„1991- 2011 წლები საქართველოს ისტორიაში დაღმავლობის ხანაა“ – ბიძინა ივანიშვილი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან “ ინტერვიუში ნაციონალური მოძრაობის ხელისფლებაში ყოფნის პერიოდი მიმოიხილა. მისი თქმით, 9 აპრილის სულისკვეთების შენარჩუნება ქართველმა ხალხმა მხოლოდ 2 წელი შეძლო. 1991 წლიდან 2011 წლამდე ერთიანობის სულისკვეთება ნელ-ნელა გაქრა და ქვეყანამ დაღმავალი გზით დაიწყო სვლა.ყველაზე მკვეთრი ვარდნა, ივანიშვილის აზრით, ქვეყანამ ნაციონალური მოძრაობის მმართველობისას განიცადა. „1989 წლის აპრილიდან 1991 წლამდე ჩვენ მართლაც მოვახერხეთ 9 აპრილის სულისკვეთების და აღტკინების მიტანა.გამოვაცხადეთ ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფო. ამის შემდეგი 21 წელი, 2011 წლამდე, თავდაღმართში სვლაა. ამ დროს უკეთესობიდან ჩვენ მივიღეთ უარესი. უკეთესობა იყო გაერთიანებული ქართველი ერი ასეთი დიდი სულისკვეთებით. ეს…

მეტი...

ბიძინა ივანიშვილი: „პირველებმა ჩვენ მოვახერხეთ და გავილაშქრეთ საბჭოთა წყობის წინააღმდეგ, 9 აპრილმა დააჩქარა საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესი“

ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 9 აპრილის მნიშვნელობა შეაფასა. მისთვის 9 აპრილი ქართული იდენტობის გამომჟღავნებაა ისტორიაში. ივანიშვილმა ყურადღება გაამახვილა 9 აპრილს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა გმირულ თავდადებაზე და აღნიშნა, რომ თითოეული ქართველი ვალშია მათთან. „მიუხედავად ძალთა არაპროპორციულობისა, 9 აპრილს მორალური გამარჯვება ქართველმა ხალხმა მოიპოვა. ეს იყო სიმბოლო თავისუფლებისათვის ლტოლვის, ქართული სულისკვეთების გამოხატვის აქტი. სწორედ 9 აპრილიდან დაიწყო ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობა. ქართველების განსაკუთრებული სწრაფვა თავისუფლებისაკენ კარგად შეიმჩნეოდა იმ ჩაკეტილ სივრცეში, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა. 9 აპრილის შედეგები პირადადაც მომიმკია, როდესაც პრემიერის რანგში ბალტიისპირეთის ქვეყნებში ვიზიტით ვიმყოფბოდი, თავდაპირველად ვერც გავიგე ისეთი განსაკუთრებული…

მეტი...

„ღია კარის მტვრევით წავიდნენ, გაუჭირდებათ პოლიტიკური მომავლის შექმნა“ – ბიძინა ივანიშვილი გუნდიდან წასულებზე

პარტია „ქართული ოცენების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გუნდიდან წასული დეპუტატების წასვლის მიზეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ისინი რეალურად „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშს თამაშობენ.     „მინდა შევჩერდე წასვლის მიზეზზე. ჩემი აზრით, მიზეზი არ ჰქონდათ, ღია კარის მტვრევით წავიდნენ და ამას დავასაბუთებ და გაჩვენებთ რა მაქვს მხედველობაში. ზოგადად, როდესაც პოლიტიკოსს არ აქვს კარგი საფუძველი, გამოკვეთილი მიზეზი იმისა, რომ საკუთარი გუნდი დატოვოს, ჩემი აზრით, მას ძალიან გაუჭირდება პოლიტიკური პერსპექტივის შექმნა. თუმცა, ამ მხრივ, მე მათ გზა დავულოცე და დღესაც ასევე გავიხსენებდი ჩემს თანაგუნდელებს.  მათ ძალიან გაუჭირდებათ პოლიტიკური მომავლის შექმნა,  მათ ვერ ჩამოაყალიბეს წასვლის მიზეზი. საბაბადაც ვერ…

მეტი...

„კიდევ არის პატარა პრობლემები, რომლის დალაგებაც გაცილებით იოლია“ – ბიძინა ივანიშვილი

„ემოციურობა გუნდში, „ქართულ ოცნებაში“ დღესაც შეიმჩნევა. პროცესები, რომლის მართვასაც მე ვაპირებ, ბოლო თვეების განმავლობაში,  ძალიან დიდ ემოციებზე იყო დაფუძნებული. გუნდში დაბნეულობა იგრძნობოდა“, – აღნიშნული განცხადება ბიძინა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში გააკეთა.   როგორც პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, მას გუნდის წევრებტან ხანგრძლივი შეხვედრა დასჭირდა. „დაბნეულობა იგრძნობოდა გუნდში. მე დამჭირდა მრავალჯერადი, ხანგრძლივი შეხვედრა, ზოგ შემთხვევაში მთელი დღე დაგვჭირდა და  მგონი, შედეგი მივიღეთ. შედეგი იყო ის, რომ ვინც წავიდა და ვინც ძირითადად ემოციებით ცდილობდა, რომ მთელი გუნდი დაერწმუნებინა რაღაც ფასეულობებში, ხანგძლივი საუბრების შემდგომ,  3 ადამიანი გამოიკვეთა, მეოთხე ცოტა გვიან დაემატა. „სოციალისტები“ არ მყავს მხედველობაში, მათ დატოვეს…

მეტი...

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასახლის წინ, ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნება

„მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“ – ზურაბ ჟვანიას ამ ცნობილ ფრაზას ევროსაბჭოს სასახლის წინ მის სახელთან და გვართან ერთად მისივე სახელობის ვარსკვლავზე დაიტანენ. ეს ფრაზა ზურაბ ჟვანიამ 20 წლის წინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე წარმოთქვა, მას შემდეგ, რაც ასამბლეამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს  ევროსაბჭოში გაწევრიანებას.  „ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნება ასამბლეის სასახლის წინ. ვარსკვლავები, როგორც წესი, იხსნება სრულიად განსაკუთრებული ადამიანებისთვის, რომლებსაც განსაკუთრებული როლი აქვთ ევროსაბჭოში შესრულებული და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მოვლენაა“,- განაცხადა სტრასბურგში ვიზიტით მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში…

მეტი...

გმირების შეურაცხყოფილი მშობლები სალომე ზურაბიშვილს – პრეზიდენტები მიდიან და მოდიან, გმირების სახელებს ვერავინ ამოშლის ისტორიიდან

საქართველოს პრეზიდენტმა 9 აპრილის მიღებაზე ამ ისტორიული მოვლენის გმირის, თამარ ჭოველიძის, გვარი არ ახსენა, ეკა ბეჟანიშვილის დედა კი მიღებაზე საერთოდ არ მოუწვევიათ. თამარ ჭოველიძის მამამ, არკადი ჭოველიძემ, შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. შეურაცხყოფილმა მამამ თქვა, რომ დარბაზში მისთვის სკამიც კი არ იყო გათვალისწინებული. „ჩემი ცხოვრების მიზეზიც და მიზანიც ისაა, რომ თამრიკოს სახელი იყოს დაუვიწყარი. პრეზიდენტისთვის, ალბათ, არაფერს არ ნიშნავს, თუმცა მისი სახელის გაგონება ჩემთვის ერთგვარი შვებაა. ვნანობ, რომ მე სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში ჩემი სურვილითა და ინიციატივით ვმონაწილეობდი, ხმაც მას მივეცი, რა ვიცოდი ასე უგულოდ თუ მომექცეოდა? ჩაიკითხა გმირთა სია და…

მეტი...

ნორმადქცეული კანონდარღვევა მომსახურების სექტორში – დასაქმებულთა უფლებების დარღვევა გრძელდება

დასაქმებულთა უფლებების დამრღვევ კომპანიათა რიგებს „სპარიც“ შეუერთდა. კანონდარღვევებზე ამჯერად „სპარის“ თანამშრომელი ალაპარაკდა. მარიამ გვალიამ „სპარში“ კონსულტანტის პოზიციაზე სულ რაღაც 6 კვირა დაჰყო. ამბობს  რომ მისი და კოლეგების უფლებები აქ ყოველდღიურად ირღვეოდა. „სპარში“ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება კონსულტანტებს ანაზღაურების გარეშე უწევთ, ასრულებენ ისეთ სამუშაოსაც, რომელიც კონსულტანტის მოვალებაში არ შედის. პრეტენზიის შემთხვევაში პასუხი ასეთია: „არ მოგწონს? წადი.“ გვალიას ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, მიმართავს თუ არა სასამართლოს „სპარის“ წინააღმდეგ. ამბობს, რომ ამ ეტაპზე ჯერ მხოლოდ კონსულტაციებს გადის ადვოკატებთან. „მთავარი“ „სპარის“ ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებას დაუკავშირდა. მარიამ კოჭლამაზიშვილმა განაცხადა, რომ გვალიას საქმეზე კომენტარს ვერ გააკეთებს.…

მეტი...

საქართველო ახალგაზრდა პარლამენტართა მე-7 მსოფლიო კონფერენციას უმასპინძლებს

100 ქვეყნის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა საპარლამენტო დელეგაცია საქართველოს გაისად ეწვევა, – ამის შესახებ, გადაწყვეტილება საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის აღმასრულებელმა კომიტეტმა დღეს, რიგით 140-ე ასამბლეის ფარგლებში, დოჰაში მიიღო. დოჰაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. მისი შეფასებით, მსოფლიო კონფერენციის ჩვენს ქვეყანაში გამართვა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება IPU-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის. „ასამბლეაზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ მომავალ წელს გაიმართება ახალგაზრდა პოლიტიკოსების, დეპუტატების გლობალური სამიტი საქართველოში და ეს ღონისძიება იქნება ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგმული საერთაშორისო საპარლამენტო კავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარებისკენ. საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის ახალგაზრდა პარლამენტართა კონფერენცია წარმომადგენლობითი…

მეტი...

დაცულ ლანდშაფტში ენერგეტიკული ნაგებობის არსებობა დაუშვებელია, – ექსპერტები მთავრობის ინიციატივას იწუნებენ

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) მთავრობის ინიციატივას, რომლის მიხედვით, დაცულ ტერიტორიებზე შეიძლება ენერგეტიკული პროექტები განხორციელდეს, მხარს არ უჭერს. როგორც ორგანიზაციაში „მთავარს“ განუცხადეს, დაცული ტერიტორიების შექმნის არსი და მიზანი ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია და დაცვაა. რადგან ყველაზე მცირე მასშტაბის ენერგეტიკული პროექტიც კი ამის პირდაპირი საფრთხეა, ამ რისკზე წასვლა არ ღირს. ორგანიზაციაში ხაზი გაუსვეს, რომ საქართველოში ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წყარო ზუსტად დაცული ტერიტორიები და ლანდშაფტებია. გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტების მტკიცებით, მისი განადგურება უგუნურებასაც სცდება და დანაშაულს უტოლდება. „მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე დარწმუნებულია, რომ დაცულ ლანდშაფტში ენერგეტიკული ნაგებობის არსებობა დაუშვებელია.…

მეტი...

კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი 15 000 ლარის გირაოს დაკისრებას აპროტესტებს

კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია, სახელმწიფო უსაფრთხოების ანტიკორუფციულ სააგენტოს კარატეს ფედერაციის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს და მისთვის 15 000 ლარის გირაოს დაკისრებას აპროტესტებს. კახა ბასილია ამ თემაზე ხვალ, 10 აპრილს, “მედიაცენტრ მთავარში” საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.  როგორც კახა ბასილია აცხადებს, მისთვის გაუგებარია რა კრიტერიუმებით ხდება გირაოს თანხის შეფარდება.  “ყველა „კაპიკს“ ვეძებ, რომ ფედერაცია რაღაცნაირად გამოვიყვანო, ოლიმპიური ლიცენზია ავიღო. როგორც მეუბნებიან, რაღაც საბუთი იყო გაყალბებული. მდივანი ახლა ისრაელში ცხოვრობს, დაკითხულიც არ არის. ეს არის შარშანდელი ამბავი, ერთი წელი გავიდა ზუსტად. ახლა სასამართლო ჩაატარეს, გირაო შემიფარდეს და გაავრცელეს ინფორმაცია. ამით რა მოიგეს? ქართულმა სპორტმა…

მეტი...

9 აპრილის მემორიალთან, 300-მდე სხვადასხვა თაობის მომღერალი შეიკრიბა

თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ერთობლივი კონცერტი გამართეს საქართველოსა და ლიეტუვას გუნდებმა, რითაც 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, 9 აპრილის მემორიალთან, 300-მდე სხვადასხვა თაობის მომღერალი შეიკრიბა, მათ შორის სახელმწიფო კაპელა, თბილისის ბიჭუნათა კაპელა, თბილისის ქალთა გუნდი, აფხაზეთის კაპელა, 28-ე სკოლის ბიჭუნათა გუნდი, ანსაბლი „ლირა“ და ვილნიუსის სახელმწიფო გუნდი. ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრო.  „9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 30 წელი გავიდა და ჩვენ, ყველა ერთად, ვალდებულები ვართ, მადლობა ვუთხრათ იმ ხალხს, ვინც ეს თავისუფლება მოგვიტანა.…

მეტი...

9 აპრილის თემა ქართველი მხატვრების შემოქმედებაში (ფოტო)

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის თემაზე ნამუშევრები ქართველმა მხატვრებმა, ნანა ჭკუასელმა და გოგი ხუციშვილმა შექმნეს.საბჭოთა არმიამ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სახლის წინ მიმდინარე ანტი-საბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დაარბია. შედეგად 21 ადამიანი, დაიღუპა, ასობით – დაიჭრა და მოიწამლა.

მეტი...

მოსკოვში, გიორგი დანელიას ემშვიდობებიან

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, ცნობილ ქართველ რეჟისორ გიორგი დანელიას ემშვიდობებიან. სამოქალაქო პანაშვიდი მოსკოვის კინოს სახლში მიმდინარეობს. რუსული მედიის ინფორმაციით, პანაშვიდს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე დაესწრო და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სახელით სამძიმრის წერილი წაიკითხა. წაიკითხეს ასევე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმარი. „მის შემოქმედებაში თითქმის ყველა ქვეყნის, ყველა ეროვნების წარმომადგენელი თავისთვის ახლობელ გარემოს ნახულობს, რაც სიკეთისა და სიყვარულის, ერთგულებისა და ადამიანური სისუსტეების სევდანარევი ღიმილით წარმოაჩენ ხელოვანს, მსოფლიო კულტურის განუყოფელ ნაწილად აქცევს“, – აღნიშნულია პატრიარქის სამძიმარში. ცერემონიაზე „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძეც მივიდა. რეჟისორი გიორგი დანელია 4 აპრილს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ნოვოდევიჩის სასაფლაოზე დღეს…

მეტი...

“შევედი სიონის ტაძარში და მიცვალებულები იქ იყვნენ დასვენებული“ – ილია II 9 აპრილზე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორე ​9 აპრილის მემორიალთან დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვილი გადაიხადა. ილია მეორემ ტელეკომპანია “იმედთან” ინტერვიუში 1989 წლის მოვლენები და 9 აპრილის ღამე გაიხსენა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, მას გააზრებული ჰქონდა და მზად იყო, რომ შესაძლებელია ეს დღე უკანასკნელი ყოფილიყო მისთვის. მისივე თქმით, ქართველებს ახასიათებს საშიშროების წინაშე გაერთიანება. „ეს გვახასიათებს ჩვენ, საშიშროების წინაშე ჩვენი ხალხი ერთიანდება და ეს თვისება ახასიათებს ქართველ ადამიანს, ხალხს. აჩვენა ჩვენმა ხალხმა მტერს, რომ ჩვენ მტრულად არ ვიყავით განწყობილი. ჩვენ ვერ წარმოვიდგენდით, რომ ესენი წამოვიდოდნენ ასე დაუზოგავად ხალხზე. მე რომ დავბრუნდი სახლში, შევედი…

მეტი...

“იდეალების გარშემო კონსოლიდაცია გვჭირდება” – პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის წერილზე

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, 9 აპრილთან დაკავშირებით, მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წერილს აფასებს და აცხადებს, რომ მის წერილში მთავარი აზრი არის ის, რომ ქვეყანას აუცილებლად სჭირდება იმ იდეალების გარშემო კონსოლიდაცია, როგორიც არის ქვეყნის დამოუკიდებლობა, თვითმყოფადობა და დემოკრატიული განვითარება. მამუკა ბახტაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა ვრცლად ისაუბრა იმ მიღწევებზე და შეცდომებზე, რომელიც ქვეყანას ბოლო ათწლეულების განმავლობაში სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე აქვს. „ბიძინა ივანიშვილმა ვრცლად ისაუბრა იმ მიღწევებზე და შეცდომებზე, რომელიც გვაქვს ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ვფიქრობ, აქცენტები არის ძალიან სწორად დასმული და მთავარი აზრი ამ წერილში არის ის,…

მეტი...

“ავლაბრის რეზიდენცია აშენებულია ხალხისთვის წართმეული ფულით” – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყოფილი საპრეზიდენტო სასახლის, ავლაბრის რეზიდენციის მთავარი ფუნქცია ხალხის მომსახურება იქნება. მთავარი ფუნქცია რეზიდენციას სწორედ ამ სულისკვეთების გათვალისწინებით მიენიჭება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ეს სასახლე ხალხისთვის წართმეული ფულით არის აშენებული. „ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ შევასრულოთ ის დანაპირები, რომელიც გავეცით. როგორც მოგეხსენებათ, ეს სასახლე აშენებულია ხალხისთვის წართმეული ფულით და ჩვენი ამოცანაა, სასახლე დავუბრუნოთ ხალხს და შესაბამისად, ამ სულისკვეთების გათვალისწინებით მიენიჭება მას ახალი ფუნქცია“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა კონცეფციაზე და საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, თუ  რა დატვირთვა მიენიჭება სასახლეს. ​ 

მეტი...

„მადლობა თავისუფლებისთვის“ – 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას „ქართული ოცნების “ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ პატივი მიაგო

მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას, გვიან ღამით, პატივი მიაგეს. ახალგაზრდებმა 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან ასფალტზე სანთლებით მადლობა დაწერეს და ჰაერში მანათობელი ფრანები გაუშვეს. „ზუსტად ამ ადგილას, 30 წლის წინ,  ქართველმა ერმა, კონსოლიდირება შეძლო. მადლობა თავისუფლებისთვის – მოპოვებულ თავისუფლებას  განმტკიცება სჭირდება და ზუსტად ახალგაზრდები უნდა იყვნენ  ის ადამიანები, ვინც შეძლებენ, ქართული სახელმწიფოს ევროპული არჩევანის გაზა კიდევ უფრო განამტკიცონ” – განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერმა გიორგი ჩაკვეტაძემ. 

მეტი...

თბილისის 6 ქუჩას, 9 აპრილს დაღუპული 6 ქალის სახელი მიენიჭება

თბილისში ქუჩებისთვის 9 აპრილს დაღუპულთა სახელების მინიჭების თაობაზე თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ  იმსჯელა. სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ საჯარო განხილვაზე მხარი დაუჭირა ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბანში, 6 ქუჩისთვის, 9 აპრილს დაღუპული 6 ქალის სახელის მინიჭების გადაწყვეტილებას. თბილისის 6 ქუჩას მზია ჯინჭარაძეს, თამუნა დოლიძეს, თინა ენუქიძეს, მანანა ლოლაძეს, ელისო ჭიპაშვილის და თამარ მამულაშვილის სახელები მიენიჭება. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის საკრებულოში განუცხადეს, 9 აპრილის ღამით, 21 დაღუპულიდან ოთხი მათგანის სახელობის ქუჩა თბილისში უკვე არსებობს.  მომავალ წელს  კიდევ 6 დაღუპულის სახელი მიენიჭება თბილისის ქუჩებს. დარჩენილი 5 დაღუპულის შემთხვევაში, ვინაიდან ისინი რეგიონებიდან არიან, თბილისის საკრებულო იშუამდგომლებს ადგილობრივ საკრებულოებთან,…

მეტი...

9 აპრილი – შაჰ აივაზოვისა და ჯემალ კასრაძის ფოტომატიანე

მადლობა ფოტოებისთვის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივს. ფოტოკოლაჟი მოამზადა შორენა პაპაშვილმა

მეტი...

იგივე რომ განმეორდეს, მაინც იქ ვიქნებოდი, სიკვდილიც რომ მელოდეს – 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ქალი

საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიმბოლო – ასე უწოდებენ ლელა ვეფხვაძეს, რომელიც  1989 წლის 9 აპრილს, თავის ოთხ მეგობართან ერთად, პარლამენტის შენობასთან გამართულ მიტინგში მონაწილეობდა და ქართულ ფანდურზე მღეროდა. მას სიმღერა მაშინაც კი არ შეუწყვეტია, როცა რუსეთის ჯარის ნაწილები და მძიმე ტექნიკა გამოჩნდა. ლელა ვეფხვაძეს სიმღერა “სალაღობო”, რომელიც ამ დღის სიმბოლოდ იქცა, ფონად გასდევს 30 წლის წინ გადაღებულ კადრებს.  9 აპრილის საბედისწერო ღამეს, მასთან ერთად კიდევ სამი უსინათლო მღეროდა: დონარა ცხადიაშვილი, ნაირა კილაშვილი, თინათინ ბირკაძე. ისინი დღეს ცოცხლები აღარ არიან. ისინი მომიტინგეებს სიმღერით ყოველ ღამით ამხნევებდნენ. უსინათლო მომღერლები ყოველ საღმოს მიდიოდნენ მიტინგზე ხალხის…

მეტი...

მომავალ თაობებს კარგად უნდა ავუხსნათ, რა გააკეთეს 9 აპრილს დაღუპულებმა – კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ 1989 წელს 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო. მერი მოადგილეებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა, სადაც 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო. “მადლობა ამ დღისთვის, მადლობა თავისუფლებისთვის”, – განაცხადა კახა კალაძემ მემორიალთან. თბილისის მერის მოსაზრებით, 9 აპრილს ორგვარი დატვირთვა აქვს: პირველ რიგში, ესაა ძალიან დიდი ტრაგედია, 21 ადამიანი დაიღუპა იმ ღამით. თუმცა მეორე მხრივ, ეს იყო ქვეყნის გათავისუფლების დასაწყისი. დღე, როდესაც დაიწყო იმპერიის ჩამოშლა. მისივე თქმით, ჩვენი შვილების თაობამ უნდა იცოდნენ რა მოხდა 1989 წლის 9 აპრილს და სამშობლოს სიყვარულს, როგორ შესწირეს თავი ადამიანებმა. “იმ სისხლიანი ღამიდან, იმ…

მეტი...

“ზვიადმა გთხოვათ, მთავრობის სასახლესთან გადმოდით, დარბევაა მოსალოდნელი” – სანდრო ბრეგაძე 9 აპრილზე

საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი, მეოთხე მოწვევის პარლამენტის წევრი, პოლიტიკოსი სანდრო ბრეგაძე, 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებულ 30 წლის წინანდელ მოვლენებს იხსენებს.  როგორც სანდრო ბრეგაძე აცხადებს, ​1989 წლის 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე შიშველი ხელებით მებრძოლმა, არც ერთმა ადამიანმა არ იცოდა რა ელოდათ. თითოეული მათგანი თავს  ქართველთა ლაშქარის წევრად მიიჩნევდა.  მისივე შეფასებით, 9 აპრილი ერთი დიდი ეპოქა იყო, დიდი ადამიანებით, დიდი მამულიშვილებით და დიდი მიზნებით.  “1989 წლის 8 აპრილია-უნივერსიტეტის კიბეებზე ვშიმშილობთ-რუსთაველის გამზირიდან ზვიადის და მერაბის გამოგზავნილი კაცი მოდის ჩემთან ამბით, -“ზვიადმა გთხოვათ, დღეს მთავრობის სასახლესთან გადმოხვიდეთ, რადგან ჯარები შემოყვანილია და დარბევაა მოსალოდნელი”.…

მეტი...

“პატრიარქს, რომ გავყოლოდით, იქნებ ჩვენი ბედი სხვაგვარად წარმართულიყო” – 9 აპრილიდან 30 წლის შემდეგ

ზუსტად 30 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა არმიის ნაწილებმა, დილის 4 საათზე მთავრობის სახლის წინ მომიტინგეები არნახული სისასტიკით დაარბიეს. ოფიციალური მონაცემებით, მანიფესტაციის დაშლის დროს 16 ადამიანი ადგილზე დაიღუპა. მათ შორის 14 ქალი იყო, ერთი მათგანი – ორსული. ბარბაროსულად მოკლულთა შორის ყველაზე ახალგაზრდები 16 წლის გოგონები იყვნენ. მათი სახელები და გვარები ბევრს დღემდე ახსოვს: აზა ადამია, ნათია ბაშალეიშვილი, ეკა ბეჟანიშვილი, ნატო გიორგაძე, თამუნა დოლიძე, თინა ენუქიძე, ნინო თოიძე, ზაირა კიკვიძე, მანანა ლოლაძე, თამარ მამულიშვილი, ვენერა მეტრეველი, მამუკა ნოზაძე, ნანა სამარგულიანი, შალვა ქვასროლიაშვილი, მარინა ჭყონია-სამარგულიანი, ელისო ჭიპაშვილი, თამარ ჭოველიძე, ნოდარ ჯანგირაშვილი,…

მეტი...

“ქედს ვიხრი ჩვენი გმირების წინაშე” – მამუკა ბახტაძემ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რუსთაველის გამზირზე 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.   პრემიერის თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ ქართველი ერი ყოველთვის ერთგული დარჩება იმ იდეალების, რისთვისაც 30 წლის წინ გაერთიანდა. “ქედს ვიხრი ჩვენი გმირების, მათი ხსოვნის წინაშე. დღეს, 30 წელი შესრულდა 9 აპრილის ტრაგედიიდან. ამ დღემ, მართლაც ერთ მუშტად შეკრა მთელი ქართველი ერი თავისუფლებისთვის ბრძოლაში. მთელი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორია თავისუფლებისთვის ბრძოლაა და ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება. ქართველი ერი 30 წლის წინ გაერთიანდა ძალიან ძლიერად და ამან მოგვიტანა სახელმწიფოებრიობის აღდგენა. სიმბოლურია ისიც, ამ ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგ…

მეტი...