“მიმდინარეობს მოპოვებული მტკიცებულებების შეფასება” – პროკურატურა მაჩალიკაშვილზე

პროკურატურა სუს-ის მიერ გავრცლებულ განცხადებაზე, რომელიც მალხაზ მაჩალიკაშვილის მხრიდან ტერორისტული აქტის დაგეგმვას ეხება, განცხადებას ავრცელებს. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე, სუს-ის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების შეფასება მიმდინარეობს. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით წარმოებული ღონისძიებების ფარგლებში, გამოავლინა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით, რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე და კომპლექსურად გატარებული საგამოძიებო, ოპერატიული და პრევენციული ხასიათის ღონისძიებების შედეგად, ეფექტურად შეძლო ამ დანაშაულის თავიდან აცილება. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დანაშაულის პრევენცია განხორციელდა იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელზეც გამოძიება სუსმა დაიყწო 2018 წლის ივნისში, სსკ-ის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით და 323…

მეტი...

„ნებისმიერ ადგილზე, იქ დანის დარტყმა ხდება, იქ იარაღის სროლა ხდება, იქ სხვა ხდება“ – მაჩალიკაშვილის ჩანაწერი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მალხაზ მაჩალიკაშვილის ფარული სატელეფონო ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც მაჩალიკაშვილი მის ძმის შვილს სოსო გოგაშვილის თვალთვალს ავალებს. „კრიმინალებიც და ჯოგიც მე დამსდევს. ნებისმიერ ადგილზე, იქ დანის დარტყმა ხდება, იქ იარაღის სროლა ხდება, იქ სხვა ხდება . იქ თუ რაღაც მოხდა, დაჭერა ხდება. სულ პირველად, ჩვენი მხარის ხალხი შენ გიკითხავს, ჰუსეინი სად არისო. თუ ასეთი რამე მოხდა, შენ სადმე იქნები წასული, შენ ხალხისგან გაიგებ მაგას. მაგ მომენტში პირველს შენ დაგირეკავენ, შენ მოგიწევს თქმა, მანდ არ ვარ, მე სხვაგან ვარო, ამიტომ ეს მისვლა-მოსვლა მოაშორე. არავინ აღარ მომიგზავნო, ჰუსეინი ჩვენთან ერთად იქ…

მეტი...

„ნებისმიერ მეთოდს მიმართავენ, რომ გამანადგურონ“ – მალხაზ მაჩალიკაშვილი

ტერორისტული აქტის მომზადებისთვის დადანაშაულებული მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის წინ გაშლილ კარვებთან არ იმყოფება. მან ტერიტორია დაახლოებით 30 წუთის წინ დატოვა და დაიბარა, რომ სალოცავად მიდიოდა. როგორც მაჩალიკაშვილმა სუს-ის ბრალდებების მოსმენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ის მისი შვილის მკვლელების დასჯას ითხოვე, სახელმწიფო კი მისი ოჯახის განადგურებითაა დაკავებული. „დაიჭირონ ჩემი შვილის მკვლელები, ეს დანაშაული სახელმწიფოს აქვს ჩადენილი. ესენი ყველაფერს აკეთებენ, ნებისმიერ მეთოდს მიმართავენ, რომ გამანადგურონ“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც მალხაზ მაჩალიკაშვლის მიერ დაგეგმილ ტერორისტულ აქტზე ისაუბრა. მალხაზ მაჩალიკაშვილის მეუღლე კი აცხადებს, რომ ეს ყველაფერი ტყუილია,…

მეტი...

სუს-ის მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტი მაჩხაანში უნდა მოეწყო

მალხაზ მაჩალიკაშვილის წინაარმდეგ, სსკ-ის 18, 323-ე და 3231 მუხლებით გამოძიება დაიწყო. სუს-ის ინფორმაციით, საქმეში სხვა ფიგურანტებიც არსებობენ. ამ ეტაისთვის არსებული მტკიცებულებით, მაჩალიკაშვილის ობიექტი სუს-ის ყოილი მაღალჩინოსანი იოსებ გოგაშვილი იყო. „მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ცნობილი გახდა მალხაზ მაჩალიკაშვილის დანაშაულებრივი განზრახვის შესახებ, ამ დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით, საქმის სავარაუდო ფიგურანტების, მჭიდრო ოპერატიული მეთვალყურეობის ქვეშ აყვანის პარალელურად, გატარდა პრევენციული ხასიათის სხვა ღონისძიებებიც, მათ შორის უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა იოსებ გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ. გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება, რომ 2019 წლის 23 მარტს უშუალოდ მალხაზ მაჩალიკაშვილმა მისცა მითითება…

მეტი...

სუს-ის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილი ტერორისტულ აქტს და რამდენიმე ადამიანის მკვლელობას გეგმავდა

ტერორისტული აქტის მომზადების და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის ან/და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე სუს-მა მალხაზ მაჩალიკაშვილის და მისი რამდენიმე ახლობლის წინააღდეგ გამოძიება დაიწყო. როგოც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა გამოვლენილია, რომელსაც სატელეფონო ფარული ჩანაწერები ამყარებს. „უმძიმესი დანაშაული თავიდან იქნა აცილებული უშუალოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძალისხმევის შედეგად. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ დეპარტამენტში ამჟამად გამოკითხვაზე იმყოფება მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, მორის მაჩალიკაშვილი, რომელიც მალხაზ მაჩალიკაშვილის გეგმის მიხედვით, ჩართული უნდა ყოფილიყო აღნიშნული ტერორისტული აქტის განხორციელებაში. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში 2018 წლის 1…

მეტი...

დავით ბაგრატიონს, პოლიციაში 5 საათი კითხავდნენ

თბილისის პოლიციის სამმართველოში დავით ბაგრატიონ-მუხრანელის გამოკითხვა დასრულდა. დავით ბაგრატიონ-მუხრანელი საგამოძიებო უწყებაში მოწმის სახით იყო დაბარებული, რომელიც გამოძიების კითხვებს დაახლოებით ხუთი საათის განმავლობაში პასუხობდა. მისმა ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა, 5 წლის წინ დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ, ყოფილ მეუღლეზე, ფიზიკურად ძალადობას სიცრუე უწოდა და აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა, გამოძიებას ამომწურავად გასცა პასუხი. „ყველა კითხვას ამომწურავად ვუპასუხეთ. არც ერთი კითხვა არ დარჩენილა. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის რთულია სერიოზულად პასუხის გაცემა. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ გამომძიებელი საკმაოდ კომპეტენტურია. მან დეტალურად იცის, რომ ეს ყველაფერი არის აბსურდი. კომიკურია ხუთი წლის წინანდელ ფაქტზე მსჯელობს…

მეტი...

ბიზნესომბუდსმენი, მთავარ პრობლემად გაჭიანურებულ სასამართლო საქმეებს ასახელებს

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და  აპარატის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ირაკლი ლექვინაძეს განცხადებით, შეხვე​დრაზე განიხილეს, ბიზნესის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების და პროკურატურაში გამოძიებების გაჭიანურების საკითხები. „ვისაუბრეთ იმ სისტემურ სამართლებრივ საკითხებზე, რომელიც დღეს ბიზნესს აწუხებს. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ  ეკონომიკურ და ბიზნესის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან  და ვცვლით ინფორმაციას. განსაკუთრებით აქტუალურია  სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების და  პროკურატურაში გამოძიებების გაჭიანურების საკითხები.“ – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“, „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ (CSRDG), ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია, ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) წარმომადგენლები.

მეტი...

17 მაისს, თბილისში, მაღალი დონის ღონისძიებები გაიმართება და კონცერტიც შედგება

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გაუგებრობა, ამ ეტაპისთვის, მოხსნილია. როგორც „მედიაცენტრ მთავარში“ 17 მაისის ღონისძიებების ორგანიზატორმა, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ხალმძღვანელმა კოტე სვანაძემ განაცხადა, ეს დღე სიახლეებით ჩაივლის და ხელოვანების მხრიდან, კონცერტში მონაწილეობის ინტერესიც საკმაოდ დიდია. „ ჩვენი ორგანიზაცია მეხუთე წელია, ორგანიზებას უწევს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს. ეს ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ, ჩვენთვის ყველაზე ფასეულს – ჩვენს ოჯახს. წელს, წინა წლებთან შედარებით, გარკვეული სიახლეები გვაქვს. იგეგმება მასშტაბური საზეიმო მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან. ასევე, შემოგვიერთდებიან სხვადასხვა გაერთიანებები. რუსთაველის გამზირის გავლის შემდეგ, პატრიარქი ყველა მონაწილეს მიიღებს და სამების ტაძარში დალოცავს. სწორედ ამის…

მეტი...

მცხეთაში, ბინას 120 დევნილი ოჯახი მიიღებს

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მცხეთაში დევნილთათვის ორი კორპუსის მშენებლობა დაასრულა. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 5.5 მილიონი ლარია. მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, აღნიშნულ კორპუსებში 120 დევნილ ოჯახს გადაეცემა საცხოვრებელი სახლი. მათი ინფორმაციით, სამუშაოები ითვალისწინებდა ორი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას, მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობასა და გარეგანათების მონტაჟს. ორივე კორპუსს აქვს საკუთარი ავტოსადგომი, პანდუსები, გზებზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი და გაიმართა სანიაღვრე სისტემები.  საცხოვრებელი ბინები სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. გარდა ამ პროექტისა, როგორც ფონდში აცხადებენ, დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა სხვა მუნიციპალიტეტებშიც ხორციელდება, მათ შორის ქუთაისში, წყალტუბოსა და ზუგდიდში. აღნიშნული…

მეტი...

დედა, მამა და ორი შვილი ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის მასშტაბური სქემა გამოავლინა. დაკავებულია 7 პირი, აქედან 4 ბრალდებული ერთი ოჯახის წევრია.  როგორც შს მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, აღნიშნული პირები ინტერნეტით ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას.  ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მცირე შეკვრებად აფასოებდნენ, თბილისში სხვადასხვა მისამართზე, სამალავებში ათავსებდნენ, ფოტოებს უღებდნენ და შესაბამისი აღნიშვნებით და კოორდინატებით ნარკოტიკული საშუალების შემძენ პირებს უგზავნიდნენ, ხოლო თანხა ვებ-გვერდ ,,მატანგა’’-ს ანგარიშზე ერიცხებოდათ. ჩატარებული მასშტაბური ოპერაციის შედეგად, ორგანიზებული ჯგუფისგან ამოღებულია 2 125 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. შვიდივე დაკავებულს აღკვეთი ღონისძიების სახით 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით პატიმრობა შეეფარდა.…

მეტი...

„შავი პიარია, რომ დავით ბაგრატიონი სიგარეტს ღერა-ღერა ყიდულობდა“ – ადვოკატი

ბაგრატიონ-მუხრანელი ანა ბაგრატოონ-გრუზინსკის შავი პიარის აგორებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება ანა ბაგრატიონის ინტერესების დამცველის განცხადებას, რომ დავით ბაგრატიონს ქონება მემკვიდრეობით არ მიუღია და მან ქონება სამეფო ორდენების გაყიდვით მიიღო. კერძოდ, როგორც ლევან გორელაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, დავით ბაგრატიონი საპატრიარქოს ხარჯზე ცხოვრობდა და სიგარეტს ღერობით ყიდულობდა. ამ და მსგავს განცხადებებს, დავით ბაგრატიონი, მისი ინტერესებს დამცველის მეშვეობით ეხმიანება. „აღნიშნულ ფაქტს ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, რადგან არ ვარ საქმის კურსში, რომ დავით ბაგრატიონი საპატრიარქოს ხარჯზე ცხოვრობდა. უცნაურია მოწინააღმდეგე მხარის ამდაგვარი განცხადება. მოწინააღმდეგე მხარე იმ დონემდეც კი დავიდა, რომ თურმე, ჩემი მარწმუნებელი სიგარეტს ღერებით…

მეტი...

პატრიარქი, გარეჯთან დაკავშირებით აზერბაიჯანის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელ დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, 4 და 5 მაისს საქართველოს საპატრიარქოში აზერბაიჯანის ელჩ დურსუნ ჰასანოვთან და სრულიად კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელ ფაშა ზადეს წარმომადგენელ ალი ალიევთან შეხვედრა გაიმართა.  როგორც დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძემ “მთავარს” განუცხადა, შეხვედრებზე დავით გარეჯის საკითხი განიხილეს. “საპატრიარქო გარეჯის მონასტერთან დაკავშირებულ პრობლემების მოგვარებაში ინტენსიურად იქნება ჩართული. 4 და 5 მაისს საპატრიარქოში შედგა შეხვედრა აზერბაიჯანის ელჩთან, დურსუნ ჰასანოვთან და სრულიად კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელის ფაშა ზადეს წარმომადგენელთან ალი ალიევთან. საკითხი ეხებოდა დავით გარეჯთან დაკავშირებულ ვნებათაღელვას. საუბარში ხაზგასმით ითქვა, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობას ესაჭიროება მოფრთხილება და…

მეტი...

საზაფხულო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება

თბილისში, ივლისის თვეში  40 საზაფხულო ბაგა-ბაღი იმუშავებს, სადაც სერვისით სარგებლობის საშუალება 13 000 აღსაზრდელს ექნება. საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 15 მაისს, 21 საათზე დაიწყება. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძეს განცხადებით, საზაფხულო ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელები მომსახურებას მიიღებენ მხოლოდ მიმდინარე წლის ივლისში და აღნიშნული რეგისტრაცია არ ეხება 2019-2020 სააღმზრდელო წელს. ამასთან, საზაფხულო ბაღების სერვისი ხელმისაწვდომია არა მხოლოდ ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელებისთვის, არამედ 2-დან 6 წლამდე ასაკის ნებისმიერი ბავშვისათვის. საზაფხულო ბაღები რაიონების მიხედვით შემდეგ სკოლამდელ დაწესებულებებში იფუნქციონირებს: გლდანის რაიონი – N153, N48 N205, N216, N186; დიდუბის რაიონი – N11, N92, N23, N15; ვაკის…

მეტი...

„დავითი ანას ცემას არ აღიარებს, ის დაბრუნდა და გაქცევას არ აპირებს“ – ბაგრატიონების დაპირისპირება

საქართველოში დაბრუნებული დავით ბაგრატიონ-მუხრანელი შესაბამის სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობაზე მზაობას აცხადებს. რაც შეეხება მის წინააღმდეგ აღძრულ სს საქმეს, ძალადობას კატეგორიულად გამორიცხავს. „დავითი არ აღიარებს ქალბატონი ანას მიერ გაცხადებულ ფაქტს, რომ ადგილი ჰქონდა მისი მხრიდან ძალადობას. აღნიშნული დავა არის ხანდაზმული და უპერსპექტივო. მას 126 პრიმა მუხლით უკვე გავიდა ხანდაზმულობის ვადა“ – აღნიშნული განცხადება დავით ბაგრატიონის ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. მისივე თქმით, სწორედ ანა ბაგრატიონმა აუგორა დავით ბაგრატიონს ჭორი, თითქოს ის მართლმსაჯულებას გაექცა. „ის აჟიოტაჟი, რომელიც მოწინააღმდეგე მხარემ ატეხა, რომ ჩემი მარწმუნებელი ემალება მართლმსაჯულებას, გაიქცა და მიატოვა ქვეყანა ეს არის ტყუილი. ეს დადასტურდა…

მეტი...

„თუ სასამართლო „დედოფლის“ მოთხოვნა დააკმაყოფილებს, ბოლომდე ვიბრძოლებთ“ – „მეფის“ ადვოკატი

იმ შემთხვევაში, თუ თბილისის საქალაქო სასამართლო დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონს გრუზინკებისთვის ქონების გაყოფას დაავალდებულებს, „მეფის“ მხარე სარჩელს გაასაჩივრებს და საქმეს ბოლომდე მიყვება. განცხადება სადავო ქონებასთან დაკავშირევით „მედიაცენტრ მთავარში“ დავით ბაგრატიონის დავოკატმა ლევან ჩხეიძემ გააკეთა. „ეს დავა სასამართლომ, ჩვენს წინააღდეგ რომ გადაწყვიტოს, ეს ჩვენთვის საბოლოო ვერდიქტი არ იქნება. ჩვენ, ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ. ეს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოვა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებასთან და კანონთან. ჩვენ დავიცავთ ყველა სამართლებრივ ინსტანციას. თუ სამივე ინსტანცია დაადასტურებს, ომ „დედოფლის“ მოთხოვნა კანონიერია, ქალბატონი ანა ბოლო თეთრის ჩათვლით მიიღებს იმას, რაც ეკუთვნის,“ – განაცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“. რამდენიმე კვირის უკან კი,…

მეტი...

დავით ბაგრატიონი ანა დედოფალს ქონებას არ გაუყოფს, სასამართლო კი ვერდიქტს ხვალ გამოიტანს

ბაგრატიონების სამეფო ოჯახის დაპირისპირება ისევ განახლდა. ამჯერად, საბოლოო სიტყვა სასამართლოზეა, რომელიც ხვალ უნდა გამოცხადდეს. მიუხედავად სასამართლოს ვერდიქტისა, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ყოფილი მეუღლისთვის ქონების გაყოფას არ აპირებს და შემდგომ ისტანციას მიმართავს. „ჩვენი ისტორია დასასრულს უახლოვდება. პირველი სასამართლო დავა ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა და ჩვენი ინტერესი დაკმაყოფილდა. საქმე მოიხსნა განხილვიდან. ხვალ იქნება მეორე გადაწყვეტილება, რომელიც ქონებრივ დავას უკავშირდება. მოცემულ დავაში ჩვენს სასარგებლო გადაწყვეტილებას ველოდებით. გარწმუნებთ, რომ ეს დავაც სასამართლოში ისევე დადნება ნაყინივით, როგორც პირველი საქმე დადნა“, – აღნიშნა დავით ბაგრატონ მუხრანელის ინტერესების დამცველმა „მედიაცენტრ მთავარში“. რაც შეეხება მტკიცებულებებს, რის გამოც „მეფის“ მხარე სასამართლო პროცესის…

მეტი...

6 სოციალური საწარმო მოზარდების სამსახურშია

6 სოციალური საწარმო თბილისში, თელავსა და გორში და დასაქმებული 36 მოზარდი – ეს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ პროექტია. სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი მოზარდები კი პროექტის ფარგლებში პროფესის ითვისებენ, საქმდებიან და ფეხზე მყარად დგომისთვის პირველ ნაბიჯებს დგამენ. დავითი 17 წლისაა, სოციალურ საწარმოში მუშაობს და საკუთარი სტაბილური შემოსავალიც გააჩნია. საკუთარ მომავალს უკვე იმედიანად უყურებს და უფრო დიდი გეგმებიც აქვს: „მინდოდა, ჩემი შემოსავალი მქონოდა. პროექტიდან შემოთავაზების შემდეგ, გადავწყვიტე მუშაობა აქ დამეწყო. კოლეჯში ვსწავლობ, კომპიუტერული პროგრამების სპეციალობაზე და სოციალურ საწარმოშიც ამ მიმართულებით დავსაქმდი – მიღებულ შეკვეთებს პროგრამაში ვარეგისტრირებ და სამზარეულოს გადავცემ. მეუბნებიან, რომ საქმე…

მეტი...

ბაგრატიონების 180 000-იან ქონების გაყოფაზე სასამართლო გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს

8 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაგრატიონების სასამართლო პროცესი იმართება. ამჯერად, სასამართლო დავის ქონებრივ ნაწილს იხილავს. საუბარია ანა დედოფლის მხრიდან, ყოფილი ქმრისგან – დავით ბაგრატიონ-მუხრანელისგან მოთხოვნილ 90 000 ლარის ღირებულების ქონებაზე. როგორც დავით ბაგრატიონ-მუხრანელის სამოქალაქო საქმის ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ხვალ სასამართლო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. „ხვალ სასამართლოს გადაწვეტილება გამოცხადება. ჩვენს შეთავაზებაზე, მორიგებასთან დაკავშირებით, მეორე მხარისგან არანაირი რეაგირება არ ყოფილა. ჩვენი შეთავაზება შეთავაზებად რჩება. თუმცა, მზაობას ვაცხადებთ, ყველა საკითხი მოლაპარაკების რეჟიმში განვიხილოთ“ – განუცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარს“. რაც შეეხება სადავო ქონებას, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი დავით ბაგრატონ-მუხრანელს ძვირადღირებულ ავტომობილებს ედავება. კერძოდ: „პორშე კაიანი“,…

მეტი...