სამგორში 2 405 405 ლარის ღირებულების სამუშაოები იწყება

სამგორის რაიონში მდებარე სამხედრო დასახლებაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები იწყება. პროექტს თბილისის მერია აფინანსებს და მისი ღირებულება 2 405 405 ლარს შეადგენს. მიმდინარე სამუშაოებს, თბილისის მერი კახა კალაძე, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ შოთა ხაბარელთან, სამგორის რაიონის გამგებელთან და თანმხლებ პირებთან ერთად, მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, სამხედრო მოსამსახურეებს, 10 წელია, საცხოვრებელი გადაეცათ, თუმცა, ინფრასტრუქტურა თითქმის მოუწესრიგებელია. შოთა ხაბარელის ინფორმაციით, დასახლებაში დაახლოებით 1700-მდე ოჯახი ცხოვრობს, სადაც არ არსებობს სანიაღვრე სისტემა, გარე განათება და მოუწესრიგებელია შიდა გზები. „დედაქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა უკვე დაიწყო ინფრასტრუქტურული სამუშაოები: მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, გარე განათება,…

მეტი...

ქორწილი ჩაიშალა – ფეხბურთელს პატიმრობა შეუფარდეს

ჩაწყობილ საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით დაკავებული  ერთ-ერთი ფეხბურთელის თხოვნა მოსამართლემ არ გაითვალისწინა და ის პატიმრობაში დატოვა დაკავებულმა ლაშა ჩაფიძემ დანაშაული აღიარა, მოინანია, რომ შეცდომა დაუშავა და მოსამართლეს ორი ფაქტორის გათვალისწინება სთხოვა. “ბატონო მოსამართლევ, გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ დედა მყავს ცუდად, ასევე 22 ივნისს მაქვს ქორწილი, ოჯახი უნდა შევქმნა. დანაშაულს ვაღიარებ, შევცდი და ვინანიებ. გთხოვთ გადაწყვეტილების მიღებისას ეს მდგომარეობა გაითვალისწინოთ” – ასე მიმართა ჩაწყობილი მატჩებისთვის დაკავებულმა ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ლაშა ჩაფიძემ მოსამართლეს.  მიუხედავად ამისა ის პატიმრობაში დატოვეს.  შეგახსენებთ, რომ ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებით დაკავებული ფეხბურთელების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. მოსამართლემ გარიგებულ მატჩების საქმეზე ბრალდებულ ვახტანგ ჯაყელს,…

მეტი...

გარიგებული მატჩებისთვის 4 ფეხბურთელი პატიმრობაში დატოვეს, 7 კი გირაო შეუფარდეს

გარიგებულ მატჩების საქმეზე ბრალდებულ ვახტანგ ჯაყელს, ირაკლი ხუჭუას, ლაშა ჩაფიძეს და ნიკა დაუშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული ყოფილი ფეხბურთელი ვახტანგ ჯაყელი დანაშაულს აღიარებს. ამის შესახებ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომაზე ჯაყელის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა. ბრალდებულ ირაკლი ბაჯელიძეს, რობერტ იმერლიშვილს, ჯონი შეროზიას, გიორგი ბედიაშვილს, პაატა ღუდუშაურს, ნიკოლოზ მაისურაძეს და ნოდარ კიკნაველიძეს სასამართლომ პატიმრობის უზრუნველყოფით 10-10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. მოსამართლემ გირაოს შეტანის ვადად 20 დღე განისაზღვრა. შვიდივე ბრალდებული საპატიმროს გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს. დაკავებულ სპორტსმენებს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. სუს-ის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო…

მეტი...

„დაიცავი საქართველო“ ზურგის ქარი იქნება“ – ვატო შაქარაშვილი

თბილისის საკრებულოს წევრი, ორგანიზაცია „დაიცავი საქართველოს“ აქტივისტი ვახტანგ შაქარაშვილი არ გამორიცხავს, რომ „ზურგის ქარმა“, პოლიტიკურ სპექტრს 2020-ის არჩევნებისთვის მისი კანდიდატურაც შესთავაზოს. როგორც ვატო შაქარაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ორგანიზაცია პოლიტიკურ სუბიექტად არ გადაკეთდება და ის მხოლოდ მხარდამჭერი და ზურგის ქარი იქნება. „დაიცავი საქართველო არ იქნება პოლიტიკური პარტია, კლასიკური გაგებით. ეს იქნება ადამიანთა ჯგუფი, რეალური პლატფორმა იმისათვის, რომ იმ პოლიტიკურ სპექტრს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გამოჩნდება, კანდიდატებს შესთავაზებს. კრიტერიუმი კი მარტივი იქნება: წესიერება, კეთილსინდისიერება, კომპეტენტურობა. სწორედ ასეთ სახეებს შესთავაზებს „დაიცავი საქართველო“ პოლიტიკურ პარტიებსა თუ ბლოკებს, რომლებიც 2020-ის საპარლამენტო არჩევნებისთვის…

მეტი...

სტიქიით დაზარალებულ მოსახელობას ზარალი აუნაზღაურდება

ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას რომელთაც მოსავალი დაზღვეული ჰქონდათ ზარალი აუნაზღაურდებათ. როგორც სოფლის მურნეობის სამინისტროში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, 19 და 20 მაისს ყვარლის და გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარ სტიქიური მოვლენების შედეგად დაფიქსირდა 1088 შეტყობინება. “ აგროდაზღვევის პროექტში ჩართულმა სხვადასხვა სადაზღვეო კომპანიებმა მყისიერად მოახდინეს შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება, ჯგუფები უკვე ადგილზე მუშაობენ და ინტენსიურად მიმდიანრეობს ზარალის დათვლა,”-განაცხადეს სამინისტროში აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო პოლისი დაფარავს შემდეგ სადაზღვევო  რისკებს: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა (ციტრუსოვანი კულტურებისთვის). 2019 წელს აგროდაზღვევის პროგრამა აპრილის თვეში დაიწყო და ამჟამინდელი მონაცემებით, პროექტის ფარლგებში საქართველოს მაშტაბით გაცემულია 6548…

მეტი...

„მალე, მაღაზიებში მურუსიძის ხატებს დაარიგებენ და ეკლესიას მის წმინდანად შერაცხვასაც მოსთხოვენ“ – ვატო შაქარაშვილი

” ქართულმა ოცნებამ“ ხსნა ლევან მურუსიძის უვადოობაში ნახა. ჩამონათვალი საკმაოდ დიდია ხსნას სადაც ეძებენ. ეს არის ჩინჩალაძის უზენაეს სასამართლოში გამწესება, შალვა შავგულიძის „ნაცად“ მონათვლა, მურუსიძის გასუფთავებაში და ალბათ, მაღაზიებში მურუსიძის ხატებს დაარიგებენ და ეკლესიას მის წმინდანად შერაცხვასაც მოსთხოვენ“ – ეს განცხადება თბილისის საკრებულოს წევრმა ვახტანგ შაქარაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. როგორც შაქარაშვილი აცხადებს, დღეს, ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს გაცილებით მაღალი მოტივაცია აქვს, პარლამენტში დეპუტატი შეიყვანოს, ვიდრე მმართველ გუნდის მხარდამჭერებს. „დღეს ოპოზიციურ სპექტრს ბევრად უფრო მეტი მოტივაცია აქვს საკუთარი კანდიდატი შეიყვანოს პარლამენტში, ვიდრე „ქართული ოცნების“ მომხრეს, რომელმაც უნდა განსაზღვროს, თუნდაც ერთი წელი, ვინ…

მეტი...

ბაღის აღსაზრდელებს, დროებით ბაგა-ბაღები გამოკვებავენ

„მინდა, სრული პასუხისმგებლობით და გულწრფელად ვუთხრა აღსაზრდელების მშობლებს, რომ  თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში კვებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც ბაგა-ბაღბის საკვების მომმარაგებელ კომპანია „ნილთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე, რამდენიმე კომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და რომელიმე მათგანთან ხელშეკრულება უახლოეს მომავალში გაფორმდება, მანამდე კი კვებით მომარაგებას თავად საბავშვო ბაგა-ბაღების ადმინისტრაციები უზრუნველყოფენ. „ნილი“ ჯეროვნად ასრულებდა თავის უფლებამოსილებას, რაც დავალებული ჰქონდა, თუმცა ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მათ სერიოზული ხარვეზები ჰქონდათ ბაღებისთვის საკვების მოწოდებასთან დაკავშირებით. ჩვენ არაერთი გაფრთხილება მივეცით, ბოლოს…

მეტი...

თბილისის ისტორიულ ნაწილში მშენებლობები კონტროლს დაექვემდებარება

ძველი თბილისის გარკვეულ ნაწილში, სამშენებლო მიმართულებით, გარკვეული რეგულაციები ამოქმედდება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თბილისის ისტორიულ ნაწილში მშენებლობის რეგულაციები ძირითად წესებს და პრინციპებს, მათ შორის სიმაღლეებს, მოცულობებს, მასშტაბს, მორფოლოგიასა და იერსახეს განსაზღვრავს, რაც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით განსაზღვრულ წესებს  ჩაანაცვლებს. „თბილისის ისტორიულ ნაწილში სამშენებლო მიმართულებით, გარკვეული რეგულაციები შემოგვაქვს. ძველი თბილისის არეალი, ქალაქის ისტორიული ნაწილი ის ტერიტორიაა, რომელსაც გაფრთხილება აუცილებლად სჭირდება. უნდა მოწესრიგდეს სიმაღლეებთან დაკავშირებული პრობლემები, მორფოლოგია, იერსახე – ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, ის მიმართულებებია, რომელიც ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. ჩვენ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან არაერთი კომუნიკაცია გვქონდა. იმისთვის, რომ…

მეტი...

ბრენდი „ქართული ოცნება“ დისკრედიტირებულია, გაგებაში არ არიან, რა უნდა ხალხს“ – ვატო შაქარაშვილი

„ამომრჩეველი არჩევანის გარეშე დატოვეს, საზოგადოებას არჩევანი ვერ შესთავაზეს, შესაბამისად, ცივილურად გამოხატეს პროტესტი და დარჩნენ სახლში“ – აცხადებს თბილისის საკრებულოს წევრი, „ქართული ოცნების“ ყოფილი წარმომადგენელი ვახტანგ შაქარშვილი „მედიაცენტრ მთავარში“. დეპუტატის შეფასებით, მიღებულმა შედეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ქართველი ხალხი ხელისუფლებაში არ დააბრუნებს, თუმცა, მისივე თქმით, დღევანდელი გადასახედიდან, პერსპექტივა არც „ქართულ ოცნებას“ აქვს. „არჩევნებში მიღებული შედეგებიდან შეიძლება ორი დასკვნა გამოვიტანოთ. ერთი ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ქართული საზოგადოება ხელისუფლებაში აღარ დააბრუნებს და ეს ზუგდიდის არჩევნებმა დაადასტურა კიდეც. ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხა, მოახერხა ზუგდიდელმა ამომრჩეველმა. სწორედ საზოგადოებამ მოახერხა არეულობისა და…

მეტი...

„ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი არის ის, რა რეიტინგიც დადო ამ არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ – მამუკა მდინარაძე

„ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი რა არის იცით? რა რეიტინგიც დადო ამ არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ – განაცხადა ქართული ოცნების ლიდერმა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, გამორიცხულია, რეიტინგი იყოს ისეთი, როგორც წლების წინ . “რეიტინგი შეიძლება ბიძინა ივანიშვილსაც ცოტა ნაკლები ჰქონდეს, მის წინააღმდეგ თქვენი ექვსწლიანი მუშაობის ფონზე. ხომ ყველამ ვიცით, რომ ამ კამპანიის მთავარი ღერძი ეს ადამიანია? ადამიანი, რომელმაც 3 მლრდ დოლარი დახარჯა ამ ქვეყანაში ქველმოქმედებაში, დანარჩენს რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, მის პრემიერობას და ა.შ. ამ ადამიანის გაშავებაზე მუშაობთ 6 წელია და მაინც ვერაფერი მოუხერხეთ და ახლა ყალბი კვლევებით და ილუზიებით გინდათ ეს გააკეთოთ“…

მეტი...

თუ საქართველოს მოქალაქე ხარ, საზღვარზე შენთვის არაადამიანური რეჟიმი მოქმედებს – ცნობილი ჩოგბურთელი დააკავეს

ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი, რომელმაც ბოლოს, პორტუგალიაში ორი ტურნირი მოიგო და ტურნირზე ისრაელში მიემგზავრებოდა, საზღვარზე დააკავეს. 6 საათი არაადამიანურად ექცეოდნენ, შემდეგ კი გაუშვეს. გაუმართლა, რომ მის გვერდით მისი ბრიტანელი მეწყვილე იმყოფებოდა. სოფო შაფათავა ისრაელის საზღვარზე მომხდარს საზიზღრობას უწოდებს და ფაქტს ასე აღწერს: „დიდი ხანია მაწუხებს ის ფაქტი, რომ ჩვენ საზღვარზე აბსოლუტურად ყველას უპრობლემოდ ვატარებთ საქართველოში და ჩვენ ყველგან გვასაზიზღრებენ… ვთვლი, რომ უსამართლობაა, ყველგან ვიზას რომ ვაკეთებთ და ჩვენთან დასეირნობს ყველა სურვილისამებრ. გუშინ ჩამოვედი ისრაელში პროფესიონალი სპორტსმენი. ჩამოვფრინდი შეჯიბრზე, მოგებული შეჯიბრის შემდეგ. ოფიციალური მოწვევით, სასტუმროთი, უკანა ბილეთით, ხარჯთაღრიცხვით. 6 საათი დამსვეს საზღვარზე.…

მეტი...

ლექტორი სტუდენტს წელს ქვევით ფოტოებს უგზავნიდა და თავადაც იგივეს სთხოვდა – შსს- გამოძიება დაიწყო

სტუდენტი გოგონა საკუთარ ლექტორის უჩივის. მიზეზი – სექსუალური შევიწროება, გარყვნილი ფოტოები და მიმოწერა. სტუდენტმა ლექტორს უჩივლა, ამჯერად, ჯერი შინაგან საქმეთა სამინისტროზეა. ეს ისტორია საქართველოში, ბათუმში ხდება. სტუდენტი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსზე სწავლობდა. ლექტორი დაახლოებთ 40 წლამდე მამაკაცია. სტუდენტი დაკითხეს, მისი ლექტორი კი ჯერჯერობით დაკითხული არ არის. „მედიაცენტრი მთავარი“ სტუდენტ გოგონას დაუკავშირდა, რომელმაც მომხდარის შესახებ შემდეგი ისტორია გვიამბო: „ჩემი ლექტორი რამდენიმე დღის განმავლობაში ინტიმური შინაარსის ტექსტებსა და ფოტოებს მიგზავნიდა. ასევე, ჩემგან ითხოვდა, რომ კომპლექსი მომეშორებინა და მისთვის საცურაო კოსტუმში გადაღებული ფოტოები გამეგზავნა. ჩემს ტელეფონზე მომდიოდა მის მიერ…

მეტი...

მთაწმინდაზე, მაჟორიტარის ბედს, ოპოზიის მხარდამჭერების ხმები გადაწყვეტენ

მთაწმინდის შუალედური არჩევნების მორე ტური სავარაუდოდ 9 ივნისს გაიმართება. ამჯერად, ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს შორის მოუწევს. არჩევნებს კი ის მოიგებს, საითაც „გაერთიანებული ოპოზიციისა“ და ყოფილი დამოუკიდებელი კანდიდატების მხარდამჭერები გადაიხრებიან. ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება შალვა შავგულიძესა და ლადო კახაძეს შორის მოუწევს. პოტენციურად, ოპოზიციის მხარდამჭერი რომ მმართველი გუნდის მხარდამჭერი არ იქნება, ამაში დარწმუნებულია მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი კანდიდატი ლადო კახაძე. როგორც მან „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, „გაერთიანებული ოპოზიციის“ მხარდამჭერებს დიდი მნიშვნელობა ექნება. „პოლიტიკურად, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს, ვისკენ წავლენ ოპოზციის, დანარჩენი კანდიდატების მომხრეები. მნიშვნელოვანია, პოლიტიკური მიმხრეობა, შეიძლება თუ არა ვიფიქროთ რაღაც ვექტორის…

მეტი...

ექსკლუზივი: 100 მილიონი დოლარის მითვისებისთვის ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს

ჯგუფურ კიბერდანაშაულში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე ალექსანდრ კონოვოლოვი ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაცია „მედიაცენტრ მთავარს“ დაკავებულის ადვოკატმა დაუდასტურა.„მედიაცენტრი მთავარის“ ინფორმაცით, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს. როგორც ბესიკ ქარცივაძემ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ძალიან ცუდად იყო. “ღამე დამირეკეს და მაცნობეს, რომ კონოვოლოვი გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში. ცუდად იყი ძალიან. მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, კერძოდ, ფსიქიკური პრობლემები,”- განაცხადა “მედიაცენტრ მთავართან” ადვოკატმა. შეგახსენებთ, რომ ტრანსნაციონალური ორგანიზებული კიბერდანაშაულის ქსელის ლიდერს და მის ასისტენტს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით პატიმრობა შეეუფარდეს. კიბერდანაშაულებრივმა დაჯგუფებამ მილიონობით დოლარი მოხსნა ევროპული და ამერიკულ ბანკებიდან, გაძარცულია 41 000 საბანკო ანგარიში. ათიათასობით მოქალაქის ძარცვა…

მეტი...