რუსმა ოკუპანტებმა 16 წლის მოზარდი გაიტაცეს

გატაცების მორიგი შემთხვევა – რუსმა ოკუპანტებმა გორის რაიონის სოფელ დიციდან 16 წლის გივიკო ბერუაშვილი გაიტაცეს. სავარაუდოდ, არასრულწლოვანი საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. ადგილობრივების ინფორმაციით, 16 წლის მოზარდი იმ დროს გაიტაცეს, როდესაც ის ოჯახის საკუთრებაში არსებულ ბაღში იმყოფებოდა. ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს. მომხდარ ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც ადასტურებენ. 

მეტი...

ქართველმა მორაგბეებმა რუსეთის ნაკრები 22:6 დაამარცხეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა “ბორჯღალოსნებმა” კრასნოდარში, ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ტურში, რუსეთის ფედერაციის ნაკრები ანგარიშით 22:6 დაამარცხა. ეს წელს უკვე “ბორჯღალოსნების”მეხუთე გამარჯვება იყო, რითაც ქართველი მორგბეები “რაგბი ევროპაზე” გამარჯვებულებიც გახდნენ. 1993 წლიდან დღემდე, ქართველმა მორაგბეებმა რუსეთის ფედერაციის ნაკრებ გუნდთან 22-ჯერ ითამაშეს, საიდანაც “ბორჯღალოსნებმა” რუსებთან მხოლოდ ერთხელ წააგეს, 20-ჯერ მოიგეს, ერთხელ კი თამაში ფრედ დაამთავრეს. დღეს „ბორჯღალოსნებმა“ პირველი ტაიმი 10:3 მოიგეს, საბოლოოდ კი ანგარიში 22:6-ით დაასრულეს.

მეტი...

სოციალურად დაუცველი 74 000 ოჯახი ბავშვის დახმარებას შერეული მეთოდით მიიღებს

“სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, 2019 წლის მარტიდან, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 100 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე  ოჯახები, ბავშვის 50-ლარიან დახმარებას  სხვადასხვა მეთოდით მიიღებენ”, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მსოფლიო გამოცდილებებიდან გამომდინარე, „UNICEF-ის“ კვალიფიციური ექსპერტები დააკვირდებიან პროცესებს და ჩაატარებენ კვლევას, თუ  რომელი  მეთოდი იქნება საქართველოს შემთხვევაში უფრო ეფექტიანი. “36 მუნიციპალიტეტში, 50-ლარიანი დახმარებიდან 30 ლარი ბავშვის სპეციალურ კვების ბარათზე დაირიცხება (თანხის განაღდების უფლების გარეშე), რომლის გამოყენებასაც მხოლოდ საკვები პროდუქტების შესაძენად შეძლებენ. დარჩენილი 20 ლარი კი ფულადი ბენეფიტის…

მეტი...

ხატმებრძოლობაზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, უწმინდესმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა

დღეს საქართველოს ეკლესია მართლმადიდებლობის ზეიმს, კერძოდ კი ხატმებრძოლობაზე გამარჯვებისა და ხატთა თაყვანისცემის დღეს აღნიშნავს. რის შესახებაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა. უწმინდესმა საქართველოს ავტოკეფალიაზე იქადაგა და ბრძანა, რომ მართლმადიდებლობის შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რადგან ჭეშმარიტება გადაარჩენს ქვეყანას და კაცობრიობას. „გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, მართლმადიდებლობის ზეიმს. დღეს აქტუალურია ეს საკითხი – მართლმადიდებლობა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მართლმადიდებლობა შევინარჩუნოთ. ეს არის სიმართლით დიდება ღვთისა და ჩვენ ვადიდებთ უფალს და თაყვანს ვცემთ მას. ეს დღესასწაული დაარსდა მას შემდეგ, როცა საეკლესიო კრებამ მიიღო დადგენილება ხატების თაყვანისცემისა.…

მეტი...

მშენებარე ობიექტზე, საიდანაც გუშინ სამი მუშა გადმოვარდა, მშენებლობა შეაჩერეს

გუშინ ორთაჭალაში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ, რა დროსაც მშენებარე ობიექტიდან სამი მუშა გადმოვარდა, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა რეაგირება დაუყონებლივ მოახდინა და უბედური შემთხვევის მოკვლევის მიზნით, ობიექტის შემოწმება დაიწყო. შედეგად, ინსპექტირების პროცესში გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო, ობიექტზე დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დეპარტამენტმა სამშენებლო პროცესი შეაჩერა. „2019 წლის 16 მარტს უბედური შემთხვევა მოხდა ორთაჭალაში, რის შედეგადაც 2 დასაქმებული დაიღუპა. საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე დასაქმებული პირები შენობის გარე სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდნენ დაკიდული ხარაჩოს მეშვეობით, რა დროსაც მოწყდა ბაგირი და მასზე მდგომი სამი დასაქმებული სიმაღლიდან ჩამოვარდა. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. შრომის პირობების…

მეტი...

შსს-მ ბათუმში 6 პირი დააკავა, რომლებიც უცხოელებს მუქარით თანხას სძალავდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინებით, გამოძალვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 6 პირი: 1994 წელს დაბადებული რ.ბ., 1979 წელს დაბადებული ნ.ო., 1983 წელს დაბადებული რ.ბ., 1985 წელს დაბადებული მ.ი., ასევე, თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე: 1979 წელს დაბადებული მ.კ. და 1989 წელს დაბადებული მ.ი. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულების ნაწილი ბათუმში, ადლიის ქუჩაზე მდებარე რესტორან „ბოკვერსა“ და აეროპორტის ქუჩაზე მდებარე კლუბ „ფაშაში“ მუშაობდა. ისინი, თანამზრახველებთან ერთად, აღნიშნულ დაწესებულებებში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით,…

მეტი...