განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს, 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიებამდე, უფლებამოსილება შეუჩერეს

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს გიორგი ყაყიჩაშვილს უფლებამოსილება შეუჩერეს. როგორც შსს-ში განმარტავენ, გიორგი ყაყიჩაშვილს 20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შესახებ მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე, დროებით შეუჩერდა უფლებამოსილება, თუმცა ის თანამდებობიდან გათავისუფლებული არ არის. „20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შესახებ მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, გიორგი ყაყიჩაშვილს დროებით შეუჩერდა უფლებამოსილება. შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი ყაყიჩაშვილი დაკავებული თანამდებობიდან არ გათავისუფლებულა”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

“გამოკითხვაზე შსს-ში მივალ მას შემდეგ, როცა გიორგი გახარიას გამოკითხავენ” – გიგი უგულავა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში აქვეყნებს. სავარაუდოდ, უგულავას დაბარება, 20 ივნისის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას ეხება. “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გამოკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით, პირველ კომენტარს აკეთებს. გიგი  უგულავა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავს. როგორც ის აღნიშნავს, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე მას შემდეგ მივა, როცა იქ თავად შს მინისტრს გამოკითხავენ. “პერსონალურად ბატონო გახარია, მრავალგზის ვთქვი და რატომ აგდებთ თქვენს თანამშრომლებს უხერხულ მდგომარეობაში?! გამოკითხვაზე შსს-ში მივალ მას შემდეგ, რაც თქვენ მიბრძანდებით. ამასთან, როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, მზად ვარ, თუნდაც ხვალ მივიდე მაგისტრ მოსამართლესთან…

მეტი...

“დარწმუნებული ვარ ჩემი ნაბიჯის სისწორეში, მზად ვარ გუნდთან დისკუსიისთვის”- მარიამ ჯაში

“იმდენად დარწმუნებული ვარ იმ ნაბიჯის სისწორეში, რომელიც გადავდგი, მზად ვიყავი ჩემს გუნდთან შემდგომი დისკუსიისთვის,”- ამის შესახებ, პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა ნიკა მელიას საკითხზე კომენტირებისას, ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, მისთვის მისაღები იქნება გუნდის ნებისმიერი გადაწყვეტილება და თვლის, რომ განსხვავებული პოზიცია გუნდს მხოლოდ აძლიერებს. „საზოგადოებისთვის ცნობილია ჩემი პოზიცია. მე იმდენად დარწმუნებული ვარ იმ ნაბიჯის სისწორეში, რომელიც გადავდგი, მზად ვიყავი ჩემს გუნდთან შემდგომი დისკუსიისთვის. თუკი დამატებითი კონსულტაციები, განხილვა გახდა საჭირო, მე მზად ვარ ამისთვის. ჩემთვის აბსოლუტურად მისაღები იქნება გუნდის ნებისმიერი გადაწყვეტილება. მე ისევ ვრჩები იმ აზრზე, რომ განსხვავებული პოზიცია მხოლოდ აძლიერებს…

მეტი...

A და B კატეგორიის ნებართვების აღებას ტაქსის მძღოლები იუსტიციის სახლშიც შეძლებენ

A და B კატეგორიის ნებართვების აღება ტაქსის მფლობელებს 10 ივლისიდან  იუსტიციის სახლშიც შეეძლებათ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ტაქსების A და B კატეგორიებად დაყოფა პირველი ივლისიდან უკვე დაიწყო. აღნიშნულის გამო, ტაქსის ნებართვის მფლობელმა სისტემაში უნდა მიუთითოს, თუ რომელი კატეგორიით სურს საქმიანობის გაგრძელება. „1 ოქტომბრიდან ძალაში შედის ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი და ამოქმედება ორი კატეგორიის ნებართვა – A და B. A არის თეთრი ფერის, სპეციალური აღმნიშვნელისა და ტაქსის მაიდენტიფიცირებელი საშუალების გამოყენების უფლების მქონე ტაქსი, ხოლო B კატეგორია არის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ…

მეტი...

„გამოვიყენებ ეუთოს ყველა ფორმატს, რომ დავაყენო საოკუპაციო რეჟიმის მიერ შეზღუდვების დაწესების საკითხი”- სოფიო ქაცარავა

სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ეუთოს- საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას. ასამბლეის ძირითად სამუშაო თემას წარმოადგენს „უსაფრთხოების განმტკიცება მდგრადი განვითარების ხელშეწყობის გზით“. სოფიო ქაცარავა ასამბლეაზე წარადგენს რეზოლუციის პროექტს: “უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში“, რომელშიც ასახულია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული მძიმე ვითარება, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის: “რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიით“ გათვალისწინებულ დამნაშავე პირებთან მიმართებაში სამართლის აღსრულების ხელშეწყობა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე…

მეტი...

ანრი ოხანაშვილმა და თამარ ხულორდავამ „ტაიექსის” წარმომადგენლებთან უვიზო მიმოსვლის საკითხი განიხილეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ევროკავშირის დახმარების ინსტრუმენტის „ტაიექსის” (თAIEX) წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი საკითხები იყო: ვიზალიბერალიზაციის პროცესის შესრულება, ამ მიმართულებით ქართულ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, ევროკავშირის ექსპერტებთან წინმსწრებად, მუდმივად მიმდინარეობს კონსულტაციები. „ჩვენთვის, პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის სრულად შენარჩუნება. იმისთვის, რომ კითხვის ნიშნები არ გაჩნდეს ამასთან მიმართებაში და რაიმე კითხვა არ იყოს პასუხგაუცემელი ქართული მხარის მხრიდან, ჩვენ მუდმივად, წინმსწრებად, პრევენციულად ვართ კონსულტაციის…

მეტი...

Amnesty International-ი რუსეთს მოუწოდებს, უზრუნველყოს სასაზღვრო ხაზის გადაკვეთისას დაკავებულ პირთა სავარაუდო წამების გამოძიება

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ი რუსეთის ფედერაციის მთავრობას მოუწოდებს, უზრუნველყოს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადაკვეთისას, ან გადაკვეთის შემდეგ, რუსეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული პირების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სავარაუდო შემთხვევების დაუყოვნებლივი, დამოუკიდებელი, სიღრმისეული და მიუკერძოებელი გამოძიება, – აღნიშნულის შესახებ Amnesty International-ის ანგარიშშია ნათქვამი. ორგანიზაციის ანგარიში საქართველოში „ბორდერიზაციით“ გამოწვეული ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს ეხება. გარდა ზემოთაღნიშნულისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთის მთავრობამ უნდა დაადგინოს დანაშაულებებზე პასუხისმგებელი პირები, გონივრული ეჭვის და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე და აღასრულოს სამართალი მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარების დაცვით; დაუყოვნებლივ და სრულად აანაზღაუროს მისი საერთო ეფექტური კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევებისა…

მეტი...

„აქციის დაშლა არც იგეგმებოდა და არც მომხდარა, ეს იყო მოგერიება” – კახა კალაძე  

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 20 ივნისს აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა, რასაც პარლამენტის შტურმით აღების მცდელობა მოჰყვა, რაც კატეგორიულად მიუღებელია და ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს. „აქციის დაშლა არც იგეგმებოდა და არც მომხდარა, ეს იყო მოგერიება, როდესაც განხორციელდა შტურმი პოლიციაზე, შტურმი პარლამენტის შენობაზე. ხომ გვახსოვს, როგორ განვითარდა მოვლენები. ახლა თქვენ თუ არ გინდათ, რომ არ დაინახოთ, ეს რეალურად რა იყო და როგორ იყო, სხვა თემაა. მაგრამ საზოგადოება ამას ხედავს და არ მივცემთ არავის იმის შესაძლებლობას, რომ ფაქტი, რომელიც მოხდა, დამახინჯებულად, არასწორად მიაწოდოს მოსახლეობას, ეს მიუღებელია. ჩვენ შეგვიძლია, გავყვეთ ქრონოლოგიურად, როგორ ვითარდებოდა…

მეტი...

“ნაციონალური მოძრაობა რევანშით ვეღარასდროს დაბრუნდება” – შალვა ოგბაიძე

საკრებულოს დეპუტატი, 2011 წლის 26 მაისს დაზარალებული შალვა ოგბაიძე “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე, თავისი და ოჯახის წევრების დაკავების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ სამეგრელოში ნაპოვნ ცნობილ “კასრებში” დასასჯელთა სიაში, თავისი გვარიც აღმოაჩინა. დეპუტატი რუსთაველის წინ კვლავ მიმდინარე აქციასაც აფასებს და ამბობს, რომ იქ ის ადამიანები დარჩნენ, ვისაც კონკრეტული საკითხები აღელვებთ. “ფაშისტური ორგანიზაციის ბლიც-კრიგი ჩავარდა, დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც გულწრფელად აინტერესებთ პროპორციული არჩევნები, ხვალინდელი უკეთესი დღე და კიდევ სხვა პრობლემები. იმ 26 მაისისგან განსხვავებით, როდესაც ჩვენთვის ბოდიშიც კი არავის მოუხდია, ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს. უტიფრობა არის “ნაციონალური მოძრაობის” საფირმო ნიშანი, ბოდიში კი…

მეტი...

“ახალგაზრდებს ამოფარებული რევანშისტები, რომლებსაც სისხლი სწყურიათ” – შალვა ოგბაიძე 20 ივნისზე

“20 ივნისს ჩვენ დავინახეთ ახალგაზრდების ზურგს ამოფარებული შეუნიღბავი, აღვირახსნილი რევანშისტები, რომლებსაც სისხლი სწყუროდათ, “- ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატმა შალვა ოგბაიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და 20 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენები შეაფასა. მისი თქმით, ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რაზეც ხელისუფლებამ ადეკვატურად იმოქმედა. “20 ივნისის ღონისძიებას მე ორ ნაწიალად ვყოფ. ერთი არის გულანთებული ახალგაზრდების თაობა და მეორე, – მათ ზურგს ამოფარებული შეუნიღბავი, აღვირახსნილი რევანშისტები, რომლებსაც სისხლი სწყურიათ. რა თქმა უნდა, მამათა და შვილთა ბრძოლა არ ახალია, უნდა გაგავკრიტიკონ, უნდა მიგვითითონ კიდევაც ახალგაზრდებმა, რადგან მათ აქვთ თავიანთი მოსაზრება, რომ იყვნენ…

მეტი...

„ეს იყო ოპერაცია „ყულფი“, გასაქცევი არ დაგვიტოვეს, 1000-ზე მეტი დაიჭირეს, 4 ადამიანი მოკლეს, 2 გვამი სახურავზე შეაგდეს“ – შალვა ოგბაიძე 26 მაისზე

„ჩემი შვილები უღმერთოდ აწამეს, მე უგონოდ შემიტანეს საავადმყოფოში. როდესაც თვალი გავახილე, თავზე მედგა ერთ-ერთი  მაღალჩინოსანი, რომელმაც გასცა ბრძანება, ადგილზე დავეპატიმრებინეთ. საბუთიც კი არ შეუდგენიათ, რომ დაპატიმრებული ვიყავი“ – ასე იხსენებს 2011 წლის 26 მაისს დაზარალებული შალვა ოგბაიძე მაშინდელ დარბევას. როგორც ოგბაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მის შვილს ციხეში ყოველ დღე აწამებდნენ და თან „მიშა მაგარია-ს“ ასმენინებდნენ. „რაც შეეხება ჩვენს ოჯახს, გაიყიდა ჩემი ქონება, სახლ-კარი, მიწა, ნაკვეთი და ა.შ. მაგრამ ამას კიდევ გადაიტანს ადამიანი.  ჩემს უფროს ვაჟს  უღმერთოდ აწამებდნენ,  წყალს უსხამდნენ ლეიბზე, ყოველი დილა იწყებოდა ცემით.  საათში ერთხელ „მიშა მაგარია-ს“…

მეტი...

“რატომ ბოლომდე არ ჩაგკალით, სწორედ ეს არის “საერთაშორისო მაწანწალას” ერთდერთი სინანული” – შალვა ოგბაიძე 

2011 წლის 26 მაისს, საპროტესტო აქციის დარბევისას დაზარალებული შალვა ოგბაიძე იმ დღის ტრაგედიას იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ არც სახელწიფო ინსტიტუტებზე შეტევა უცდია ვინმეს, არც ხელისუფლებაზე შტურმით გადასვლა, არც დარბევა და არც მანქანების თუ სხვა ინვენტარის მტვრევა. საკრებულოს დეპუტატმა საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე პროცესებზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „საერთაშორისო ბომჟის“ რევანშიზმი ისევ ძალაშია. მისივე შეფასებით, ის, რაც 20 ივნისს პარლამენტის შენობის წინ მოხდა, იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა.         „26 მაისი იყო როგორც წყალგამყოფი, ერთ-ერთი ნიშანსვეტი. ჩვენი, მაშინ დაზარალებული ადამიანების  ცხოვრება გაიყო 26 მაისამდე და 26 მაისი შემდეგ. 2011…

მეტი...

“ინიციატივის ჩავარდნის საფრთხეს ვერ ვხედავ” – გურამ მაჭარაშვილი საარჩევნო ცვლილებებზე

“ჩვენი გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზანი გახლავთ ის, რომ ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებსაც არ ყავთ მაღალი მხარდამჭრერები საზოგადებაში და ბარიერს ვერ გადალახავენ, არ დარჩნენ პარლამენტის მიღმა და არ განვითარდეს პროცესები ქუჩაში, როგორც ეს ხშირად ხდება,”- ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თამჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, არსებობს თუ არა იმის ალბათობა, რომ პროპორციული სისტემა არ იქნეს გატანილი, მაჭარაშვილი პასუხობს, რომ ეს იყო ოპოზიციის მოთხოვნა და იმედია ოპონენტები ამ ცვლილებას მხარს დაუჭერენ: “გვაქვს ძალიან მაღალი მოლოდინი იმისა, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები პარლამენტში მხარს დაუჭერენ…

მეტი...

ზონალურ-საათობრივი პარკირების საპილოტე პროექტი დედაქალაქის სხვა უბნებშიც გაგრძელდება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ზონალურ-საათობრივი პარკირების საპილოტე პროექტი პირველი აგვისტოდან ამოქმედდება. პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში კი, ის სხვა უბნებზეც გავრცელდება. აღნიშნულ საკითხზე, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. „მოგეხსენებათ, პირველი აგვისტოდან ამოქმედდება ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა კოტე აფხაზის ქუჩასა და მიმდებარე ქუჩებზე. იქ მცხოვრები ადამიანებისთვის ავტომანქანების გაჩერება უფასო იქნება. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, პირველ რიგში, თავიანთი ავტომანქანები სისტემაში უნდა დაარეგისტრირონ. ეს მათ შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელადაც. თუმცა, რადგან სიახლეა, საზოგადოების მეტად ინფორმირებისთვის ლესელიძის ქუჩაზე განვათავსეთ სპეციალური ჯიხური, სადაც ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, მივიდეს და რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღოს“, – განაცხადა კახა…

მეტი...

“2020 წლის არჩევნებამდე, პარლამენტში ქუცნაშვილის ადგილს ვერავინ დაიკავებს”

“არის ალბათობა, დაინიშნოს რიგგარეშე სესია, თუმცა ჯერ არ არის ცნობილი კონკრეტული რიცხვი. პირველივე სესიაზე ცნობად იქნება მიღებული ზაქარია ქუცნაშვილის განცხადება და მხოლოდ ამის შემდეგ შეუწყდება უფლებამოსილება,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თამჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, 38-ე ოლქის (დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგის) მაჟორიტარ დეპუტატს ზაქარია ქუცნაშვილს უფლებამოსილება 15 ივლისამდე უნდა შეუწყდეს, რადგან არსებული კანონმდებლობით, ეს მიუღებელია. “მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, თუ 15 ივლისამდე შეუწყდება პარლამენტის წევრს უფლებამოსილება, აღნიშნულ ოლქში ტარდება არჩევნები მომავალი წლის გაზაფხულზე. ეს იმას ნიშნავს, რომ 15 ივლისის შემდგომ დარეგისტრირებული…

მეტი...

„სხვის შეფუთვაზე რომ საუბრობ, თავად იყავი ბიძინა ივანიშვილის გუნდში და შეგფუთა“ – უსუფაშვილი სანიკიძეს

“თუ ბიძინა ივანიშვილი კობახიძეს გისვამს მოსალაპარაკებლად და შენ კობახიძეს ელაპარაკები, ჩათვალე, მის ველზე ხარ უკვე,“ – ასე ფიქრობს “გამარჯვებული საქართველოს” წევრი გუბაზ სანიკიძე და აცხადებს, რომ მოლაპარაკებას პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, სწორედ ამ მიზეზით არ უერთდება. სანიკიძისთვის ირაკლი კობახიძესთან ჯდომა მიუღებელია. ოპოზიცის სხვა ნაწილი კი აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან მიღებული შეთავაზება პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით, 20-წლიანი ბრძოლის მონაპოვარია და თუ გარკვეული ჯგუფები ულტიმატუმის ენით დაიწყებენ საუბარს, რომ „ამასთან“ არ დასხდებიან, „იმასთან“ არ დასხდებიან, ეს მონაპოვარიც დაიკარგება და ფინალში ვერ გავალთ. გუბაზ სანიკიძემ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე გავრილოვსაც შეადარა და აღნიშნა, რომ გავრილოვი…

მეტი...

ცალ თვალზე ხელის აფარებისთვის, მორაგბეებს კონტრაქტი შეუწყვიტეს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებისთვის სოლიდარობის გამოხატვისთვის, რუსეთში, ქართველ მორაგბეებს კონტრაქტი შეუწყვიტეს. საუბარია საბა ილურიძესა და რეზი ბროძელზე. მორაგბეებმა, რუსეთის სარაგბო ჩემპიონატში მეტოქის ნახევარზე დადებული ლელო ცალ თვალზე ხელის აფარებით იზეიმეს. შედეგად გუნდ „სლავაში“ მოასპარეზე ორივე მორაგბე კლუბის ხელმძღვანელობამ გუნდიდან გააძევა. მორაგბეები თბილისში ხვალ ჩამოდიან.

მეტი...