“ნუ მივცემთ ჩვენს “ციცქნა” საქართველოს დაპატარავების, დაყოფის, წელში მოხრისა და ხელჯოხზე დაყრდნობის საჭიროებას“ – ბელა ბერკემერ-მახარაძე

„ასე ადვილად ნუ მივცემთ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ გვერდით მყოფ ქართველს, ჩვენს სისხლსა და ხორცს, ზარ-ზეიმით სილა გავაწნათ, მიწასთან გავასწოროთ, ტალახში ამოვსვაროთ და ბოლოს, ფეხებით გადავუაროთ, ვინაიდან ამით ჩვენ საკუთარ “მეს” ვაცამტვერებთ და მეტი არაფერი,“ – აცხადებს გერმანიაში მოღვაწე ცნობილი ქართველი მევიოლინე ბელა ბერკემერ-მახარაძე „მედიაცენტრ მთავართან.“ როგორც მევიოლინე აღნიშნავს, ის პოლიტიკურ პროცესებში არასდროს ჩარეულა, თუმცა, შექმნილმა ვითარებამ აიძულა, საკუთარი პოზიცია დაეფიქსრებინა. „მიუხედავად იმისა, რომ მუდამ გამაჩნდა სუბიექტური აზრი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, არასოდეს ჩავრეულვარ პოლიტიკაში და მითუმეტეს არც არასოდეს გადავსულვარ რომელიმე პარტიის გვერდზე, ვინაიდან ვფიქრობ, რომ ყოველი ადამიანი თავისი პროფესიით…

მეტი...

“ძალიან მეშინია, ქართველების მხურვალე ტემპერამენტიდან გამომდინარე, სამოქალაქო ომი არ დაიწყოს” – უვე ბერკემერი

„ალბათ, ყველას შეუძლია წარმოიდგინოს, თუ რა შეიძლება მოჰყვეს თუნდაც მიძინებული ნაკვერჩხლის გაღვივებას და საქართველოს შემთხვევაშიც ასეა, სწორედ. ძალიან დიდი სიფრთხილე გმართებთ, ძვირფასო ქართველებო, ვინაიდან სულ პატარა მიზეზი და უმნიშვნელო შეცდომაც კი, შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს სრულიად საქართველოსთვის, ხოლო დიდი ზეიმი ქვეყნის მტრებისთვის“ – ასე აფასებს ცნობილი გერმანელი კომპოზიტორი და დირიჟორი, მევიოლინე ბელა ბერკემერ-მახარაძის მეუღლე უვე ბერკემერი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას. რესპონდენტი იმ მთავარ საფრთხეზე საუბრობს, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს და ყველას სთხოვს, ჩამქრალ ნაკვერჩხალს ნუ გააღვივებენ. „საქართველოში პირველი ვიზიტისას არა მხოლოდ ჩემი მეუღლე, არამედ ეს ქვეყანაც და ქართველი ერიც…

მეტი...

“ყველა კითხვის ნიშანს გაეცემა პასუხი, რომ შედეგების შესაბამისი გადაწყვეტილებები მივიღოთ”-პრემიერი

“ხელს არავინ არავის დააფარებს, ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველა ეპიზოდის გამოძიებას, გაკეთდება ანალიზი და დავინახავთ, რასთან გვქონდა საქმე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მედიასთან შეხვედრისას, ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, პასუხი უნდა გაეცეს რეზინის ტყვიების გამოყენებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ კითხვებსაც და ეს არის ერთ-ერთი მიმართულება, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობს. „ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებზე, რამდენად იყო ეს ყველაფერი რეგლამენტირებული, ამ რეგლამენტის დარღვევაც აუცილებლად უნდა იყოს სისხლის სამართლის დანაშაული. ეს არის ის საკითხები, რომელსაც სჭირდება გამოძიება და რომელზეც უნდა საუბრობდეს ყველა – მათ შორის სამოქალაქო საზოგადოება. ვინ გამოიწვია მომხდარი,…

მეტი...

მამუკა ბახტაძე: საქართველოში რევოლუციური სცენარებით ხელისუფლების ცვლილების დრო დასრულდა

“ის, ვინც იერიშს მიიტანს კონსტიტუციაზე, მიიღებს ძალიან მკაცრ პასუხს, ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოში რევოლუციური სცენარებით ხელისუფლების ცვლილების დრო ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მედიასთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ საქართველოში არის შემდგარი დემოკრატია, სადაც ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი გზა არჩევნები და დემოკრატიული პროცესია. „ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოში რევოლუციური სცენარებით ხელისუფლების ცვლილების დრო ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა. საქართველო არის შემდგარი დემოკრატია, სადაც ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი გზა არჩევნები და დემოკრატიული პროცესია. ამას ყველა შეეგუოს“, – განაცხადა პრემიერმა.

მეტი...

მამუკა ბახტაძე: დავიცავთ თითოეული მოქალაქის ეკონომიკურ ინტერესებს და გვექნება სრული თანხვედრა კერძო სექტორთან

ჩვენ დავიცავთ თითოეული მოქალაქის ეკონომიკურ ინტერესს, განსაკუთრებით ვსაუბრობ იმ სექტორზე, რომელმაც, შესაძლოა, რუსეთის ფედერაციიდან ტურისტების შემცირებული რაოდენობით მნიშვნელოვანი ზიანი მიიღოს, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მედიასთან შეხვედრისას, ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ძალიან ფაქიზი საკითხი და მთავრობა მუშაობს ყველა მიმართულებით, მათ შორის, რომ არ შემცირდეს რუსეთის ფედერაციიდან ტურისტების რაოდენობა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, მეორე მიმართულებაა საქართველოს ეკონომიკის,  მათ შორის ტურისტული სექტორის კიდევ უფრო ეფექტურად ინტეგრაცია მსოფლიო ეკონომიკაში. „ასეთ დროს, ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციები ყოველთვის მოდის კერძო სექტორისგან, იმ ხალხისგან, რომელსაც რეალურად აწუხებს ეს ყველაფერი…

მეტი...

“აქ მანამ ვიქნები, სანამ კონკრეტულ ამოცანებს არ შევასრულებ და დავასრულებ” – შს მინისტრი გადადგომაზე

გიორგი გახარიას განცხადებით, თანამდებობიდან მისი გადადგომა არანაირ პრობლემას წარმოადგენს და ეს შესაძლებელია ნებისმიერ დროს, თუმცა, მას შემდეგ რაც კონკრეტული საქმეები დასრულდება. “ჩემი გადადგომა საერთოდ პრობლემა არ არის. მე შემიძლია გადავდგე ხვალაც, ზეგაც და მას ზეგაც. არ წარმოადგენს ეს პრობლემას. ამ სავარძელში გადადგომა-არგადადგომის გამო კი არ ვზივარ, აქ ვარ და ვიქნები მანამ, სანამ იმ კონკრეტულ ამოცანებს, რომელზეც ახლა ვსაუბრობ, შევასრულებ და დავასრულებ. ამის შემდეგომ, ყოველგვარი პრობლემის გარეშე” – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.   

მეტი...

“როდესაც პოლიციაზე შტურმი მიაქვთ, ცხადია, თავი უნდა დაიცვან, ამას კონკრეტული პირის ბრძანება არ სჭირდება”- გიორგი გახარია

“პოლიციელს, რომელზეც მიიტანეს შტურმი, თავი უნდა დაეცვა, ამას კონკრეტული პირის ბრძანება არ სჭირდება.” – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, ტელეწამყვანებთან გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის, – თუ ვინ გასცა აქციის დაშლის ბრძანება, საპასუხოდ განაცხადა. “პასუხიმგებლობას ვიღებ საკუთარ თავზე. ყველა ბრძანებაზე ხელი პირადად მაქვს მოწერილი. ეს არის პროცედურული საკითხი, როდესაც იქმნება გეგმა კონკრეტული ღონისძიებების გასატარებლად, ამას ხელს აწერს მინისტრი. თუმცა როდესაც პოლიციაზე შტურმი მიაქვთ, მათ ცხადია, თავი უნდა დაიცვან და ამას კონკრეტული პირის ბრძანება არ სჭირდება” – აღნიშნა გიორგი გახარიამ. .

მეტი...

“ტყვიები, რომელიც აქციაზე გამოიყენეს, ნაყიდია 2012 წლის აგვისტოში” – შს მინისტრი

“ეს ტყვიები ნაყიდია 2012 წლის აგვისტოში და მას შემდგომ არსებობდა შეიარაღებაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი”, – ამის შესახებ საქართველოს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ, პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვან ჟურნალისტებთან გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კითხვაზე, რომელიც 20 ივნისის აქციაზე გამოყენებულ რეზინის ტყვიებს შეეხებოდა, მინისტრმა უპასუხა, რომ არც ერთი რეზინის ტყვია, რომელიც აკრძალური, ან ლეტალური შედეგის მომტანია, აქციაზე არ გამოუყენებიათ. “არც ერთი რეზინის ტყვია, რომელიც აკრძალური, ან ლეტალურია, აქციაზე არ გამოუყენებიათ. თუმცა ფაქტი მაინც არის უაღრესად სამწუხარო და ამ ტყვიის პროტოკოლით გამოყენების ნაწილი არის გამოძიების საქმე. რაც შეეხება ამ…

მეტი...

“პოლიციელების დიდი ნაწილი გულწრფელად თანაუგრძნობდა აქციის მონაწილეებს”- გიორგი გახარია

“რაც მოხდა პარლამენტის შენობაში, პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან და შემდგომ, რაც ამას მოჰყვა, ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ ეს შესაძლებელია სპეციალური სამსახურების გამოძიების საგანი გახდეს, უნდა გახდეს, – ამის შესახებ საქართველოს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ, პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვან ჟურნალისტებთან გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განახადა. მისი თქმით, არსებობს ორი კომპონენტი, რამაც საზოგადოების სამართლიანი პროტესტი გამოიწვია. „რა თქმა უნდა, უსაფრთხოების კომპონენტი იმაში, რაც მოხდა პარლამენტის შენობაში, პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან და შემდგომ, რაც ამას მოჰყვა, ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ ეს შესაძლებელია სპეციალური სამსახურების გამოძიების საგანი გახდეს, უნდა გახდეს. განსაკუთრებით მას შემდეგომ, რა განვითარებაც მოჰყვა ამ ქმედებას.…

მეტი...

“მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალური მდივნის ქცევაზე, არსებობს კითხვის ნიშნები, რომელსაც შესაბამისი პასუხები უნდა გაეცეს”- პრემიერი

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალური მდივნის ქცევაზე არსებობს კითხვის ნიშნები, რომელსაც შესაბამისი პასუხები უნდა გაეცეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა. ჟურნალისტის კითხვას, განმუხტავდა თუ არა ვითარებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველსავე დღეს გადადგომა, პრემიერმა უპასუხა, რომ ირაკლი კობახიძე ამ გადაწყვეტილების მისაღებად მზად იყო. „ირაკლი კობახიძემ მიიღო ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება, ის მზად იყო, მიეღო ეს გადაწყვეტილება პირველსავე დღეს. თუმცა, 20 ივნისს, ის იმყოფებოდა ვიზიტით ბაქოში და როგორ წარმოგიდგენიათ, პარლამენტის თავმჯდომარეს საერთაშორისო ვიზიტისას გაეკეთებინა ეს განცხადება. მან შეწყვიტა ვიზიტი, გაიმართა მყისიერი შეხვედრა პოლიტსაბჭოსთან, სადაც მან საკუთარი გადაწყვეტილება გაახმოვანა და ეს იყო ღირსეული…

მეტი...

“პოლიტიკური პასუხისმგებლობა გახარიას გადადგომის მოთხოვნაზე, უნდა აიღოს დესტრუქციულმა ძალამ” – პრემიერი

“პოლიტიკური პასუხისმგებლობა გახარიას გადადგომის მოთხოვნაზე, უნდა აიღოს დესტრუქციულმა ძალამ” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მედიის წარმომადგენლებთან სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “ჩვენს უახლეს ისტორიაში გადადგა გენერალური პროკურორი და იგივე შემიძლია ვთქვა, როდესაც გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. რაც შეეხება მოთხოვნას, რომ გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ პროვოკაციაზე უნდა აიღოს იმ დესტრუქციულმა ძალამ, რომელმაც გამოიყენა ჩვენი მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი თავის იარაღად და ეს ერთმნიშვნელოვანია. ამავე დროს, ჩვენ უზრუნველვყოფთ ტრანსფარანტულ და გამჭივირვალე გამოძიებას, როდესაც საუბარია ძალის გადამეტების ცალკეულ შემთხვევებზე და ამაზეც არანაირი კითხვის ნიშანი არ უნდა არსებობდეს…

მეტი...

მამუკა ბახტაძის განცხადებით, პოლიცია იძულებული გახდა ძალა გამოეყენებინა  

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, პოლიცია ძალის გამოყენებას არ გეგმავდა, თუმცა, იძულებული გახდა ასე მოქცეულიყო.  “არავინ გეგმავდა ძალის გამოყენებას. მაგრამ მოვლენები იცვლებოდა ელვის სისწრაფით, რამდენიმე იერიში და შეტევა იქნა მიტანილი პოლიციაზე. იმ მომენტში, როცა დადგა ეს კრიტიკული მომენტი, პოლიცია იყო იძულებული გამოეყენებინა ლეგიტიმური ძალა. ეს ვიდეოკადრებზე ჩანს“, – აცხადებს მამუკა ბახტაძე. 

მეტი...

“დიახ, სამწუხაროდ, ჩვენ ფეხი დაგვიცდა” – მამუკა ბახტაძე

“7 წელია, ისინი ჩაიუსაფრდნენ საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ხალხს, ისინი ელოდნენ, რომ ვიღაცას ფეხი დაუცდებოდა და დიახ, სამწუხაროდ, ჩვენ ფეხი დაგვიცდა,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. „დიახ, სამწუხაროდ, ჩვენ ფეხი დაგვიცდა.   ის, რაც ჩვენ ვიხილეთ 20 ივნისს,   იყო სრულიად მიუღებელი ქართველისთვის. ერისთვის, რომელიც მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში იბრძვის თავისუფლებისთვის, ეს იყო უმძიმესი სანახავი და ამან გამოიწვია გულწრფელი ემოციები და პროტესტი ჩვენს მოქალქეებში და თითოეული ჩვენგანი არის ამ პროტესტის სოლიდარული“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დესტრუქციული ძალები ცდილობდნენ პროვოკაციული მიზნებისთვის გამოეყენებინათ სიტუაცია, მთავრობა ძალიან სწრაფი რეაქცია…

მეტი...

“პასუხისმგებლობა ამ შედეგებზე ეკისრება მსჯავრდებულ სააკაშვილს და მის აგრესიულ ჯგუფს”- პრემიერი

“ის, რაც ჩვენ ვიხილეთ 20 ივნისს, იყო სრულიად მიუღებელი ქართველი ერისთვის,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა და 20 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენები შეაფასა. საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, 20 ივნისის ღამეს განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილს და მის პოლიტიკურ გუნდს „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკისრება. როგორც პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე აღნიშნა, ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი დესტრუქციულმა ძალამ საკუთარ იარაღად გამოიყენა. „ჩვენ არ გვიჭირს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება და გვაქვს უმაღლესი სტანდარტი. ასე მოხდა, როდესაც ჩვენს უახლეს ისტორიაში გადადგა გენერალური პროკურორი და იგივე შემიძლია ვთქვა, როდესაც გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტის…

მეტი...

“ნიკანორ მელიას უფლებები გავუთანაბრეთ სხვა მოქალაქეების უფლებებს, რომ მისი მანდატი არ ქცეულიყო ინდულგენციად” – გურამ მაჭარაშვილი

„სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებებს შორის გადანაწილებული ფუნქციები სწორად გამოიყენება პრაქტიკაში“ – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას. როგორც დეპუტატი განმარტავს, პარლამენტს დეპუტატის დაპატიმრებისთვის არ მიუცია თანხმობა და ის ინფორმაცია, რაც ვრცელდება მიზანმიმართული დეზინფორმაციაა. „მსურს, საზოგადოებას ესმოდეს, რომ საქართველოს პარლამენტმა იმსჯელა ნიკანორ მელიასთვის, როგორც დეპუტატისთვის, მანდატის მოხსნაზე და არავის მიუცია თანხმობა და დასტური მის დაპატიმრებაზე, რადგან ეს საკანონმდებლო ორგანოს საქმე არ არის. ჩვენ, ნიკანორ მელიას უფლებები გავუთანაბრეთ სხვა მოქალაქეების…

მეტი...

„მოგვწონს, თუ არა, ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაა და სწორედ ეს არის მთავარი და მნიშვნელოვანი“ – დიმიტრი ხუნდაძე

„დღევანდელი გადაწყვეტილება მოგვწონს თუ არა, ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაა. პროცესი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უახლოეს წარსულს ნამდვილად დავშორდით,“ – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე და  კიდევ ერთხელ განმარტავს იმ პროცესს, რასაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა.   „გუშინ საქართველოს პარლამენტმა, დიდი ხნის მსჯელობის შემდეგ, დეპუტატ ნიკანორ მელიას იმუნიტეტი დროებით მოუხსნა და საკითხი მსჯელობისთვის პროკურატურასა და სასამართლოს გადასცა. ოპონენტებმა, პარლამენტის აღნიშნული გადაწყვეტილება, თითქოს, სასამართლოსთან უკვე შეთანხმებულ პატიმრობის მოთხოვნად მონათლეს და ნიკანორ მელია ცოდვილად გამოაცხადეს. ეს რომ ასე არ იყო, დღეს დადასტურდა. სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა – აღკვეთის  ღონისძიებაზე, ბოლომდე არ გაითვალისწინა, პატიმრობა შინაპატიმრობით შეცვალა…

მეტი...

“რუსეთის მიერ გამოცხადებული ტურისტული ემბარგოს შემდეგ, საქართველომ უკვე 300 მლნ დოლარამდე იზარალა”- კობა გვენეტაძე

რუსეთის მხრიდან ტურისტული ემბარგოს გამოცხადება ქართულ ეკონომიკაზე უკვე აისახა. კონკრეტულად, უკანასკნელ პერიოდში, ქვეყნის ეკონომიკამ 200-300 მილიონი ამერიკული დოლარი იზარალა. აღნიშნულ საკითხზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საუბრობს და განმარტავს, რომ ინფორმაცია რუსეთიდან ტურისტული ნაკადის მოსალოდნელი შემცირების შესახებ, ბოლო დღეებში, სავალუტო ბაზარზეც აისახა. მისივე ინფორმაციით, პირველადი გათვლებით, საქართველოს ეკონომიკამ უკვე დაახლოებით, 200-300 მლნ ამერიკულ დოლარამდე იზარალა. “გავრცელებული ინფორმაცია, რომ მოხდება ფრენების შეზღუდვა, ნიშნავს რომ შესაძლებელია, უფრო ნაკლები რაოდენობის ტურისტები ჩამოვიდნენ რუსეთიდან. მოლოდინების გადაცემა მოხდა და აისახა კიდევაც ეს ლარის კურსზე. ჯამურად, წელს, სხვა თანაბარ პირობებში, საგადამხდელო ბალანსი კიდევ უფრო გაუმჯობესდება…

მეტი...

საქალაქო სასამართლო: მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების მიზნების უზრუნველყოფა შესაძლებელია ნაკლებად მკაცრი აღკვეთის პირობებშიც

“თბილისის საქალაქო სასამართლომ, შუამდგომლობის განხილვისას, საქმის მასალების შეფასებისა და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, მიიჩნია, რომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით არსებობს ბრალდებულ ნიკანორი მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისათვის აუცილებელი ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები”, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეს-სპიკერი ავრცელებს. „27 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ბრალდებულ ნიკანორი მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნიკანორი მელიას ბრალად ედება: ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა; ჯგუფურ…

მეტი...

რა ეკრძალება ნიკა მელიას

“ნიკა მელიას დროებით ეკრძალება საჯარო გამოსვლები და საჯარო განცხადებების გაკეთება, ეკრძალება ყოველგვარი კომუნიკაცია იმ პირებთან, რომლებიც წარმოადგენენ მოწმეებს მისი ბრალდების, სისხლის სამართლის საქმეში,” – ამის შესახებ საქმის პროკურორმა ამირან გულუაშვილმა, საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. გარდა ამისა, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს ჩამოერთვა პირადობის დამადასტურებელი ყოველგვარი მოწმობა, რაც მას ქვეყნიდან გასვლაში ხელს შეუშლის. “ნიკანორ მელია ვალდებულია, საკუთარი პასპორტი და პირადობის დამადასტურებელი სხვა ყველა დოკუმენტი ჩააბაროს სამართალდამცავ ორგანოებს, რაც მას ხელს შეუშლის, კანონიერად გადაკვეთოს საქართველოს საზღვარი და დატოვოს საქართველოს ტერიტორია, იგი ვალდებულია, იმყოფებოდეს მის საცხოვრებელ სახლში და სამართალდამცველი…

მეტი...

ნიკა მელიას გირაო შეეფარდა

ნიკა მელია თავისუფალია – სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მას გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. პროკურატურამ საქართველოს პარლამენტის დეპუტატს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელიას თბილისში 20 ივნისს საპროტესტო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზაციაში, ასევე ამ პროცესების ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში ბრალი წაუყენა. 26 ივნისს საპარლამენტო უმრავლესობის 91 დეპუტატმა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა.  სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას 30 ათასლარიანი გირაო შეეფარდა, ჩამოერთვა პასპორტი და სხვა დოკუმენტები, გირაოს თანხის დაფარვის შემდეგ, ის სავარაუდოდ, დაწესებულებას დატოვებს.

მეტი...

“ნიკა მელია არსად გაქცევას აპირებს და აზრადაც არა აქვს, ვინმეზე ზემოქმედება მოახდინოს ცხოვრებაში” – ადვოკატი

„იცით, რომ ნიკანორ მელია არც გამოძიებას მიემალება, არც მოწმეებზე მოახდენს ზემოქმედებას და არც არსად გაქცევას აპირებს და აზრადაც არა აქვს, ვინმეზე  ზემოქმედება მოახდინოს ცხოვრებაში, თავდებადაც ზედმეტ გარანტად უდგებიან პარლამენტარები”, – ამის შესახებ ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კოდახაშვილმა სასამართლო დარბაზის წინ შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ამ წუთებში მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ადვოკატი იმედოვნებს, რომ სასამართლო ოქროს ასოებით დაწერს დღევანდელ გადაწყვეტილებას თავის პრაქტიკაში და ნიკა მელიასთვის 10 ათასი ლარიანი გირაოს შეფარდებას შუამდგომლობას დააკმაყოფილებს. ალტერნატივის სახით ადვოკატი, სხვა შეზღუდვების დაწესებაზეც, მათ შორის დეპუტატების თავმდებობასა და აუცილებლობის შემთხვევაში, პასპორტის ჩამორთმევაზე საუბრობს. „იცით, რომ ნიკანორ მელია არც გამოძიებას მიემალება, არც მოწმეებზე…

მეტი...

მამუკა ბახტაძე: მზად ვარ, ნებისმიერ სხვა დროს, წლიური ანგარიში წარვუდგინო საკანონმდებლო ორგანოს

“მზად ვარ ნებისმიერ სხვა დროს, მათ შორის, რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის წლიური ანგარიში წარვუდგინო საკანონმდებლო ორგანოს”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, პრემიერი აღნიშნავს, რომ ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, დღეს საღამოს მედიასთან შეხვედრას გეგმავს. „დღეს იგეგმებოდა პარლამენტისთვის მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენა. ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა, როდესაც მთავრობა და პარლამენტი აკეთებენ შეფასებას სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. ბუნებრივია, ჩვენ ვართ ვალდებული, საქართველოს პარლამენტს და საზოგადოებას წარვუდგინოთ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ – ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, საგარეო პოლიტიკის, ჯანდაცვის, განათლებისა და ყველა სხვა მიმართულებით, მაგრამ, ამავე დროს, ვფიქრობ –…

მეტი...

“ჩემი დაკავება ქარს დათესავს, რაც ქარიშხალს გამოიწვევს”- ნიკა მელია

„ჩემი დაკავება ქარს დათესავს, რაც ქარიშხალს გამოიწვევს”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა მელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, მას დააკავებენ.  „ჩემი დაკავება ქარს დათესავს, რაც ქარიშხალს გამოიწვევს. ტემპერატურას ბიძინა ივანიშვილი თავად სწევს. დაკავება იქნება უკანონო, მაგრამ არ დაკავება ყველას გვაფიქრებინებს, რომ გუშინდელი დღე იყო წარმოუდგენლად უკანონო აქტი,“ – ამბობს მელია. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი აგონიაშია, რადგან ხედავს, რომ პროცესებს ვეღარ მართავს: „ივანიშვილი არის დამარცხებული, აგონიაში მყოფი ადამიანი, გუშინ მან დაკარგა ყველაზე ძვირფასი მისთვის, დაკარგა ფული. მისმა ფულმა დაკარგა მყიდველუნარიანობა. როგორც გაუუფასურდა ბევრ…

მეტი...

“იმ დეპუტატებს, ვინც მელიას იმუნიტეტის მოხსნას მხარი არ დაუჭირა, ვთხოვ, გადაწყვეტილება განმარტონ”- გია ვოლსკი

“გადაწყვეტილება მივიღეთ იმის თაობაზე, რომ დეპუტატს არ აქვს მეტი იმუნიტეტი, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანს, მით უმეტეს, თუ ეს დეპუტატი პარლამენტის დასაკავებლად არმიას მიუძღოდა,” – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, იმ თანაგუნდელებმა, რომლებმაც ხმა არ მისცეს ნიკა მელისთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს, თავიანთი გადაწყვეტილება უმრავლესობის სხდომაზე უნდა განმარტონ. “მმართველი გუნდის იმ დეპუტატებს, რომლებმაც მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის შესახებ კენჭისყრაზე თავი შეიკავეს, მოუწევთ ეს გადაწყვეტილება კოლეგებს განუმარტონ,”- განაცხადა გია ვოლსკიმ. “ჩვენ გუშინ კონკრეტული დეპუტატი გავუთანაბრეთ ჩვეულებრივ მოქალაქეს, რომლის მიმართ გამოძიებას შესაძლოა ჰქონდეს პრეტენზია…

მეტი...

ლადო კახაძე უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგება

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, 87 ხმით, ერთხმად, მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს „#1 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრის, ვლადიმერ კახაძის უფლებამოსილების ცნობის შესახებ. პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატ ვლადიმერ კახაძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობა მიულოცა და წარმატებები საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ლადო კახაძე უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგება.

მეტი...

“ნაციონალური მოძრაობა” გავრილოვის სიის შედგენას იწყებს

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრი წლიური ანგარიშის წარსადგენად დღეს პარლამენტში არ მივა, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა განაცხადეს, რომ პლენარულ სხდომას არც ისინი დაესწრებიან. მათი თქმით, სესიაზე მხოლოდ მამუკა ბახტაძის მოსასმენად და მისთვის სპეციალური გზავნილის გადასაცემად მივიდნენ. სალომე სამადაშვილის თქმით, ფრაქციის წარმომადგენლები შემდეგი კვირიდან “გავრილოვის სიის” შედგენაზე იწყებენ მუშაობას. “ვიწყებთ მუშაობას “გავრილოვის სიის” შედგენაზე, იმ ხალხის ჩამონათვალით, რომელიც დღეს ქვეყანაში საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიას, რომელიც ფაქტობრივად გზას უხსნის შემდგომ ოკუპაციას რუსეთის მხრიდან და შესაბამისად, მოითხოვს ამ ადამიანების წინააღმდეგ ზომების გატარებას”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

მეტი...

არჩილ თალაკვაძე: პრემიერ-მინისტრი, ყოველწლიური ანგარიშით, მიმდინარე სასესიო კვირაში აღარ წარდგება

“არსებულ ვითარებაში, შეუძლებელი იქნება პარლამენტში სამთავრობო პროგრამის სათანადო განხილვის ჩატარება, ჩვენი სურვილი არის, რომ საპარლამენტო უმრავლესობის გარდა, ოპოზიციამაც ანგარიშის განხილვაში მშვიდ, სამუშაო რეჟიმში, სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს. ამის გათვალისწინებით, მიმდინარე სასესიო კვირაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით, აღარ  წარდგება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, არსებულ ვითარებაში, სამთავრობო პროგრამის სათანადო განხილვის ჩატარება შეუძლებელი იქნება. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენებისთვის ახალი თარიღის განსაზღვრის მიზნით, კონსულტაციები გაიმართება. „მიმდინარე სასესიო კვირაში დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენების წარდგენა. კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული მოხსენება შეეხება სამთავრობო პროგრამის…

მეტი...

“გახარიას ომი იმ ძალებმა გამოუცხადეს, ვისაც მან პრაიდის ჩატარება და რევოლუცია ჩაუშალა”- ემზარ კვიციანი

“პატრიოტთა ალიანსის” წევრ ემზარ კვიციანს შს მინისტრ გახარიას გადაყენების მოთხოვნა მართებულად არ მიაჩნია და თვლის, რომ მის გადაყენებას ის ძალები ითხოვენ, ვისაც მინისტრმა გეგმების განხორციელებაში ხელი შეუშალა. როგორც კვიციანმა აღნიშნა, როდესაც პოლიციის კორდონში ხალხი შეცვივდა და მათ ქვები დაუშინა, სწორედ გახარიას ბრძანებით არ მიმართა პოლიციამ შესაბამის ზომებს. “გახარიას გადაყენებას რომ ითხოვენ, მე არ მიმაჩნია სწორად და გეტყვით, რატომაც! – დგას კორდონი, შეუვარდა ხალხი და გამოაძვრინეს იქიდან ერთი, მერე მეორე, შემდეგ მესამე პოლიციელი… ამ შემთხვევაში, ვალდებული იყო პოლიცია, შტურმზე გადასულიყო, მაგრამ არ წავიდნენ ხალხის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ბრძანება ჰქონდათ, არ წასულიყვნენ.…

მეტი...

“როგორ აღმოჩნდა აქციაზე სომეხი “ბოევიკი”? – დეპუტატის შეკითხვა სუს-ს

“როგორ აღმოჩნდა 20 ივნისს აქციაზე, სომეხი “ბოევიკი” ნერსეს ნერსესიანი, მარტო იყო თუ ჯგუფთან ერთად? ეს შეკითხვა მაქვს და მინდა პასუხი სუს-მა გამცეს”, –  აცხადებს “პატრიოტთა ალიანსის“  წარმომადგენელი, დეპუტატი  ემზარ კვიციანი.  მისი თქმით, შესაბამისმა უწყებამ საზოგადოებას უნდა გასცეს პასუხი, რა უნდოდა პარლამენტზე მიმდინარე შტურმის დროს სომეხ “ბოევიკს” აქციაზე: “საიდან აღმოჩნდა იქ ნერსეს ნერსესიანი, 1995 წელს დაბადებული სომხეთის მოქალაქე, რომელიც მერე დაიჭირეს. მარტო იყო თუ ჯგუფთან ერთად? – ესაა მთავარი კითხვა და უნდა გვიპასუხოს სუს-ის ხელმძღვანელობამ. როგორ მოხვდა საქართველოში პარლამენტის შტურმის დროს სომეხი “ბოევიკი”, რომელიღაც დაგჯუფების წევრი? რა უნდოდა? დარწმუნებული ვარ, მარტო…

მეტი...

“დიახ, აქციაზე იყვნენ პოლიტიკოსები, რადგანაც ეს არის პოლიტიკური პროცესი – რა, ეს ცოდვაა?” – ადვოკატი 

20 ივნისის ღამეს დაკავებულთა ადვოკატი ლევან ჩხეიძე, პარლამენტის წინ მიმდინარე “აპოლიტიკურ” აქციაზე პოლიტიკოსების აქტიურობას ამართლებს და ამბობს, რომ ეს ნორმალურია, რადგან პოლიტიკურ პროცესებთან გვაქვს საქმე.  “ვინ უნდა იდგეს პოლიტიკური პროცესის სათავეში თუ არა პოლიტიკოსი. პოლიტიკური ლიდერების იქ დგომა ცოდვაა? აბა სხვა ვინ უნდა იდგეს პოლიტიკური პროცესების სათავეში. იდგნენ პოლიტიკოსები და ასეც უნდა ყოფილიყო. ამაში არაფერია გასაკვირი. ადამიანები იქ კონკრეტული პოლიტიკოსების მხარდასაჭერად არ მისულან, მივიდნენ გულწრფელი პროტესტის გამოსახატად. ის, რომ პოლიტიკური პროცესების სათავეში იდგნენ პოლიტიკოსები დ ამაზე ხდებოდეს აპელირება, რატომ ხდება ეს და გაგვიკვირდეს, არასწორია. თქვენ პოლიტიკა გინდათ პოლიტიკოსების გარეშე? აბა მედია როგორ წარმოგიდგენიათ…

მეტი...

ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე რამდენიმე დღე დარჩა. ეროვნული გამოცდები 1-ელ ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, განრიგი უკვე ცნობილია. გამოცდის დღეებში აბიტურიენტებს, საქართველოს მასშტაბით, 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრი ელოდება. საგამოცდო დღეებში რეგისტრაცია, ტრადიციულად დილის 8 საათზე დაიწყება, რის შემდეგაც, ზუსტად 9 საათზე, 23-ვე საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყება. მიმდინარე წელს გამოცდებზე 41 ათასი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. წელს ისინი კვლავაც, ტრადიციულად, სამ სავალდებულო საგანს, – ქართულ ენასა და ლიტერატურას, უცხო ენასა და ზოგად უნარებს ჩააბარებენ, მეოთხე საგანს კი, მითითებული ჩამონათვალიდან, სურვილის მიხედვით ირჩევენ. შეგახსენებთ, რომ 2019 წლიდან,…

მეტი...

რუსეთს ევროსაბჭოში უფლებამოსილება აღუდგინეს – 6-მა ქვეყანამ სესია დატოვა

საქართველო, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, სლოვაკეთი – ეს ის ქვეყნებია, რომელთა წარმომადგენლებმაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებას პროტესტი გამოუცხადეს და სხდომათა დარბაზი დატოვეს.   პროტესტი კი რუსეთის ფედერაციისთვის ​ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უფლებამოსილების სრულად აღდგენა გახდა. სესიაზე, უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ისინი ბრუნდებიან სახლში, რომ კონსულტაციები გამართონ პარლამენტთან და მთავრობასთან, ასამბლეის შემდეგ სესიებზე „ერთობლივი მოქმედებების შემუშავებისთვის“. რუსეთს ევროსაბჭოში უფლებამოსილება ყირიმის ანექსიის გამო შეუჩერეს. 

მეტი...

“გიორგი გახარია არ უნდა გადადგეს” – დეპუტატი

ნიკანორ მელიასთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნას, რომელსაც პარლაენტში კენჭი გუშინ უყარეს, საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატის, სოფიო ქაცარავას თანხმობა არ ჰქონდა. ეს კი იმით იყო გამოწეული, რომ დეპუტატი საქართველოში არ იმყოფება. როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, საქართველოში რომ ყოფილიყო, მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს აუცილებლად დაუჭერდა.  “არ ვარ საქართველოში, სტარსბურგში ვარ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე და ჩემი გამოცდილებით ყველაზე მძიმე და დამღლელი სესიაა, რაშიც კი მიმიღია მონაწილეობა (მიზეზები გასაგებია). მაგრამ ახლა სხვა რამის დაწერა მინდა: თბილისში სესიაზე რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად მივცემდი ხმას მელიასთვის მანდატის დროებით შეჩერებას და მეორე – სრულად ვუჭერ მხარს გიორგი გახარიას…

მეტი...

“საქართველოში სულაც არ არის აუცილებელი იყო დამნაშავე, იმისათვის, რომ აღმოჩნდე ციხეში” – ადვოკატი

როდესაც იწყება სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკური ლიდერების მიმართ, პოლიტიკური პროცესების გამო, ეს სცდება სამართლებრივ ჩარჩოებს და იძენს პოლიტიკურ ნიშნებს” – ამის შესახებ, 20 ივნისის აქციაზე დაკავებულთა ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ, “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ადვოკატი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ხელისუფლების რეპრესიულ გადაწყვეტილებად აფასებს და თვლის, რომ თუ ეს პროცესი არ შეჩერდება, მძიმე შედეგებს მივიღებთ. ჟურნალისტის კითხვაზე, როდესაც კონკრეტული დანაშაულის ფიგურანტი არის პოლიტიკოსი, უნდა განხორციელდეს თუ არა სამართალწარმოება მის მიმართ, ადვოკატი აცხადებს, რომ საჯაროდ გამოქვეყნებულ მასალებში, რასაც ის გაეცნო, კრიმინალის შემცველი ნიშნები არ არსებობს. “მხედველობაში მაქვს ის რეპრესიული გადაწყვეტილებები, რაც ხელისუფლებამ მიიღო…

მეტი...

გეგიძე, კაკულია, ჯაში – დარბაზში იყვნენ, თუმცა, მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მწვანე არ აუნთეს

საპარლამენტო უმრავლესობის სამმა წევრმა ნიკანორ მელიასთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნას მხარი არ დაუჭირა. დეპუტატები იმ მიზეზებს განმარტავენ, რატომ მოიქცნენ ასე. მარიამ ჯაში: „თავი შევიკავე კენჭისყრაში მონაწილეობისგან. როცა ასეთი სენსიტიური საკითხი განიხილება, რომელიც ეხება კოლეგას, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა, საზოგადოებას შევპირდი, რომ მივიღებდი აპოლიტიკურ გადაწყვეტილებას და მსჯელობის ფონზე ჩავთვალე, რომ ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც, ჩემი მხრიდან,  ამ ეტაპზე, ყველაზე სწორი პოზიცია იქნებოდა”. რომან კაკულია: „ყველა დეპუტატმა  ინდივიდუალური გადაწყვეტილება თავად მიიღო. შესაძლოა ვცდები, მაგრამ ჩემი აზრი ასეთი იყო, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში მტკიცებულებათა წარმოდგენის უფრო მაღალი სტანდარტი უნდა არსებობდეს. დარწმუნებული ვარ, ყველა ფიქრობს, რომ…

მეტი...

„ჩვენ არ ვამბობთ, რომ სასამართლო აუცილებლად პატიმრობას გამოიყენებს“ – პროკურორი

თბილისის საქალაქო სასამართლომ, შესაძლოა, ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით საპატიმრო სანქცია არ გასცეს. გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოსუფროსის  ამირან გულუაშვილის განმარტებით,  ნიკანორ მელია  ბრალის გასაცნობად პროკურატუტაში არ გამოცხადდა, მიუხედავად იმისა, რომ მას ამას კანონი ავალდებულებდა. „კანონი ავალდებულებს პირს, დაბარებისთანავე გამოცხადდეს სამართალდამცავ ორგანოში, გაეცნოს დადგენილებას ბრალდების შესახებ.  თუმცა, ნიკა მელია არ გამოცხადდა. კანონი ავალდებულებს პირს, რომ გირაოში ყოფნის დროს, უნდა დაიცვას კანონი , თუმცა, მან კანონი არ დაიცვა. აქედან გამომდინარე, მოცემული სამართლებრივი სივრცე და შესაძლებლობები, ის მექანიზმები, რომლებიც არსებობს  კანონმდებლობაში, სხვა გამოსავალს ამ ეტაპზე არ იძლევა. ჩვენ არ ვამბობთ, რომ სასამართლო აუცილებლად გამოიყენებს პატიმრობას… რაც გადაწყვეტს, ეს სასამართლოს შესაფასებელია“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

მეტი...