“ბარიერის დატოვება ხელს აძლევს მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მასთან იდეოლოგიურ გარიგებაში მყოფ ჯგუფებს ” – არჩილ თალაკვაძე

“თუ ჩვენ 2020 წელს, არჩევნებს ბარიერით ჩავატარებთ, მაშინ პოლიტიკურ პარტიები  იძულებული იქნებიან, რომ ისევ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად გაფორმდნენ ბლოკში, ფურცელზე,  თუ როგორც ისინი აკეთებენ და ასე მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა“,- ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განმარტა, რას ნიშნავს ერთჯერადად, არჩევნების  პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარება პოლიტიკური სისტემისა და პოლიტიკური პარტიების განვითარებისთვის. „ნულოვანი ბარიერი 2020-ში, პროპორციული სისტემა ნიშნავს რას, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვისაც აქვს შესაძლებლობა და ამბიცია, რომ დაარწმუნოს საზოგადოების ნაწილი მაინც თავისი პროგრამის უპირატესობაში, თავისი ლიდერების უპირატესობაში, რეალური შანსი უჩნდება, რომ თავისი…

მეტი...

არჩილ თალაკვაძე: საზოგადოების გადასაწყვეტია, ვინ იქნება მინუს ერთი და ვის „დაამინუსებს“ საზოგადოება

„საზოგადოების გადასაწყვეტია, ვინ იქნება მინუს ერთი და ვის „დაამინუსებს“ საზოგადოება, ეს გამოჩნდება არჩევნებში“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. არჩილ თალაკვაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მმართველი გუნდი მზადაა, იმუშაოს იმ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, ვინც კონსტიტუციას და კანონმდებლობას სცემს პატივს. „ჩვენ მზად ვართ, სამუშაო ფორმატში, ვიმუშაოთ და იმ ოპოზიციურ პარტიებთან, ვინც პატივს სცემენ კონსტიტუციას, კანონმდებლობას და ვისაც ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა წარმოუდგენია სწორედ კონსტიტუციის და დემოკრატიული პრინციპების ფარგლებში. შესაბამისად, მინუსში აქ რჩებიან ზუსტად ის ადამიანები, ვისაც აქვთ ძალადობრივი დღის წესრიგი, ვინც მოუწოდებენ რევოლუციის და დესტაბილიზაციისკენ და ვინც რეალურად, დემოკრატიულ ინიციატივებს…

მეტი...

“ოპონენტების განცხადება, რომ თითქოს ნულოვანი ბარიერი სატელიტი პარტიების შექმნას ემსახურება, პოლიტიკური თვალთმაქცობაა”- არჩილ თალაკვაძე

“დღეს ჩვენ რაც მოვისმინეთ, არის პოლიტიკური თვალთმაქცობა, როდესაც ოპონენტები ამბობდნენ, რომ თითქოს, ნულოვანი ბარიერი ემსახურება სატელიტი პარტიების შექმნას – მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რეალურად, ეს არის პირიქით“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა. „ამ მომენტში მოცემულობა, რომელიც გვაქვს – თუ ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობას“ მივცემთ საშუალებას, რომ ისევ თვითონ ჰქონდეს ექსკლუზივი ოპოზიციონერობაზე, ზუსტად ეს ემსახურება სატელიტი პარტიების შექმნას. იმიტომ, რომ ჩვენ ვნახოთ, რა ბლოკით არიან ისინი გასული რამდენიმე არჩევნებში, ვნახოთ, როგორც არის განაწილებული უფასო საეთერო რეკლამები არჩევნების დროს, ვნახოთ დაფინანსების ფორმულა და…

მეტი...

“ყველაზე ძვირფასი რაც გამაჩნია, ჩემი ოჯახია, დანარჩენი ყველაფერი დროებითია”- ირაკლი ღარიბაშვილი

“ყველაზე ძვირფასი, რაც გამაჩნია, ეს არის ჩემი ოჯახი და ჩემი სამი ვაჟკაცი, რომლებსაც ჩემს სამშობლოს ვუზრდი,”- ამის შესახებ “ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს და განმარტავს, რომ აქ ქვეყნად ყოველგვარი სხვა სიკეთე, გარდა ოჯახისა, დროებითია, კეთილი საქმე კი, მხოლოდ ერთიანობით და სიყვარულით კეთდება: “მე და ჩემმა მეუღლემ ოჯახი ნულიდან შევქმენით, არაფერი გამაჩნდა, მაგრამ დღეს ყველაზე ძვირფასი რაც გამაჩნია, ეს არის ჩემი ოჯახი და ჩემი სამი ვაჟკაცი, რომლებსაც ჩემს სამშობლოს ვუზრდი. ეს არის ჩემთვის მთავარი. სხვა დანარჩენი – კარიერაც, თანამდებობაც, ფინანსური მდგომარეობაც, დროებითია. მე ყოველთვის ერთიანობასა და სიყვარულზე…

მეტი...

ათენში ქართველი ემიგრანტი საავადმყოფოს ფანჯრიდან გადახტა და გარდაიცვალა

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში 50 წლის ქართველი ემიგრანი გარდაიცვალა. ქალბატონი, რომელიც საავადმყოფოში ექთნად არალეგალურად მუშაობდა, კონტროლის სამსახურს გაექცა და ფანჯრიდან გადახტა, – აღნიშნულის შესახებ ინფოორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ქალბატონს ღამეში 30 ევროს უხდიდნენ, რათა პაციენტისთვის მოვლო, თუმცა, ის არალიცენზირებული ექთანი (აპოკლისტიკი) იყო. ფანჯარაზე ასული ქართველი ქალი პაციენტებმა დაინახეს. “ის ძალიან შეშინებული იყო. როდესაც მიხვდა, რომ შემოწმებაზე მოვიდნენ, კონტროლის თავიდან არიდება უნდოდა, მაგრამ არ იცოდა, სად წასულიყო. უცებ ფანჯრიდან გადახტა და იფიქრა, რომ გადარჩებოდა, რადგან პირველ სართულზე იყო, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. იქამდე ის გვესაუბრა და გვითხრა, რომ საქართველოდან იყო.…

მეტი...

“საქართველოს სუნთქვაშემკვრელ პეიზაჟებს მხოლოდ ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა თუ შეედრება”- ელიზაბეთ რუდი

“საქართველოს სუნთქვაშემკვრელ პეიზაჟებს მხოლოდ მისი ისტორიულ-კულტურული სიმდიდრე და ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა თუ შეედრება,”- ამ სიტყვებით ახასიათებს ჩვენი ქვეყნის ბუნებას და ხალხს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი და საქართველოში დასვენების მხარდამჭერ კამპანიას უერთდება. „ყველაზე მეტად საქართველოს ბუნებრივი სილამაზე მიყვარს. საქართველოს სუნთქვაშემკვრელ პეიზაჟებს მხოლოდ მისი ისტორიულ-კულტურული სიმდიდრე და ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა თუ შეედრება. მოდით, გაატარეთ ზაფხული საქართველოში და თავად დარწმუნდით!” – წერს ელიზაბეთ რუდი საქართველოში აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ გვერდზე. მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რის საფუძველზეც, 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ,…

მეტი...

არჩილ თალაკვაძე: შს მინისტრმა თვითონ დააფიქსირა სწორი პოზიცია, როდესაც საჯაროდ განაცხადა პასუხისმგებლობაზეც და გამოძიებაზეც

„პარლამენტის რიგგარეშე სხდომა აუცილებლად გვექნება ივლისში და საკითხი, რომელსაც თქვენ აყენებთ, შეიძლება, გახდეს პოლიტიკური კონსულტაციების საგანი იმისთვის, რომ განვიხილოთ მისი იმ დღის წესრიგში შეტანის შესაძლებლობა“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დეპუტატ სერგი კაპანაძის კითხვას, როდის განიხილავს პარლამენტი საპარლამენტო ფრაქციების – „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო-რეგიონების“ მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტს – „გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის, ძალის გადამეტების ჩამდენი სამართალდამცველების სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენების და 20-21 ივნისის ანტისაოკუპაციო პროტესტის დროს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების თაობაზე“. არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოძიებით, პირველ რიგში, ხელისუფლებაა დაინტერესებული. მისივე თქმით, გამოძიება…

მეტი...

ევროპის მოედანზე ხვალ 12.00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

შპს “თბილსერვის ჯგუფის” მიერ დაგეგმილი ღონისძიების გამო, ევროპის მოედანზე, ამაღამ 00:00 საათიდან 2 ივლისის 12:00 საათამდე ავტოტრანსპორტით მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. “აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრაობა 02 ივლისის 09:00 სათამდე დაშვებული იქნება მხოლოდ ნოე ჟორდანიას სანაპიროდან (მტკვრის მარცხენა სანაპირო) მეტეხის გვირაბის პანდუსის გავლით მარცხნივ ჩამსვლელი გვირაბის ან ღვინის აღმართის მიმართულებით (წრიული მოძრაობა იქნება დაკეტილი). ღონისძიების გამო, მოძრაობა აკრძალული იქნება ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან მეტეხის ხიდის გავლით ევროპის მოედნის მიმართულებით, ასევე, მეტეხის ქუჩიდან ევროპის მოედნის და მეტეხის ხიდის გავლით ვახტანგ გორგასალის და კოტე აფხაზის ყოფილი ლესელიძის ქუჩის მიმართულებით.…

მეტი...

არჩილ თალაკვაძე: საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში ყველას ექნება მონაწილეობის მიღების საშუალება

“დაწყებული გვაქვს კონსულტაცია და უმოკლეს დროში შევთანხმდებით, თუ როგორი იქნება სამუშაო ფორმატი და ინტერაქცია იმ მხარეებთან, ვისაც აინტერესებს, რომ კონკრეტული წვლილი შეიტანოს ამ პროექტის ჩამოყალიბებაში”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საკონსტიტუციო ინიციატივა – „პროპორციული არჩევნები – 2020“-ის პრეზენტაციაზე განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ 2020 წელს პროპროციული არჩევნების ჩატარება საზოგადოების დაკვეთაა. არჩილ თალაკვაძემ დამსწრეებს შეახსენა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელებისას მიიღო. “მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო საზოგადოებამ და ხელისუფლებამ ერთად, რომ პროპორციული არჩევნები ჩატარდეს 2020 წელს. აქ გამომსვლელებს, რა საკვირველია, ვეთანხმები, რომ ეს არის საზოგადოების დაკვეთა, მათ…

მეტი...

“საარჩევნო ბარიერის გაუქმებით, ახალგაზრდებს, პოლიტიკაში შემოსვლის მეტი შანსი გეძლევათ” – მამუკა ბახტაძე

“ქვეყნის მომავალი თქვენ ხელშია და საარჩევნო ბარიერის გაუქმებით თქვენ, ახალგაზრდებს, გეძლევათ პოლიტიკაში შემოსვლისა და ქვეყნის მმართველობით პროცესში ჩართვის მეტი შანსი,”- ამ სიტყვებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილს ეხმიანება, სადაც ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს შექმნაზეა საუბარი. მისი თქმით, მთავრობის დაქვემდებარებაში იქმნება ახალგაზრდული პლატფორმა, რომელიც ახალგაზრდობისთვის საინტერესო ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას გააერთიანებს. “მსურს, გამოვეხმაურო სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილს, რომელშიც საუბარია ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნაზე. მისასალმებელი და ძალიან სასიხარულოა ახალგაზრდების კონსტრუქციული პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ქვეყნის მომავალი თქვენ ხელშია და საარჩევნო ბარიერის გაუქმებით თქვენ, ახალგაზრდებს, გეძლევათ…

მეტი...

მამუკა ბახტაძემ ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერთან, ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდის პერსპექტივა განიხილა

ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდა და საქართველოს რეგიონულ ცენტრად გარდაქმნის პერსპექტივა განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა ლი კეციანმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს ქალაქ დალიანში, სახელმწიფო რეზიდენციაში გაიმართა. მთავრობის მეთაურმა პრემიერ ლი კეციანს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 70 წლის იუბილე მიულოცა და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბრისას ხაზი გაესვა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების სრულფასოვანი გამოყენების აუცილებლობას და საქართველოში მეტი ინვესტიციის განხორციელების მნიშვნელობას, განსაკუთრებით იმ სექტორებში, რომელთა საექსპორტო პოტენციალი მაღალია. საქართველოს რეგიონულ ცენტრად ქცევის კონტექსტში, ხაზი გაესვა უმსხვილესი კომპანიების დაინტერესების აუცილებლობას, განახორციელონ ინვესტიციები და გახსნან რეგიონული ოფისები საქართველოში.…

მეტი...

“გავიღიმოთ, პროპორციული არჩევნების ძეობაში ვართ”- დავით უსუფაშვილი

“ცოტა გავიღიმოთ, პროპორციული არჩევნების ძეობაში ვართ და არა გასვენებაში, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში”, “პროპორციული არჩევნები 2020”-ის პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, პოლიტიკური პატრიების წარმომადგენლებს შორის შეთანხმება იყოს, რათა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებულ პროცესს პრობლემა არ შეექმნას. „მექნება ერთი ადამიანური, ერთი პოლიტიკური და ერთი იურიდიული კომენტარი. ადამიანური ის, რომ ცოტა გავიღიმოთ კიდეც. ძეობაში ვართ არჩევნების და არა გასვენებაში. პროპორციული არჩევნების ძეობაში ვართ, მიუხედავად იმისა, რაც გაიარა ამ ქვეყანამ 25 წელია, 27 წელია, ბოლო 5 წელია, ბოლო 2 წელია, ბოლო 7 თვეც შეიძლებოდა უკეთესი…

მეტი...

“პროპორციული არჩევნებით გვეძლევა შანსი, გავხდეთ ევროპის ნაწილი”- კახა კუკავა

პარტია “თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე კახა კუკავა პროპორციულ სააარჩევნო სისტემაზე გადასვლას ისტორიულ შანსს უწოდებს და თვლის რომ ეს არის სანსი, რომელიც ევროპასთან გვაახლოებს. “ეს არის ისტორიული შანსი, რომელმაც ძალიან დააგვიანა, შეიძლება, ჩვენი ქვეყნისათვის, მაგრამ ახლა შანსი გვაქვს, ჩვენც გავხდეთ ევროპის ნაწილი, ჩვენც გადავიდეთ ბალტიური განვითარების გზაზე და ყველას გთხოვთ, დაგვეხმარეთ რომ ეს ერთი წელიწადი დანის პირზე ფრთხილად ვიაროთ და მივიდეთ ამ დღემდე,”- განაცხადა კახა კუკავამ “პროპორციული არჩევნები 2020”-ის პრეზენტაციაზე.

მეტი...

არჩილ თალაკვაძემ 20 ივნისს დაშავებული მოქალაქეები მოინახულა

“ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაშავებულმა მოქალაქეებმა საქართველოს და საზღვარგარეთის კლინიკებში მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება მიიღონ, ასევე, მაქსიმალურ ყურადღებას მივაქცევთ მათ ოჯახებს“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. არჩილ თალაკვაძე რეგიონულ ჰოსპიტალში იმყოფებოდა, სადაც დაშავებულ მოქალაქეებს გაესაუბრა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მკურნალი ექიმებისგან ინფორმაცია მოისმინა. „ახლა ჩვენ და მთელს საზოგადოებას გვაერთიანებს ერთადერთი, რომ რაც შეიძლება, სწრაფად მოხდეს მათი გამოჯანმრთელება და რეაბილიტაცია. მინდა, მადლობა გადავუხადო ექიმებს და ექთნებს თავდადებისთვის და მაღალი პროფესიონალიზმისთვის. მათ სწრაფად შეძლეს კვალიფიციური დახმარების აღმოჩენა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ჩვენი დაშავებული თანამოქალაქეები მალე დაუბრუნდებიან ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს.…

მეტი...

“არჩევნებში მანდატს ყველა ის პარტია მიიღებს, ვინც სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საჭირო ხმების რაოდენობას მოიპოვებს “- ირაკლი კობახიძე

“თითოეული პარტია, რომელიც მიიღებს სულ მცირე ერთი მანდატის მოსაპოვებლად საჭირო ხმების რაოდენობას, რაც არის ხმების 0.67%, მიიღებს მანდატს საქართველოს პარლამენტში,”- ამის შესახებ, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში“ მიმდინარე “პროპორციული არჩევნები 2020”-ის პრეზენტაციაზე, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ისაუბრა. მისი თქმით, კონსტიტუციური კანონპროექტიდან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში არსებული სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ფართო ჩართულობით მომზადდება. “კონსტიტუციურ კანონში ცვლილებებით მოცემულია მარტივი ფორმულა, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ თითოეული პარტია, რომელიც მიიღებს სულ მცირე ერთი მანდატის მოსაპოვებლად საჭირო ხმების რაოდენობას, რაც არის ხმების 0.67%, მიიღებს მანდატს საქართველოს პარლამენტში. შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის დადგენილია ბუნებრივი ბარიერი – ნულოვანი…

მეტი...

“პროპორციულ სისტემაზე გადასვლა საკონსტიტუციო რეფორმის უმთავრესი მიღწევაა”- კახა კალაძე

“პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, საზოგადოებას ვთავაზობთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაუყოვნებლივ გადასვლას ნულოვანი ბარიერით,” – ამის შესახებ, პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს პრინციპული ინიციატივა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კულტირის განვითარებაში, ფუნდამენტურ ცვლილებებს შეიტანს. “დღევანდელი შეკრების მიზეზი, ვფიქრობ, ყველამ კარგად იცით. გვსურს წარმოგიდგინოთ საკონსტიტუციო ინიციატივა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით და რაც მთავარია ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ. საზოგადოებამ იცის, წლებია ეს საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში დგას, არაერთხელ გამართულა მსჯელობა ამასთან დაკავშირებით, თუმცა რეალური ნაბიჯები ამ მიმართულებით გადაიდა 2012 წლის შემდეგ, რაც…

მეტი...

სიმონ ნოზაძე: 50 პროცენტიან ბარიერს ვერც ერთი პარტია გადალახავს

“მე მხარს ვუჭერდი მაჟორიტარულ არჩევნებს და ჩემი აზრი არ შეცვლილა, სხვათაშორის არც იმის მომხრე ვიყავი, რომ პრეზიდენტი რიტუალურ ფიგურად ქცეულიყო საქართველოში. მგონია, რომ გავა წლები და არცთუ ისე გვიან, დაიწყება საუბარი ისევ მაჟორიტარული სისტემის აღდგენაზე და ძლიერი პრეზიდენტის ინსტიტუტის შექმნაზე,”- ამის შესახებ დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. “ბუნებრივია, პარლამენტი დემოკრატიული სტრუქტურაა და კარგია, რომ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, მაგრამ იმ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში, რომელშიც ვიმყოფებით, ვფიქრობ ერთი ძლიერი ფიგურის არსებობა აუცილებელია, ეს უნდა იყოს საყოველთაო წესით არჩეული პიროვნება, ასეთი იქნება მხოლოდ პრეზიდენტი,”- აცხადებს დეპუტატი. მისი თქმით, პროპორციული სისტემით…

მეტი...

“ქართულმა ოცნებამ” პოლიტიკური პასუხისმგებლობით დიდი საფასური გადაიხადა”- სიმონ ნოზაძე

“ქართულმა ოცნებამ” დიდი საფასური გადაიხადა, გადადგა პარლამენტის, ქვეყნის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელი და უფლებამოსულება მოიხსნა ჩემთვის პატივსაცემმა დეპუტატმა, ბატონმა ზაქარია ქუცნაშვილმა,’- ამის შესახებ დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. დეპუტატი თვლის, რომ ის ინცინდენტი, რომელიც მოხდა, მმართველი გუნდის მიერ გადადგმული ამ კონკრეტული ნაბიჯებით უნდა ამოწურულიყო, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ინტერვიუს კი შემაშფოთებლად მიიჩნევს: “მე ვთვლი, რომ საზოგადოების პროტესტი ხელისულების ამ ნაბიჯებით უნდა ამოწურულიყო, მაგრამ რაკიღა მან გაგრძელება ჰპოვა, შეთავაზება, რომელც ქართულმა ოცნებამ” გააკეთა, რომ პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბარიერით ჩატარდეს არჩევნები, უკვე ქმნის იმ საფუძველს რომ პროცესები ჩაწყნარდეს და დარწმუნებული…

მეტი...

„ბიზნესს ეშინია დესტაბილიზაციის, დიდ პროექტებს საფრთხე შეექმნება“  – სიმონ ნოზაძე

დეპუტატი სიმონ ნოზაძე იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც მიმდინარე საპროტესტო ფონის გამო საქართველოს ემუქრება. როგორც დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, დესტრუქციული ძალა ცდილობს, საქართველო დესტაბილიზაციის საფრთხის შემცველად გამოაცხადოს, რომ უდიდესი პროექტები ვერ განხორციელდეს.     „სწორედ ის მაშინებს, რომ უნდათ,  საქართველო უკან, 90-იან წლებში  დააბრუნონ.  აშკარაა, რომ იყო მცდელობა ძალადობრივი გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდების. გამოძიება დაადგენს, რასთან გვქონდა საქმე, დიდი ინტერესით  ველოდები, რა მოხდა. რაც შეეხება გიორგი გახარიას გადადგომის, ეს აუცილებლობას არ წარმოადგენს. ძალა აბსოლუტურად ლეგიტიმურად იყო გამოყენებული და თუ  უფლებამოსილებას ვინმემ გადააჭარბა, ეს უნდა გამოვლინდეს და დაისაჯოს“ – აღნიშნა დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“.…

მეტი...

“პროპორციული იქნება თუ არა საარჩევნო სისტემა, საზოგადოებამ რეფერენდუმით უნდა გადაწყვიტოს” – მირიან წიკლაური

“ხელისუფლება გვთავაზობს ჩემი აზრით, უაზრობამდე მისულ კანონს, რის მიხედვითაც, ვისაც არ ეზარება, შეუძლია ყველა პარლამენტში მოხვდეს,”- ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანის წარმომადგენელმა, დეპუტატმა მირიან წიკლაურმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. დეპუტატი ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ პროპორციულ საარჩევნო სისტემას მხარს არ უჭერს და აცხადებს, რომ ამ რეგულაციამ შესაძლოა, არაერთი კრიზისი გამოიწვიოს: “ჩემი აზრით, პროპორციული სისტემის მიღება არც თუ ისე სასარგებლო იქბნება ჩვენი ქვეყნისთვის, მისი მომავლისათვის. ამან შეიძლება დროებით რაღაც განმუხტოს, მაგრამ მომავლისთვის, შესაძლოა, მუდმივი კრიზისების წყაროც გახდეს. ვინაიდან არ იქნება მეტ-ნაკლებად მყარი უმრავლესობა, უნდა მოხდეს ხშირ შემთხვევაში ერთმანეთისგან პოლარულად დაპირისპირებულ ძალთა შორის მოლაპარაკება…

მეტი...

“სახელმწიფო გადატრიალებას უარი”, ამ ლოზუნგით თავისი ნება დანარჩენმა საზოგადოებამაც უნდა გამოხატოს” – მირიან წიკლაური

საკანონმდებლო ორგანის წარმომადგენელი, დეპუტატი მირიან წიკლაური საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად აფასებს და თვლის, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და მათ ლიდერს სურთ ქვეყანაში 90-წლების სცენარი გაითამაშონ. როგორც წიკლაური “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე აცხადებს, დესრტუქციულ ძალებს შემუშავებული აქვთ ორი სცენარი და ორივეს მიზანი სახელმწიფო გადატრიალებაა: “რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ეს არის ცალსახად სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, – არცთუ დიდი ხნის წარსულის ანალოგი. მოგეხსენებათ, 1991 წლის აგვისტოში საქართველოში მოხდა პუტჩი, დღეს რომ პარალელებს ვავლებ, დაახლოებით ისე ვითარედება ქვეყანაში, როგორც მაშინ, მაგრამ იმედია, ჩვენი ისტორიული მეხსიერება აღარ დაუშვებ იმას, რომ იგივე განმეორდეს. ახალგაზდები ისევე…

მეტი...

რეგისტრაცია ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაში მოსახლეობის რეგისტრაციისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის მიზნით, თბილისის მერიამ სპეციალური პავილიონი განათავსა. საათობრივი პარკირება კოტე აფხაზის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე პირველი აგვისტოდან ამოქმედდება. ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის პარკირება უფასო იქნება. ამ მიზნით, მოსახლეობამ ვებგვერდზე – www.parking.tbilisi.gov.ge მათთვის სასურველი ავტომობილები უნდა მიუთითოს, რაშიც მათ კოტე აფხაზის ქუჩაზე განთავსებული სპეციალური პავილიონი მოემსახურება. ფასიანი პარკირებები 3 -A, B და C ზონებად შეიძლება დაიყოს. პარკირების საფასური A ზონაში საათში 1 ლარს შეადგენს, B ზონაში – 2 ლარს, ხოლო C ზონაში – 3 ლარს. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, გასათვალისწინებელია, რომ ფასიანი პარკირების ზონაში…

მეტი...

“ენგურის დაკეტვის გამო, აბიტურიენტების გარკვეულ რაოდენობას პრობლემა შეექმნა”- ირინა აბულაძე

“ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი სესია დაიწყო, ყველაფერი წესრიგშია. გამოცდების შედეგების გამოქვეყნება პირველ აგვისტოს დაიწყება, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ ერთ-ერთ საგამოცდო ცენტრში განაცხადა, სადაც რეგისტრაციის პროცესს დაესწრო. მისი თქმით, ჯერჯერობით ზუსტი მონაცემები იმისა, იყო თუ არა აბიტურიენტების მხრიდან გამოცდაზე დაგვიანების შემთხვევები, ჯერჯერობით არ აქვთ. „გამოცდების პირველი სესია 09:00 საათზე დაიწყო ყველა საგამოცდო ცენტრში. არის ერთეული შემთხვევები, სადაც შესაძლოა, აბიტურიენტმა დააგვიანა ან შეეშალა საგამოცდო ცენტრი. დღეს და ხვალ მიმდინარეობს გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში. შედეგების გამოქვეყნება დაიწყება პირველი აგვისტოდან. საგამოცდო ცენტრებში სველი წერტილების განახლება…

მეტი...