„26 მაისი დავით გარეჯში – მივიღებთ უბედურებას, წააგებს კავკასია“ – არქიმანდრიტი

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, სამოქალაქო აქტივისტები, მოხალისეები და სასულიერო პირთა ნაწილი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში აღნიშნავს. როგორც დავით გარეჯის არქიმანდრიტი აცხადებს, რაც დღეს გარეჯში ხდება, პროვოკაციაა. სასულიერო პირებმა საკუთარი თვალებით ნახეს ის სამუშაოები, რაც ჩიჩხიტურის მონასტრის მიმდებარედ განხორციელდა. აზერბაიჯანულმა მხარემ სამუშაოები კი არ შეაჩერა, პირიქით, დაასრულა, -ასეთია მათი შეფასება. „დამოუკიდებლობის დღესასწაული დღეს რუსთაველზე ცეკვა-თამაშში კი არ უნდა გადიოდეს, არამედ დავით გარეჯზე. ეს არის ჩვენი ხელისუფლების სახე, რომ ხელისუფლება, რომელიც არ იცავს ქვეყნის ინტერესებს და მის უპირველეს მოვალეობას და ვალდებულებას, ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. ეს არის ჩვენი სახე. დღეს 26…

მეტი...

საგარეო უწყებაში აზერბაიჯანს ამართლებენ და ამბობენ, რომ ეს მათი ტერიტორიაა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით ემოციები დიდია. ის ყველას მოუწოდებს, ემოციებისგან დაიცალოს. ასევე ამტკიცებს, რომ ის ტერიტორია, სადაც გარკვეული სამუშაოები მიმდინარეობდა, აზერბაიჯანულ მხარეს ეკუთვნის და არა საქართველოს. „მაქსიმალურად უნდა მიეცეს დელიმიტაციის კომისიებს საშუალება, სწორედ ემოციებისგან დაცლილ ფონზე წარმართონ მუშაობა. ეს მაღალი ემოციური ფონი მხოლოდ და მხოლოდ ხელს უშლის ნორმალური გადაწყვეტილების მიღებას. ეს არის ტერიტორია ქედს მიღმა, რომელზეც ამჟამად კონტროლს ახორციელებს აზერბაიჯანული მხარე. საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერანაირი სამუშაოები ან რაიმე სტატუს კვოს ცვლილება არის წარმოუდგენელი და შეუძლებელი. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვაზუსტებ, რომ, თუ აზერბაიჯანული მხარე აწარმოებდა…

მეტი...

სეტყვამ, გორის სოფლებში მოსავალი მთლიანად გაანადგურა

შიდა ქართლში ძლიერი წვიმა მოვიდა, რასაც სეტყვა მოყვა. თხილის მარცვლის ზომის სეტყვამ მოსავალი მთლიანად გაანადგურა. მინდვრები მოგლეჯილი ნაყოფითა და კვირტებითაა გადამწვანებული. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ გამყოფ ხაზთან მდებარე ბოლო სოფლიდან – დიციდან აცნობეს, სეტყვამ მოსავალს ფოთოლიც კი არ დაუტოვა და მიღებულ ზარალზე ტირიან „გორის ბევრი სოფლები დაისეტყვა. დიცში კატასტროფა ხდება. რაც ხეზე იყო, ყველაფერი ძირს ყრია, ხეები გატიტვლებულია, იმხელა სეტყვის კაკლები მოდიოდა, ხეებს არაფერი შეატოვა. განადგურებულია მთელი მოსავალი. ახალი რეგულაციების გამო მოსავლის დაზღვევაც კი ვერ მოვახერხეთ“ – განუცხადეს სოფელ დიცის მაცხოვრებლებმა „მედიაცენტრ მთავარს“. როგორც ერთ-ერთმა სეტყვისგან დაზარალებულმა გვითხრა, განადგურდა ვაშლის კვირტები,…

მეტი...

“გარეჯის მონასტერი საფრთხეშია, გვაჭრიან, გვიბილწავენ მიწას“ – ქართული დიასპორა აზერბაიჯანის საელჩოსთან ირაზმება

დავით გარეჯას გადასარჩენად, სხვადასხვა ქვეყანაში ქართული დიასპორა ირაზმება. დიასპორის წარმომადგენლები საბერძნეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჰოლანდიაში, გერმანიასა თუ სხვა ქვეყნებში, ხელისუფლების გაურკვეველ ქმედებებს ემიჯნებიან და გარკვეულ აქტივობებს გეგმავენ. ერთ-ერთი აქტივობა, რაც ქართულმა სათვისტომოებმა დაგეგმეს, ყველა ქვეყანაში, აზერბაიჯანის საელჩოსთან საპროტესტო გამოსვლებია. „სანამ გარეჯის ამბავზე არ მობილიზდებით ყველა, არ მაინტერესებს სოციალურ ქსელში არავითარი კომენტარების წერა, მაპატიეთ, მაგრამ როცა ამხელა საგანძურს ვკარგავთ აღარ მაქვს არაფრის სურვილი. ხელისუფლების მსჯელობა ბუნდოვანი და გაურკვეველია,ცხადია ვიღაცის სცენარით მოქმედებს მეზობელი აზერბაიჯანი. გარეჯში მდგომარეობა რთულდება. ის რაც 21-ე საუკუნეში ხელისუფლებას მოეთხოვება,გახლავთ ევროპული და ცივილიზებული სახელმწიფოებრივი აზროვნება და არა შუა საუკუნეების…

მეტი...

შესაძლოა, 14 მაისი უქმედ გამოცხადდეს მის აღსანიშნავად 300 000 ლარი დაიხარჯოს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია ითხოვს, 14 მაისს, თამარის ხსენების დღეს „სამშობლოს დღე“ უნდა ეწოდოს და ის უქმედ გამოცხადდეს. კანონპროექტის მიხედვით, უქმე დღეების ჩამონათვალიდან ამოღებული იქნება „8 მარტი“ – ქალთა საერთაშორისო დღე და ამავე პუნქტს დაემატება 14 მაისი ,,სამშობლოს დღე“, რომელიც დასვენების დღედ გამოცხადდება. კანონპროექტის თანახმად, უქმე დღე არ მოახდენს გავლენას დასაქმებულის ხელფასზე და შეძლებს უქმე დღით სარგებლობას, რომელიც იქნება ანაზღაურებადი. კანონპროექტის მიხედვით, ამ დღის აღსანიშნავად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 300 000 ლარის დახარჯვა საკმარისი იქნება. „თამარის ხსენების დღე – 14 მაისი, ეროვნულ დღესასწაულად, სამშობლოს დღედ უნდა გამოცხადდეს და მასშტაბურად აღინიშნოს ყველა…

მეტი...

დავით გარეჯთან კლდის ნგრევა გრძელდება, ტექნიკა დაამატეს, აზერბაიჯანმა პირობა დაარღვია

დავით გარეჯთან დაკავშირებთ, ქართული-აზერბაიჯანული ურთიერთობა ისევ დაძაბულია. მიუხედავდა იმისა, რომ აზერბაიჯანულ მხარეს, დავით გარეჯას მიმდებარე ტერიტორიიდან მძიმე ტექნიკა უნდა გაეყვანა და სამუშაოები შეეწყვიტა, პირობა დარღვეულია. „მედიაცენტრი მთავარი“ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელს, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს ესაუბრა, რომელიც ამ წუთებში დავით გარეჯასკენ მიემგზავრება. „გუშინ, მოლოდინი გაჩნდა, რომ აზერბაიჯანული მხარე, მიმდინარე სამუშაოებს შეწყვეტდა და ტექნიკას გაიყვანდნენ. დღეს დილიდან, პირიქით, მძიმე ტექნიკა დაამატეს და სამუშაოები გრძელდება. ახლა ვაპირებთ ჩასვლას, რომ ადგილზე ვნახოთ რაც ხდება“ – განუცხადა მამა ანდრიამ „მედიაცენტრ მთავარს“. კითხვაზე, სამუშაოების შეწყვეტის მოლოდინი რამ გააჩინა, მამა ანდრიამ გვიპასუხა, რომ ეს მოლოდინი ორმხრივმა მოლაპარაკებამ…

მეტი...

სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა – ლექტორის მიმართ სს საქმე დამძიმდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის მიმართ საქმე გადააკვალიფიცირა და “სისხლის სამართლის კოდექსის” 139-ე მუხლით დაიწყო. „სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის, ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება“ – ასეთია სს 139-ე მუხლის დასათაურება. მის მიხედვით, სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის, ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება ჩადენილი ქონებრივი დაზიანების, სახელის გამტეხი ინფორმაციის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან ისეთი ცნობის გახმაურების მუქარით, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს ამ პირის უფლება, ანდა, დაზარალებულის უმწეობის ან მატერიალური, სამსახურეობრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით 3 წლამდე. თუ მუნიციპალური…

მეტი...