ლადო კახაძე – ადამიანებს აქვთ რწმენა, რომ ეშველება თბილისის იმ პრობლემას, რომელიც ამორტიზირებულ შენობა-ნაგებობებს ეხება

მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე ძველი, ამორტიზირებული შენობა-ნაგებობების აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობს. „ეს ურთულესი გამოწვევაა, ვიცი რომ ამ კუთხით ნაფიქრია, შესანიშნავად განხორციელებული პროექტებიც უკვე თვალსაჩინოა. ადამიანებს აქვთ რწმენა, რომ ეშველება თბილისის იმ პრობლემას, რომელიც ამორტიზირებულ შენობა-ნაგებობებს ეხება და განსაკუთრებით ეს თავმოყრილია ძველ თბილისში, განსაკუთრებით მთაწმინდაზე“ – განაცხადა ლადო კახაძემ მთაწმინდის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრაზე. მისი თქმით, არის კიდევ ურთულესი თემა – კულტურული მემკვიდრეობის საკითხი. „აქ არის ძალიან რთული გამოწვევები. ამ სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელია მისი სწორი აღქმა და რევიზია , რათა უუფლებო მესაკუთრენი, გახდნენ ღირსეული მესაკუთრენი და კაპიტალურ შენობაში მათ ჰქონდეთ…

მეტი...

ლადო კახაძე საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტის 100%-მდე გაზრდის ინიციატივით გამოდის

მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტის 100%-მდე გაზრდის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ლადო კახაძემ მთაწმინდის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, გამარჯვების შემთხვევაში მისი ეს ინიციატივა საკანონმდებლო პაკეტად იქცევა. „ეს არის საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტის სრულად გაზრდა 100%-მდე. ანუ მოსახლეს, რომელსაც ექნება გაჭირვება, მას დამატებითი სახსრების მოძიება პრაქტიკულად აღარ დასჭირდება და იმ ზედა ზღვარის ლიმიტის ფარგლებში სახელმწიფო მთლიანად გვერდით დაუდგება ამ ადამიანებს“ – განაცხადა ლადო კახაძემ. მისი თქმით, მეორე ინიციატივა ეხება ურთულეს გამოწვევას – ქრონიკულ დაავადებას. „ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ სახელმწიფომ შესანიშნავი – მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა შექმნა, რომელიც…

მეტი...

პანკისის სპეცოპერაციის საქმეზე პროკურატურა გადაწყვეტილებას 2 თვეში მიიღებს

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, პანკისის ხეობაში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება დასკვნით ეტაპზეა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს, ჩატარებულია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები და გამოკითხულია არაერთი პირი. „თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება 2017 წლის 26 დეკემბერს, ახმეტის რაიონში, სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სამსახურებრივი უფლებამოსილების, იარაღის გამოყენებით, შესაძლო გადამეტების ფაქტზე. ამ ეტაპზე, საქმეზე ჩატარებულია მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის: დათვალიერებულია შემთხვევის ადგილი და ამოღებულია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ნივთები, ჩატარებულია სასამართლო-სამედიცინო და კომპლექსური (გენეტიკური, ბალისტიკური,ტრასოლოგიური) ექსპერტიზები“ – ვკითხულობთ პროკურატურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, გამოკითხულია სუს-ის თანამშრომლებიც,…

მეტი...

დავით კირვალიძე შესაძლოა FAO-ს ახალი ლიდერი გახდეს – არჩევნები რომში

საქართველოს სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO)-ს ხელმძღვანელის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. FAO- ს ახალი ლიდერის არჩევნები, 23 ივნისს, რომში გაიმართება. მანამდე კი, დავით კირვალიძე, გაეროს შტაბ-ბინაში, მსოფლიოს უმაღლესი რანგის ხელმძღვანელ პირებსა და ელჩებს შეხვდა, სადაც მან ბიზნესიდან წასვლის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მცირე პაუზის შემდეგ ის გაორმაგებული ენერგიით უბრუნდება თავის საქმეს. შეხვედრაზე დავით კირვალიძემ FAO- ს ტრანსფორმაციისა და სამომავლო ცვლილებების განხორციელების კუთხით თავისი ხედვა წარადგინა. საქართველოს სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში (FAO) ახალი რეფორმების განხორციელებისთვის ემზადება. დავით…

მეტი...

მერობის კანდიდატი,საზეიმო ლიტურგიას დაესწრო

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო ლიტურგიას დაესწრო. წირვა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა ჩაატარა. წირვის დასრულების შემდეგ, მერობის კანდიდატმა თანაქალაქელებს გიორგობა მიულოცა. “მინდა, გიორგობის დღესასწაული მივულოცო ყველა მართლმადიდებელს და სრულიად საქართველოს. წმინდა გიორგის ძალა და მადლი ფარავდეს თითოეული თქვენგანის ოჯახს. გიორგობა განსაკუთრებული დღესასწაულია, წმ. გიორგი საქართველოს მფარველია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დაე, ეს დღე ახალი გამარჯვებების საწინდარი ყოფილიყოს” – განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.

მეტი...

მამუკა ბახტაძე ხონის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, ხონში სახალხო დღესასწაულს დაესწრო. მოსახლეობამ, იგი, ხონის საპატიო მოქალაქედ აირჩია. პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ხონი ტურისტული ქალაქი გახდება. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას ბევრი პროექტი აქვს დაგეგმილი ხონში, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე განათლების სფეროში. „ხონი არის კუთხე, რომელიც განათლებას განსაკუთრებით აფასებს. ყველა სკოლა იქნება რეაბილიტირებული, რომელიც იყო ხონელების თხოვნა, რომ ჩვენ გაგვეკეთებინა დროულად. პირველი სკოლა, სოფელ გორდის სკოლა და სკოლა სოფელ გოჩა ჯიხაიში, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი სკოლა საქართველოში. წლის ბოლომდე ჩვენ დავასრულებთ ახალი პროფესიული სასწავლებლის მშენებლობასა და ავაშენებთ ყველაზე მაგარ, თანამედროვე ახალგაზრდულ ცენტრს. გპირდებით, რომ ხონი…

მეტი...

ბორჯომის ხეობაში, ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენა დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში, 2008 და 2017 წლებში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის საგაზაფხულო სამუშაოებს აგრძელებს. როგორც სამინისტროში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, ბორჯომის ხეობაში ჯამში 250 ათასამდე ნერგია დარგული. „ბორჯომის ხეობაში პირვანდელი ტყის სრული ეკოსისტემის აღდგენას წლები სჭირდება.   ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, შემუშავებული პროექტის საფუძველზე, 2018 წელს 144 -ჰა  ფართობზე უკვე განახორციელა დარგვის სამუშაოები. ჯამში, შემოდგომაზე, 250 ათასამდე ნერგი დაირგო. გაზაფხულზე  ტყის აღდგენის პროექტს ასევე 144 ჰა ფართობზე ვაგრძელებთ. წიწვოვანთან ერთად, ფოთლოვანი სახეობის ნერგებიც დაირგვება. მნიშვნელოვანია, რომ აღდგენით სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული“, – განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს…

მეტი...

ნომრის და სახის ამომცნობი 5 000-მდე კამერა და მძღოლების წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება – შსს-ს გეგმები

შინაგან საქმეთა სამინისტრო მძღოლების წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს. საუბარია სიჩქარის გადაჭარბებაზე, მანქანის არასწორად გაჩერებაზე, ვიდეოკამერებით დაფიქსირებულ დარღვევებზე ქულების ჩამოკლებასა და ნასვამ მძღოლებზე. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გაეროს საგზაო უსაფრთხოების მე-5 გლობალური კვირეულზე განაცხადა, ცვლილებათა პაკეტს საქართველოს პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს. “ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა შემცირდეს. ამისთვის ვამატებთ კამერებს. წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით, 5 ათასამდე კამერა გვექნება. საუბარია სხვადასხვა ტიპის კამერებზე – ნომრის ამომცნობი, სახის ამომცნობი, ზოგადი ხედვის და ა. შ . ვაპირებთ, საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდას, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ასევე, ვგეგმავთ საკანონდებლო ცვლილებებს, რომელიც უკვე მომზადებულია და…

მეტი...

ბათუმის სასპორტო სკოლამ, აფხაზეთის ტურნირს უმასპინძლა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო,აფხაზეთის ფარიკაობის ფედერაციის მხარდაჭერით, თბილისში ოლიმპიური ჩემპიონის ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში აფხაზეთის ღია საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობდა. ტურნირი უმცროს და უფროს ასაკში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. რაპირით ფარიკაობაში ბათუმის სასპორტო სკოლის სპორტსმენებმა სამი სინჯის მედალი მოიპოვეს. ჩემპიონის ტიტული ირაკლი მიქელაძემ დაისაკუთრა, ლუკა კეჟერაძე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა,ხოლო ნიკა კეჟერაძე ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.ხმლით ფარიკაობაში კი უმცროს ასაკში, გოგონათა შორის მარიამ ტუღუში ვერცხლის მედლის პრიზიორი გახდა. უფროს ასაკში ვაჟთა შორის ლაშა კუჭუხიძემ ვერცხლის, ხოლო ლუკა კუჭუხიძემ კი ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

მეტი...

მთავრობასთან შეუთანხმებლად ტურისტების გადაყვანა დასჯადი ხდება

საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვრებში ტურისტების გადაყვანის ნორმების დარღვევაზე ჯარიმები წესდება. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დათვალიერების მიზნით ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული ავტობუსები – M2 და M3 კატეგორიების მიერ დედაქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს დამტკიცებული მოძრაობის მარშრუტის დარღვევაზე ჯარიმა 100 ლარი იქნება. ამასთან, პროექტით, სპეციალური რეგულარული გადაყვანის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) დედაქალაქის მთავრობასთან შეუთანხმებლად, ან დედაქალაქის მთავრობასთან შეთანხმებული მოძრაობის მარშრუტის დარღვევა გამოიწვევს 100 ლარიან ჯარიმას. ცვლილებების ავტორები უმრავლესობის წევრები – გოგა გულორდავა და ზაზა…

მეტი...

თბილისში, სტუდენტური ფესტივალი იწყება

თბილისში, 7-16 მაისს, სტუდენტურ ფესტივალი გაიმართება, რომელიც საქართველოს მასშტაბით ყველა საუნივერსიტეტო ქალაქს გააერთიანებს. სტუდენტური სივრცე დიღომში, ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა და მონაწილე უნივერსიტეტების სპორტულ გუნდებსა და შემოქმედებით ჯგუფებს უმასპინძლებს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, 10-დღიან სტუდენტურ ზეიმში მონაწილეობას საქართველოს 36 უნივერსიტეტი მიიღებს. „ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ უნივერსიტეტები მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქიდან. რეგიონებიდან ჩამოვლენ სტუდენტები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მისასალმებელია მსგავსი პროექტების განხორციელება. მსურს, მადლობა გადავუხადო ცენტრალურ ხელისუფლებას, განსაკუთრებით, პრემიერ-მინისტრს. რომ არა მათი მხარდაჭერა, ამ პროექტის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა. ერთიანი ძალისხმევით, გვაქვს შესაძლებლობა, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის 36 უნივერსიტეტის სტუდენტებს ვუმასპინძლოთ და…

მეტი...

ვაჟა-ფშაველას შვილიშვილი, თამარ რაზიკაშვილი გარდაიცვალა 

ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, 77 წლის ასაკში ვაჟა-ფშაველას (ლუკა რაზიკაშვილის) შთამომავალი თამარ (გულიკო) რაზიკაშვილი გარდაიცვალა. თამარ რაზიკაშვილი მეორე მეუღლესთან ვაჟა-ფშაველას შვილის, მწერალ ვახტანგ რაზიკაშვილის შვილია. თამარ (გულიკო) რაზიკაშვილი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილისში, ხორავას ქუჩაზე მდებარე ძმები რაზიკაშვილების სახელობის მუზეუმს. ის ასევე მუშაობდა ლიტერატურის მუზეუმში. თამარ (გულიკო) რაზიკაშვილს 7 მაისს ვაკის სასაფლაოზე დაკრძალავენ. მანამდე, ვაკის სასაფლაოზე მდებარე სამების ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

მეტი...

თბილისში, 40 საზაფხულო ბაგა-ბაღი იმუშავებს

თბილისს ზაფხულის განმავლობაში 40 საჯარო ბაგა-ბაღი მოემსახურება. ბაღები 1-დან 31 ივლისის ჩათვლით იმუშავებს. თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოდან განცხადებით, საზაფხულო ბაღებში რეგისტრაციის დაწყების თარიღი ხვალ გახდება ცნობილი. “რეგისტრაციის თარიღის, წესებისა და სიახლეების თაობაზე განცხადებას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე 7 მაისს 12:00 საათზე გააკეთებს. მეორე წელის რეგისტრაცია საზაფხულო ბაღებისთვის მაისში, ხოლო მომავალი სააღმზრდელო წლისათვის აღსაზრდელების რეგისტრაცია – ივნისში განხორციელდება,”-განაცხადეს ბაგა-ბაღების სააგენტოში.

მეტი...

ქართველები, სწავლებას 12 ქვეყნის სამხედროებთან ერთად გაივლიან

სამეთაურო-საშტაბო მრავალეროვნულ ლოჯისტიკურ სწავლებას „LOGDEV 2019“ ქართველი სამხედროები გაივლიან. სწავლება ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ბაზის ტერიტორიაზე ჩატარდება. სწავლების მიზანი ნატოს ლოჯისტიკის დოქტრინების დახვეწა და ნატოს ინფორმაციული სისტემების გამოყენების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, ასევე,  ქვედანაყოფების ფორმირების,  გადასროლის, ოპერაციის რაიონში ლოჯისტიკური უზრუნველყოფისა და უკუგადასროლის საკითხებში მონაწილეთა შორის ურთიერთ თავსებადობის მიღწევაა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, სწავლებაში ნატოს წევრი 12 ქვეყანა მონაწილეობს.  „საქართველო პირველად მასპინძლობს საერთაშორისო ლოჯისტიკურ  სწავლებას, რომელშიც ნატოს წევრი 12 ქვეყანა მონაწილეობს. სწავლების მიზანია, ლოჯისტიკური უზრუნველყოფა ნატოს სტანდარტებს დაუახლოვდეს და ჩვენ  შევძლოთ მრავალეროვნულ გარემოში ოპერირება“, – განაცხადა ლევან იზორიამ. „LOGDEV 2019“-ში მონაწილეობას 12 ქვეყნის 130 სამხედრო…

მეტი...

“ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება მიუღებელია და ვემიჯნებით მის ემოციურ განცხადებას“ – შეიხი მეუფის ქადაგებაზე

საქართველოში მცხოვრებ მუსლიმთა შეიხი მეუფე იობის ქადაგებას, დავით გარეჯთან დაკავშირებით, დაუფიქრებელს და ემოციურს უწოდებს. როგორც შეიხმა რამინ იგიდოვმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დადებითია, რომ აზერბაიჯანულმა მედიამ რუის-ურბნისის მიტროპოლიტის ქადაგება აზერბაიჯანულმა მედიამ არ გააშუქა და ქართულ მედიასაც იგივეს მოუწოდებს. „ეს პრობლემა ისე უნდა იყოს მოგვარებული, როგორც ჩვენს მრავალწლიან მეგობრობას შეეფერება და შეშვენის. მეუფის განცხადებები იყო დაუფიქრებელ ფონზე გაკეთებული. მანამდეც იყო პოლიტიკოსების მხრიდან ემოციური განცხადებები, ხშირ შემთხვევაში შეურაცხმყოფელიც. თუმცა, ეს არ წარმოაჩენს ქართულ პოზიციას. ეს არის ემოციურ ფონზე, დაუფიქრებელი განცხადებები, რაც ავნებს, როგორც ქართულ მხარეს,ისე აზერბაიჯანელებს“, – განაცხადა შეიხმა „მედიაცენტრ მთავარში“.…

მეტი...

„საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებს მესამე ძალა აფუჭებს“ – შეიხი „მთავარში“

„ქვეყნებს, რომლის 20% ოკუპირებულია, მესამე ძალა ურთიერთობებს უფუჭებს. ერთმანეთის გადაკიდებას ცდილობენ,“ – აცხადებს შეიხი რამინ იდიგოვი „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე. „საქართველო და აზერბაიჯანი მოკავშირე ქვეყნებია, ორივეს ერთი პრობლემა გააჩნია, ორივე ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. ამ ფონზე, ხდება ისეთი პრობლემის წარმოჩენა, რომ ამ ორ მოკავშირე ქვეყანას ერთმანეთის წინააღმდეგ აყენებს. მხარეებმა ისეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, რომ არცერთი ქვეყნის ინტერესი დაზიანდეს და მოსახლეობის ინტერესები არ შეიბღალოს. არ უნდა დარჩეს არცერთი მხარე უკმაყოფილო. ეს არის მესამე ძალის ჩარევის შედეგი, რათა გადაფაროს ის ძირითადი პრობლემა, რაც ორივე ქვეყანას აქვს და უფრო მეტიც ეს ორი ქვეყანა…

მეტი...

„დემილიტაციისა და დემარკაციის პროცესით ორივე მხარე კმაყოფილი უნდა იყოს“ – შეიხი „მთავარში“

„კომპლექსის ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა, ნაწილი კი საქართველოს ტერიტორიაზე. ეს არის ორი ქვეყნის სადაო საკითხი, რაც ერთობლივმა კომისიამ უნდა გადაწყვიტოს. არცერთი მხარე არ უნდა დაზარალდეს,“ – აღნიშნული განცხადება შეიხმა რამინ იგიდოვმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. როგორც შეიხმა რამინ იგიდოვმა აღნიშნა, პოლიტიკური განცხადებები, რომელიც ქართული მხარის წარმომადგენლებისგან კეთდება, 2 ქვეყნის ურთიერთობისთვის საზიანოა. „დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზეა, ნაწილი აზერბაიჯანის. ეს საბჭოთა პერიოდიდან ორი ქვეყნის სადავო საკითხია, რომელიც დღემდე გრძელდება. ჩემი აზრით, აუცილებელია შედგეს ორმხრივი კომისია, რომელიც საკითხს გადაწყვეტს და შესაბამისად, დემილიტარიზაციისა და დემარკაციის პროცესით ორივე მხარე კმაყოფილი იქნება. საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს…

მეტი...

სკოლები დაიხურა, მოსახლეობა ევაკუირებულია – საქართველოს საელჩო ინსტრუქციას ავრცელებს

ბოლო მონაცემებით, ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებას 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა. გაეროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობისა და მოწოდებების მიუხედავად, დაპირისპირებული მხარეები შეტაკებებს არ წყვეტენ. ისრაელის მხარე არ ადასტურებს პალესტინელი მაღალჩინოსნების განცხადებას რომ თითქოს, ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებები შედგა. შეტაკებებიდან გამომდინარე, ყველა სკოლა დაიხურა და მოსახლეობა ევაკუირებულია. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ისრაელში საქართველოს საელჩომ, განგაშის სიგნალის ამოქმედების შემთხვევაში, მოქმედების ინსტრუქცია გამოაქვეყნა. „სირენის/განგაშის სიგნალის ან აფეთქების ხმის გაგონებისთანავე უნდა განხორციელდეს შემდეგი ქმედებები, რაც დამოკიდებულია თქვენ ადგილმდებარეობაზე, კერძოდ: შენობაში – უნდა შეხვიდეთ დაცულ სივრცეში, თავშესაფარში ან სპეციალურ დაცულ ოთახში, დაკეტოთ კარები და…

მეტი...

გიორგი შენგელია საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა

,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის ჯანდიდატმა გიორგი შენგელიამ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძესთან და მაჟორიტარ დეპუტატ ედიშერ თოლორაიასთან ერთად გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ კოკსა და ხურჩაში შეხვედრები გამართა. „თქვენ ძალიან ბევრი გადაიტანეთ და ყოველდღიური საფრთხის ქვეშ გიწევთ ცხოვრება, აქ ყველაზე მძაფრად იგრძნობა ოკუპაციის სიმძიმე. ჩვენი ხელისუფლებისთვის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ხელშეწყობა მნიშვნელოვანია, ამიტომაც ჩვენს მუნიციპალიტეტში მდებარე ასეთ სოფლებში გზების, წყლის და გაზიფიცირების პროექტები განვახორციელეთ, თუმცა სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გავქვს. ხურჩაში მიმდინარე წელს ახალი ამბულატორია აშენდება და აქ მცხოვრებლებს ეს პრობლემა მოუგვარდებათ. მჯერა, რომ თქვენი გვერდში დგომით მნიშვნელოვან,…

მეტი...

დაზღვევის ლიმიტის ზრდა ლადო კახაძის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება – შეხვედრა ამომრჩევლებთან

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლადო კახაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან კარდაკარ შეხვედრებს აგრძელებს. მმართველი გუნდის კანდიდატი ამჯერად ჭავჭავაძის გამზირის, ინგოროყვასა და ვეძინის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. ლადო კახაძემ ამომრჩევლებს დეტალურად გააცნო საკუთარი პროგრამა, ისაუბრა ისეთ კონკრეტულ პრიორიტეტებზე, როგორიცაა საყოველთაო დაზღვევის ლიმიტების ზრდა და ამორტიზებული შენობებისა და საცხოვრისების უმოკლეს პერიოდში რეაბილიტაცია. შეხვედრის დროს მოსახლეობის მხრიდან დაისვა რამდენიმე კონკრეტული საკითხი, მათ შორის ახალი ლიფტების თანამონაწილეობით დამონტაჟება და სათამაშო მოედნის რეაბილიტაცია, რაზეც ამომრჩეველმა ლადო კახაძისგან მიიღო პირობა, რომ ყველა პრობლემა უმოკლეს ვადაში გადაიჭრება.

მეტი...