პრეზიდენტი ტენილი ყველის საწარმოს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებლებს ეწვია, მესხური ყველის ,,ტენილი” წარმოებას დაესწრო და ზაზა ივანიძის ბიომეურნეობაში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის დამზადების ტექნოლოგიას გაეცნო. ამის შესახებ მდიაცენტრ «მთავარს“ პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მისი მიზანია წარმატებული ოჯახების მაგალითზე ახალგაზრდობას დაანახოს სოფლის მეურნეობაში დასაქმების უდიდესი პერსპექტივები. ზაზა ივანიძემ პრეზიდენტს ძველი, მესხური ტრადიციული კერძები გააცნო და მესხური შოთი, ხაჭაპური, აპოხტი, აპოხტის ხინკალი, მაწონი, თუთის ტყლაპი, თუთის ბაქმაზი, თაფლი, ნიგვზის და სელის გოზინაყი, ფახლავა, ჩირები, ჩურჩხელა დააგემოვნა. პრეზიდენტი ასპინძასაც ეწვია და ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთში მესხური ტენილი ყველის წარმოების პროცესს…

მეტი...

ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ქართველმა გოლიათმა ლაშა ტალახაძემ ორი რეკორდის გაუმჯობესება მოახერხა: აკვრაში მან 264 კგ აწია, რაც მსოფლიო რეკორდია. ორჭიდის ჯამში კი 418 კგ, რაც ასევე მსოფლიოს საუკეთესო შედეგია. ლაშა ტალახაძე მძიმე წონაში საქართველოს ჩემპიონი გახდა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. საქართველოს ჩემპიონატი ძალოსნობაში ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის დარბაზში გუშინწინ დაიწო და დღეს სრულდება.

მეტი...

„ხმას მივცემთ ისეთს, ვინც ჩვენს ტკივილს პოლიტიკაში მიიტანს და სათავისოს კი არა, სახალხო პოლიტიკას გაატარებს“ – დავით მაღრაძე

„ჩვენი განზრახვა არის ის, რომ ხვალინდელი დღე გავათავისუფლოთ ამ ორპოლუსიანი დახუთულობისგან. არა მეგობრებო, ჩვენს გვერდით არასდროს იქნებიან მურუსიძეები და ზარდიაშვილები“ – ასე მიმართა ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში შეკრებილებს სიტყვით გამოსვლისას მოძრაობა „დაიცავი საქართველო“ ლიდერმა, პოეტმა და საზოგადოებრივმა აქტივისტმა, დავით მაღრაძემ. როგორც მაღრაძემ საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა, „დაიცავი საქართველოს“ ერთადერთ მიზნი მოკლევადიან პერსპექტივაში სახელისუფლებო სადავეებიდან იმ ორი პარტიის ჩამოცილებაა, რომელთაგან არცერთი ტოვებს უკეთესი მომავლის შექმნის შთაბეჭდილებას. „ამ ორი პარტიიდან დღეს, ვერც ერთი ტოვებს იმის შთბეჭდილებას, რომ ჩვენს საწადელს და გულისწუხილს მიიტანს ქართულ პოლიტიკაში და თავის ენერგიას მოახმარს იმას, რომ უკეთესი ხვალინდელი დღე გათენდეს.…

მეტი...

„საზოგადოების ხმა პოლიტიკოსებს უნდა ესმოდეს“ – ეკა ბესელია ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას აანონსებს

დეპუტატმა ეკა ბესელიამ უახლოეს მომავალში ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ შეკრების დასრულების შემდეგ დააანონსა. მისი თქმით, დეტალებს საზოგადოებას კოლეგებთან და თანამოაზრეებთან კონსულტაციების დასრულების შემდეგ გააკეთებს. „საზოგადოების ხმა პოლიტიკოსებს უნდა ესმოდეთ. დღეს ჩვენ საზოგადოებამ გვითხრა, რომ არ უნდათ მათ წარსულში მოძალადე მოსამართლეების უვადოდ არჩევა. პირველი ეს არის ის ინიციატივა, რომელიც კანონპროექტის სახით ახლა იხილება პარლამენტში და ჩვენ ეს მხარდაჭერა გვჭირდება. მეორე, იწყება ხელმოწერების შეგროვება აქ, დღესვე. ეს არის ის ინიციატივა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გამოვაცხადე, რომ ვიწყებთ 200 ათასი ჩვენი მოქალაქის ხელმოწერის შეგროვებას, რომ უვადოდ მოსამართლეების არჩევა კონსტიტუციაში შეიცვალოს…

მეტი...

ვატო შაქარიშვილი: „არაადეკვატურად აღიქვამს მმართველი გუნდი დღევანდელობას“

„ის ადამიანები, ვისთანაც დაკავშირებული იყო უამრავი უდანაშაულო ადამიანის დასჯა, ვის კისერზეცაა ოჯახური ტრაგედიები, ვინც ქუჩაში ხალხს სდევნიდა, დღეს ისინი სამართლიანობის ეტალონებად წარმოაჩინეს,“ – ასე მიმართა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა საკრებულოში ვატო შაქარაშვილმა. მისი თქმით, ეს არის მესიჯი, რის გამოც განგაშის ზარია საჭირო. „მრავალწლიანი უთანასწორო ბრძოლა იმისთვის იყო, რომ ჩვენს ქვეყანაში დასრულებულიყო და აღარასოდეს განმეორებულიყო უსამართლობა, რომელიც გაბატონებული იყო, მაგრამ რა რეალობაში ამოვყავით თავი 7 წლის შემდეგ? ის ადამიანები, ვისთანაც დაკავშირებული იყო უამრავი უდანაშაულო ადამიანის დასჯა, ვის კისერზეცაა ოჯახური ტრაგედიები, ვინც ქუჩაში ხალხს სდევნიდა, დღეს…

მეტი...

დავით უსუფაშვილი:„ვითანამშრომლებ და მოვუსმენ ყველას, ვინც ფიქრობს, რომ „ქართული ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ ქართული პოლიტიკური სპექტრიდან გასადევნია“

„ვითანამშრომლებ და მოვუსმენ ყველას, ვინც ფიქრობს, რომ „ქართული ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ ქართული პოლიტიკური სპექტრიდან გასადევნია“ – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს მოძრაობის „დაიცავი საქართველო” შეკრებაზე დასწრების მიზეზის განმარტებისას განუცხადა. უსუფაშვილის თქმით, მან მოწვევა დავით მაღრაძისგან მიიღო და ფილარმონიაში სწორედ ამიტომ მივიდა. „დავით მაღრაძემ შემომთავაზა მოსვლა. მოვედი და მოვუსმენ. ასევე, ვუსმენ ყველას, ვინც თვლის, რომ „ქართული ოცნება“ შესაცვლელია არჩევნების გზით, არა ნაციონალური რევანშით ან რუსული ზღაპრებით. არ მოვსულვარ არაფერში გასაერთიანებლად, მოვედი მოსასმენად”, – განაცხადა უსუფაშვილმა. მისივე თქმით, გროვდება ხელმოწერები პროპორციული არჩევნების მოთხოვნით. „20-ზე მეტი პოლიტიკური ძალა ერთად…

მეტი...

“საქაერონავიგაციის“ ბიზნესგეგმაში მივლინების ხარჯი ხელოვნურად გაზრდილი, წარმომამდგენლობითი ხარჯები კი ხელოვნურად შემცირებულია

„საქაერონავიგაციის“ შესაბამისობის აუდიტის დოკუმენტის მიხედვით, შპს „საქაერონავიგაციის“ 2017 წლის სამივლინებო ხარჯმა შეადგინა 1,549,698 ლარი, საიდანაც 1,305,752 ლარი ქვეყნის გარეთ მივლინებაზე, ხოლო − 243,946 ლარი ქვეყნის შიგნით მივლინებაზე დაიხარჯა. როგორც, სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში წერია, ბიზნესგეგმაში ხელოვნურად იზრდება მივლინების ხარჯების და შესაბამისად, მცირდება წარმომამდგენლობითი ხარჯების მუხლები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, 22 დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების23 შესაბამისად. ბრძანების მიხედვით, სამივლინებო ხარჯები შედგება სადღეღამისო, ბინის დაქირავებისა და მგზავრობის ხარჯებისგან. საქაერონავიგაციის ბიზნესგეგმის შედგენისა და შესრულების ანგარიშგების სახელმძღვანელოში განსაზღვრული ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით, მივლინება მოიცავს სადღეღამისო, სასტუმროს, მგზავრობის და მივლინებაში გაწეულ…

მეტი...

ზაურ დარგალი: „მარნეული არის ჩვენი საერთო სახლი“

მარნეულის მუნიციპალიტეტში „ქართულმა ოცნებამ“  მერობის კანდიდატიად ამომრჩეველს ზაურ დარგალი წარუდგინა. დეპუტატობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა შეკრებილ საზოგადოებას მხარდაჭერისთვის და ნდობისთვის. მან ამომრჩეველს თოთოეული მათგანის პრობლემით დაინტერესება და გვერდით დგომა დაჰპირდა. „მარნეული არის ჩვენი საერთო სახლი. მარნეული არის ჩვენი ოჯახი და მე როგორც ამ ოჯახის შვილი გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩვენი საერთო სახლი მარნეული გახდეს უფრო ძლიერი, უფრო ლამაზი და უფრო განვითარებული. ჩვენ მოვალთ ყველა ოჯახში. ჩვენ მოვალთ ყველა სოფელში და თქვენთან ერთად, თქვენი უშუალო ჩართულობით ავაშენებთ უფრო  ძლიერ მარნეულს,  ავაშენებთ უფრო ძლიერ  სოფელს და ძლიერი სოფლის იდეა, ძლიერი სოფლის მიზანი,…

მეტი...

სახელმწიფო აუდიტის დასკვნა – „საინფორმაციო კამპანიაში დახარჯული 900 ათასი ლარის მიუხედავად, მოსახლეობის 29% არ ფლობს ინფორმაციას როგორ ებრძოლოს ფაროსანას“

აუდიტის დასკვნის მიხედვით, მთავრობის აქტივობა მავნებლის წინააღმდე ნაკლებად ეფექტიანი იყო, რადგან 2017 წლის გეგმა ითვალისწინებდა მხოლოდ თხილის კულტურის და მხოლოდ 5 ჰექტარზე ნაკლები ფართობების მქონე ნაკვეთების დამუშავებას. მათ, ვისაც 5 ჰექტარზე მეტი თხილნარი ჰქონდა, მთავრობამ მსხვილ მეწარმედ შეაფასა და მცენარეთა დასაცავი ღონისძიებები მას თავად უნდა მოეხერხებინა. აიდიტის დაკვნაში ვკითხულობთ, რომ სახელმწიფოს მიერ ჩასატარებელი ღონისძიებები მოიცავდა ძირითად მოწყვლად ჯგუფს − მოსახლეობას, რომელთა უმეტესობის სარგებლობაში არსებული თხილის ნარგავები შეადგენდა 0-დან 5 ჰექტრამდე ფართობს. არ არსებობს კონტროლი რწმუნების მისაღებად, რომ მსხვილმა მეწარმეებმა დაამუშავეს საკუთარი ნაკვეთები. დამუშავდა სიმინდის ფართობების მხოლოდ ნაწილი.  სააგენტოს ინფორმაციით 2017…

მეტი...

საზოგადოებრივი მოძრაობა “დაიცავი საქართველოს” შეკრება დაიწყო

დავით მაღრაძის ინიციატივით, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები იკრიბებიან. როგორც დავით მაღრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თითოეული იქ მომსვლელი ადამიანის აზრი გახლავთ, რომ შეწყდეს „ქართული ოცნების“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრძოლა ძალაუფლებისთვის. მაღრაძის თქმით, თუ დროულად არ შევაჩერეთ ეს ორი ძალა, მათ ბრძოლას სეეწირება ჩვენი ქვეყანა.დავით მაღრაძე თავად პოლიტიკაში მოსვლას გამორიცხავს, თუმცა აქ შეკრებილი დეპუტატები არ გამორიცხავენ, რომ შეიქმენება ახალი პოლიტიკური ძალა. „შეკრების მთავარი მიზანი ოცნების წასვლაა ნაც.მოძრაობის დაბრუნების გარეშე.  არ ვაპირებ პოლიტიკაში მოსვლას, ვრჩები საზოგადოებრივ ფრონტზე. მთავარი ამოცანაა ოპრპოლუსიანი სისტემიდან გათავისუფლდეს საქართველო. ისე უნდა გათავისუფლდეს ოცნებიდან ქვეყანა რომ ვერ…

მეტი...

საქართველოს საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა გაუმჯობესებულია

„საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ “S&P“(Standard & Poors) საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა სტაბილურიდან პოზიტიურამდე, ხოლო რეიტინგი დაადასტურა კვლავ „BB- „- ის დონეზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განმარტებით, ეს გაუმჯობესება ნიშნავს იმას, რომ რეიტინგის ზრდა ძალიან ახლო პერსპექტივაა და 2019 წლის ნოემბერში, როდესაც “S&P“-ი მორიგ ანგარიშს გამოაქვეყნებს, შესაძლებელია საქართველოს სუვერენული რეიტინგი გაიზარდოს. „საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს“ საქართველოსთვის 2011 წლის ნოემბრის შემდეგ არც რეიტინგი შეუცვლია და არც – პერსპექტივა. სარეიტინგო კომპანია „S&P“ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკის მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდის დაფიქსირებისა და საერთაშორისო პოზიციების გაუმჯობესების, მაგალითად ექსპორტისა…

მეტი...

5 000 ლარიან ქრთამზე მებაჟე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცერი გია გ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ გია გ. საქართველოს მოქალაქეს დაჰპირდა, რომ თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში, სარფის საბაჟო პუნქტის გავლით, თურქეთიდან საქართველოში არადეკლარირებული საქონლის მალულად შემოტანაში დაეხმარებოდა. კერძოდ, იგი არ დააფიქსირებდა არადეკლარირებულ საქონელს, რომელიც ავტომანქანაში მალულად იქნებოდა განთავსებული, რის სანაცვლოდაც აღნიშნულ მოქალაქეს ქრთამის სახით ეტაპობრივად 5000 ლარი გამოართვა. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების…

მეტი...