უსაყვედურეთ მათ, ვინც გამოიქცა და ჯარი ასწლოვანი პატრიარქის იმედად დატოვა – თეა წულუკიანი ნაცმოძრაობას

“რაც შეეხება თქვენს ბრალდებას, შეიარაღებული ძალების ინტერესებს არ იცავო, მოდით ეს თქვენს ყოფილ თანამდებობის პირებს უსაყვედურეთ, თავდაცვის მინისტრებს, იმათ, ვინც ჯარი მიატოვა და გამოიქცა”,- ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ თინა ბოკუჩავას საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, როდესაც საქმე რუსეთის თემას ეხება, უკადრებელი არ უნდა იკადრონ. “რაც შეეხება თქვენს ბრალდებას, შეიარაღებული ძალების ინტერესებს არ იცავო, მოდით ეს თქვენს ყოფილ თანამდებობის პირებს უსაყვედურეთ, თავდაცვის მინისტრებს, იმათ, ვინც ჯარი მიატოვა და გამოიქცა, თვითონ ცოცხალი დარჩა და მიცვალებულები იქ დატოვა, ლამის ასწლოვანი პატრიარქის იმედად, იმათ უსაყვედურეთ ჯარის…

მეტი...

თეა წულუკიანი: ბენსუდას ოფისთან ვთანამშრომლობთ იმისთვის, რომ ქართველების ეთნიკური წმენდა დავამტკიცოთ

„ქალბატონო სალომე, თქვენ იკადრეთ უკადრებელი და მე დამადანაშაულეთ, რომ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსთან ვთანამშრომლობ საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ”, -ამ სიტყვებით იუსტიციის მინისტრმა თეა წულიკიანმა, პარლამენტის პლენატულ სხდომაზე, სალომე სამადაშვილის კითხვის საპასუხოდ მიმართა და ბენსუდას ოფისთან თანამშრომლობის მიზეზი განმარტა. მისი თქმით, ბენსუდას ოფისთან თანამშრომლობენ არა იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესი დაზიანდეს, არამედ იმისთვის, რომ ქართველების ეთნიკური წმენდა დაამტკიცონ.   „ქალბატონო სალომე, თქვენ იკადრეთ უკადრებელი და მე დამადანაშაულეთ, რომ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსთან ვთანამშრომლობ, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ. მე ამაზე თავის მართლებას არ ვაპირებ. უბრალოდ, გეტყვით, გრცხვენოდეთ ყოფილ ელჩს, რომელიც ამას კადრულობს. ქართველმა…

მეტი...

თეა წულუკიანი: ბრალდებულთა რიცხვი ბევრად გაზრდილია

“მთლიანობაში, პატიმართა რიცხვის ზრდა არ ფიქსირდება. ამაზე ინფორმაციები იყო გავრცელებული და ეს არ შეესაბამება სიმართლეს”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დღესდღობით, სხვადასხვა მოთხოვნით 13 პატიმარი შიმშილობს, ბრალდებულთა რიცხვი კი ბევრად გაზრდილია, რაც სამართალდამცველი სტრუქტურების მობილიზებულ მუშაობას უკავშირდება. „დღეის მდგომარეობით, 13 პატიმარი შიმშილობს სხვადასხვა მოთხოვნით. 1-ელი აგვისტოს მონაცემებით, როდესაც ჩვენ გავერთიანდით, 9986 პატიმარი იყო სისტემაში. აქედან 8343 იხდიდა სასჯელს, ხოლო 1643 ბრალდებული იყო. გუშინდელი მდგომარეობით, სისტემაში გვყავს 9870 თავისუფლებააღკეთილი პირი და აქედან მსჯავრდებული არის – 7933 . ბრალდებულთა რიცხვი არის ბევრად გაზრდილი -1937;…

მეტი...

პარლამენტმა “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროეტს ხმათა უმრავლესობით, მხარი დაუჭირა. საპარლამენტო უმრავლესოობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი პირველი მოსმენით, 89 ხმით მიიღეს. პროექტის წინააღმდეგ 31-მა დეპუტატმა მისცა ხმა. აღსანიშნავია, რომ “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, რეგულირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის პროცედურა, დგინდება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურა. კანონპროექტი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა მოამზადა, ირაკლი კობახიძის, არჩილ თალაკვაძის, მამუკა მდინარაძის, ანრი ოხანაშვილის, გიორგი კახიანის, დავით მათიკაშვილის და გურამ მაჭარაშვილის ინიცირებით იქნა წარმოდგენილი.

მეტი...

მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები 31 საარჩევნო უბანზე გაიმართება, სადაც 43 868 ამომრჩეველია რეგისტრირებული, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს ცესკო-ს სხდომაზე განაცხადა. როგორც პრესსპიკერმა აღნიშნა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შუალედური არჩევნები დანიშნა, რომელიც 2019 წლის 19 მაისს გაიმართება. „მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენა უნდა იყოს დადასტურებული არანაკლებ 439 ამომრჩევლის ხელმოწერით, რაც არის მთაწმინდის ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლების ერთი პროცენტი. გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე ცესკო-მ ასევე განსაზღვრა მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის ზოგიერთი პროცედურა და ახალი ვადები. მოგეხსენებათ, კანონმდებლობის მიხედვით…

მეტი...

ბათუმში მოკლული და სანაგვეზე გადაყრილი ძაღლები იპოვნეს

ქალაქ ბათუმში ნაგავსაყრელზე მოკლული და დაყრილი ძაღლები იპოვეს. წყაროს ინფორმაციით, ნაგავსაყრელზე მკვდარი ძაღლები ხშირად მიკროავტობუსით გვიან ღამით მიჰყავთ. დახოცილი ძაღლები პოლიეთილენის პარკებშია მოთავსებული. ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ ქალაქში უპატრონო ძაღლებზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია “სევერი” ზრუნვას, თუმცა კომპანია ძაღლებს არ კლავს, არამედ ბუნებრივი სიკვდილის შემდეგ მარხავს. კომპანია “სევერის” წარმომადგენელმა ჯემალ გოგიტიძემ ბათუმის ნაგავსაყრელთან ნაპოვნი მკვდარი ძაღლების შესახებ განმარტება გააკეთა. მისი თქმით, ბეიკერის ორმოში ათავსებენ იმ ძაღლებს, რომლებიც დაავადებულები არიან და ქალაქში ეპიდემიის საშიშროებას ქმნიან. ჯემალ გოგიტიძის თქმით, ისინი ცხოველებს არ ხოცავენ და ადამიანი, რომელმაც ვიდეო გადაიღო, ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. “ამ საკითხით…

მეტი...

700-ზე მეტი მტკიცებულება გვაქვს აგვისტოს ომზე, ამორგეთ თავი ბატონო გიგა – თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს, ანგარიში წარადგინა და  „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიას მოუწოდა, განსაკუთრებული ყურადღებით მოესმინა მოხსენების ის ნაწილი, სადაც  საუბარია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიებაზე. “აგვისტოს ომის საკითხზე ვაგრძელებთ დავას სტრასბურის სასამართლოში, თუმცა ეს თქვენ არ გაინტერესებთ. აგვისტოს ომზე ვლაპარაკობ და ტელეფონში გაქვთ თავი ჩარგული, ამორგეთ ეს თავი და მომისმინეთ, რა გავაკეთეთ ჩვენ”, – მიმართა თეა წულუკიანმა გიგა ბოკერიას.  იუსტიციის მინისტრმა ჩამოთვალა ყველა ის მტკიცებულებები, რომლებსაც ქართული მხარე რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში წარადგენს და რომელიც ამტკიცებს იმას, რომ ომი რუსეთმა დაიწყო. “სწორედ რუსეთმა დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ომი.…

მეტი...

47 საბავშვო ბაგა-ბაღის ეზოებში სათამაშო მოედნები და პანდუსები მოეწყობა

თბილისის 47 საბავშვო ბაგა-ბაღის გარე-პერიმეტრზე, საბავშვო-გასართოები მოედნები მოეწყობა, 21 საბავშვო ბაღში, სადაც აქამდე არ განხორციელებულა შშმ პირთათვის გათვალისწინებული მინიმალური ადაპტირების პროექტი, მოეწყობა პანდუსები, მათგან სამ ბაღში დამონტაჟდება ამწე პანდუსი. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტომ დედაქალაქში მდებარე ყველა ბაღის ეზოებში არსებული მდგომარეობა აღწერა, შესაბამისი პროექტები დაიგეგმა და გამოაცხადა ტენდერი მომსახურების შესყიდვაზე. „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მუდმივად ახორციელებს ბაგა- ბაღების მონიტორინგს და აღნუსხავს ყველა იმ პრობლემას, რაც თითოეული ბაღისთვის პრიორიტეტულია და სწორედ, ამ მონაცემების მიხედვით, ჩვენ ვგეგმავთ სხვადასხვა პროექტებს. მნიშვნელოვანია, როდესაც უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შენობის შიგნით და ამ კუთხითაც არა ერთი პროექტი გვაქვს დაგეგმილი, თუმცა…

მეტი...

მოსკოვმა საქართველოს მოქალაქეებს 10 მლნ ევრო უნდა გადაუხადოს

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში საქართველომ რუსეთს ე.წ დეპორტირებულების საქმეზე დავა მოუგო. 2006 წელს, რუსეთიდან საქართველოში მასობრივად დეპორტირებული 4634 დაზარალებული მოქალაქისთვის მიყენებული მორალური ზიანის გამო, რუსეთს, 10 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.   როგორც თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რუსეთისთვის ეს უპრეცედენტო მარცხია. “თუ არ ჩავთვლით საერთაშორისო საზღვაო სამართლის ნორმებიდან გამომდინარე, რამდენიმე საერთაშორისო დავას, რუსეთი არცერთ სახელმწიფო დავაზე აქამდე არ დამარცხებულა. ამ საქმეზე ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ 2012 წლის ოქტომბრიდან და ცრუ გახლავთ განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს დავა მანამდე იყო მოგებული,”- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. …

მეტი...

საქართველო და ბალარუსი ტრაქტორების ამწყობ ერთობლივ საწარმოს შექმნიან

ბელარუსში ქართული პროდუქტის მაღაზიის გახსნა, საქართველოში კი ტრაქტორების ამწყობი ერთობლივი საწარმოს ამოქმედება იგეგმება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ბელარუსის ვიცე-პრემიერ მიხეილ რუსის შეხვედრაზე გახდა ცნობილი.  როგორც “მედიაცენტრ მთავარს” მთავრობის პრესსამსახურში განუცხადეს, ბელარუსული მხარე იმუშავებს მინსკში სპეციალური ადგილის გამოყოფაზე, რომელიც „აგროჰაბის“ კონცეფციის ქართული პროდუქტის მაღაზიას დაეთმობა. მათივე ინფორმაციით, მამუკა ბახტაძემ და მიხეილ რუსიმ, ​ასევე განიხილეს ლიფტების ერთობლივი წარმოების შექმნისა და ტრანსპორტის სფეროში თანამშრობლობის საკითხი, კერძოდ, საბორნე მიმოსვლის განვითარების პერსპექტივა და ბელარუსიდან წამოსული ტვირთის საქართველოსა და უკრაინის გავლით ტრანზიტი.  მხარეებს შორის საუბრისას ხაზი გაესვა ლოგისტიკის განვითარების კუთხით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას. მთავრობის…

მეტი...

საქართველოში სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი შეიქმნება

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოში შეიქმნება სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი, რომელიც სამართალდამცავი სტრუქტურების, მათ შორის, პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების მიერ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს გამოიძიებს. „ეს რეფორმა პასუხობს ძალიან ბევრ გამოწვევას. დღემდე ისმოდა შენიშვნები არაერთ საქმეზე, ჩვენ რა თქმა უნდა, გვიხარია, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი იქმნება“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს სამინისტროს მუშაობის შედეგებს აცნობს.

მეტი...

ადამიანი ვერ გახდება “მოზარდი”, სანამ 30 წელს არ მიაღწევს – მეცნიერის დასკვნა

​მეცნიერები, რომლებიც ადამიანის ტვინს და ნერვულ სისტემას სწავლობენ, ამბობენ, რომ ზრდასრულობის ასაკი ყველა ადამიანისთვის განსხვავებულია, თუმცა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანის ტვინი 30 წლამდე მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. ​კვლევის თანახმად, 18 წლის ასაკის ადამიანების ტვინი კვლავ განაგრძობს ცვლილებას, რომელთაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ქცევაზე და უფრო მეტად განავითარონ ფსიქიკური დარღვევები. როგორც კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი პიტერ ჯონსი აცხადებს, თანამედროვე ადამიანის მოზარდობის ასაკი 10-დან 24 წლამდე გრძელდება, თუმცა არ უნდა არსებობდეს მკაცრი კრიტერიუმები – ბავშვობა და სრულწლოვანება. “აბსურდულია განსაზღვრო ბავშვობა ზრდასრულობამდე. არ არსებობს ბავშვობა და შემდეგ სრულწლოვანება. ადამიანების ტრაექტორიაზე მოძრაობენ. სამართლებრივად დღეს, განათლებისა და ჯანდაცვის…

მეტი...

კლანი თუ სადმე არის დღეს, ეს “ნაცმოძრაობის” ნარჩენებია – ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სასამართლოში კლანის არსებობის თემას ეხმაურება და აცხადებს, რომ მართლმსაჯულების სისტემაში თუ სადმე არის დღეს, რეალურად კლანი, ეს “ნაცმოძრაობის” ნარჩენებია. ხოლო მათ დასაცავად ყოველთვის დგანან ზუსტად ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც დღეს მართლმსაჯულებას უტევენ.  “ნამდვილი კლანი იყო ჩამოყალიბებული საკონსტიტუციო სასამართლოში. გახსოვთ, გიორგი პაპუაშვილი (საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე) იყო კლანის ხელმძღვანელი, რომელსაც ჰყავდა 3 ერთგული მოსამართლე ერთ-ერთ კოლეგიაში და ყველა საქმეს აწერდა ამ კოლეგიას, რაც პოლიტიკურად სენსიტიური იყო. მაშინ, 2016 წელს, პარლამენტში განიხილებოდა კანონი და “ნაცმოძრაობასთან” დაკავშირებული ე.წ ენჯეოების რიგი იდგა, თუ ვის უნდა შეეტანა სარჩელი და ვის გაეკრიტიკებინა შესაბამისი ინიციატივა. მხოლოდ…

მეტი...

“ძალიან ცუდია, პარლამენტს წაართვა არჩევანის საშუალება და იუსტიციის საბჭოს გადასცე” – ეკა ბესელია

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით, მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით ცუდი პროექტია ინიცირებული, რომლისთვისაც პოლიტიკური ფასი იქნება გადასახდელი. „სანამ ოხანაშვილ – ზარდიაშვილ – მდინარაძეები ფერებისა და ღილაკების, კაბინეტებისა და თანამდებობების გარკვევაში არიან, მანამდე, ჩვენი საზოგადოება ღელავს, რომ მათ მიერ წარმოდგენილი პროექტი ცუდია. მათ სურს, პარლამენტი იუსტიციის საბჭოდ აქციონ. ძალიან ცუდია, პარლამენტს წაართვა არჩევანის საშუალება და გადასცე იუსტიციის საბჭოს, რომელმაც დეკემბრიდან დაწყებული, ლამის დაანგრია მმართველი პარტია. ამის შემდეგ, თუ ვერ მიხვდები, რომ ასეთი კანონპროექტი არ უნდა შემოიტანო, რომელიც დაწერეს იუსტიციის საბჭოს ე.წ. ბიჭებმა, როგორც მათ უწოდებენ. ამაზე მძიმე პოლიტიკური ფასი იქნება გადასახდელი“,…

მეტი...

200-ჯერ გაიზარდა პოლიციისა და “სითი პარკის” წინააღმდეგ საჩივრების დაკმაყოფილების მაჩვენებელი – კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ქვეყანაში, მართლმსაჯულების მდგომარეობას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა “ქართული ოცნების” ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია. კობახიძემ კონკრეტული სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინა. მისი ინფორმაციით, 6-ჯერ არის გაზრდილი გამამართლებელი განაჩენები, 3-ჯერ არის შემცირებული წინასწარი პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი, განახევრებულია საგამოძიებო მოქმედებებზე შუამდგომლობების დაკმაყოფილების მაჩვენებელი ფარულ მოსმენებზე და სხვა. 18-ჯერ შემცირდა გირაოს შეფარდების მაჩვენებელი, კერძოდ, 91 მლნ-დან 5 მილიონამდეა შემცირებული; თითქმის 5-ჯერ არის შემცირებული ჯარიმების შეფარდების მაჩვენებელი.  3-ჯერ შემცირდა ადმინისტრაციული პატიმრობის მაჩვენებელი, 200-ჯერ გაიზარდა პოლიციისა და “სითი პარკის” წინააღმდეგ საჩივრების დაკმაყოფილების მაჩვენებელი, 11-ჯერ, კერძოდ – 4 453 -დან  415-მდე შემცირდა…

მეტი...

„ჩინჩალაძეს პრემიერ-მინისტრობა ხომ არ შევთავაზოთ? არ მოვიჭრათ თავი დუნიაზე“ – ადა მარშანია

„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი ადა მარშანია პარლამენტის ტრიბუნიდან იმ კანონპროექტს აკრიტიკებს, რომელიც მოსამართლეების დამტკიცებას ეხება. დეპუტატი აქცენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობას აქილიკებს და მოქმედი პრემიერ-მინისტრის მიხეილ ჩინჩალაძით ჩანაცვლების ინიციატუვით გამოდის. „მთლად დუნიაზე ნუ მოვიჭრით თავს ეს მოწვევის პარლამენტი… ვინ ყოფილა ეს ბატონი ჩინჩალაძე, რა თვისებების მატარებელი აღმოჩნდა ეს ბატონი ვინმე ჩინჩალაძე? თუ უვარგის ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე ? თუ ეს ერთობლივია? თურმე, რა უნარი ჰქონია ამ ბატონს მობილიზების, ერთად დგომის, ბრძოლის… მივიღეთ ბასტიონი. გააფრთებულად რომ ეწინააღმდეგება პარლამენტს, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს და მოსახლეობის ნებას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. ამ ადამიანს პრემიერ-მინისტრის ადგილი ხომ არ…

მეტი...

„ბავშვის კვების ბარათით” ალკოჰოლური სასმელისა და თამბაქოს შეძენა დაუშვებელია

100 001-ზე ნაკლები ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახი, 16 წლამდე ბავშვების 50-ლარიან დახმარებას დღეიდან მიიღებს. ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობა) ჩარიცხვა დღეს, საღამოს საათებში დაიწყება და ეტაპობრივად ყველა მომხმარებლის ანგარიშზე აისახება. ​ ​როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში განაცხადეს, 100 001-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახი, ყოველ 16 წლამდე ასაკის წევრზე 50 ლარის ოდენობის შემწეობას იღებს. რიგ მუნიციპალიტეტებში, ზემოაღნიშნული 50 ლარის ოდენობის საარსებო შემწეობა გაიცემა ფულის სახით, ანუ თანხა ჩაირიცხება ოჯახის საბანკო ბარათზე და შესაძლებელი იქნება სრულად განაღდება. მუნიციპალიტეტების ნაწილში კი, 16 წლამდე ასაკის წევრისთვის განკუთვნილი 50-ლარიანი შემწეობიდან, 20 ლარი ჩაირიცხება ოჯახის საბანკო…

მეტი...

თბილისში, საცხოვრებელი ფართები უფასოდ, კიდევ 27 ოჯახს გადაეცემა

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად, დღეს კიდევ 27 ოჯახს გადაეცემა. მათგან 22 ოჯახი წლებია, მუხაძის ქუჩის მიმდებარედ ცხოვრობს, დანარჩენი ხუთი კი – პოლიტკოვსკაიას ქუჩის N48-ში, ვარკეთილი 3-ის მესამე მიკრორაიონში, ჟორესის ქუჩა N13-ში, მუხიანის დასახლების პირველი მიკრორაიონის N1 კორპუსსა და ოცხელის ქუჩის N4-ში. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, როდესაც დედაქალაქის მერია ამ ადამიანებს ხელს უწყობს და თანადგომას უცხადებს. “ძალიან მიხარია, რომ დღეს 27 ოჯახს ვაბედნიერებთ. მათ დაუკანონდებათ ის საცხოვრებელი ფართები, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. ვულოცავ მათ,…

მეტი...

ქუთაისში სკოლის მოსწავლე და-ძმას მატარებელი დაეჯახა

ქუთაისში, სკოლის მოსწავლე და-ძმას წყალტუბო-ქუთაისის მატარებელი დაეჯახა. მათი მდგომარეობა, ამ დროისთვის, სტაბილურია. როგორც „ინტერვენციული მედიცინის ცენტრში“ ახადებენ, ერთ-ერთ ბავშვს თავის ტვინის ჰემატომა აღენიშნება. საერთო მდგომარეობა კი მძიმეა და გამოკვლევები გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მეტი...

26 ქუჩაზე, ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მხოლოდ მოსაცდელთან გაჩერდება

თბილისის იმ ქუჩებს, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ გაჩერებებზე ჩერდებოდა, დღეიდან კიდევ 12 ქუჩა დაემატა. ჯამში, 26 ქუჩაზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ მოსაცდელებთან გაჩერდება და არა იქ, სადაც მას ხელს დაუქნევენ. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით დედაქალაქში მიკროავტობუსებს გაჩერება შეეძლებათ, ქეთევან დედოფლის, თამარ მეფის, აკაკი წერეთლის, დავით გურამიშვილისა და გრიგოლ რობაქიძის გამზირებზე, ასევე, ნუცუბიძის, ცოტნე დადიანის, სულხან ცინცაძის, ვაჟა ჩაჩავას ქუჩა, პეტრე ქავთარაძის, აწყურისა და ჯავახეთის ქუჩების გაჩერებებზე. „ძალიან ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდებოდა აღნიშნულის გამო და საცობების თვალსაზრისითაც, დიდ პრობლემას წარმოადგენდა. ეს ყველაფერი უნდა დავარეგულიროთ და ეტაპობრივად მოწესრიგდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ…

მეტი...

თბილისს 3D რუქა და ორთოფოტო გეგმა ექნება

დედაქალაქს უახლოეს მომავალში 3D რუქა ექნება. აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის თბილისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა და გამარჯვებულმა კომპანიამ მუშაობა პირველი მარტიდან დაიწყო. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, „გუგლის“  რუქისგან განსხვავებით, 3D რუქა იძლევა შესაძლებლობას, სხვადასხვა პარამეტრები გაიზომოს. საბოლოო პროდუქტი მერიას დაახლოებით, ივლისში ჩაბარდება. აღნიშნულ მონაცემებს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურები თავის საქმიანობაში გამოიყენებენ. მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ არქიტექტურის, ურბანული განვითარების, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურებს, მუნიციპალურ ინსპექციას, მიწის ლეგალიზების კომისიას და რაიონულ გამგეობებს ყოველდღიურ საქმიანობაში გამოადგებათ ეს პროდუქტი, ასევე, მისი მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება მოქალაქეებისთვის. “გარდა ამისა, 516 კვადრატულ კილომეტრზე…

მეტი...

„ოკაცეს კანიონი“ დამთვალიერებლისთვის გაიხსნა

„ოკაცეს კანიონის“ დათვალიერება ვიზიტორებს დღეიდან შეუძლიათ. ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა გორდის მიმდებარედ, „ოკაცეს კანიონზე“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკუთარი შემოსავლების და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მასზე 120 328 ლარი დაიხარჯა. “მსოფლიოში არსებული ტრენდის შესაბამისად, კანიონზე შეიცვალა კიდული ბილიკის და გადასახედი პლატფორმის საფარი. დაიგო ლითონის გამჭვირვალე იატაკი, რომელიც ბილიკს მეტად ექსტრემალურს გახდის. ასევე, გვერდითი დამცავი ბაგირები შეიცვალა უჟანგავი ბაგირებით. შედეგად, კანიონში მოგზაურობა მეტად უსაფრთხო გახდება. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ვიზიტორთა ცენტრიდან გამშვებ პუნქტამდე მისასვლელ ბილიკზე არსებულ 13 ხიდს – ხის…

მეტი...

ჯარში გაწვევაზე შეღავათები ყველა რელიგიური კონფესიისთვის თანაბარი უნდა იყოს – ადამ შანთაძე

სრულიად საქართველოს მუსლიმთა მუფტის მოადგილე ადამ შანთაძე აცხადებს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ კანონი და დაწესებული შეღავათები, ქვეყანაში მოქმედი ყველა რელიგიური კონფესიის მიმართ თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს.    ადამ შანთაძემ “მედიაცენტრ მთავარში” იმ კანონპროექტზე ისაუბრა, რომელიც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ მომზადდა. ამ საკითხზე ქვეყანაში მოქმედი რელიგიური კონფეციების წარმომადგენლები გუშინ, პარლამენტში, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილს შეხვდნენ. ადამ შანთაძის ინფორმაციით, სესიაშვილმა მოისმინა მათი მოსაზრებები და საკითხის ირგვლივ თანამშრომლობისა და კონსულტაციების მზაობა გამოთქვა. მორიგი შეხვედრა ​ერთ კვირაში გაიმართება. “მიგვაჩნია, რომ ჯარში გაწვევის შესახებ კანონი ყველა რელიგიური გაერთიანების მიმართ თანაბარი უნდა იყოს. სამხედრო სამსახური სავალდებულო იქნება…

მეტი...

ინტერნეტის ხარისხს ამიერიდან მომხმარებელი გააკონტროლებს

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით, ინტერნეტის ხარისხის კონტროლის მექანიზმი აამუშავა. დღეიდან, www.shemaotsme.ge-ს საშუალებით, მუდმივ რეჟიმში იქნება შესაძლებელი ინტერნეტის ხარისხისა და სიჩქარის შემოწმება. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი აღმოაჩენს, რომ პროვაიდერი კომპანია ხელშეკრულების პირობებს არ იცავს, შეულძია საჩივარი კომისიაში გაგზავნოს, რომელიც კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედებს და მას პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება. როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, ინტერნეტის ხარისხის კონტროლის მექანიზმი, როგორც მომხმარებელს, ასევე კომუნიკაციების კომისიას საშუალებას აძლევს, 24 საათიან რეჟიმში დააკვირდეს, რამდენად იცავენ კომპანიები აბონენტების წინაშე აღებულ ვალდებულებებს. დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, ხარისხიანი ინტერნეტმომსახურების უზრუნველსაყოფად, კომისია ინტერნეტის მიმწოდებელი კომპანიების…

მეტი...

თბილისში ბალახის ჰიდროთესვა დაიწყო – 100 000 მ2 ფართობი გამწვანდება

თბილისში ბალახის ჰიდროთესვის პრინციპით დათესვის სამუშაოები დაიწყო. მიმდინარე წელს ბალახი ჰიდრო თესვის პრინციპით 100 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესება. დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, საგაზაფხულო გამწვანების სამუშაოები მტკვრის მარცხენა სანაპიროზე დაიწყო. კერძოდ, ბალახი ვახუშტის ხიდის მიმდებარედ, 15 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესება.   როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, ვახუშტის ხიდის მიმდებარედ (ე.წ. ელიავას ბაზრობასთან), 2018 წლის საშემოდგომო რგვების ფარგლებში, 351 ძირი, სამი სახეობის არანაკლებ 3 მეტრის სიმაღლის ხე დაირგო. აქედან 186 ძირი აკაცია, 75 ძირი ჰიმალაის კედარი და 90 ძირი ნეკერჩხალია.

მეტი...

ბორჯომში „მბეჭდავ ქერქიჭამიას“ ებრძვიან

ბორჯომში, პლატოს ტერიტორიაზე ტყეს „მბეჭდავ ქერქიჭამია“ შეესია. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ეროვნული სატყეო სააგენტო, მავნებლის გასანადგურებლად სანიტარულ ჭრას იწყებს. „ეროვნული სატყეო სააგენტო „მბეჭდავი ქერქიჭამიას“ წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაოებს აგრძელებს. ბორჯომში, პლატოს ტარიტორიაზე, სანიტარული ჭრების მიმდინარეობას ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი ადგილზე გაეცნო. სააგენტო სანიტარულ ჭრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს, რომლის დანიშნულებაა დაავადებული ტყის კორომების გაჯანსაღება. ჭრაში ინიშნება ისეთი ხეები, რომელთა ადგილზე დატოვება განაპირობებს მავნებელ-დაავადებების გავრცელებას“ – აცხადებენ სააგენტოში. უწყების ინფორმაციით, ეროვნული სატყეო სააგენტო ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე, სანიტარულ ჭრას 2016 წლიდან 269 ჰა ფართობზე ახორციელებს.…

მეტი...

მიკროსაფინანსოს დამყაჩაღებელი მამა-შვილი დაკავებულია

გუშინ, პეკინის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაყაჩაღების მცდელობისთვის მამა-შვილი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან „მედიაცენტრ მთავარს“ აცნობეს, მათ 6-დან 9 წლამდე პატიმრბა ემუქრებათ. „თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ბრალდებით წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი მამა-შვილი 1965 წელს დაბადებული გ.შ. და 1989 წელს დაბადებული ე.შ. დააკავეს. “დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ – ვკითხულობთ შსს-ს გაცხადებაში. უწყების ინფორმაციით, დამყაჩაღებელმა მამა-შვილმა თანხის გატაცება ვერ მოახერხეს. „ბრალდებულებმა პეკინის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დააყაჩაღეს, საიდანაც თანხის წაღება ვერ…

მეტი...

მასწავლებლის ხელფასი 1500-1800 ლარამდე უნდა გაიზარდოს – მამუკა ბახტაძე

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, მასწავლებლის ხელფასი, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე დაბალია, 1500-დან 1800 ლარამდე, ხოლო სფეროს დაფინანსება 4 მილიარდ ლარამდე უნდა გაიზარდოს.     როგორც პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია “იმედის” საღამოს ეთერში სტუმრობისას განაცხადა, განათლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამ მიმართულებით ინვესტიციების დიდი ნაწილი, დაახლოებით 7 მლრდ ლარი დაიხარჯება, რათა ქვეყნის ყველა რეგიონში არსებობდეს მაღალი სტანდარტების სკოლა. მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველოში ყველა სკოლა უნდა იყოს უმაღლესი სტანდარტის და ისინი არ დაიყოს პრესტიჟულ და არაპრესტიჟულ სკოლებად. ასევე, პრესტიჟული და ერთ -ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი უნდა იყოს პედაგოგის პროფესია.   “​მიმდინარე წელს განათლების სფეროს დაფინანსება 1 600…

მეტი...

ვერც კონსტიტუციაში გაერკვიეთ და ვერც კაბინეტის მნიშვნელობაში – კობახიძე ბესელიას

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მის კაბინეტში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით, უმრავლესობის ყოფილ წევრს, იურიდიული კომიტეტის ექსთავმჯდომარე ეკა ბესელიას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ბესელიამ კაბინეტისა და ოთახის მნიშვნელობა არ იცის.   „როგორც კონსტიტუციაში ვერ გაერკვიეთ, ასევე, კაბინეტშიც. კაბინეტი ის არ არის, რისი დატოვებაც თქვენ მოგიწიათ ცოტა ხნის წინ”, – ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ეკა ბესელიას. ირაკლი კობახიძის თქმით, ეკა ბესელიამ ცრუ ინფორმაცია, გაავრცელა იმასთან დაკავშირებით, თითქოს ის საკუთარ კაბინეტში იუსტიციის საბჭოს წევრებს ხვდებოდა. “ახლა ზუსტად მივხვდი, რომ თქვენ კაბინეტი მართლა ოთახი და ოფისი გგონიათ. როდესაც ბიუროს ოთახში შეხვედრა იმართებოდა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით და მათ შორის მხოლოდ 4 იყო მოსამართლე, იქ თქვენ თქვით ტყუილი, იმასთან დაკავშირებით, რომ…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი ქვემო ქართლის რეგიონში ჩავიდა

პრეზიდენტი,  სალომე ზურაბიშვილი ქვემო ქართლის რეგიონში ჩავიდა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობის პროცესს გაეცნო. დაათვალიერა ბოლნისის გერმანული უბანი. პრეზიდენტმა ახალი შენობის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა, რომლის მეორე ეტაპის სამუშაოებიც 2019 წლის ბოლოსთვის დასრულდება. მუზეუმში ბოლნისის არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული 3 774 ექსპონატი განთავსდება. სალომე ზურაბიშვილი ბოლნისის სიონსაც ეწვია. ტაძარში პრეზიდენტს ბოლნისელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე ეფრემმა უმასპინძლა და ეკლესიის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მეტი...