„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, პრაქტიკულად წაგებული არჩევნები პროვოკაციებით გადაფაროს“ – ირაკლი ჩიქოვანი

,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსმა ირაკლი ჩიქოვანმა ზუგდიდში დღეს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. მისი განცხადებით, „ქართული ოცნება“ ემიჯნება ნებისმიერ ძალადობას და მიესალმება სამართალდამცავთა დროულ რეაგირებას. ,,დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო რომ, ჩვენი შტაბი და მთლიანად ,,ქართული ოცნება“ ემიჯნება ნებისმიერი ტიპის ძალადობას. ნებისმიერი ფორმის ძალადობა მიუღებელია, მითუმეტეს, საარჩევნო პროცესში. ნიშანდობლივი და მისასალმებელია ის, რომ სამართალდამცველებმა იმოქმედეს ძალიან სწრაფად და ადამიანი, რომელიც იყო ფირზე აღბეჭდილი დაკავებულია და ამ ადამიანის მიმართ მიმდინარეობს სამართალწარმოება.“ ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ამავდროულად ადგილი ა​ქვს პროვოკაციებს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან და ეს პარტია…

მეტი...

“გალინა ბლანკას” ბულიონის კუბები ტყვიის შემცველობაზე შეაომოწმეს

“გალინა ბლანკას” ბულიონის კუბები ტყვიის შემცველობაზე შეაომოწმეს. პროდუქცია სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეამოწმა. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა აცნობეს, ლაბორატორიული კვლევისთვის, დედაქალაქსა და რეგიონებში,  სარეალიზაციო ობიექტებიდან აიღეს სხვადასხვა დასახელებისა  და პარტიის  მშრალი ბულიონი – „გალინა ბლანკას“ 15 ნიმუში, რომლებიც აკრედიტებულ ლაბორატორიებში გადაიგზავნა. კვლევის შედეგებით, კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობა არცერთ ნიმუშში  არ გამოვლენილა.  “სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, ბიზნესოპერატორმა (შპს „არგო“) სხვადასხვა ლაბორატორიაში გამოიკვლია „გალინა ბლანკას“ ბულიონის კუბების ნიმუშები, სადაც , ასევე , ტყვიის შემცველობა ზღვარს არ აღემატებოდა,”-განაცხადეს სააგენტოში.   „გალინა ბლანკას“  ბულიონის კუბებში ტყვიის ჭარბი კონცენტრაციის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებმა  საკუთარ კვლევებზე დაყრდნობით  აპრილის დასაწყისში განაცხადეს, რაზეც  სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  შესაბამისი ღონისძიებები…

მეტი...

“მცირე უხერხულობაც კი არ გაქვთ, ისე აგრძელებთ ამ ნარატივს” – თალაკვაძე ოპოზიციას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სალომე სამადაშვილს და გიორგი კანდელაკი სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა. როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველო 100%-ით ევროპული სახელმწიფო გახდა და ეს განცხადება დღეს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა გააკეთა. „საქართველო 100%-ით ევროპული სახელმწიფო გახდა – ეს განცხადება დღეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა გააკეთა. განსაკუთრებით მინდა მივაპყრო ჩვენი კოლეგების – ქალბატონი სამადაშვილისა და ბატონი კანდელაკის ყურადღება ამ განცხადებაზე. ერთი იმიტომ, რომ, ჩაატარა ბრიფინგი და მედიას აჩვენა არარსებული დოკუმენტი ელჩების სახელით ისე, რომ მცირე უხერხულობაც კი არ უგრძვნია, დღეს კი ისევ ამ ნარატივს აგრძელებს. რეალურად, თქვენ ჩაატარეთ ბრიფინგი არარსებულ…

მეტი...

დაპირისპირება ზუგდიდში – პოლიტიკური „საქმის გარჩევა“ ქუჩაში

ზუგდიდში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, თავდასხმის ყველა დეტალი დეტალურად იქნება გამოძიებული. „წინა არჩევნები, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან შფასებული იყო, როგორც ძალადობისგან ყველაზე სუფთა და თავისუფალი არჩევნები. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა ექსცესი იქნება დეტალურად გამოძიებული და არ აქვს მნიშვნელობა რომელი მხარე იქნება დამნაშავე, მიეცემა პასუხისმგებლობაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. შეგახსნებთ, რომ საკრებულოს სხდომის დამთავრების შემდეგ, სანდრა რულოვსმა „ქართული ოცნების“ საკრებულოს ერთ-ერთ წევრს ბრალდებებით მიმართა და ამომრჩევლის მოსყიდვასა და დაშინებაში დაადანაშაულა, რასაც შემდეგ ურთიერთბრალდებები მოჰყვა. საკრებულოს წევრები სანდრა რულოვსს ზვიად გამსახურდიასთან…

მეტი...

ემიგრანტები საკონსულოს არაკეთილსინდისიერებაზე საუბრობენ და საქმეში საგარეოს აუდიტის ჩართვას ითხოვენ

საბერძნეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები, საბერძნეთში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას მათ მიმართ არაჯეროვან და არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ფაქტების გადასამოწმებლად, საქმეში საგარეო საქმეთა სამინისტროს აუდიტი უნდა ჩაერთოს. საქმე ეხება იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანებას, რომლითაც ემიგრანტებს პასპორტების გამოცვლა უფასოდ ეხებათ. კერძოდ, 2019 წლის 1 მაისიდან – 2019 წლის 1 ივნისამდე, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებებში, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის გაცემის თაობაზე მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, 2019 წლის 8 აპრილის N143 ბრძანების საფუძველზე, ერთჯერადად თავისუფლდებიან საფასურის გადახდისგან (გაიცემა უფასოდ). აქცია არ ეხება 1…

მეტი...

პატიმრობაში დაწყებული ბიზნესი და არსებული რეალობა

#16 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფმა 27 წლის პატიმარმა, ბიზნეს საქმიანობა წამოიწყო. მან პირველი 3 ათას ლარიანი გრანტიც მოიპოვა და თავისუფლების შემდეგ, ამ ბიზნესს გისოსებს მიღმა ხელმძღვანელობს. ნიკა 27 წლისაა, მან სასჯელაღსრულების #16 დაწესებულებაში ცენტრი „აფხაზეთის“ მიერ ორგანიზებული 4 თვიანი კურსი თემაზე „ტყავის ხელნაკეთი ნივთებისა და აქსესუარების ხელოსანი“ გაიარა. იგი სწავლის პროცესში აქტიურად ჩაერთო და საქმისადმი მაღალი ინტერესი გამოავლინა. საკუთარი ინიციატივით შეადგინა ბიზნეს წინადადება #16 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მინი საწარმოს დაფუძნების თაობაზე და ორგანიზაციას დაფინანსებისთვის წარუდგინა. ბიზნეს გეგმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულების დასაქმებასაც ითვალისწინებდა. ცენტრი „აფხაზეთის“ საგრანტო კომიტეტმა მოიწონა ნიკას ბიზნეს გეგმა და მას 3000…

მეტი...

პარლამენტმა „კლანის“ არსებობა უნდა აღიაროს – დამოუკიდებელი იურისტები

„საჭიროა დიაგნოზი, პრობლემის იდენთიფიცირების გარეშე, კანონი ვერ იმუშავებს. დიაგნოზია ის, რომ პარლამენტმა, სასამართლოში კლანის არსებობა უნდა აღიაროს. სწორედ, ამ მიზანს ისახავს არსებული რეალობა. ვსვამთ დიაგნოზს და ვმუშაობთ მის განკურნებაზე“ – ასე ახსნა კახა კოჟორიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტი „კლანური მმართველობის“ შესახებ და დასძინა, რომ არც იმისი ილუზია აქვს, რომ პარლამენტი მას მხარს დაუჭერს. „ცხადია, ჩვენ არ გვაქვს გარანტია და ილუზია, რომ პარლამენტი ამ რეზოლუციას აუცილებლად მხარს დაუჭერს. მეორეს მხრივ, ეს რეზოლუცია, როგორც მინიმუმ, შეასრულებს იმ ფუნქციას, რომ კიდევ ერთხელ, ქართულ საზოგადოებას საშუალება ექნება, შეფასება მოხდეს, ვინ არის კლანის მხარდამჭერი…

მეტი...

ბუნებაში იშვიათი სახეობის კაკაბი გააფრინეს

გამრავლებისა და ბუნებაში აღდენის მიზმით, დღეს, იშვიათი სახეობის 30 კაკაბი ბუნებაში გაუშვეს. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან „მედიაცენტრ მთავარს“ აცნობეს, ველური ბუნების სააგენტო აღნიშნულ ღონისძიებებს ადგილობრივი სახეობების მოშენებისთვის ახორციელებს. სააგენტოს ტერიტორიაზე, კაკბები, კოლხური ხოხბები და ე.წ. „ლურჯი ფრინველი“ ანუ ხონთქრის ქათმები ბინადრობს. ველურ გარემოში აღდგენის მიზნით, სააგენტომ ადგილობრივი სახეობა კაკაბის 30 ფრთა გაუშვა. საქართველოში, კაკაბი კავკასიონის სამხრეთ კალთებზე, ცივ-გომბორის, გურია-აჭარის და თრიალეთის ქედებზე, ქვაღორღიან, მეჩხერი ბუჩქნარით დაფარული მთების ფერდობებზე, მთისწინებიდან თოვლის ხაზამდე ბინადრობს. როგორც სააგენტოში განმარტავენ, გარეულ ფრინველთა ორნიტოფაუნა 2017 წელს აშენდა; მოეწყო ბუნებასთან ინტეგრირებული ვოლიერები და საინკუბატორო…

მეტი...

იურისტები, “კლანური მმართველობის” შესახებ, პარლამენტს 3 პუნქტიანი მოთხოვნით მიმართავენ

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წარმომადგენლებმა, „მედიაცენტრ მთავარში,“ სასამართლოში „კლანური მმართველობის“ შესახებ, 4 პუნქტიანი პარლამენტის რეზოლუციის პროექტი გამოაქვეყნეს. კახა კოჟორიძე და კახა წიქარიშვილი მოქალაქეებს, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ და მოუწოდებენ, შენიშვნები და მოსაზრებები წარმოადგინონ. „მიგვაჩნია, რომ ქართული სასამართლო სისტემა ღრმა კრიზისში იმყოფება, რომლის გააზრების და სათანადო შეფასების გარეშე შეუძლებელი იქნება სასამართლო სისტემის გაჯანსაღება და დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა, რომელიც დაიცავს ადამიანის უფლებებს, დაამკვიდრებს სამართლის უზენაესობას და უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას“ – აღნიშნეს იურისტებმა „მედიაცენტრ მთავარში” და ის კონკრეტული პუნქტებიც ჩამოთვალეს, რაც აღნიშნული კრიზისის დაძლევის მიზნით აუცილებელია. 1. საქართველოს პარლამენტმა მიიღოს…

მეტი...

რეზოლუციის პროექტი სასამართლოებში „კლანური მმართველობის“ შესახებ – პრეზენტაცია „მთავარში“

„…მოსამართლეთა კლანმა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს მართავდა და აკონტროლებდა სასამართლოს, კვლავ მოიპოვა ძალაუფლება სასამართლოში, ხელში ჩაიგდო იუსტიციის უმაღლესი საბჭო, დაიწყო სასამართლო კორპუსიდან მოწინააღმდეგეების განდევნა და საკუთარი მომხრეების უვადოდ დანიშვნა….სასამართლოში კლანური მმართველობა ძირს უთხრის ჭეშმარიტ სამოსამართლო ღირებულებებს, მოსამართლეებში ნერგავს შიშს, კონფორმიზმს, ნეპოტიზმს, ფარული გარიგების კულტურას, დევნის კრიტიკულ აზრს…“ – ეს გახლავთ ამონარიდი რეზოლუციის პროექტიდან, რომელიც 18-მა ცნობილმა, ყოფილმა მოსამართლეებმა თუ თანამდებობის პირებმა შეიმუშავეს და დღეს „მედიაცენტრ მთავარში“ გაასაჯაროვეს. „მედიაცენტრი მთავარი“ რეზოლუციის პროექტს უცვლელად გთავაზობთ: „საქართველოს პარლამენტი, აცნობიერებს რა, რომ დამოუკიდებელი სასამართლო სამართლის უზენაესობის და ადამიანის უფლებათა დაცვის ქვაკუთხედია, რომლის გარეშეც შეუძლებელია…

მეტი...

მტკვრისა და არაგვის შეერთების ალეგორია – ახალი დასასვენებელი ადგილი მცხეთაში

ქალაქ მცხეთას კიდევ ერთ ტურისტული და დასასვენებელი ადგილი შეემატა, საიდანაც ჯვარის მონასტერიც ხელისგულზე ჩანს, სვეტიცხოვლის გუმბათიც და კაშხალიც, რომელიც, თავისი ისტორიით, მუზეუმის დატვირთვის მატარებელია. ეს ყველაფერი კი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, მაჟორიტარი დეპუტატისა და ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის შედეგია. ხვალ კი, მცხეთაში, 6 მილიონის ღირებულების კიდევ ერთი ობიექტი გაიხსნება. 52 წლიანი ისტორიის მქონე მცხეთის სალობიეს (საჭაშნიკე) ისტორია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, განსაკუთრებით ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ჩამოსულმა ტურისტებმა კარგად იციან. მისი მდებარეობაც ყველასთვის ნაცნობია. სწორედ ამ სიმწვანეში ჩაფლული კვებისა და დასასვენებელი ობიექტის გასწვრივ, მტკვრის სანაპიროზე ახალი, ორი სეგმენტისაგან შექმნილი…

მეტი...