„დაზღვევა ერთადერთი მექანიზმია, რაც რისკებით მიყენებულ ზარალს მინიმუმადე ამცირებს“

სტიქიით დაზარალებულ შიდა ქართლის მოსახლეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შიდა ქართლის გუბერნატორთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად შეხვდა. „დაზარალებულთა დიდ უმრავლესობას, სამწუხაროდ, მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა. 2014 წლიდან ქვეყანაში აგროდაზღვევის პროგრამას ვახორციელებთ და მუდმივად ვაფრთხილებთ ფერმერებს, რომ რისკების შემცირების ერთადერთი გზა დაზღვევაა. სახელმწიფო სოლიდურ თანხას ხარჯავს ამ მიმართულებით, ეს არის ჩვენი ძალიან დიდი ფინანსური მხარდაჭერა ფერმერებისთვის. ყველა კულტურაზე, გარდა ვაზისა, სახელმწიფოს მხრიდან თანამონაწილეობა 70%-ია; ვაზზე 50%. სადაზღვევო პოლისი ფარავს ისეთ რისკებს, როგორებიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა. აგრარულ დარგში საქმიანობა რისკიანია. დღესაც იმავეს გავიმეორებ, დაზღვევა არის ერთადერთი…

მეტი...

ჩიჩხიტურიც და უდაბნოს მონასტერიც დაკეტილია, გარეჯში ორი მხარის აქტივისტები იკრიბებიან

“დიახ, არც თქვენ და არც მე არ შეგვშლია – გუშინ გაღებული ჩიჩხიტური და უდაბნოს მონასტერი მხოლოდ “გადმოგდებული ძვალი” აღმოჩნდა. მიზეზად კი უდაბნოს მონასტერში აზერბაიჯანულ მხარესთან დაგეგმილი შეხვედრა სახელდება” – აღნიშნულ „პოსტს“ დავით ქაცარავა ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, გარეჯში ხვალ აზერბაიჯანელი ახალგაზრდები და აქტივისტები დროშებით აპირებენ ასვლას და აქციის გამართვას აზერბაიჯანის დასაცავად. ერთ-ერთი ინფორმაციით, მონასტრამდე მისასვლელი გზის ჩაკეტვის მიზეზი სწორედ ის არის, რომ მეზობელ აზერბაიჯანელებსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის დაპირისპირება არ მოხდეს. ხვალ აზერბაიჯანი რესპუბლიკის დღეს აღნიშნავს. აზერბაიჯანელი აქტივისტები კი ამ დღის აღნიშვნას გარეჯში გეგმავენ. ხვალ, გარეჯში საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებიც ჩადიან. ადგილზე…

მეტი...

200 000 შეგროვდა, თუმცა, ნათიას, სიმსივნემ ბოლო მოუღო

„15 წლის გოგონას სიცოცხლის გადასარჩენად 200 000 მადლიანი ადამიანი იძებნება“ – ამ სთაურით სტატია „მედიაცენტრ მთავარში“ სტატის 21 მაისს მომზადდა. კეთილი და გულისხმიერი ხალხის დახმარებით, ნათიას გადასარჩენად, 200 000 დოლარი ოპერატიუად შეგროვდა, თუმცა, სულ ტყუილად. ნათია, 15 წლის მზესავით ნათელი გოგონა ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე გარდაიცვა. “ვეძებ 200 000 მოხალისეს, 200 000 მოკავშირეს, 200 000 მადლიან ადამიანს, რომლებსაც პატარა გოგოს ტრაგედია სულს აუფორიაქებს! როგორ დავიჯერო, რომ ვერ ვიპოვი?! და თუ ვართ ამდენი, მაშინ სულ მარტივად შევძლებთ ვუყიდოთ ნათიას სიცოცხლე,” – წერდა 15 წლის ნათიას დასახმარებლად მისი მასწავლებელი,…

მეტი...

“იმედის კლინიკა” ნინი ჯაფარიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადეას ავრცელებს

„იმედის კლინიკის“ თითოეული თანამშრომელი უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ ნინო ჯაფარიძის გარდაცვალების გამო. მწუხარებას ამძაფრებს ის ფაქტი, რომ ნინო ჯაფარიძე ჩვენი მეგობარი ოჯახის შვილია და ფაქტობრივად ჩვენს ხელში იყო გაზრდილი!“ – ამის შესახებ „იმედის კლინიკის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „ამასთან გვინდა, დავაკმაყოფილოთ საზოგადოების ინტერესი და პასუხი გავცეთ ზოგიერთი საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ნინო ჯაფარიძე მშობიარობის შემდგომი გართულებებით გარდაიცვალა. ეს ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ნინო ჯაფარიძის გარდაცვალება არ არის დაკავშირებული მშობიარობის შემდგომ გართულებასთან! მოგახსენებთ, რომ ამა წლის 21 მაისს, „იმედის კლინიკაში“ ჩატარებული საკეისრო კვეთის ოპერაციის შედეგად დაიბადა მდედრობითი…

მეტი...

ძალადობაში ეჭვმიტანილმა ლექტორმა, ბათუმის საკრებულო დატოვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა, ომარ მახარაძემ, რომელსაც ბრალს 19 წლის სტუდენტი გოგონას სექსუალური შევიწროებისთვის სდებენ, ბათუმის საკრებულო და ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველები” დატოვა. როგორც ბათუმის საკრებულოს პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, განთავისუფლების შესახებ, ომარ მახარაძემ, საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს დღეს მიმართა.   ომარ მახარაძის განცხადებით, საკრებულოს და ფრაქციას გამოძიების დასრულებამდე დატოვებს. „იმისათვის, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება და არავინ იფიქროს, რომ ჩემი მხრიდან ადგილი ექნება რაიმე სახით არამართლზომიერი ჩარევის მცდელობას, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო საკრებულოში დაკავებული თანამდებობა და ფრაქციის რიგები სიმართლის დადგენამდე. იმედი მაქვს, შესაბამისი ორგანოები დაადგენენ ჭეშმარიტებას, რადგან ჩემთვის ამ…

მეტი...

ქვეწარმავლების გამოჩენის პერიოდი და ფოტოსესია გველებთან – გაფრთხილება ტურისტებს

„გიურზის გავრცელების არეალი იწყება კახეთიდან, სამხრეთ ნაწილიდან, შემდეგ ქვემო ქართლი და სომხეთის საზღვარი. ალაგ-ალაგ ყველგან არის კონკრეტული ადგილები საქართველოში, სადაც გიურზა ბინადრობს,“- აღნიშნული განცხადება, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჰერპეტოლოგმა შოთა ზანდუკელმა „მედიცენტრ მთავარში“ გააკეთა. როგორც ჰერპეტოლოგმა „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, ქვეწარმავლები მარტის შუა რიცხვებიდან აქტიურდებიან, ზაფხულის ცხელ დღეებში კი, ისინი მხოლოდ დილით გამთენიისას და ღამე გამოდიან. „ქვეწარმავლების სეზონი და აქტიურობის პერიოდი იწყება მარტის შუა რიცხვებიდან, ხოლო აპრილის შუა რიცხვებიდან მაისის ბოლომდე მათთვის აქტიური პერიოდია. ივნისი – აგვისტო მათთვის მოქმედი თვე არის, შემდეგ უკვე ქვეწარმავალი გადადის ღამის და გამთენიის ცხოვრებაზე. სექტემბრის, ოქტომბრის ბოლომდე…

მეტი...

„სამშენებლო ნარჩენები გველებისთვის იდეალური თავშესაფარია“ – ჰერპეტოლოგის რჩევა მოსახლეობას

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჰერპეტოლოგმა შოთა ზანდუკელმა, საცხოვრებელ ადგილებში გველების დაბუდების თავიდან ასაცილებლად, „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. როგორც შოთა ზანდუკელმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აუცილებელია მოსახლეობამ მოუაროს მის საცხოვრებელ ადგილს, მოაწესრიგოს მწვანე საფარი, არ დააბინძუროს გარემო და არ დაყაროს სამშენებლო მასალა, რადგანაც, მისი თქმით, სწორედ ეს ყველაფერი ერთად, გველებს იზიდავს. „მოსახლეობას მინდა ვთხოვო, მოუარონ საკუთარ გარემოს. მოუარონ მწვანე საფარს, არ დააბინძუროს გარემო, არ დაყაროს სამშენებო მასალები, რადგან ეს ყველაფერი იწვევს იმ გარემოს, რაც იდეალური თავშესაფარია ქვეწარმავლისთვის. თუ გველი შემოვიდა ჩვენს ტერიტორიაზე, ის აირჩევს ისეთ ადგილს, რომელშიც თავს იგრძნობს დაცულად. უნდა შევქმნათ…

მეტი...

თიანეთში “გმირების სკვერი” გაამწვანეს

დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივით, თიანეთში „გმირების სკვერი“ გაამწვანეს. დეპუტატმა, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თიანეთის განყოფილების თანამშრომლებმა და ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თიანეთის რაიონულმა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სკვერში 20 ძირი კვიპაროსის ხე დარგეს. როგოც ზაქარია ქუცნაშვილმა „მედიაცენტრ მთავრს“ განუცხადა, 20 ძირი ხე, სიმბოლურად სწორედ იმ ოც თიანეთელ გმირს აღნიშნავს, რომლის სახელსაც სკვერი ატარებს. აღნიშნული ნერგები, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა საჩუქრად გადასცა.

მეტი...

თბილისში შხამიანი გველები არ არიან

„თბილისში 15 სახეობის გველი ბინადრობს, დედაქალაქი ისეთი ადგილმდებარეობაა ქვეწარმავლების გავრცელების კუთხით, რომ კარგი ლანდშაპტი და კლიმატური პირობებია” – აღნიშნულის შესახებ თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჰერპეტოლოგმა შოთა ზანდუკელმა “მედიაცენტრ მთავარში” პრესკონფერენციაზე გააკეთა. როგორც ჰერპეტოლოგმა “მედიაცენტრ მთავარში” აღნიშნა, თბილისში გავრცელებული გველები ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. “თბილისში 15 სახეობის გველი ბინადრობს. ამ 15 სახეობიდან თითქმის ყველას ხვდებით გამოძახებისას. სახეობებიდან უმეტესობა, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზეა, სრულიად უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. შხამიანების შემთხვევები ყოველწლიურად გვაქვს, მაგრამ მაქსიმუმ 1-2 შემთხვევა“ – განაცხადა შოთა ზანდუკელმა. ჰერპეტოლოგის განცხადებით, თბილისის ზღვა, ლისის ტბა, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიები, ბუნებრივი არეალიდან გამომდინარე, გველებისთვის აქტიური…

მეტი...

წელს, თბილისში 68 გველი დაიჭირეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჰერპეტოლოგის, მაშველ შოთა ზანდუკელის განცხადებით, დედაქალაქში, სტატისტიკურად ქვეწარმავლების რაოდენობა შემცირებულია. როგორც შოთა ზანდუკელმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თბილისში, იანვრის თვიდან დღემდე, მხოლოდ 68 ქვეწარმავალი დაიჭირეს. “ქალაქის მასშტაბით, თუ გასული წლის სტატისტიკურ მაჩვენებლებს შევადარებთ, სურათი რადიკალურად შეცვლილია. კლიმატური პირობების გამო, ვინაიდან, გაზაფხული ძალიან ცივი და არასტაბილური იყო, წლევანდელი სტატისტიკური მონაცემებით ბევრად შემცირებულია ქვეწარმავალთან დაკავშირებით გამოძახებები. შარშან, იანვრის თვიდან, მაისის თვის ჩათვლით, იყო 162 დაჭერილი ქვეწარმავალი, ხოლო, წელს, მხოლოდ 68, იანვრის თვიდან მოყოლებული დღემდე,”- განაცხადა ჰერპეტოლოგმა შოთა ზანდუკელმა “მედიაცენტრ მთავარში”. შოთა ზანდუკელი მოსახლეობას მოუწოდებს, იმ შემთხვევაში, თუ ქვეწარმავალს…

მეტი...

გარდაცვლილმა ჟურნალისტმა “იმედის კლინიკაში” იმშობიარა

ნინი ჯაფარიძე, საყვარელი, თბილი, გულიანი, ბედნიერი გოგო, რომელმაც 31 წელი იცხოვრა ამ ქვეყანაზე. მოავლინა ერთი ახალი სიცოცხლე და ყველას დაგვემშვიდობა. როგორც ოჯახის ახლობლებმა “მედიაცენტრ მთავარს” აცნობეს, სწორედ „იმედის კლინიკაში“ იმშობიარა ნინი ჯაფარიძემ, რომელიც მშობიარობის შემდგომი გართულებებით “ღუდუშაურის კლინიკაში” გადაიყვანეს, შედეგ კი “ჯო ენის ცენტრში” გადაიყვანეს და გული მშობიარობიდან მეექვსე დღეს გაუჩერდა. „მედიაცენტრი მთავარი“ ამ დრომდე, კლინიკას არ ასახელებდა იმ მარტივი მიზეზით რომ სწორედ მათგან მოვისმენდით განმარტებებსა და მიზეზს, თუ რა გახდა მშობიარე გოგოს გარდაცვალების მიზეზი. მიუხედავად არაერთი ზარისა და სმს შეტყობინებებისა, „იმედის კლინიკიდან“ ვერანაირი პასუხი მოვისმინეთ. მოგვიანებით, კი გვითხრეს, რომ…

მეტი...

ჩვენს საყვარელ ნინის, გული ერთ-ერთ კლინიკაში გაუჩერდა

ჟურნალისტმა ნინი ჯაფარიძემ, დღეს, დილით სიცოცხლე შეწყვიტა. მას მშობიარობიდან 6 დღის შემდეგ გული გაუჩერდა. ნინიმ ბარბარე 21 მაისს გააჩინა და მას შემდეგ სიცოცხლეს ებრძოდა. შემთხვევა თბილისში, ერთ-ერთ კლინიკაში მოხდა, სადაც ის სამშობიარო სახლიდან გადაიყვანეს. მშობიარობის შემდეგ გართულებული მდგომარეობის გამო ნინი ჯაფარიძე კლინიკაში რჩებოდა. “მედიაცენტრი მთავარი” სამშობიარო სახლისგან, რომლის სახელსაც ამ ეტაპზე არ ვასახელებთ, ელოდება დამატებით ინფორმაციას. ნინი, ჩვენი ყველას საყვარელი გოგო დღეს დილით წავიდა ამ ქვეყნიდან, მისი ახალი სიცოცხლე კი მის ნაცვლად გააგრძელებს სიცოცხლეს. პატარა ბარბარეს, ყველასთვის საყვარელი ნინი ზეციური სასუფევლიდან ყოველთვის დაიფარავს. დამატებითი ინფორმაციისთვის მიყევით ბმულს: https://mcm.ge/

მეტი...

ჟურნალისტი ნინი ჯაფარიძე გარდაიცვალა

ნინი ჯაფარიძე – ეს უბედნიერესი გოგო, რომელიც შვილის გაჩენას ყოველ წუთს, მოუთმენლად ელოდა, უკვე წარსულია. დაგვტოვა ნინიმ, და დატოვა ახალი სიცოცხლე პატარა ბარბარე. ეს ის შემთხვევაა, როცა სიტყვებს ძალა არ აქვს. მან თავისი სიცოცხლე ახალ სიცოცხლეს დაუთმო. მისთვის მშობიარობა საბედისწერო აღმოჩნდა. „მედიაცეტრი მთავარი“ იზიარებს ნინის ახლადშექმნილი ოჯახის დიდ ტრაგედია. ვუსამძიმრებთ ყველას, ვისაც ნინისთან რაიმე შეხება ჰქონია. ნათელში იყოს შენი სული ნინი!

მეტი...

მოსწავლის ცხედარი გამოქვაბულში იპოვეს

დაახლოებით 30 წუთის უკან, ლაგოდეხში, ჩანჩქერში ჩავარდნილი გოგონას ცხედარი იპოვეს. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ მაჟორიტარმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა, გოგონას ცხედარი მდინარეს ჰქონდა წაღებული. 16 წლის მოზარდის ცხედარი, კლდის ქვეშ მყვინთავებმა აღმოაჩინეს. უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა, როცა ექსკურსიაზე წასული სკოლის მოსწავლეები ნაკრძალში იმყოფებოდნენ. ერთ-ერთ მოსწავლეს ფეხი დაუსრიალდა და ჩანჩქერში გადავარდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, რამდენიმე ბავშვი ნინოსხევის ჩანჩქერის ქვევით ბანაობდა. ერთ-ერთი მათგანი კი ნაპირთან ახლოს მივიდა, საიდანაც წყალი სიღრმეში ვარდება. სწორედ აქ მას ფეხი დაუცდა და ჩანჩქერს გადაყვა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ემუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მეტი...

„ყველა საკითხი, გარდა ხელფასის მატებისა, ჩვენი უშუალო ვალდებულებაა“ – მინისტრი მაღაროელებზე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სამწუხაროა, რომ გაფიცულმა მაღაროელებმა მედიატორის ჩართვაზე უარი განაცხადეს. მისივე შეფასებით, ხელფასის მატების საკითხში ხელისუფლება ვერ ჩაერევა. „ყველა საკითხი, გარდა ხელფასის მატებისა, ჩვენი უშუალო ვალდებულებაა. ჩვენ უკვე გავაკეთეთ შეფასება და კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ იმისთვის, რომ ეს საკითხები მოგვარდეს. რაც შეეხება ხელფასების მატებას, უნდა შეიქმნას საშუალება, რომ საქმიან რეჟიმში, მოლაპარაკების რეჟიმში დასხდნენ ეს ადამიანები მენეჯმენტთან და შეძლონ ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება. ჯანდაცვის სამინისტროს ვალდებულებაც კი აქვს რომ მიავლინოს შრომითი დავების მედიატორი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სამწუხაროდ, გაფიცულებმა უარი განაცხადეს მედიატორის ჩართვაზე“…

მეტი...

მაღაროელებთან შეთანხმება ვერ შედგა, მოთხოვნა შეიცვალა – გავიდეს კომპანია ჭიათურიდან

გაფიცულმა მაღაროელებმა და „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მაღაროელებმა კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა დატოვა და მოთხოვნაც შეცვალეს. მათი თქმით, არავის არაფერს ეხვეწებიან, კომპანიამ საერთოდ უნდა დატოვოს ჭიათურა და გავიდეს ქალაქიდან. გაფიცვა და შიმშილობის აქცია გრძელდება. მაღაროელები აქციის შეწყვეტას არ აპირებენ, სანამ მათი ეს, უკანასკნელი მოთხოვნა არ შესრულდება. „თუ ჩვენთან მოლაპარაკება უნდოდათ, ამისთვის მზად ვიყავით და ვეხვეწებოდით, რომ დაგველაპარაკებოდნენ და ჩვენი მოთხოვნებიც გაეთვალისწინებინათ. კომპანია ჩვენი მოთხოვნების გაზიარებაზე არ წამოვიდა, ვიშიმშილეთ, პირიც ამოიკერეს ბიჭებმა, მაგრამ, მაინც არაფერი, გვატყუებენ წლებია, არაფერი იცვლება, იცვლება მხოლოდ ხელმძღვანელობა. აწი, არაფრის მოსმენას არ ვაპირებთ, მოთხოვნა უცვლელია –…

მეტი...

ლაგოდეხში, ჩანჩქერში ჩავარდნილი მოსწავლის ცხედარი ამ დრომდე ვერ იპოვეს

ლაგოდეხში, ნინოსხევის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკოლის ექსკურსიიდან წასული 16 წლის გოგონას ძებნის სამაშველო ოპერაცია დილიდან განახლდა. რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, გუშინ მოზარდი ვერ იპოვეს. ამ წუთებში მიღებული ინფორმაციით, უკვე ცნობილია ადგილი, სადაც შესაძლოა გოგონა იყოს გაჩხერილი. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, გოგონას ფეხი ჩაუცურდა და ჩანჩქერში ჩავარდა, რომელიც შემდეგ დინებამ წაიღო. სამძებრო სამუშაოებში მყვინთავებიც ჩაერთვნენ. გოგონა თბილისის კერძო სკოლა “ალბიონის” მოსწავლე იყო. მოსწავლეები ლაგოდეხში ექსკურსიაზე იყვნენ წასულები. როგორც ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, აღნიშნულ მონაკვეთზე ბილიკი დაზიანებულია და სტუმრებს ალტერნატივას სთავაზობენ. “ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, „ნინოსხევის ჩანჩქერის” მარშრუტზე ადიდებულია მდინარე და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. დაცული…

მეტი...

„მთავარი მოვალეობაა, ქვეყანას მივცეთ მისი სამუდამო საზღვრები“ – რას ფიქრობს ხელისუფლება დავით გარეჯზე

საქართველოს მთავრობის წევრები და პრეზიდენტი, საზღვრის სადავო მონაკვეთთან დაკავშირებით, აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებების დასრულებას ელოდებიან, რომელიც, მათივე შეფასებით, გრძელვადიანია. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ თუ ბოლომდე დამკვიდრებული საზღვრები არ გვექნება, დამოუკიდებლობაც ვერ იქნება გამყარებული. საგარეო მინისტრი კი აცხადებ, რომ საკითხი მოკლე დროში ვერ გადაწყდება. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, მოლაპარაკებებს უნდა დაველოდოთ, რომელმაც ისეთი შედეგი უნდა დადოს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მისაღები იქნება. „აუცილებელია სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა და კომისიის დონეზე მუშაობა საზღვრის დემილიტარიზაცია-დემარკაციის ფარგლებში. რა თქმა უნდა, ჩვენ მონდომებული და მოწოდებული ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ, ამ კომისიის და…

მეტი...