რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობა გაიზარდა

ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა, რაც, შსს-ს ინფორმაციით, რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელ მგზავრთა ნაკადის მომატებამ განაპირობა. შსს-ს ინფორმაციით, სასაზღვრო პუნქტი გაძლიერებული რეჟიმით მუშაობს და მგზავრებს საზღვრის კვეთისას პრობლემა არ ექმნებათ. „რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში შემომსვლელ მგზავრთა მომატებული ნაკადის გამო, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა. ლარსის გამშვები პუნქტი სრული დატვირთვით მუშაობს და ყოველი მოქალაქე ჩვეული სასაზღვრო პროცედურის გავლის შემდგომ, დაბრკოლების გარეშე კვეთს სახელმწიფო საზღვარს,” – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში

მეტი...

სექსუალური შევიწროება ისჯება, პარლამენტმა კანონი დაამტკიცა

პარლამენტმა „სექსუალური შევიწროების შესახებ კანონი“ დაამტკიცა. კანონის მიხედვით, სექსუალური შევიწროება 300-დან 1000 ლარიანი ჯარიმით და უფრო მეტიც, პატიმრობითაც დაისჯება. საკანონმდებლო ცვლილებები შეეხო შრომის კოდექსს, სახალხო დამცველის შესახებ კანონს, სამოქალაქო საპროცესოსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებს. შევიწროება საზოგადოებრივ ადგილებში პატრულის რეაგირებას დაექვემდებარება და დადასტურების შემთხვევაში, 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას დამოიწვევს. განმეორებით შემთხვევაში ანალოგიური ქმედების გამო პირი დაჯარიმდება 500 ლარით ან გამასწორებელი სამუშაოებით ერთ თვემდე ვადით. მსგავსი ქმედება ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვნის თანდასწრებით გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 800 ლარამდე ოდენობით. 1000 ლარამდე დაჯარიმებას,…

მეტი...

ჭიათურის მერობის კანდიდატი სოფლის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ჭიათურის მერობის კანდიდატი, გივი მოდებაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების –  პერევისას, სკინდორის, წინსოფელის, ჭილოვანის, კალაურისა და შუქრუთის მოსახლეობას შეხვდა. მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა მოსახლეობას დეტალურად გააცნო მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. გივი მოდებაძემ აიღო პასუხისმგებლობა, რომ უახლოეს პერიოდში მოწესრიგდება სასმელი წყლის სისტემა და უმოკლეს ვადაში დაიგება ახალი საუბნო გზები. „ჩვენ მივალთ ყველა სოფელში, ყველა ოჯახში, გავიგებთ თითოეული ადამიანის საჭიროებას და ყველა პრობლემას გადავჭრით ძალიან სწრაფად. ჩვენ გვაქვს ამის რესურსი და რაც მთავარია, გვაქვს მხარდაჭერა, რომ კიდევ უფრო მაღალი ტემპებით გავაგრძელოთ ჭიათურის განვითარება“, – განაცხადა…

მეტი...

დავით ბაგრატიონი საქართველოშია და დაკითხვაზეც მივა

„მედიაცენტრი მთავარის“ ინფორმაციით, სამეფო ოჯახის წარმომადგენელი, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი თბილისშია. ის საქართველოში წუხელ ჩამოფრინდა. მისი ადვოკატი „მთავარს“ ამ ინფორმაციას უდასტურებს. როგორც დავით მუხრანელის სამოქალაქო საქმის ადვოკატმა ლევან ჩხეიძე „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თბილისშია და მასთან შეხვედრას ორშაბათს გეგმავს. რაც შეეხება დავით ბაგრატიონ-მუხრანელის სს საქმე, ამ ნაწილში მისი ადვოკატის, ლევან მახარაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი შესაბამის უწყებაში გამოკითხვაზე მომავალ კვირას მივა. შეგახსენებთ, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე, მისი ყოფილი მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მუხლით სს საქმეა აღძრული. დავით ბაგრატიონი, თავდაპირველად, საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებაზე უარს აცხადებდა, ამჯერად კი თანახმაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

მეტი...

„საზღვრის დელიმიტაციის კომისიას, რეალურად, არ უმუშავია“ – პრემიერ-მინისტრი

„საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის განახლებული შემადგენლობა მთავრობის უახლოეს სხდომაზე დამტკიცდება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. როგორც პრემიერმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას აღნიშნა, ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის ინტენსიური კომუნიკაცია პირველივე დღიდან არსებობდა. „ყველა მინისტრისთვის მქონდა დავალებული აქტიური კომუნიკაცია, მათ შორის ბუნებრივია, ძალიან აქტიურად საუბრობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრები და მოგეხსენებათ, მიღწეულია შეთანხმება. რაც შეეხება თავად კომისიას, მას ბოლო პერიოდის განმავლობაში რეალურად არ უმუშავია. აქედან გამომდინარე, ჩვენ განვაახლებთ კომისიას, მას ხელახლა დავამტკიცებთ და ეს სავარაუდოდ მთავრობის უახლოეს სხდომაზე, მომდევნო კვირას მოხდება. ამის შემდეგ დელიმიტაციის საკითხებზე…

მეტი...

კახა კალაძე თბილისელებს ავტობუსების ფერის შერჩევას სთავაზობს

თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც დედაქალაქის მოსახლეობას ახალი, რვა მეტრიანი ავტობუსების ფერის შესარჩევად მოსაზრებების დაფიქსირებისა და გამოკითხვაში მონაწილეობისკენ მოუწოდა. კახა კალაძის თქმით, უკვე გამოვლინდა ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც წლის ბოლომდე თბილისში 220 ერთეულ რვამეტრიან ავტობუსს შემოიყვანს. „მინდა გავითვალისწინო თბილისელების მოსაზრება ტრანსპორტის ფერთან დაკავშირებით. ჩვენ ეს მიდგომა და დამოკიდებულება გვქონდა, როდესაც 10-მეტრიანი ავტობუსები შევიძინეთ. განვახორციელეთ შესყიდვა და ფერი თბილისელებთან ერთად შევარჩიეთ. „მანის“ მარკის 10-მეტრიანი ავტობუსები ძალიან ლამაზი გამოვიდა, რომელსაც ძალიან მალე წარვუდგენთ თბილისელებს. ახლა რვამეტრიან ავტობუსებთან დაკავშირებითაც გვაინტერესებს თქვენი მოსაზრებები. ამ ვიდეომიმართვის შემდეგ…

მეტი...

ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

ევროპის დღეებთან დაკავშირებით, 4 მაისის 24:00 საათიდან 6 მაისის 06:00 საათამდე ევროპის მოედანზე მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. როგორც თბილისის მერიაში „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხდეს, 5 მაისს, N31, N44, N50, N55, N71, N102 და N80 მუნიციპალური ავტობუსები ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ შემდეგი სქემით იმოძრავებენ: გორგასლის ქუჩიდან სვლას განაგრძობენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლთან აუხვევენ მშრალი ხიდის მიმართულებით, გაივლიან ათონელისა და ვირსალაძის ქუჩებს, შემდეგ კვლავ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდებიან, რის შემდეგაც მოძრაობას ბარათაშვილის ქუჩაზე განაგრძობენ.

მეტი...

რა ღირს ცხოველები?! – სპილო 100 000, პანდა – მილიონი დოლარი

ყველაზე ძვირადღირებული ცხოველი, რომელიც ერთი ქვეყნის საკუთრებაა და არც იყიდება, მილიონი დოლარი ღირს. ზოოპარკებს ამ ცხოველის გამრავლება შეუძლიათ, თუმცა, მისი წარმოშობის ქვეყანას ყოველ წელს მილიონი დოლარი უნდა უხადოს. როგორც თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ ექსკლუზიური საუბრისას აღნიშნა, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ცხოველი ერთ ქვეყანას – ჩინეთს ეკუთნის. „მარტორქისა და სპილოს ფასი 100 000 ევროა, თუმცა, ზოოპარკები არ ყიდიან და ძირითადად კერძო პირები ვაჭრობენ ცხოველებით. რაც შეეხება ყველაზე ძვირადღირებულ ცხოველს, ეს არის პანდა, თუმცა, არ იყიდება. პანდა ჩინელების საკუთრებაა და იმ ქვეყნის ზოოპარკები, ვისაც პანდა ჰყავს, ჩინეთს ყოველ წელს მილიონ…

მეტი...