“2020 წელს ზუგდიდში დევნილთა კომპაქტური ჩასახლება აღარ იარსებებს” – მერობის კანდიდატი

,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან დავით სერგეენკოსთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან და სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად ზუგდიდში მცხოვრებ იძულებით გადააგილებულ პირებს შეხვდა. გიორგი შენგელიამ შეხვედრაზე საარჩევნო პროგრამა წარადგინა და დევნილთა განსახლების საკითხებზე ისაუბრა. შენგელიას განცხადებით, პირველ რიგში, ის დევნილი ოჯახები დაკმაყოფილდებიან ბინით, ვინც ავარიულ შენობებში ცხოვრობს. „ამ ადამიანებმა დატოვეს ყველაფერი და ზუგდიდში ცხოვრების ხელახლა დაწყება მოუწიათ, მათ უმძიმესი დღეები გამოიარეს. მთავრობა ყველაფერს აკეთებს დევნილი ოჯახების ბინით უზრუნველყოფისთვის. ამჟამად ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე 720 დევნილი ოჯახისთვის ბინების მშენებლობა მიმდინარეობს.…

მეტი...

სეტყვა და ძლიერი წვიმა თბილისში

სეტყვა თბილისში დაახლოებით 20 წუთი გაგრძელდა. სეტყვას მოჰყვა ძლიერი წვიმა, რომელმაც რამდენიმე უბანი დააზარალა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ძირითადად დაიტბორა ეზოები, სადარბაზოები და ლიფტებიც კი. დაზიანდა სახურავები. ყველაზე მასშტაბური ზიანი კი გლდანი-ნაძალადევის, დიდუბის და დიღმის მოსახლეობამ მიიღო.

მეტი...

„ახლა უკვე საბჭოს გადასაწყვეტია, ვის წარადგენს პარლამენტში“ – ირაკლი კობახიძე მოსამარლეთა სიაზე

“ჩვენ შევიმუშავეთ ღია და გამჭვირვალე პროცესი, რომელიც კანონშია გაწერილი, ახლა საბჭოს გადასაწყვეტია, თუ ვის წარადგენს ამ ღია და გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე პარლამენტში და აქ ვერ მიიღება ვერავითარი თვითნებური გადაწყვეტილება, იმდენად ღიაა და გახსნილი პროცესი”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა განაცხადების მიღების პროცესთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ პროცესი რამდენიმე საფეხურისგან შედგება და საზოგადოებას დაკვირვების საშუალება ექნება. „ეს პროცესი მოიცავს გასაუბრებებს, მოიცავს თითოეული კანდიდატის შეფასებას და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ჩვენ დაგვაზღვევს იქიდან, რომ რაიმე თვითნებური გადაწყვეტილება მიიღოს ვინმემ”,- აღნიშნა პარლამენტის…

მეტი...

მახათას მთაზე საზეიმო წირვა შესრულდა

მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი აკურთხეს. კურთხევა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულზე მოხდა. ტაძარში საზეიმო წირვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა. ახლად ნაკურთხ ტაძარში კათოლიკოს პატრიარქმა 7 ჩვილი მონათლა. ნათლობა საზეიმო წირვის პარალელურად, ტაძრის სპეციალურ სანათლავში გაიმართა. როგორც საქართველოს პატრიარქმა იქადაგა, დღევანდელი დღე იქნება წილხვედრი და მოხარულია, რომ ამას საქართველოს ხელისუფლებაც იზიარებს. “მთელი ერი მოხარულია იმით, რომ დღევადელი დღე იქნება წილხვედრი. სქართველო იქნება წილხვედრი ვღთისმშობლისა და მოხარული ვარ, რომ ამას იზიარებს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამეტის თავმჯდომარე. განგება ღვთსამ ინება, საქართველო ყოფილიყო წილხვედრი ღვთისმშობლისა. როცა მოციქულებმა ყარეს წილი, ვინ სად უნდა…

მეტი...

კვიპროსში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

გუშინ, დაახლოებით 15:00-საათზე, კვიპროსში, საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. როგორც ერთ-ერთი დაკავებულის მეუღლემ „მედიაცენტრ მთავარს“ აცნობა, შალვა სპიროვი შაქრის დიაბეტით არის დაავადებული და დაკავებიდან ამ დრომდე, სასმელი წყალიც კი არ მიუწოდებიათ. „ჩემს მეუღლეს ბიძა გარდაეცვალა კვიპროსში და სამძიმარზე მიდიოდა. დააკავეს აეროპორტში, მესაზღვრეს უთქვამს, არ შეგიშვებთო. ბიძაშვილებს კი, ვინც მას აეროპორტში ხვდებოდნენ, უთხრეს, რომ უკანა ბილეთი წესრიგში არ აქვსო, არადა, უკანა ბილეთი ბიძაშვილებს ხელში ჰქონდათ, მათ აიღეს და 14-ში უნდა დაბრუნებულიყო. ამ ადამიანს აქვს შაქარი და ძალიან მაღალი საფრთხის შემცველია, შეიძლება, კომაშიც კი ჩავარდეს. არც საჭმელს აწვდიან და არც წყალს. ჩემი მეუღლის გარდა, იქ…

მეტი...

SOS – ტაო-კლარჯეთი ტუალეტად გადააქციეს – უნიტაზები ტაძარში

თურქეთში, ქართული კულტურის ძეგლები ტუალეტად აქციეს. მიწა გათხარეს, უნიტაზის მილები დაამონტაჟეს და ფაქტიც „გასკდა“. X საუკუნის ცნობილი ქართული ტაძრის ტუალეტად გადაქცევის შესახებ ინფორმაცია ისტორიკოსმა ბუბა კუდავამ გაავრცელა. „საგანგაშო, ყოვლად დაუჯერებელი და ყოვლად გაუგებარი სიახლე ტაო-კლარჯეთიდან! X საუკუნის ცნობილი ქართული ტაძრის – დოლისყანის კარიბჭეში ტუალეტი შენდება! ფოტოები ეს წუთია გამომიგზავნეს. კარიბჭეში უკვე ამოთხრილია ორმოები, რომლებიც რკინის ცხაურითაა დაფარული (ზედ ქვები აყრია). ჩალაგებულია მილები, ტაძარში შეტანილია შესაბამისი მასალა და დღე-დღეზე ალბათ ბეტონსაც დაასხამენ. აქაური ისტორიული ძეგლების დაზიანების (უყურადღებობით გამოწვეული თუ განზრახ ჩადენილი) უამრავი ფაქტია ცნობილი, მაგრამ იმედის მომცემი იყო ტენდენცია, რომ ბოლო…

მეტი...