გარიგებული მატჩებისთვის დაკავებული 12 ფეხბურთელს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვისა და მეორე და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების მიერ მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი ბრალდებულის სახით დააკავეს. დაკავებულები არიან ორგანიზატორები – ყოფილი ფეხბურთელები: ვახტანგ ჯ, ლაშა ჩ. და ნიკა დ. საფეხბურთო კლუბ „ჭიათურას“ ფეხბურთელი ირაკლი ხ, ასევე, საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურიას“ ფეხბურთელები რობერტ ი. და ირაკლი ბ. საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“ ფეხბურთელები ჯონი შ. გიორგი გ. ნიკოლოზ მ. პაატა ღ. და ნოდარ კ. გამოძიებამ დაადგინა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ…

მეტი...

ბაღების კვებით მომმარაგებელ კომპანიას მერიამ ხელშეკრულება გაუწყვიტა

ბაგა-ბაღების საკვები პროდუქტებით მომარაგების პროცესში ბოლო ორი კვირის განმავლობაში გამოვლენილი ხარვეზების გამო, თბილისის მერია კომპანია „ნილთან“ ხელშეკრულებას წყვეტს. როგორც დედაქალაქის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბაგა-ბაღებში ორი კვირის განმავლობაში საკვები გვიანდებოდა,ასევე, საკვები, ხშირ შემთხვევაში, გამოყენებისთვის უხარისხო იყო. გ ადაცდომებთან დაკავშირებით, „ნილს“ უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში, არაერთი გაფრთხილება და მდგომარეობის გამოსასწორებლად კონკრეტული ვადაც მიეცა, თუმცა კომპანიამ ხარვეზის აღმოფხვრა ვერ შეძლო. „ კომპანია „ნილი“ თავის მოვალეობას ბოლო პერიოდამდე წარმატებით ასრულებდა, რასაც ვერ ვიტყვით კომპანიის საქმიანობაზე უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში. ბოლო ორი კვირის განმავლობაში შიდა ნაშთების გამოყენებით და სააგენტოს ძალისხმევით,…

მეტი...

“ამის შემდეგ, ზეცაში ფრენას თავი უნდა დაანებონ და მიწაზე დაეშვან” – დეპუტატი ოპოზიციაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებს აფასებს და აცხადებს, რომ ეს არჩვენები ნამდვილად იყო 2020 წლის გენერალური რეპეტიცია როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე ოპოზიციისთვის. დეპუტატი თვლის რომ, გაერთიანებულმა ოპოზიციამ, გარდა ზუგდიდისა, ცუდი შედეგები აჩვენა. „გუშინდელი დღე ნათელი მაგალითი იყო იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს ხალხისგან სერიოზული მხარდაჭერა და პოლიტიზირებული მედიის მცდელობა, შეექმნათ ნეგატიური საზოგადოებრივი აზრი ხელისუფლების წინააღმდეგ, ფუჭი აღმოჩნდა. ალბათ დარწმუნდნენ, რომ ეს იარაღიც აღარ უჭრით. ტყუილზე დაფუძნებული ნებისმიერი ქმედება ყალბია და ამ სიყალბეს ადვილად ცნობს ხალხი. გარდა ზუგდიდისა, გაერთიანებულმა ოპოზიციამ ცუდი შედეგები აჩვენა. ამის შემდეგ ზეცაში ფრენას თავი…

მეტი...

51-ე სკოლაში მოსწავლეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, არიან დაჭრილები  

51-ე საჯარო სკოლაში, სადაც დავით დავით სარალიძე სწავლობდა და სადაც მოსწავლეებს შორის დაწყებულ დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა, სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს დღეს, ბოლო ზარზე დაუპირისპირდნენ.  არსებული ინფორმაციით, მე-11 კლასელებს შორის ჩხუბის შედეგად არიან დაშავებულებიც. მომხდართან დაკავშირებით „მედიაცენტრი მთავარი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც დაპირისპირებას ადასტურებენ, დაჭრას კი, ამ ეტაპისთვის – არა. „51-ე სკოლაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დავიწყეთ 126-ე მუხლით, ძალადობის ფაქტზე. ამ ეტაპის მონაცემებით, დაჭრის ფაქტი არ დასტურდება. ძალადობა ვის შორის იყო, გამოძიება დაადგენს. გამოძიება ახლა მიმდინარეობს“ – განუცხადეს „მედიაცენტრ მთავარს“ შსს-ში. შეგახსენებთ, რომ, დღეს, ბოლო ზარზე, 51-ე სკოლის მოსწავლეებმა იჩხუბეს…

მეტი...

„ჩემი ბრძოლა ახლა დაიწყო“ – სოფო ხორგუანი

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის ბრძოლას „ქართული ოცნება“ და „გაერთიანებული ოპოზიცია“ აგრძელებს. ოპოზიციას შალვა შავგულიძე წარმოადგენს, „ქართულ ოცნებას“ კი ლადო კახაძე. მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი სოფო ხორგუანი საარჩევნო პროცესებს გამოეთიშა, თუმცა, როგორგც თავად აცხადებს, ბრძოლას ახლა იწყებს.       „მეგობრებო, მზიანი და მშვიდი ორშაბათი ჩვენ! მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, გამხნევებისთვის, თანადგომისთვის, დახმარებისთვის, რჩევისთვის, დარიგებისთვის, შრომისთვის, ემოციებისთვის, მოლოდინებისა და შედეგებისთვის! და ეს ყველაფერი ასე უხვად და უანგაროდ რომ დამაბარტყეთ, ერთი ასად უნდა დაგიბრუნოთ ეს ყველაფერი, გავაბევროთ და გავავრცელოთ, მივიტანოთ ბევრთან და დავარწმუნოთ, ჩვენ კარგი ქვეყანა ვართ, კარგი ხალხი ვართ, ეს ჩვენი სამშობლოა და ჩვენ, თავისუფალი მოქალაქეები, ვართ…

მეტი...

„ამ ადამიანმა არჩევნებამდე ომი გამოაცხადა, ხალხს ომი კი არა, არჩევნები უნდოდა“ – დავით ჭიჭინაძე

პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნების“ ყოფილი წარმომადგენელი დავით ჭიჭინაძე  არჩევნების არსებულ შედეგებს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას მიაწერს. როგორც დეპუტატი „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში აცხადებს, იქ, სადაც ადმინისტრაციული რესურსი ვერ გამოიყენეს, შედეგები ცუდია. დავით ჭიჭინაძე: „არ ვიცი, სხვაგან რა ხდებოდა, მაგრამ ჩვენთან, ჭიათურაში, საკმაოდ დიდი ადმინისტრაციული რესურსი იქნა გამოყენებული. ძალიან ბევრი ადამიანი იქნა მობილიზებული თბილისში და ჩაყვანილი ჭიათურაში. ყველაზე ცუდი იყო ის, რომ სადაც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატი, იქ უბნები რომ გაიხსნა, #41 და #5 ნომერი ერთ კონვერტში იყო მოთავსებული. მაჟორიტარს ხუთიანს აძლევდნენ ხმას.  ძალიან ბევრი უბანია ასეთი, სადაც ქართულ ოცნებას არასდროს მოუგია,…

მეტი...

ქეთი მელუას ჩამორთმეულ მოქალაქეობას აღუდგენენ

ინგლისში მოღვაწე ცნობილ ქართველ მომღერალს – ქეთი მელუას საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნება სურს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მას განცხადება შემოაქვს. როგორც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს, ჩამორთმეულ მოქალაქეობას მას უთუოდ აღუდგენს. “ჩვენი წარმატებული და უნიჭიერესი ქეთი მელუა … ინგლისის პოპის ვარსკლავი, საქართველოს სიამაყე … თუმცა მოქალაქეობა ჩამოერთვა, როცა მიიღო ბრიტანეთის თავშესაფარი და მოქალაქეობა, ეხლა კი შემოიტანს თხოვნას აღდგენაზე და უთუოდ დაუკმაყოფილდება ..” – წერს პრეზიდენტი ფეისბუქ გვერდზე.

მეტი...

არჩევნების მეორე ტური 13 ივნისამდე ჩატარდება

ცესკო-ს სპიკერის ანა მიქელაძეს განცხადებით, თბილისში, არჩევნების მეორე ტური, #1 მაჟორიტარულ ოლქში არაუგვიანეს 13 ივნისს უნდა ჩატარდეს. როგორც ანა მიქელაძემ განაცხადა, არჩევნების საბოლოო შედეგების დასათვლელად საოლქო საარჩევნო კომისიებს ვადა 30 მაისამდე აქვთ. ” ახლა მიმდინარეობს როგორც საბოლოო შედეგების დამუშავების, ისე საჩივრების განხილვის პროცესი. კანონმდებლობის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა შეაჯამონ კენჭისყრის შედეგები არაუგვიანეს კენჭისყრის დღიდან მე-11 დღისა, რაც არის არაუგვიანეს 30 მაისი“, – განაცხადა ანა მიქელაძემ. კანონმდებლობის თანახმად, თბილისში, მეორე ტური, აღნიშნული პროცედურები კენჭისყრის დღიდან 25 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს.

მეტი...

ევროკავშირში გაწევრიანების მსურველები შემცირდნენ

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა“ (NDI) კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, შემცირებულია საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა, რომელებიც ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერდნენ მხარს. 2018 წლის დეკემბრის შემდეგ, ასეთი ადამიანების რიცხვი 6 %-ით შემცირდა . NDI-ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე: მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი? – მიმდინარე წლის აპრილში გამოკითხული რესპონდენტების 77 % აცხადებს, რომ „მისაღებია“, მაშინ, როცა 2018 წლის დეკემბერში აღნიშნულ პროცესს მხარდაჭერას 83 % უცხადებდა. ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება, 2019 წლის აპრილის გამოკითხვის შედეგებით, მიუღებელი იყო 13 %-სთვის, მაშინ, როცა 2018 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 9 %-ს შეადგენდა. რაც შეეხება გამოკითხულთა ასაკობრივი…

მეტი...

ქართველი ემიგრანტის გაყინული სხეული ტბაში იპოვეს – ტრაგედია იტალიაში

იტალიაში კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი ქალი გარდაიცვალა. მოკლეს თუ თავი მოიკლა, ამ ეტაპზე უცნობია. ახალგაზრდა ქალი ქ. რუსთავიდანაა, რომელიც იტალიაში, ტრენტოში მუშაობდა. გარდაცვლილის შვილი დედას ემოციურ პოსტს უძღვნის. გარდაცვლილის შვილმა დედას დაბადების დღე წერილით მოულოცა, თუმცა, მოასწრო თუ არა მან შვილის წერილის წაკითხვა, არავინ იცის, რადგანაც, სწორედ, საკუთარ დაბადების დღეს გარდაიცვალა. „ჩემს ყველაზე ლამაზ, ჩემს ყველაზე მაგარ, ყველაზე ძლიერ, ყველაზე მეგობრულ დედიკოს ვულოცავ დაბადების დღეს, ბედნიერებაა როცა ასეთი მაგარი ადამიანის შვილი გქვია, ცხოვრებისეულ წარმატებას, ბედნიერებას და სიყვარულს გისურვებ. სიყვარული ხარ…“ – ასე ულოცავს გარდაცვლილს შვილი დაბადების დღეს. „ტბაში იპოვეს შენი…

მეტი...

20 მაისს, რესპუბლიკის მოედანი გადაიკეტება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 20 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, დილიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაიკეტება. როგორც შსს-ში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, რუსთაველის გამზირზე ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს მეცნიერებათა აკადემიის მიმართულებით, ელბაქიძისა და კოსტავას ქუჩების გავლით. ხოლო ელბაქიძიდან ამომსვლელი ნაკადი ფილარმონიის მიმართულებით შეძლებს გადაადგილებას. პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება 26 მაისის ღონისძიებების დასრულებისთანავე აღდგება.

მეტი...

“არჩევნები გამჭვირვალედ და მშვიდობიანად ჩატარდა” – კახა კალაძე

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი, კახა კალაძე არჩევნებს აფასებს და აცხადებს, რომ ამომრჩევლის მოსყიდვის ერთი ფაქტიც არ არსებობს. მისი თქმით, არჩევნებმა მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში ჩაიარა. “საერთო ჯამში, არჩევნები მშვიდ ვითარებაში წარიმართა. მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებით ზეგდიდში იყო მცდელობა არეულობის შემოტანის, პროვოკაციების, ექსცესები არ ყოფილა. იყო მცირე დაპირისპირებები, მაგრამ საერთო ჯამში, გამჭვირვალედ, მშვიდობიანად ჩატარდა არჩევნები. ყველა ოლქში გაიმარჯვა პარტია “ქართული ოცნების” წარდგენილმა კანდიდატებმა.”- განაცხადა კახა კალაძემ კახა კალაძის შეფასებით “ნაციონალურ მოძრაობა” დაშლილია. „მე გამიჭირდება დაპირისპირებაზე რაიმე კომენტარი გავაკეთო. შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა” დაშლილია. ერთადერთი, რაზეც დგას…

მეტი...

გარიგებული მატჩების გამო ფეხბურთელები დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გარიგებული მატჩების გამო, “ვიტ ჯორჯიას” ფეხბურთელები დააკავა. lelo.ge-ს ინფორმაცით, სავარაუდოდ დაკავებულია 6 ფეხბურთელი. არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება ჩაწყობილ მატჩებს. რამდენიმე შეხვედრა შავ სიაში იყო შეტანილი და სწორედ მათი შესწავლის შემდეგ მოხვდნენ ფეხბურთელები შსს-ს ყურადღების ცენტრში. კონკრეტულად რომელი ფეხბურთელები დააკავეს და რომელი მატჩის მიზეზით, ამის შესახებ ჯერ საჯაროდ ცნობილი არ არის. „ვიტ ჯორჯიას“ პრეზიდენტი გურამ რუხაძე მომხდარს გაუგებრობას უწოდებს და ამბობს, რომ დამატებით ინფორმაციას არ ფლობს. რაც შეეხება წინა ისტორიას, ბათუმის “დინამოსა” და “ვიტ ჯორჯიას” მატჩი ჰქონდათ, რომელიც ანგარიშით 2:0 დასრულდა. “ვიტ ჯორჯიას” ფეხბურთელების დაკავება კი გასახდელში მოხდა.

მეტი...

ვახუშტის ხიდი გაიხსნა

ვახუშტის ხიდზე ტრანსპორტის გადაადგილება ორმხრივად, ჩვეულებრივ რეჟიმში ხდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტიც იმ მარშრუტით მოძრაობს, როგორც ადრე. თბილისის მერიის ინფორმაციით, ხიდზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეული სქემით იმოძრავებს. N51 ავტობუსი და მიკროავტობუსები: N10, N30, N66, N88, N89, N100, N169, N171, N 195 და N202 წერეთლის გამზირს, გმირთა მოედნის გავლის ნაცვლად, კვლავ ვახუშტის ხიდით დაუკავშირდებიან.

მეტი...

ცესკოს მონაცემებით, ზუგდიდში მეორე ტური არ იქნება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა 50%-იანი ზღვარი გადალახა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზუგდიდს გამარჯვებული მერი უკვე ჰყავს. პირველადი მონაცემებით, ზუგდიდის ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატმა გიორგი შენგელიამ ხმათა 54,18%, ხოლო “გაერთიანებული ოპოზიციის” კანდიდატმა სანდრა რულოვსმა 42,84% მიიღო. მერობის დანარჩენმა კანდიდატებმა ხმათა 1%-ზე ნაკლები მოიპოვა.

მეტი...

მთაწმინდის ოლქში ვერც ერთმა კანდიდატმა გაიმარჯვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მთაწმინდის ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება. უბნის მონაცემების მიხედვით, ლადო კახაძემ ხმების 41 % მიიღო, რაც რაოდენობრივად არის 6 036 ხმა. „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატმა შალვა შავგულიძემ მიიღო ხმების 36,83%, რაც რაოდენობრივად 5 422 ხმაა. მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში სულ 31 უბანი იყო გახსნილი და უკვე დათვლილია ყველა უბნის მონაცემები. მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის დანარჩენი კანდიდატები, რომლებმაც ხმათა 1%-ზე მეტი მიიღეს, არიან: გერმანე საბო 4,76%, ლევან იოსელიანი – 6,55%, კობა დავითაშვილი – 2,91%, სოფიო ხორგუანი – 2,64%, გრიგოლ გეგელია -3,14%.

მეტი...

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ყველა ოქლში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა

საკრებულოს შუალედური არჩევნები საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში ჩატარდა, ცესკოს მონაცემები უკვე დაითვალა. შედეგების მიხედვით, ყველა ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გამარჯვება „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზურაბ შინდელაშვილმა 72,4%-ით მოიპოვა. მეორე ადგილს კი 26,71%-ით „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის კანდიდატი ირაკლი ჯინჭარაძე იკავებს. ახმეტის საარჩევნო ოლქში 2 უბნიდან 2-ვე უბნის მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა როსტომ ალხანაშვილმა ხმების 96,49 % მიიღო. ადიგენში „ქართული ოცნების“ კანდიდატ გენადი ბოლქვაძეს 93,89 %-იანი მხარდაჭერა აქვს. ზესტაფონში, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში 2 უბანი იყო გახსნილი და ორივეს შედეგებით, „ქართული ოცნების“…

მეტი...