პროექტი “ზრდა” – უპროცენტო სესხების მხარდაჭერა აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მცხოვრები მეწარმეებისთვის

10-14 მარტს ზუგდიდსა და გორში გაიმართა მე-7 ციკლის საინფორმაციო სემინარები სამეგრელოსა და შიდა ქართლში მცხოვრები მეწარმეებისათვის, სადაც საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საარსებო წყაროებისა და ეკონომიკური განვითარების პროექტების მენეჯერმა, დავით გუჩუამ, სტუმრებს მიმდინარე პროექტი, სახელწოდებით „ზრდა” გააცნო. საინფორმაციო შეხვედრას 50-მდე ადგილობრივი მეწარმე დაესწრო. „აღნიშნული შეხვედრების მიზანი პროექტის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება გახლდათ. ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია ჩვენს პოტენციურ ბენეფიციარებს უპროცენტო სესხების გაცემის ვადებისა და პროცედურების შესახებ, განვუმარტეთ ის კრიტერიუმები, რომლებიც გამოყენეული იქნება სესხის კომიტეტის მიერ გამარჯვებულთა შესარჩევად“, – განაცხადა დავით გუჩუამ. თებერვალში დასრულდა საინფორმაციო შეხვედრები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/სამაჩაბლოს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ…

მეტი...

ხარისხში როგორი განსხვავებაა კარგად ხედავს საზოგადოება – დავით უთმელიძე გენგეგმაზე

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით უთმელიძემ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან და მიმდინარე რესტავრაციების ხარისხთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს უსაფუძვლო უწოდა. მან ოპონენტებს მოუწოდა, გადახედონ რა ხარისხით მიმდინარეობდა რეკონსტრუქცია-რესტავრაციები წინა ხელისუფლების დროს და რა ხარისხით მიმდინარეობას ახლა. „შეგიძლიათ აღმაშენებლის გამზირი ნახოთ, როგორი ხარისხით გააკეთეთ. შეგიძლიათ ჩვენი გაკეთებული ახალი აღმაშენებელი იხილოთ, ასევე ორბელიანის და გუდიაშვილის მოედნები. ხარისხში როგორი განსხვავებაცაა, ამას კარგად ხედავს საზოგადოება,“- განაცხადა დავით უთმელიძემ. მან აღნიშნა, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, დღეის მდგომარეობით, თბილისისთვის იდეალური დოკუმენტია. „სწორედ აქედან დაიწყება ჩვენი მომავალი თაობების და ჩვენი ქალაქის კეთილდღეობა. მოსახლეობა ამას ელოდება.…

მეტი...

საკრებულომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დაამტკიცა

დედაქალაქის საკრებულომ სამწლიანი მუშაობის შემდეგ, 37 ხმით 4-ის წინააღმდეგ, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დაამტკიცა. ამიერიდან ის იქნება თბილისის მთვარი დოკუმენტი, რომელიც მომავალი 10 წლის მანძილზე დედაქალაქის განვითარებას განსაზღვრავს. დოკუმენტი საკრებულოს თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ წარუდგინა. “დედაქალაქის მერიამ და „სითი ინსტიტუტმა“ ერთი წლის განმავლობაში იმუშავეს გენერალური გეგმის დახვეწაზე, რათა აღმოფხვრილიყო ყველა უზუსტობა და ხარვეზი, რომელიც დოკუმენტს გააჩნდა. ამ პროცესში შენარჩუნდა პროექტის თავდაპირველი სამუშაო ვერსიის კონცეფცია: მწვანე, შეკავშირებული და კომპაქტური ქალაქი, რომელსაც დაემატა მედეგი ქალაქის მიმართულებაც. გენერალური გეგმის პროექტის განხილვაში ჩართულნი იყვნენ კერძო მესაკუთრეები და მათი ინტერესები გათვალისწინებული იქნა დოკუმენტის საბოლოო…

მეტი...

თუ ამ მიმართულებით წავალთ, შესაძლოა, ჯარის გარეშე დავრჩეთ – გიორგი ანდრიაძე

საქართველოს საპატრიარქოს „ეთნოგენეტიკის კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელი გიორგი ანდრიაძე თვლის, რომ სახელმწიფო შესაძლოა ჯარის გარეშე დარჩეს, თუკი ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელს უფლება ექნება, სამხედრო სავალდებულო სამსახურს თავი აარიდოს. აღნიშნულის შესახებ მან, „მედიაცენტრ მთავარში“გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რაც ირაკლი სესიაშვილის ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ეხებოდა. მისივე თქმით, როცა რომელიმე რელიგიურ კონფესიას უპირატესობას მიანიჭებ, მიიღებ მეორე უკიდურესობას, – სხვა რელიგიური კონფესიის დისკრიმინაციულ მდგომარეობას. „დეკლარირებული პოზიცია მაქვს საერთოდ, ჯართან დაკავშირებით. ვიცი, რომ ეს პრობლემა არსებობს, მაგრამ მსგავსი ინიციატივებით საკითხი ვერ მოგვარდება. საკითხი შეიძლება მხოლოდ პროფესიონალური არმიის შექმნის გზით მოგვარდეს. ვინაიდან, რა თქმა უნდა,…

მეტი...

“კვარაცხელიამ თავი მოიკლა თუ მოკლეს, – არ ცვლის აფხაზეთის დე-ფაქტო რეჟიმის დანაშაულებრივ არსს”

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო აღშფოთებას გამოხატავს ოკუპირებულ გალის რაიონში ადგილობრივი მკვიდრის, საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას ტრაგიკული დაღუპვის გამო, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა  ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დააკავეს. “მიუხედავად  ამ ეტაპზე არსებული განსხვავებული ვერსიებისა იმასთან დაკავშირებით, ირაკლი კვარაცხელიამ თავი მოიკლა თუ იგი მოკლეს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელთა განმარტებით, ეს არანაირად არ ცვლის ვითარებას და არ აბათილებს აფხაზეთის დე-ფაქტო რეჟიმის დანაშაულებრივ არსს და ქმედებას, რადგან ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს თვითმკვლელობამდე მიყვანასთან. ეს კი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ნიშნით ქართველთა მიმართ მსგავსი აგრესიული დამოკიდებულების, მათი უფლების შელახვის, მკვლელობის მორიგი დემონსტრირებაა, რისი შეჩერებაც ჯერჯერობით ვერც…

მეტი...

“წიგნი უნდა შეგვაძულონ? რა დროს ბორშჩი და ხარჩოა?” – ბიბლიოთეკარები კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ

თბილისის მერის მიერ დაანონსებულ საბიბლიოთეკო რეფორმას, ამ სფეროს წარმომადგენლები ეხმიანებიან და დედაქალაქის მერ კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ. ბიბლიოთეკარები დარწმუნებულნი არიან, რომ კალაძემდე ინფორმაცია სრულყოფილად არ მიდის და მთელი რიგ საკითხებზე მას მცდარი წარმოდგენა ექმნება.     როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ვარკეთილში არსებული N35 ბიბლიოთეკის უფროსმა და საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ნანა ლურსმანაშვილმა განუცხადა, მისთვის შეურაცხმყოფელი იყო იმ ბრალდების მოსმენა, თითქოს ბიბლიოთეკებმა ფუნქცია დაკარგეს, იქაურობა სამზარეულოდ არის ქცეული და ბორშჩი და ხარჩო იხარშება. ნანა ლურსმანაშვილი აპირებს, ასეთი შეურაცხყოფისთვის სასამართლოს მიმართოს. “40 წელია ბავშვებს წიგნის სიყვარულს და კულტურას ვასწავლი, რა ბორშისა და ხარჩოს მოხარშვაზეა საუბარი? არ…

მეტი...

ხურვალეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო ჯგუფი ჩავიდა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, ამ წუთებში, სოფელ ხურვალეთში იმყოფებიან. როგორც ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის მონიტორები აცხადებენ, ხურვალეთთან მონიტორინგი მიმდინარეობს, თუმცა, ოკუპანტების მხრიდან ოკუპაციის მორიგი მცდელობა არ ფიქსირდება. „ახალი ბორდერიზაციის აქტივობების ნიშნები არ ჩანს. უსაფრთხოების აქტორები ადგილზე არიან, თუმცა ინციდენტები არ ფიქსირდება. ყველა მექანიზმი, მათ შორის ცხელი ხაზი, ამოქმედებულია, რათა კომუნიკაცია უზრუნველყოფილი იყოს“, – აცხადებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი. გავრცელებული ინფორმაციით, ხურვალეთში ოკუპანტები შეიჭრნენ და ტერტორიის მიტაცების მორიგ მცდელობას აქვს ადგილი. აღნიშნულთან დაკავშირებით, ხურვალეთში შესასვლელი ყველა გზა გადაკეტილია, ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც. ინცინდენტს და ოკუპაციის მორიგ მცდელობას არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური…

მეტი...

“საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული ნებისმიერი აქტივობა ძაბავს ვითარებას” – სუს-ის განცხადება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების გადაადგილებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი.    აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს და მოქალაქეებს მოუწოდებენ, პროვოკაციული განცხადებებისგან თავი შეიკავონ. “საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ყოფნა არ დასტურდება. კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი”, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში. მათივე შეფასებით, საოკუპაციო ძალების მხრიდან განხორციელებული ნებისმიერი აქტივობა ძაბავს ადგილზე არსებულ უსაფრთხო გარემოს.  …

მეტი...

აეროპორტის დასახლებაში, წლების განმავლობაში არსებული ავარიული ქუჩა მოწესრიგდა

თბილისის სამგორის რაიონის გამგეობა აეროპორტის დასახლებაში, ხვედელიანის ქუჩის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, ბორდიური და ტროტუარი მოეწყო, ხოლო 5 000 კვ.მფართობზე ასფალტის ორფენიანისაფარი დაიგო. ხვედელიანის ქუჩა, წლების განმავლობაში, მძიმე მდგომარეობაში იყო, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და კერძო ავტომობილებს გადაადგილება უჭირდათ. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა. პროექტის განსახორციელებლად, სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 380 000 ლარი გამოიყო. ხვედელიანის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა გულედანი გაეცნო. ” ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, რომ გზის კაპიტალურ რეაბილიტაციას განვახორციელებდით. სამუშაოები თვის ბოლოს დასრულდება. საგზაო ინფრასტრუქტურის გარდა, აღნიშნულ…

მეტი...

„მამაკაცის გარდაცვალებას წინ უძღოდა გარკვეული ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ზეწოლა“ – მარიამ ჯიშკარიანი

წამების, ძალადობისა და მსხვერპლთა ფსიქო – რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრ „ემპათია“ აფხაზეთში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას საქმეზე ევროპულ სასამართლოს მიმართავს. „არაადამიანური მოპყრობა, რომელსაც წინ უძღოდა ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობა“ – ასე შეაფასა ცენტრის დირექტორმა მარიამ ჯიშკარიანმა ოკუპირებულ აფხაზეთში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე. „ცენტრი „ემპათია“ თავისი სამართლებრივი დეპარტამენტის და საექსპერტო დეპარტამენტის მეშვეობით აწარმოებს ამ საქმის ადვოკატირებას. ამ ეტაპზე ჩატარებულია პირველად ექსპერტიზა „სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში“ ჩვენი ექსპერტის ირაკლი თოიძის მონაწილეობით. სავარაუდოდ, საქმე გვაქვს არაადამიანურ მოპყრობასთან, რასაც ადგილი ჰქონდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, რუსეთის სამხედრო ბაზაზე“ – აღნიშნა ჯიშკარიანმა „მედიაცენტრ მთავარში“. მისივე ინფორმაციით,…

მეტი...

“ხურვალეთში რუსები შემოვიდნენ” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის – “ძალა ერთობაშია”, დამფუძნებელი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, სოფელ ხურვალეთში, რუსი სამხედროები შემოვიდნენ. როგორც დავით ქაცარავამ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, ამის შესახებ მას ხურვალეთში მცხოვრებმა მოსახლეობამ შეატყობინა. “SOS! ხურვალეთიდან გვატყობინებენ რომ რუსები შემოვიდნენ სოფელში! ჩვენ მივდივართ ხურვალეთში!” – წერს დავით ქაცარავა მის პირად ფეისბუქგვერდზე. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

მეტი...

“ირაკლი კვარაცხელიას სიცოცხლე რუსეთის ფედერაციას, რაც შეიძლება ძვირად უნდა დაუჯდეს” – იურისტი

“ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ირაკლი კვარაცხელიას სიცოცხლე რუსეთის ფედერაციას, საერთაშორისო სასამართლოში, რაც შეიძლება ძვირად დაუჯდეს”, – ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ცენტრ “ემპათიის” იურიდიული დეპარტამენტის იურისტმა, გიგა ლემონჯავამ, გალში დაღუპული, 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას საქმეზე.   მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას არ გააჩნია მწყობრი სადეოკუპაციო პოლიტიკა, რაც ძალიან სამწუხაროა. ოკუპაციის ზონებში უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებების, რაზეც პასუხი მოსკოვს უნდა მოეთხოვოს.   ლემოჯავას თქმით, ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად ექსპერტიზის დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, ამის გარეშეც სახეზეა მძიმე დანაშაული.  “მიუხედავად იმისა, რა დასკვნა მოვა ექსპერტიზიდან, ჩვენ სამართლებრივად შეიძლება გვქონდეს ამ ფაქტის ორი განვითარება.…

მეტი...

ირაკლი კვარაცხელიას გვამი გაკვეთილი იყო და ლპობაში იმყოფებოდა – რა დაზიანებები ჰქონდა აფხაზეთში გარდაცვლილს?!

გალში მოკლული, 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას გვამის პირველადი დათვალიერების შესახებ, ექსპერტმა, ირაკლი თოიძემ “მედიაცენტრ მთავარში” ისაუბრა. მისი ინფორმაციით, როცა გვამი ქართულ მხარეს გადმოეცა, ის უკვე ლპობის საწყის ფაზაში იყო. გვამს კისრის არეში აღენიშნება ღარი, რაც დამახასიათებელია თოკით, მავთულით ან სხვა მსგავსი საგნის გამოყენებით ჩამოხრჩობისთვის. ასევე, მცირე ზომის დაზიანება კისრის არეში, მარცხენა მხარეს, სისხლნაჟღენთის სახით და მარცხენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე. როგორც ექსპერტი განმარტავს, გვამს არ აღენიშნება ძვლების ტრავმული დაზიანებები. შინაგან ორგანოებს, რაც შეეხება, ისინი მუცლის ღრუში ჩაბრუნებული იყო. “ხელმეორედ ავიღეთ მასალა და გამოვიკვლიეთ ეს ორგანოები. გარეგნული დაზიანებების წარმოშობის მიზეზის ზედაპირული დათვალიერებით…

მეტი...

თბილისი მერია 9 679 520 ლარის ღირებულების სამუშაოებს იწყებს

თბილისის განვითარების ფონდი „მშრალი ხიდისა“ და „ზაარბრიუკენის ხიდის“, ასევე, „9 მარტისა“ და „დედაენის ბაღების“ რეაბილიტაციას იწყებს. პროექტის ფარგლებში, ამ ბაღებს შორის დამაკავშირებელი საფეხმავლო გვირაბიც მოეწყობა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, რეაბილიტირებულ არეალში კეთილმოეწყობა მხატვრების გამოფენა-გაყიდვისა და ძველებური ნივთებით ვაჭრობის სივრცეებიც, რის შედეგადაც მოგვარდება მრავალწლიანი პრობლემები, რომელიც დისკომფორტს ქმნის თვითდასაქმებულებისთვის, ადგილობრივი მომხმარებლებისა და ტურისტებისთვის. „სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს, ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნას, ძველი და ახალი რეაბილიტირებული ზონების ერთმანეთთან დაკავშირებას, ტურისტულად მნიშვნელოვანი მიზიდულობის ცენტრის – მშრალი ხიდისა და მიმდებარე არეალის ადაპტაციას დედაქალაქის…

მეტი...

პარტიზანული მოძრაობისას გატაცებებს და მკვლელობას ვერავინ ბედავდა, ეს მოსკოვის პოლიტიკაა – გია გვაზავა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა მიიჩნევს, რომ რუსეთთან ურთიერთობაში უფრო მკვეთრი ნაბიჯებია გადასადგმელი. ქართულმა მხარემ, საერთაშორისო ორგანიზაციებისგან კიდევ უფრო მკაცრი სანქციები უნდა მოითხოვოს, რადგან ადამიანების გატაცებამ უკვე სისტემატური სახე მიიღო. როგორც გია გვაზავამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ე.წ საზღვარზე ადამიანებს საშინელ მდგომარეობას უქმნიან. გამოსასყიდის საფასურად იტაცებენ მშვიდობიან მოქალაქეებს, აწამებენ. ვითარება შესაძლოა 2 მიმართულებით დაიძაბოს. ერთი – იქ მცხოვრებმა ადამიანებმა მიატოვონ საკუთარი საცხოვრებელი, ან მონობას შეეჩვიონ, ან გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, ვინც საპასუხო ნაბიჯს გადადგამს და პარტიზანულად მოქმედებას დაიწყებენ. “​მესმის, რომ საქართველო აკეთებს იმას, რაც შეუძლია. მაგრამ ეს არ არის საკმარისი.…

მეტი...

“თავი მოიკლა თუ არა, სადაო არ უნდა იყოს, თუ ასეა, თვითმკვლელობამდე ხომ მიიყვანეს” – გია გვაზავა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავას, გალში დაღუპული, 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას თვითმკვლელობის ვერსია არადამაჯერებლად მიაჩნია და აცხადებს, რომ  ყველაზე მინიმუმ ეს ადამიანი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს.  როგორც გია გვაზავამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მომხდართან დაკავშირებით ბევრი საეჭვო მომენტია. უპირველეს ყოვლისა, დაკავებულ ადამიანს არასდროს ტოვებენ ოთახში მარტო, ეს წესია. ასევე, უნდა ჩამოართვან ისეთი საგნები, როგორიც არის ქამარი და სხვა, რომ მან არ შეძლოს თავის მოკვლა.  “აქედან ჩავიდა ადამიანი გალში და მათ საგუშაგოზე თავი მოიკლა, ეს არასერიოზულია. ყველაზე მინიმუმ ეს ადამიანი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, სინამდვილეში რა მოხდა ექსპერტიზა უფრო ზუსტად გვეტყვის”, –…

მეტი...

გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ჰაერის დაბინძურებაზე, აუდიტის ანგარიშს არ ეთანხმება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით აუდიტის ანგარიშს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ რეკომენდაციების უმეტესობა უკვე შესრულებულია. ანგარიში კი დედაქალაქში ჰაერის დაბინძურებას ეხება. კერძოდ, მის მიხედვით, 2017 წელს საქართველოს დედაქალაქში პრობლემურ დამაბინძურებლებს მიწისპირა ოზონი (O3), გოგირდის დიოქსიდი (SO2) და ნახშირჟანგი (CO) წარმოადგენდა. ჰაერის ხარისხის შესახებ ერთობლივი აუდიტის ანგარიშში მოცემული ინფორმაციისა და რეკომენდაციების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „მედიაცენტრ მტავართან“ რამდენიმე განმარტებას აკეთებს. მათი განცხადებით, უმაღლესი აუდიტორული ორგანოების ევროპული ორგანიზაციის გარემოსდაცვითი აუდიტის სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული და 2018 წლის 31 იანვარს დამტკიცებული ჰაერის ხარისხის შესახებ…

მეტი...

წყნეთის გზატკეცილისა და ტყე-პარკის ტერიტორიაზე 4000-მდე ხე-მცენარეს მოჭრიან

წყნეთის გზატკეცილზე, დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 15 მარტიდან დაავადებული და ხმობადი ფიჭვების სანიტარიული ჭრა დაიწყება. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ამ ტერიტორიაზე მოსაჭრელი ხეების რაოდენობა დაახლოებით 500 ძირს შეადგენს. წყნეთის გზატკეცილის მიმდებარე ფერდობებზე ჯამში 3575 ზეხმელი და ხმობადი ხე-მცენარე მოიჭრება. “დედაქალაქის მასშტაბით 20 000-ზე მეტი დაავადებული და ხმობადი ხე-მცენარის მოჭრა იგეგმება. აღნიშნული ხეები მოჭრამდე, სპეციალური ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე აღიწერა. სანიტარიული ჭრების გადაწყვეტილება უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც ფიჭვებზე გავრცელებულია Tomicus Destruens -ის სახეობის მავნებელი მწერი”, – აცხადებენ მერიაში. ამ ტიპის კვლევა თბილისის ტერიტორიაზე…

მეტი...

5000 დოლარად ბაგრატიონების დავაც დასრულდება და ისიც გვეცოდინება, ვინ არის ნამდვილი – ინტერვიუ „მთავართან“

„სამეფო ოჯახის დაპირისპირებაში სახელმწიფო უნდა ჩაერიოს და თავისი სიტყვა თქვას, ორივეს უნდა აეკრძალოს სამეფო ორდენების დარიგება“ – აცხადებს „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში საქართველოს საპატრიარქოს „ეთნოგენეტიკის კვლევითი ცენტრის” ხელმძღვანელი გიორგი ანდრიაძე. მისი შეფასებით, ბაგრატიონთა შორის არსებული დავა პოლიტიზებული საკითხია და მონარქიის პოლიტუკურ იდეას უკავშირდება, რის გამოც მისი მოგვარება სახელმწიფოს კომპეტენციაა. ანდრიაძე ცალსახად აცხადებს, რომ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი ქართველ მეფეთა შთამომავალია, რის დასამტკიცებლადაც ბაგრატიონთა ნამარხი ძვლების ანალიზი და მცირედი თანხაა საჭირო. აქვთ თუ არა ბაგრატიონებს უფლება, საქართველოს სამეფო სახლის  სახელით ჯილდო დაარიგონ, შეუძლია თუ არა საქართველოს საპატრიარქოს, მხარეებს არსებული დავის მოგვარებაში დაეხმაროს და ვინ…

მეტი...