მალხაზ მაჩალიკაშვილი არ დაუკავებიათ

დაახლოებით 7 საათიანი დაკითხვის შემდეგ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა დატოვა. როგორც მისი ინტერესების დამცველმა მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა, მათ სუს-ის შენობაში აუდიოჩანაწერი მოასმენინეს, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2 დღის წინ გაავრცელა და რომელიც საფუძვლად დაედო შესაძლო ტერორისტული აქტის მომზადების გამო მალხაზ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ სს საქმის დაწყებას. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, ამ ჩანაწერთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნებიც ჰქონდა, რაც დაკითხვის ოქმში დააფიქსირა კიდეც. თავად მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, სამართალდამცველების მხრიდან დასმულ ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხა. დანარჩენი, დამნაშავეა თუ არა ის, გამოძიება დაადგენს. „არ მაქვს ძალა რამეს ვუპასუხო. რაც შეეხება ჩემს…

მეტი...

ორშაბათიდან, ახალი ავტობუსების მარშუტი შეიცვლება

ახალი, მწვანე ავტობუსები მგზავრებს, 13 მაისიდან მოემსახურება. პირველ ეტაპზე ისინი N85 და N95 მარშრუტებზე იმოძრავებენ. მუხიანის დასახლებიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრავ N95 მარშრუტზე 8 ავტობუსი განაწილდება, ხოლო N85 მარშრუტზე, რომელიც ვაკე-საბურთალოს წრიულად ემსახურება, 4 ავტობუსი.   23 მაისიდან ახალი ავტობუსებით ჩანაცვლდება N50, N55 და N71 მარშრუტებზე მოძრავი, მოძველებული ტრანსპორტიც. N50-ზე – 8 ერთეული, N55-ზე – 10 ერთეული და N71-ზე კი – 9 ერთეული ავტობუსი იმოძრავებს. სამივე მარშრუტი დედაქალაქის გარეუბნებს ბარათაშვილის ქუჩასთან აკავშირებს: N50 ვაზისუბნიდან, N55 – წმ. ბარბარეს უბნიდან, ხოლო N71 – ვარკეთილიდან მოძრაობს. როგორც თბილისის მერიაში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს,…

მეტი...

უშუქო დასახლებებში მზის პანელები დამონტაჟდება

მთავრობამ, უშუქო დასახლებებში მზის პანელების დასამონტაჟებლად 2 მილიონი ლარი გამოყო. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე გამართლ ბრიფინგზე განაცხადა, საუბარია ისეთ დასახლებებზე, რომელსაც უნიკალური ტურისტული პოტენციალი აქვს, თუმცა ელექტროენერგიის წვდომის გარეშე მათი განვითარება ფერხდება.  პრემიერ-მინისტრის განცხადებით შესაბამისი პროექტი უკვე მომზადებულია.

მეტი...

მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი ძმის შვილის მაჩხაანში, საფლავზე ჩასვლას გამორიცხავს

მალხაზ მაჩალიკაშვილი გამორიცხავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მისი ძმის შვილი მაჩხაანში, სოსო გოგაშვილის მამის საფლავზე იმყოფებოდა. როგორც სუს-ის შენობასთან მაჩალიკაშილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თუ მსგავსი ვიდეო არსებობს, ეს უნდა ნახოს და პასუხებს მხოლოდ ამის შემდეგ გასცემს. „თუ კადრებს ვნახავ, ამის მერე გავცემ კითხვას პასუხს, თუ რატომ და რისთვის იყო ჩასული. 1500 საქმეა რატომ და რისთვის შეიძლება ჩასულიყვნენ იქ. თუ იცოდნენ, რომ საფლავთან იყვნენ ჩასულები, სად იყვნენ… ფაქტზე დაეჭირათ. უბრალოდ, ეს არის ჩემი განადგურების მცდელობა. ეს არის ანგარიშსწორება. მთელი ხელისუფლება მებრძვის მე, ერთ ადამიანს”, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.…

მეტი...

ადვოკატი მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავებას არ გამორიცხავს 

მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატის, მარიამ კუბლაშივილის განცხადებით, გამორიცხული არ არის მალხაზ მაჩალიკაშვილს ბრალი წარუდგინონ დაააკავონ. ადვოკატის განცხადებით, დასადგენია ბევრი რამ. მაგალითად, რამდენად ავთენტურია ჩამაწერი, არის თუ არა უწყვეტი თუ დამონტაჟებული და ასევე, რამდენად სწორია თარგმანი. “გამორიცხული არ არის, რომ მოხდეს მალხაზის დაკავება. იმ მტკიცებულებების გათვალისწინებით მისი დაკავების მიზეზი არ არსებობს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ სრულ მასალაზე წვდომა არ გვაქვს, არ არის გამორიცხული, რომ მათ ჰქონდეთ მტკიცებულებათა ერთობლიობა ან არ ჰქონდეთ. ვერ ვიმსჯელებ, რამდენად მართებულია მისი დაკავების საკითხი, მაგრამ ვერ გამოვრიცხავ, პოლიტიკური ნება თუ არის, პროკურატურის ნება თუ არის, ამ შემთხვევაში საკმარისად…

მეტი...

ფარული კონვერტი მალხაზ მაჩალიკაშილის სახლში

საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლის, მექა ხანგოშვილის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილს სახლში ფარული კონვერტი გაუგზავნეს. რა ეწერა ამ კონვერტში, ხანგოშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. „მაქვს ინფორმაცია და ეს აუცილებლად უნდა ვთქვა. მაისის თვეში, შუა რიცხვების შემდეგ, ღამის 12 საათზე, მაჩალიკაშვილების ოჯახში შეაცურეს კონვერტი, სადაც დაწერილი იყო, რომ თქვენი შვილის მკვლელი არის „ეს“, ეწერა სახელი, გვარი,მობილურის ნომერი და ადგილმდებარეობა“ – განაცხადა ხანგოშვლმა „მედიაცენრ მთავარში“. მისივე შეფასებით, ეს იყო პროვოკაცია შვილმოკლული მამის წინააღმდეგ, მაგრამ, მაჩალიკაშვილი არ წამოეგო ამ პროვოკაციას და არ დაუწყია ამ პიროვნების ძებნა. „მსგავსი პროვოკაცია, მის წინააღმდეგ ალიან ბევრჯერ მოხდა“ – აღნიშნა ხანგოშვილმა.

მეტი...

“სამების ტაძრის აშენებისა და მოხატვის სამუშაოებს წლებია ფონდი “ქართუ” ახორციელებს” – ზაზა გაბუნია

უწმინდესის მიერ ქართველის ერის პორტრეტად წოდებული სამების ტაძრის აშენების, მისი მოხატვის სამუშაოებს, წლებია ფონდი”ქართუ” ახორციელებს. ამ საქმეებშია 900-ზე მეტი ეკლესიის და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია და ათასობით სხვა უმნიშვნელოვანესი პროექტი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, რომ არა ბიძინა ივანიშვილის პატრიოტული პოზიცია და კეთილი ნება, მას ვერავინ და ვერაფერი აიძულებდა, ამ დიდი საქმის კეთებას და მატერიალური კულტურის უამრავი ძეგლი შესაძლოა უბრალოდ ფიზიკურად ვერ გადარჩენილიყო ,,იმის მიუხედავად, ამა თუ იმ წელს, ქვეყანაში არჩევნები იყო თუ არა – 1995 წლიდან მოყოლებული, თითქმის სამი ათეული წელია,…

მეტი...

„ქვეყანაში, სადაც პედაგოგის როლი დაფასებული არ არის, შეიძლება, თავისი წარსულიც და ფასეულობებიც დაკარგოს“ – პრემიერი

„ნებისმიერ სახელმწიფოს, სადაც პედაგოგის როლი შესაბამისად დაფასებული არ არის, არათუ მომავალი არ ექნება 21-ე საუკუნეში, არამედ, მან შეიძლება თავისი წარსულიც და ფასეულობებიც დაკარგოს. განათლება არის გზა თავისუფლებისკენ, ძლიერი, ერთიანი და დემოკრატიული ქვეყნის ჩამოყალიბებისკენ, ევროპისკენ, კეთილდღეობისა და ყველა იმ მძიმე გამოწვევის დაძლევისკენ, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სემინარის – “მასწავლებელი –მეგზური ევროპისკენ” გახსნისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, სწორედ განათლებაა ერთადერთი სწორი გზა და ამიტომაც არის ის ეროვნული იდეა. მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა პედაგოგთა პროფესიის კიდევ უფრო მეტი დაფასების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ განათლების მასშტაბური…

მეტი...

კავშირი ვაზაგაშვილის საფლავზე აფეთქებასა და გოგაშვილის შესაძლო აფეთქებასთან

კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ საფლავზე იური ვაზაგაშვილის აფეთქებასა და მაჩალიკაშვილთან დაკავშირებულ ჩანაწერში დაგეგმილ აფეთქებას შორის გარკვეული კავშირი არსებობს. როგორც არეშიძემ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში ისაუბრა, მინიმუმ, ამ ორ საქმეს ერთიდაიგივე დამგეგმავი ჰყავს. „არ ვიცი, გავრცელებულ ჩანაწერში ნამდვილად მალხაზ მაჩალიკაშვილი საუბრობს თუ არა, მაგრამ, რატომღაც პარალელი გავავლე ვაზაგაშვილის მკვლელობასთან. შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ერთიდაიგივე დამრიგებელი ჰყავდა იმ ადამიანს, რომელიც ამ თემაზე საუბრობდა. სასაფლაო ყველასთვის წმინდა ადგილია ბუნებრივია, იქ ტერორისტული აქტი და მკვლელობა მიუღებელია, მაგრამ ჩვენ გვაქვს ფაქტი – ვაზაგაშვილის მკვლელობა, რომელიც სასაფლაოზე მოხდა“ – აცხადებს მამუკა არეშიძე და პარალელებს ავლებს.…

მეტი...

„სისხლის აღების ტრადიციების გამო უფრო მეტი ახალგაზრდა იღუპება, ვიდრე სეპარატისტებთან ბრძოლებში“ – მამუკა არეშიძე

„სისხლის აღების წესი რასაკვირველია, არსებობს კავკასიელ მთიელებში. ეს ტრადიცია შენარჩუნებულია და ამ ტრადიციას აქვს თავისი ყოველდღიური ფაქტები“ – აღნიშნული განცხადება მამუკა არეშიძემ „მედიაცენტრ მთავარში“, მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა. როგორც კავკასიის საკითხებში ექსპერტი აღნიშნავს, დღეს სისხლის აღების ტრადიციების გამო უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე ბრძოლებში და ერთ კონკრეტულ შემთხვევასაც იხსენებს. „ჩვენთვის უზარმაზარი ტრაგედია იყო, როცა კოდორის ხეობის რეალობაში, საქართველოს იურისდიქციაში, უფრო მეტი ახალგაზრდა დაიღუპა სისხლის აღების ტრადიციიდან გამომდინარე, ვიდრე სეპარატისტებთან ბრძოლაში. თქვენ იცით, რომ იქ ინტენსიურად იბრძოდნენ სეპარატისტების წინააღდეგ ადგილობრივი სვანები. ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ ეს ტრადიცია პანკისის…

მეტი...

„ტერორისტულ აქტზე დავალება გაცემულია“ – მამუკა არეშიძე მაჩალიკაშვილზე

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვლის ჩანაწერიდან, რომელიც სუს-მა გაავრცელა, ტერორისტული აქტის განხორციელებაზე დავალების გაცემა აშკარად იკვეთება. აღნიშნულთან დაკავშირებით არეშიძემ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში ისაუბრა. „რაც შეეხება ჩანაწერის ავთენტურობას, ამაზე სამართლებრივი შეფასების გაკეთება არ შემიძლია, მაგრამ, ის რომ დავალება არის გაცემული იმისათვის, რომ მოხდეს ტერორისტული აქტი კონკრეტული პიროვნების წინააღდეგ ეს ამ საუბრიდან ჩანს“ – განაცხადა მამუკა არეშიძემ „მედიაცენტრ მტავარში“. ექსპერტი ჩანაწერის ისეთ კონკრეტულ დეტალებზეც საუბრობს, რომელიც ამყარებს მტკიცებას, რომ ჩანაწერი რეალურია. „ჩანაწერში ზედმიწევნით, ზუსტი სიზუსტითაა დაცული კავკასიელების, მთიელების წესი უფროსისა და უმცროსის საუბარს შორის. ეს ჩანაწერია ნიუანსია, თუმცა,…

მეტი...

„მკვლელი მაჩალიკაშვილთან რომ მისულიყო და ეღიარებინა, ის აპატიებდა“ – სისხლის აღება და სისხლის პატიება

„სასაფლაო ჩვენთვის ძალიან წმინდა ადგილია. მაღალი თანამდებობის პირებმა კარგად შეისწავლონ ჩვენი ტრადიციები, თუნდაც ქისტების სამართლის კოდექსი, რომელიც 4 ენაზე ითარგმნა და რომელიც გამორიცხავს წმინდა ადგილის – სასაფლაოს სასაკლაოდ გამოყენებას და ტერორისტულ აქტს“ – აღნიშნული განცხადება ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელმა მექა ხანგოშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. მისი შეფასებით ტერორისტად გამოცხადებულ მალხაზ მაჩალიკაშვილს შურისძიების სურვილი და განცდა შესაძლოა ჰქონოდა, რადგან უდანაშაულო ერთადერთი შვილი მოუკლეს, თუმცა, ფიქრები და აზრები არ ნიშნავს, რომ ის ტერორისტულ აქტს გეგმავდა. „სასაფლაო ეს არის ძალიან წმინდა, არ აქვს მნიშვნელობა ეს მუსლიმთა სასაფლაოა თუ ქრისტიანთა. ეს არის ძალიან წმინდა და ხელშეუხებელი.…

მეტი...

წარმოუდგენელია, მაჩალიკაშვილს საკუთარი ძმის შვილი გაეწირა, მას ტერაქტი საკუთარ სახლში მოუწყვეს“ – მექა ხანგოშვილი

ჩეჩნური დიასპორა მალხაზ მაჩალიკაშვილის მხრიდან ტერაქტის მომზადებას გამორიცხავს. როგორც მექა ხანგოშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ჩანაწერი ავთენტურიც რომ იყოს, მაჩალიკაშვილი საკუთარ ძმის შვილს არ გაწირავდა. „გლობალურ სამყაროში ვცხოვრობთ, ხმა შეიძლება ნამდვილად ეკუთვნის მაჩალიკაშვილს, თუმცა ჯერჯერობით, ამ ჩანაწერის ავთენტურობა არ არის დადგენილი. ამდენად, ვიტოვებთ ეჭვს, რომ შეიძლება, ეს არც კი იყოს მაჩალიკაშვილის ხმა. თუმცა, რომც იყოს, გარდა იმისა, რომ აღელვების ნიადაგზე, ადამიანმა, რომელმაც წელიწადნახევრის განმავლობაში ვერ იპოვა სამართალი ამ ქვეყანაში, მას რა თქმა უნდა მუდმივად ექნებოდა განაწყენება, გაღიზიანება და სამართლიანობის მოთხვნა. მოდი, ყველამ ჩავიხედოთ ჩვენ გულში, ერთადერთი შვილი და გვარის…

მეტი...

“როცა სახელმწიფო აცხადებს, რომ მის ქვეყანაში ტერორისტები იზრდებიან, ეს მისთვისაც დარტყმაა, დამთავრდეს მანიპულაცია“ – მექა ხანგოშვილი

ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი საქართველოს ხელისუფლებას, პანკისის ხეობის მიმართ, არამშვიდობიანი პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ჩეჩნებმა ხეობის მშვიდობიან რელსებზე გადაყვანა ვერ მოახერხეს. ხეობაში მიმდინარე პროცესებზე მექა ხანგოშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. „ჩემი პოზიცია პანკისის ხეობის მოსახლეობის პოზიციასთან სრულ კავშირშია. ამ საკითხში ყველანი ერთსულოვანი ვართ. სამწუხაროდ, გრძელდება მაჩალიკაშვილის და მისი ოჯახის დისკრედიტაცია. სამწუხაროდ, ის სპეცოპერაცია, რაც პანკისში მოხდა, ჯერ კიდევ არ აქვს მოსახლეობას მონელებული. 21 აპრილს მოხდა ძალიან დიდი ტრაგედია ხეობაში და როდესაც ხეობის მოსახლეობა ვცდილობთ, მშვიდობიან რელსებზე გადავიყვანოთ ხეობა, სამწუხაროდ ამ დროს ძალოვანი სტრუქტურები აკეთებენ ისეთ რაღაცას, რომ ხეობაში…

მეტი...

“ზუგდიდელებს ერთმანეთს არ დავაპირისპირებ!”-გიორგი შენგელია სანდრა რულოვსს

,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია, მის ოპონენტს ,,ნაციონალური მოძრაობიდან“ სანდრა რულოვსს საზოგადოებრივ მაუწყებელში ნეიტრალურ ფორმატში, დებატებს სთავაზობს, სადაც ყველა ნაციონალური ტელევიზიის ჟურნალისტს შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს. გიორგი შენგელიამ სანდრა რულოვსი, ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში დებატებში ორი დღის წინ გამოიწვია, თუმცა ის დებატებს არ თანხმდება და კანდიდატთან შეხვედრა განმუხურის ამფითეატრში სურს, სადაც შეხვედრა მისი და შენგელიას მხარდამჭერებთან ერთად მოხდება. რასაც “ქართული ოცნების” კანდიდატი არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ზუგდიდელების დაპირისპირებას არ დაუშვებს. ,,ორდღიანი ფიქრის შემდეგ, ქალბატონმა სანდრამ გადაწყვიტა რიგით მოქალაქეებს ამოფარებოდა. ჯერ ტელეკომპანია იმედის ეთერში უარი…

მეტი...

„დახოცილი პირუტყვის ხორცი ბაზარზე არ მოხვდება, მისი დამარხვა მიმდინარეობს“ – აცხადებენ სააგენტოში

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზლაჯლოში, ერთ-ერთი ფერმერის ძროხების დაცემის ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო. მოსახლეობას შიში აქვს, რომ დახოცილი შინაური ცხოველების ხორცი შესაძლოა, გასაყიდად ბაზარში და ხორცის გადამამუშავებელ საწარმოებში აღმოჩნდეს. როგორც სააგენტოში „მედიაცენტრ მთავარს“ განუმარტეს, დახოცილი ძროხების ხორცი გასაყიდად არ მოხვდება და მასზე კონტროლს სურსათის ეროვნული სამსახური ახორციელებს. შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია და ფოტოები, როგორ ეყარა საძოვარზე დახოცილი ძროხები. როგორც ფერმერი აცხადებდა, მას მთლიანი ფერმა, 150 ძროხა მოუკვდა. მიზეზად კი ერთ-ერთ ხსნარს ასახელებდა, რითაც ძროხები დაბანა. ფერმერის განცხადებით, საქონელი ბანკიდან გამოტანილი თანხით იყიდა და მისი ზარალი საკმაოდ დიდია.…

მეტი...