“ქართველები მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით ევროპელები”-კახა კალაძე

“ქართველები მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, მრავალფეროვანი კულტურით ყოველთვის ვიყავით, ვართ და ვიქნებით ევროპელები”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისში, ევროპის დღეების გახსნაზე გამოსვლისას განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რათა საქართველო დიდი ევროპული ოჯახის წევრი გახდეს. „დღეს მართლაც მნიშვნელოვანია დღეა, მეშვიდედ აღვნიშნავთ ევროპულ დღეებს საქართველოში. ეს დღე მნიშვნელოვანია სხვა მიმართულებითაც. ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას. ამ მიმართულებით უკვე გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, თუმცა ყველაზე მთავარი, ის რომ ჩვენ გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი,…

მეტი...

სიამოვნება, თავი, რქები და ხორცი – ამ მიზეზებით ადამიანებმა წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობები გაანადგურეს

თითქმის გადაშენებული კავკასიური ირმების გადასარჩენად ერთადერთი გამოსავალი მათი ხელოვნური შეჯვარებაა. ბრაკონიერების სიამოვნებისთვის, კავკასიიდან არა მხოლოდ ირემი არამედ ჯიხვი, ლემური და სხვა მტაცებელი ფრინველებიც ქრებიან. 80-იანი წლები მათი ხოცვის კუთხით კატასროფულიაღმოჩნდა. სიამვნება, ცხოველის თავი, რქები და ხორცი – სულ ესაა, რის გამოც იშვიათი კავკასიური სახეობები გადაშემდნენ. რა იშვიათი სახეობის  ცხოველები და ფრინველები გაანაგდურეს ადამიანებმა; არსებობს თუ არა მათი ხელოვნურად შეჯვარების შესაძლებლობა; რა ხდება თბილისის ზოოპარკში; რა ღირს სპილო, მაიმუნი თუ სხვა ცხოველები; რომელი ცხოველის ტრანსპორტირება დაჯდა  150 000 ევრო; რითი წამლავენ ზოოპარკში ცხოველებს  ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „მედიაცენტრ მთავარს“ თბილისის ზოოპარკის დირექტორი, გარეულ თუ შინაუარ ცხოველებზე არანორმალურად შეყვარებული ზურაბ გურიელიძე ესაუბრა.…

მეტი...

„მოსახლეობას ჩემი გვერდით დგომა ყოველთვის ექნება“ – გიორგი შენგელია

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი, გიორგი შენგელია საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, კარდაკარ შეხვედრებს განაგრძობს. მერობის კანდიდატი დღეს შარტავასა და შენგელიას ქუჩის, ასევე, ბუკიას ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი ბინების მცხოვრებს შეხვდა, პრობლემებს ადგილზე გაეცნო და მათი მოგვარების გზებზე ადგილობრივებთან ერთად იმსჯელა. როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, შენგელიას ქუჩაზე მოეწყო გარე განათება, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემა. რაც შეეხება, შარტავას ქუჩას, რეაბილიტირდა შიდა გზები და მოეწყო წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელი. ასევე, რეაბილიტირდა ბუკიას ქუჩაზე არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავი, რომლის ღირებულებამაც 100 000 ლარზე მეტი შეადგინა. „კარდაკარ შეხვედრების დროს მოსახლეობასთან საუბრისას, გამოიკვეთა სხვადასხვა…

მეტი...

ორგანული პროდუქციის წარმოებლები, სამომავლოდ, გადასახადებისგან გათავისუფლდებიან

„საქართველოს აქვს უნიკალური შანსი, გლობალურ ბაზარზე დაიმკვიდროს ადგილი, როგორც ორგანული პროდუქციის მწარმოებელმა ქვეყანამ“ – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა გააკეთა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, მსოფლიოში ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება და საქართველოს აქვს შესაძლებლობა, დაიმკვიდროს ადგილი, როგორც ბიოლოგიურად და ეკოლოგიურად სუფთაპროდუქციის მწარმოებელმა ქვეყანამ. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა „ხარისხის ნიშნის“ მნიშვნელობას პროდუქციისადმი ნდობის გაზრდაში და აღნიშნა, რომ მისი ფლობა გაყიდვების მაჩვენებელს გააუმჯობესებს და მწარმოებლებს საექსპორტო ბაზრებზე გასვლასაც გაუმარტივებს. „ჩვენ ნატურალური წარმოების დიდი ნაწილი უკვე გავათავისუფლეთ გადასახადისგან. გვაქვს უფრო ამბიციური გეგმა, რომ ყველა საწარმო, რომელიც შეძლებს, დააკმაყოფილოს ეს უმაღლესი სტანდარტი და აწარმოოს…

მეტი...

სურსთის ახალი რეგულაცია – პროდეუტს ხარისხის ნიშანი მიენიჭება

სასურსათო პროდუქტს ხარისხნის ნიშანი მიენიჭება. ამ ეტაპისთვის, საუბარია მხოლოდ 12 კლასიფიკაციის ხარიხზე, როგორიცაა, მაგალითად: „მთის პროდუქტი“, „ტყეში ნასუქი,“ „პირდაპირი დაწურვის წვენი,“ „ბიოპროდუქტი“ და სხვა. ხარისხის ნიშანთან დაკავშირებული ახალი რეგულაციის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა რეგულაციებზე „მთაწმინდის პარკში“, ჩაისა და თაფლის ფესტივალზე ისაუბრეს. „ტრადიციული კულტურის, ჩაის და თაფლის ფესტივალს სიმბოლურად დავამთხვიეთ ხარისხის ნიშანთან დაკავშირებული რეგულაციის პრეზენტაცია. ქართული ჩაი თავისი ხარისხითა და საგემოვნო თვისებებით გამორჩეული იყო და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ჩვენ შევძლებთ ხარისხიანი ქართული ჩაი მსოფლიო ბაზარს შევთავაზოთ. ქართული თაფლი…

მეტი...

ლაგოდეხისა და ახმეტის სოფლები დატბორილია

წუხანდელი გადაუღებელი წვიმის შედეგად კახეთში მდინარეები ადიდდა. დატბორილია ლაგოდეხისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების სოფლები. მდინარე ალაზანი კალაპოტიდან გადავიდა და ახმეტის მიმდებარედ არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორა. ადგილზე უკვე მუშაობს მძიმე ტექნიკა. უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ლაგოდეხში. სანიაღვრე არხებმა წყალი ვერ გაატარა, რამაც საცხოვრებელი სახლები, ვენახები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა. მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. რაც შეეხება თიანეთს მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც ახმეტა-თიანეთის დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია.

მეტი...

მთავრობა, პანკისის ხეობის განვითარებისთვის გეგმას ამზადებს

„პანკისში მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო. ქართულმა საზოგადოებამ იხილა მძიმე კადრები და ეს არის დაუშვებელი“, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, არის სპეციალური გეგმა, რომელიც პანკისის ხეობაში არსებულ გამოწვევებს პასუხობს.  „მომზადებული გვაქვს, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, პანკისის ხეობის განვითარების გეგმა. იქ არსებობს პრობლემები, რაც ისტორიულად დაგროვდა და ობიექტურად სჭირდება გადაწყვეტა. 2-3 თვეში ყველა პრობლემის გადაჭრას ვერ შევძლებთ, მაგრამ ვფიქრობ, წარმოდგენილი გეგმა გამოწვევებს კარგად პასუხობს. სამინისტროები ძალიან აქტიურ კონტაქტზე არიან პანკისში მცხოვრებ მოქალაქეებთან, მეც ბევრი წერილი მივიღე ამ საკითხზე, ასევე, ორშაბათს იქნება საინტერესო…

მეტი...

ავღანეთიდან, 22-ე ბატალიონი სრული შემადგენლობით დაბრუნდა

საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი ავღანეთიდან სამშობლოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა. ქართველ მშვიდობისმყოფელებს ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი, II ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი კობა გრიგოლია და აშშ-ის სამხედრო ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი დახვდნენ. ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა ქართველ სამხედროებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცა და სამშვიდობო მისიის წარმატებით დასრულებისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონს ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გადააბარა. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო.

მეტი...