„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, მეორე ტურის ალბათობა ორ ოლქშია

„რა თქმა უნდა, არის მეორე ტურის ალბათობა, მათ შორის ორ ოლქში. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლებას, რომ თუ იქნება მაღალი აქტივობა, თუ გააქტიურდებიან ჩვენი მხარდამჭერები და ზოგადად ამომრჩევლები, ამ შემთხვევაში უფრო ნაკლებია მეორე ტურის ჩატარების შანსი“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ. მისივე ინფორმციით, ამ დროისმონაცემებით, ყველა ოლქში „ქართული ოცნება“ იმარჯვებს.

მეტი...

„თქვენი შრომა ფასდაუდებელია, დაწყებული საქმე ბოლომდეა მისაყვანი“ – კალაძის მიმართვა

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივნის კახა კალაძე განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, არჩევნები სამართლიანად და დემოკრატიულად მიმდინარეობს. „ხმის მიცემის პროცესი თავისუფლად, დემოკრატიულად და სამართლიანად მიმდინარეობს. მოქალაქეები აქტიურად მიდიან საარჩევნო უბნებზე და საკუთარ არჩევანს აფიქსირებენ. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მხარდამჭერებს ყველა საარჩევნო ოლქში, ვმობილიზდეთ და ჩვენი არჩევანი დავაფიქსიროთ. შესაძლო პროვოკაციების მიუხედავად, მშვიდად,მშვიდობიანად მივიყვანოთ პროცესი გამარჯვებამდე. განსაკუთრებით მოვუწოდებ ჩემს თბილისელებს, ჩემს მთაწმინდელებს, მაქსიმალურად ვიაქტიურეთ, რათა მთაწმინდაზე არჩევნები პირველივე ტურში დამაჯერებელი გამარჯვებით დავასრულოთ. ამისთვის, თითოეული თქვენგანის ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. აქვე, მივმართავ ჩვენს აქტივს. პირველ რიგში, მინდა ძალიან დიდი…

მეტი...

გზა ღრმა უფსკრულისკენ – 19 მაისი, გაწირვის თვალსაჩინოება – რედაქტორის ბლოგი

ამ ქალაქში, ზუგდიდში, ზუგდიდელებმა არჩევნების შემდეგაც უნდა გააგრძელონ ცხოვრება, თუმცა, როგორ? მეზობელი მეზობელს გადაემტერა, ქმარი – ცოლს, ძმა-ძმას, ბეძაშვილი – ბიძაშვილს, ვიღაც ერთი პარტიის მხარდამჭერია, ვიღაც კი მეორის. ოჯახის წევრები და ახლობლებიც კი ფარულ კამერებს უმონტაჟებენ ერთმანეთს… ყველაფერზე მიდიან, ყველაფერს კადრულობენ, ერთმანეთს წირავენ იმისთვის, რომ პოლიტიკური პარტიის გული მოიგონ. ამ პატარა ქალაქში, სადაც ყველა-ყველას იცნობს, ყველა ერთმანეთის ახლობელია, როგორ უნდა გააგრძელოთ ცხოვრება. 19 მაისის შემდეგაც ხომ ზუგდიდელები ხართ, ხომ უნდ იმეზობლოთ, იმეგობროთ, ინათესაოთ… 19 მაისით ამთავრებთ ყველაფერს? ამ ერთმა დღემ ღრმა უფსკრულისკენ დაგვაბრუნა. განვითარების ნიშან-წყალი არ ჩანს, რისი პოლიტიკური კულტურა,…

მეტი...

1000 ლარიანი პრემია კომპრომატების მიწოდებისთვის

„რუსთავი-2“, ნებისმიერ მოქალაქეს, ვინც მას არჩევნების გაყალბების ფაქტებს მიაწოდებს, 1000 ლარიან ჯილდოს სთავაზობს. ფულს ის ადამიანები მიიღებენ, ვინც არჩევნებთან დაკავშირებულ უკანონობას დაადასტურებენ. „ყველა ადამიანს, ვის მოსყიდვასაც შეეცდებიან, ვისაც წაართმევენ პასპორტს, ან სხვაგვარად შესთავაზებენ არჩევნების გაყალბებას, „რუსთავი 2“ სთავაზობს 1000 ლარიან ჯილდოს ამის გაცხადებისთვის. ყველა ადამიანი, რომელიც ეთერში მოიტანს ინფორმაციას დადასტურებულს რამენაირი ფორმით, რომ მასზე ხორციელდება ზეწოლა არჩევნების გაყალბების მიზნით, რომ არჩევნები ყალბდება მისი მეშვეობით, ნებისმიერ ფორმით, ეს ადამიანი მიიღებს ჯილდოდ 1000 ლარს „რუსთავი 2″-სგან“,- აცხადებს ნიკა გვარამია.

მეტი...

„ქართველ ქმართან გაშორების მერე გიდგება ცხოვრებაში გაზაფხული?“

„იმ ქალბატონების ვიდეოებიც დადეთ, ვინც მანამდე იყო ლამაზი “სოფლი ტურფა” და კარგი ქმრის ხელში დაემსგავსა ქალს“ – ასე ეხმიანება ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი თამარ ივერი გავრცელებულ ვიდეოს იმ ქალების შესახებ, რომლებიც ქართველ მამაკაცებზე იყვნენ გათხოვილი, მათთან დაშორების შემდეგ კი წარმატებას მიაღწიეს და ცნობილი სახეები გახდნენ. „რას ემსახურება ეს ფარულად ეს ვიდეო? ანუ, რომ დაანახოს გათხოვილ ან გასათხოვარ ქალებს და საზოგადოებას, რომ ქართველ მამაკაცთან ქორწინებაში ხარ “бледная, невзрачная“, არასაინტერესო, არასექსუალური და ქმართან გაშორების მერე გიდგება ცხოვრებაში გაზაფხული, ემსგავსები ქალს, ხდები სექსუალური და სასურველი, წარმატებული? სადღაც, კიდეც რომ ასე იყოს, რა საჭიროა…

მეტი...

„მეორე ტურის ალბათობა 2 ოლქში არსებობს“ – ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი არჩევნების მეორე ტურის ჩატარებას არ გამორიცხავს, თუმცა, ამბობს, რომ უპირატესობა „ქართული ოცნების“ კანდიდატების მხარესაა. ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი შვილთან, ბერა ივანიშვილთან და მეუღლესთან ერთად გააკეთა. „დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი დღესაც სწორ არჩევანს გააკეთებს. როგორც მთაწმინდაზე ისე სხვა ოლქებში აქტიურობა მაღალია და დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ კანდიდატები დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ. დღევანდელ არჩევნებს, თავისი მნიშვნელობით, ისევე, როგორც ბოლო წლებში ჩატარებულ არჩევნებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი სწორი არჩევანით ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი ქვეყანა ევროპისკენ სწორი მიმართულებით განვავითაროთ“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. კითხვაზე, არსებობს თუ არა მეორე ტურის ალბათობა, ბიძინა ივანიშვილმა ასე უპასუხა:…

მეტი...

ბიძინა ივანიშვილი ხმის მისაცემად, აბასთუმნიდან თბილისში საკუთარი ვერტმფრენით ჩამოფრინდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად აბასთუმნიდან თბილისში საკუთარი ვერტმფრენით ჩამოფრინდა. მას მთაწმინდის პირველი საარჩევნო ოლქის მეოთხე უბანზე ელოდებიან. ბიძინა ივანიშვილის ვერტმფრენი შუშის სასახლის თავზე მოწყობილ სპეციალურ მინი აეროდრომზე დაჯდა. საარჩვნო უბნის ტერიტორიაზე მობილიზებულია დაცვა, გადაკეტილია ქუჩები.

მეტი...

“დამთავრდეს პოლიტიკური ჭაობი” – გიორგი მარგველაშვილი

“ჭაობი უნდა დამთავრდეს, რომელმაც გაგვიბედა ჩვენ და გვითხრა, რომ ჯალათი არის მსხვერპლი და სიმართლისთვის მებრძოლი არის ავაზაკი”, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მთაწმინდაზე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. გიორგი მარგველაშვილმა მთაწმინდელ ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, არსებული პოლიტიკური მდგომარეობა უნდა შეიცვალოს.  „დღეს მე ხმა მივეცი იმას, რომ დამთავრდეს პოლიტიკური ჭაობი და ერთფეროვნება ქართულ პოლიტიკაში იმისთვის, რომ მოვიდნენ პატრიოტი ადამიანები ხელისუფლებაში.მთაწმინდელებს მინდა მოვუწოდო, რომ ვისაც გესმით და არჩევთ თეთრსა და შავს, ეს სიმართლე გადაიტანეთ საარჩევნო ბიულეტენზე და დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მეტი...

„ერთად ვიზეიმოთ პირველივე ტურში გამარჯვება“ – კახა კალაძე მოსახლეობას მიმართავს

კახა კალაძე ამომრჩევლებს მიმართავს და აქტიურობისკენ მოუწოდებს, რომ დღის ბოლოს, არჩევნებში გამარჯვება მათთან ერთად იზეიმოს. „ამ დროისთვის, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს. მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს ზუგდიდში, ჭიათურაში, ზესტაფონსა და მარნეულში, ხულოში, იაქტიურეთ და დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი. ასევე, მივმართავ ჩვენს თანამოქალაქეებს საგარეჯოში, ადიგენში, ტყიბულში, წყალტუბოში, ოზურგეთსა და ახმეტაში, კიდევ ერთხელ დავანახოთ ყველას თუ როგორი ერთიანები, ძლიერები და ღირსეულები ვართ. მინდა, აქტიურობისკენ მოვუწოდო თბილისელებს, მთაწმინდის მოსახლეობას. თითოეული თქვენგანის ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ყველა წინასწარი პროგნოზის მოხედვით, თქვენი მაღალი აქტივობის შემთხვევაში, პირველივე ტურში გამარჯვების ძალიან დიდი, რეალური შანსი გვაქვს. ამიტომ,…

მეტი...

“გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ” – ლადო კახაძე

მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #12 საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი პარლამენტში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლადო კახაძემ უკვე დააფიქსირა. მისი თქმით მან ხმა მისცა მშვიდობას და განვითარებას. ლადო კახაძემ ასევე შეაფასა წინასაარჩევნო გარემო და თქვა, რომ ის იყო მშვიდი. „მინდა, რომ გაიმარჯვოს მშვიდობამ პირველ რიგში, განვითარებამ მეორე რიგში  და იმ ქვეყნის მთლიანობის აღდგენის იდეის გამარჯვებამ რაც თითოეულ ადამიანზეა ჩვენზე დამოკიდებული. რა საკვირველია ვარ გამარჯვებაში დარწმუნებული და ვინც არ უნდა გაიმარჯვოს ეს არ იქნება საზიანო ჩვენი ქვეყნისათვის. რაც მთავარია მივეცი შენებას, განახლებას, სრულქმნას ალტერნატივა არ აქვს,“-განაცხადა ლადო კახაძემ. რაც შეეხება სამეგრელოში მიმდინარე…

მეტი...

შს მინისტრის ინფორმაციით, ზუგდიდში სროლა საბრძოლო იარაღიდან არ მომხდარა

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ზუგდიდში, საარჩევნო უბანზე განხორციელებული სროლის შედეგად დაკავებულია 2 პიროვნება, თუმცა, გასროლა საბრძოლო იარაღიდან არ მომხდარა. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპისთვის, დეტალურად ყველაფერი გარკვეული არ არის. „ზუგდიდში შინაგან საქმეთა სამინისტროს უპრეცედენტო ძალები არ არის მობილიზებული, იქ მობილიზებულია დამკვირვებელთა უპრეცედენტო რაოდენობა. სწორედ ამაზე პასუხის სახით არის შინაგან საქმეთა სამინისტოს ის ძალები მობილიზებული, რომელიც აუცილებელი იმისთვის, რომ მართლწესრიგი იყოს უზრუნველყოფილი. სწორედ ამიტომ, აბსოლუტური პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ყველა ის შემთხვევა, იქნება ეს პროვოკაციები თუ უბრალო სამართალდარღვევა, პოლიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება იქნება განურჩევლად მხარეებისა. ისევე,…

მეტი...

ზუგდიდის ერთ-ერთ უბანზე ისევ ხმაურია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი დროულად, დილის 08 :00 საათიდან გაიხსნა და კენჭისყრის პროცესი უპრობლემოდ მიმდინარეობს. თუმცა, დილით ზუგდიდის, 82-ე საარჩევნო უბანზე ისე ხმაური იყო. ხმაური და პრობლემა კი გამოწვია იმან, რომ კომისიის თავმჯდომარემ, გადასატან ყუთში საკონტროლო ფურცელი ბეჭდის გარეშე ჩააგდო. მას შემდეგ, რაც კომისიის წევრებმა და დამკვირვებლებმა ეს ფაქტი აღმოაჩინეს, ატყდა ხმაური. გადასატან ყუთში 31 ამომრჩევლის ბიულეტენი იყო მოთავსებული, რომელთაც ხმა საცხოვრებელ ბინაზე უნდა მიეცათ. ოპოზიცია და კომისიის წევრები ყუთის დალუქვას ითხოვენ. კომისიის თავმჯდომარემ კი განაცხადა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გაიარეს კონსულტაცია, სადაც იურისტმა მათ უთხრა, რომ…

მეტი...

შსს-მ ზუგდიდში სროლისთვის ეჭვმიტანილები დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ზუგდიდში ის ადამიანები დააკავეს, რომლებმაც საოლქო საარჩევნო კომისიაასთან ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდში სროლის ფაქტზე ორი პირის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ბრალდებით 2 პირი: 1999 წელს დაბადებული ი.ჩ. და 2000 წელს დაბადებული ბ.გ. დააკავეს. „გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ჰაერში რამდენიმე გასროლა განახორციელეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის…

მეტი...