გიორგი შენგელია – „ჩვენ ერთად ავაშენებთ უკეთეს ზუგდიდს“

გიორგი შენგელიამ „ქართულ ოცნებას“ მადლობა გადაუხადა ნდობისთვის  ზუგდიდელ ამომრჩეველს საკუთარი პროგრამა გააცნო. „თქვენ იცით, მე მაქსიმალურად უზრუნველვყოფ თითოეული თქვენგანის ჩართულობას თვითმმართველობის საქმიანობაში, მაქსიმალურად მოვარგებ ინფრასტრუქტურულ პროექტებს თქვენს საჭიროებებს. ზუგდიდში უკვე ხორციელდება 50 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტი. მე ვიქნები იმის გარანტი, რომ აღნიშნული პროექტები განხორციელდება ხარისხიანად და კეთილსინდისიერად. ჩემი მთავარი ამოცანა იქნება თითოეულ პენსიონერზე, თითოეულ სოციალურად დაუცველზე, თითოეულ დევნილზე და ზოგადად ზუგდიდელზე ზრუნვა,“ – ასეთია ზუგდიდის მერობის კანდიდატის დანაპირები. „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი პრიორიტეტს ანიჭებს ახალგაზრდობას, პენსიონერებს და სოციალურად დაუცველ ფენას. „პრიორიტეტი იქნება ახალგაზრდების გვერდში დაყენება და ახალგაზრდული იდეებით, ახალგაზრდული…

მეტი...

თაღლითები „საქართველოს ბანკის“ კლიენტებს ძარცვავენ – გაფრთხილება მოსახლეობას

თაღლითების ჯგუფი, რომლებმაც „საქართველოს ბანკის“ ანალოგიური გვერდი შექმნეს, ბანკის კლიენტებს დაერივნენ და ანგარიშიდან მოტყუებით, თაღლითურად თანხებს აჭრიან. მათი მსხვერპლი არაერთია. წართმეული თანხის ოდენობაც სხვადასხვა.    „მედიაცენტრი მთავარი“ „საქართველოს ბანკის“ სახელით თაღლითებისგან დაზარალებულ ერთ-ერთ მსხვერპლს ესაუბრა, რომელიც საკუთარ ისტორიას გვიყვება. “საქართველოს ბანკიდან“ რომლის კლიენტიც ვარ, მომივიდა შეტყობინება, რომ რაღაც გათამაშება ჰქონდათ და თუ ჩავერთვებოდი აქციაში, საინტერესო პრიზს მოვიღებდი. უნდა მივყოლოდი იმ ინსტრუქციას, რაც ბანკიდან მომივიდა, მივყევი ინსტრუქციას და აღმოვაჩინე, რომ ანგარიშიდან 500 ლარი ჩამომეჭრა. გადავრეკე „საქართველოს ბანკში“ და როგორ მითხრეს, ისინი არ არიან, ეს არის რაღაც ყალბი ანგარიში, რომელიც კლიენტებს აზარალებს. ასევე…

მეტი...

ბათუმი 40-მდე ქვეყნის 400 სპორტსმენს მასპინძლობს

6-13 აპრილს, ბათუმის ახალი სპორტის სასახლე, ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 40-ზე მეტი ქვეყნის 400 სპორტსმენი.  საქართველო დამოუკიდებლობის შემდეგ მეორედ უმასპინძლებს ევროპირველობას – პირველად ეს მოხდა 2015 წელს, თბილისში, ძველ სპორტის სასახლეში. ევროპირველობის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ და ევროპისა და საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელმა პირებმა. საქართველოს ძალოსანთა ნაკრები ერთი თვეა ბათუმში, ახალ სპორტის სასახლეში გადის მოსამზადებელ შეკრებას. გიორგი ასანიძის გუნდი ევროპირველობაზე პრაქტიკულად ოპტიმალური შემადგენლობით გამოვა. გუნდთან ერთად არის ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა…

მეტი...

როგორ ვითარდებოდა თბილისი 1934-2019 წლებში

თბილისის საკრებულოში პროექტის „თბილისის ისტორიები საკრებულოდან“ ფარგლებში, ღონისძიება „თბილისის გენგეგმების ისტორია 1934-2019 წლებში“ გაიმართა.  ღონისძიებას პროექტის ავტორი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია უძღვებოდა. მარიკა დარჩიამ საზოგადოებას ამ ისტორიის მთხრობელები წარუდგინა – არქიტექტურის დოქტორი მერაბ ბოლქვაძე და ,,სითი ინსტიტუტი საქართველოს” დირექტორი მამუკა სალუქვაძე. მან მადლობა გადაუხადა მათ, ასევე დედაქალაქის მერს და მერის მოადგილეს მაია ბითაძეს  თბილისის გენერალური გეგმის შემუშავებაში გაწეული საქმიანობისთვის. „დღეს ტრადიციულად შევიკრიბეთ პროექტის „თბილისის ისტორიები საკრებულოდან“ ფარგლებში. თემა არის ძალიან საინტერესო-თბილისის გენერალური გეგმების ისტორია. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის შეიქმნა თბილისის გენგეგმების კოლაჟი, რომელზეც სიმბოლურად ხელს მოაწერენ ისინი, რომლებსაც თბილისის…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი: „ქართული ოცნება“ არასდროს დაუშვებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას“

ზუგდიდში „ქართული ოცნები“ ლიდერები ამომრჩეველს შეხვდნენ და მერობის კანდიდატად გეგა შენგელია წარადგინეს. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის მთავარ გამოწვევად სიღარიბე და უმუშევრობა დაასახელა. მისივე თქმით, ქვეყანაში ზედმეტად პოლარიზებული პოლიტიკური გარემოა. ადამიანები ხელოვნურად ცდილობენ მუდმივად დაძაბულობის შემოტანას საზოგადოებაში, რაც მხოლოდ უარყოფით შედეგებს მოუტანს ქვეყანას. „დღეს ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს გაერთიანება. ჩვენ უნდა  ვაჩვენოთ ხალხს და მითუმეტეს მტერს, რომ ჩვენ ვართ ერთიანი, რომ ჩვენ გვაქვს ერთიანი მიზანი, მიზანი არის მთავარი, რომელიც ჩვენ გაგვაერთიანებს. რა არის ჩვენი მიზანი? რა არის ჩვენი ქართული ოცნება? რა…

მეტი...

პრემიერ-მინისტრმა „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გეგა შენგელია წარადგინა

სამეგრელოს მოსახლეობას პრრემიერ-მინიტრმა, მამუკა ბახტაძემ, ზუგდიდის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის უპირატესობები, პიროვნული და პროფესიული შესაძლებლობები გააცნო. პრემიერის დახასიათებით, გეგა შენგელია არის მაღალი პროფესიონალია უნიკალური გამოცდილებით, აქვს სუფთა წარსული ადა არის საკუთარ ქალაქზე შეყვარებული, მისი გულწრფელი გულშემატკივარი. ამიტომაც, ბახტაძე დარწმუნებულია, რომ ის უალტერნატივოა. „ვკითხოთ ჩვენს თავს, რა სჭირდება დღეს ზუგდიდს?! დღეს ზუგდიდს სჭირდება სწრაფი ეკონომიკური განვითარება და ქალაქში არსებული ეკონომიკური პრობლემების დროული მოგვარება. დარწმუნებული ვარ, გეგა ამას ყველაზე კარგად გააკეთებს. გარდა ამისა, გეგა არის სუფთა წარსულის მქონე და სუფთა პროფესიული წარსულის ადამიანი, რაც ჩემთვის, ისევე, როგორც თქვენთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია. თქვენ იცით,…

მეტი...

ნატო კავკასიის რეგიონში ფსონს ოფიციალურ თბილისსა და კიევზე დებს

ნატოს საიუბილეო მინისტერიალზე ერთ-ერთი მთავარი აქცენტი შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების გაძლიერება იყო. ამ კონტექსტში კი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მთავარი დასაყრდენი ძალა საქართველო და უკრაინაა. ალიანში ფიქრობენ, რომ აუციელებლია საპასუხო ნაბიჯები რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე, კიბერთავდასხმებზე, დემოკრატიულ პროცესებში უარყოფითად ჩარევასა და ნატოს მოკავშირეების შევიწროვებაზე. სამხერდო ანალიტიკოსი, ირაკლი ალადაშვილი, მედიაცენტ „მთავართან“ საუბრისას ამბობს, რომ ნატოს ნაბიჯები უფრო კონკრეტული  და მიზანმიმართული ხდება. სამხედრო ექსპერტი მიესალმება შავი ზღვის აუზისთვის ნატოს მიერ სპეციალური პაკეტის შექმნას, რომელიც თვალთვალის გაძლიერებას და რუსული საფრთხეების ნეიტრალიზებას გულისხმობს. ანალიტიკოსს არ უკვირს, რომ ვაშინგტონმა კავკასიის რეგიონში ფსონი ოფიციალურ თბილისსა და კიევზე დადო, რადგან…

მეტი...

საბანკო რეგულაციებმა მომხმარებელიც დააზარალა და სამშენებლო ბიზნესიც

მას შემდეგ, რაც საქართველოში იპოთეკური სესხის აღების პირობები გამკაცრდა, ამ ტიპის სესხები მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი აღარ არის. ამან მყიდველებსაც სერიოზული პრობლემები შეუქმნა და დეველოპერებსაც, რადგან ბინები იმ რაოდენობით აღარ იყიდება, როგორც ადრე იყიდებოდა. სამშენებლო კომპანიის „მშენებლის“  მარკეტინგის მენეჯერი, მარიამ აფრიდონიძე, მედიაცენტრ „მთავართან“ საუბრისას ამბობს რომ საბანკო რეგულაციების ამოქმედებიდან 3 თვის თავზე რეალიზაცია 40%- ით შემცირდა. მარკეტინგის მენეჯერი განმარტავს, რომ ეს ნიშნავს შემოსავლის კლებას და თუ ამან შეუქცევადი ხასიათი მიიღო, კომპანია გაკოტრდება.  „ამჟამად ჩვენს ბიზნესში გაურკვეველი სიტუაციაა, ბინების რეალიზაცია მინიმუმამდე დაეცა. კომპანიას შემოსავალი თუ არ ექნება და შემოსავალი გასავალს ვერ გადააჭარბებს, გაღარიბდება…

მეტი...

მიხეილ გიორგაძე ძალოსანთა ეროვნული ნაკრების ვარჯიშს დაესწრო

 ბათუმში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის გახსნის ცერემონია გაიმართა. ჩემპიონატს ბათუმის ახალი სპორტის სასახლე 6-13 აპრილს უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 40-ზე მეტი ქვეყნის 400 სპორტსმენი.  საქართველო დამოუკიდებლობის შემდეგ ევროპირველობას მეორედ მასპინძლობს. პირველად ეს მოხდა 2015 წელს, თბილისში, ძველ სპორტის სასახლეში. ევროპირველობის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ და ევროპის ძალოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელმა პირებმა. საქართველოს ძალოსანთა ნაკრები ერთი თვეა ბათუმში, ახალ სპორტის სასახლეში გადის მოსამზადებელ შეკრებას. გიორგი ასანიძის გუნდი ევროპირველობაზე პრაქტიკულად ოპტიმალური შემადგენლობით გამოვა. გუნდთან ერთად არის ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის…

მეტი...

ქვემო-ქართლის რეგიონში მესაქონლეობის ფერმა ამოქმედდა

“ერთიანი აგროპროექტის” ფარგლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეცხოველეობის ფერმა „ნიბა 2008“ აშენდა. ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,054,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 854 ათასი ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო, ხოლო დარჩენილი თანხა საკუთარი დანაზოგია. ფერმა დღეში 3 ტონა რძეს აწარმოებს, პროდუქციის რეალიზაცია გათვლილია ადგილობრივ ბაზარზე. „ნიბა 2008“-ში მუდმივად 5 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული, ხოლო სეზონურად ემატება 10 ადამიანი. კომპანია სახელმწიფოს მხარდაჭერით გეგმავს უახლოეს მომავალში აიღოს HACCP-ის გადამამუშავებელი წარმოების საერთაშორისო სერტიფიკატი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა, პაატა შეყელაძემ,  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა ფერმა და საწარმოო…

მეტი...