“ტყვიის შემცველობის კვლევის შედეგები საყურადღებოა, თუმცა, არა საგანგაშო“ – აკაკი ზოიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, საქართველოში ჩატარებული ორგანიზმში ტყვიის შემცველობის კვლევა საგანგაშო არ არის. როგორც დეპუტატი აცხადებს, მსგავსი სურათი შეერთებულ შტატებშიც ჰქონდათ. „ძალიან კარგია, რომ მთავრობას პრობლემასთან გასამკლავებლად მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში კონკრეტული ღონისძიებების გეგმა აქვს ჩამოყალიბებული. გეგმა შემუშავებულია საუკეთესო საერთაშორისო, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომელთაც ზუსტად ასეთი სიტუაცია ჰქონდათ გასული საუკუნის 80-იან წლებში. ძალიან მნიშვნელოვანია ჩაღრმავებული, ეპიდემიოლოგიური კვლევა ჩატარდეს იმის თაობაზე, თუ საიდან არის ეს ექსპოზიცია ტყვიასთან“ – აცხადებს აკაკი ზოიძე. დეპუტატი რეგიონში მიღებულ მაჩვენებლებზე ამახვიებს ყურადღებას და ამბობს, რომ ჰაერი…

მეტი...

650 ბავშვს ტყვიაზე ხელახალი გამოკვლევა ჩაუტარდება და მონიტორინგს დაექვემდებარებიან

საქართველოს მასშტაბით, გამოკვლეული 1600-მდე ბავშიდან სისხლში მძიმე მეტალის – ტყვიის მატება დაახლოებით 650 ბავშვს დაუდგინდა. მათ მრავალკომპონენტიანი ანალიზი ხელახლა ჩაუტარდებათ, დაფინანსებას კი სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადებრივი ჯანდაცვის სამეცნიერო ცენტრის დირქტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, გამოკვლეულ ბავშვებს მონიტორინგი პერიოდულად ჩაუტარდებათ. „გამოკვლეული ბავშვების ხელახალ კვლევას სახელმწიფო დააფინანსებს. ამ ნაწილში შევა ინტერვენციებიც. ჩაერთვებიან პედიატრებიც. ისინი მიიღებენ რკინის, კალციუმის, ვიტამინების შემცველ პრეპარატებს. ეს არ იქნება ერთჯერადი ღონისძიება და მათი მონიტორინგი პერიოდულობით განხორციელდება“ – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. ექიმების გარდა, პროცესში გარემოსდამცველებიც ჩაერთვებიან. კერძოდ, ყველა ოჯახში, სადაც ბავშვებს სისხლში ტყვიის მომატებული კონცენტრაცია…

მეტი...

რეგიონებიდან, ტყვიის კონცენტრაცია აჭარაში ყველაზე მაღალია

საქართველოში ჩატარებული, ადამიანის სისხლში ტყვიის შემცველობის კვლევის მიხედვით, აჭარაში, მძიმე მეტალი ყველაზე მეტად არის მომატებული. ყველაზე ნაკლები მატება კი ქვემო და შიდა ქართლშია. რეგიონების მიხედვით, კვლევის შედეგები შემდეგნაირად ნაწილდება: სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს: აჭარაში – 85%; გურიში-73%; თბილისში – 30%; იმერეთში – 61%; კახეთში – 25%; მცხეთა-მთიანეთშ – 20%; სამეგრელო, ზემო სვანეთში – 71%; სამცხე-ჯავახეთში – 32%; ქვემო ქართლში – 18%; შიდა ქართლში – 21%. რაც შეეხება იმ რეგიონებს, სადაც სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს, კვლევის შედეგები შემდეგია: აჭარში – 50% გურიში –…

მეტი...

ტყვია ბავშვების ორგანიზამში – კვლევის პრეზენტაცია

პირველი, მასშტაბური და მრავალინდიკატორული კვლევით, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ საქართველოში ჩატარდა, ბავშვებში ტყვიის შემცველობა მომატებულია. კერძოდ, 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობის მცირე, 16%-ს კი შედარებით მაღალი მატება უფიქსირდება. კვლევის შედეგები საქართველოში იტალიიდან გამოიგზავნა. კვლევის პრეზენტაცია დღეს მოხდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში აცხადებენ, სულ, საქართველოს მასშტაბით, სისხლის ნიმუში, 2-7 წლამდე ასაკიას 1578 ბავშვს აუღეს. „კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში, ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა მერყეობს 5-10 მკგ/დლ (მიკროგრამი დეცილიტრზე) ფარგლებში, რაც მიუთითებს მსუბუქ მატებაზე, ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს. ტყვიის მინიმალური, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო კონცენტრაცია ადამიანის ორგანიზმში…

მეტი...

“ვინც ენერგეტიკულ განვითარებას ეწინააღმდეგება, ქვეყნის მტერია” – თბილისის მერი

თბილისის მერმა კახა კალაძემ პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენები შეაფასა.კახა კალაძის განცხადებით, ყველა ის ადამიანი, ვინც ეწინააღმდეგება ქვეყნის ენერგეტიკულ განვითარებას, ქვეყნის მტერია. “ჩვენი ქვეყანა განვითარებადია, ყოველწლიურად ვითარდება, ეკონომიკური ზრდა გვაქვს და შესაბამისად, ელექტროენერგიაზე მოთხოვნაც მეტი იქნება. რატომ უნდა ვიყოთ დამოკიდებული სხვადასხვა ქვეყნებზე ელექტროენერგიის შემოტანით, რატომ უნდა გავიდეს თანხები სხვა ქვეყნებში? ისევ ჩვენს ეკონომიკაში ჩაიდოს და მოხმარდეს ეს თანხები. ყველა ის ადამიანი, ვინც ეწინააღმდეგება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას, ენერგეტიკულ განვითარებას, მარტივად რომ ვთქვა, ქვეყნის მტერია”,- განაცხადა კალაძემ. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მისი ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდში დაწყებული პროექტების განხორციელება დღეს შეფერხებულია. “კამპანია, რომელიც ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ არის მიმართული, ჩემთვის…

მეტი...

„სრული მხარდაჭერა შსს-ს“ – ანრი ოხანაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი შსს-ს და მთელ პოლიციის შემადგენლობას მხარდაჭერას უცხადებს და ყველა მოქალაქეს იგივეს მოუწოდებს. „ჩვენი საზოგადოების ინტერესებშია, დავიცვათ თითოეული პოლიციელის ღირსება. პოლიციელის ღირსების დაცვა ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში საზოგადოების ინტერესებშია. შესაბამისად, პოლიციელის ღირსების დაცვა საზოგადოების დაცულობის გარანტიაა. ჩვენი, ყველას მოვალეობაა სრული მხარდაჭერა გამოვუცხადოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა იმ თანამშრომელს, რომელთა მიმართაც უკანონო ქმედება განხორციელდება“ – აცხადებს დეპუტატი.

მეტი...

„რას მიიღებს თემი აქედან? თუ ეს ჰესი საფრთხის შემცველია, საერთოდ არ უნდა აშენდეს“ – ბექა ნაცვლიშვილი

საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ინიციატივით გამოდის, რომ საპენსიო ფონდში დააგროვონ თანხები განახლებადი ენერგიის წყაროებისკენ გადაიქაჩოს. ჰესების მშენებლობებსა და არსებულ პრობლემებზე დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. „ვინც გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტს აკეთებს, სახელმწიფოს მხრიდან ლიცენზირებული უნდა იყოს, რომ კითხვის ნიშნები არ არსებობდეს მის მიერ გაცემული დოკუმენტთან დაკავშირებით. რაც შეეხება ჰესების მშენებლობას, განახლებად ენერგიაზე უნდა ვიზრუნოთ. წყალი და მიწა ყველას ეკუთვნის და ყველას თანაბრად უნდა მოხმარდეს. საპენსიო ფონდში მობილიზებული თანხა კი სწორედ განახლებად ენერგიას უნდა მოხმარდეს“ – აღნიშნა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“. რაც შეეხება ჰესების მშენებლობას, დეპუტატის შეფასებით, მცირე ჰესებისგან ადგილობრივ მოსახლეობას…

მეტი...

„სახელწიფო უნდა ზრუნავდეს, რომ ჩვენი შვილები დაბალი ფასეულობებითა და ღირებულებებით არ გაიზარდონ“ – საპატრიარქო სამუშაო ჯგუფზე

„თუ ეკლესია ამ ნეგატიურ მოვლენებზე საუბრობს, ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ დღეს, ტელევიზიას დიდი გავლენა აქვს და სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს, რომ ჩვენი შვილები ძალიან დაბალი ფასეულობებითა და ღირებულებებით არ გაიზარდონ. პირიქით, მათ ღირებული რამ უნდა მივაწოდოთ“ – აცხადებს მამა ანდრია ჯაყმაიძე „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას და იმ სამუშაო ჯგუფზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც საპატრიარქოს ახალგზრდულ ცენტრში სხვადასხვა პრობლემურ თემასთან დაკავშირებით სამუშაო ფორმატში იკრიბება.  შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს, საპატრიარქო, მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებთან დაკავშირებით ჯგუფის შექმნაზე მუშაობს, რომელმაც ეს საკითხი უნდა შეისწავლოს და დაარეგულიროს როგორც მამა ანდრიამ…

მეტი...

“გზაზე მეწყერი შეიძლება 2-3 წელიწადში ან ხვალაც წამოვიდეს”-სეისმოლოგი წყნეთის გზაზე

„დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის” მთავარი სეისმოლოგის თეა გოდოლაძის განცხადებით, თბილისი-წყნეთის საავტომობილო გზაზე განთავსებული საყრდენი კედლები მეწყერს ვერ შეაჩერებს.  როგორც თეა გოგოლაძემ “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, წყნეთის საავტომობილო გზა მოწყვლადია და მეწყერი შესაძლოა ნებისმიერ დროს წამოვიდეს. მისი თქმით ერთადერთი გამოსავალი წყნეთის საავტომობილო გზის კონსტრუქციის შეცვლაა.  “ამ ფერდზე უხეში ჩარევა იყო. მოიხსნა ფენები, რამაც ხელი შეუწყო მეწყრული პროცესებს. ეს ფერდი ისედაც მეწყრული იყო და როცა ამაში უხეშად ერევი მას უფრო აქტიურს ხდი. ის უნდა ყოფილიყო სულ სხვა ტიპის გზა. ფულის დაზოგვა იქ არ შეიძლებოდა. ვერაფერს ვერ მოიფიქრებთ თუ გზის კონსტრუქციას არ შეცვლით. ის არის მოწყვლადი რეგიონი და…

მეტი...

„ჰესებს სეისმურ ზონებშიც კი აშენებენ“ – სეისმოლოგი „მედიაცენტრ მთავარში“

„ჰესებთან დაკავშირებით, ყველა პროექტი გადასახედია. წონადი საერთაშორისო ექსპერტები უნდა მოვიწვიოთ. ეს პროექტები ჩვენს ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდება, ცუდ შედეგებს მივიღებთ,“ – აღნიშნა „დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის” მთავარმა სეისმოლოგმა თეა გოდოლაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“ როგორც სესმოლოგი აცხადებს, უდიდესი პრობლემაა ისიც, რომ ჰესების მშენებლობა სეისმურ ზონებშიც ხდება. „ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ჩვენს ქვეყანაში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით ხდება, სრულფასოვანი კვლევების არარსებობაა. ჰესების დაგეგმარებისას, მსგავსი არაფერი კეთდება. ჰესებს ისე გეგმავენ, ბუნებრივი პირობები და ჰესების წარმადობა შესწავლილი არც არის“ – აღნიშნა ექსპერტმა „მედიცენტრ მთავარში“. მისივე ინფორმაციით, საქართველოში არსებულ მდინარეებთან დაკავშირებით, მონაცემთა ბაზა საერთოდ არ არსებობს: „მონაცემთა ბაზა,…

მეტი...

“ჭიაკოკონობას” ნებისმიერი ტიპის ნარჩენის დაწვა ისჯება

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა ოთხშაბათს ტრადიციული რიტუალისას – „ჭიაკოკონობას“ ნებისმიერი ტიპის ნარჩენი, მათ შორის, საბურავების, პლასტიკის მასალის ნივთების, ფოთლების ღია წესით დაწვა აკრძალულია. გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას, აფრთხილებს და მიმართავს, რომ ყველა დამრღვევის მიმართ კანონმდებლობით დადგენილ ზომებს გაატარებს, რაც 200-დან 500 ლარამდე დაჯარიმებას გულისხმობს. “აღნიშნული ნარჩენების დაწვისას, გამოიყოფა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერებები და აირები. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ტრადიციულ რიტუალში,”-განაცხადეს სამინისტროში. არსებული მონაცემებით, 1 ტონა რეზინის საბურავის ღია წესით დაწვისას ატმოსფეროში გამოიყოფა 270 კგ…

მეტი...

პანკისში გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის, სამართალდამცველებმა პრემიერისგან მადლობა დაიმსახურეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სამართალდამცავებს პანკისის ხეობაში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და თავშეკავებისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერ- მინისტრის განცხადებით,სამართალდამცავების მიერ გამოჩენილი თავშეკავება მაღალ პროფესიონალიზმზე მიუთითებს.მამუკა ბახტაძე პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის, რაც საზოგადოებამ იხილა, სრულიად მიუღებელია. „ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გამოხატოს მშვიდობიანი პროტესტი და ეს არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი. მთელი ამ 6-7 წლის განმავლობაში ჩვენ ამის მკაფიო დემონსტრირებას ვახდენთ. ბუნებრივია, კანონის დარღვევა, მით უმეტეს იმ გზით, რაც ვიხილეთ – აგრესია სამართალდამცველებზე, სრულიად მიუღებელია. აქედან გამომდინარე, კანონის პასუხიც ადეკვატური იქნება”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურის თქმით, ენერგეტიკის განვითარება…

მეტი...

წყნეთის გზაზე მეწყერდამცავი კედელი საფრთხეს არ წარმოადგენს

წყნეთში არსებული მეწყერდამცავი კედლის მდგომარეობა შემოწმებულია სპეციალისტების მიერ და იგი საფრთხეს არ წარმოადგენს. როგორც თბილისის მერიაში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, თბილისი-წყნეთის საავტომობილო გზაზე განთავსებული საყრდენი კედლების რებილიტაცია გეგმიურად მოხდება. “გაცნობებთ, რომ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ გეგმიურად მოხდება კედლის რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს პროექტირება, რომლის დასრულების შემდეგაც, კონტრაქტორი კომპანია დაიწყებს რეკონსტრუქციის სამუშაოებს,”-განაცხადეს თბილისის მერიაში. თბილისი-წყნეთის საავტომობილო გზაზე განთავსებული საყრდენი კედლების  მშენებლობა 2015 წლის სექტემბერში დაიწყო და ამავე წლის დეკემბერში დასრულდა.   სამშენებლო სამუშაოები კომპანია “ჯეუ გრუპმა” აწარმოა, რომლისთვისაც პროექტზე თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 702 606 ლარი დაიხარჯა. კედელმა 2016 წელს…

მეტი...

რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, ცხოველთა დაავადებებისგან თავისუფალ ზონად გამოცხადდა

რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონი და მესტიის მუნიციპალიტეტი, ცხოველთა ძირითადი დაავადებებისგან თავისუფალ ზონად გამოცხადდა.. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძეს  განცხადებით, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონისა და მესტიის მუნიციპალიტეტის ცხოველთა დაავადებებისგან თავისუფალ ზონად გამოცხადებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, ასევე ვეტერინარული კეთილსაიმედოობის დაცვის კუთხით. „ეს არის  ამბიციური პროექტი, რომელიც სხვა რეგიონებისთვის დამატებითი სტიმულის მიმცემი გახდება და ცხოველთა სხვადასხვა დაავადების საწინააღმდეგოდ ვეტერინარული კონტროლის განხორციელებას, ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნებას და გარემოს დაცვას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა იური ნოზაძემ  პროგრამის შეფასებისას. აღსანიშნავია, რომ პროგრამის განხორციელებაში, სახელმწიფო უწყებებთან ერთად, კერძო სექტორიც იქნება ჩართული, მათ…

მეტი...

„ამოღებული ნივთიერება ნარკოტიკია თუ არა, დადასტურებული არ არის“ – ჯიბღაშვილის ადვოკატი

მსახიობი და ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი ამ დრომდე იზოლატორში იმყოფება. როგორც მისმა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, მისი მანქანიდან ამოღებული ნივთიერებები ნარკოტიკია თუ არა, დაზუსტებული არ არის. „საგამოძიებო მოქმედებები და ექსპერტიზა დღეს არის დაგეგმილი. სწორედ დღეს იქნება მეტი სიცხადე საქმესთან დაკავშირებით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი საპატრულო პოლიციამ შეაჩერა და ავტომანქანიდან ამოიღო ჩანთა, რომელშიც გარკვეული ნივთიერებები იყო მოთავსებული. ამ ნივთიერებების შემადგენლობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის“ – განუცხადა ამირან გიგუაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“. კითხვაზე, რატომ ჰყავთ დაკავებული, თუ მის მანქანიდან ნარკოტიკები არ ამოუღიათ, ადვოკატმა გვიპასუხა, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს ამას. „დაკავებული იმიტომ ჰყავთ, რომ სს საპროცესო…

მეტი...

2-დან 7 წლამდე ბავშვებში ტყვიის კონცენტრაცია მომატებულია – კვლევის პრეზენტაცია

გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებითა და სახელმწიფოს ჩართულობით, საქართველოში, ბავშვების ორგანიზმში ტყვიის შემცველობის კვლევა დასრულდა.სისხლის ნიმუში, გამოსაკვლევად, მთელი საქართველოს მასშტაბით 1500 ბავშვს აუღეს. „მედიაცენტრი მთავარის“ ინფორმაციით, 2-დან 7 წლამდე ბავშვებში ტყვიის კონცენტრაცია მომატებულია. სრული კვლევის პრეზენტაცია დღეს გაიმართება. სისხლში ტყვიის შემცველობის მატება „მედიაცენტრ მთავარს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ დაუდასტურა. “ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკვლეული 1600-მდე ბავშვიდან, სისხლში ტყვიის საყურადღებო მატება 16 ბავშვს დაუდგინდა. ამ ბავშვებთან დადიან ექიმები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკი, გარემოს სპეციალისტი და ინდივიდუალური მკურნალობა უტარდებათ. ასევე მიმდინარეობს მათი საცხოვრებელი გარემოს შესწავლა, რათა დადგინდეს…

მეტი...