აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციასა და კანონში ცვლილებები შედვიდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში მორიგი პლენარული სხდომა გაიმართა. სხდომა საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიას ხელმძღვანელობით ჩატარდა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციასა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესახებ კანონში ცვლილებაზე იმსჯელეს. განხილვის შედეგად, შემოიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა. შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის 112-ე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „აფხაზეთის მთავრობა შედგება მთავრობის თავმჯდომარის, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის, აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ხელმძღვანელებისაგან, მათ შორის, აფხაზეთის მინისტრებისაგან“. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონის მე-7 მუხლს დაემატა მე-8 პუნქტი, რომლის მიხედვით „აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის…

მეტი...

“საქართველოში გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება ევროკავშირში”-მამუკა ბახტაძე

“უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში (ENQA) გაწევრიანება საქართველოს განათლების სისტემისთვის ისტორიული მოვლენა და ჩვენი ქვეყნის უდიდესი წარმატებაა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საქართველომ კიდევ ერთ მნიშვნელოვანი და პრინციპული ნაბიჯი გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე. „ჩვენ დავუახლოვდით ევროპულ ოჯახს ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებაში და ეს არის განათლება. რამდენიმე დღის წინ ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო გაწევრიანდება „ენკაში“ (ENQA). ეს არის უდიდესი წარმატება. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ისტორიული მოვლენა ჩვენი განათლების სისტემისთვის, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ დავაანონსეთ, რომ განათლება მთავარი ძალაა…

მეტი...

“არავინ შეეგუება რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას”-მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტს, მიღებული გადაწყვეტილებისთვის, რომლის მიხედვითაც, ევროსაბჭო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი ევროპის საბჭოსგან როგორც საქართველოსთვის, ისე მსოფლიოსა და რუსეთის ფედერაციისთვის. „ევროსაბჭოსგან მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო დოკუმენტი, რომ არავინ არასოდეს შეეგუება რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას.დოკუმენტში არის უმნიშვნელოვანესი აქცენტები გაკეთებული იმაზე, რომ რუსეთი განაგრძობს თავის აგრესიულ პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში, განაგრძობს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას”- განაცხადა მამუკა ბახტაძემ შეგახსენებთ, რომ სტრასბურგში, 2 მაისს გამართულ სხდომაზე, ევროსაბჭოს მიერ მხარდაჭერილი იქნა დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ…

მეტი...

რიკოთის გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის საავტომობილო გვირაბში 2019 წლის 7 მაისიდან 9 მაისის ჩათვლით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. როგორც სამინისტროს განცახდებაში აღნიშნული, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე. “საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, გვირაბის სახანძრო-სავენტილაციო სისტემების შემოწმება-შესწავლის სამუშაოებთან დაკავშირებით, დროის გარკვეულ პერიოდში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მოძრაობა შეიზღუდება 7 მაისს 22:00 სთ-დან 8 მაისის 08:00 სთ-მდე, 8 მაისს 22:00 სთ-დან 9 მაისის 08:00 სთ-მდე და 9 მაისს – 14:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე, ხოლო დღის დანარჩენ…

მეტი...

„დამნაშავეების დასჯის მიმართულებით, ნაბიჯი კვლავ არ გადადგმულა“ – გომელაური ოკუპანტებზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური ოკუპირებულ ტერიტორიებზე გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეებზე საუბრობს და აცხადებს, რომ საოკუპაციო ძალის მხრიდან, დამნაშავეების დასასჯელად არაფერი გაკეთებულა. აღნიშნული განცხადება ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში გააკეთა. „გასულ წელს, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის უაღრესად მნიშვნელოვან საქმეებთან დაკავშირებით, საოკუპაციო ძალისა და დე ფაქტო რეჟიმების მხრიდან სიმართლის დადგენისა და დამნაშავეების დასჯის მიმართულებით ნაბიჯი კვლავ არ გადადგმულა. ოკუპაციის მძიმე შედეგს წარმოადგენს 2019 წლის 10 მარტს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული და მოგვიანებით, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას საქმე. უსაფრთხოების სამსახური იყენებს ყველა არსებულ მექანიზმს, რათა მოხდეს კვარაცხელიას დაღუპვის…

მეტი...

“ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოსთვის მთავარი გამოწვევაა”- ვახტანგ გომელაური

სუს-ის უფროსის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ოკუპირებულ რეგიონებში წარმოდგენილი რუსული სამხედრო კონტინგენტისა და სპეცსამსახურების აქტივობები, როგორც საქართველოსთვის ისე კავკასიისა და ევროპისთვის, მნიშვნელოვანი გამოწვევაა. როგორც ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, 2018 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ რუსეთის ფედერაციის მიდგომები არ შეცვლილა და კვლავ არაფორმალური ანექსიის პოლიტიკის გატარებაში გამოიხატება.   “ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოსთვის უპირველეს გამოწვევად რჩება. საანგარიშო პერიოდში კვლავ გრძელდებოდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მზარდი მილიტარიზაცია, ქართული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვა. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესები სრულად კონტროლდებოდა და მართული იყო საოკუპაციო…

მეტი...

ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 578 მილიონი ლარია

2019 წლის აპრილში საქართველოში, ტურისტული ვიზიტების  რაოდენობა 348,519 შეადგინა, რაც 14,018-ით მეტია 2018 წლის აპრილის მაჩვენებელზე და 4.2%-ით არის გაზრდილი. მთავრობის ინფორმაციით, 2019 წლის აპრილში საქართველოში 647,770 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა. წინასწარი მონაცემებით 2019 წლის იანვარი-მარტში შემოსავალმა საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში  578 მილიონი დოლარი შეადგინა (ზრდა +5%), რაც 28 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. მთავრობის ინფორმაციით, აპრილის თვეში, საერთაშორისო ვიზიტით საქართველოს ყველაზე მეტი ტურისტი ავსტრიიდან (50.8%), იტალიდაან (45.6%), ესპანეთიდან (43.8%), საფრანგეთიდან (43.7%), გერმანიიდან (43.5) ესტუმრა.  “განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: უზბეკეთი +125.7%, ტაილანდი +97.5%,ყაზახეთი +89.1%, თურქმენეთი +52.1%, ჩინეთი +30.6%, არაბთა გაერთიანებული საემიროები…

მეტი...

პანკისში ტურისტული მარშრუტები გაიხსნება

პანკისის ხეობაში რვა ტურისტული მარშრუტის მოწყობა იგეგმება. პანკისის ხეობაში სალაშქრო-საფეხმავლო ბილიკების მონიშვნა და ინფრასტრუქტურული მოწყობის სამუშაოების განხორციელების შესახებ განცხადებს ეკოტურიზმის ცენტრმა გააკეთა. ცენტრის ინფორმაციით, დაგეგმილია: ჯოყოლო – დუისის, ზემო ხალაწანი – პანკისის ციხის; ხადორი – ხორაჯო – ხადორის; ძიბახევი – მთა ტბათანა – ძიბახევის; ძიბახევი – მთა ტბათანა – ხადორის; ხადორი – მთა დიდი ლამაზური – ხადორის; ხადორის წრიული ბილიკის; ხადორი – მახვალის ჩანჩქერი – ხადორის ბილიკების მონიშვნა. აღნიშნულ ბილიკებზე ტურისტული მანიშნებლების მოწყობაც არის გათვალისწინებული. დოკუმენტის მიხედვით, სამუშაოები ივნისის ბოლომდე უნდა შესრულდეს. ტურისტული მარშრუტების მოწყობისთვის 16 770 ლარი გამოიყოფა. პროექტი…

მეტი...

მინისტრის განცხადებით, პაციენტები ექიმებისგან სრულ ინფორმაციას ვერ იღებენ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ექიმები პაციენტებს მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამებზე სრულ ინფორმაციას არ აწვდიან. „ამ პროგრამის მიმდინარეობა შევისწავლეთ და ერთი მთავარი სუსტი წერტილი დავინახეთ, რომ პაციენტებს ექიმებისგან სრული ინფორმაცია არ აქვთ. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ინფორმაციას იღებენ, იღებენ ნაწილობრივ. სუსტი წერტილების დეტექციას რომ ვაკეთებდით, პაციენტი, რომელიც მიიღებს ექიმისგან ინფორმაციას, მიდის მერიაში და არა სოციალური მომსახურების სააგენტოში, რადგან შეჩვეულია, რომ დახმარებას იქიდან იღებს“ – აღნიშნა მინისტრმა. დავით სერგეენკოს, ჯანდაცვის ერთ-ერთ სუსტ რგოლად სწორედ პაციენტებამდე არასრული ინფორმაციის მიტანა…

მეტი...

„თუ პატიმრები დარღვევებზე ისაუბრებენ, ბრალს უმძიმებენ და გამოძიებას იწყებენ“ – ადვოკატი ბათუმის N3 დაწესებულებაზე

ადვოკატი კახაბერ შინჯიაშვილი ბათუმის პენიტენციალურ N3 დაწესებულებაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს და აცხადებს, რომ პატიმრებს აშანტაჟებენ. ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე ისაუბრა, რომელიც პატიმრების დაშინებას ეხება. მისივე განცხადებით, დაშინების ერთ-ერთი ფორმა სასჯელის დამძიმება და პატიმრის ერთი ქალაქიდან სხვა ქალაქში გადაყვანაა. „დაახლოებით ერთი თვის წინ, ბათუმის N3 დაწესებულებაში მყოფმა 17-მა მსჯავრდებულმა, საპატიმროში არსებულ მძიმე პირობებსა და დარღვევებზე საჩივარი დაწერა. საჩივარში საუბარი იყო მსჯავრდებულების უფლებების დარღვევაზე, მძიმე ფიზიკურ გარემოზე, სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებზე, დოული სამედიცინო დახმარების უქონლობაზე, სრულიად დაუსაბუთებლად, სამარტოვო საკანში ჩაყვანა , სადაც ადგილი აქვს პატივისა და ღირსების შემლახავ ფაქტებს. როცა დაწესებულების ადმინისტრაციამ,…

მეტი...

 საქართველოში, დაცულ ტერიტორიებზე ბილეთების ფასი 10%-15%-ით გაძვირდა

“საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე გაიზარდა ბილეთის ღირებულება და დაემატა საკომისიო მომსახურების გადასახადი. აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ საფასურის ზრდა მინიმალურია და შეადგენს 10-15%-ს”, –  აღნიშნული განცხადება დაცული ტერიტორიების სააგენტომ გააკეთა როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, ბილეთებზე ფასის ზრდა ელექტრონული ბილეთების სისტემის დანერგვამ გამოიწვია. “კომპანიამ ვიზიტორთა ცენტრებში მოაწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა. დამონტაჟდა გამშვები ტურნიკეტები, ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემა, ბილეთის საბეჭდი აპარატები, ასევე, სალაროსთან ლოდინის რეჟიმის განტვირთვის მიზნით ბილეთის ყიდვის სწრაფი აპარატები. ელექტრონული ბილეთების სისტემის დანერგვის გამო, გაიზარდა ბილეთის ღირებულება”, – აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.

მეტი...

ახალგაზრდა მამაკაცს მატარებელი დაეჯახა – უბედური შემთხვევა მეტროში

თბილისში,მეტროსადგურ “სარაჯიშვილზე”  ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცს მატარებელი დაეჯახა.  თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროსადგურ „სარაჯიშვილზე“ მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, მეტროს მატარებლების გადაადგილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ ეტაპზე მატარებლები მოძრაობენ ზონალურ რეჟიმში, მეტროსადგურ „დიდუბედან“ „ვარკეთილის“ მიმართულებით და პირიქით. ამასთან, „ახმეტელის თეატრიდან“ მეტროსადგურ „დიდუბემდე“  მოძრაობა შეჩერებულია. “თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ მეტროსადგურ „სარაჯიშვილზე“ მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს შეფერხებით ემსახურება. მატარებლები მოძრაობენ ზონალურ რეჟიმში, მეტროსადგურ „დიდუბედან“ „ვარკეთილის“ მიმართულებით და პირიქით.“, – ნათქვამია განცხადებაში. ამ დროისთვის, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, რომლის დასრულების შემდეგ, თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა…

მეტი...

ვაკე-საბურთალოს გზა გადაკეთილია

თბილისში, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე, თამარაშვილის ქუჩაზე, გზის გაწმენდის დასკვნითი სამუშაოები მიმდინარეობს. მოძრაობა 13:00 საათისთვის სრულად აღდგება. როგორც თბილისის მერიაში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, ამ დროისთვის, ნაწილობრივ გადაკეტილია უნივერსიტეტი-თამარაშვილის ქუჩებისა და ყაზბეგის გამზირი-თამარაშვილის ქუჩის გადაკვეთა, ბაგების მიმართულებით. “სამუშაოები უახლოეს ხანებში დასრულდება.ჩამოშლილი ფერდის მცირე მასების გაწმენდაზე მთამსვლელები მუშაობენ. ქვათაცვენის მიზეზებს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სწავლობენ,”- განაცხადეს მერიაში.

მეტი...

„თვალში ნაცარს გვაყრიან, რომ მუსულმანი ქვეყნები ჩვენი ძმები არიან“ – მეუფე აზერბაიჯანთან დავაზე

რუის-ურბნისის მიტროპოლიტი, მეუფე იობი ქართველი მესაზღვრეების ქმედებით გაოცებულია და უკვირს, რატომ ვერ შეძლეს დავით გარეჯი დაეცვათ. მიტროპოლიტმა ქადაგებისას ხმაურიანი განცხადებები გააკეთა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს სადაო სიმაღლეები საქართველოს გასაკონტროლებლად სჭირდება. „გაოცებული ვარ, რატომ ვერ შეძლეს ჩვენმა მესაზღვრეებმა იქით გადასულიყვნენ და დაეცვათ ეს ტერიტორია. პირიქით, ისინი ზემოთ ამოდიან და უკვე მათთვის ეს ადგილი ყოფილა სამხედრო თვალსაზრისით, სტრატეგიული დანიშნულების ადგილი. სიმაღლეები არის და ფაქტობრივად, ეს რისთვის სჭირდება ამ მესაზღვრეებს, აზერბაიჯანის მხარეს? სჭირდება იმისთვის, რომ ჩვენ გაგვაკონტროლონ იქით. თვალში ნაცარს გვაყრიან და გვეუბნებიან, მუსულმან ქვეყნებზე, რომ ჩვენი მეგობრები და ჩვენი ძმები არიან. ეს…

მეტი...

„თუ აზერბაიჯანი არასწორ პოლიტიკა გააგრძელებს, რელიგიურ კონფლიქტამდე მივალთ“ – მეუფის სკანდალური ქადაგება

რუის-ურბნისის მიტროპოლიტი, მეუფე იობი სკანდალურ განცხადებებს აკეთებს და ამბობს, რომ თუ მეზობელი ქვეყანა არასწორი პოლიტიკის გამტარებელი იქნება, კონფლიქტი რელიგიურ ჭრილში გადაიზრდება. მეუფეს თქმით, ეს არ იქნება ხანმოკლე და ის იქნება მუდმივი კონფლიქტი. მან სასულიერო პირებს კონკრეტული ქმედებების გადადგმისკენ მოუწოდა. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის 18-ვე ტაძარში საჩვენებელი წირვა-ლოცვა ერთდროულად აღავლინეს. სასულიერო პირების მრავალრიცხოვანი დელეგაცია იქ, სწორედ, რუის-ურბნისის მიტროპოლიტის, მეუფე იობის თაოსნობით ჩავიდა. გადაწყვეტილება კი სამღვდელოებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ისტორიული კომპლექსის ერთი ნაწილი აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა თვითნებურად დაიკავეს. სასულიერო პირების მისვლისთანავე აზერბაიჯანულ მხარეს ვერტმფრენები გამოჩნდა. „დღეს ისეთი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რომ ამ…

მეტი...

აზერბაიჯანი, საქართველოსთან სადავო ტერიტოიის გადაწყვეტას საბჭოთა რუკის მიხედვით გეგმავს

აზერბაიჯანის ხელისუფლება საქართველოსთან საზღვრის სწრაფი დემილიტარიზაციის მომხრეა, რაც ტერიტორიული დავის შეჩერებას გულისხმობს. აღნიშნული განცხადება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ლეილა აბდულაევამ გააკეთა. „ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი უახლოეს მომავალში დასრულდება. თავის მხრივ აზერბაიჯანი ამისთვის მზად არის. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხი წყდება საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე, ასევე ურთიერთ კოორდინაციის ფარგლებში ორმხრივ ფორმატში. ტარდება სახელმწიფო კომისიის სხდომები. ამ დროისთვის ჩატარებულია 11 ამგვარი სხდომა. საერთო ჯამში, სახელმწიფო საზღვრის 480 კილომეტრიდან 314 შეთანხმებულია სახელმწიფო კომისიის ფარგლებში. საზღვრის 166 კილომეტრს კი ექსპერტების დონეზე სწავლობენ“, – განაცხადა აბდულაევამ. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის…

მეტი...

“60 ვეტერანი და 300 დევნილი ოჯახი ზუგდიდში ახალ ბინას მიიღებს” – მერობის კანდიდატი

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი, გიორგი შენგელია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძესთან ერთად, ინგირისა და კახათის ადმინისტრაციულ ერთეულში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ მოსახლეობას შეხვდა. მერობის კანდიდატი, დევნილთა საჭიროებებს გაეცნო. ასევე, ის გეგმები და ინფრასტრუქტურული პროექტები წარუდგინა, რაც გიორგი შენგელიას მერად არჩევის შემდეგ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განხორციელდება. გიორგი შენგელია ასევე, ბარამიასა და ლაღიძის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბარამიას ქუჩაზე 720 დევნილი ოჯახისთვის კორპუსების სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება. უახლოეს მომავალში კი დამატებით 240 ოჯახისთვის ბინის მშენებლობა დაიწყება. “თამამად შემიძლია ვთქვა, რომ…

მეტი...

144 მოწყვლადი მოზარდი დამოუკიდებელ ცხოვრებას მომზადებული შეხვდება

თავდაჯერებულობა, მიზანი, საკუთარი საქმე, საკუთარი შემოსავალი, დამოუკიდებლობა – ეს იმ სარგელის მცირე ჩამონათვალია, რომელსაც სოციალურ საწარმოებში ჩართული ბენეფიციარები იღებენ. როგორც შედეგებიდან ჩანს, პროექტი, რომელიც „მოზარდების საზოგადოების დამოუკიდებელ წევრებად ჩამოყალიბებას“ ეხება, შედგა და ამ ეტაპისთვის სარგებელ 144-მა მოზარდმა მიიღო. „მედიაცენტრი მთავარი“ იმ მცირე ისტორიებს გაგაცნობთ, რომელიც მოწყვლადი მოზარდებისთვის მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ აუცლებელია. თამარი თელავში ცხოვრობს. პროექტში ჩართვის დროს ის სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ იმყოფებოდა. ახლა კი 19 წლისა და უკვე სოციალურ საწარმოშიც მუშაობს. თამარის მოვალეობა „კლიენტების“ მიერ მიღებული შეკვეთების შეფუთვა და ადგილზე გასატანად მომზადებაა, ვინაიდან სოციალური საწარმო სწორედ საკვების ადგილზე მიტანის სერვისით…

მეტი...

„თუ ევროპა მხოლოდ ლგბტ-თა დაცვაა, არ გვინდა ასეთი ევროკავშირი“ – სასულიერო პირი

„ეკლესია ვერასოდეს შეეგუება ქუჩაში ლგბტ ადამიანების ზნეობის აფიშირებას, დეკლარირებას, დემონსტირებას და მოწოდებას – “გაფერადდი”, “გახდი ჩემნაირი”. ამ ლოზუნგების სააშკარაოზე გამოტანა მიუღებელია“ – განცხადება სექსუალური უმცირესობების მხრიდან დაანონსებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავარში“ მამა დავით ლასურაშვილმა გააკეთა. მისივე შეფასებით, ზნეობასთან დაკავშირებით, ევროპულ სახელმწიფოებს ერთგვაროვანი მიდგომა არ გააჩნიათ, ყველა სახელმწიფო ერთნაირი არ არის. შესაბამისად, ყველა ქვეყანამ საკუთარი ზნეობით უნდა იმოქმედოს. „ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს მიერ თქვენ არაერთგზის ნახავთ, რომ არ არსებობს მკვეთრად ჩამოყალიბებული ზნეობრივი ერთგვაროვნების ევროპული მოდელის რასა. ჩვენ ევროკავშირის წევრი არ ვართ და თუ ასეთია ევროკავშირი, რომელიც მხოლოდ ლგბტ-თა უფლებების დაცვას გვავალდებულებს,…

მეტი...