„უნდა დავსაჯოთ ქუჩური გარჩევები, რომ მკვლელობის მცდელობა თავიდან ავიცილოთ“ – შს სამინისტრო

ქუჩური გარჩევა სს კანონმდებლობით დაისჯება. პარლამენტში შსს-ს საკანონმდებლო ინიციატივას ამ წუთებში იხილავენ. როგორც მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს ინიციატივა მოქმედი რომ ყოფილიყო, შესაძლებელი იყო, ხორავას ქუჩის ტრაგედიის თავიდან აცილება. „გადავწყვიტეთ, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ქურდული სამყაროს წინააღმდეგ კანონმდებლობა გავამკაცრეთ, გაგვეგრძელებინა კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლის ხაზი. ეს გახლავთ სწორედ ქუჩური გარჩევების დარეგულირება კანონმდებლობით. ეს კანონი ადრე რომ გვქონოდა, ის 300-მდე შემთხვევა, რომელიც 2018 წელს გვქონდა, როცა დაჭრას წინ ქუჩური გარჩევები, შესაძლებლობა გვექნებოდა, თავიდან აგვერიდებინა. მათ შორის, ხორავას ქუჩის ტრაგედიაც, რომელსაც წინ უძღოდა გარკვეული დაპირისპირება“ – აღნიშნა ნათია…

მეტი...

ბათუმის სასპორტო სკოლამ ოქროს, ბრინჯაოს და ვერცხლის მედლები მოიპოვა

თბილისის ღია პირველობა მძლეოსნობაში დასრულებულია. ტურნირი სხვადასხვა სახეობაში 2002–2005წწ დაბადებულთა შორის ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. შედეგად კი ბათუმის სასპორტო სკოლის ანგარიშზე სამი ოქროს, სამი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალია. 2002 წ. დაბადებულთა შორის ჩემპიონის ტიტული სამმაგ ხტომაში ტარიელ ჩიქოვანმა (12.48 სმ) და სიგრძეზე ხტომაში მარად მარკოიძემ(5.81სმ) მოიპოვა. ვერცხლის მედალს კი 100 მეტრზე რბენაში მარად მარკოიძე (12.03 წმ) და ბირთვის კვრაში სულიკო აბაშიძე (9.90 სმ) დაეუფლა. მწვრთნელი კახაბერ ხომერიკი; 2003 წ. დაბადებულთა შორის, სამმაგ ხტომაში ტურნირის გამარჯვებული გურანდა გაბიტაძე გახდა (10.67 სმ) , სიგრძეზე ხტომაში ვერცხლის მედალი ლუიზა შენგელიას ერგო (4.86…

მეტი...

არასრულწლოვან პატიმრებს ტატუს სახელმწიფო მოაშორებს – თანხა 48 ათას ლარს შეადგენს

არასრულწლოვანი მსჯავრდებულების და ყოფილი პატიმრების ტატუს მოსაშორებლად სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 48 ათასი ლარი გამოიყო. ტატუს მოცილება უფასოდ იქნება შესაძლებელი. როგორ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, ტატუს მოშორებას 60 პატიმარი შეძლებს. „იუსტიციის სამინისტრო 48 ათას ლარს გასცემს არასამთავრობო ორგანიზაციაზე იმისათვის, რომ ყოფილ პატიმრებს, ან პატიმრებს, რომლებიც №2 და №11 საპყრობილეში იხდიან სასჯელს, მოაცილონ ტატუ, რომელიც ხელს უშლის მათ რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაში. გამომდინარე იქიდან, რომ განსაკუთრებით არასრულწლოვნები ახალ-ახალ მეთოდებს იგონებენ ტატუს კუსტარულად გასაკეთებლად, მისი ამოშლა უფრო და უფრო რთული და ძვირი ხდება. მე მათ მოვუწოდებ, არ დაიზიანონ კანი, რადგან შემდეგ მისი მოშორება ძალიან რთულია,…

მეტი...

საზაფხულო არდადეგები კლასებს სხვადასხვა რიცხვებში დაეწყებათ

2018-2019 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში საგანმანათლებლო პროცესის დასრულების თარიღი ცნობილია.  როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, სკოლებში არდადეგების დაწყების თარიღები კლასების მიხედვით განსხვავებული იქნება. არდადეგები 3 თვეს გასტანს და 2019-2020 სასწავლო წელი 16 სექტემბერს განახლდება. საზაფხულო არდადეგების დაწყების თარიღები კლასების მიხედვით ასე გამოიყურება: საგაზაფხულო არდადეგები, I კლასს – 28 მაისს დაეწყება; II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX, X, XI კლასელებს – 15 ივნისს, ხოლო XII კლასს – 21 მაისს. 

მეტი...

კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ქართველები ავიდნენ.

საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებებმა, ბუქარესტში, საერთაშორისო ტურნირზე, 17 მედალი მოიპოვეს. ნაკრებმა, ინდივიდუალური პირველობის გარდა, წარმატებას საერთო გუნდურ ჩათვლაშიც მიაღწია. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 10 წონითი კატეგორიიდან 5-ში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ქართველები ავიდნენ. ამათგან ორი ფრიდონ აბულაძე (55 კგ) და დიეგო ჩხიკვაძე (60 კგ) ბათუმის სასპორტო სკოლის სპორტსმენია. ამ ასაკობრივ ჯგუფში მოჭიდავეებს ერთ თვეში – 3-9 ივნისს ევროპის ჩემპიონატი ელით, რომელსაც ესპანეთის ქალაქი პონტევედრა უმასპინძლებს.

მეტი...

“შენს შვილზე თუ ილაპარაკებდი ასე ადვილად ნეტავ? წყეულიმც იყავ! “- ია მეტრეველი

ყოფილი ხელისუფლების პირობებში, კორტების სპეცოპერაციისას ჩაცხრილული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი მის პირად ფეისბუქ გვერძე სტატუს აქვეყნებს და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიმართავს.  “სააკაშვილო, შე მსოფლიო მატყუარა და მასხარა, რა თქმა უნდა, შენს ტყუილებს, არც ვკითხულობ და არც ვისმენ მაგრამ ამ შემთხვევაში, არ შემიძლია არ გიპასუხო. ჯერ ეგ ერთი, სწორედ რომ, შენ გაეცი ბრძანება იმისა, რომ პოლიციელებს, ადგილზე,უაპელაციოდ, გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე დაეხვრიტად ხალხი ქუჩებში, იმისთვის რომ შიში დაგემკვიდრებინა ქვეყანაში, რათა ტერორით და ძალადობით გემართა ქვეყანა. სწორედ ასეც გააკეთე, ტერორით, სიკვდილით,წამებით, გაუპატიურებით მართე ქვეყანა 9 წლის მანძილზე. თუმცა, მაინც…

მეტი...

„ვიღაც გოგი გვახარია წერს, გაიხსენეთ რა დაემართა თამარს, იგივე დაგემართებათ თქვენც“ – მუქარა მომღერლების მიმართ

“ყველა ადამიანს გმირობას ვერ მოსთხოვ. ზოგიერთმა, შეიძლება, ხმამაღალი განცხადება გააკეთოს,ზოგიერთმა არა, მაგრამ აქ, კარიერაზე არ უნდა გადიოდეს ამ საკითხის გადაწყვეტა”,- აღნიშნული განცხადება “მედიაცენტრ მთავართან” მამა დავით ლასურაშვილმა, 17 მაისს, საპატრიარქოს მიერ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების შესახებ გააკეთა. მამა დავითმა “მედიაცენტრ მთავართან” საუბრისას აღნიშნა, რომ ზოგიერთი ადამიანი იმუქრება და სალანძღავ გამონათქვამებს ისვრის იმ ხელოვანთა მისამართით, რომლებიც 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში იღებენ მონაწილეობას. აღნიშნულის დასტურად კი მან ცნობილი საოპერო მომღერალი თამარ ივერი და მისი ერთ-ერთი ისტორია მოიყვანა. “რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი, თამარმა, თავისი პოზიცია დააფიქსირა, თუმცა, შემდეგ მას…

მეტი...

„ექსპონატების ნაწილი დაიკარგა, პროკურატურაში საქმეა აღძრული“ – ზურაბ გელაძე

საგანძურის დაცვის საინიციატივო ჯგუფი პუშკინის ქუჩაზე მდებარე ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატების გატანის წანააღმდეგია და აცხადებს, რომ მიზანი მუზეუმის განადგურების ხარჯზე, შენობის ხელში ჩაგდებაა. როგორც ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, ზურაბ გელაძემ საინიციატივო ჯგუფის სახელით, „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, მუზეუმიდან საგანძურის აქეთ-იქით გატანა და რახრახი არ შეიძლება და ამის დასტურია ის, რომ მნიშვნელოვანი ექსპონატები გამქრალია. „ძალიან მნიშვნელოვანი გათხრების შესახებ მოძიებული მასალის ნაწილი დაიკარგა, პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მაგრამ, უშედეგოდ. ესე იგი, ჩემგან ტექნოკრატისგან უნდა გაიგოთ თქვენ ასეთი საშინელი ფაქტი? ასეთი შემთხვევები ბევრია. შიგადაშიგ, ჩნდება ასეთი ინფორმაცია. რომელიღაც ქვეყანაში გარკვეული ექსპონატები მიდის, მაგრამ, მოდით, ვნახოთ,…

მეტი...

„ჩინოვნიკის ტვინში რა ავადმყოფური აზრი ჩაისახება კაცმა არ იცის, მუზეუმს შლიან, ექსპონატებს კი სარდაფში ყრიან“

“მუზეუმში არავითარი კატასტროფული მდგომარეობა არ არის, რომ ექსპონატები განცალკევდეს და შენობა გამოიშიგნოს. ამ უნიკალური ექსპონატების ხელის ხლება და „რახრახი“ არ შეიძლება. მათი დანაწევრება კი იმას ნიშნავს, რომ ხელოვნების მუზეუმი არ იქნება, ის არსებობას შეწყვეტს“ – ეს საგანგებო განცხადება, საგანძურის დაცვის საინიციატივო ჯგუფის სახელით, „მედიაცენტრ მთავარში“ ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ზურაბ გელაძემ გააკეთა. საგანძურის დაცვის საინიციატივო ჯგუფი ხელისუფლების გადაწყვეტილებას და ჩანაფიქრს აპროტესტებს, რის მიხედვითაც, ხელოვნების მუზეუმის შენობის ავარიული მდგომარეობის მიზეზით, საგანძურის ევაკუაცია უნდა განხორციელდეს და ორ სხვადასხვა მუზეუმში გადანაწილდეს. „ამ მიმართულებით, ხელისუფლება დიდი ხანია მუშაობდა. ის თავდასხმები, რომ არიქა შენობა ავარიულია და…

მეტი...

ახალი ავტობუსები მგზავრებს დილიდან ემსახურება

MAN-ის მარკის ახალი, 10-მეტრიანი მუნიციპალური ავტობუსები N85 და N95 მარშრუტების მგზავრებს დღეიდან მოემსახურებიან. მწვანე ფერის 50 ავტობუსი ხუთ მარშრუტზე, მათ შორის, მუხიანის დასახლების, ვარკეთილისა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მიმართულებით გადანაწილდა. მუხიანის დასახლებიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრავ N95 მარშრუტზე რვა ავტობუსი, ხოლო N85 მარშრუტზე, რომელიც ვაკე-საბურთალოს წრიულად ემსახურება, ოთხი ავტობუსი გადანაწილდა. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ N95 სამარშრუტო ხაზზე მოძრავი ახალი ავტობუსით იმგზავრა, მოქალაქეებს გაესაუბრა და მათგან ქალაქში გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. “ამ ყველაფრის შედეგად, არსებული ყვითელი ავტობუსების პარკის ჩანაცვლებას შეძლებთ, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ყვითელ ავტობუსებს ყველანაირი რესურსი…

მეტი...

ცხოველთა წამება, მათზე ცდების ჩატარება და ორთაბრძოლებში ჩაბმა პატიმრობით დაისჯება

ცხოველთა გაწვრთნა შემდგომში ორთაბრძოლებში მონაწილეობის მიზნით, ცხოველისთვის არასაჭირო ოპერაციის ჩატარება, ექსპერიმენტი ცხოველზე და სხვა, რომელიც წამების ტოლფასია, 3 წლამდე პატიმრობით დაისჯება. საკანონმდებლო ცვლილება უკვე მზადაა, ახლა ჯერი პარლამენტზეა. ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში შედის, რომლითაც არსებულ კანონმდებლობაში დანაშაულის ჩამონათვალი იზრდება. როგორც კანონპროექტში ვკითხულობთ: შინაური ბინადარი ცხოველის გაუმართლებელი მოკვლა – დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ერთიდან ორ წლამდე ვადით; შინაური ბინადარი ცხოველის გამოყენება სამეცნიერო ექსპერიმენტისთვის და ლაბორატორიული ცდების ჩატარება მათზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ან ქირურგიული ოპერაციის ჩატარება, ვეტერინარის დანიშნულების გარეშე, – დაისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით; ცხოველთა გაწვრთნა…

მეტი...