„ჯეოსელი ჟულიკია!” – მომხმარებელს 28 ლარი გაუნულეს

„ჯეოსელის“ ქსელის მომხმარებელი თამარ ბელქანია სოციალურ ქსელში „პოსტს“ აქვეყნებს და კომპანია უპასუხისმგებლოს და მატყუარას უწოდებს. „ჯეოსელი“ მატყუარა და უპასუხისმგებლო კომპანიაა. ორიენეტირებულია კლიენტის მოტყუებაზე. გუშინ ჩავრიცხე 25 ლარი, ხუთი წუთის წინ მეგონა, რომ 112-მა ჩამოჭრა თანხა და კიდევ ჩარვიცხე თანხა – ჯამში 28 ლარი. ახლა გავარკვიე, რომ ეს თანხა უბრალოდ აღარ არის, რადგან გაიხარჯა. ფაქტია, რომ გუშინ ღამის მერე ამ წამამდე გაიხარჯა 28 ლარი! მალადეც ჯეოსელი რომ არც კლიენტი იცით არც ადამიანი და არც არაფერი! დაარსებიდან ვარ მაგ კომპანიის მომხმარებელი და ამ წამიდან ვფიქრობ რომ ეს ფირმა მხოლოდ ჟულიკია! როგორ უნდა…

მეტი...

მაშველებმა ბათუმში 18 წლის ბიჭი გადაარჩინეს

მაშველებმა, ბათუმში ახალგაზრდა ბიჭი გადაარჩინეს. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ახალგაზრდა მამაკაცი წყლიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა. „ბათუმში, ახალ ბულვარში წყალზე მაშველებმა 18 წლის ბიჭი გადაარჩინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ბათუმში, პლაჟზე ფეხით პატრულირებისას ზღვაში მოქალაქე შეამჩნიეს, რომელიც წყლიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდა. ახალგაზრდა 150 მეტრის სიღრმეში იყო შესული. მაშველმა დახმარება გამოიძახა, თავად კი დაუყოვნებლივ შეცურა მოქალაქის დასახმარებლად. დამხმარე ძალის ჩართვა საჭირო აღარ გახდა. მაშველმა ანრი ნემსაძემ თავად გამოიყვანა 18 წლის ბათუმელი, თემურ მიქელაძე წყლიდან. ის ახლა უსაფრთხოდ არის და თავს კარგად გრძნობს“…

მეტი...

„ხახვს, ნიორს, ფქვილს, ჰიპნოზს, ყველაფერს მათ აბრალებენ“ – გიორგი ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ამომრჩევლების მხრიდან ოპონენტების ნაკლებ მხარდაჭერაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს ის შედეგია, რაც მათ დაიმსახურეს. მისივე განცხადებით, ოპონენტები მოსახლეობის მხრიდან ნაკლებ მხარდაჭერას ყველაფერს აბრალებენ, საკუთარი თავის გარდა: „ჩვენი ოპონენტები, შედარებით ნაკლებ მხარდაჭერას აბრალებენ ყველაფერს – ხახვს, ნიორს, ფქვილს, მოსყიდვის სხვადასხვა ფორმებს, ჰიპნოზსაც კი. ადამიანი, რომელიც ჩასჩურჩულებს მეორე ადამიანს 41 შემოხაზოს, ძველ ბიჭებს, რასაკვირველია, სხვა გარემოებებს და არა საკუთარ თავს”- განაცხადა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. მისი თქმით, ჩამოურეცხავ ლაქას, რომელიც მათ დაამჩნია წარსულმა, იქნება ეს ადამიანის უფლებების თუ საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის სხვა სფეროები, უფრო…

მეტი...

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩევნებში გამარჯვებულებს მოუწოდებს, მადლობა გადაიხადონ

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი სპიკერი, პარლამენტის ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი არჩევნებში გამარჯვებულ მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს, პარლამენტის წევრებს მოუწოდებს, მადლობა გადაუხადონ ამომრჩეველს . „ყველამ, რომლებმაც გაიმარჯვეს არჩევნებში, მერებმა, საკრებულოების თავმჯდომარეებმა, პარლამენტის წევრებმა, მადლობა უნდა უთხრათ არა მხოლოდ ჩვენს ამომრჩევლებს, არამედ მათაც, რომლებმაც მხარი არ დაგვიჭირეს. ამისათვის გარკვეული მიზეზები გააჩნიათ, მაგრამ თავიანთი პოზიცია გამოხატეს საარჩევნო ყუთებთან და არა ამ ისტერიულ გამოხტომებზე აყოლით, რომელიც შემოგვთავაზა არამარტო ცალკეულმა პოლიტიკურმა ძალებმა და პიროვნებებმა, არამედ, კონკრეტულმა საინფორმაციო საშუალებებმა, გამორჩეულებმა აგრესიით, უშვერი გინებით დაუზნეობით. ახალგაზრდა, ნიჭიერი ჟურნალისტების ხარჯზე სურთ ჩამოაყალიბონ ზონდერ ჟურნალისტიკის ახალიტრენდი” – განაცხადა ვოლსკიმ პარლამენტის ტრიბუნიდან.

მეტი...

“სამ, ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე კონსენსუსი მიღწეულია” – თამარ ჩუგოშვილი სასამართლო რეფორმაზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში, სამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე კონსენსუსი მიღწეულია. „მოხდა შეთანხმება და უმნიშვნელოვანესი თემები, როგორიც არის დისციპლინური პასუხისმგებლობა სასამართლო სისტემაში, ანუ მოსამართლეთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მაშინ, როდესაც შესაძლებელია ადგილი ქონდეს დისციპლინურ გადაცდომას, საქართველოს სასამართლო სისტემაში იუსტიციის უმაღლესი სკოლის როლი და მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურების გაჯანსაღება და ასევე მესამე საკითხი – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მართვის და ოპერირების წესები” – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა პლენარულ სხდომაზე. მისი თქმით, სასამართლო რეფორმის თემაზე, წლის განმავლობაში საკმაოდ მძიმე დისკუსიები და დებატები იყო. „ჩვენ, წლების განმავლობაში ვცდილობდით ამ საკითხებზე შეთანხმებას და…

მეტი...

სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა ლონდა თოლორაიამ დაიკავა

პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორი აირჩია. სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობას 6 წლის ვადით ლონდა თოლორაია დაიკავებს. დეპუტატებმა, ლონდა თოლორაიასა და ვალერი ლომუაშვილის კანდიდატურებს კენჭი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს. პარლამენტმა 82 ხმით, 21 წინააღმდეგი, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაია აირჩია. მის კონკურენტს ვალერი ლომუაშვილს 7-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. დადგენილების პროექტი დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააცნო. მისი განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობას ლონდა თოლორაია 3 ივლისიდან დაიწყებს.

მეტი...

„წითელა თავს არ გვანებებს, დღეში 5-10 შემთხვევა გვხვდება“ – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის, პაატა იმნაძეს განცხადებით, წითელა გრძელდება და ჯერჯერობით არ ჩერდება. ვირუსის შემთხვევებსა და ტურისტულ რისკებზე პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. „მიუხედავად იმისა, რომ დღემდე დამატებით 140 ათასამდე ჩვენი თანამოქალაქეა აცრილი, კიდევ ერთი ამდენი მაინც უნდა იყოს აცრილი, რომ წითელამ თავი დაგვანებოს. ჯერჯერობით, წითელა თავს არ გვანებებს. ასეთ სიცხეში, წითელას გადაცემა ჩვეულებრივ ჩერდება ხოლმე, თუმცა, ჩვენს რეალობაში არ გაჩერებულა. დღეში 5-10 შემთხვევა მაინც არის,“- განაცხადა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“. პაატა იმნაძე მოსახლეობას, 20-დან 40 წლამდე, მოუწოდებს, აიცრან წითელას ვირუსზე და არ დააყენონ მათი…

მეტი...

დაავადება „ყირიმ-კონგო“, რომელიც ტკიპას გადააქვს – როგორ მოვიშოროთ ტკიპა?!

ზაფხულის სეზონზე, ტკიპა, რომელიც უმძიმესი დაავადების – „ყირიმ-კონგოს ცხელების“ გადამტანია, განსაკუთრებით აქტიურია. ტკიპა გვხვდება ყველგან – მცენარეებზე, ბალახებში, ცხოველებთან, შესაბამისად, რისკი, რომ დაავადება ადამიანზე გადავიდეს, საკმაოდ დიდია. როგორ მოვიშოროთ ტკიპა და რამდენად საშიშია ის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. „ყველა ტკიპა არ არის დაავადების გადამტანი. ეს არის გარკვეული სახეობის ტკიპა, რომლიც ინფიცირებულია. პანიკური შიშია ამ ტკიპების მიმართ, რა თქმა უნდა, ყურადღებით უნდა ვიყოთ. თუ ბავშვი იქნება თუ დიდი, გარედან დაბრუნდება, ბალახებში იარა, უნდა დავათვალიეროთ რომ ტანზე, სადმე ტკიპა არ ჰქონდეს მიკრული.…

მეტი...

საშიში მწერები და დაავადებები: მალარია, ლეიშმანიოზი, ყირიმ-კონგოს ცხელება – გაფრთხილება მოსახლეობას

ზაფხულის სეზონზე, მოსახლეობას სიფრთხილე ძირითადად 3 სახის მწერთან მიმართებაში მართებს, რადგანაც, ისინი ისეთი მძიმე დაავადებების გადამტანები არიან, როგორიცაა მალარია, ლეიშმანიოზი, ყირიმ-კონგოს ცხელება. მწერების მიერ გადამტან დაავადებებზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. „მწერების სეზონი დგება დათბობასთან ერთად. ძირითადად არის სამი მიმართულების მწერები. ერთია კოღოები, როგორც დაავადების გადამტანი. ამისათვის ორი პირობაა საჭირო, უნდა იყოს დაავადებული ადამიანი, საიდანაც გადაიტანს რაიმე დაავადებას და მეორე, უნდა იყოს კოღოს ის სახეობა, რომელსაც ამ დაავადების გადატანა შეუძლია. კოღო არის მალარიის გადამტანი და იცით, რომ ჩვენთან, მთელს საქართველოში მალარიის…

მეტი...

წყალი და საკვები – რას უნდა ვუფრთხილდეთ ზაფხულში?!

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ იმ საშიშ კვების პროდუქტებზე ისაუბრა, რომელიც, შესაძლოა, ზაფხულის სეზონისთვის, ადამიანისთვის პრობლემების შემქმნელი აღმოჩნდეს. „ფრთხილად უნდა ვიყოთ წყალთან, როცა ბუნებაში გავდივართ. ბევრს ჰგონია, რომ სადაც წყაროს ნახავთ სუფთაა. სამწუხაროდ, ასე არ არის. თუ არ ვართ წყლის უსაფრთხოებასა და სისუფთავეში დარწმუნებული, არ გამოვიყენოთ. საუბარია ყველა სახის წყალზე, რაც კი არის ბუნებაში არსებობს, ეს იქნება სარეკრეაციო, დასაბანი თუ დასალევი წყალი, ფრთხილად უნდა ვიყოთ. უნდა მოვერიდოთ პატარა წალსაცავებში ბანაობას, რადგან, იქ, შეიძლება იყოს დაავადებების გამომწვევები“, – განაცხადა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.…

მეტი...

ლისის ტბაზე წყალის ხარისხი შეამოწმეს – როგორია შედეგი?!

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მაისის თვეში ლისის ტბის წყლის ხარისხის დასადგენად სინჯები აიღეს. აღებულ სინჯებში განისაზღვრა 29 კომპონენტი მათ შორის 26 ქიმიური და 3 მიკრობიოლოგიური პარამეტრი. კვლევების შედეგების მიხედვით, ლისის ტბაში განსაზღვრული კომპონენტები ნორმის ფარგლებშია. დაფიქსირდა მხოლოდ ამონიუმის აზოტის კონცენტრაციის უმნიშვნელო მომატება, ხოლო სულფატების და კალციუმის კონცენტრაციები ამ ტბისთვის დამახასიათებელია და შეიძლება მის ფონურ შემცველობად ჩაითვალოს. პარამეტრზე კვლევები გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში განხორციელდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, საბანაო სეზონზე (მაისიდან სექტემბრის ჩათვლით),…

მეტი...

მანჰეტენზე ვერტმფრენი შენობას დაეჯახა და ჩამოვარდა

ამერიკაში უბედური შემთვევა მოხდა. ნიუ იორკში, მანჰეტენზე, ერთ-ერთ ცათამბჯენზე დაჯდომისას ვერტმფრენი 51 სართულიან შენობას დაეჯახა და ჩამოვარდა. არის მსხვერპლი. ამერიკული მედიის ინფრომაცით, არიან დაღუპულებიც. მათ შორის, ვერტმფრენის პილოტიც. ერთ-ერთი ინფორმაციით, ვერტმფრენის პილოტმა, ძლიერი წვიმისა და ცუდი ხილვადობის გამო, მართვა დაკარგა და 51 სართულიან შენობას დაეჯახა. ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

მეტი...

მავნებელი მწერი – მბეჭდავი ქერქიჭამია უცხოეთიდან შემოტანილ ხე-ტყეს შემოჰყვა

ეროვნული სატყეო სააგენტო, სამცხე ჯავახეთის რეგიონში მავნებელი მწერის, მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს აგრძელებს. 2019 წლის გაზაფხულზე სააგენტომ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (ბორჯომი, ბაკურიანი, ახალციხე , ადიგენი ასპინძა), 1000 ცალი ფერომონიანი მწერმჭერი განათავსა, რომლის საშუალებითაც მავნებლის რიცხოვნობის კონტროლი და მონიტორინგი ხორციელდება. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებულ ნაძვნარ კორომებში გავრცელებული მავნებელი – მბეჭდავი ქერქიჭამია (ips typographus), გასული საუკუნის 50 – იან წლებში შემოჰყვა შემოტანილ ხე -ტყეს და საგრძნობლად დააკნინა ტყეების ხარისხი. ეროვნული სატყეო სააგენტო, მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს სამცხე – ჯავახეთის რეგიონში, 26000 ჰა ფართობზე 2013 წლიდან ახორციელებს. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ ეროვნული…

მეტი...

„ლგბტ-ები მრევლშიც მყავს, ცოლ-შვილიანებიც არიან, ამ ცოდვიდან გამოსვლა რთულია, თუმცა, გამოდიან“ – დეკანოზი

„მე მრევლში მყავს ასეთი ხალხი. ყველაზე მეტ ყურადღებას მათ ვაქცევ. ყველაფერს ვაკეთებ, რომ აქედან ამოვიდნენ და მადლობა ღმერთს, ცდილობენ და გამოდიან. ჩემთვის მრევლი უძვირფასესია და მინდა, რომ გვერდში დავუდგე. წარმოიდგინეთ, თავიან შეკრებებზე გვიცავენ ჩვენ. იმიტომ, რომ დაინახეს ეკლესია როგორი თბილი და ტკბილია, ოღონდ მონანიებული ქრისტიანებისათვის“ – განუცხადა დეკანოზმა დავით ქვლივიძემ „მედიაცენტრ მთავარს“. როგორც დეკანოზმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ასეთ ადამიანებს გვერდში დგომა სჭირდებათ რომ ამ სენს გაუმკლავდნენ. „ადამიანს აქვს სინდისი. როცა მას სინდისი არ ასვენებს, მოდის ეკლესიაში. ასეთ ადამიანს გვერდში უნდა დაუდგე, აუხსნა, უთხრა, რომ ღმერთს ყველა უყვარს და ყველაზე დიდი…

მეტი...

პროკურატურა იულია სუსლიაკისთვის პატიმრობის გაგრძელებას ითხოვს

დღეს, 10:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკის სასამართლო პროცესი გაიმართება. სასამართლოში თავად ბრალდებულ იულია სუსლიაკსაც მიიყვანენ. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ სუსლიაკების ოჯახის ინტერესების დამცველმა ზურაბ თოდუამ აცნობა, პროკურატურა გამოძიების და პატიმრობის ვადის გახანგრძლივებას ითხოვს. „ბრალდებამ გამოძიების ვადა გაიგრძელა, აღკვეთის ღონისძიების გაგრძელებაზე პროცესი არის სამშაბათს, სადაც პროკურატურა პატიმრობის ვადის გაგრძელებას მოითხოვს. გამოძიების ვადა 20 ივნისს იწურებოდა, თუმცა, გაგრძელდა. რაც შეეხება იულია სუსლიაკისთვის პატიმრობის ვადის გახანგრძლივებას, პროკურატურა კიდევ 5 თვიან პატიმრობას ითხოვს“, – განუცხადა ზურაბ თოდუამ „მედიაცენტრ მთავარს“. შეგახსენებთ, რომ იულია სუსლიაკი მიმდინარე წლის 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში…

მეტი...

პროექტის დახურვა – საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა

ზუგდიდის ტექნოპარკში, ქართველი მონაწილეების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ და სიმბოლურ ფასად შეეძინათ სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთები – სამკაულები, აქსესუარები, დეკორატიული ნივთები და სხვა. ღონისძიება საქველმოქმედო იყო და გაყიდული ნივთებისგან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება სოციალურად დაუცველ ოჯახებს. ეკა დანელია პროექტის ერთ-ერთი მონაწილეა. ის სოხუმიდან დევნილია და ამჟამად ზუგდიდთან ახლოს, სოფელ ინგირში მშობლებთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. ეკა სამი თვე პოლიმერულ თიხაზე მუშაობის ხელსაქმეს სწავლობდა და დღეს უკვე დამოუკიდებლად შეუძლია პოლიმერული თიხით გაფორმებული აქსესუარების გაკეთება. „ხელსაქმე ყოველთვის მომწონდა. პროექტში ჩართვამდე დაძველებული ხის მასალებით…

მეტი...