„დაშინებული, დაშანტაჟებული მაღაროელები 2012 წლამდე ხმას ვერ იღებდნენ“ – დეპუტატი

პარლამენტის წევრი, საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე აცხადებს, რომ მაღაროელებს ხმის ამოღების საშუალება მხოლოდ ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში მიეცათ. ადრე კი დაშანტაჟებულები იყვნენ და ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ. „მისასალმებელია, რომ დღეს დებატების ფონზე მიმდინარეობს ჭიათურის თემის განხილვა. ვუსმენ ძალიან ბევრ სპეკულაციებს. ადამიანები, რომლებიც უყურებდნენ მთელ ამ მიმდინარე მოვლენებს, დღეს გამოდიან და გულზე მჯიღის რტყმევით იძახიან, რომ დიდად ანაღვლებდათ ამ ხალხის ბედი. სად იყავით ბატონებო მაშინ, როდესაც 2012 წლამდე, ხმას ვერ იღებდნენ დაშინებულები დაშანტაჟებულები. ამ ადამიანებს დღეს მიეცათ თავისუფლების გამოხატვის შესაძლებლობა“ – განაცხადა სულხან მახათაძემ პარლამენტში, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას მოსმენისას. როგორც…

მეტი...

მინისტრის განცხადებით, სახელმწიფომ, ანაკლიის კონსორციუმს 11 მილიონი დოლარი აპატია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, სახელმწიფომ არაერთხელ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დრო არაერთხელ გადაუვადა. როგორც მინისტრმა პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, სახელმწიფომ კონსორციუმს მილიონებიც აპატია. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ სამუშაოების დაწყების ვადა ჯერ კიდევ 2017 წლის ზაფხული იყო. თუმცა, ამ ვადის შემდეგ, სახელმწიფომ ინვესტორის თხოვნა არაერთგზის გაითვალისწინა და ვადა არაერთხელ გადაუწია. ჩვენ მათთან კვლავ ვიხილავთ ფინანსების მოზიდვის საკითხებს. სახელმწიფომ უკვე აპატია ინვესტორს 11 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის პირგასამტეხლო, რაც ვადების დარღვევის გამო დაეკისრათ. მაგრამ, მთავარია, პროექტი შედგეს“, – აღნიშნა მინისტრმა. ნათია თურნავას პარლამენტში ამ წუთებშიც უსმენენ.

მეტი...

დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ზაფხულის სეზონზე მოსახლეობას აფრთხილებს

ხშირად დაიბანეთ ხელები, გამოიყენეთ გრილი წყალი, გაანიავეთ საცხოვრებელი და ოფისი, არ იაროთ გარეთ – ეს იმ რეკომენდაციების ნაწილია, რომლის გათვალისწინებასაც დაავადების კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას აძლევს. როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, ზაფხულის ტემპერატურის მიმართ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები ქრონიკული დაავადებების მქონე პირები და ხანდაზმულები არიან. „გრილი წყლით ხშირად დავიბანოთ ხელები; ხშირად გავანიავოთ ჩვენი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი; განსაკუთრებით საფრთხილოა, თუ ტემპერატურა სახლის შიგნით 25 გრადუსზე ზემოთ იქნება. ამ დროს, როგორც სამუშაო ადგილზე, ისე სახლში, უნდა ჩატარდეს შესაბამისი პროფილაქტიკური ღონისძიებები; მომატებულ ტემპერატურას და გარეთ სიარულს თავი უნდა აარიდონ ხანდაზმულებმა…

მეტი...

მინისტრი პანკისში მომხდარ დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზეც იღებს

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის ნაკლებობაზე საუბრობს. როგორც მან პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, ის მოვლენები, რაც პანკისის ხეობაში განვითარდა, ადგილობრივ მოსახლეობასთან დაბალი კომუნიკაციის შედეგია. „რაც მოხდა, იყო ძალიან სამწუხარო გაუგებრობა. როდესაც მსგავსი ფაქტი ხდება, ძირითადი პასუხისმგებლობა სახელმწიფოზეა, რა თქმა უნდა, ეკონომიკის სამინისტროზე და ეკონომიკის მინისტრზეც. მეც ვგრძნობ ჩემს პასუხისმგებლობას შექმნილ პრობლემაზე. დავინახე ძალიან დიდი გამოწვევა და საჭიროება, მთლიანად ენერგეტიკის დარგის რეფორმირების. ქვეყნისთვის ძალიან საჭირო პროექტებს, ცუდი კომუნიკაციის გამო, დაბრკოლება ექმნება და ვერ ხორციელდება დროულად. პანკისის მოვლენებმა დაგვანახა, რომ ჩვენი ენერგეტიკის სექტორი სწრაფ რეფორმირებას საჭიროებს, მათ შორის, კომუნიკაციის…

მეტი...

დავით ჭიჭინაძის 5 კითხვა მინისტრ თურნავას

პარლამენტში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას უსმენენ. თურნავა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზეა მიწვეული. კომიტეტის წევრი დავით ჭიჭინაძე კი მას 5 კითხვით მიმართავს და ადეკვატურ პასუხებს ითხოვს. კითხვა 1: ვინ იქნება პასუხისმგებელი თუ სახელმწიფოს ქმედებით ან უმოქმედობით შეეზღუდება კონკურენცია და ისეთმა კომპანიამ, როგორიცაა APM, საერთაშორისო სასამართლოში უჩივლა ჩვენ ქვეყანას? კითხვა 2: ეკონომიკის სამინისტროში ფოთის პორტის მიერ შეტანილ განცხადებაზე მშენებლობის ნებართვის შესახებ პროცედურულად შეიძლება იყოს ასეთი პასუხები: ხარვეზი, თანხმობა, განუხილველი; ჩვენ გვაქვს პასუხი თანხმობა და შემდეგ თანხმობის გაუქმება, გთხოვთ გვიპასუხოთ რა არის ამ განცხადების დღევანდელი სტატუსი?…

მეტი...

იერუსალიმში გეი აღლუმი ჩატარდა – მონაწილეობა 10 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო

იერუსალიმში, გეი აღლუმში ათი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პარალელურად, იერუსალიმში ათობით ადამიანმა, გეი აღლუმის ჩატარება გააპროტესტა. დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, იერუსალიმში უსაფრთხოებას 2 500 სამართალდამცველი იცავდა. როგორც გამოცემა „თაიმს ოფ ისრაელი“ წერს, პოლიციამ, რომელიც მსვლელობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა, კონტრაქციის მონაწილე 49 ადამიანი დააკავა. გამოცემის ინფორმაციით, მათ შორის ერთ-ერთს დანა აღმოაჩნდა, რამდენიმეს კი, ცრემლსადენი გაზის სპრეი. იერუსალიმში ლგბტ აღლუმი უკვე მეთვრამეტედ ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს მსვლელობა ტრაგიკულად დასრულდა, რადგან ერთ-ერთმა მამაკაცმა აღლუმის 15 წლის მონაწილე დანით სასიკვდილოდ დაჭრა. როგორც სააგენტო „ფრანს პრესი“ წერს, მომხდარის შემდეგ, მრავალი ადამიანი მსვლელობას სოლიდარობის ნიშნად უერთდება. შეგახსენებთ,…

მეტი...

რუსთაველის გამზირზე, ნარჩენების გადამამუშავებელი 80 ურნა დაიდგა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ნარჩენების – ქაღალდის, პლასტიკატის, მინისა და შერეული ნარჩენების  სეპარირებისთვის განკუთვნილი 80 ურნა დაიდგა. ახალი ურნები, თბილისის საკრებულოდან, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიამდე განთავსდა. პარალელურად, განხორციელდა არსებული, ძველი ურნების დემონტაჟი. ნარჩენების სეპარირების სისტემაზე საქართველო 2019 წლიდან ეტაპობრივად უნდა გადავიდეს, რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთ-ერთი ვალდებულებაა. სეპარაციის სისტემის დანერგვისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, გასულ წელს თბილისის მერიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა და საპილოტე პროექტიც განხორციელდა.

მეტი...

ახალგაზრდებისთვის სოფელი და “Tbilisi Lab” აშენდება

კოჯორში,  25, 000 კვ.მ ტერიტორიაზე ახალგაზრდული  სოფლის აშენება იგეგმება. კონცეფციის მიხედვით, ახალგაზრდულ სოფელში განთავსდება საცხოვრებელი, საგანმანათლებლო, სპორტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი ხის კოტეჯები, მედიათეკა, ტექნოლაბი, სარეპეტიციო და სამუშაო სივრცეები, საკონფერენციო დარბაზი, შეხვედრების ოთახები,  სასადილო, ღია კაფე, ღია სპორტული მოედნები, ამფითეატრი, სპორტული დარბაზი და აუზი. სოფელი წლის ნებისმიერ პერიოდში უმასპინძლებს ადგილობრივ და საერთაშორისო ახალგაზრდულ ბანაკებს, საზაფხულო და ზამთრის სკოლებს, კონფერენციებს,  კრეატონებს, ჰაკათონებს, ვორქშოფებს, ფორუმებს, ახალგაზრდულ ფესტივალებსა და სპორტულ ღონისძიებებს. თბილისის მერის მოადგილის სოფიო ხუნწარიას თქმით, სოფელი მწვანე კონცეფციით გაშენდება და ერთ მიღებაზე 300-ზე მეტ ახალგაზრდას უმასპინძლებს. “ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან,…

მეტი...

„სააკაშვილის საკითხი უმნიშვნელოა, უფრო სერიოზული თემებით ვართ დაკავებული პარტნიორთან“ – საგარეო მინისტრი

„მაღალი თანამდებობის პირების გამოჭერა კორიდორებში, ხელის ჩამორთმევის ფოტოების გადაღება და შემდეგ ამის წარმოჩენა, როგორც მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრის, ეს ჩვენი ხელწერა არ არის და ძალიან კარგად გვახსოვს, როგორც ხდებოდა მსგავსი ქმედებების საზოგადოებამდე მიტანა,“ – ასე ეხმიანება საგარეო უწყების პირველი პირი პრემიერ მინისტრის ბრიუსელში ჩასვლას. შეგახსენებთ, რომ გავრცელდა ინფორმაცია მამუკა ბახტაძის ბრიუსელში ფარულად ჩასვლაზე და იმ სასტუმროში სტუმრობაზე, სადაც უკრაინის პრეზიდენტი დაბინავდა. „ჩვენ ძალიან ღიად ვმუშაობთ და არ გვჭირდება არანირი ფარული შეხვედრები არავისთან და ეს შეხვედრა, რომელიც ბოლო წუთს დაიგეგმა ბრიუსელში იყო დაგეგმილი ჩვენი მეგობარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩის გორდონ სონდლანდის მიერ,…

მეტი...

ბიზნესომბუდსმენი ფინანსთა სამინისტროს ბიზნესთან კომუნიკაცია უწუნებს და მის ქმედებას ჩავარდნად აფასებს

„ეს არის ფინანსთა სამინისტროს ჩავარდნა კომუნიკაციაში ბიზნესთან“ – ასე ეხმაურება ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 31 მაისის №162 ბრძანებას კომპანიების ე.წ. „ოქროს სიის“ გაუქმების შესახებ. აღნიშნული ცვლილების მიხედვით „ოქროს სიის“ მონაწილე კომპანიებს კუთვნილ საქონელზე იმპორტის გადასახდელების გადახდა აქამდე მოქმედი 30-დღიანი ვადის ნაცვლად 5 დღეში მოუწევთ. ცვლილება აქციზური საქონლის მიმართ ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს (2019 წლის 12 ივნისს), ხოლო სხვა შემთხვევაში – გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს (2019 წლის 2 ივლისს). „იმპორტის გადასახდელების გადახდის 30 დღიანი ვადით ე.წ ოქროს სიის მონაწილე 217 კომპანია სარგებლობდა და ჩვენთვისაც და აღნიშნული კომპანიებისთვისაც 3…

მეტი...

„ერთეულების გარდა, ცუდად არც ერთ ადამიანს დავშორებივარ“ – ლადო კახაძე

„მე ჩემი წარსულით მოვდივარ და ძალიან მეამაყება, რომ ერთეულების გარდა, ცუდად არც ერთ ადამიანს არ დავშორებივარ”, – განაცხადა მთაწმინდის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა, ლადო კახაძემ შალვა შავგულიძესთან დებატებში. დეპუტატობის კანდიდატი ყველას მოუწოდებს, საკუთარ თავში ჩაიხედოს და გაიხსენოს, როგორ უღალატეს ხალხს. „იმ ერთეულებმა საკუთარ თავში ჩაიხედონ, როგორ დაანგრიეს პირობები და როგორ უღალატეს თავიანთ ხალხს, იმ პრინციპებსა და იდეოლოგიას, რომელიც არ გააჩნიათ. ამიტომ, ჩემთან ისინი დამნაშავეები არიან. მე მათ ვადანაშაულებ და ამას ხაზს ვუსვამ, თორემ მეამაყება, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრებთან ვიყავი; მეამაყება, რომ „საქართველოს განვითარების ფონდის“ წევრი ვიყავი.…

მეტი...

“იცოდი, რომ სულხან მოლაშვილს აწამებდნენ, რატომ დგახარ იმ ადამინებთან?”- კახაძე შავგულიძეს

„ხომ იცოდი, რომ სულხან მოლაშვილს აწამებდნენ, ხომ იცოდი, ვინ აწამებდა, რატომ დგახარ იმ ადამიანებთან“- ამ შეკითხვით მიმართა „ქართული ოცნების“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლადო კახაძემ მის ოპონენტ შალვა შავგულიძეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამართულ დებატებში. „მე და შენს შორის სულხან მოლაშვილის სულია, ჩემი ძმაკაცის, უმცროსი მეგობრის და ძალიან ახლობლის. ახლა გეკითხები,ხომ იცოდი, რომ სულხან მოლაშვილს აწამებდნენ, ხომ აქვს ნათქვამი, რომ მაწამებდაო, ხომ იცოდი ვინც აწამებდა იმის სახელი და გვარი, რატომ დგახარ იმ ადამიანებთან, რომლებსაც სისხლი აქვთ და ეს სისხლი არასოდეს ჩამოიბანება მათი სახიდან. ვერც შენნაირი წესიერი კაცი იმ სისხლს ვერჩამობანს. ახლა…

მეტი...

„ჩვენ უკრაინაში ელიტური ოჯახი გვაქვს, პრეზიდენტის მზარეულიც კი გვემსახურება“ – ვინ არიან სუსლიაკები

ოჯახი, რომელსაც ბავშვების ყიდვა-გაყიდვას ედავებიან, უკრაინაში ელიტურ ოჯახად ითვლება და ყოფილი პრეზიდენტის მზარეულიც კი ემსახურება. უკრაინელი იური და იულია სუსლიაკების ოჯახი საქართველოშიც უკვე საკმაოდ კარგად გაიცნეს თუმცა, არა პოზიტიურად, არამედ, როგორც ადამიანებით, კერძოდ, ბავშვებით მოვაჭრეები. „ეს ოჯახი უკრაინაში საკმაოდ ცნობილი ოჯახია, ერთ-ერთი ელიტარული ოჯახია. მათ ყველანაირი პირობები ჰქონდათ, ბავშვები ნორმალურ გარემოში გაეზარდათ. ბავშვებს ემსახურებოდა პირადი მზარეული და ამ მზარეულებს უფროსად ჰყავდა ყოფილი პრეზიდენტის მზარეული, რომელიც შაბათ-კვირას ჩადიოდა მათთან და ტრენინგებს უტარებდა მზარეულებს და ბავშვებს სუფრასთან ქცევის ეტიკეტს ასწავლიდა, საკმაოდ შეძლებული ოჯახია“ – განუცხადა „მედიაცენტრ მთავარს“ უკრაინიდან საქართველოში სპეციალურად მოვლენილმა დელეგაციის…

მეტი...

ხანძრის ახალი ტალღა – ამჯერად ცეცხლში „ლილო სითი“ გაეხვა

17 სახანძრო ბრიგადა „ლილო სითი“-ში ხანძარს მთელი ღამის განმავლობაში აქრობდა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, განადგურებულია დაახლოებით 1 000 კვ.მ. ფართობი და ამ ტეროტორიაზე არსებული პროდუქცია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, დამწვარი ტერიტორიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. „ხანძრის შედეგად დამწვარია, დაახლოებით 1 000 კვ.მ. ფართობი და პროდუქციის ნაწილი. საუბარია შერეული ტიპის ტანსაცმელზე. ზარალის ზუსტ ოდენობას ვერავინ იტყვის. დაშავებული არავინაა. ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები,“ – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, ამ ეტაპზე არაფერია ცნობილი, თუმცა, დივერსიაც არ გამოირიცხება. „ლილო სითის“ მეპატრონე ბიზნესმენი…

მეტი...

ბავშვებით ვაჭრობისთვის დაკავებულის შვილები უკრაინაში პრეზიდენტის თვითმფრინავით გაფრინდნენ

უკრაინის მოქალაქის იულია სუსლიაკის შვილების საკითხი უკვე მოგვარებულია. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელინსკიმ ბავშვების საქართველოდან უკრაინაში დასაბრუნებლად საკუთარი თვითმფრინავი გამოგზავნა, რომელსაც, უკრაინიდან პრეზიდენტის წარმომადგენელის ხელმძღვანელობით, სპეციალური დელეგაცია ჩამოჰყვა. ათივე ბავშვი უკვე უკრაინაშია. ისინი საკუთარ სახლში არიან და თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. ერთადერთი, რასაც ამჯერად დაკავებული ოჯახი ითხოვს, ბავშვების დედის, იულიას გათავისუფლებაა. როგორც პრეზიდენტ ზელინსკის სპეციალურმა წარმომადგენელმა ნიკალაი კულევმა აღნიშნა, ამ ისტორიაში რაღაც გაუგებრობაა, თუმცა, ის, საქართველოს ხელისუფლებას ბავშვების დაბრუნებისთვის მადლობას უხდის. „ძალიან მარტივია ამ ისტორიაში დაბნევა. გვესმის, საქართველოს ხელისუფლება რატომ ააფორიაქა სიტუაციამ. მათ დაადგინეს, რომ 10-დან 6 ბავშვი 2-წლამდეა, ერთი ამერიკის მოქალაქეა…

მეტი...