საქართველოს მოქალაქეებმა, თანამზრახველებთან ერთად, 100 მილიონი დოლარი მოიპარეს

კიბერდანაშაულის უპრეცენდენტო შემთხვევა გახსნილია. ტრანსნაციონალური ორგანიზებული კიბერდანაშაულის ქსელის ლიდერს და მის ასისტენტს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით პატიმრობა შეეუფარდეს. კიბერდანაშაულებრივმა დაჯგუფებამ მილიონობით დოლარი მოხსნა ევროპული და ამერიკულ ბანკებიდან, გაძარცვულია 41 000 საბანკო ანგარიში. ათიათასობით მოქალაქის ძარცვა საქართველოდან ხდებოდა. ჯგუფს, საქართველოს მოქალაქე ალექსანდრ კონოვოლოვი ხელმძღვანელობდა. მას დახმარებას ასევე საქართველოს მოქალაქე მარატ კაზაჯიანი უწევდა. დანაშაულში ასევე ჩართულები იყვნენ ბულგარეთის, მოლდოვის, უკრაინის და რუსეთის მოქალაქეები. ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ კიბერდანაშაულთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საგანგებო განცხადება გაკეთდა, რომელსაც მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ: „კომპლექსური ტრანსნაციონალური ორგანიზებული კიბერდანაშაულებრივი ქსელი, რომელიც აშშ-სა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ დაზარალებულთაგან 100 მილიონი…

მეტი...

ათენში, 29 წლის ქალის მკვლელობისთვის, ყოფილი მეუღლე დააკავეს

ათენში საქართველოს მოქალაქის ქ.ს.-ს მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, ათენის პოლიციამ მოკლული, 29 წლის ქალის ყოფილი ქმარი დააკავა. დაკავებულს ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მოტივით ჩადენილი დანაშაული. დაკავებული ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ყოფილი მეუღლის საცხოვრებლის შესახებ მან არაფერი იცოდა. დაკავებულიც საქართველოს მოქალაქეა. მოკლულსა და დაკავებულს 2 შვილი ჰყავთ.

მეტი...

„შსს თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას დაიცავს“ – შსს-ს განცხადება 17 მაისზე

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს დაგეგმილ მსვლელობასა და ღონისძიებებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს. უწყების განცხადებით, დაცული იქნება თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლება, რომელიც კანონს არ გასცდება. „ადამიანის უფლებების დაცვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სამინისტრო იცავს გამოხატვის თავისუფლებას ადამიანის პოლიტიკური და სხვა შეხედულების, სქესის, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის და სხვა ნიშნის მიუხედავად. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 2019 წლის 17 მაისს თბილისში, სხვადასხვა ადგილზე გაიმართება ღონისძიებები. პოლიცია უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას, ისე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს. სამინისტრო…

მეტი...

სასტიკი ტრაგედი საბარძნეთში, მოკლულია ახალგაზრდა ქალი

საბერძნეთში ახალგაზრდა ქალი მოკლეს. „მედიაცენტრ მთავარის“ ინფორმაციით, ქართველი ქალბატონი, რომელიც საბერძნეთში მოკლეს 30 წლამდეა და ის ნაწამებია. ახალგაზრდა ქალი საქართველოს მოქალაქეა, ის, წლების წინ საბერძნეთში სამუშაოდ წავიდა. მოკლული წარმოშობით ქუთაისელია, მისი მშობლები იმერეთში ცხოვრობენ. გარდაცვლილის ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა, ტრაგედიის შესახებ, ამ ეტაპისთვის არაფერი იციან. მოკლულს, დაზიანებები ყელის არეში აქვს მიყენებული. მას 2 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, რომლებიც საბერძნეთში მამასთან იმყოფებიან. ცოლ-ქმარი გაცილებულები იყვნენ. „ის, რაც ათენში ამ დღეებში მოხდა და რაც ჩვენი თანამემამულის სიცოცხლის ხელყოფით დასრულდა, არის ტრაგედია – ეს ფაქტი არის შემაძრწუნებელი ტრაგედია … პირადად მე უამრავი სამწუხარო ემიგრაციული…

მეტი...

ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიასთან ნათესაობას ადასტურებს

ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი არ უარყოფს, რომ ის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას ნათესავია. „ყველა ერთმანეთის ნათესავია, ბატონებო და ქალბატონებო,“ – ამბობს ის და ნათესაობაში პრობლემას ვერ ხედავს. მირანდა მესხის განმარტებით, ის საარჩევნო კომისიაში მანამდე მუშაობდა, სანამ თამარ ჟვანია ცესკოს თავმჯდომარე გახდებოდა. შესაბამისად, უარყოფს ინფორმაციას, რომ თამარ ჟვანიამ ის ნათესაური კავშირების გამოყენებით და დავალებების შესასრულებლად დაასაქმეა. შეგახსევენთ, რომ მირანდა მესხის გვარ-სახელი 2 დღეა აქტუალურია. ეს კი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. კერძოდ იმას, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის, სამაგიდო სიებისა და ბეჭდები 5 დღით ადრე გაიცა. ოპოზიციის…

მეტი...

ცესკოს თავმჯდომარეს კითხვებზე პასუხის გაცემა პარლამენტში მოუწევს – ის დაბარებულია

ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიაში განვითარებული დაპირისპირების გამო, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მისვლას ითხოვს. პარლამენტის თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ თამარ ჟვანიას პარლამენტში მისვლის პრობლემა არ ექნება. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ცესკო-ს თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის ფორმატში უნდა მიბრძანდეს და პასუხი გასცეს მთავარ კითხვას – რა რეაგირებას ახდენს საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო კამპანიის დროს მომხდარ დარღვევებზე. რაც შეეხება ინტერპელაციის ფორმატს, ეს იმას ნიშნავს, რომ ადრესატს წინასწარ უგზავნიან კითხვას, რის გამოც მას პარლამენტში იბარებენ. ამ კითხვას პასუხი, მოწვეულმა პირმა პარლამენტის პლენარული სხდომიდან უნდა უპასუხოს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, თამარ ჟვანიას…

მეტი...

ოპოზიცია პრემიერს პარლამენტში იბარებს, უმრავლესობა ამაში პრობლემას ვერ ხედავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს, “ევროპული საქართველო” პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს. ოპოზიციას კითხვები საბანკო რეგულაციების საკითხზე აქვს გადაგზავნილი. როგორც  პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, პრემიერი ოპოზიციის კითხვებს პარლამენტის წინაშე უპასუხებს. “პრემიერ-მინისტრი დაბარებულია ინტერპელაციის წესით. რაც  იმას გულისხმობს, რომ, კითხვები წინასწარ ეგზავნება, პრემიერი კი ვალდებულია, ამ კითხვებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უპასუხოს. პარლამენტის რეგლამენტით, განსაზღვრულია ინტერპელაციის კონკრეტული დღეები. ეს წელიწადში 4-ჯერ ხდება. რაც შეეხება ფორმატს, პარლამენტის სხდომაზე, პრემიერის მომწვევი სვამს კითხვებს, რომელსაც შემდეგ პრემიერი პასუხობს. ამის შემდეგ იწყება დებატები, რომლის დრო რეგლამენტით მკაცრად არის განსაზღვრული,”- განუცხადა გიორგი კახიანმა “მედიაცენტრ მთავარს”. 

მეტი...

„საარჩევნო კომისიაზე თავდასხმა“ – თამარ ჩუგოშვილი განცხადებას ავრცელებს

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საერთაშორისო მდივნის თამარ ჩუგოშვილი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს და ოპონენტებს საარჩევნო კომისიაზე თავდასხმაში ადანაშაულებს. “საარჩევნო დღის მოახლოებასთან ერთად, ნაციონალური მოძრაობა დესტრუქციული ქმედებებით უფრო და უფრო მეტად ცდილობს საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლას და მის დისკრედიტაციას.ბოლო დღეების განმავლობაში, საზოგადოებამ ოპონენტების მხრიდან საარჩევნო კომისიასთან აჟიოტაჟი და ზუგდიდის საკრებულოს შენობაში არეულობის მოწყობის მცდელობა იხილა, დღეს კი ნაციონალური მოძრაობის წევრები უკვე ზუგდიდის საოლქო კომისიის შენობაში შეიჭრნენ ძალადობრივად და ცდილობდნენ კომისიის მუშაობის ჩაშლას“ – აცხადებს ჩუგოშვილი. მისივე შეფასებით, ოპონენტების ინტერესი ცესკო-ს დისკრედიტაციაა: „ყოვლად მიუღებელია თავდასხმა საარჩევნო კომისიაზე, რომელიც უკვე…

მეტი...

​ქართველი სამხედრო მოკლული იპოვეს

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 15 მაისს არასამსახურეობრივ ვითარებაში საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე პაატა ჩხაიძე . შემთხვევის ადგილზე, საცხოვრებელ სახლში ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი (სანადირო თოფი). გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

მეტი...

“ეკლესია ადამიანს ფიზიკურად ვერ დაიცავს, ეს სახელმწიფოს კომპეტენციაა” – მამაო 17 მაისზე – სათაური შენი ნიუსის

„17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება. საზოგადოება 17:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბება და მსვლელობით სამების საპატრიარქოს ტაძრისკენ გაემართება. პატრიარქი, ილია მეორე იქ მისულ მრევლს დალოცავს და გადაიხდის პარაკლისს. ყოველივე ეს დასრულდება კონცერტით, რომელიც ტაძრის გალავანთან გაიმართება“ – აღნიშნა მამა გიორგი კიკვიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე. დეკანოზმა გარკვეული პირების თუ ორგანიზაციების მრხიდან ექსცესებიც არ გამორიცხა, თუმცა, აღნიშნა, რომ სახელმწიფო ყველა მოქალაქეს თანაბრად დაიცავს. “ეკლესიას არც ბერკეტი გააჩნია და არც რაიმე საშუალებას ფლობს, რომ ადამიანების ფიზიკური დაცვა უზრუნველყოს. ეს სახელმწიფოს კომპეტენციაა და ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ სახელმწიფო დაიცავს თავისი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებს…

მეტი...

„საპატრიარქოს დაგეგმილ კონცერტში მომღერალთა ნაწილმა თავი შეიკავა“ – დეკანოზი

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად, საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ კონცერტთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავარში“ დეკანოზმა გიორგიმ ისაუბრა. დეკანოზმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ კონცერტში მონაწილეობაზე მომღერალთა ნაწილმა უარი თქვა, თუმცა, ამაში შეურაცხმყოფელს და სალანძღავს ვერაფერს ხედავს. „კონცერტის მონაწილეებთან დაკავშირებით იყო გარკვეული ორაზროვნება. ნაწილი იღებს მონაწილეობას ამ კონცერტში, ნაწილმა გარკვეული მიზეზების გამო თავი შეიკავა მონაწილეობისგან. მათ თავიანთი მიზეზები აქვთ. ვინც კონცერტში მონაწილეობაზე, თავიანთი პირადი მოსაზრებების გამო თავი შეიკავა, საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან შეურაცხმყოფელი შეფასებები გაისმა, რაც მორწმუნე ქრისტიანს არ შეეფერება.” დეკანოზის განცხადებით, თუ ჩვენ ადამიანები არ გვიყვარს, ჩვენი ქრისტიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება: „ეკლესია…

მეტი...

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დამტკიცდა

ააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს პლენარულ სხდომაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო პროგრამა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელის რუსლან აბაშიძის მიერ წარმოდგენილი, ავტონომირუი რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობა დამტკიცდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილედ ანზორ მარგიანი დაინიშნა; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ივანე დოლიძე დაინიშნა; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობას ქეთევან ბაკარაძე შეასრულებს; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე იქნება; ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მოვალობას დავით გვაძაბია შეასრულებს; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების…

მეტი...

მთავარი სიმძიმის ცენტრი 18-25 ივნისი იქნება – „გეი პრაიდი“ თბილისში

„15:00 საათიდან შევიკრიბებით რუსთაველის პირველ ნომერთან, 17:00 საათზე კი საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ მსვლელობას შევუერთდებით, რომელიც რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება“ – 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით „ქართული მარშის“ გეგმებზე „მედიაცენტრ მთავარში“ სანდრო ბრეგაძემ ისაუბრა. როგორც „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ლიდერმა აღნიშნა, რადგანაც ლგბტ აქტივისტებმა თავიანთი ღონისძიებები ივნისში გადაიტანეს, მთავარი სიმძიმის ცენტრი სწორედ 18-25 ივნისს გაიხსნება. „რამდენადაც ვიცით, ლგბტ ორგანიზაციამ თავად განაცხადეს უარი 17 მაისს რაიმე ტიპის აქციის ჩატარებაზე და ამას მივესალმები. ვფიქრობ, რომ იგივეს გააკეთებენ 18 ივნისს, როდესაც ლგბტ პრაიდია დაგეგმილი და თავადვე იტყვიან უარს ამ ღონისძიების ჩატარებაზე.…

მეტი...

საფრანგეთის ელჩი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, სექსულური უმცირესობების უფლებებიც დაიცვას

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით და ამავე დღეს, ჰომოფობიასთან და ქსენოფობიასთან საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შეფასებას საფრანგეთის ელჩი აკეთებს და საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს. როგორც პასკალ მენიე აცხადებს, საქართველოს ხელისუფლებამ ყველას უფლება უნდა დაიცვას. „ყოველ ქვეყანას აქვს თავისი ტრადიციები და რა საკვირველია, ოჯახისადმი მიძღვნილი ტრადიცია. ეს დღესასწაული ჩემთვის შოკისმომგვრელი არ არის. არსებობს დედების დღე, მამების დღე სხვადასხვა ქვეყნებში. ვინაიდან, საქართველო უახლოვდება ევროპულ ღირებულებებს, რა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებები და მათი ღირებულება. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ვალდებულება, რომ დაიცვას ყველას უფლება. საფრანგეთი, როგორც მოგეხსენებათ უკვე მრავალი…

მეტი...

„საფრანგეთის ელჩს მარი ლეპენი მიხედავს, ეს „ნარჩენები“ მალე დაამთავრებენ“

„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი ფრანგი დიპლომატის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ მისი დღეები დათვლილია. როგორც სანდრო ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარში“, 17 მაისის ღონისძიებებთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, საფრანგეთს და მის ელჩს არავინ ეკითხება, საქართველოში, ვისი მსვლელობა და როგორ გაიმართება. „საფრანგეთის ელჩს მალე მარი ლეპენი მიხედავს. ერთ კვირაში, საფრანგეთში ევრო პარლამენტის არჩევნები იმართება და უდიდესი უპირატესობით ეროვნული ფრონტი იმარჯვებს. მაკრონის ლიბერალური ხელისუფლება სრულ კრახს განიცდის. ევროპაში დაწყებულია ნაციონალისტური გადატრიალება. ევროპაში ხდება ნაციონალისტების გამოღვიძება და ეს ნარჩენები, რომლებიც დიპლომატიურ კორპუსს წარმოადგენენ და ნარჩენები არიან ძველი ლიბერალების რეჟიმისა, ძალიან მალე დასრულდება. მინდა, ყველა ქვეყნის დიპლომატიური…

მეტი...

ბორჯომის ხეობაში ხანძარს ისევ ებრძვიან, განადგურებულია ტყის მასივები

ბორჯომის ხეობაში, სოფელ საკირეს მიმდებარედ, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის კერების სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. პირველადი ინფორმაციით, ერთ ლოკაციაზე დამწვარია 1 ჰექტარი ტყის მასივი, მეორეზე კი 1.5 ჰექტარი ტყის ფართობი. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში “მედიცენტრ მთავარს” განუცხადეს, ბორჯომში გაჩენილ ხანძარს მეტყევეები და მაშველები ამ დრომდე ებრძვიან. საჰაერო ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკასთან ერთად, ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 150-მდე მეხანძრე-მაშველი და 30-მდე მეტყევე. “გამთენიისას მუშაობა განაახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმაც. მთელი ღამის განმავლობაში, ადგილზე მიმდინარეობდა ტერიტორიის მონიტორინგი და პრევენციული ღონისძიებები. ამ დროისათვის, ტყეში გაჩენილი ხანძრის ორივე კერა ლოკალიზებულია.…

მეტი...

„ტაქსისტმა“ ტურისტი შავი ზღვის ნაცვლად თბილისის ზღვაზე აიყვანა და 250$ გამოართვა”

თაღლითი „ტაქსისტები,“ უცხოელ მგზავრებს, აეროპორტიდან ქალაქამდე დიდ ფულს სძალავენ. საქართველოში ჩამოსული ტურისტები საქართველოში მომსახურების საფასურის კატასტროფულ სიძვირეს ხშირად აპროტესტებენ და აცხადებენ რომ ასეთი ფასები არცერთ საერთაშორისო აეროპორტში არსებობს. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა ტაქსის მძღოლმა უცხოელ მგზავრს აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე 300 – 400 ლარიც კი ააწაპნეს. ამჯერად, მსგავსი ისტორია ლატვიელ ტურისტს შეემთხვა, რომელსაც „ტაქსისტმა“ 250 ლარი მოსთხოვა. კონკრეტული ისტორიის შესახებ „პოსტს“ ოპერის მომღერალი თამარ ივერი აქვეყნებს. „გუშინ, საქართველოს სტუმარმა ლატვიელმა გოგომ მითხრა, აეროპორტიდან სასტუმრომდე ტაქსმა 250 ლარი(!!!) მომთხოვაო. საბედნიეროდ, უკვე გარკვეული ვიყავი მეგობრებისგან ფასებში და 40 ლარი მივეციო. ამაზე იმ არამზადა…

მეტი...

აზერბაიჯანი დავით გარეჯს ქართველებისგან იცავს – აზერბაიჯანელების ჯაჭვი ქართველების ჯაჭვის საპირწონედ

აზერბაიჯანის მხარემ, დავით გარეჯის მიმდებარედ, ქართველი მოხალისეების მიერ გაკეთებული ცოცხალი ჯაჭვის საპირწონედ, იმავე ტერიტორიაზე, ახალგაზრდები და დაწყებითი კლასის მოსწავლეები გამოიყვანა, რომელთაც, ანალოგიური ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. საქართველოს მოქალაქეების მსგავსად, ისინიც კონკრეტულად იმ ბილიკზე განთავსდნენ, სადაც დავით გარეჯის დასაცავად, საქართველოს მოქალაქეებს ცოცხალი ჯაჭვი ჰქონდათ შეკრული. ისინიც, ქართველების მსგავსად, აზერბაიჯანის სახელმწიფო დროშებით იყვნენ აღჭურვილები. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე ხდება, როცა ორ ქვეყანას შორის, დავით გარეჯის საკითხის დასარეგულირებლად ოფიციალური მოლაპარაკებები დაიწყო და სამუშაო ჯგუფიც შეიქმნა. არის თუ არა ეს პროვოკაცია და ქართული მხარის გამოწვევა, „მედიაცენტრმა მთავარმა“ კითხვა საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს გაუგზავნა, რომელზეც ოფიციალურ…

მეტი...

სკანდალი – მეორე კლასელების წამება სპორტის გაკვეთილზე

თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, სპორტის მასწავლებელმა, ბავშვების გასაჩუმებლად უცნაური მეთოდი მოიგონა. მთელ კლასს, სპორტის გაკვეთილის ნაცვლად, “სიჩუმობანას” გაკვეთილს უტარებს, რა დროსაც მთელი კლასი დადუმებულია. „სიჩუმობანას გაკვეთილზე“ მთელი კლასი გაჩუმებულია, მასწავლებელი კი ისვენებს. ეს უცნაურობა თბილისის N157- ე საჯარო სკოლაში ხდება. მის შესახებ „მედიაცენტრ მთავარს“ სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა უამბო. როგორც სკოლის მოსწავლის მშობელი “მთავარს” უყვება, თამაშის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მეორე კლასის მოსწავლეები 40 წუთის განმავლობაში ჩუმად უნდა იყვნენ, წინააღდეგ შემთხვევაში მოსწავლე ისჯება ფეხზე დგომით. მშობლის თქმით, ბავშვს იმ დღეს, როდესაც სპორტის გაკვეთილი უტარდება სკოლაში წასვლა არ სურს. “ასეთი რამე…

მეტი...