„წითელ პარასკევს“ ტაძრებში წირვა არ აღევლინება

მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს. დღეს „წითელი პარასკევია“ – ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. ტაძრებში დღეს გარდამოხსნის წესი შესრულდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გარდამოხსნის წესს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 14:00 საათზე შეასრულებს. „წითელ პარასკევს“ ტაძრებში წირვა არ აღევლინება, რადგან, სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად, უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას სამეუფო ჟამნი სრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება. მორწმუნეები ამ დღეს კვერცხებს წითლად ღებავენ. ასევე აცხობენ პასკებს, რადგან სახარების თანახმად, იესო ქრისტეს ჯვარცმა იუდეველთა პასექის დღესასწაულზე მოხდა

მეტი...

ადვოკატის მტკიცებით, სუსლიაკები ბიზნესმენები არიან და ერთ-ერთი შვილი ამერიკის მოქალაქეა – ტრეფიკინგისთვის დაკავებულის ისტორია

„იულია სუსლიაკის, 37 წლის ახალგზარდა ქალის მეუღლე, რომელიც ბავშვებით ვაჭრობაშია ეჭვმიტნილი, ბიზმესმენია და ტრეფიკინგი არაფერ შუაშია. ათივე შვილი მათია და აფხაზეთში აპირებდნენ თავშესაფრის პოვნას“ – აცხადებს დაკავებული უკრაინელი ქალის ადვოკატი, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფს იზოლატორში შეხვდა. ადვოკატი საქმეში არსებულ ერთ-ერთ საეჭვო მტკიცებულებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ერთ წელში დაბადებული ოთხივე შვილი მათია. „დიახ, გიდასტურებთ, რომ 10-დან 4 ბავშვი 2017 წელს არის დაბადებული, მაგრამ ეს მოხდა სუროგაციისა და დონაციის შესახებ არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. ბავშვების ბიოლოგიური მამა მრავალშვილიანი ოჯახიდანაა, მათ უნდოდათ, ბევრი შვილი ჰყოლოდათ. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ქალს ექიმებმა დაორსულება აუკრძალეს.…

მეტი...

უკრაინელ ქალს, ბავშვებით ვაჭრობისთვის 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება

საქართველოში დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს, ადამიანებით ვაჭრობისთვის 14-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 10 ბავშვი, რომელიც მან საქართველოში ტრანზიტის მიზნით ჩამოიყვანა, ამ ეტაპზე უსაფრთხოდაა, თავად 37 წლის ქალბატონი კი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომელსაც „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ. „ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული, მიმდინარე წლის 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ს. საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აპირებდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. ე.წ. საზღვრის…

მეტი...

საგაზაფხულო სამუშაოები და 200 ლარიანი ჯარიმა – გაფრთხილება მოსახლეობას

საგაზაფხულო სამუშაოებთან დაკავშირებით, ზედამხედველობის ინსპექციისა და საპატრულო პოლიციის კონტროლიც მკაცრდება. კერძოდ, საკარმიდამო ნაკვეთის დასუფთავებისას, ბალახებისა და სხვა ნარჩენების დაწვა 200 ლარიანი ჯარიმით ისჯება. როგორც რეგიონის მოსახლეობა ამბობს, მათ სანქციების შესახებ არაფერი იციან, თუმცა, რომც იცოდნენ, გამხარ ფოთლებს არარსებულ ნაგავსაყრელზე ვერ წაიღებენ გადასაყრელად. „მოსახლეობა, სავარაუდოდ, არ არის ინფორმირებული, თუ რა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ნარჩენების ღია წესით დაწვა, როგორც ეკოსისტემისთვის ასევე ადამიანის ჯანმრთელობისთვის. დღევანდელი კანონმდებლობით, „ნარჩენების მართვის კოდექსით“ არეგულირებს ამ საკითხს. ღია წესით წვა, იყოფა ორ ნაწილად. პირველ ნაწილად შეგვიძლია განვიხილოთ არასახიფათო ნარჩენების წვა, რომელიც ასევე იყოფა ორ კატეგორიათ. პირველ შემთხვევაში,…

მეტი...

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მეტროს შახტი მოწესრიგდება

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის N83-ის მიმდებარედ, გზის სავალ ნაწილზე არსებული მეტროს 50-ე შახტის რეაბილიტაცია დაიწყო. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ  განაცხადა, შახტი არსებულ გზაგამყოფ ზოლში გადავა და მოწესრიგდება, ძველი შახტის ადგილზე კი საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება.    „გზის სავალ ნაწილზე შახტის არსებობა სერიოზული პრობლემა იყო, პირველ რიგში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელიც ამ გზით სარგებლობს. დაახლოებით, 20-25 წელია, აღნიშნული ტერიტორია ამ მდგომარეობაშია. გვინდა, მეტროს შახტი მოვაწესრიგოთ და საავტომობილო გზა გაიხსნას, რათა მძღოლებმა შეუფერხებლად იმოძრაონ. გარდა ამისა, ამ ადგილზე შახტის არსებობა ფეხითმოსიარულეთათვისაც პრობლემას წარმოადგენს.  შახტს გადაიტანენ აქვე, გზაგამყოფ ზოლში, რომ მოძრაობას ხელი არ შეეშალოს.…

მეტი...

უკრაინელი ქალი, რომელიც 10 ბავშვის ტრეფიკინგშია ეჭვმიტანილი, დაკავებულია

უკრაინის მოქალაქე, რომელიც ზუგდიდში 10 ბავშვთან ერთად ჩავიდა და აფხაზეთში გადასვლას ცდილობდა, დაკავებულია. მართალია, შსს-ს ხელთ არსებული დოკუმენტაციით ათივე ბავშვი დაკავებულის შვილია, თუმცა გამორიცხული არ არის, საბუთები გაყალბებულიც იყოს. ეჭვს ისიც ამყარებს, რომ 10-დან 3 ბავშვი ერთიდაიმავე წელსაა დაბადებული. დაკავებული ამ ეტაპისთვის თბილისში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მისი ინტერესების დამცველი კი აცხადებს, რომ ბავშვები სოციალური მომსახურების სააგენტომ თავშესაფარში გადაიყვანა. „ბავშვები სოციალური მომსახურების სააგენტომ წაიყვანა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უკრაინის მოქალაქე კი წინასწარ, მოთავსების იზოლატორში იმყოფება. მისი დაკავება ქუთაისში მოხდა“ – აცხადებს ადვოკატი ზურაბ თოდუა. რაც შეეხება საქმის წინა ისტორიას, აღნიშნული…

მეტი...

თბილისის მოსახლეობას სააღდგომოდ ავტობუსები უფასოდ მოემსახურება

დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, 28 და 29 აპრილს, 08:00-დან 20:00 საათამდე თბილისის სასაფლაოების მიმართულებით, უფასო ავტობუსები იმოძრავებენ. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსი მეტროსადგურ „დიდუბიდან“ გავა, კუკია-მახათასკენ – სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან, საბურთალოს სასაფლაოსკენ – მეტროსადგურ „დელისიდან“, თბილისის ზღვის სასაფლაოზე – მეტრო „სარაჯიშვილიდან“. ვერის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი გაჩერდება ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის N25 კორპუსის მიმდებარედ, ხოლო ვარკეთილის სასაფლაოებისკენ ტრანსპორტი იმოძრავებს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ და შუამთის ქუჩაზე, მეათე კვარტლის N15 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან. გარდა ამისა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 27 აპრილს, მეტროს მუშაობა გახანგრძლივდება და 23:00 საათიდან 28…

მეტი...

„ოპონენტებთან მიმართებაში დიდი უპირატესობით ვსარგებლობთ“ – მერობის კანდიდატი

ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია „ფაიფურის დასახლებასა“ და სოფელ რუხშიმცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა. მერობის კანდიფატმა მოსახლეობას ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა და მათი ძირითადი საჭიროებებიც მოისმინა. „რუხში მცხოვრებ ბავშვებს ახალი საბავშვო ბაღი ექნებათ. ბაღის მშენებლობა 2019 წელს და ბავშვები კეთილმოწყობილ და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საბავშვო ბაღში ივლიან. ასევე, იხსნება მრავალპროფილური საავადმყოფო, რომლის სამშენებლო სამუშაოები ბოლო ფაზაშია შესული, რის შემდეგაც მოხდება მისი აღჭურვა და სამუშაო რეჟიმზე გადაყვანა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რუხში ეწყობა საგზაო ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ. მერობის კანდიდატი ნაწულუკუსა და რიყეს მოსახლეობასაც შეხვდა და ის პროექტები გააცნო, რომელიც მისი…

მეტი...

პრეზიდენტმა პატიმრები შეიწყალა

19 მსჯავრდებული პენიტენციალურ დაწესებულებას დღეს დატოვებს. საქართველოს პრეზიდენტმა მათ შეწყალებას ხელი უკვე მოაწერა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა ჟვანია განაცხადა, პრეზიდენტის მორიგი შეწყალების აქტი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს უკავშირდება. „საქართველოს პრეზიდენტმა, სააღდგომო დღესასწაულებთან დაკავშირებით, საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, 19 თავისუფლება აღკვეთილი პირი შეიწყალა. აქედან 2 ქალბატონია. ისინი დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ. ასევე, პრეზიდენტმა შეიწყალა 23 პირობითი მსჯავრდებული, მათ შორის, 2 ქალი“ – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

მეტი...