გაზის აფეთქების შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა

თბილისში, საბურთალოს რაიონში, ჭილაძის 166-ე ნომერში, გაზის გაჟონვის გამო, საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე, აფეთქება მოხდა. აფეთქებას ნგრევა არ მოჰყოლია. დაშავებულია სამი ადამიანი. მათგან, ორი საავადმყოფოში თვითონ მივიდა, ერთი კი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა. „ყაზტრანსგაზის“ ინფორმაციით, ჭილაძის ქუჩის, საცხოვრებელ ბინაში, აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ, ღიად დატოვებული გაზქურის ონკანი გახდა. „აფეთქების შესახებ შეტყობინება, კომპანიის ცხელ ხაზზე 18:41 წუთზე შემოვიდა. კომპანიის სპეციალისტების მიერ, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას დადგინდა, რომ აღნიშნული კორპუსი გაზის დიდი რაოდენობით დაგროვების გამო, ძლიერ აფეთქებას გადაურჩა. მეზობლების განცხადებით, აღნიშნული ბინა, გაქირავებული იყო. დაშავებულია სამი ადამიანი, რომლებსაც მსუბუქი დამწვრობა აღენიშნებათ. დამატებითი დეტალები…

მეტი...

მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი, ორეტაპიანი ხდება

სატრანსპორტო საშუალების, მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი, ორეტაპიანი ხდება. პირველი ეტაპი (სპეციალური მანევრები) დახურულ საგამოცდო მოედანზე ჩატარდება, როგორც ეს ამჟამადაც ხორციელდება, ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში – წინასწარ შერჩეულ და შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ, დამტკიცებულ მარშრუტებზე ჩატარდება. ამ მიმართულებით, კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი შს სამინისტრომ მოამზადა, რომელიც მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა. როგორც შს სამინისტრო განმარტავს, გამოცდების რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში ჩატარება წარმოადგენს, როგორც ევროდირექტივის იმპლემენტაციისკენ გადადგმულ ნაბიჯს, ასევე საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთ პრევენციულ ინსტრუმენტს, რათა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევები შემცირდეს და საგზაო უსაფრთხოების ცოდნის…

მეტი...

“სისტემა უნდა იყოს სამართლიანი, გასაგები და აღქმადი” – ჯანდაცვის მინისტრი

„სუბიექტური გადაწვეტილების უფლებამოსილება, სოციალურ აგენტს, პრაქტიკულად აღარ აქვს, რადგან მონაცემთა მოპოვება და გადამოწმება ელექტრონულ მონაცემთა ბაზის საშუალებით ხდება“ – ეს განცხადება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პარლამენტში გააკეთა. დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით ჯანდაცვის მინისტრს მოუსმინეს. დავით სერგეენკო პარლამენტში ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ მიიწვია. მინისტრმა სოციალური დახმარების განაწილებისა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ხარჯების მიზნობრიობის საკითხებზე ილაპარაკა. მინისტრის თქმით, სოციალური დახმარების მინიჭების ან მოხსნის გადაწყვეტილება, ხშირად მოსახლეობისთვის გაუგებარია. „ჩვენთან არსებული სისტემა, რაიმე სახით უპრეცედენტო არ არის. ჩვენ მრავალი ქვეყნის გამოცდილება შევისწავლეთ და ვცდილობთ, შევიტანოთ…

მეტი...

“კონსორციუმმაც და კერძო სექტორმაც ვალდებულებები შეასრულონ და ეს პროექტი შედგება” – პრემიერი ანაკლიის პორტზე

“სახელმწიფო თავის ვალდებულებას შეასრულებს, კონსორციუმმაც და კერძო სექტორმაც ვალდებულებები შეასრულონ და ეს პროექტი შედგება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ოპონენტების მიერ ანაკლიის პორტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, სახელმწიფომ, განახორციელა 300 მილიონის ინვესტირება, გამოისყიდა რამდენიმე ათეული მილიონის მიწები. მისი თქმით, საპარტნიორო ფონდს აქვს 100 მილიონი დოლარის თანადაფინანსების ვალდებულება. „პირადად ვიყავი ჩართული, რომ ეს პროექტი მომხვდარიყო პრიორიტეტული პროექტების ნუსხაში, რომელიც დაამტკიცა ევროკავშირმა. პირადად ვთხოვე OPIC-ს, ჰქონოდათ ეს პროექტი პერსპექტიულ პროექტთა ნუსხაში. ძალიან მაინტერესებს, რომელს აქვს გაკეთებული უფრო მეტი, მათ შორის პარლამენტს გარეთ, დღეს რომ ჩასაფრებული პოზიციიდან საუბრობს. რომ ვამბობთ, ეს არის სტრატეგიული პროექტი,…

მეტი...

“წყნარ ოკეანეში რომ ცუნამი ატყდეს, იმასაც ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირებთ. რატომ?” – პრემიერ-მინისტრი

“მესმის, ყველანაირად ცდილობთ, ყველაფერი, რაც საქართველოში ან გლობალურად ხდება, დაუკავშიროთ ბიძინა ივანიშვილს. წყნარ ოკეანეში რომ ცუნამი ატყდეს, იმასაც ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირებთ. რატომ? იმიტომ რომ 2012 წელს ქართველ ხალხთან ერთად ამ ადამიანმა შეძლო თქვენი ძალადობრივი სისტემის დემონტაჟი და დღემდე მიზანი და ფოკუსი ვერ გამოცვალეთ”,- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციის კითხვას “თიბისი ბანკის” საქმესთან ბიძინა ივანიშვილის კავშირის შესახებ. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ორკესტრირებული შეტევა იყო ის, რაც 2012 წელს ბანკ “ქართუს” წინააღმდეგ განხორციელდა. “აქ ითქვა სიტყვა ორკესტრირებული შეტევა. მერამდენედ მოვდივარ პარლამენტში და ვხედავ ერთსა და იმავეს. რამდენჯერ მაქვს იმის სურვილი, თქვენთან ერთად…

მეტი...

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ ადამიანების გულის მოსაფხანად დამატება შედეგს არ მოიტანს“ – პრემიერ მინისტრი

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში” ადამიანების გულის მოსაფხანად დამატება შედეგს არ მოიტანს, ჩვენ ეს სია კონკრეტული შედეგისთვის გვჭირდება”, – ასე უპასუხა პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ კითხვას „ოთხოზორია-ტატუნაშვილის” სიაში რუსეთის მოქალაქეების შეყვანასთან დაკავშირებით. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ იმ ადამიანების ბრალეულობის სტანდარტი, რომლებიც სიაში შევლენ, ძალიან მაღალი უნდა იყოს, რათა საერთაშორისო თანამეგობრობას აღნიშნული სანქციების რეალურ ცხოვრებაში გატარების საშუალება ჰქონდეს. “ამ სიაში ჩვენ შეგვიძლია, შევიყვანოთ ადამიანები, რომლებიც არიან ან უკვე ბრალდებული, ან მსჯავრდებული. თუ ადამიანი მსჯავრდებული ან ბრალდებულია, რა მნიშვნელობა აქვს, ვისი მოქალაქეა. თუ მას აქვს სასტიკი დანაშაული ჩადენილი ჩვენი მოქალაქეების წინაშე, ის უნდა იყოს შესული ამ…

მეტი...

დავით ჭიჭინაძე პრემიერ-მინისტრს მიმართავს და ურჩევს, სახლში წავიდეს

აღნიშნული რჩევა, დავით ჭიჭინაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან გააჟღერა, სადაც საქართველოს პრემიერ მინისტრს მამუკა ბახტაძეს ინტერპელაციის წესით უსმენენ. „მე მინდა კითხვა დავსვა რიტორიკულად – როდის დატოვებს თანამდებობას? დაისვენოს თვითონ, დაასვენოს ქვეყანა, დაასვენოს ხალხი. ვფიქრობ, რომ რასაც ეს ადამიანი აკეთებს, მხოლოდ და მხოლოდ ფიქტიური ფუნქციაა. პარლამენტში ფიქტიურად მოდის, ტელევიზიაშიც ფიქტიურად გამოდის და ქვეყანას დღეს ეტყობა, რომ არ ჰყავს პრემიერ-მინისტრი“ – აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.

მეტი...

„თიბისი ბანკის” ობიექტური შემფასებლები მისი აქციონერები და ბანკის აქციების ფასია”- პრემიერ-მინისტრი

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ „თიბისი ბანკის” საკითხის ყველაზე ობიექტური შემფასებელი „თიბისი ბანკის” აქციების ფასია. საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა ოპონენტებს მოუწოდა, დაინტერესდნენ, როგორ აფასებენ აქციონერები „თიბისი ბანკის” ირგვლივ არსებულ ვითარებას და საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს. მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს, ამ საქმეს პოლიტიკური ელფერი შესძინოს. „კითხვის შინაარსი მოიცავს პოლიტიკურ სპეკულაციას. იყო კონკრეტული შემთხვევა, რომელზეც მოხდა შეთანხმება, ეს არ არის დავის საგანი. ამას მოჰყვა სხვა ნაბიჯები, რომელიც გამომდინარეობს ამ საქმიდან. ყველაზე ობიექტური შემფასებელი იქნებით არა თქვენ, რომელიც დაინტერესებული მხარე ხართ და ცდილობთ, პოლიტიკური ელფერი მისცეთ ამ საკითხს, ან შეიძლება დამცველი ხართ,…

მეტი...

„ადამიანს მოკლავ და პასუხს არ აგებ, სიცოცხლის უფლება გარანტირებული არ არის,“ – ქართველების წამება გალში

„ოკუპანტები მშვიდად არ უნდა დავაძინოთ. ადამიანობის წინააღმდეგ, წამების წინააღმდეგ, ეროვნული ნიშნით ქართველების ჩაგვრის წინააღმდეგ, რუსეთის სახელმიწიფოს სამართლებრივი ომი უნდა გამოვუცხადოთ“ – ასეთია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის – ჯემალ გამახარიას სტრატეგია, რომელმაც, გალში მცხოვრები ქართველების მიმართ ჩადენილი დანაშაულებები „მედიაცენტრ მთავარში“ პუნქტებად ჩამოთვალა. • გალის რაიონის ქართული მოსახლეობისთვის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ არსებობს; • დეფაქტო არჩევნებში, რეფერენდუმში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში, პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ორგანიზაციებში გაწევრიანების უფლება იქაური ქართველებისთვის აკრძალულია; • დეფაქტო სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მუშაობა არ შეუძლიათ. არ შეუძლიათ სხვა დაწესებულებებში მუშაობა გარდა სკოლისა; • თუ ქართული დიპლომი გაქვს, შენ სამსახურში არავინ მიგიღებს. ყველაფერი…

მეტი...

პროკურატურის მტკიცებით, მაღალჩინოსნებს ბიუჯეტის გაფლანგვსთვის 3 ან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, ასევე ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა. „მედიაცენტრი მთავარი“ პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, რომელიც საქართველოს პროკურატურამ განახორციელა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან აქტიური თანამშრომლობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, საქართველოს ს.ს.კ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით და ს.ს.კ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დაკავებული არიან:…

მეტი...

ქართველების წამება გალში – სამართლებრივი ომი რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში გაჩაღდება

დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, დანაშაული ადამიანობის წინააღმდეგ, დისკრიმინაცია ეროვნული ნიშნით – აღნიშნული მოტივით, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ოკუპანტების წინააღლდეგ ჰააგისთვის სარჩელს ამზადებს. რა დანაშაულს ჩადიან ოკუპანტების ქართველების მიმართ, ამ თემაზე ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. როგორც ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, ის, რაც გალის მოსახლეობის მიმართ ხორციელდება, მსგავსი, დედამიწის ზურგზე არსად ხდება. მისივე შეფასებით, ადამიანის წამების ტოლფას დანაშაულს მხოლოდ რეზოლუციებით არ ეშველება. „გააქტიურდა ბრძოლა ქართველების იდენტობის წინააღდეგ. ადამიანებს ეუბნებიან რომ თქვენ ხართ ძირძველი აფხაზები და უნდა დაუბრუნდეთ ძირძველ ფესვებს და ამის შემდეგ თქვენ გექნებათ გარკვეული უფლებები მათ პირდაპირ ეუბნებიან, რომ თქვენ არ უნდა იყოთ…

მეტი...

ადგილობრივი და იშვიათი სახეობების ფრინველები გამოიჩეკნენ

კოლხური ხოხობი, კაკაბი, „ლურჯი ფრინველი“ – ეს ის სახეობებია, რომლებიც ველური ბუნების სააგენტოში ბინადრობს. დღეს კი მათი წიწილებიც გამოიჩეკა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ სამინისტროდან ცნობეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოში იშვიათი ფრინველის, კოლხური ხოხბისა და ადგილობრივი სახეობა კაკბის წიწილები გამოიჩეკა. სააგენტოში 2016 წლიდან ფაუნის ადგილობრივი სახეობების მოშენება ხდება. გარეულ ფრინველთა ორნიტოფაუნა 2017 წელს აშენდა. მოეწყო ბუნებასთან ინტეგრირებული ვოლიერები და საინკუბატორო საწიწილე ნაგებობები. დღეისათვის, სააგენტოს ტერიტორიაზე კაკბები, კოლხური ხოხბები და ე.წ. „ლურჯი ფრინველი“ ანუ ხონთქრის ქათმები ბინადრობს.

მეტი...

გაფლანგულია მილიონები, დაკავებულია 7 ჩინოვნიკი

ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით, 1 370 076,00 ლარის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული ჩინოვნიკები ბრალს არ აღიარებენ. აჭარის მთავრობისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან. ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე და ბათუმის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსი ბაგრატ ხალვაში დანაშაულს არ აღიარებენ. მათთან ერთად, კიდევ დაკავებულია 4 მაღალჩინოსანი და გამორიცხული არ არის, ფინანსური მაქინაციების ბრალდებით, დაკავებები კიდევ გაგრძელდეს. დაკავებულები: არჩილ ვანაძე და ბაგრატ ხალვაში ბათუმის დროებითი დაკავების იზოლატორში ადვოკატმა მოინახულა. რამინ პაპიძე ამბობს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნები თავს დამნაშავედ არ ცნობენ.…

მეტი...