საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. რომელსაც “მედიაცენტრი მთავარი” უცვლელად გთავაზობთ. “დღეს, ​პარლამენტში განვითარებულმა ცნობილმა მოვლენებმა საზოგადოებაში სამართლიანი პროტესტი გამოიწვია, რადგანაც ყველას აწუხებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის თემა. სამწუხაროდ, პარლამენტის შენობის წინ გამართულმა აქციამ ახლა უკვე მკვეთრი ფორმები შეიძინა. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მაქსიმალურად თავშეკავებულად იმოქმედონ ხალხთან მიმართებაში და მოერიდონ მკვეთრ ძალისმიერ ფორმებს. მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ კეთილგონიერება და ნუ აყვებიან ემოციურ ფონს. აუცილებელია შექმნილი მდგომარეობის გაანალიზება, შეფასება და სწორი ნაბიჯების გადადგმა. მივმართავთ პარტიებს, განურჩევლად პოლიტიკური ორიენტაციისა, მივმართავთ ჟურნალისტებს, დიპლომატიურ კორპუსს, მოსახლეობას, გააკეთონ ყველაფერი, რათა სიტუაციამ უმართავი სახე არ მიიღოს და ქვეყანა არ დადგეს საერთო…

მეტი...

„არ დავიშლებით, არ დავიშლებით“ – პარლამენტთან 38 პოლიციელი დაშავდა

პარლამენტის წინ პროტესტი გრძელდება. ოპოზიციის ლიდერები პარლამენტთან ამ წუთებში დაბრუნდნენ. როგორც გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, არსად წასვლას აპირებს. „არ დავიშლებით, არ დავიშლებით, სანამ ჩვენი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება“ – აღნიშნა მან. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, აქციაზე დაშავდნენ როგორც სამართალდამცველები, ისე რიგითი ადამიანები. დაშავებულია 38 სამართალდამცავი და 14 რიგითი მოქალაქე. მათ მოსანახულებლად, ინგოროყვას სახელობის კლინიკაში ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო და მასთან ერთად, ახალი მინისტრის მივიდა.

მეტი...

“პოლიციამ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული იძულების სპეციალური საშუალებები” – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგანგებო განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაში წერია, არაერთი მოწოდებისა სამინისტროს მხრიდან, რომ აქციის მონაწიილეებს ემოქმედათ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებში, მათ არ გაითვალისწინეს. რომლის საფუძველზეც, მოქალაქეთა და პოლიციელთა ჯანმრთელობის დაზიანის, ფიზიკური დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, პოლიციამ გამოიყენა კანონით გათვალიწინებული სპეციალური საშუალებები. “როგორც საზოგადოებამ იხილა, პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი.მიუხედავად სამინისტროს მხრიდან მოწოდებისა, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ პარლამენტში შეჭრის მცდელობას, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას და ძალადობას და მათი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. შესაბამისად, პარლამენტის შენობაში შეჭრის, მოქალაქეთა და პოლიციელთა…

მეტი...

ოპოზიციამ ტერიტორია დატოვა, პარლამენტთან მხოლოდ აქტივისტები რჩებიან

პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა პარლამენტის ტერიტორია დატოვეს. ოპოზიციის ლიდერები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მას შემდეგ გავიდნენ, რაც სამართალდამცველები იძულებულები გახდნენ, ცრემლსადენი გაზი გამოეყენებინათ. ოპოზიციური პარტიების ლიდერები პარლამენტთან არ ჩანან, იქ მხოლოდ რიგითი მოქალაქეები არიან. არცერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი პარლამენტის წინ არ იმყოფება. შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრობის“ ლიდერების მოწოდების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში შეჭრა არაერთხელ სცადეს. სპეცდანიშნულების რაზმმა კი ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ისე დატოვეს, ისინი არავის უნახავს. ადგილზე მხოლოდ აქტივისტები რჩებიან, რომლებიც სამართალდამცველების მიმართულებით, რომლებიც პარლამენტის შენობას იცავენ, ბოთლებსა და სხვა იმ ნივთებს ისვრიან, რაც ხელში მოხვდებათ.…

მეტი...

ამერიკის საელჩო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ამერიკის საელჩო, პარლამენტის შენობის წინ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საელჩო ორივე მხარეს, სიმშვიდისკენ და კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედებისკენ მოუწოდებს. “ყურადღებით ვაკვირდებით ამ საღამოს თბილისში, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს. გვესმის ის ტკივილი, რომელსაც დღეს უამრავი ადამიანი განიცდის. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და მუდმივად იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, აქცია იშლება

პარლამეტის შენობის წინ ვითარება დამძიმდა. სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა. აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას ტოვებს. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები. რამდენიმე დაშავებული სასწრაფო დახმარების მანქანაში ჩასვეს და გადაიყვანეს. ადგილზე დარჩენილები კი სამართალდამცველებს იმ ნივთებს ესვრიან, რაც ხელში მოხვდებათ. სამართალდამცველებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ოპოზიციის მოწოდებით, აქციის მონაწილეებმა, პარლამენტის შენობაში შეჭრა რამდენჯერმე სცადეს. ამ წუთებში, რუსთაველის გამზირზე საკმაოდ მძაფრი სუნი დგას.

მეტი...

„ვიწრო პოლიტიკური ინტერესი, რომელიც არ ჯდება ჩარჩოებში“ – პრემიერ მინისტრის პირველი შეფასება

„რაც დღეს ყოველმა ჩვენგანმა ვიხილეთ, სრულიად მიუღებელია ერისთვის, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იბრძვის თავისუფლებისთვის“ – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა, რომელიც პარლამენტის შენობაში იმყოფება.   როგორც პრემიერი აცხადებს, პარლამენტის შენობაში რაც მოხდა, ეს იყო სამართლიანი პროტესტი, თუმცა, რაც ახლა პარლამენტის მიმდებარედ ხდება, ეს ძალადობა და აგრესიაა. „რაც ჩვენ ვიხილეთ, ეს იყო გულწრფელი და მშვიდობიანი პროტესტი.  რა თქმა უნდა, საქართველოში ნებისმიერ ჯგუფს აქვს უფლება გამოხატოს პროტესტი. ეს იყო სამართლიანი პროტესტი, მაგრამ ბოლო 2 საათის განმავლობაში რასაც ჩვენ ვადევნებთ თვალს, ეს არის ძალადობა და მცდელობა, აგრესიულმა ჯგუფმა „ნაცმოძრაობამ“ გაიყვანოს იმ სამართლებრივი ჩარჩოებიდან, რომლიც…

მეტი...