სახალხო დამცველი ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ხელისუფლებას მიმართავს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო, ხელისუფლებას მიმართავს და ყველა მექანიზმის გამოყენებას ურჩევს. როგორც ნინო ლომჯარია აღნიშნავს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ დამნაშავეებმა პასუხი აგონ. „2019 წლის 12 მარტს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება გალის რაიონში 1990 წელს დაბადებული ირაკლი კვარაცხელიას სავარაუდო თვითმკვლელობის შესახებ. დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით იყო დაკავებული. ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ირაკლი კვარაცხელიას უკანონო პატიმრობაში ყოფნის დროს გარდაცვალების გამო და მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო მექანიზმების მაქსიმალური გამოყენებით, ძალისხმევა არ დაიშუროს ეფექტური გამოძიებისა და სავარაუდო დამნაშავეების პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად“ –…

მეტი...

საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლი 29 წლის მამაკაცი გახდა

რუსული ოკუპაციის კიდევ ერთი მსხვერპლი, 29 წლის ირაკლი კვარაცხელია გალში გადმოასვენეს. დეფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, მამაკაცმა თავი მოიკლა. ადგილობრივი მაცხოვრებლები კი ირწმუნებიან, რომ ახალგაზრდა მამაკაცი რუსულ სამხედრო ბაზაზე ცემაში შემოაკვდათ. გავრცელებული ინფორმაციით, კვარაცხელიას რუს სამხედროებთან კონფლიქტი მოუვიდა, რის შემდეგაც ის დააკავეს და იზოლატორში გადაიყვანეს. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელმა სამეგრელო ზემო-სვანეთში, რეზო ქობალიამ განუცხადა, გარდაცვალებამდე, დაკავებულ კვარაცხელიასთან სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. ექიმი სამხედრო ბაზაზე სოფელ თაგილონიდან გამოიძახეს, დაკავებული ახალგაზრდა მამაკაცი კი კრიტიკულ მდგომარეობაში იყო. შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით, ქართული მხარე სისხლის სამართლის…

მეტი...

ბათუმის კალათბურთელთა ნაკრები საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

კალათბურთში, ქ.ბათუმის სასპორტო სკოლის ნაკრები გუნდი ქ.ოდესის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა. შეჯიბრება წრიული სისტემით 2007–2008წწ დაბადებულთა შორის გაიმართა და სამი დღის განმავლობაში პირველობისთვის ოდესის, მინსკის, კიევისა და ბათუმის ოთხი ნაკრები გუნდი იბრძოდა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ ბათუმის სასპორტო სკოლიდან აცნობეს, ბათუმის სასპორტო სკოლის ნაკრებმა გუნდმა, სამი შეხვედრიდან სამივე მოგებით დაასრულა და 9 ქულით ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა. „მეორე საპრიზო ადგილი კიევის წარმომადგენლებს ერგოთ, ხოლო მესამე საპრიზო ადგილს მინსკელი კალათბურთელები დასჯერდნენ. ვალდიმერ ლიტვაკის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ტრადიციულია და მაში სასპორტო სკოლის ნაკრები გუნდი წელს მესამედ ასპარეზობდა“ – აცხადებენ ბათუმის სასპორტო სკოლაში.

მეტი...

დნმ-ის აღებას სვეტიცხოვლის გადათხრა სჭირდება, ამაზე არ წავალთ – ბაგრატიონები

დედოფალ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატი ლევან გორელაშვილი დავით ბაგრატიონს საკუთარი წინაპრების ამოთხრისკენ მიუთითებს და ამბობს, რომ ბაგრატიონ-გრუზინსკები სვეტიცხოვლის გადათხრას არ აპირებენ. “დნმ-ის აღებას და გენიოლოგიის დადგენას სვეტიცხოვლის გადათხრა სჭირდება, რაზეც ოჯახი არ წავა. დავით ბაგრატიონი წავიდეს და ჯერ თავისი წინაპრები ამოთხაროს” – ეს განცხადება ბაგრატიონ-გრუზინსკების ადვოკატმა ლევან გორელაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გააკეთა. უფლებადამცველის თქმით,  კვლევა ვერ ჩატარდება ისე, თუ ვინმეს დნმ ანალიზი არ აუღეს, რაც მინიმუმ იმ ადამიანისთვის მაინც უნდა იყოს ცნობილი, ვინც ამ ანალიზს იკეთებს. „ვინმესთვის რომ დნმ-ის აღების ფაქტს ადგილი ჰქონოდა, ეს ინფორმაცია მინიმუმ იმისთვის მაინც ხომ უნდა ყოფილიყო ცნობილი,…

მეტი...

„მეგობრობა მნიშვნელოვანია, მაგრამ პირველ ადგილზე ქალაქის ინტერესი დგას“ – კალაძე დეპუტატის მიწის ნაკვეთზე

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერი თაბორის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთის საკითხს შეეხო, რომელიც პარლამენტარ ბექა ოდიშარიას საკუთრებაშია. კახა კალაძის თქმით, მიუხედავად ტერიტორიის მესაკუთრესთან მეგობრობისა და იმ ფაქტისა, რომ იმ ზონებით, რომელიც ნაკვეთს ადევს, შესაძლებელია მშენებლობა,  თაბორის N1-ის განაშენიანება მისაღები არ არის. „ეს მიწის ნაკვეთი პარლამენტის წევრ ბექა ოდიშარიას საკუთრებაშია. ბექა ჩემი მეგობარია, მე დასამალი არაფერი მაქვს, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მეგობრობა და ასევე, ის ფაქტი, რომ ჩვენ ერთი გუნდის წევრები ვართ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ პირველ ადგილზე დედაქალაქის ინტერესებია. ამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე გაცემული არის კონკრეტული არქიტექტურული გეგმარებითი დავალება, …

მეტი...

კახა კალაძე „ავლაბრის“ რეაბილიტაციით უკმაყოფილოა და შესაბამის უწყებებს პროექტის გადახედვას სთხოვს

თბილისის მერი კახა კალაძე მეტროსადგურ „ავლაბრის“ რეაბილიტაციის პროექტით უკმაყოფილოა. როგორც მან დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, არსებული პროექტი გადასახედია, რადგან ის არც დიზაინით და არც სამუშაოების წარმოების თვალსაზრისით, მისაღები არ არის. „საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების მნიშვნელობაზე ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ. კერძოდ, იმაზე, რომ აუცილებელია ტრანსპორტის განახლება, მოწესრიგება, რათა იგი ყველაზე კომფორტული და სწრაფი იყოს. მეტროსადგურების განახლება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იქ არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება იმას, რაც გვინდა. შესაბამისად, ვიწყებთ მათ რეაბილიტაციას, თუმცა გუშინ მეტროსადგურ „ავლაბრის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გავეცანი და მიმაჩნია, რომ მათი წარმოება ამ ფორმით და დიზაინით, პირადად ჩემთვის და ალბათ…

მეტი...

იქ, სადაც დამაბინძურებელი ნივთიერებები გროვდება, სამეწარმეო საქმიანობა აიკრძალება

დედაქალაქის საცხოვრებელი ზონები დამაბინძურებელი ნივთიერებებისგან უნდა გაიწმინდოს. შესაბამისად, ამ ტერიტორიებზე მსგავსი ნივთიერებებით ვაჭრობა თუ სამეწარმეო საქმიანობა აიკრძალება. აღნიშნული ინიციატივა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ გააჟღერა.   „ბევრი ადგილი გვაქვს ქალაქში, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ერთ-ერთი ასეთი ადგილი ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაა, რომელიც საცხოვრებელი ზონაა. აღნიშნულ ტერიტორიაზე პირდაპირ ხდება მსგავსი მასალების განთავსება, ყიდვა-გაყიდვა და ა.შ. ეს ყველაფერი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ზოგადად, ქალაქისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  მსგავს სამეწარმეო ადგილებსა და საცხოვრებელ ზონებს შორის გარკვეული ბუფერული ზონები შეიქმნას. დღეს ქალაქში ასეთი ზონები არ არსებობს. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია აღწეროს ისეთი ადგილები, სადაც დამაბინძურებელი ნივთიერებები…

მეტი...

მეორადი საბურავებისა და ჯართის განთავსებაზე სანქციები მკაცრდება

„დედაქალაქში მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთების და ნივთიერებების  განთავსება მკაცრად გაკონტროლდება“, – აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, დედაქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების  მიმართულებით, საკანონმდებლო ცვლილებების სახით, მთელი რიგი ნაბიჯები გადაიდგა. „ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა თითოეულ ჩვენგანს ძალიან გვაღელვებს და პირველივე დღიდან, როდესაც უფლებამოსილება ოფიციალურად გადმოგვეცა, ამაზე ზრუნვა დავიწყეთ. ჩვენი ინიციატივით შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რათა ეკოლოგიური პრობლემები, რომელიც ქალაქში ჰაერის დაბინძურებას იწვევს, მოგვარდეს. ერთ-ერთი ასეთი…

მეტი...

როგორ გახდა ბაგრატიონი სიხარულიძე?!

ეგრეთწოდებულ სამეფო კარის თამაშებში ახალი, არა მეფეთა დინასტიის გვარი – სიხარულიძე ერთვება. როგორც გახდა ბაგრატიონი სიხარულიძე, ამასთან დაკავშირებით ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ინტერესების დამცველს საკუთარი არგუმენტები აქვს, რომელიც მან „მედიაცენტრ მთავარში“ გააჟღერა. „დარწმუნებული ვარ, თხუთმეტი წუთით ადრე რომ ჩაწერილიყო ინტერვიუ, სიხარულიძის მაგივრად შეიძლებოდა მაისურაძე დაესახელებინათ, ან რამე ისეთი გვარი, რაც იმ მომენტში მოაფიქრდებოდა დავით ბაგრატიონის ადვოკატს. მან უბრალოდ ჭორი ისროლა, სხვანაირად შეუძლებელია“ – აცხადებს ლევან გორელაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“. უფლებადამცველი დარწმუნებულია, რომ მოპასუხე მხარის, ანუ, სამეფო ოჯახის ყოფილი სიძის ადვოკატმა, გვარი სიხარულიძე სპონტანურად დაასახელა. „არანაირი საფუძველი არა აქვს საუბარს, რომ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი შეიძლება…

მეტი...

„დავით ბაგრატიონის გაცემულ ჯილდოებს ძალა არ აქვს“ – ადვოკატი

„როგორი ჯიდლოც უნდა შექმნას და ვისაც უნდა, გადასცეს, მხოლოდ არ გამოიყენოს სახელი, რომელიც მას არ ეკუთვნის“, – ამის შესახებ მოსარჩელე სამეფო ოჯახის ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. „დავით ბაგრატიონის გაცემულ ჯილდოებს არანაირი ძალა აქვს. ზოგადად, ორდენთან მიმართებაში, იურიდიული ძალის საკითხი აქტუალური არც არის. არანაირი იურიდიული ძალის მატარებელია ის ჯოლდოები, რომელსაც დავით ბაგრატიონი სამეფო ოჯახის სახელით არიგებს. მთავრია, ვისი სახელით ხდება ამ ორდენის გადაცემა. დავით ბაგრატიონს უფლება აქვს, ორდენს დაარქვას ჯილდო თუ რაც უნდა, რა ჯილდოც უნდა, ის შექმნას და ვისაც უნდა, იმას გადასცეს, თუმცა, არ უნდა გამოიყენოს სამეფო ოჯახის სახელი, რომელიც…

მეტი...

საპატრიარქოს ჩაურევლადაც მზად ვართ, მოვრიგდეთ – რა პირობით შეწყვეტენ დავას ბაგრატიონები?!

ბაგრატიონ-გრუზინსკები მზად არიან, სასამართლოდან სამეფო ოჯახის სარჩელი გაიხმონ და დავა შეწყვიტონ. თუმცა, ამისთვის საჭიროა, ყოფილმა სიძემ – დავით ბაგრატიონმა ერთი პირობა დააკმაყოფილოს. კონკრეტულ პირობაზე კი ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. „ეს პირობა ჩვენ პირველად მაშინ გავაჟღერეთ, როდესაც მოწინააღმდეგე მხარემ ბრალი დაგვდო, რომ ჩვენს სარჩელს თურმე ფარული არსი აქვს და ამ ფორმით რაღაც ლეგიტიმაციის მოპოვებას ვცდილობთ. ესეც მორიგი ჭორი და დეზინფორმაციაა. ჩვენ მათ კონკრეტული პირობა შევთავაზეთ, რომელიც დღემდე ძალაშია. საუბარია შემდეგზე – რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა წერილობითი ფორმით დაადასტუროს, რომ მომავალში, აღარასდროს გამოიყენებს საქართველოს სამეფო სახლის სახელს. ჩვენ მზად ვართ, მხოლოდ ამ შემთხვევაში…

მეტი...

მუხის დიდი ხარაბუზა და მუხის ფოთლის რწყილი სურამს შეესია, სანიტარული ჭრა გრძელდება

ეროვნული სატყეო სააგენტო, დაბა სურამში, ე.წ „ბაიანთხევის“ მიმდებარედ, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, დაზიანებულ მუხნარ კორომში, მიმდინარე სანიტარულ ჭრასტან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ ეროვნული სატყეო სააგენტოდან აცნობეს, მოჭრილი ხეების სანაცვლოდ 6 000 ახალი ნერგი დაირგვება. „აღნიშნულ ტერიტორიაზე, ფიტოპათოლოგიური კვლევის საფუძველზე, გამოვლინდა მავნებელი (მუხის დიდი ხარაბუზა და მუხის ფორთლის რწყილი), ასევე დაფიქსირდა მუხის ინტენსიური ხმობა და ზეხმელი მუხის ხეები. აქედან გამომდინარე, 3,3 ჰა ფართობზე, სააგენტო სანიტარულ ჭრას ახორციელებს, რომლის დასრულებისთანავე, „ტყის ბუნებრივი განახლების“ პროექტის ფარგლებში, დაიწყება ტყის აღდგენის ღონისძიებები. კერძოდ, აღნიშნულ ტერიტორიაზე, მიმდინარე წლის აპრილის ბოლომდე, დაირგვება 6000 ცალი მუხისა…

მეტი...

„კახა კალაძე დაპირებებს თანმიმდევრულად ასრულებს“ – არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტი უმრავლესობის წარმომადგენელი არჩილ თალაკვაძე თბილისის მერის, კახა კალაძის დაპირებების შესრულების ჩამონათვალს აკეთებს და აცხადებს, რომ ყველაფერი თანმიმდევრულად მიდის. „კახა კალაძე მოქალაქეების ჩართულობით და მათთან ერთად, თანმიმდევრულად ასრულებს იმ დაპირებებს, რომელიც წინასაარჩევნოდ გასცა. მის საარჩევნო კამპანიაში სხვებთან ერთად, მეც მივიღე მონაწილეობა და მეამაყება, რომ საზოგადოების არჩევანს თბილისის მერი ამართლებს. საკუთრების დაკანონება ოჯახებისთვის, რომელიც დიდი ხანია ელოდებიან საკითხის გადაწყვეტას; ბინათმშენებლობის ამხანაგობებით დაზარალებულთა კომპენსაცია; მეორადი საშუალებების უსაფრთხო განთავსება და სატრანსპორტო საკითხების დარეგულირება – დღევანდელი სხდომა კიდევ ერთი მაგალითია, რომ ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას მერიის გუნდი სათანადო ყურადღებას უთმობს. წინ უფრო მეტი საქმეა!“ –…

მეტი...

ლევან გორელაშვილი: ბაგრატიონია თუ სიხარულიძე, დნმ ანალიზით ვერ დადგინდება

ანა ბაგრატიონ-გრუსზინსკის ადვოკატი ლევან გორელშვილი, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატის მიერ გაკეთებულ გუშინდელ განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ პიროვნების გვარის დადგენა დნმ-ის ანალიზით შეუძებელია. როგორც ლევან გორელაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფენციაზე განაცხადა, აღნიშნული განცხადება მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა.   „გუშინ პროცესის დაწყებამდე ახალი ჭორი გავცელდა რომელიც საზოგადოებამ აიტაცა. ხომ არსებობს ანდაზა ტყულსა და მოკლე ფეხებთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ტყუილს ფეხებიც კი არ აღმოაჩნდა, რადგან შუადღეს მოყოლილმა ჭორმა საღამომდეც ვერ გასტანა, იმიტომ რომ საპატრიაქომ საღამოსვე უარყო ეს დეზინფორმაცია“- აღნიშნავს გორელაშვილი. უფლებადამცველი აცხადებს, რომ დაპირისპირებულ მხარეს საზოგადება მიზანმიმართულად შეყავს შეცდომაში, რადგან…

მეტი...

ვენეციის კომისია: მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა აუცილებელია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ ვენეციის კომისიისადმი გაგზავნილ თხოვნას, კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა, მკაფიო და გამჭვირვალე კრიტერიუმებსა და პროცედურებზე დაყრდნობით, აუცილებელიასასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის.   „ვენეციის კომისიამ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისგან, მიიღო თხოვნა, საკუთარი მოსაზრება გამოთქვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით. ვენეციის კომისია ამ თხოვნას სწრაფად შეასრულებს, რადგან აცნობიერებს რომ უზენაესი სასამართლოს ეფექტური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, უზრუნველყოფილ იქნას სასამართლოს სრული შემადგენლობა“,- ნათქვამია ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს განცხადებაში, რომელიც   კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ჯანი ბუკიკიო მიესალმება საქართველოს ხელისუფლების სურვილს, მჭიდროდ ითანამშრომლოს ვენეციის კომისიასთან. „მივესალმები საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნას, ითანამშრომლოს ვენეციის კომისიასთან,  რათა განისაზღვროს მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის მკაფიო…

მეტი...