პარლამენტმა მოსამართლეების შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, დღეს გამართულ სხდომაზე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის შესახებ უმრავლესობის კანონპროექტის განიხილვა “ევროპული საქართველოსა” და “ქართული ოცნების” დეპუტატებს შორის, მწვავე კამათით და ფიზიკური დაპირისპირებით მიმდინარეობდა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის წესთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძისა და უმრავლესობის 6 დეპუტატის საკანონმდებლო პაკეტი განიხილა. სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა უმრავლესობის საკანონმდელო პაკეტის ის მთავარი 10 პრინციპი დაასახელა, რომელსაც პროექტი ეფუძნება.  მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმების გამო დაპირისპირება “ქართული ოცნების” დეპუტატებს შორის ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო, როცა უზენაესი…

მეტი...

რუსმა ოკუპანტებმა გუშინ გატაცებული ახალგაზრდა გაათავისუფლეს

გუშინ, რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცის მკვიდრი, 21 წლის გივი ბერუაშვილი, 24 საათიანი ტყვეობის შემდეგ, ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს. ახალგაზრდა სასამართლოს დასრულების შემდეგ, ოკუპანტებმა ერგნეთში ქართველ სამართალდამცველებს გადასცეს. გივი ბერუაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. ახალგაზრდა გორის პოლიციის სამხარეო დეპარტამენტში გამოკითხვაზე მოიყვანეს, რის შემდეგაც მას სახლში დააბრუნებენ.

მეტი...

გთხოვთ, სალოცავებს უპატრონოდ ნუ დაგვიტოვებთ – მუსლიმთა მუფტი ხელისუფლებას მიმართავს

„ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, ე.წ. რელიგიურ ორგანიზაციებთან ნუ გაგვათანაბრებს და შეუნარჩუნოს ჩვენი რელიგიის წინამძღვრებს აქამდე არსებული შეღავათით სარგებლობის უფლება“, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფტი ბეგლარ ქამაშიძე „მედიაცენტრ მთავართან“ ექსკლუზიურად საუბრობს. მუსლიმთა სულიერი ლიდერი ამ მიმართვით პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილის მიერ, სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ, დღეს პარლამენტში განსახილველად წარმოდგენილ კანონპროექტს ეხმიანება, რაც მართლმადიდებელი მღვდლების გარდა, ყველა სხვა რელიგიური კონფესიის სასულიერო პირის ჯარში გაწვევას ითვალისწინებს. ბეგლარ ქამაშიძე „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ აღნიშნული კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში, მუსლიმთა მეჩეთები წინამძღვრების გარეშე დარჩება, იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავრობა…

მეტი...

ოჯახური ბიზნესი სასამართლოში – ეკა ბესელიასა და მამუკა მდინარაძის ღია დაპირისპირება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ დეპუტატ ეკა ბესელიას მოსამართლეთა შერჩევის საკითხთან დაკავშირებით სუბიექტური ინტერესები აქვს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვას დღეს ეკა ბესელიასა და მამუკა მდინარაძეს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ეკა ბესელიას განცხადებით, მდინარაძეს ოჯახური ბიზნესი აქვს სასამართლოში. „სუბიექტური, ოჯახური ბიზნესი გაქვს სასამართლოში, დაწყებული სააკაშვილის დროიდან დღემდე. სააკაშვილის დროიდან გქონდა დალაგებული იქ ურთიერთობები და ახლა შენ, როგორ ლაპარაკობ სუბიექტურ ინტერესებზე“, – მიმართა მდინარაძეს ეკა ბესელიამ. ამის პასუხად მდინარაძემ ბესელიას მოუწოდა საზოგადოების მოსატყუებლად ყველაფერს ნუ იკადრებს.  „რა მქონდა დალაგებული, პროკურატურაში ვერ შევდიოდი და რომ შევდიოდი,…

მეტი...

მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნებული ქალთა ნაკრების წევრებისთვის საზეიმო ცერემონია გაიმართა

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატიდან დაბრუნებული ქალთა ნაკრებისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონია გაიმართა. ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორებს ასტანაში წარმატებული გამოსვლა პირადად მიულოცეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილე მიხეილ გიორგაძემ და მოადგილე შალვა გოგოლაძემ. მიღებას ესწრებოდნენ სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე, ვეტერანი მოჭადრაკეები და მოწვეული სტუმრები.​ ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ყაზახეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა. ელიზბარ უბილავას გაწვრთნილმა გუნდმა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის დასკვნით ტურში დაძაბულ ბრძოლაში ფრედ დაამთავრა შეხვედრა რუსეთის უძლიერეს ნაკრებთან, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა. ჩემპიონის ტიტულს ჩინეთი…

მეტი...

ვლადიმერ პუტინი ანექსირებულ ყირიმში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ანექსირებულ ყირიმში ჩავიდა. როგორც რუსული მედია იუწყება, ვლადიმერ პუტინმა მონაწილეობა მიიღო ორი ელექტროსადგურის გახსნის ცერემონიალში. მასთან ერთად ყირიმში იმყოფებიან რუსეთის ვიცე-პრემიერი დიმიტრი კოზაკი და ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრ ნოვაკი. როგორც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, „18 მარტი ყირიმისა და მთლიანად რუსეთის ისტორიაში ღირსშესანიშნავი თარიღია“. შეგახსენებთ, რომ ხუთი წლის წინ, 18 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

მეტი...

კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ზვავი ჩამოწვა

კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ზვავი ჩამოწვა, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აიკრძალა. ​როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, მოძრაობა აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტისთვის ორივე მიმართულებით. “მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს”, – აცხადებენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში.

მეტი...

დაბა ბახმაროს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა, მოსახლეობა სოციალური შეღავათებით ისარგებლებს

მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მე-10 სხდომის გადაწყვეტილებით, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათებით ამიერიდან, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროს მოსახლეობაც ისარგებლებს. დაბა ბახმაროს მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მიენიჭა. საბჭოს წევრები დღეს, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში შეიკრიბნენ და 2018 წელს, მოსახლეობის მიერ კანონის ფარგლებში მიღებული სოციალური შეღავათების შესახებ ანგარიში მოისმინეს. ანგარიში ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა წარადგინა. ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, კანონით გათვალისწინებული შეღავათებით, 2018 წლის განმავლობაში ჯამში გაიცა 69 მილიონამდე ლარი, მათ შორის, საპენსიო ასაკს მიღწეულ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირებზე; სოციალური პაკეტის მიმღებ მაღალმთიანი დასახლების მცხოვრებლებზე; მაღალმთიან დასახლებაში…

მეტი...

“რაში გადაიყარა ათასობით ლარი, შუშის შახტის დამონტაჟებაში?” – ფოტო სოციალური ქსელიდან

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია და ფოტო, იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისში, ვაკის პარკში, ეტლით მოსარგებლეებისთვის დამონტაჟებული ლიფტი დაზიანებულია და უმოქმედოდ დგას. “ვაკის პარკში ჩასასვლელი ლიფტი სად გაიპარა? ეტლით მოსარგებლე ხალხი ვერ ჩადის სასეირნოდ, რაში გადაიყარა ათასობით ლარი, შუშის შახტის დამონტაჟებაში?”, – წერს ფოტოს ავტორი, კახა მჭედლიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ვაკის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, ინფორმაციის გავრცელებისთანავე ადგილზე გავიდა გამგეობის ​საუბნო განყოფილების უფროსი და ლიფტის მდგომარეობა შეამოწმა.  “ეტლით მოსარგებლეთათვის განკუთვნილი ლიფტი არავის გაუძარცვავს, ის მუშა მდგომარეობაშია”, – აცხადებენ ვაკის რაიონის გამგეობაში.  

მეტი...

ხეხილის ახალი ბაღები სახელმწიფო დაფინანსებით გაშენდება

პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ხეხილის ახალი ბაღების 6,565 ჰექტარზე გაშენება იგეგმება. სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 35,414,767 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან, კახეთის რეგიონში დაფინანსებულია ხეხილის ბაღების გაშენება 2,562 ჰა მიწის ფართობზე. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში, 7.3 ჰა-ზე, ახალი ინტენსიური კაკლის ბაღი გაშენდა. მათივე ინფორმაციით, „ერთიანი აგროპროექტის“ ბენეფიციარმა, კაკლის ინტენსიური ბაღის გაშენებისთვის, სახელმწიფოსგან 43,000 ლარზე მეტი თანადაფინანსება მიიღო, რომლისგანაც 24,944 ლარი ნერგების თანადაფინანსებისთვის, ხოლო 18,325 ლარი საირიგაციო სისტემისთვის იყო განკუთვნილი.

მეტი...

საქართველო, ჯანდაცვის სერვისების თვალსაზრისით, რეგიონული ლიდერი უნდა გახდეს – მამუკა ბახტაძე

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, საქართველო რეგიონში, ეკონომიკურ ცენტრად უნდა იქცეს და ამ სტრატეგიის ფარგლებში ჯანდაცვის სერვისების მიწოდების თვალსაზრისით ის ლიდერი ქვეყანა უნდა გახდეს. ამ მიზნის მისაღწევად, უმნიშვნელოვანესია კერძო სექტორის მიერ ინვესტიციების განხორციელება და სახელმწიფოს მხარდაჭერა.   ​როგორც მამუკა ბახტაძემ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ახალი კორპუსის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ჯანდაცვა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, შესაბამისად, სისტემის განვითარებისთვის ხელისუფლება მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. მისივე ინფორმაციით, 2019 წლის ბიუჯეტში გაიზარდა ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება, მაგრამ გამოწვევები კიდევ რჩება. არის ხარვეზები, რომლებიც უკავშირდება ქვეყნის მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის სერვისების გეოგრაფიულად უფრო კომფორტულ მიწოდებას, პენსიონერებისთვის და სოციალურად დაუცველებისთვის მედიკამენტებით მომარაგებას. …

მეტი...

“საქართველოში კლინიკების რაოდენობით ევროპულ დონეზე ვართ” – აცხადებს მინისტრი

საქართელოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, საქართველოში კლინიკების რაოდენობა ევროპულ დონეს უტოლდება. მინისტრია განცხადებით, ჯანდაცვის სფეროში ერთ-ერთ პრობლემად ამბულატორიული და მედიკამენტებით უზრუნველყოფა რჩება. „მოხარული ვარ ამ ახალი შესაძლებლობებით, რაც ქართულ ჯანდაცვაში გაჩნდა. საქართველოში კლინიკების რაოდენობით უკვე საშუალო ევროპულ დონეზე ვართ, ისევე, როგორც ჰოსპიტალური საწყობების რაოდენობით. თუმცა, გამოწვევად რჩება ერთის მხრივ, ამბულატორიული ნაწილი და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, მეორეს მხრივ, ისეთი დაწესებულებები, სადაც შესაძლებლობა ჩნდება, პრევენციის, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის ჩატარება ერთ დაწესებულებაში მოხდეს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მეტი...

გვამი იმ მიზნით გაკვეთეს, რომ წამების კვალი წაეშალათ – ექსპერტი ირაკლი კვარაცხელიას გატაცებაზე

ექსპერტი სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ გალში გატაცებული, 29 წლის ირაკლი კვარაცხელია წამებით არის მოკლული, მის დაკითხვას აწარმოებდა ფედერალური სამხედრო სამსახურის კონტრდაზვერვა, მათთვის კი, მიღებულია ადამიანის ​მესამე ხარისხის დაკითხვა, რაც მოიცავს წამების ელემენტების გამოყენებას. როგორც ვახტანგ მაისაიამ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, კვარაცხელია რუსეთის სპეცსამსახურების მიერ არის მოკლული და ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ კვარაცხელია დააკავეს არა აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებმა, არამედ რუსმა სამხედროებმა და ის რუსულ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს. “როგორც ამ დარგის სპეციალისტმა, შემიძლია ვთქვა, რომ ეს რუსეთის სპეცსამსახურების ტექნოლოგიაა. კვარაცხელიას სიკვდილის რეალური მიზეზის დადგენა არ წარმოადგენს პრობლემას. ის ფაქტი, რომ…

მეტი...

თბილისში დაზიანებულია შენობები, მანქანები და ხეები

ძლიერმა ქარმა თბილისი დააზარალა. ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია როგორც შენობები, ისე ავტომანქანები. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადეს, დაზიანებულია 10 ავტომანქანა და 15 შენობა. „თბილისში, ქარმა 15 შენობის სახურავი, 10 ავტომანქანა, 14 ხე, ოთხის ბილბორდი და ერთი შუქნიშანი დაზიანდა. 17 მარტის 15:00-სთ-დან, 18 მარტის 09:00-საათამდე თბილისის მასშტაბით 68 შეტყობინება შემოვიდა“ – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით უამინდობა საქართველოში კიდევ 2 დღე გაგრძელდება და როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, ქარი შესუსტდება.

მეტი...

„სააკაშვილის რეჟიმის დროს, სისტემურ დანაშაულებზე სასაუბროდ სივრცეები დახურული იყო“ – თამარ ჩუგოშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ყოფილი ხელისუფლების დროს ჩადენილ სისტემურ დანაშაულს იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ რეჟიმის სისასტიკეზე სასაუბროდ ყველა სივრცე დახურული იყო. „მაშინ, როდესაც ქვეყანას ჰქონდა უმძიმესი სისტემური დანაშაულები, იმის გამო, რომ მედიის თავისუფლება იყო უკიდურესად შეზღუდული და სივრცეები დახურული, ქვეყანაში ეს არ იყო განხილვის საგანი. ადამიანები ამაზე ერთმანეთს ყურში ეჩურჩულბდნენ. შესაბამისად, ბევრი სისტემური დანაშაული იმ წლის ანგარიშებში ასახული არ იყო. საია-დან რამეს თუ მოვახვედრებდით, ძალიან გვიხაროდა. რეალურად დისკუსია იმაზე, რომ მასიური პირადი ცხოვრების უფლების დარღვევა იყო ქვეყანაში და ამას ჰქონდა სისტემური ხასიათი და ეს გამოიყენებოდა ადამიანების შანტაჟისთვის, გროვდებოდა…

მეტი...

სასამართლო მალხაზ კობაურს საბოლოო განაჩენს ერთ კვირაში გამოუტანს

ხადას ხეობაში, ამერიკელი სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ, 19 წლის მწყემს მალხაზ კობაურს, სასამართლო საბოლოო განაჩენს ერთ კვირაში გამოუტანს. დაცვის მხარის მოთხოვნით, სასამართლო პროცესში მონაწილეობენ ნაფიცი მსაჯულები. დახურულ სხდომებს ესწრება აშშ-ს მთავარი კონსული საქართველოში და სპეციალური კომისიის წევრები, რომლებიც აკვირდებიან თუ რამდენად სრულყოფილად ხორციელდება მართლმსაჯულება. ​როგორც ბრალდებულის ადვოკატებმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადეს, დახურული სასამართლო პროცესი ყოველ დღე იმართება. დაცვის მხარე საკუთარი მტკიცებულებების გამოქვეყნებას მიმდინარე კვირაში დაასრულებს და ორშაბათს მთლიანად პროცესი დასრულდება. მათივე ინფორმაციით, სასამართლოზე იმ 90 მოწმესაც მოუსმენენ, რომლებიც პროკურატურამ გაიწვია და რომლებიც დაცვის მხარის სპეციალურ სიაში არიან შეყვანილნი. მათ შორის, არის ყველა…

მეტი...

„როცა წინამძღვარი მეჩეთში ხარ და მრევლი გყავს, ის უპატრონოდ არ უნდა მიატოვო“ – საქართველოს მუფტი

სასულიერო პირებმა, შესაძლოა, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით ისარგებლებენ. აღნიშნული ინიციატივა, “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონპროეტის სახით, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს დარეგისტრირდება. ინიციატივის მიხედვით, ის საკანონმდებლო ნორმა უნდა გაუქმდეს, რომლის მიხედვითაც, პირები, ვინც მღვდელმსახურები არიან ან სასულიერო სასწავლებელში სწავლობენ, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობდნენ. ამ ცვლილებებით პირებს, რომლებიც უარს განაცხადებენ, სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდაზე სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების მოტივით, ეკისრებათ ვალდებულება, ალტერნატიული შრომითი სამსახური გაიარონ. აღნიშნული კორექტივები მართლმადიდებელ სასულიერო პირებზე არ გავრცელდება. „მედიაცენტრი მთავარში“ აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით საქართველოს მუფტს ბეგლარ ქამაშიძეს ესაუბრა. როგორც მუფტმა გვითხრა, ყველა…

მეტი...

პროკურატურამ ექსპერტიზაში დაახლოებით 500 000 ტყუილად დახარჯა – ადვოკატი სმიტების საქმეზე

ხადას ხეობაში, ამერიკელი სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზიდან, რაზეც დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა, უმეტესობა საქმიდან მოხსნილია. დისტანციური წესით არ გამოიკითხებიან დაზარალებულის უფლებამონაცვლეები და ხადას ხეობის არც ერთი მცხოვრები. როგორც მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატებმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, პროკურატურამ საქმიდან გაიწვია 150-მდე ნივთმტკიცება. გარდა ამისა, დაცვის მხარეს, არ აქვს შესაძლებლობა შეამოწმოს, ისინი ყველა სტანდარტის დაცვით არის შენახული თუ არა.   “დაცვის მხარეს, ყველა ეს ექსპერტიზა რომ ჩაგვეტარებინა, შესაძლოა 500 ათასი ლარი საკმარისი არ ყოფილიყო, ისეთი ექსპერტიზებია ჩატარებული, მათ შორის გენეტიკური ექსპერტიზა. ერთი საკვლევი ობიექტისთვის ჩვენ 2 000 – 2500 ლარი გვჭირდება, საქმეში…

მეტი...

ტაშისკარის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“ შიდა ქართლში, ტაშისკარის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარეობს სათავე ნაგებობისა და წყალგამანაწილებელი არხის რეაბილიტაცია. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, პროექტით გათვალისწინებულია არსებული წყალმიმღები კვანძის, ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და მათი მექანიკური აღჭურვილობის სრულად აღდგენა: გალერეის სარეგულაციო კვანძის, სარქველიანი ფარებისა და ამწე მექანიზმების რემონტი. „აღდგენითი სამუშაოები უტარდება ასევე, გამანაწილებელი არხის 5კმ სიგრძის მონაკვეთს, რომლის ძირი მონოლითური ბეტონით, ხოლო ფერდები რკინაბეტონის ფილებით მოპირკეთება. დაგეგმილია წყალგამშვები კვანძების და საექსპლუატაციო გზის მოწყობა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სარწყავი წყლის მიწოდება 380 ჰექტარ მიწის ფართობზე გაუმჯობესდება და შეუფერხებლად მოირწყვება ქარელის მუნიციპალიტეტის…

მეტი...

“პროკურატურამ მტკიცებულებების 90%-ზე უარი თქვა და საქმიდან მოხსნა” – მწყემსის ადვოკატი

ხადას ხეობაში მოკლული ამერიკელი სმიტების ოჯახის გახმაურებული საქმიდან მტკიცებულებების ძირითადი ნაწილი მოხსნილია. 100 ტომიდან საქმეში მხოლოდ 1 ტომი დარჩა, 120-ზე მოწმიდან კი დაახლოებით 20 მოწმე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მკვლელობაში ბრალდებული, 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატებმა “მედიაცენტრ მთავარში” ისაუბრეს.​ ალექსანდრე კობაიძის შეფასებით, დაუშვებელია, კობაურს ბრალი მხოლოდ მოწმეთა ჩვენების საფუძველზე წარედგინოს და არ იყოს გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებები. მისივე ინფორმაციით, ბრალდების მხარემ დაკითხა საგამოძიებო ექსპერიმენტებში მონაწილე პირები, ექსპერტები, ხოლო მათი ჩვენებები არ გამოიკვლია, რაც ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ პროკურატურა ყველა თავის მტკიცებულებაზე, ექსპერტიზის დასკვნაზე, ყველა ნივთმტკიცებაზე უარს ამბობს.  ​ალექსადრე კობაიძის განცხადებით ყოვლად…

მეტი...

“პატრიოტთა ალიანსს” საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვების შანსი აქვს – ექსპერტი

​ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საჭიროებას ხედავს და 2020 წლის არჩევნებში,  პოლიტიკურ გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსს” უმრავლესობით მოსვლას უწინასწარმეტყველებს.       როგორც ვახტანგ მაისაიამ “მედიაცენტრ მთავარათან” საუბრისას განაცხადა, მმართველი პარტია “ქართული ოცნება” თავის ელექტორატს კარგავს. ამას კიდევ უფრო შეუწყო ხელი ეკა ბესელიასა და მისი ე.წ გუნდის საპარლამენტო უმრავლესობიდან გასვლამ. მაისაია არ გამორიცხავს, რომ ბესელიამ საკუთარი პოლიტიკური ორგანიზაცია შექმნას.   “პოლიტიკური პარტიების უმთავრესი საზრუნავი დღეს, ანტიმიშისტური ელექტორატია. მასზე პრეტენზიას ბევრი პოლიტიკური ძალა აცხადებს. მათ შორის, “პატრიოტთა ალიანსი”, რომელსაც აქვს შანსი 2020 წელს მოირგოს უმრავლესობა პარლამენტში. “გაერთიანებული…

მეტი...