“დამელოდე, საქართველო!” – 9 წლის ლუკას “საზღვრისპირა” სოფლის დარდი

„მე მინდა გამოვიდე პროფესიით გენერალი, მინდა ვიდგე პერევის საზღვარზე, გავწვრთნა ბევრი ჯარისკაცი. მინდა ჩემი გაწვრთნილი ჯარისკაცები ჩემსავით გმირები და თავდადებულები იყვნენ. მე პერევის საზღვარზე იმიტომ მინდა დადგომა, რომ ის ჩემი სოფელია და ვხედავ, როგორ დადიან საზღვარზე ეს რუსები. არ მიშვებენ ჩემს მამიდებთან. ერთხელ მინდოდა საბუთის გაკეთება, მაგრამ ბებომ მითხრა, მაგისთვის საჭიროა თქვა: მე ქართველი არა ვარ, მე ვარ რუსიო. შემდეგ თავი დავანებე. მე ვხედავ, ქართველი ჯარისკაცები როგორ იცავენ საზღვარს. მე მინდა, მათზე უკეთესი ვიყო. საქართველოს უფრო გავადიდებ. გენერალი ბრძოლაში კურთხეულად მოკვდება, გენერალი თავის სამშობლოს არასოდეს არ უღალატებს. აი, ასეთი ვიქნები…

მეტი...

ყალბი ასლარიანების ჯგუფურად შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული ნ.ჟ. და 1975 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.ა. ყალბი ფულის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ ახმეტაში, სხვადასხვა მაღაზიაში სამი ყალბი ასლარიანი კუპიურა გაასაღეს. პოლიციამ, გ.ა.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას, ყალბი ასლარიანი კუპიურა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ყალბი ფულის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების…

მეტი...

საქართველოს საელჩო საფრანგეთში მყოფ ქართველებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

საქართველოს საელჩო საფრანგეთში მცხოვრებ ან ტურისტული მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, დღეს, პარიზსა და საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში დაგეგმილი ე.წ. ყვითელჟილეტიანების საპროტესტო აქციების გამო, სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განცხადებით მიმართავს. საელჩო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, მოერიდონ მომიტინგეთა თავშეყრის ადგილებს და თვალყური ადევნონ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გადმოცემულ ინფორმაციას. „საფრანგეთში მცხოვრებ ან ტურისტული მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ: როგორც მოგეხსენებათ, შაბათს, 23 მარტს, პარიზსა და საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში დაგეგმილია ე.წ. ყვითელჟილეტიანების საპროტესტო აქციები. გთხოვთ, მოერიდოთ მომიტინგეთა თავშეყრის ადგილებს და თვალყური ადევნოთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გადმოცემულ ინფორმაციას. საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე: +33783318689,” –…

მეტი...

ტყის ყოფილი მცველი გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამო დააკავეს

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი გულგრილობისა და სიყალბის ჩადენის ფაქტებზე, ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სატყეო სამსახურის ხონის სატყეო უბნის ყოფილი ტყისმცველი, გ.ქ. დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ ხონის რაიონის სოფელ კინჩხის სატყეო უბნის ტყის მცველ გ.ქ.-ს, ეროვნული სატყეოს სააგენტოს დებულებით ევალებოდა ტყის ფონდის ტერიტორიაზე უკანონო სარგებლობის გამოვლენა, აღკვეთა და ასეთის გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა.  “გ.ქ. გულგრილად მოეკიდა მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობებს და შედეგად მის სამოქმედო ტერიტორიაზე, გამოძიების ამ ეტაპზე დაუდგენელი პირებმა, უკანონოდ მოჭრეს 611 ძირი წიფლისა და რცხილას ჯიშის ხე-ტყე, რითაც გარემოზე მიყენებულმა…

მეტი...