოში მისვლა, ქართულ მხარესთან წინასწარ დიდი ხნით ადრე იყო შეთანხმებული. „საქართველო ვალდებული იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ყველა დელეგატის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოეხდინა, ეს არ გაკეთდა. ბატონი გავრილოვი მიიწვია საქართველოს პარლამენტმა, რომ სხდომა ჩაეტარებინა დიდ დარბაზში, ის დაპატიჟა საქართველოს პარლამენტმა, სწორედ ქართული…

მეტი...

შიდა ქართლში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აგროდაზღვევის პროექტში ჩართულ ბენეფიციარებს აუნაზღაურდებათ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლის რეგიონში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აგროდაზღვევის პროექტში ჩართულ ბენეფიციარებს აუნაზღაურდებათ. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი, ნატალია ხარატიშვილი, შიდა ქართლის გუბერნიისა და სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ წარმომადგენლებთან ერთად გორის მუნიციპალიტეტში დაზარალებულ ალექსანდრე ვალიშვილს შეხვდა და სეტყვის შედეგად დაზიანებული ვაშლის, ატმისა და ქლიავის ბაღები დაათვალიერა. მას სეტყვის შედეგად სამი ნაკვეთი დაუზიანდა და გაუნადგურდა მოსავლი. კომპანია „ალდაგი“ აღნიშნულ ბენეფიციარს აუნაზღაურებს 13,609.60 ლარს. ბენეფიციარმა სადაზღვევო პოლისის შესაძენად სახელმწიფოსგან 70% თანადაფინანსება მიიღო და მისმა გადახდილმა თანხამ 0.79 ჰა ფართობის დაზღვევისთვის 372.22 ლარი შეადგინა.…

მეტი...

“რა ფასი აქვს სიმღერას, თუ თავისუფლები არ ვიქნებით” – ნინო ქათამაძე რუსეთში აღარ იმღერებს

ცნობილმა ქართველმა ჯაზ მომღერალმა, ნინო ქათამაძემ, BBC-ის რუსულ მედია საშუალებას ინტერვიუ მისცა, სადაც ცოტახნის წინ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომ რუსეთში აღარ იმღერებს ისაუბრა. ნინო ქათამაძეს თქმით, მითია, რომ პოლიტიკა და ხელოვნება  ცალ-ცალკეა. “მგონია, რომ მითია, პოლიტიკა ცალკეა და ხელოვნება ცალკე. შესაძლებელია ცივილურ სახელმწიფოში და ქვეყანაში ესეც არსებობდეს, იმიტომ, რომ პოლიტიკოსები რეალურად სახელმწიფო საქმეს აკეთებენ და აკეთებენ ადამიანებისთვის. ხელოვანი ადამიანები კი, მათ უადვილებენ რთულ, სულიერ ცხოვრებას. ბათუმი-თბილისის დამაკავშირებელი გზიდან, სადღაც 500 მეტრში არის ხელოვნური, მოგონილი საზღვრები. ადამიანები საერთოდ ვერ ეკონტაქტებიან ერთმანეთს, საფლავები არ აქვთ. მე ვალდებულიც კი ვიყავი ამ ადამიანების წინაშე ვყოფილიყავი მართალი. უარის თქმით, მილიონობით მსმენელზე, ის მიზანი კი…

მეტი...

“უნდა შევინარჩუნოთ სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან” – ლევან დავითაშვილი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან უნდა შენარჩუნდეს, მათ შორის აგროსასურსათო და ტურიზმის სფეროში. დავითაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ სავაჭრო ურთიერთობებში წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესი შენარჩუნდება. ამასთან, რუსეთისგან ადეკვატურ პასუხსაც მიიღებენ. „ჩვენ არ გვაქვს ემბარგო, არის გამკაცრებული კონტროლი ქართული ღვინის მიმართ. სიტუაცია უნდა ნორმალიზდეს, პროგრესი შენარჩუნებული იქნება. იმედი გვაქვს, რუსეთის მხრიდანაც მივიღებთ შესაბამის პასუხებს და ადეკვატურად იქნება მათი მხრიდანაც აღქმული პროცესი“, – განაცხადა დავითაშვილმა. მინისტრის თქმით, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობები პრაგმატულ კავშირზე იქნება დაფუძნებული, ექსპერტული და ემოციებისგან დაცლილი, რომელშიც საექსპერტო პოტენციალის მქონე უწყებები იქნებიან ჩართული.

მეტი...

“რუსეთის მხრიდან მუდმივად გვესმის მუქარა, რომელსაც რეაგირება აუცილებლად მოჰყვება” – გიორგი ლომია

პარლამენტის წევრის, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ლომიას განცხადებით, პოლიტიკოსებს უნდა გაეთვალათ, რომ, როდესაც უცხო ქვეყნის დეპუტატი ჩამოდის ქვეყანაში, მის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია მიმღები ქვეყანა და დეპუტატს იცავს იმუნიტეტი. ეს განცხადება გიორგი ლომიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. „როდესაც ოფიციალური დელეგაციით ჩამოდის რომელიმე ქვეყნის დეპუტატი, მას იმუნიტეტი ჩვენს ქვეყანაშიც კი იცავს და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია მიმღები ქვეყანა. 2 წლის მანძილზე ვეხვეწებოდით, რომ ოფიციალური ასამბლეა საქართველოში ჩატარებულიყო და ბოლო 2 თვე ვეხვეწეთ, რომ გავრილოვი ჩამოსულიყო. ამით საქართველოს მხარე სრულად იზიარებდა პასუხისმგებლობასა და ანიჭებდა მას იმ იმუნიტეტს, რომელიც ყველა პარლამენტარს აქვს მინიჭებული”, – განაცხადა ლომიამ. პარლამენტარის…

მეტი...

აფხაზეთის სამენოვანი ისტორია გამოიცა

“აფხაზეთი (საქართველო) ისტორიის საკითხები”, საკითხავი წიგნი , ასე ჰქვია ავტორების: ჯემალ გამახარიას, ლია ახალაძისა და დაზმირ ჯოჯოუას სამენოვან წიგნს, რომელიც გამომცემლობა „მერიდიანმა“ დაბეჭდა. აფხაზეთის ისტორია უძველესი ეპოქიდან დღემდე ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზეა წარმოდგენილი. აკადემიური ნაშრომი, რომელიც ვრცელ ბიბლიოგრაფიას მოიცავს, განკუთვნილია ისტორიის პედაგოგთათვის, უფროსკლასელთათვის და უბრალოდ, რეალური ისტორიით დაინტერესებული აუდიტორიისათვის. ნაშრომი პოპულარულ ენაზეა დაწერილი და როგორც საკითხავი ლიტერატურა ისე იკითხება; ძირითადი აქცენტი კი გაკეთებულია პოლიტიკურ, ეთნიკურ და საეკლესიო პრობლემებზე,  ასევე, საგულისხმოა, რომ  წიგნში მოთხრობილი როგორც 1992-1993 წლებში რუსეთის მიერ საქართველოში წარმოებულ  ჰიბრიდული ომის შესახებ, ასევე 2008 წლის აგვისტოს ომზე. საქართველოს…

მეტი...

“ეს არ არის არც გახარიასა და არც ივანიშვილის ქვეყანა, ეს თქვენი, ჩვენი ქვეყანაა” – ლევან ბერძენიშვილი (ვიდეო)

“ეს არ არის ივანიშვილის ქვეყანა, ეს არ არის გახარიას ქვეყანა. ეს არც სამარცხვინო პარლამენტარებისა და უწიგნური მინისტრების ქვეყანაა. ეს თქვენი ქვეყანაა”, – ამ სიტყვებით ლევან ბერძენიშვილმა იმ ახალგაზრდებს მიმართა, რომლებიც შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. “თანამედროვე საქართვლოს ისტორიაში ორი უმნიშვნელოვანესი დღეა. ერთი არის 9 აპრილი, როდესაც ეს ქვეყანა დაიბადა, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, როდესაც მისი დამოუკიდებლობა გამოცხადდა, როდესაც მსოფლიო რუკაზე დამოუკიდებელი ფერი შეიძინა. ახლა არის მეორე უმნიშვნელოვანესი დღე საქართველოს ისტორიაში, 20 ივნისი, როდესაც გაირკვა რისთვის დაიბადა ეს ქვეყანა. ის დაიბადა იმისათვის, რომ მასში თქვენ, თავისუფალი ადამიანები ცხოვრობდეთ, რომელთაც უყვართ და…

მეტი...

“ნულოვანი ბარიერის შემოღება ძალიან გონივრული გადაწყვეტილებაა და ეს ვიღაც ჭკვიანის გაკეთებულია” – ჯონდი ბაღათურია

“არ ვიცი, ნულოვანი ბარიერის შემოღება ვინ მოიფიქრა, მაგრამ ძალიან გონივრული გადაწყვეტილებაა და ეს ვიღაც ჭკვიანის გაკეთებულია”, – განაცხადა „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ. „ნაციონალური მოძრაობა“ ბლოკების დაშვებას და ბარიერის გაზრდას იმიტომ ითხოვს, რომ მიიბას ის ერთპროცენტიანი პარტიები, რომლებიც მის ორბიტაზე იყვნენ. ამასწინათ, ერთ-ერთ გადაცემაში ვნახე, სადაც ერთ მხარეს ჩემთვის გაუგებარი მიზეზებით ერთი კაცი იჯდა, მაგრამ იყვნენ „ნაცები“ და „ევრონაცები“, მეორე მხარეს კი იყვნენ პარტიები, რომლებიც აქამდე „ნაცებთან“ იყვნენ მიბმული, მათ ორბიტაზე ტრიალებდნენ და ახლა, ერთმანეთს ჭამდნენ“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ. მისი თქმით, ბუნებრივი ბარიერის შესახებ გადაწყვეტილება კომფორტული არც „ქართული ოცნებისთვის“…

მეტი...

„აუქციონზე მხოლოდ ოჯახის წევრებს ვეპატიჟებით“ – თვითნასწავლი ტყუპი მხატვრების საოცარი ისტორია

გიორგი და დავით მაისურაძეები 10 წლის ტყუპები არიან, დათო უკვე სერიოზული მხატვარია, მუშაობს სხვადასხვა მასალით, ხატავს პორტრეტებს, ნატურმორტს, კომპეზიციებს, პეიზაჟს, ყველაფერს რაც მის ფერად და ბავშურ ხასიათში ჯდება და მოეწონება. სანამ ტყუპი ძმები თავიანთ ნამუშევარს საზოგადოებას გააცნობენ, „ოჯახურ აუქციონს“ ატარებენ და ნახატებს მხოლოდ ოჯახის წევრებზე ყიდიან. „მედიაცენტრი მთავარი“ ტყუპი, პატარა  მხატვრების პორტრეტით დაინტერესდა. გიორგი მაისურაძე (ბუთქუნა)  მხატვარი არ არის თუმცა, ძმისგან მასაც შეუყვარდა სამხატვრო ატრიბუტიკა. ძმები თავიანთ ნამუშევრებს აგროვებენ და პერიოდულად, სახლში, ოჯახის წევრებისთვის აუქციონს აწყობენ, სადაც ნახატებს ყიდიან. დავითი: „ჯერ შეუმდგარი მხატვარი ვარ, უბრალოდ ეს საქმე ძალიან მიყვარს. არავის…

მეტი...