ხონის ფსიქიატრული კლინიკის პაციენტი, რომელსაც სავარაუდოდ, სცემეს, გარდაიცვალა

ხონის ფსიქიატრიული კლინიკიდან საავადმყოფოში გადაყვანილი პაციენტი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. “ჰოსპიტალ სერვისის” ექიმის ინფორმაციით, 60 წლის ქალბატონი კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს და მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილის ოჯახი მომხდარში ფსიქიატრიული კლინიკის მომსახურე პერსონალს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ქეთევან ბიგვავას თავშესაფარში სცემეს. როგორც გარდაცვლილის დამ, ნინო ბიგვავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ქეთევან ბიგვავა საავადმყოფოში 17 მარტს გადაიყვანეს და ამ დრომდე ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფებოდა. მისთვის უცნობია, რა მოხდა ფსიქიატრიულში და საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. ბიგვავას თქმით, დის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გუშინ გაიგო, როდესაც მის სანახავად მივიდა, მანამდე კი ფსიქიატრიულის ადმინისტრაციაში განუმარტეს, რომ…

მეტი...

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში რეგისტრირებული 11 671 დანაშაულიდან 2809 გახსნილია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2019 წლის იანვარ-თებერვალში მომხდარი დანაშაულების სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, რეგისტრირებული 11 671-დან გახსნილია 2809 დანაშაული. უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის აღნიშნულ პერიოდში, ყველაზე მეტი, – საკუთრების უფლების წინააღმდეგ ჩადენილი 4905 დანაშაული და 3898 ქურდობის ფაქტი დაფიქსირდა. “ჯანმრთელობის წინააღმდეგ 2098 დანაშაულია ჩადენილი, ოჯახში ძალადობის – 1064, ნივთის დაზიანების – 401, დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ – 300, თაღლითობის – 248, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის 117 ფაქტი, ფულად საკრედიტო სისტემაში – 108, ძარცვის – 57, ყაჩაღობის – 43, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების 37, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე…

მეტი...

მარტოხელა მშობლები შვილებს ბაგა-ბაღებში პირველივე ეტაპზე დაარეგისტრირებენ

თბილისის საკრებულომ საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელის რეგისტრაციის წესში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.  ინიციატივა საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარეს თამარ ტალიაშვილს ეკუთვნის. ცვლილების მიხედვით, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე შვილებს რეგისტრაციის საშუალება, სხვა უპირატეს ჯგუფებთან ერთად, პირველ ეტაპზე მიეცემა. თამარ ტალიაშვილის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებით, მარტოხელა მშობლებს დამატებითი სოციალური გარანტიები შეექმნებათ, რაც  „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის იმპლემენტაციას უფრო ეფექტიანს ხდის. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ერთ ბავშვზე გათვლილი ვაუჩერით დაფინანსების, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვის, მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში…

მეტი...

“რეგულაციები ტაქსის მძღოლების საჭიროებიდან გამომდინარე დაიგეგმა”- შალვა ოგბაიძე

საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე, ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს იმის შესახებ, თითქოს ავტომობილის თეთრ ფერად გადაღებვა მის ფასზე ნეგატიურად აისახება, არასერიოზულად მიიჩნევს. ეს განცხადება დეპუტატმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, ტაქსებთან დაკავშირებული რეგულაციები სწორედ ტაქსის მძღოლების საჭიროებებიდან გამომდინარე დაიგეგმა. „ჩვენ ტაქსის მძღოლების პულსზე გვიდევს ხელი.  საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიას  ყოველდღიური კავშირი აქვს მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან და ყველა საკითხი  შეჯერებული და გავლილია“,- განაცხადა შალვა ოგბაიძემ. დეპუტატის განმარტებით, პოლიტიკური პარტიები ეცადნენ, რომ ხელზე დაეხვიათ მოსაზრება, თითქოს თეთრად გადაღებვა ფასს აკლებს ავტომობილს. „მე, როგორც ავტომობილისტმა, შემიძლია გითხრათ, რომ ფასს აკლებს არა ფერი, არამედ…

მეტი...

“ხალხს კი ატყუებთ, მაგრამ თქვენ გისმენენ პროფესიონალი დემოგრაფებიც“, – ხუნდაძე ჭიაბერაშვილს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ზურაბ ჭიაბერაშვილს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, დემოგრაფიული პრობლემების გამწვავება ქვეყანაში იმ დემოგრაფიული თაობის შედეგია, რომლებიც 90-იან წლებში განახევრებული რაოდენობით დაიბადნენ. იმ წლებში მხოლოდ დაბადებულ გოგონათა რაოდენობა 250 000-ით შემცირდა. დღეს სწორედ ეს თაობა შედის რეპროდუქციულ ასაკში. „გასაგებია, რომ ჩვენს ოპონენტებს, ეროვნული თემები, წინასაარჩევნოდ ხალხის გულის მოსაგებად სჭირდებათ, მაგრამ ამისთვის ტყუილი არ არის საჭირო. პრობლემა იმდენად დიდია, რომ ბოლო 6 წლის მანძილზე ჩვენს მიერ დემოგრაფიული კუთხით გაკეთებული საქმეებიც კი არ არის საკმარისი. დიახ, გაეროს მიერ 2010 წელს გაკეთებული პროგნოზი რეალურია და ეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს…

მეტი...

„ჩათვალეთ, რომ ამას ის კაცი გიკეთებთ, ვინც აქ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა“ – ბიძინა ივანიშვილი

ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიბულაში იმყოფებოდა. მისი გადაწყვეტილებით, სახლში, სადაც ზვიად გამსახურდია ტრაგიკულად დაიღუპა, ფონდი „ქართუ“ მუზეუმს გახსნის. ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებითვე, მუზეუმის გარშემო გაკეთდება დასასვენებელი პარკი და აშენდება ეკლესია. ხიბულაში ყოფნისას ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. მან ადგილზევე მიიღო გადაწყვეტილება სოფლისთვის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, გაზითა და წყლით უზრუნველყოფის დაფინანსების შესახებ. „ჩათვალეთ, რომ ამას ის კაცი გიკეთებთ, ვინც აქ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა“, – ასე მიმართა ბიძინა ივანიშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას. ამის გარდა, როგორც მთავარი, ისე შიდა გზების რეაბილიტაციას, რასაც ამ ეტაპზე ვერ…

მეტი...

ვაკის რაიონში, წყლისა და წყალარინების შიდა ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თბილისში, ვაკის რაიონის სხვადასხვა მისამართზე თანადაფინანსებული პროექტები ხორციელდება. წყლისა და წყალარინების შიდა ქსელის რეაბილიტაცია  აბაშიძის N31-ში და კავსაძის N4-ში მიმდინარეობს, აბაშიძის N3-ში სადარბაზოს რემონტი დასრულდა, კეკელიძის N25-ში კი, ლიფტის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. როგორც თბილისის მერიაში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, საერთო ქონების განახლების მიზნით, რაიონში უკვე 59 პროექტი განხორციელდა. “განახლდა 16 ლიფტი; ჩატარდა რვა სადარბაზოს რემონტი; რეაბილიტაცია ჩაუტარდა 20 სახურავს და დამონტაჟდა წყალსაწრეტი მილები; განახლდა წყალარინების რვა ქსელი, ერთი კარი, საერთო სარგებლობის ოთხი კიბე; განხორციელდა ორი კორპუსის სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია,”- განაცხადეს თბილისის მერიაში.  „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოებს გამგეობა 100%-ით…

მეტი...

ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

ზვიად გამსახურდიას 80 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი საღამო, 31 მარტს, 18:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში გაიმართება. ნაჩვენები იქნება პირველი პრეზიდენტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო და ვიდეო კოლაჟი.  გაჟღერდება ზვიად გამსახურდიას საყვარელი საფორტეპიანო და საოპერო ნაწარმოებები ცნობილი ქართველი ხელოვანების შესრულებით. ღონისძიებაში, რომლის მხარდამჭერია თბილისის მერია, მონაწილეობას მიიღებენ ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრები, მეგობრები და საზოგადო მოღვაწეები. ისინი ისაუბრებენ პირველი პრეზიდენტის პოლიტიკურ და შემოქმედებით საქმიანობაზე.  ღონისძიებაში მონაწილეობენ ანსამბლი „რუსთავი“, ვალერიან შიუკაშვილი, ნატო მეტონიძე, ანსამბლი „მძლევარი“, გიორგი ონიანი, დემეტრე გამსახურდია და სხვა. საღამოს რეჟისორია დიმიტრი ღვთისიაშვილი, საღამოს გაუძღვება რატი ამაღლობელი.

მეტი...

მიხეილ ჩინჩალაძის დავალებით, 2007 წელს, მოქალაქეებს ქონებას სძალავდნენ – ადვოკატი

სასამართლო რეფორმაზე მომუშავე იურისტი კახა კოჟორიძე ქართული მართლმსაჯულების სისტემაში კლანის არსებობაზე საუბრობს და კონკრეტული მაგალითი მოჰყავს. როგორც კახა კოჟორიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2007 წელს, ცეკავშირის გამგეობის ყოფილ თავმჯდომარე მამუკა აბესაძეს მის საკუთრებაში არსებული საგურამოს 16 ჰა მიწის ფართობის სახელმწიფოსთვის გადაცემა მოსთხოვეს. 2007 წელს, მასთან მივიდა პროკურორი მამია ფხაკაძე, რომელიც დღეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეა და უთხრა, რომ მიხეილ ჩინჩალაძის დავალებას ასრულებდა და მიწის ნაკვეთი პირადი განცხადების საფუძველზე უნდა ეჩუქებინა სახელმწიფოსთვის. მან აბესაძეს განცხადების შინაარსი, ხელნაწერის სახით გადასცა.  ადვოკატის თქმით, მიხეილ ჩინჩალაძე იმ ხანებში მცხეთის საოლქო პროკურორი იყო, დღეს კი  სასამართლოს სისტემის…

მეტი...

მდინარე თეძამზე, პირველი მასშტაბური წყალსაცავი აშენდება

საქართველოში, გასული საუკუნის 50-იანი წლების შემდეგ, პირველი წყალსაცავის მასშტაბური მშენებლობა იწყება. საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს განცხადებით, თეძამის წყალსაცავის პროექტი ისტორიულია, რომლის მიზანი სოფლის გაძლიერებაა.  „ჩვენ ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვანი, მე ვიტყოდი ისტორიული პროექტის განხორციელებას. ძლიერი ქართული სოფელი ნიშნავს ძლიერ ქართულ რეგიონებს და ძლიერი რეგიონი ნიშნავს  ძლიერ საქართველოს. ჩვენთვის ქართული სოფლის განვითარება იყო ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ძლიერი საირიგაციო სისტემების მშენებლობა. საქართველოში ფაქტობრივად ბოლო 50 წლის განმავლობაში არ აშენებულა ახალი წყალსაცავები. ხშირად ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობას არ აქვს პერსპექტივა. მე მიჩნდება კითხვა: როგორ შეიძლება დარგს ჰქონდეს პერსპექტივა, როდესაც…

მეტი...

თბილისში, 170 ავტომობილზე გათვლილი, პირველი მიწისქვეშა პარკინგი მოეწყობა

პირველი დიდი, მუნიციპალური მიწისქვეშა პარკინგი თბილისში, ორბელიანის მოედანზე მოეწყობა და 170 ავტომობილს დაიტევს. ორბელიანის მოედანზე ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც, კეთილმოწყობის, გამწვანების და დასუფთავების სამუშაოებთან ერთად 20 მაისისთვის უნდა დასრულდეს.  ​​როგორც თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, ეს ქალაქში ყველაზე დიდი საპარკინგე სივრცე იქნება. ის ევროპული სტანდარტების შესაბამისად შენდება და ტექნოლოგიურადაც გამართული იქნება.   კალაძეს განცხადებით, ორბელიანის მოედანზე რეაბილიტაცია უტარდება ათონელის, ფხოვის, ფურცელაძისა და სობჩაკის ქუჩების 18 მისამართზე მდებარე შენობებს. რეაბილიტირებულ არეალში უძრავი ქონების ფასი 3-4-ჯერ გაიზრდება.  „ეს არის ძველი თბილისის ერთ-ერთი კონკრეტული ლოკაცია, რომელიც ძალიან ხალხმრავალი და ტურისტებით დატვირთულია. ადგილობრივების ქონება უფრო ფასეული…

მეტი...

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ბრალდების ხანდაზმულობის ვადა ამოწურულია – ადვოკატი

სამეფო ტახტის მემკვიდრე დავით ბაგრატიონის ადვოკატი, ლევან ჩხეიძე აცხადებს, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მიერ, ყოფილი მეუღლის მის მიმართ ძალადობაში დადანაშაულება, ვერ გახდება იმის საფუძველი, რომ ბაგრატიონებს შორის დავამ სისხლის სამართლის სფეროში გადაინაცვლოს. როგორც ლევან ჩხაიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ბრალდების ხანდაზმულობის ვადა ამოწურულია, რაც მოწინააღმდეგე მხარემაც კარგად იცის და მათ ბრალდების მიზანი, მხოლოდ შავი პიარია.   ადვოკატის თქმით, ანა ბაგრატიონ – გრუზინსკი მშობლების სახლში 2013 წელს დაბრუნდა. მანამდე წყვილი ესპანეთში, ცალ-ცალკე ცხოვრობდა და ამას ორივე მხარე ადასტურებს. 2014 წელს ანა კვლავ აღმოჩნდა დავით ბაგრატიონის სახლში. “ისმის კითხვა, რა უნდოდა იქ, როცა…

მეტი...

ზვიად გამსახურდიას დაღუპვის გარემოებები დღემდე გამოუძიებელია, ეს ქვეყნის სირცხვილია – ბიძინა ივანიშვილი

პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს ეხმაურება და აცხადებს, რომ ზვიად გამსახურდიას დაღუპვის გარემოებები დღემდე გამოუძიებელია, რაც ქვეყნისთვის დიდი სირცხვილია. ​ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმე დროულად უნდა იქნას გამოძიებული. „საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაღუპვის გარემოებები დღემდე გამოუძიებელია, რაც არის ჩვენი ქვეყნის დიდი სირცხვილი. ეს საქმე აუცილებლად და დროულად უნდა მივიდეს ბოლომდე და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი. როგორ და რატომ მოხდა, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენის გარიჟრაჟზე, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა ერთიანობა, ამ დროს ჩვენ ერთმანეთს დავერიეთ და…

მეტი...

მტირალას ეროვნულ პარკში ახალი ატრაქცია, „თოკების პარკი“ მოეწყო

აჭარაში ჩასულ ტურისტებს, ახალი ტურისტული ატრაქცია – „თოკების პარკი” დახვდებათ, რომელიც მტირალას ეროვნულ პარკში მოეწყო. მისი პირველი ვიზიტორები ნორჩი რეინჯერები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები იყვნენ. გახსნის ღონიძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი დაესწრნენ. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” დაცული ტერიტორიების სააგენტოში განუცხადეს, „თოკების პარკი“ წარმოადგენს ეკო-საგანმანათლებლო ატრაქციას და გარემოში არსებულ შემეცნებით გასართობ ადგილს. ეკოტურისტული ობიექტი გათვლილი იქნება სხვადასხვა სეგმენტის ვიზიტორზე და განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება გარემოს დაცვის პოპულარიზაციის თვალსაზრისით. ასევე, ის ხელს შეუწყობს ადგილობრივი…

მეტი...

“სასოწარკვეთასა და აგონიაში მყოფი მხარის ისტერიკა“ – ბაგრატიონის ადვოკატი გრუზინსკებზე

დავით ბაგრატიონის ინტერესების დამცველი ლევან ჩხეიძე, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ოჯახის ქმედებებს სასოწარკვეთილებასა და აგონიაში მყოფი მხარის ისტერიკას უწოდებს და მათ ცირკ „შაპიტოსთან“ აიგივებს. როგორც ჩხეიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ნუგზარ სიხარულიძე, ვითომ ბაგრატიონმა სპექტაკლი „წამება დედოფლისა“ დადგა, რომელიც რეალურ ცხოვრებაში გადაიტანა. “ჩვენი მოწინააღმდეგე მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ისეთივე სიმართლეა, როგორც დანარჩენი სხვა. პრაქტიკულად გუშინ, ჩვენ ვადევნებდით თვალს, აგონიაში მყოფი ადამიანების ისტერიკას. მათ იციან, რომ ორივე სასამართლო დავას სამარცხვინოდ აგებენ და გადაწყვიტეს, ამ ფორმით გადაფარონ შავი პიარი, რომელიც მათთვის კონტრპროდუქტიული გამოდგა. მოწინააღმდეგე მხარემ სპექტაკლი დადგა. ნუგზარ გრუზინსკი, ანას მამა, რეჟისორია. კინომსახიობთა…

მეტი...

საქართველოში შობადობა და გარდაცვლილთა რაოდენობა შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განცხადებით, 2018 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 51 138 ბავშვი შეადგინა (მათ შორის – 26 538 ბიჭი და 24 600 გოგო), რაც წინა წელთან შედარებით 4 პროცენტით ნაკლებია. ხოლო, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 2017 წელთან შედარებით 2.7 პროცენტით შემცირდა და 46 524 ადამიანი შეადგინა. უწყების ინფორმაციით, ყოველ 100 ცოცხლად დაბადებულ გოგოზე 107.9 ბიჭი მოდის. 2018 წელს დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა თბილისში (16 161 ბავშვი), ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (328 ბავშვი). 2017 წელთან შედარებით 2018 წელს დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 25 წლამდე ასაკის დედების მიერ…

მეტი...

სასამართლოში კეთილსინდისიერი მოსამართლეები უნდა მოხვდნენ, ამას ემყარება სამართლიანობა – კახა კოჟორიძე

​სასამართლო რეფორმაზე მომუშავე იურისტი კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ ვენეციის კომისია წლებია ეხმარება საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებაში, პროფესიონალი ექსპერტები იძლევიან რეკომენდაციებს, გამოთქვამენ მნიშვნელოვან მოსაზრებებს, მაგრამ შედეგი არ იქნება, თუ ვითარება თვითონ ქვეყანაში არ შეიცვლება.  როგორც კახა კოჟორიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი მიზანია, სასამართლოში მოხვდნენ კეთილსინდისიერი მოსამართლეები, რასაც სასამართლოს სამართლიანობის პრინციპი ემყარება.    მისივე თქმით, უვადო მოსამართლეების კრიტერიუმებზე მუშაობა პარლამენტმა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2018 წლის დეკემბერში, იუსტიციის საბჭომ “ფურცლის ნაგლეჯზე ჩამოწერა 10 ადამიანის გვარი, ყველას ერთად უყარა კენჭი და ასეთი სამარცხვინო ფორმით წარმოადგინა, უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების სია”, –…

მეტი...

ძალიან ცუდი კანონპროექტი, რომელიც სასამართლო სისტემაში კანდიდატებს გარედან არ უშვებს“ – ალექსანდრე ბარამიძე

„ვენეციის კომისია მხოლოდ რეკომენდაციებს დადებს. მას პოლიციური ან სხვა სახის იძულება არ შეუძლია. პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი უვარგისია, თუ მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შევიდა,“ – აღნიშნული განცხადება, მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. როგორც ბარამიძემ აღნიშნა, ვენეციის კომისია საქართველოში მომავალ კვირას ჩამოვა. მისივე თქმით, პარლამენტის მხრიდან პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი ძალიან ცუდი ვარიანტია, რადგანაც სასამართლო სისტემას კანდიდატებს გარედან არ აკარებს. „ყველას, ვისაც სურს, მიუხედავად იმისა, ჩაბარებული აქვთ თუ არა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში. ეს საჭიროა იმისათვის,…

მეტი...

“მთავარი პრობლემა იუსტიციის უმაღლესი საბჭოა და არა კანონმდებლობა” – წერილი ვენეციის კომისიას

​სასამართლო რეფორმაზე მომუშავე იურისტის, კახა კოჟორიძის შეფასებით, ქართული მართლმსაჯულების სისტემაში დღეს ორი პრობლემა არსებობს – კლანის არსებობა და კლანის პოლიტიკური მხარდაჭერა. საკანონმდებლო მოდელი იმდენად არ არის პრობლემური, რამდენადაც სასამართლო სისტემაში არსებული რეალობა, როდესაც ადამიანები ცდილობენ კანონი სათავისოდ გამოიყენონ. როგორც კახა კოჟორიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა, კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები მოამზადეს, რომელსაც ვენეციის კომისიას დღეს გაუგზავნიან.   მისივე თქმით, ვენეციის კომისიის წარმომადგენლები მომდევნო კვირაში საქართველოში ჩამოვლენ, შეხვდებიან დაინტერესებულ საზოგადოებას, შეისწავლიან კანონპროექტს და წარმოადგენენ თავიანთ მოსაზრებებს. ​ “​ჩვენი მოსაზრებები, რამდენიმე ნაწილისგან შედგება. პირველი არის…

მეტი...

ძველ თბილისს, თბილისური ტიპის, კიდევ ერთი სახლი შეუნარჩუნდა

თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ ნაწილში, კერძოდ, ჩუღურეთის რაიონში, სულიაშვილის ქუჩის N8-ში მდებარე ავარიული შენობის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. მონოლითური რკინა-ბეტონით გამაგრდება სახლის საძირკველი და კედლები, ხოლო ​ფანჯრებსა და კარის ღიობებს ლითონის კუთხოვანი ჩარჩოები უკეთდება.   როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ჩუღურეთის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, სულიაშვილის ქუჩის N8-ში მდებარე თბილისური ტიპის ძველებური სახლი, სადაც ხუთი ოჯახი ცხოვრობს, ავარიულ მდგომაროებაში იყო. პროექტის დასრულების შემდეგ, ჩუღურეთის რაიონს კიდევ ერთი, თბილისური ტიპის იერსახის სახლი შეუნარჩუნდება.   სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს. პროექტის ღირებულება 171 000 ლარია. პროექტი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება. გამგეობის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ჩუღურეთის რაიონში…

მეტი...

სპირტიანი სასმელების წარმოებას ამიერიდან, ტექნიკური რეგლამენტი დაარეგულირებს

პირველი აპრილიდან ტექნიკური რეგლამენტი − „ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმლის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ” ამოქმედდება. მისი მიზანია, ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა და მომხმარებელთა უფლებების დაცვას. „ამ რეგლამენტის შემუშავება გათვალისწინებულია 2017 წელს „ვაზისა და ღვინის შესახებ” საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებით. აქამდე ანალოგიური დოკუმენტი არსებობდა ღვინის წარმოებასთან მიმართებაში და საჭიროებამ მოიტანა გარკვეული რეგულაციები ამოქმედებულიყო ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების წარმოების სფეროში, როგორებიცაა: ბრენდი, „ჭაჭა” და მაგარი სასმელები. აღნიშნული რეგლამენტი ეფუძნება ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის OIV-ის რეკომენდაციებს,” – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს…

მეტი...