ტერენტი გრანელი პროზაიკოსი იყო, თუ პოეტი?- ხელჩართული ჩხუბი ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე

„სიტყვის თქმა არ დამამთავრებინა, დედაზე შეიგინა და ხელიც დამარტყა. ამის შემდეგ არაფერი მახსოვს, – განუცხადა ჟურნალისტებს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა როინ ზოიძემ. მისი თქმით, საკრებულოს უმრავლესობის წევრს შენიშვნა გინების გამო მისცა, რასაც მისი მხრიდან მორიგი შეურაცხყოფა მოჰყვა. ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, სადაც საკრებულო ტერენტი გრანელის ბიუსტის დადგმის საკითხს განიხილავდა, ხმაურის და ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, როინ ზოიძის შეკითხვა გახდა. მას შემდეგ რაც “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი პატარიძემ ტერენტი გრანელი პროზაიკოსად მოიხსენია, ენმ-ს წევრმა პატარიძეს ჰკითხა, ტერენტი გრანელი პოეტი იყო თუ პროზაიკოსიო. შეკითხვას პატარაძის გაღიზიანება მოჰყვა,…

მეტი...

„სილა გამაწნეს, გული მატკინეს, იმედი გამიცრუეს“ – ცნობილი მევიოლინეს ემოციური განცხადება

გერმანიაში მცხოვრები ქართველი მევიოლინე ბელა ბერკემერ-მახარაძე  ერთ-ერთ ქართულ ტელევიზიას ხელოვნებისადმი ინერტულ დამოკიდებულებაში, შეთანხმების დარღვევასა უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს და ემოციურ განცხადებას აკეთებს.   „სილა გამაწნეს, გული მატკინეს, იმედი გამიცრუეს“ – ასე შეურაცხმყოფველად აღიქვა გერმანიაში მოღვაწე ქრთველმა  მევიოლინემ იმ ტელევიზიის საქციელი, რომელმაც, საქართველოში ჩამოსვლისას, ოჯახთან ერთად  ეთერში მიიწვია, მოგვიანებით შეთანხმებული დრო შეუცვალა და კიდევ უფრო მოგვიანებით კი გააფრთხილა, რომ თუ სხვა ტელევიზიაში წავიდოდა, საერთოდ აღარ მიიწვევდნენ. მევიოლინე ტელევიზიის სახელს შეგნებულად არ ასაჯაროვებს. მუსიკოსის თქმით, ქართულ ტელევიზიებს ხელოვნება არ აინტერესებთ, მათი ინტერესის სფერო მხოლოდ სკანდალი და გარყვნილებაა. „ამგვარი ულტიმატუმები არა მხოლოდ ჩემი, არამედ ყველა ტელევიზიის…

მეტი...

ორი მომხრე და ორი წინააღმდეგი – ნათია კაპანაძის იმპიჩმენტზე გადამწყვეტი ხმა ნატა იმედაიშვილს ეკუთვნის

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრთა აზრი ნათია კაპანაძის იმპიჩმენტზე ორად გაიყო. ორმა წევრმა, ირაკლი დარცმელიძემ და გიგა ჩხარტიშვილმა, მისი იმპიჩმენტი მოითხოვა, ორი კი ბეჟან გობაძე და გიორგი ირემაძე, იმპიჩმენტის წინააღმდეგია. მრჩეველთა საბჭოში სულ 5 წევრია, შესაბამისად, გადამწყვეტი ხმა საბჭოს დირექტორის ნატა იმედაიშვილის იქნება. როგორც იმედაშვილი ამბობს, საჩივრის შემომტანების და დირექტორის პოზიციების მოსმენამდე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. სხდომა საჯარო იქნება. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა ნათია კაპანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა,  რომ ტელევიზიამ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში სარედაქციო დამოუკიდებლობა მოიპოვა, რაც საერთაშორისო კვლევებითაც დასტურდება. “ჩვენ ვმუშაობთ ისე, როგორც უნდა მუშაობდეს ნამდვილი საზოგადოებრივი…

მეტი...

ირაკლი ხმალაძე: „თბილისის მერიის თანამშრომლების ხელფასები არ გაზრდილა, პირიქით, შემცირდა“

თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სახელმწიფო აუდიტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საპასუხოდ, განაცხადა, რომ პარლამენტმა აუდიტის რეკომენდაციამდე ბევრად ადრე იმსჯელა საჯარო სამსახურებში, მათ შორის, მუნიციპალიტეტებში სახელფასო ფონდის რეგულირების საკითხზე და 2018 წლის პირველი იანვრიდან საჯარო სამსახურში ანაზღაურების ფორმა შეიცვალა. როგორც ხმალაძე განმარტავს, ის ანაზღაურება, რომელსაც მერის მოადგილეები, ვიცე-მერი, ისევე როგორც მინისტრის მოადგილეები, მინისტრები და თანამდებობის სხვა პირები ხელფასის, დანამატისა და პრემიის სახით მუდმივად, სისტემატურად იღებდნენ, ხელფასში გაერთიანდა და მათზე პრემია-დანამატის გაცემა აიკრძალა. შესაბამისად, აღნიშნული თანამდებობის პირების ანაზღაურება, არ გაზრდილა. „2018 წლის პირველ იანვრამდე საჯარო სამსახურში ანაზღაურება, მათ შორის, თანამდებობის პირების – ვიცე-მერებისა…

მეტი...

შარშან თბილისის მერის პირველი მოადგილის ანაზღაურება 113.6%-ით, ხოლო მერის მოადგილის 119.6%-ით გაიზარდა

მუნიციპალიტეტებში ჩატარებული აუდიტების ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს შრომის ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაიზარდა ვანის, თეთრიწყაროს, წალკის, რუსთავის, ქუთაისის, ახალქალაქის, მარნეულის, ნინოწმინდის, ბოლნისის, ბორჯომისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში. თანამშრომელთა ხელფასების ზრდის მაჩვენებლით თბილისის მერია ლიდერობს. დოკუმენტის მიხედვით, მერის პირველი მოადგილის ანაზღაურება 113.6%-ით, მერის მოადგილის 119.6%-ით, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების ანაზღაურება კი 60%-ით გაიზარდა. აუდიტის სამსახური პარლამენტს საკითხის დარეგულირებაზე მსჯელობისკენ მოუწოდებს. „მიზანშეწონილია, საქართველოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის ჩართულობით გადაწყვეტილებების მიმღებმა პირებმა კიდევ ერთხელ იმსჯელონ მუნიციპალიტეტებში შრომის ანაზღაურების საკითხების დარეგულირებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის მასშტაბით ჩამოყალიბდეს სამართლიანი და ერთგვაროვანი მიდგომა თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურების კუთხით,“-…

მეტი...

შალვა შავგულიძე: „ქართული ოცნება“ იუსტიციის საბჭოს კლანს ისევ შეუზღუდავს ტოვებს“

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ბლოკ „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატის, შალვა შავგულიძის თქმით, თუ პარლამენტი მის მოწოდებას ყურად არ იღებს, „ევროპული საქართველოს“ საპარლემენტო ფრაქცია ამ ინიციატივას საკანონმდებლო ორგანოს დრის წესრიგში დააყენებს და მაგვარად აიძულებს მას იმსჯელონ ღიად ამ საკითხზე. საქმე ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, შოთა ქადაგიძის, ლევან გზირიშვილისა და ზაზა ხარებავას უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეუწყვეტას.შავგულიძის განცხადებით, პარლამენტის მიერ არჩეული ეს სამი წევრი თავიანთ ვალდებულებას არაჯეროვნად ასრულებდა. „ამის ნათელი მაგალითი იყო, არამოსამართლე წევრების მიერ მხარდაჭერილი მოსამართლეთა სია, რომელიც თავად პარლამენტმაც კი ვერ განიხილა, რადგან სია პროცედურებისა და კრიტერიუმების გარეშე იყო…

მეტი...

ვახტანგ ყოლბაია რუსლან აბაშიძემ შეცვალა

აფხაზეთია ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის პოსტზე ვახტანგ ყოლბაია რუსლან აბაშიძემ შეცვალა. როგორც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ახლად არჩეული თავმჯდომარე ჯემალ გამახარია მედიასთან საუბარში ამბობს,  რუსლან აბაშიძეს საინტერესო გზა აქვს გავლილი. აქვს დიპლომატიაში მუშაობის მდიდარი გამოცდილება, რასაც ის იმ კონფლიქტის განეიტრალებას მოახმარს, რომელსაც ქართულ-აფხაზური ურთიერთობა ქვია. „პირველ რიგში, გეტყვით რომ ვახტან ყოლბაია წლების განმავლობაში იმიტომ იყო მოვალეობის შემსრულებელი, რომ არ იყო გაწერილი თავმჯდომარის დანიშვნის პროცედურა არც ჩვენი კონსტიტუციით და არც კანონში. სხვათაშორის, ამ დღეებში მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა იმისთვის, რომ მომავალი თავმჯდომარე – რუსლან აბაშიძე დაინიშნოს უკვე თავმჯდომარედ და არა მოვალეობის შემსრულებლად”, – განაცხადა…

მეტი...

პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ თანამდებობა დატოვა 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძეს თანაშემწემ ადამიანის უფლებების და გენდერის საკითხებში სოფო ჯაფარიძემ, თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ სოფო ჯაფარიძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. „გაცნობებთ, რომ ვემშვიდობები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას და პრემიერ-მინისტრის თანაშემწის პოზიციას. წარმატებული თანამშრომლობისთვის, პროფესიული თუ ადამიანური მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო თითოეულ ადამიანს, მნიშვნელობა არ აქვს რომელ უწყებაში, ორგანიზაციაში თუ სექტორში არიან ისინი დასაქმებულნი და რა პოზიციაზე.  იგივე ეხება ჩემი ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ყველა ადამიანს, ვინც ამა თუ იმ ფორმით გვერდში მედგა“, – წერს სოფო ჯაფარიძე. სოფო ჯაფარიძე არ აკონკრეტებს, სად გააგრძელებს მუშაობას.

მეტი...

ფიზიკური ძალადობის დღეს, ანა და დავითი საგურამოში იყვნენ – 700 ამონაწერი ანძიდან

„ჩვენს მიერ, ანძიდან ამოღებულ ამონაწერში ფიქსირდება, რომ ანა ბაგრატიონი საგურამოში, დავითთან ერთად ხშირად იმყოფებოდა. საგურამოს ანძაზე ანას მობილური 700 -ჯერ არის დაფიქსირებული“ – აღნიშნა ბაგრატიონ-გრუზინსკების ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ . ადვოკატი ამტკიცებს, რომ დავით ბაგრატიონმა ყოფილ მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა. „ჩვენი ინტერესი არ არის, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ციხეში ჩაჯდეს. თუმცა, იმის ნაცვლად, რომ მოწინააღმდეგე მხარეს ეღიარებინა დანაშაული, აქეთ მივიღეთ ბრალდება. ცილისწამებაა, რომ თითქოს ჩვენ შავ პიარს ვუგორებთ დავით ბაგრატიონს. უბრალოდ, იძულებული გავხდით, გაგვესაჯაროებინა ძალადობის კონკრეტული დოკუმენტები, რომლის საფუძველზეც საგამოძიებო უწყება ვალდებული გახდა საქმე აღეძრა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენივე სიტყვების დადასტურება“ -აღნიშნა ადვოკატმა ლევან გორელაშვილმა…

მეტი...

„ანა ბაგრატიონი ამბიციური და ამპარტავანია, ის სხვა მინდორზე შემოვიდა“ – „მეფის“ მხარე

ამპარტავანი, ამბიციური და სხვის მინდორზე მოთამაშე – ამ სიტყვებით „ამკობს“ ყოფილი მეუღლის ინტერესების დამცველი ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის და ბრძოლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. „ქალბატონი ანა სასამართლომდე 2-3-ჯერ მყავს ნანახი. პიროვნულად მას მე არ ვიცნობ, მაგრამ, როგორც ვიცი, ჩვენი საერთო საურთიერთო ნაწილიდან, ის საკმაოდ ამბიციური და ამპარტავანი ადამიანია. გუშინდელ სასამართლოში კრახი, ძალიან მძიმედ აისახა მის ამპარტავნებაზე და პატივმოყვარეობაზე. მე არ გამოვრიცხავ, რომ ის გააფთრებული და გავეშებული გააგრძელებს დავას, მაგრამ, მოვუწოდებ, ცოტა მოთოკოს ემოციები და ღირსეულად მიიღოს მარცხი. გააანლიზოს სიტუაცია და შეწყვიტოს უპერსპექტივო დავა, რადგან აშკარად სხვა მინდორზეა შემოსული. მისი პერსპექტივებს ნოლის ფასი აქვს“ –…

მეტი...

„დავით ბაგრატიონს შსს-ს კიბეებზე ვერავინ ნახავს“ – „მეფე“ დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს

დავით ბაგრატიონ გრუზინსკი, ყოფილი მეუღლის ბრალდებებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მისვლას არ აპირებს. დავით ბაგრატიონის უფლებების დამცველმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ამის უფლებას კანონმდებლობა აძლევს. “რაც შეეხება ოჯახური ძალადობის საკითხს, ეს საქმე სასამართლომდე არ მისულა და არც აქვს პერსპექტივა რომ სასამართლომდე მივა. საქმე ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა სამინისტროშია და მიმდინარეობს გამოძიება. რაც შეეხება დავით ბაგრატიონის დაკითხვას, კანონმდებლობის შესაბამისად, როგორ ადის დავითი ქალაქის სასამართლო კიბეებზე, ამ სცენას ვერავინ ნახავს. თუნდაც, კონსტიტუციის შესაბამისად, რომელიც ადამიანს აძლევს უფლებას, არ მისცეს საკუთარი თავის წინააღდეგ ჩვენება და შეინარჩუნოს დუმილის უფლება. ადამიანის…

მეტი...

„დავით ბაგრატიონი უმუშევარია, არასდროს უმუშავია და ვერაფერსაც იშოვიდა“ – ადვოკატი მეფის ქონებაზე

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ სამეფო ოჯახის წარმომადგენელს სამსახური არასდროს ჰქონია. შესაბამისად, არც ხელფასი და სხვა შემოსავალი ჰქონდა, საიდანაც ქონების შეძენას შეძლებდა. აღნიშნული განცხადება ლევან ჩხეიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. „ბაგრატიონ-გრუზინსკებს შეუძლიათ, ქონების ნაწილში დავა გააგრძელონ, თუმცა, დავითი არაფრის დათმობას აპირებს. სასამართლომ უარი უნდა უთხრას მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რადგან მემკვიდრეობით მიღებული ქონება გაყოფას არ ექვემდებარება. ჩემს რწმუნებულს, პრაქტიკულად, არსად უშრომია და უმუშავია, არც ბიზნესი ჰქონია და არც წილები. მისი მთელი შემოსავალი არის მემკვიდრეობით მიღებული ქონება, რაც წინაპრებისგან დარჩა“ – აცხადებს ადვოკატი. მისივე მტკიცებით, ის მანქანები, რომელსაც ანა…

მეტი...

ბაგრატიონების დავა სტრასბურგში გაგრძელდება – დავითი ანას არაფერს უთმობს

„კი ბატონო, წავიდნენ სტრასბურგში, იჩივლონ, იდავონ, დახარჯონ თანხა, თუმცა ეს ყველაფერი უპერსპექტივოა“ – ასე პასუხობს დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხეიძე ბაგრატიონ-გრუზინსკებს. მეფე-დედოფლის დაპირისპირება გრძელდება. დავით ბაგრატიონის ინტერესების დამცველი ლევან ჩხეიძემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც ნუგზარ და ანა ბაგრატიონების საჩივრის განხილვაზე უარი თქვა, „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. „საქმის მთავარი ნაწილი შეწყვეტილია, რომლის მიხედვითაც, მოწინააღმდეგე მხარეს სურდა, დავით ბაგრატიონს აკრძალვოდა სამეფო სახელის გამოყენება. ჩემი მოლოდინი გამართლდა და ეს იყო სწორი სამართლებრივი გადაწყვეტილება, რამეთუ მოწინააღმდეგე მხარეს არ ჰქონდა იურიდიული ინტერესი. 1921 წლის კონსტიტუციით, გაუქმებულია ყველა არისტოკრატიული სტატუსი. 1995 წლის კონსტიტუცია კი, რომელიც 1921 წლის…

მეტი...

„დავით ბაგრატიონი დედოფალ ანას ქონებას არ გაუყოფს“ – ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“

„ამ ფონზე, რაც ანა ბაგრატიონ გრუზინსკიმ იკადრა, დავიტ ბაგრატიონ-მუხრანელი“ მას საკუტარ ქონებას არ გაუყოფს“ – ეს განცხადება დავით ბაგრატიონის ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. გარდა აღნიშნულისა, როგორც ლევან ჩხეიძემ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, დედოფალს ქორწინების პერიოდში ხელი აქვს მოწერილი, რომლის მიხედვითაც, მან უარი თქვა მეფის მხრიდან რაიმე სახის კონპენსაციაზე. “ბაგრატიონის შემდეგი დავა იქნება ქონების გაყოფაზე. დავით ბაგრატიონი, ამ ფონზე, არ აპირებს ქონება გაყოს, რადგან, ჩუქებით და მემკვიდრეობით მიღებული ქონება გაყოფას არ ექვემდებარება. ბატონ დავითს ავტომობილები მემკვიდრეობით მიღებული თანხით აქვს შეძენილი. ამასთანავე, ანამ ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომლითაც მან უარი თქვა კონპენსაციაზე. უზენაეს სასამართლოს…

მეტი...

გორის მაგისტრალთან ბენზინმზიდ ტრაილერში მამაკაცი ჩაიწვა

გორის ტრასაზე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე უბედური შემტხვევა მოხდა. საწვავის გადამზიდ ტრაილერს გზაზე ცეცხლი წაეკიდა და აფეთქდა. მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა ვერ მოახერხა და მანქანაში ჩაიწვა. მომხდარის გამო, გორის მიმართულებით მიმავალი ყველანაირი ტრანსპორტის მოძრაობა პარალიზებულია. სახანძრო ეკიპაჟები და პოლიცია ადგილზე მუშაობს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლის სხვა ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე ამ დროისთვის არ არსებობს.

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობის“ 2 წევრი გაათავისუფლეს, ერთი კი იზოლატორში რჩება

სამართალდამცველებმა, წუხელ დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გიორგი პატარაია და ანი წითლიძე გაათავისუფლეს. პარტიის აქტივისტი მანუჩარ ჩხეტია კი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით იზოლატორში რჩება. ჩხეტია წაყენებულ ბრალდებას უარყოფს და თავს დამნაშავედ არ თვლის. მას ბრალი ადმინისტრაციული სამართალწრმოებათა კოდექსის 161-ე და 173-ე მუხლებით წარუდგინეს. დაკავებასთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება, გვიან შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის ზუგდიდში პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები დააკავა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის…

მეტი...