„სპეც. ფონდი პანკისელებს მთელი წლის ელექტროენერგიის საფასურს დაუფარავს“ – არჩილ თალაკვაძე

“ქვეყანა, რომელიც ვითარდება მეტ ენერგეტიკას და ენერგოგენერაციას საჭიროებს” – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და ოპოზიციას ფარისევლობაში ადანაშაულებს. ,,თუ ჩვენ ვეთანხმებით შენებას და საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას, ის განცხადებები, რაც ზოგიერთი ოპოზიციონერის მხრიდან გაკეთდა, რომ ეს ჰესი არ უნდა აშენდეს და აქ თითქოს რაღაც ჩარევა ხდება ადგილობრივ ეკოსისტემაში და თოთქოს მოსახლეობას საფრთხეს უქმნის, ეს იგივე ხალხია, რომელიც დეკლარირებულად, ფარისევლურად ლაპარაკობს, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს ენერგოდივერსიფიცირებული წყაროები, რუსეთზე ნაკლებ დამოკიდებულებაზე ქადაგებენ, მაგრამ რეალურად, როცა საქმე საქმეზე მიდგა, ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას”,- აცხადებს არჩილ თალაკვაძე. დეპუტატის შეფასებით, მისი თქმით პანკისის მცირე ჰესი, რომელიც…

მეტი...

პროექტში – „ახალი სკოლის მოდელი“ 15 სკოლა ჩაერთვება

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შოთა ხაბარელმა საპილოტე პროექტის – „ახალი სკოლის მოდელი“ 15 სკოლის ხელმძღვანელობას წარუდგინა. „სპორტში ჩართულობასთან დაკავშირებით, საქართველოში დღეს საკმაოდ დიდი გამოწვევაა, აქედან გამომდინარე შემუშავებულია პროგრამა, რომელიც მომავალში ყველა სკოლისთვის აუცილებელი გახდება. საპილოტე პროექტის ფარგლებში, პროგრამის დაწყება თბილისის სხვადასხვა 15 სკოლაში იგეგმება, რომლის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე პროგრამის ძირითადი მიმართულებები განვიხილეთ“, – განაცხადა შოთა ხაბარელმა.  შეხვედრაზე სკოლის წარმომადგენლებმა, პროგრამის განხილვისას, საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები გამოთქვეს. აღინიშნა, რომ სპორტში მოსწავლეების აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს და ამ კუთხით, ქვეყანაში არაერთი პროგრამა და მიდგომა მუშავდება.  საპილოტე პროგრამა – „ახალი…

მეტი...

პროფესიული კოლეჯები მსურველებს უფასო გადამზადებას სთავაზობენ – რეგისტრაცია დაიწყო

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებთან ერთად,  პროფესიული გადამზადების მასშტაბურ პროგრამას – „ისწავლე და დასაქმდი“ ჩართვის მსურველთა რეგისტრაცია 24 აპრილს დაიწყება.რეგისტრაცია 7 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული პროექტი გასულ წელსაც განხორციელდა. „მინდა მივმართო ყველას, ვისაც სურვილი აქვს, რომ რეგისტრაცია 24 აპრილიდან იწყება და 7 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. პროგრამასთან დაკავშირებით, სრული ინფორმაციის მიღება მერიის ვებგვერდზე არის შესაძლებელი. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი დაინტერესდება, გადავამზადებთ და მათგან ბევრი დასაქმდება. წარმატებებს ვუსურვებ ყველა ახალგაზრდას.გასულ წელს განვახორციელეთ და ძალიან…

მეტი...

მთაწმინდის პანთეონთან მისასვლელ გზაზე, ბაზალტის ქვაფენილი დაიგება

თბილისში. მთაწმინდის გამგეობამ, პანთეონისა და მამა დავითის მონასტერთან მისასვლელი გზის ნაწილის რეაბილიტაცია დაიწყო. როგორც მთაწმინდის გამგეობაში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, პროექტი ჭონქაძის ქუჩის კვეთიდან, მთაწმინდისა და ყიფიანის ქუჩებზე სავალი გზის რამდენიმე მონაკვეთს მოიცავს, სადაც არსებული დაზიანებული რიყის ქვის საფარი ბაზალტის ქვაფენილით ჩანაცვლდება. “საგზაო ინფარსტრუქტურა 1300 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება. ტროტუარების გასწვრივ 400 გრძივი მეტრი ბორდიური მოეწყობა. აღნიშნულ ტერიტორიაზე, ასევე, მიმდინარეობს 160 გრძივი მეტრი ახალი სანიაღვრე არხის მოწყობა, რომლის არარსებობის გამო, უამინდობის დროს, ყიფიანისა და მთაწმინდის ქუჩებზე ნიაღვარი ღიად მოედინებოდა. უხვი ნალექი იწვევდა, როგორც ინფრასტრუქტურის დაზიანებას, ასევე, აფერხებდა საგზაო მოძრაობას და მოსახლეობის კომფორტულ…

მეტი...

კახა კალაძემ მოადგილეების და ვიცე მერის ხელფასები გამოაქვეყნა

თბილისის მერია, მერი კახა კალაძის მოადგილეების და ვიცე-მერის ხელფასებს ასაჯაროებს. მაგალითისთვის, თუ ყოფილი მერის პირველი მოადგილის ხელფასი იყო 89.243 ლარი, დღევანდელი მერის პირველი მოადგილის მერის ხელფასი 13.643 ლარით ნაკლებია და 75.600 ლარს შეადგენს  (სრული ცხრილი შეგიძლიათ იხილოთ ფოტოზე). დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ის ინფორმაცია, თითქოს, თბილისის მერის მოადგილეებს და ვიცე-მერს ხელფასები გაეზარდათ. როგორც კახა კალაძემ განმარტა, მოადგილეებსაც და ვიცე-მერსაც აკრძალული აქვთ დანამატებისა და პრემიის აღება, რასაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი არეგულირებს. „ბოლო დღეების განმავლობაში, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, რომ თითქოს, 2018 წელს დედაქალაქის მერის…

მეტი...

საკეისრო კვეთა სამეგრელო-ზემო სვანეთში ყველაზე მაღალია – სანქციები კლინიკებს

„საკეისრო კვეთის მაღალი მაჩვენებლის გამო, სამშობიარო კლინიკებს დიდი თანხით აჯარიმებენ ან საერთოდ იხურება. მნიშვნელოვანია, საკეისრო კვეთის რაოდენობა და პროცენტული მაჩვენებელი შემცირდეს, მაგრამ არა იმ კანონით, რომლეიც 2016 წელს იქნა მიღებული“ – აღნიშნული განცხადება „ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის“ თავმჯდომარე სალომე ლოლუამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. ორგანიზაციის სტატისტიკით, საკეისრო კვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამეგრელო-ზემო სვანეთშია. „საქართველოში საკეისრო კვეთის კატასტროფული მატება გვაქვს. არადა, 2016 წელს, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციტივით, პარლამენტმა აკრძალვა მიიღო, რომლითაც კლინიკები იზღუდებიან და თუ საკეისრო კვეთა 40% ცდება, ისინი ჯარიმდებიან. ჯარიმების ოდენობა კი იმდენად მაღალია, სამშობიარო სახლები იხურება კიდეც. თუ სასიცოცხლო ჩვენებით,…

მეტი...

თბილისს სამი ახალი საბაგირო ექნება

თბილისის მერია დედაქალაქში სამი მიმართულებით, „სამგორი-ვაზისუბანი“, „ახმეტელი-თემქა“ და  „სამება-მახათას მთის“ მიმართულებით ახალი საბაგირო გზების ამოქმედების შესაძლებლობას განიხილავს. როგორც კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ახალი საბაგირო გზების განვითარების მიმართულებით,  ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადებას, დაახლოებით, 750 000 ლარი და ხუთი თვე სჭირდება. „საბაგიროების თემა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. ამ თემაზე ჩვენ რამდენიმე თვის წინ მთავრობის სხდომაზე ვისაუბრეთ, როდესაც გაიცა დავალება იმ კონკრეტული არეალების გამოყოფასთან დაკავშირებით, სადაც საბაგიროების პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ არის სამი საინტერესო მიმართულება – „სამგორი-ვაზისუბანი“, „ახმეტელი-თემქა“ და „სამება-მახათას მთა“. შესაბამისად, ახლა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა…

მეტი...

დედათა და ჩვილთა სიკვდილიანობა და „მორბენალი მშობიარეები“

„საკეისრო კვეთის ოპერაცია, რომელიც სიცოცხლის გადამრჩენად ითვლებოდა, პირიქით შედეგი მივიღეთ – დედათა და ჩვილთა სიკვდილიანობა გაიზარდა. თუ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, მსოფლიოში საკეისრო კვეთების მაქსიმუმი 15% უნდა იყოს, საქართველოში არსებული მაჩვენებელი 44%-ია“ – აღნიშნული განცხადება „ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის“ თავმჯდომარე სალომე ლოლუამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. როგორც ექიმთა უფლებადამცველმა აღნიშნა, 2016 წელს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებულმა კანონმა უკუშედეგი მოგვცა და დადებითი პროცესების ნაცვლად, „მორბენალი მშობიარეები“ მივიღეთ. „2016 წელს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებული იქნა კანონი, რომლის მიხედვითაც კლინიკებს, საკეისრო კვეთებზე ფიქსირებული პროცენტი დაუწესეს, არ გაამართლა. კანონის მიხედვით, საკეისრო კვეთა არ უნდა გასცდენოდა…

მეტი...

ამაღამ განსაკუთრებით ფრთხილად, ჯარიმა 500 ლარი – გაფრთხილება მოსახლეობას

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას მიმართავს და აფრთხილებს, მაქსიმალურად გაითვალისწინონ მათი რეკომენდაციები, რომ 500 ლარიან ჯარიმას ასცდნენ. განცხადება “ჭიაკოკონობასთან” დაკავშირებულ რისკებსა და საფრთხეებზე, გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა “მედიაცენტრ მთავარში” გააკეთა. როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილე გრიგოლ ფოჩხიძემ “მედიაცენტრ მთვარში” განაცხადა, საყოფაცხოვრებო ნარჩენის ღია წესით დაწვა ისჯება 200 ლარით, ხოლო სახიფათო ნარჩენები 500 ლარით. “ღია წესით წვა, იყოფა ორ ნაწილად. პირველ ნაწილად შეგვიძლია განვიხილოთ არასახიფათო ნარჩენების ღია წესით წვა. აქ შეგვიძლია განვიხილოთ ფოთლები, პარკები და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენები, რომლის ღია წესით დაწვა ისჯება ჯარიმით –…

მეტი...

რუსთავში პატრიარქისთვის „ვარდების ბაღი“ შენდება

რუსთავში, კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრალურ პარკში, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორისთვის „ვარდების ბაღი“ შენდება. მშენებლობა რუსთაველი მეუფის – იოანეს კურთხევით და მერიის მხარდაჭერით დაიწყო. სამუშაოები სპონსორების ძიების პარალელურად მიმდინარეობს. გაკეთდა ე.წ შავი კარკასი, ჩაისხა ბეტონის კედელი, დამონტაჟდა რკინის რიკულებიანი არკა. „ვარდების ბაღის“ გახსნა შემოწირულობებზე და მოსახლეობის აქტიურობაზეა დამოკიდებული. შემოწირულობებში აქტიურად არიან ჩართულები ემიგრატები. სამუშაოების დასრულების შემდეგ, სპეციალური ალბომიც დამზადდება, რომელშიც ყველა შემომწირველის სახელი და გვარი ჩაიწერება და მას პატრიარქს საჩუქრად გადასცემენ. როგორც იდეის ავტორი ნანა ბეღელაძე აცხადებს, „ვარდების ბაღის“ იდეა პატრიარქის მხრიდან თეთრ ვარდების დიდ სიყვარულს უკავშირდება. …

მეტი...