“სამართლიან მოთხოვნას მიხეილ გიორგაძემ ნიკოლოზ რაჭველის დამცირებით უპასუხა” – ეროვნული მუსიკალური ცენტრი

საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის ადმინისტრაცია განათლების, კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძეს, ნიკოლოზ რაჭველის მისამართით გამოთქმული შეფასების გამო, განცხადებით პასუხობს და აცხადებს, რომ მინისტრის მოადგილემ, ეროვნული ორკესტრის სამართლიან მოთხოვნას, ნიკოლოზ რაჭველის დამცირებითა და მუქარით უპასუხა. მათი თქმით, მიხეილ გიორგაძეს არ აწუხებს ის ფაქტი, რომ დარბაზი წელიწადში თითქმის 300 დღე უმოქმედოდ დგას და სრულ დეგრადაციას განიცდის სფერო, რომელიც დიდი წარმატებით უნდა ვითარდებოდეს. „კულტურისა და განათლების მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძემ ორკესტრის სამართლიან მოთხოვნას საკონცერტო დარბაზით უზრუნველყოფის შესახებ, ნიკოლოზ რაჭველის დამცირებითა და მუქარით უპასუხა. მან დღეს გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ…

მეტი...

“მხოლოდ აგრარული მიმართულებით, 190 საწარმო გაიხსნა” – ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „აქსის თაუერსის“ სავაჭრო სივრცის გახსნისას განაცხადა, რომ ხარისხიანი პროდუქციის მიმართ, „აგროჰაბში“ განსაკუთრებული დამოკიდებულებაა და ეს ქსელი ქართული პროდუქციის სტაბილური მომწოდებელია. „მისასალმებელი ფაქტია, რომ დედაქალაქში, მრავალი წლის განმავლობაში შეჩერებული მშენებლობა დღეს უკვე დასრულებულია და შენობაში სავაჭრო სივრცე „აგროჰაბის“ ახალი ფილიალით გაიხსნა. მომხმარებელმა იცის და მეც, ჩემი მხრიდან მინდა დავადასტურო,  რომ ხარისხიანი, მათ შორის ქართული ხარისხიანი პროდუქციის მიმართ, „აგროჰაბში“ განსაკუთრებული დამოკიდებულებაა და ეს ქსელი ასეთი პროდუქციის სტაბილური მომწოდებელია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მისივე თქმით, პოლიტიკური ოპონენტები მთავრობის გუნდს  ხშირად ახსენებენ 100 საწარმოს შესახებ და…

მეტი...

შთაბეჭდილება მრჩება, რომ ნიკოლოზ რაჭველს აწყობს, ისპეკულიროს ყველა დონეზე – მიხეილ გიორგაძე

საქართველოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე, სახელმწიფო ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ რაჭველის მოთხოვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი განცხადება, რომ თითქოს ორკესტრი უსახლკაროა, სპეკულაციაა და სიმართლეს არ შეესაბამება. „კულტურის სამინისტროს ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. მე, პირადად, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ორკესტრის ხელმძღვანელმა მანტია მოისხა დაჩაგრული, გაუბედურებული ხელმძღვანელისა. თუმცა, მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი მენეჯმენტის პირობებში, პირველად ორკესტრის ისტორიაში, მათ გამოეყოთ 250 ათასზე მეტი მხოლოდ პროექტის, ახალი შენობის პროექტის შესაქმნელად; თუმცა, მესამე წელია, ხელმძღვანელობამ ვერ მოახერხა და თავი ვერ მოაბა ახალი პროექტის შექმნას, ორკესტრისთვის…

მეტი...

საზოგადოება დაინახავს, რომ მოსამართლეობის კანდიდატები არიან ღირსეულები – ლევან მურუსიძე

მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძემ, ჟურნალისტებთან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანონპროექტი შეაფასა და განაცხადა, რომ როდესაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ისარგებლა კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით და წარადგინა 10 კანდიდატი, ამით ძალიან დიდი შეურაცხყოფა მიაყენა სასამართლო სისტემას. “როდესაც წლების განმავლობაში ხან ერთი პრეზიდენტი, ხან მეორე წარმოადგენდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს პარლამენტში, არც არასამთავრობო ორგანიზაციებს, არც პატივცემულ დეპუტატებს, არავის არ გასჩენია სურვილი, ისინი რაიმე კრიტერიუმით შერჩეულიყვნენ”, – განაცხადა მურუსიძემ. მისი თქმით, რაც მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებულ კანონპროექტში მოსწონს, არის მხოლოდ ის, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი იქნება ღია. „დარწმუნებული ვარ, როდესაც…

მეტი...

“გამოცდილი, სუფთა და უნაკლო ადამიანების პოვნა ძნელია​” – ირაკლი ოქრუაშვილი

​თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ყველა სერიოზული საქმისათვის საჭიროა სწორი ადამიანების შერჩევა და მონოლითური გუნდის შექმნა, მაგრამ ხშირად, არჩევანი მწირია, რადგან გამოცდილი, სუფთა და უნაკლო ადამიანების პოვნა ძნელია. “ჩემდამი ბევრ სხვა პრეტენზიასთან ერთად ყოველთვის მესმოდა შემდეგი: გარემოცვა და გუნდი არ უვარგა, რად უნდოდა ქარელი, პადოშა, ბესელია და ა.შ. ყოველთვის, როდესაც რაიმე სერიოზულს ვიწყებდი, ადამიანებს ვარჩევდი იქიდან საიდანაც შეიძლებოდა არჩევა. ასარჩევად საქმე კი არასდროს არ მქონდა, რადგან სუფთა, წესიერი, გამოცდილი და “უნაკლო” ადამიანები, როდესაც საქმე რისკიან გეგმებს ეხებოდა, მორალისტობდნენ, იმალებოდნენ და ბუჩქებიდან ყურებას ამჯობინებდნენ, რათა შემდეგ ამის გამო ვეკრიტიკებინე”, –…

მეტი...

სქესობრივი აღზრდის შესახებ განათლებას ბავშვი, მხოლოდ მშობლის თანხმობით მიიღებს

​ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, სქესობრივი აღზრდის შესახებ განათლებას ბავშვი, მხოლოდ მშობლის თანხმობით მიიღებს. „კანონში პირდაპირაა მითითებული, რომ ჩვენი შვილები მაღალი ზნეობრივი ღირებულებებით უნდა აღვზარდოთ. სქესობრივი აღზრდის შესახებ განათლების მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მშობლის თანხმობით. კონფესიებს შეეძლებათ ჩაერთონ პრობლემურ შემთხვევებში, როდესაც ამას ოჯახის წევრი ითხოვს. მინდა ვკითხო საზოგადოებას – ეს ყველაფერი შეიძლება იყოს ანტიეროვნული?,” – განაცხადა სოფო კილაძემ.  მისივე თქმით, საზოგადოების დიდ ნაწილს კოდექსი წაკითხული არ აქვს და არასწორ ინფორმაციას ფლობენ. “საზოგადოების წევრების უმეტესობას არ აქვს წაკითხული ეს კოდექსი, მათ არც მოეთხოვებათ ეს და…

მეტი...

ეკა ბესელიამ შეცდომით, მისივე სალანძღავი sms-შეტყობინება მიიღო

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ მისი სალანძღავი ტექსტი, ყოფილმა თანაგუნდელმა მამუკა მდინარაძემ შეცდომით, “ვოთსაფში” სწორედ მას გაუგზავნა. როგორც დეპუტატი აცხადებს, ეს ტექსტი ზუსტად ის მესიჯებია, რასაც უმრავლესობის დეპუტატები მთელი დღის განმავლობაში სიტყვა-სიტყვით იმეორებენ. „მე რომ არ მეხებოდეს, ამ საკითხს საჯაროდ არც გამოვიტანდი. თუმცა, კონკრეტული მესიჯი, რომელიც შეცდომით მომივიდა, მე მეხება. ბედის ირონია რა არის ნახეთ… როგორც ჩანს, მამუკა მდინარაძე რამდენიმე ადამიანს მესიჯს უგზავნიდა და შემთხვევით, ჩემს ტელეფონზე გამოგზავნა „ვოთსაფში“. თავში ეწერა ეკა ბესელია და იწყება ლანძღვა-გინება. როცა წავიკითხე, მივხვდი, რომ ჩემთან შეცდომით გამოგზავნა“, – განაცხადა ეკა…

მეტი...

მეტეხის გვირაბი ღამით გადაიკეტება

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მეტეხის გვირაბში დასუფთავების სამუშაოებს ჩაატარებს. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, მეტეხის გვირაბი, ამაღამ 00:00 საათიდან 27 მარტის 07:00 საათამდე გადაიკეტება. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

მეტი...

268 სინჯიდან, ყოველ მე-5-ში ტყვიის ჭარბი რაოდენობა აღმოჩნდა

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი აცხადებს, რომ სისხლში ტყვიის ჭარბი რაოდენობა ქვეყნის მოქალაქეებში სერიოზული პრობლემაა. თბილისის მასშტაბით ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 268 სინჯიდან, ყოველ მე-5-ში ტყვიის ჭარბი რაოდენობა აღმოჩნდა. მათ შორის, საუბარია ქუჩის მტვერში ტყვიის არსებობაზეც. ​როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ეკა ლალიაშვილმა განუცხადა, ტყვიის შემცველობა აღმოჩენილია სამშენებლო და სარემონტო მასალებიდან, სათამაშოებიდან, საჭმლის სუნელებიდან, კოსმეტიკური პროდუქციიდან და სხვა ნივთებიდან აღებულ სინჯებში. “დღეს ვიცით, რომ სათანადოდ არ მოწმდება ქვეყანაში შემოსული იმპორტირებული საქონლი.  აღმოჩნდა, რომ ტყვია გარემოში, ჭარბი რაოდენობით არის, რაც პირდაპირ ადამიანის სისხლში აისახება, განსაკუთრებით ბავშვებში. კვლევაში ის ოჯახები…

მეტი...

“პირობა მიღებულია, ექიმის ხალათს არ ვიხდი” – ლადო კახაძე პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს

​პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, თბილისის მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატი, თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ექიმი ლადო კახაძე აცხადებს, რომ პოლიტიკაში დაბრუნებით ის არ აპირებს ექიმის ხალათი გაიხადოს და თავისი პაციენტები მიატოვოს.  როგორც ლადო კახაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ მას მთაწმინდის ელექტორატი ნდობას გამოუცხადებს და საპარლამენტო ცხოვრებას დაიწყებს, პაციენტებს მასთან ვიზიტზე ჩაწერა, ჩვეულზე ადრე მოუწევთ.  მისივე თქმით, ეს საკითხი მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ლიდერებთან უკვე შეთანხმებულია.   “ადამიანის ორგანიზებულობის მაჩვენებელია ის, თუ როგორ ანაწილებს ის თავის დროს. ზოგჯერ შესაძლოა ერთმა საქმემ დაგღალოს, ზოგჯერ კი ათმა გამოგაჯანმრთელოს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული,…

მეტი...

საბერძნეთის სახალხო დღესასწაულზე საქართველოს ელჩი ეროვნული სამოსით მივიდა

საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველო ელჩმა, ლიკა ჯანელიძემ, 25 მარტს, საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიღძვნილ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. სახალხო ღონისძიებაზე, ლიკა ჯანელიძე, ქართულ ეროვნულ სამოსში წასდგა. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ გიუნაშვილმა განუცხადა, ელჩის სამოსმა ღონისძეიბაზე დამსწრე საზოგადოებისა და ახალგაზრდა ელჩის პროექტების ,,მეგობართა ჯგუფის” წევრების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა. მისივე ინფორმაციით, საქართველოს ელჩმა, საბერძნეთის დედაქალაქში თავისუფლებისთვის დაღუპულთა ღვაწლს, საბერძნეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის პროექტების ,,მეგობართა ჯგუფის”  წევრ უცხოელ და ქართველ ახალგაზრდებთან ერთად მიაგო პატივი.

მეტი...

პესტიციდები და აგროქიმიკატები ამიერიდან, მხოლოდ სპეციალიზებულ სავაჭრო ქსელებში გაიყიდება

პირველი აპრილიდან, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სპეციალიზებული სავაჭრო ქსელის გარეთ გაყიდვა აიკრძალება. მომეტებული საფრთხის შემცველი პროდუქტების რეალიზატორებს, გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ.   ​როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში “მედიაცენტრ მთავარს” განუმარტეს, ამ ცვლილების მიზანია  ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებისა და გარემოს დაბინძურების რისკის შემცირება. მათივე ინფორმაციით, ბიზნეს ოპერატორებმა სააგენტოს უნდა მიმართონ, რათა მან ზედამხედველობა გაუწიოს და შედეგების გათვალისწინებით მიანიჭოს აღიარება. “აღიარების გარეშე დარჩება ბიზნესოპერატორი, რომელიც პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაციას აწარმოებს არასპეციალიზებულ სავაჭრო ობიექტში ან საბითუმო სარეალიზაციო ობიექტი მდებარეობს დასახლებულ ადგილას, ცხოველთა და ფრინველთა სადგომის ან კვებისა და წყალმომარაგების ობიექტების სიახლოვეს,” – განაცხადეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

მეტი...

„ბიძინა ივანიშვილი კი არ დგას ჩვენ გვერდით, ჩვენ ვდგავართ მის გვერდით” – ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ყოფილი თანაგუნდელების განცხადებებს პასუხობს იმასთან დაკავშირებით, რომ “ქართულ ოცნებაში” არსებულ დაპირისპირებაში, ბიძინა ივანიშვილი კობახიძის გვერდით დგას და აცხადებს, რომ გუნდს ჰყავს ლიდერი, გუნდის წევრები კი ლიდერთან  უნდა დადგნენ. „ბიძინა ივანიშვილი კი არ დგას ჩვენ გვერდით, ჩვენ ვდგავართ მის გვერდით, რადგან ის არის პარტიის ლიდერი. ასე მარტივადაა ყველაფერი და ბუნებრივია, სხვა ალტერნატივა ამას არ აქვს. როცა გუნდს ჰყავს ლიდერი, ბუნებრივია გუნდის წევრები უნდა დადგნენ გუნდის ლიდერთან ერთად. ეს არის რეალური სურათი და ამას შეტრიალება არ სჭირდება. არასწორია ამ სურათის შეტრიალება,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

ორთაჭალაში, ხანძარს 82 წლის ქალი ემსხვერპლა

თბილისის კრწანისის რაიონში, ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩაზე არსებულ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით,  ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. მეხანძრეებმა, ოპერატიული რეაგირებით, ცეცხლის შენობაში გავრცელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეძლეს. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” კრწანისის გამგეობაში განუცხადეს, ხანძრის მიზეზი სავარაუდოდ გაზის გამათბობელია. გარდაცვლილი 82 წლის, ბარბარე თენარჯევია. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 30 მ² ფართობი. ამჟამად, ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები და 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი დგინდება.  მოამზადა მარიამ გელაშვილმა

მეტი...

გურამ დოჩანაშვილი 80 წლისაა – პატარა ეპიზოდი მწერლის ცხოვრებიდან

თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერალი, თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი შემოქმედი გურამ დოჩანაშვილი იუბილარია, ის 80 წლის გახდა. მწერალს იუბილეს სოციალურ ქსელში, ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე ულოცავს და 40 წლის წინანდელ ამბავს იხსენებს და აცხადებს, რომ ბედნიერი და ამაყია ქვეყანა, რომელსაც ასეთი მწერალი ჰყავს.  “1989 წელს, 50 წლის გახდა, სახლში მივაკითხე, იოსებიძის ქუჩაზე, შეკითხვები დავუტოვე და პასუხები ხელნაწერი დამახვედრა, წამოვიღე და “აღმართი კაცი” გაზეთ “ახალგაზრდა ივერიელში” დავბეჭდეთ.ერთხელ, გურამ დოჩანაშვილს მოთხრობაზე მუშაობისას ღვთისმშობელი მარიამი რაიმე კარგი და მშვენიერისთვის უნდოდა შეედარებინა, მაგრამ მეუფეს უთქვამს, ღვთისმშობელი არაფერს არ უნდა შეადაროო. ჰოდა, ადგა და დაუწერია – ღვთისმშობელი მარიამი…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა

საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობაზე, სამომავლო პერქპექტივებსა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს დღეს გამართულ შეხვედრაზე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიულისაქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა  კარლ ჰარცელმა. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანშეხვედრები გრძელდება.  ირაკლი ღარიბაშვილი უკვე შეხვდა სხვადასხვა ქვეყნის  დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელებს. 

მეტი...

წყლის დაბალი ხარისხი, კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება – მამუკა ბახტაძე

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ბავშვთა სისხლში ტყვიის მოცულობა, თანამედროვე სამყაროსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა, დაგეგმვა და მათი იმპლემენტაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. „ვიცი, რომ ამ მიმართულებით არაერთი ღონისძიება გატარდა, განხორციელდა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტი. ბუნებრივია, ჩვენ აქცენტი უნდა გავაკეთოთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებზე და გამოვიყენოთ საუკეთესო გამოცდილება, რომელიც დაგროვდა დასავლეთის ქვეყნებში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით წყლის ხარისხის მდგომარეობის შესწავლისას გამოიკვეთა, რომ მთავრობის მიერ განხორციელებული ინვესტიციების შედეგად გარკვეულ ქალაქებში წყლის ხარისხის გაუმჯობესება აღინიშნება, თუმცა, შეუსაბამობა მაინც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. „სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ გვაქვს რეგიონები, სადაც…

მეტი...

ჩემი კანდიდატურა მედიამ წამოსწია და “ქართული ოცნება” დაინტერესდა – ლადო კახაძე

პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, თბილისის მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ექიმი ლადო კახაძე აცხადებს, რომ პოლიტიკაში მისი დაბრუნება მედიის დამსახურებაა. მისივე თქმით, მმართველი პარტია “ქართული ოცნება” მას შემდეგ დაინტერესდა მისი კანდიდატურით, რაც ის მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. კახაძე მის პოლიტიკურ აქტივობას ჟურნალისტებს უმადლის და აცხადებს, რომ ქედს იხრის მათი პროფესიონალიზმისა და მოუსვენრობის წინაშე.  “მადლობას გიხდით ფხიზელი თვალისთვის და იმისთვის, რომ გარკვეული მოვლენების შეფასების საშუალება მომეცით, იქნებოდა ეს ადგილობრივი თუ ზოგადი პრობლემები – რელიგია, პოლიტიკა თუ სხვა. ამან გააჩინა სურვილი, რომ ჩემი წარსულის, ასაკისა და შეხედულებების კაცი, პოლიტიკაში მოსულიყო.…

მეტი...

„ამოქექეთ ჩემი პირადი ცხოვრება, სიყვარულს არ ვცვლი“ – ლადო კახაძე მედიას დავალებას აძლევს

ექიმი და დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე ფიქრობს, რომ მედია მისი წარსულით თუ პირადი ცხოვრებითაც მეტად უნდა დაინტერესდეს და ნეგატივში გაატაროს. დეპუტატობის კანდიდატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე მედიას დავალებაც მისცა. „არ მინდა ვთქვა, რომ ის ადამიანები, ვინც ნეგატივს აგორებენ, ამით მე მეწინააღმდეგებიან. მაგრამ, პოლიტიკური ნეგატივი ვიღაცამ ხო უნდა დაცალოს. მედიამაც ისე უნდა გააშუქოს, როგორც ამას ამბობენ. ერთხელ ვიფიქრე, რომ არასოდეს გავაკეთებდი კომენტარს, რადგან ინფორმაცია მახინჯდებოდა. მაგრამ, როცა ვნახე, რომ კომენტარი ტრანსფორმაციის გარეშე გავიდა, გადავწყვიტე, ყველას დაგელაპარაკოთ. ამოქექეთ ჩემი პირად ცხოვრება, პირიქით, დავალებას მოგცემთ, იქნება ჩემზე არის ისეთი ადგილი, რომელიც დასაბრუნებელი მაქვს.…

მეტი...

„მე მათ ენერგიას დავაცლევინებ, ეს პოლიტიკური იარაღია“ – ლადო კახაძე შეურაცხყოფაზე

მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლადო კახაძე მედიას მოუწოდებს, მისი წარსული საქმიანობით მეტად დაინტერესდეს. როგორც კახაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ლანძღვა პოლიტიკოსის იარაღია და ისინი, ვინც ოპონენტებს ლანძღავენ ემოციურად იცლებიან. „ზოგიერთების მხრიდან ჩემი მისამართით გავრცელებულმა ნეგატივმა თქვენ ჩემზე შთაბეჭდილება შეგიცვალათ? ვინც ფიქრობს, რომ ადვილად შეუძლია ჩემი წყობიდან გამოყვანა, უნდა იცოდეს ერთი რამ – ყველა ის ადამიანი, რომელთანაც პერსონალური შეხება მქონია ჩემზე აზრს არ შეიცვლიდა. ეს გამორიცხულია. ვინც ჯერ არ მიცნობს, დარწმუნებული ვარ, მლანძღველებს არ აჰყვებიან. როცა ტკივილით შეწუხებული პაციენტი მოდის ჩემთან, მას ტკივილი ალაპარაკებს, სიტყვებს ვერ ზომავს და…

მეტი...

ნაფიცმა მსაჯულებმა მალხაზ კობაურს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს

სმიტების ოჯახის მკვლელობისთვის ბრალდებულ მწყემსს – მალხაზ კობაურს ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი გამოუტანეს და დამნაშავედ ცნეს. მსაჯულები საბოლოო გადაწყვეტილებისთვის დაახლოებით 5 საათი მსჯელობდნენ. დაკავებულ მწყემსს 6 წლიან პატიმრობას მიუსჯიან თუ უვადოდ მოუწევს საკანში ყოფნა, ამას სასამართლო განსაზღვრავს. როგორც ბრალდებულის ადვოკატები აცხადებენ, სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდება. “მიღებული გადაწყვეტილება ჩვენთვის მოულოდნელი იყო. ბრალდება მხოლოდ რამდენიმე ვერსიას ეყრდნობოდა. დაცვის მხარეს მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი აქვს – სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივროს. იმედი გვაქვს, რომ სააპელაციო პალატა ამ ყოველივეს გულისყურით მოეკიდება. არსებობს საფუძველი, მინიმუმ ჩვენი საქმე გადაიხედოს, იმიტომ, რომ არაერთი პროცესუალური დარღვევები გამოიკვეთა და…

მეტი...

ზუგდიდის ცენტრალური ქუჩებისა და სოფლების გზების მოწესრიგების მასშტაბური სამუშაოები იწყება

​ზუგდიდში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტების განხორციელების შედეგად დაზიანებული გზების აღდგენა იწყება. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებზე 36 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქალაქის 10 ცენტრალურ ქუჩას,  მოეწყობა სანიაღვრე არხები, ტროტუარები და სხვა საგზაო ინფრასტრუქტურა. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება კონსტანტინე გამსახურდიას, თამარ მეფის, თაბუკაშვილის, ჯანაშიას, ხელაიას, ზვიად გამსახურდიას, ლაზის, ჩიქობავას, ბარამიას და ქობულეთის ქუჩებს. ასევე, მოწესრიგდება სოფლის გზებიც, კერძოდ, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 16 გზას, სრული რეაბილიტაცია უტარდება რუხი-რიყე ტყაიას 10 კილომეტრიან გზას. “გადაიჭრება მრავალწლიანი პრობლემა. გზების რეაბილიტაცია განხორციელდება სოფლებში: ჩხოუში, ზედაეწერი, რუხი – საავადმყოფოსკენ მიმავალი გზა და…

მეტი...

ვინც კვადრატულ მეტრებს არის დახარბებული, არად დაგიდევს ქალაქის იერსახეს – მერაბ გუჯაბიძე

არქიტექტორი მერაბ გუჯაბიძე დადებითად აფასებს თბილისის მიწათსარგებლობის განახლებული გეგმის მიღებას, თუმცა, აცხადებს, რომ ეს დოკუმენტი ავტომატურად ვერ უზრუნველყოფს ქალაქის ქაოსური განაშენიანებით შექმნილი უამრავი პრობლემის მოგვარებას.  როგორც მერაბ გუჯაბიძემ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, გენგეგმა უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, ის ბევრად ადრე უნდა ყოფილიყო მიღებული, რადგან გარკვეულმა ძალებმა, რომლებიც სამშენებლო ბიზნესიდან ფინანსურ სიკეთეს ნახულობდნენ, დაღუპეს ქალაქი. მისივე თქმით, სახელმწიფოს გენგეგმის არარსებობის პირობებშიც კი, არ უნდა მიეცა უფლება დეველოპერებისთვის, ასე ქაოსურად მიეშვათ ეს სფერო. “სადაც სკვერი, პარკი და თავისუფალი ადგილი იყო, ყველგან კორპუსი ჩადგეს. ის შემთხვევით ხომ არ იყო დატოვებული? შედეგად მივიღეთ ბეტონის ჯუნგლები. ამ დოკუმენტის არსებობა…

მეტი...