გიორგი გახარიას უშიშროების საბჭოს მდივნის ფუნქცია დაეკისრა

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა ხვალ გაიმართება. მთავრობის მეთაურის ბრძანებით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია ვიცე-პრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას დაეკისრა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ პრემიერის ადმინისტრაციისგან აცნობეს, ბრძანება პრემიერ-მინისტრმა „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოსცა. ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 8-წევრიან სათათბირო ორგანოს წარმოადგენს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. საბჭოს მუდმივი წევრები არიან შინაგან საქმეთა, თავდაცვის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელები და თავდაცვის ძალების მეთაური. საბჭო აღჭურვილია სტრატეგიულ დონეზე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის მანდატით.

მეტი...

„იცვლება ყველაფერი, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, ხვალ ოპოზიციაში იქნება“ – ეკა ბესელია

საკანონმდებლო ორგანო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით ეკა ბესელიას მიერ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავს. დეპუტატის შეფასებით, სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მოსამართლეთა 10-კაციანი სადავო სია იურიდიული კომიტეტის სხდომაზე არ გაიტანა. „ეს უმრავლესობა წინააღმდეგობის გამწევი არ არის. ყველა გადასახედიდან, ზუსტად და სწორედ მოვიქეცი, როდესაც კანონპროექტი იურიდიული კომიტეტის სხდომაზე არ გავიტანე. ვერც ერთმა ხელისუფლებამ გააცნობიერა, რომ დამორჩილებული სასამართლო სისტემა შედეგის მომტანი არავისთვისაა. რეალურად, იცვლება ყველაფერი და იცვლება სწრაფად. ვინც დღეს ხელისუფლებაშია, ხვალ ოპოზიციაში იქნება, ან ოპოზიციაშიც არ იქნება და სადაც იქნება იქ გაჰყვება ეს სიმძიმე,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ. ეკა ბესელიას კანონპროექტის…

მეტი...

პრეზიდენტის “ტვიტერის” შესაძლო გატეხვაზე მოკვლევა დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტის – სალომე ზურაბიშვილის “ტვიტერის” ოფიციალური გვერდის შესაძლო გატეხვასთან დაკავშირებით, მოკვლევა დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში გამოძიებაც დაიწყება. საქმე ეხება საქართველოს პრეზიდენტის twitter-ის ოფიციალურ გვერდზე, აშშ-ს პრეზიდენტის განცხადების გაზიარებას, სადაც დონალდ ტრამპი კონკურენტს, პრეზიდენტობის კანდიდატ ჯო ბაიდენს “მძინარას” უწოდებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ გამორიცხავენ, რომ სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური გვერდი კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა. თუმცა, თავდაპირველად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაუგებრობისთვის ბოდიში მოიხადეს და განაცხადეს, რომ ეს იყო სოციალური მედიის მენეჯერის შეცდომა.

მეტი...

„რისთვის სჭირდებათ სააკაშვილს და პუტინს ღია სცენაზე გამოსვლა? – მთავარი მიზანი არჩევნებია“ – დიმიტრი ხუნდაძე

„სააკაშვილი ევროპას აკრიტიკებს და ამით უპირატესობას რუსულ პოლიტიკას ანიჭებს, პუტინი კი ღიად ითხოვს „ყოფილი ქართველისთვის“ უკრაინის პასპორტის დაბრუნებას“ – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე და სააკაშვილ-პუტინის ღია სცენაზე გამოსვლის მიზნებზე საუბრობს. „ყველამ ვიცით, რომ პოლიტიკაში გადაწყვეტილებები და ქმედებები სხვაგვარად ლაგდება. მიხეილ სააკაშვილის რუსეთის მიმართ ღიად გაცხადებული „მტრობა“ სინამდვილეში რომ მოყვრობა იყო, ამაში ეჭვი არც ერთ მოაზროვნეს არ ეპარებოდა. მაგრამ, დღეს, სტრატეგია შეცვალეს და ერთმანეთის მიმართ ერთგვარ თანადგომას ღიად გამოხატავენ: სააკაშვილი ევროპას აკრიტიკებს და ამით უპირატესობას რუსულ პოლიტიკას ანიჭებს, პუტინი კი ღიად ითხოვს „ყოფილი ქართველისთვის“ უკრაინის პასპორტის დაბრუნებას. მართალია, სააკაშვილმა…

მეტი...

მახათას მთაზე, სამხედროებისთვის ახალი უბანი შენდება

თბილისში, მახათას მთაზე, ქართველი სამხედროებისა და მათი ოჯახებისთვის ახალი უბნის მშენებლობა იწყება. სამხედროებისთვის განკუთვნილი ახალი უბანი თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებულ ტერიტორიაზე აშენდება. მშენებლობა „ამხანაგობის“ პრინციპით განხორციელდება და ბინის საფასურის 40%-ს სახელმწიფო დაფარავს. პირველ ეტაპზე პროექტში 700-მდე სამხედრო მოსამსახურე ჩაერთვება, მომავალში კი ეს რიცხვი 2000-მდე გაიზრდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2019-2020 წლებში დამატებით 9 000-მდე სამხედრო მოსამსახურესა და სამოქალაქო პირს ხელფასი გაეზრდება. „საბოლოო ჯამში, მთავრობის ამოცანაა, ყველა ადამიანს, რომელიც მსახურობს საქართველოს თავდაცვის ძალებში, ჰქონდეს რწმენა იმისა, რომ სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რათა მათ შრომა, თავდადება და სამშობლოსადმი ერთგულება დაუფასდეთ. ბოლო წლების განმავლობაში…

მეტი...

იოსებიძესა და ვაჟა-ფშაველას მიმედებარედ დასასვენებელი სივრცეები მოეწყო

თბილისში, იოსებიძის ქუჩა N65-სა და ვაჟა-ფშაველას შესახვევში, N3 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცეების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. როგორც საბურთალოს გამგეობაში “მედიცენტრ მთავარს” განუცხადეს, აღნიშნულ ტერიტორიებზე, კაუჩუკის საფარი დაიგო, სადაც საბავშვო ატრაქციონი დამონტაჟდა. ასევე, მოეწყო განათების სისტემა, დაიგო რულონური ბალახი, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და შესაბამისი ინვენტარი განთავსდა. დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მოქალაქეებისთვის უკეთესი გარემო და რაც შეიძლება მეტი დასასვენებელი სივრცე შევქმნათ. აღნიშნულ მისამართებზე ბევრი ოჯახი ცხოვრობს და მათი განახლებაც სწორედ ამიტომ შეირჩა. დღეიდან, ადგილობრივი მოსახლეობა დასვენებას განახლებულ სივრცეებში შეძლებს“, – განაცხადა საბურთალოს გამგებელმა. ორივე პროექტისთვის…

მეტი...

„დამსხვრეული ურთიერთობების“ გამოფენა თბილისში

„დამსხვრეული ურთიერთობები“ –  ასე ჰქვია გმოფენას, რომელსაც 9 მაისს, თბილისში, ბეთლემის 10-ის სამუზეუმო სივრცე უმასპინძლებს. მუზეუმში მისული დამთვალიერებელი, მსოფლიო მასშტაბით, იმ სასიყვარულო და ოჯახურ ურთიერთობებს გაეცნობა, რომელიც დაიმსხვრა, თუმცა, წამოდგენილი კონკრეტული ნივთი წყვილის სასიყვარულო თავგადასავალის მატიანეა.   ფოტოაპარატი ლინზის გარეშე, სახლის გასაღები, სათამაშო იარაღი, წერილები, ეს იმ საგამოფენო ექსპონატებს მცირე ჩამონათვალია, რომელიც დამსხვრეულ ურთიერთობამდე არსებულ ბედნიერ წუთებს ასახავს. ყველა ექსპონატს კი საკუთარი ისტორია მიყვება.       „დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმის“ კონცეფცია, წყვილთა  ურთიერთობებსა და შემდგომ, ამ ურთიერთბების ნგრევას ასახავს. საუბარია  ნივთებზე, რომელიც, ერთ დროს, სასიყვარულო თავგადასავლის შემადგენელი ნაწილი იყო, თუმცა, შემდგომ კი ექსპონატად იქცა. გამოფენაზე…

მეტი...

ლაშა ჟვანია თანამდებობას ხვალ დატოვებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია თანამდებობას ხვალ ოფიციალურად დატოვებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ გადაწყვეტილების მიზეზი დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს. პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, მის მოვალეობას დროებით ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე შეასრულებს. „ბატონი ლაშა ჟვანია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად თავიდანვე დაინიშნა გარკვეული პერიოდით. ეს იყო მისი თხოვნა, სწორედ ამ თხოვნის საფუძველზე მიიღო მან წინადადება, რომ გამხდარიყო ადმინისტრაციის უფროსი. ეს პერიოდი ამოწურულია. შესაბამისად, ბატონი ლაშა ბრუნდება იქ, საიდანაც მოვიდა ადმინისტრაციაში, პატრიარქის ფონდში. შემცვლელთან დაკავშირებით არ ვფლობ არანაირ ინფორმაციას. ჯერჯერობით, დროებით მოვალეობას შეასრულებს მოადგილე“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

მეტი...

“ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სიტუაცია ჰუმანიტარული კატასტროფაა” – მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძეს განცხადებით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორების ოკუპაცია მთავარი გამოწვევაა საქართველოსთვის და ევროპის საბჭოსთვის. პრემიერის შეფასებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა უმწვავესია. „რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას. ეს არის ჩვენი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა. ეს არის მტკივნეული გამოწვევა მათ შორის ევროპის საბჭოსთვის. ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სიტუაცია არის უმწვავესი ხარისხის ჰუმანიტარული კატასტროფა. ოკუპაციამდელ პერიოდთან შედარებით, 5-ჯერ არის შემცირებული მოსახლეობის რაოდენობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე,”- განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მამუკა ბახტაძემ საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე, ის ადამიანებიც ახსენა, რომლებიც ოკუპანტების მიერ არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ.…

მეტი...

„დავჯდეთ და საერთაშორისო ექსპერტებთან გავარჩიოთ საქმე“ – აზერბაიჯანელთა კონგრესის შეთავაზება

„საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესი“ ინიციატივით გამოდის, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სადავო ტერიტორია ნეიტრალურ ზონად გამოცხადდეს. როგორც კონგრესის თავჯდომარე ალი ბაბაევმა „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით პრობლემა ისტორიის არცოდნაშია. „არსებობენ ცნობილი აზერბაიჯანელი ისტორიკოსები, ალბანოლოგები, ისევე, როგორც ცნობილი ქართველი ისტორიკოსები. არ შეიძლება ამ ორ ქვეყანას შორის მოვიწვიოთ საერთაშორისო ექსპერტები? დავჯდეთ, ჯერ ამ საზოგადოების წევრებმა გავარჩიოთ საქმე და მერე სახელმწიფოს შევთავაზოთ წინადადება. მივმართავ საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებას, რომ გაითვალისწინოს თხოვნა, რომ ის ადგილი, რომელზეც აზერბაიჯანი იძახის, რომ მისი სტრატეგიული ადგილია, ნეიტრალურ ზონად გამოცხადდეს და ორივე მხარემ აკონტროლოს“. როგორც ბაბაევი…

მეტი...

„ბარემ, აზერბაიჯანელებისგან არც მწვანილი იყიდოთ და არც ცხვარი, ეთნიკური შუღლი მწვავდება“ – ალი ბაბაევი

„საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე ალი ბაბევის განცხადებით, დავით გარეჯთან დაკავშირებული პრობლემების გამო, საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებსა და ქართველებს შორის, ეთნიკურ ნიადაგზე, დაპირისპირება მწვავდება. აღნიშნულ საკითხზე, ბაბაევმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და განმარტა, რომ მსგავს პრობლემას ადგილი აქვს ქარელში. „ეს საქართველოს ტერიტორიაა და სადაც აზერბაიჯანი თვლის, რომ თავისი სტრატეგიული ტერიტორიაა, მას აკონტროლებს. არსებობს 1921 წლის რუკა, რომელიც საზღვარს აფიქსირებს. პირადად, შეკითხვები მაქვს როგორც აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან, ისე საქართველოს ძველ და ამჟამინდელ ხელისუფლებასთან – დღემდე პრობლემა რატომ ვერ მოგვარდა? იცით, რამხელა ზიანს გვაყენებს ეს გაუგებრობა ჩვენ, საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს? დღეს დამირეკეს ქარელის რაიონიდან,…

მეტი...

“ვაი არასამთავრობოები და მედია ცრუ ინფრომაციას ავრცელებს, რომ აზერბაიჯანმა დაიპყრო გარეჯი“ – ალი ბაბაევი

„გუშინ ვიყავი დავით გარეჯში, საპანიკო არაფერი ხდება. სააგენტოები, ტელევიზიები და „ვაი არასამთავრობოები“ თავიანთი რეიტინგის ასამაღლებლად ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, რომ აზერბაიჯანმა დაიპყრო დავით გარეჯი. ჩემს ცხოვრებაში, მეორედ ვიყავი ჩასული, საპანიკო და საგანგაშო არაფერი ხდება“ – აღნიშნული განცხადება „საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდმარე ალი ბაბევმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. როგორც ეთნიკურად აზერბაიჯანელი, საქართველოს მოქალაქე ალი ბაბაევი განმარტავს, ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლებში, ზოგიერთი სასულიერო პირიც მოიაზრება: „კომპლექსი ადგილზეა და მოქმედია. ის არავის დაუპყრია და ძალიან ბევრი ტურისტი სტუმრობს. იქ იდგა ორი ქართველი ჯარისკაცი და ორი აზერბაიჯანელი მესაზღვრე. მათ შორის მანძილი 15-20 მეტრია და ძალიან…

მეტი...

„საქართველოს ხელისუფლება აზერბაიჯანთან ლოიალურია“ – გიორგი ანდრიაძე

საქართველოს საპატრიარქოს „ეთნოგენეტიკის კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელის გიორგი ანდრიაძის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება აზერბაიჯანულ მხარესთან ლოიალურია. როგორც მან „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, დავით გარეჯთან დაკავშირებთ, პროვოკაცია აზერბაიჯანული მხრიდან განხორციელდა და არა ქართული მხრიდან. „ეს პროვოკაცია ქართულ მხარეს არ დაუწყია. ჩვენმა მხარემ ზედმეტად ლოიალურად უპასუხა აზერბაიჯანულ მხარეს. როგორც პოლიტიკოსი, ამ ნაბიჯის შემდეგ, აზერბაიჯანთან დიპლომატიურ ურთიერთობასაც კი შევწყვეტდი. ქართულმა საზოგადოებამ პროტესტის სხვადასხვა ფორმას უნდა მიმართოს. მაგალითად, აზერბაიჯანულ სახელმწიფო კომპანია “სოკარს”, გამოვუცხადოთ ბოიკოტი და არ ჩავასხათ მისი ბენზინი“ – განაცხადა გიორგი ანდრიაძემ “მედიაცენტრ მთავარში”. მისივე შეფასებით, დღეს, დავით გარეჯში დროებითი სიმშვიდეა, რომელიც პერმანენტულად, სხვადასხვა სიმწვავით იჩენს…

მეტი...

„დავით გარეჯის საკითხს წერტილი ორმხრივმა კომისიამ უნდა დაისვას“ – გიორგი ანდრიაძე

საქართველოს საპატრიარქოს „ეთნოგენეტიკის კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელი გიორგი ანდრიაძე დავით გარეჯის საკითხის გადასაწყვეტად, დაუყოვნებლივ, ორმხრივი კომისიის შექმნას ითხოვს. როგორც გიორგი ანდრიაძემ „მედიცენტრ მთავარში” აღნიშნა, კომისიის შემადგენლობა შემდეგნაირად უნდა გადანაწილდეს: აზერბაიჯანის ხელისუფლება და მათივე სასულიერო პირები და საქართველოს ხელისუფლება საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლობით. გარდა ამისა, მისივე ინიციატივით საერთაშორისო კონფერენცია მოეწყობა, სადაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დაუსაბუთებენ და გააგებინებენ, რომ დავით გარეჯი არის ქართული კულტურის ძეგლი და არა ალბანური. “საჭიროა, დაუყოვნებლივ შეიქმნას კომისია, სადაც შევლენ როგორც სახელმწიფოების – აზერბაიჯანის და საქართველოს წარმომადგენლები, ასევე, ქრისტიანული და აზერიჯანელთა სასულიერო პირები. ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი…

მეტი...

ჯიხვების სასაკლაოდან ირმების განადგურებამდე – ბრაკონიერობის შედეგები საქართველოში

ბრაკონიერების „დამსახურებით“, კავკასიური ირემი გადაშენების პირასაა. ბრაკონიერები საკუთარი სიამოვნებისთვის სწორედ იმ ცხოველებს ანადგურებენ, რომელიც „წითელ წიგნშია“ შეტანილი და სულ რამდენიმეა დარჩენილი. თბილისის ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძეს გაცხადებით, საქართველო, კავკსიური ირემი გადაშენების პირასაა. როგორც ზურაბ გურიელიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, კავკასიური ირმის გაქრობის მიზეზი ბრაკონიერობაა. „ჯერ კიდევ 70-იან წლებში დაიწყო ირმების გაქრობა, შემდეგ 90-იან წლებში, როდესაც ძალიან მაღალი იყო ბრაკონიერობა. მე ამ პროცესებს ცხოველების ხოცვის მასობრივ კატასტროფას დავარქმევდი. მაგალითად, 1991 წელს, ლაგოდეხის ნაკრძალში 1400 ირემი იყო აღრიცხული, ხოლო 1997 წელს 80 ირემი დარჩა,“ – განუცხადა ზურაბ გურიელიძემ „მედიაცენტრ მთავარს“. მისი თქმით, ირმის…

მეტი...

„ეს დროებითი სიმშვიდეა, საკითხი ორმხრივმა კომისიამ უნდა გადაწყვიტოს“ – ვითარება დავით გარეჯში

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში, ამ ეტაპისთვის, ვითარება დამშვიდდა, თუმცა, როგორც სასულიერო პირები, ისე საკითხში ჩახედული სპეციალისტები აცხადებენ, ეს სიმშვიდე დროებითია. შესაბამისად, მათი მოთხოვნაა, საკითხის გადასაწყვეტად, ორმხრივი კომისია შეიქმნას. მთავარი, რის გადაწყვეტასაც ექსპერტები აყენებენ, შემდეგია – ვის ეკუთვნის კომპლექსი. „მეზობელი ქვეყნის მესაზღვრეები ბილიკებზე მუშაობენ, გამაფრთხილებელ და ამკრძალავ ნიშნებს ათავსებენ“ – აცხადებს დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი. საქართველოს საპატრიარქოს „ეთნოგენეტიკის კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელმა გიორგი ანდრიაძემ კი „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, რომ სანამ ორმხრივი კომისია არ შეიკრიბება და საკითხს არ მოაგვარებს, პრობლემა არასდროს დასრულდება. „აზერბაიჯანული მხარე არ გაჩერდება და სწორედ ეს არის სახიფათო ამჯერად.…

მეტი...

ცოლ-ქმარმა, 2 წლის ბიჭი, სავარაუდოდ, რუსეთში გაყიდა

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული, იულია სუსლიაკის საქმეში, ახალი მტკიცებულებები ჩნდება. სამართალდამცველებმა, ზუგდიდში, სანქტ-პეტერბურგის ქუჩის მცხოვრებლების დაკითხვა დაიწყეს. მათი ჩვენებები იულია სუსლიაკის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა. ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებულმა ქალმა ნაქირავებ ბინაში, სულ 24 საათი გაატარა. ეს დრო საკმარისი აღმოჩინა იმისთვის, რომ მეზობლებს საკუთარი თვალით ენახათ, როგორ არასათანადო პირობებში ზრდიდა უკრაინის მოქალაქე 10 მცირეწლოვანს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ უკრაინის მოქალაქეს ზუგდიდის გავლით ოკუპირებულ აფხაზეთში ბავშვები გასაყიდად გადაჰყავდა და საქართველოში ჩამოსვლამდე ერთი, ორი წლის ბიჭი რუსეთში გაყიდა. პროკურატურის ამ ვერსიის არ იზიარებს დაკავებულის ადვოკატი. იმის დამტკიცებას, რომ ათივე ბავშვს ერთი მამა ჰყავს და ის…

მეტი...