დამარცხებულმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბიძინა ივანიშვილზე მორიგი უსუსური შეტევა წამოიწყო“ – არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ბიძინა ივანიშვილზე განხორციელებულ მორიგ შეტევაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათი ს ერთადერთი მიზანი შურისძიებაა იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ისინი ხელისუფლებას ჩამოაშორა „არჩევნებში დამარცხებულმა ნაციონალურმა მოძრაობამ , შედეგების აღიარების ნაცვლად ბიძინა ივანიშვილზე მორიგი უსუსური შეტევა წამოიწყო – გამოაქვეყნეს კვლევები , რომლითაც იმ დღესვე გამოჩნდა , რომ მასში მოცემული შედეგები რეალობას ძალიან არის აცდენილი“ – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ. მისი თქმით, კვლევაში მოცემული თითქოს 21%-იანი მხარდაჭერის ნაცვლად, „ქართულმა ოცნებამ“ დაახლოებით 60%-იანი მხარდაჭერა მიიღო.მისივე თქმით, არის ასევე კვლევა, სადაც დამახინჯებული ფაქტობრივი…

მეტი...

“კაცმა ისტორია შეცვალა პოზიტიური მიმართულებით” – მდინარაძე ბიძინა ივანიშვილზე

“ქართული ოცნების” ლიდერი მამუკა მდინარაძე “იპსოსა“ და “CRRC”-ის მიერ ჩატარებულ კვლევებს აფასებს. მისი განცხადებით, კვლევები აცდენილია რეალობას. როგორც მამუკა მდინარაძე აცხადებს, ბიძინა ივანიშვილი დარტყმის მთავარ ობიექტია და მასზე ისტერიული შეტევა ხორციელდება. “ერთ მხარეს არის წარმატებები, ფაქტები და მეორე მხარეს რაღაც კვლევები, რომელიც აცდენილია ყოველგვარ რეალობას, აცდენილია რამდენიმე ათეული პროცენტით. ამ ყველაფერს აქვს ერთადერთი მიზანი, ვხედავთ ვინ არის ძირითადი დარტყმის ობიექტი. ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ეს არის ქართული ოცნება. ბიძინა ივანიშვილზე ხდება ისტერიული პიარ შტურმი, ისტერიული პიარ შტურმი ქვია ამას, რასაც ახორციელებდნენ ამ დღეების განმავლობაში ჩვენი ოპონენტები იმიტომ, რომ ქველმოქმედებაზეც…

მეტი...

გვირგვინი ზღვაში – აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეული აჭარაში დასრულდა

აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილ კვირეული, ტრადიციულად, ბათუმში გაიმართა. კვირეულის ორგანიზატორი იყო „ქართულ-აფხაზური საგა“ და აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ​აფხაზეთობისადმი მიძღვნილ შეხვედრებში მონაწილეობდნენ და სიტყვებით გამოვიდნენ აჭარის მთავრობისა და მუნიციპალიტეტის, საკრებულოს წარმომადგენლები, აჭარის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე არეშიძე, ქალაქ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თედიძე, “ქართულ-აფხაზური საგას” ხელმძღვანელები ნათელა დუმბაძე, ვანო პაპუნიძე, აჭარის საზოგადოების ცნობილი სახეები, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი ზურაბ ლომთათიძე, საერთაშორისო ორგანიზაცია – სოროპტიმისტინტერ ნაციონალი – კლუბი „ბათუმი“. აფხაზეთობის დღის ფარგლებში აჭარაში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად იქ…

მეტი...

„ახალგაზრდები სოფლის მეურნეობის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალაა“ – მინისტრი

„სოფლის მეურნეობაში ახალგაზრდების ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ახალგაზრდები არიან სოფლის მეურნეობის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) ახალგაზრდა ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე. სასტუმროში „ჰოლიდეი ინ“, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) ორგანიზებით გამართულ შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრო. მთავრობის მეთაურმა ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აგრარული სფერო თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის ქვეყნის ეროვნული ეკონომიკის განვითარებაში და 21-ე საუკუნეში იქნება წარმატებული, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული. შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა ცოდნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და პროფესიული უნარებით ფერმერთა შესაძლებლობების გაძლიერებაზე…

მეტი...

პრემიერ-მინისტრი მაღაროელების პროტესტს იზიარებს

“ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ. „მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“,…

მეტი...

სამცხე-ჯავახეთის დაცული ტერიტორიები ფართოვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძეს განცხადებით, სამცხე-ჯავახეთის უნიკალური ეკოსისტემა განვითარდება და მნიშვნელოვანი აქტივობები განხორციელდება. მისი თქმით, დაცული ტერიტორიები გაიზრდება.  პრემიერის თქმით, სამცხე-ჯავახეთს, ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.  „ამ საკითხზე ძალიან დიდხანს ვმუშაობდით. იყო პერიოდი, როდესაც ეს უნიკალური ნაკრძალი  განადგურების პირას იყო და  დაცვასა და რეალური ნაბიჯების  გადადგმას მოითხოვდა. მე ვსაუბრობ სამცხე-ჯავახეთის უნიკალური ეკოსისტემის განვითარებაზე. ვინც ყოფილა ამ ულამაზეს კუთხეში, ყველა დამეთანხმება, რომ ამ რეგიონს აქვს უნიკალური ტურისტული პოტენციალი, რომელიც არ არის გამოყენებული. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და დაცული ტერიტორიების მოცულობა გაიზრდება ამ მიმართულებით და ჩვენ იქ მნიშვნელოვან აქტივობებს ვგეგმავთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

მეტი...

სახელმწიფო მერაბ კოსტავას სახელობის პრემიას აწესებს

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ეროვნულ გმირის, მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდია დაწესდება. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეროვნულ გმირს, მერაბ კოსტავას, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია თავისუფლებასთან ბრძოლა, 26 მაისს 80 წელი უსრულდება. „26 მაისს 80 წელი უსრულდება ჩვენს ეროვნულ გმირს, მერაბ კოსტავას, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული თავისუფლებასთან ბრძოლა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და დავაარსებთ მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდიას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. „რამდენიმე დღეში აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს დღეს – დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს. ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ეს არის ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. ეს არის განსაკუთრებული დღე…

მეტი...

“მეორე ტური ჩაივლის ისეთივე რეჟიმში, როგორიც იყო პირველი ტური”-მამუკა ბახტაძე

“თავისუფალი არჩევანი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რომელსაც განსაკუთრებით ვუფრთხილდებით,” – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შუალედური არჩევნები. მთავრობის მეთაურის განცხადებით,‘’ქართული ოცნების’’ ხელისუფლების პირობებში კიდევ ერთი დემოკრატიული არჩევნები,თავისუფალ გარემოში ჩატარდა. „ყველა ოლქში პირველსავე ტურში გაიმარჯვეს ჩვენს მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა. რაც შეეხება მთაწმინდას,აქ გვაქვს მეორე ტური, რაც, ბუნებრივია დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების გამოვლინებაა. დარწმუნებული ვარ, მეორე ტური ჩაივლის ისეთივე რეჟიმში, როგორიც იყო პირველი ტური – მშვიდობიანად, დემოკრატიული, უმაღლესი სტანდარტების დაცვით,სადაც ადგილობრივი მცხოვრებლები მიიღებენ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცესში დისონანსის შეტანას ცდილობდნენ უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები,თუმცა…

მეტი...

 ონში მხარეთმცდონეობის მუზეუმი აშენდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ონში მხარეთმცდონეობის მუზეუმი აშენდება. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინზე განაცხადა, მუზეუმი საკონფერენციო დარბაზს,  ფონდსაცავს, ბიბლიოთეკას, მედიათეკას და ბავშვთა საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს. “რეგიონული განვითარება ჩვენი მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ეს არის ერთადერთი საშუალება, რათა საქართველოში ინკლუზიურ ზრდას მივაღწიოთ. საქართველოს რეგიონების თანაბარი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ყველა რეგიონში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. ინკლუზიური ზრდისთვის საუკეთესო სექტორი ტურიზმია. მაღალმთიან რეგიონებში ჩვენ ვავითარებთ შესაბამის ინფრასტრუქტურას. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ონში აშენდება მხარეთმცოდნეობის მუზეუმი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მეტი...

კობა დავითაშვილი ამომრჩევლებს მოუწოდებს ორივე კანდიდატი გადახაზონ

მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში მონაწილე ყოფილი დამოუკიდებელი კანდიდატი კობა დავითაშვილი ამომრჩეველს მოუწოდებს, სახლში არ დარჩნენ, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ და ორივე კანდიდატი გადახაზონ.   როგორც კობა დავითაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა , „ქართული ოცნების“ კანდიდატის, ლადო კახაძის გამარჯვება ნიშნავს, რომ საზოგადოება მმართველი გუნდის პოლიტიკით კმაყოფილია და მხარს უჭერს სასამართლო სისტემაში მურუსიძე-ჩინჩალაძე- გვრიტიშვილის დატოვებას. ხოლო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, შალვა შავგულიძის გამარჯვება ნიშნავს, რომ ხმას ვაძლევთ მანკიერი სასამართლო სისტემის შემქმნელებს. „არსებობს გამოსავალი. ამომრჩეველი, ვინც სახლში დარჩა ან ვინც დამოუკიდებელ კანდიდატებს მისცა ხმა მეორე ტურზე, არჩევნებზე უნდა მივიდნენ და ორივე კანდიდატი გადახაზოს. ეს საჭიროა…

მეტი...

“შალვა შავგულიძე გირგვლიანის მკვლელებს და მწამებლებს წარმოადგენს“ – გოგა ხაინდრავა

ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით, სულხან მოლაშვილმა მას პირადად უთხრა, რომ გიგა ბოკერია მის წამებას ესწრებოდა. მისივე განცხადებით, მთაწმინდის შუალედური არჩევნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა შავგულიძე, სწორედ გირგვლიანისა და მოლაშვილის მკვლელებს წარმოადგენს. მისივე განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კონფლიქტი სწორედ სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით მოუვიდა. „პირველივე დღეს განვაცხადე, რომ ამ საქმის გამოძიებაზე იქნება დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ბედი, თუ რამდენად სწორად იქნება წარმართული გამოძიება. მე ძალიან კარგად მახსოვს გიგა ბოკერიას და გიგი უგულავას როლი ამ საქმეში. ყველა დანაშაულში, მათ ლომის წვლილი მიუძღვის, რადგანაც, ისინი „გამპრავებლები“ იყვნენ. კარგად მახსოვს ბოკერიას, ღვინიაშვილის, უგულავას…

მეტი...

„სანდრამ 2 შვილი მიატოვა, დედა თავშესაფარში დატოვა და ზუგდიდის მერობა უნდა, საერთოდ, რა უნდა?“ – გოგა ხაინდრავა

„რა უნდა ამ ქალბატონს საერთოდ“ – კითხულობს გოგა ხაინდრავა ზუგდიდის მერობის ყოფილ კანდიდატთან – სანდრა რულოვსთან დაკავშირებით და ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობამ სწორი და გონივრული არჩევანი კიდევ ერთხელ დააფიქსირა. „რა აკავშირებს ქალბატონ სანდრა რულოვსს დღევანდელ საქართველოსთან, ჩემთვის გაუგებარია. ის ჰოლანდიის მოქალაქეა, რომელსაც დიდი შესაძლებლობები გააჩნია მის ქმართან ერთად, როგორც აღმოჩნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომ იქ იცხოვროს. თუმცა, ორი შვილი და მეუღლე მიტოვებული ყავს, დედა მოხუცებულთა თავშესაფარში დატოვა და თვითონ ზუგდიდის მერობისთვის იბრძვის. ერთი გამაგებინეთ ლოგიკა, რა უნდა ამ ქალბატონს, რა ზუგდიდის მერობა აუტყდა, ან რომელი პოლიტიკური მოღვაწეა, ან რომელი სამეურნეო…

მეტი...

„NDI-ს კვლევების საველე სამუშაოებს “ნაც. მოძრაობის” ბირთვი ასრულებს“ – გოგა ხაინდრავა

„როგორ შეიძლება, გამოკითხულთა 30% სალომე ზურაბიშვილის მოღვაწეობას უარყოფითად აფასებდეს. რას აფასებს უარყოფითად? ერთი ადამიანი მიპოვეთ, რომელმაც შეიძლება თქვას, რომ რაც სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტობისას გააკეთა, ნეგატივი გამოიწვია“ – ეს განცხადება ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. როგორც ხაინდრავამ აღნიშნა, NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის კვლევები თითქმის ერთმანეთის იდენტურია, რადგანაც საველე სამუშაოებს სწორედ „ნაც. მოძრაობის“ წარმომადგენლები ატარებენ. „ის ვიზიტები, რაც პრეზიდენტის პოსტზე სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გერმანიაში, საფრანგეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, შეიძლება ნეგატიური დამოკიდებულების გამომწვევი იყოს? ამ თვეების განმავლობაში, იმ ნაბიჯებთან მიმართებაში, რაც პრეზიდენტმა გადადგა, როგორ შეიძლება 30% უკმაყოფილო…

მეტი...

“ქალბატონი ტორტონი პირდაპირ თანამშრომლობს „ნაციონალებთან,“ რაც აშშ-სთვის სერიოზულად დამაზიანებელია“ – გოგა ხაინდრავა

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ ლორა ტორტონს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობაში ადანაშაულებს. საქართველოში მის საქმიანობას კი რუსულ ინტერესებთან აიგივებს. „შკლაროვები, გერასიმოვები, სააკაშვილები, ბოკერიები, ეს ის ხალხია, რომლის ინტერესებიც ამ ქალბატობის მიერ ჩატარებულ კვლევებშია ასახული“ – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“ და არ გამორიცხა, რომ ლორა ტორტონი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრიც იყოს. „ის, რომ NDI ცრუობს, უკვე არაერთხელ გამოჩნდა. ეს რომ რუსული კომპანია ყოფილიყო, არ ვიდარდებდი, მაგრამ ეს არის ამერიკული ინსტიტუტი და იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც დიდ დახმარებას უწევს საქართველოს და მის იმედად ვართ. რომ არა ამერიკა, რუსეთი…

მეტი...

12 წლის შვილმა, დედის მოკვლის შესახებ გაიგო და ეჭვმიტანილი მამის სასამართლო პროცესზეც მივიდა

მოკლული 29 წლის ქართველი გოგონა საბერძნეთიდან საქართველოში დღეს გადმოასვენეს. ქეთის მკვლელობისთვის ეჭვმიტანილი მისივე ყოფილი მეუღლე შალვა ქათამაძე კი ისევ პატიმრობაში რჩება. წყარო „მედიაცენტრ მთავარს“ უყვება, რომ მოკლულზე არა მხოლოდ ქმარი, არამედ მულიც ძალადობდა და ფოტოზე ასახული, თვალებჩაშავებული ქეთი სწორედ მულის ნაცემია. დაკავებულის სასამართლო პროცესი გუშინ გაიმართა, თუმცა, ის ყოფილი მეუღლის მკვლელობას არ აღიარეს. 29 წლის ქეთი სუთიძე ათენში, ნაქირავებ ბინაში ქამრით გაგუდული იპოვეს. სამართალდამცველებსა და მოკლული გოგონას ახლობლებს ეჭვი, ამ დრომდე, მის ყოფილ მეუღლეზე აქვთ. გარდაცვლილსა და ბრალდებულს 2 საერთო შვილი ჰყავთ. 9 წლის გოგონა და 12 წლის ბიჭი. შვილებს…

მეტი...

ლექტორს, სტუდენტის შესაძლო სექსუალური შევიწროებისთვის უფლებამოსილება შეუჩერეს, საქმეს შსს იძიებს

სექსუალური შევიწროება, ინტიმური ფოტოები და მიმოწერა, იძულება და შევიწროების მცდელობა – ეს ყველაფერი ლექტორსა და სტუდენტ გოგონას შორის ხდებოდა. სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი გოგონა 19 წლისაა, მისი მუნიციპალური სამართლის ლექტორი კი დაახლოებით 50 წლამდეა. გოგონამ ჩათვალა, რომ საკუთარი წესიერება დიპლომში არ უნდა გაეცვალა, ლექტორს მიწერ-მოწერაში არ აყვა და იჩივლა. ლექტორს უფლებამოსილება შეუჩერეს და გამოძიებაც დაიწყო. „მედიაცენტრი მთავარი“ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს – მერაბ ხალვაშს ესაუბრა, რომელიც უნივერსიტეტიც ეს ყველაფერი ხდებოდა. „მედიაცენტრი მთავარი:“ ბატონო მერაბ, სტუდენტმა გოგონამ თქვენ წერილობითი განცხადებით მოგმართათ თუ მომხდარის შესახებ მოგიყვათ? მერაბ ხალვაში: სტუდენტს, ამ…

მეტი...

გოგო 2000-დან 4000 ლარამდე ჯდება; ბიჭი – 2000-დნ 3000 ლარამდე

სკოლის დამთავრება და „ბოლო ზარი“ მშობელს 2 000-დან 4 000 ლარამდე უჯდება. დედაქალაქში – გოგო: 2000-დან 4000 ლარამდე; ბიჭი – 2000-დან 3000 ლარამდე; რეგიონში – გოგო 1000 – 2000 ლარი; ბიჭი – 1000 -1500 ლარი – ასეთია სკოლის დამთავრების ხარჯი მშობლებისთვის. რაც შეეხება რაში იხარჯება ამხელა თანხა, გადანაწილება შემდეგია: დედაქალაქი – საბანკეტო კაბა საშუალოდ 800 ლარი; ფეხსაცმელი 400 – 600 ლარი; ჩანთა – 300-400 ლარი; ეპილაცია – 200 ლარი; ფრჩხილის დაგრძელება – 100 ლარი; მაკიაჟი 200-300 ლარი; ბანკეტი – 1000 ლარი; ფოტო-ვიდეო გადაღება 300 ლარი – ჯამი 4000 ლარს სცილდება.…

მეტი...