„სტუმარი ზღურბლს რომ გადმოაბიჯებს, ის ქისტებისთვის არც ბანდიტია, არც ტერორისტი და არც კრიმინალი“ – ტერორისტ ჩატაევის საქმე

„როცა ადგილობრივი საზოგადეობის მენტალობას არ იცნობ, იქ სპეცოპერაციისთვის კი არა, გამარჯობის სათქმელადაც არ უნდა მიხვიდე“ – ამბობს მამუკა არეშიძე „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას და 2017 წელს პანკისში, საერთაშორისო ტერორისტ ჩატაევის ხელშეწყობისთვის ჩატარებულ სპეცოპერაციაზე საუბრობს. მისი თქმით, გამორიცხულია, რომ სპეცოპერაციისას, საკუთარ საძინებელში მოკლულ თემირლან მაჩალიკაშვილს საერთაშორისო ტერორისტის შესახებ არაფერი სცოდნოდა, თუმცა, იმ მიზეზზე საუბრობს, რის გამოც, ქისტები კრიმინალი იქნება თუ ტერორისტი, არაფერს ავნებდნენ. „როცა მენტალობაზე ვლაპარაკობთ უნდა გაითვალისწინოთ კავკასიელი მთიელის და კერძოდ ქისტის მენტალობა. მასთან მოსული სტუმარი, მით უმეტეს ნათესავი, ზღურბლს რომ გადმოაბიჯებს, ის აღარც ბანდიტია, აღარც ტერორისტი და აღარც კრიმინალი. ვაჟა…

მეტი...

„არ ვთვლი, რომ თემირლანი არაფრის აზრზე იყო, როგორც ამას მამამისი თვლის“ – მამუკა არეშიძე ჩატაევის საქმეზე

კავკასიის საკითხების ექსპრეტი მამუკა არეშიძე პანკისში, 2017 წლის 26 დეკემბერს ჩატარებულ სპეცოპერაციას იხსენებს, რომლის დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი საკუთარ საძინებელში მოკლეს. როგორც არეშიძე „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აცხადებს, სწორი არ არის, როცა თემირლან მაჩალიკაშვილი სულელად გამოჰყავთ, თითქოს, მან ჩატაევის შესახებ არაფერი იცოდა. „პირველივე დღეებში, ხელისუფლებას ჰქონდა ყველა საშუალება, რომ პრობლემა არ დაემძიმებინა და ამ ვითარებამდე არ მიეყვანა საქმე. ვგულისხმობ, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის დღეს. არსებული მონაცემებიდან და მასალებიდან გამომდინარე, სრულიად შესაძლებელი იყო მხარეების დანაშაულის განსაზღვრა – როგორც ოპერაციის დამგეგმავის და ჩამტარებლის, ისე იმ ხალხის, ვისაც ბერი სალოსის ქუჩასთან (სადაც ჩატაევი იმალებოდა)…

მეტი...

„უფროსი საუბრობს, უმცროსი უსმენს, უფროსი აკეთებს პაუზას, უმცროსი ხმას არ იღებს“ – რეალურია თუ არა მაჩალიკაშვილის ჩანაწერი

კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე სუს-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერის კონკრეტულ დეტალზე საუბრობს, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, დაასკვნა, რომ ჩანაწერი რეალურია. როგორც არეშიძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, საუბრის ჩანაწერში ზედმიწევნით არის დაცული პანკისელების მენტალიტეტი და ადათ-წესები და გამორიცხავს, რომ საუბარი დადგმული იყოს. „თუ ეს არის მაჩალიკაშვილი, მაშინ ხელისუფლებას ხელთ აქვს მხოლოდ ჩანაწერი. მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის სატელეფონო ჩანაწერი. ეს ჩანაწერი გაკეთებულია, ვიზუალური კონტაქტის შედეგად. რაც შეეხება მის რეალობას, თუ ჩანაწერი დადგმულია, მაშინ, სცენარისტი ძალიან კარგად იცნობს კავკასიელი ხალხის მენტალობას. მე ასეთ ადამიანებს პრაქტიკულად ვერ ვხედავ ჩვენს სივრცეში, რომელიც ვისაც შეიძლება ეს გაეკეთებინა“…

მეტი...

„პანკისის სტატისტიკა დანარჩენს საქართველოს შეადარეთ, მამას – შვილი, ძმას – ძმა და შვილს – დედა არასდროს მოუკლავს“

ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლის, მექა ხანგოშვილის განცხადებით, პანკისის ხეობის სტატისტიკა დანარჩენი საქართველოს კრიმინალური შემთხვევების სტატისტიკას რომ შეადარონ, ერთ ფაქტსაც ვერ ნახავენ, როცა ოჯახის წევრები ერთმანეთს ხოცავენ. როგორც ხანგოშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პანკისში კრიმინალი ნულოვანია. „პანკისში, ქისტების ცხოვრების 200 წლის მანძილზე, არც ერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც მათ იაზროვნეს არასახელმწიფოებრივად ან ჩაიდინეს ტერორისტული აქტი. ეს ჩვენგან შორს არის. შეადარონ კრიმინალის სტატისტიკა პანკისის ხეობაში და დანარჩენ საქართველოში. პანკისი ხეობაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ მამას შვილი მოეკლა, ძმას ძმა მოეკლას, შვილს დედა მოეკლას, ქალის გაუპატიურების შემთხვევები არ ყოფილა. დანარჩენი, პატარ-პატარა კრიმინალი გამორიცხულია, არ ხდებოდეს…

მეტი...