დეპუტატები, გერმანულ მხარეს, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე რეზოლუციის მიიღებას სთხოვენ

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. სადაც ისინი ბუნდესტაგის წევრს სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან დირკ ვიზეს შეხვდნენ, რომელიც ამავდროულად გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორია რუსეთთან, ცენტრალური აზიისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან“ ურთიერთობაში. როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა, სოფო კილაძემ განაცხადა, საქართველოს გერმანიის დიდი მხარდაჭერა აქვს, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან და სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან მიმართებით. „ბატონი ვიზე წინა მოწვევის პარლამენტის დროს გახლდათ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და ბუნებრივია, ის განსაკუთრებით არის დაინტერესებული საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებით. თავის მხრივ, პოლიტიკური დაინტერესება მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისთვის, რომ მეტი გერმანელი ინვესტორი ჩამოვიდეს საქართველოში და…

მეტი...

ხელშეკრულების შედეგად, საქართველოს ენერგოუსაფრთხოება სრულად იქნება დაცული – თალაკვაძე “გაზპრომზე”

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ “გაზპრომთან” მოლაპარაკების შედეგად მიღებული შედეგები შეაფასა და განაცხადა, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქართველოს ენერგოუსაფრთხოება იქნება სრულად დაცული, ქვეყანას ექნება მეტი შემოსავალი ტრანზიტში და უფრო კონკურენტული ფასი გაზის მოწოდების თვალსაზრისით. მისი თქმით, ეს არის მიმდინარე ხელშეკრულება გაზის მიწოდების თაობაზე, რაც ორ წელიწადში ერთხელ განახლდება. “მთავრობამ წარმატებით ჩაატარა მოლაპარაკებები, შესაბამისად,  ამ ხელშეკრულებით მივიღეთ ისეთი პირობები, სადაც საქართველოს ექნება მეტი შემოსავალი როგორც ტრანზიტში, ასევე ექნება უფრო კონკურენტული ფასი გაზის მოწოდების თვალსაზრისით.  თუმცა, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ჩვენთვის სტრატეგიული მომწოდებელი კვლავ  აზერბაიჯანი იქნება. ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქართველოს…

მეტი...

მთავრობის მეთაურებმა მოქალაქეებს პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილე მიულოცეს

მთავრობის მეთაურებმა საქართველოს მოქალაქეებს, ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილე მიულოცეს და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, დღევანდელი დღე მართლაც გამორჩეული და ღირსშესანიშნავი თარიღია, არამხოლოდ ისტორიული მნიშვნელობით, არამედ იმ მხრივაც, რომ საქართველო ევროპაში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, სადაც 100 წლის წინ, პირველი კონტიტუციის შემუშავებაში ქალებიც მონაწილეობდნენ. “100 წლის წინ, 1919 წლის 12 მარტს, 12:12 საათზე დღევანდელ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა გაიხსნა. ვულოცავთ სრულიად საქართველოს ამ ღირსშესანიშნავ იუბილეს. მართლაც გამორჩეული თარიღია, დიდი ისტორიითა და მნიშვნელოვანი ფაქტორებით მათ შორის, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა…

მეტი...

ირმა ინაშვილი: ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი უნდა მომზადდეს

საქართველოს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავის შესახებ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ყალბი ინფორმაციის გავრცელება დასჯადი უნდა გახდეს, რის შესახებაც, საკანონმდებლო პაკეტი უნდა მომზადდეს.  „ახალი “სტანდარტია” ქართულ ჟურნალისტიკაში. ჯერ შენს შესახებ ყალბ ინფორმაციას გაავრცელებენ, მერე სააგენტოები ერთმანეთს აბრალებენ,- პირველწყარო მე არ ვყოფილვარ, სხვა სააგენტო იყოო. ბოლოს, ნაძალადევ ბოდიშს საზოგადოებას კი უხდიან, შენ კი, ვისაც ყალბი ინფორმაცია მოგაწერეს, ბოდიშს არავინ გიხდის, მაგრამ საქმე არაა მხოლოდ ბოდიშის მოხდა-არმოხდაში. დასჯადი უნდა გახდეს ყალბი ინფორმაციის გავრცელება. სხვა შემაკავებელ მექანიზმს ვერ ვხედავ. ადამიანს მიაწერო ის, რაც…

მეტი...

დნმ-ის ტესტის ჩასატარებლად, საჭიროა 2 მეფის ცხედრის ექსჰუმაცია, რაზეც ვერ წავალთ – ადვოკატი

ტელეკომპანია “პირველი არხის” ინფორმაციით, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა ლევან გორიაშვილმა, თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ითხოვს, მის ყოფილ ქმარს დავით ბაგრატიონ-მუხრანელს “საქართველოს სამეფო სახლის” სახელის გამოყენება აეკრძალოს. ეჭვების გასაფანტად კი, სვეტიცხოვლიდან ორი მეფის ცხედრის ექსჰუმაციაა საჭირო, რასაც მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ. “სასამართლოში ჩვენი მოთხოვნაა, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს აეკრძალოს საქართველოს სამეფო სახლის სახელის გამოყენება. რეალურად, იმ ეჭვების გასაფანტად, რაც ჩნდება, გვჭირდება სვეტიცხოვლიდან ორი ცხედრის ექსჰუმაცია და ბუნებრივია, ამ ჭორების გასაფანტად ამხელა რაღაცაზე ვერ წავალთ“, – აცხადებს ადვოკატი. როგორც ცნობილია, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანსკი თაღლითია და სამეფო ორდენებს ყიდის. დავით ბაგრატიონ-მუხრანსკის…

მეტი...

“ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი სინამდვილეში სიხარულიძეა”- ლევან ჩხაიძე

ნუგზარ ბაგრატიონი ბაგრატიონი არ არის, ის არის სიხარულიძე და გვარს იბრალებს, – ამის შესახებ დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა ლევან ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს საპატრიარქომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ოჯახის დნმ კვლევა ჩაატარა, რითაც დაადგინა, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მამა, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი ბაგრატიონი არ არის, სინამდვილეში სიხარულიძეა. “ოფიციალური მონაცემები ჩემთვის არ მოუციათ, მაგრამ ჩემთვის ცნობილია და სანდო წყაროსგან ვიცი, რომ საპატრიარქომ ჩაატარა დნმ კვლევა და ნუგზარ ბაგრატიონი არ არის ბაგრატიონი. ის არის სიხარულიძე და იბრალებს გვარს. ეს ინფორმაცია ჩვენ გვაქვს. აი, ახლა წავიდნენ და მიჩივლონ. თუ არ არის სიხარულიძე, მომიტანოს…

მეტი...

აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ ღვაწლმოსილი ადამიანები დააჯილდოვა

წარმატებული პროფესიული მოღვაწეობისა და ღირსეულად გავლილი ცხოვრებისეული გზის გამო, უმაღლეს სასწავლებლებში ხანგრძლივი ნაყოფიერი პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობისათვის, საზოგადოებრივი აქტიურობისათვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებით, ღვაწლმოსილი ადამიანები დააჯილდოვეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ საპატიო სიგელების გადაცემისას აღნიშნა, რომ დასაჯილდოებლად წარდგენილი არიან ლეგენდარული ადამიანები, რომელთაგან თითოეულის გავლილი ცხოვრება შესანიშნავი მაგალითია ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქისა და მომავალი თაობებისთვის, რადგან მათი მოღვაწეობა ყოველთვის გამსჭვალული იყო მაღალი ზნეობით, საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესებისადმი ერთგულებით და  საქმისადმი თავდადებით.   დაჯილდოებულთა შორის იყვნენ  საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი ნოდარ მეძმარიაშვილი, სოხუმის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი დიანა…

მეტი...

გლდანში თანამედროვე ფიტნეს ზონები ეწყობა

​თბილისის გლდანის რაიონში, თანამედროვე ტიპის ფიტნეს ზონები ეწყობა. პროექტის ფარგლებში, სპორტულ სივრცეში კაუჩუკის საფარი დაიგო, ტერიტორია გადაიხურა და სხვადასხვა დატვირთვის ტრენაჟორი დამონტაჟდა. როგორც გლდანის გამგეობაში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, ფიტნეს ზონები რვა მისამართზე კორპუსების მიმდებარედ განთავსდა. “ფიტნეს ზონები ლიბანის ქუჩა N1-ში, გლდანის ხევის N1 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, გმირ კურსანტთა II შესახვევის N3-ში, გლდანის მე-2 მიკრორაიონის N24-24ა-24ბ-ში, მე-8 მიკრორაიონის N29-ში, I მკ/რ-ნის N3ბ და მუხიანის მე-4 ა მკ/რ-ნის N17ა კორპუსებთან, გლდანის მე-3 ა მკ/რ-ნის N23-24 კორპუსების მიმდებარედ განთავსდა,”- განაცხადეს გამგეობაში. სამუშაოებისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯეო პარკი“ ახორციელებს, გამგეობის ბიუჯეტიდან 127…

მეტი...

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირდა – პრემიერის განმარტება

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის შემცირებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მაგისტრალური გაზსადენის პროექტის დასრულებამ. ასევე, შარშან წლის შუა პერიოდში, ტელეკომუნიკაციების სექტორში მნიშვნელოვანი ტრანზაქცია განხორციელდა, როდესაც ადგილობრივმა რეზიდენტმა უცხოური რეზიდენტისგან წილი იყიდა და მესამე ფაქტორი – არარეზიდენტი ინვესტორების მიმართ ვალდებულება მასშტაბურად დაიფარა, რაც სტატისტიკაში აისახა. როგორც მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 2018 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 მილიარდ 230 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელზე ერთი მესამედით ნაკლებია. „მისასალმებელია, რომ შესაძლებელი გახდა ვალდებულებების გასტუმრება არარეზიდენტების მიმართ, ისევე,…

მეტი...

ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ სამუშაოს მაძიებლებს გადაამზადებენ და დაასაქმებენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი სოფო კილაძე, ბუნდესტაგის შრომისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრს, დოქტორ მატიას ბარტკეს შეხვდა. მხარეებმა თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები განიხილეს. მათ შორის, დასაქმების აქტიური სახელმწიფო პოლიტიკის გერმანული გამოცდილება და ამ კუთხით გერმანიის საკანონმდებლო სიახლეები.  საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ გერმანელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია დასაქმების საპილოტე პროექტის შესახებ, რომელიც ნაძალადევის რაიონში, მის სამაჟორიტარო ოლქში გერმანული ფრიდრიხ-ებერტის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად. პროექტის ფარგლებში მომზადდება დასაქმების სახელმწიფო მექანიზმის საპილოტე…

მეტი...

მაგიდის ჩოგბურთში საქართველოს პირველობა დასრულდა

დასრულდა საქართველოს პირველობა მაგიდის ჩოგბურთში, რომელიც თბილისში 3 დღის განმავლობაში ჭაბუკთა და ახალგაზრდებს შორის მიმდინარეობდა. ტურნირი პირად და წყვილთა შორის წრიული სისტემით წარიმართა და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 100 – მდე სპორტსმენი ასპარეზობდა. ​ბათუმის სასპორტო სკოლის სპორტსმენებმა ჭაბუკთა შორის, ბრინჯაოს მედალს პირად შეჯიბრებაში ნინო ბერიძე დაეუფლა, ამავე ასაკში ვერცხლის მედლის მფლობელები წყვილ გოგონათა შორის ნინო ბერიძე და მარი რიჟვაძე, ხოლო შერეულ წყვილში ნინო ბერიძე და ლუკა ბოლვაძე გახდნენ. ახალგაზრდებს შორის პირად შეჯიბრებაში ანრი დევაძე მესამე საპრიზო ადგილს დასჯერდა, ამავე ასაკში ვერცხლის მედალი ვაჟთა წყვილში ანრი დევაძე და ანრი ავჯიშვილმა, ხოლო…

მეტი...

ჩვენი გუნდი თეას გარეშე, ნამდვილად ვერ წარმომიდგენია – მამუკა ბახტაძე

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ მისთვის წარმოუდგენელია მმართველი გუნდი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გარეშე და გუნდის წარმატებაში მის მიერ შეტანილ წვლილზე საუბრობს. “თეა წულუკიანი არის ღირსეული ადამიანი და ყველა რეფორმაში მისი წვლილი ძალიან დიდია. თქვენ წარმოგიდგენიათ ჩვენი გუნდი თეას გარეშე? მე ნამდვილად არ წარმომიდგენია. თეა წულუკიანი არის ძალიან ღირსეული ადამიანი, მისი შენატანი ყველა რეფორმაში, რომელიც განვახორციელეთ და რომელმაც მოგვცა საშუალება, გვქონოდა პროგრესი, რაც ჩვენ გვაქვს ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, მისი წვლილი არის ძალიან დიდი და ამას გეუბნებით გულწრფელად“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, არსებობდა საკითხი, რომელზეც იყო აზრთა…

მეტი...

„მტერს ტყვედ არასდროს ჩავბარდები“ – ზურაბ იარაჯული დღეს, 48 წლის გახდებოდა

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს, ბომბორას აეროპორტიდან გასროლილი სითბური რაკეტის შედეგად დაღუპული, ქართული მოიერიშე სუ-25 -ის 22 წლის პილოტი, ეროვნული გმირი ზურაბ იარაჯული დღეს, 12 მარტს, 48 წლის გახდებოდა. ის 1993 წლის 13 ივლისს, აფხაზეთში, სოფელ შრომასთან შეტაკებისას დაიღუპა.  ახალგაზრდა გმირს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია იხსენებს: “ზურა იარაჯულის სუ-25 მოიერიშეს რუსი სამხედრობის მიერ გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექს „იგლადან“ გაშვებული სითბური რაკეტა მოხვდა. ცეცხლმოკიდებული სუ-25-დან ზურა იარაჯული პარაშუტით გადმოხტა. ქარმა პარაშუტი მოწინაღმდეგის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე წაიღო. სამი დღის განმავლობაში კატაპულტირებული პილოტი მტრის ზურგიდან ფრონტის ხაზის გადაკვეთას ცდილობდა. მოწინააღმდეგესაც შეუმჩნევია, რომ პილოტი ცოცხალი გადარჩა და მასზე…

მეტი...

“პოზიციები შეჯერებულია, დისკუსია – დასრულებული” – თეა წულუკიანი მინისტრის სავარძელს ინარჩუნებს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ თანამდებობას არ ტოვებს და სამთავრობო გუნდთან ერთად განაგრძობს მუშაობას.   როგორც თეა წულუკიანმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა,  გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა, თუმცა მმართველ გუნდში პოზიციების შეჯერება მოხერხდა. “დისკუსია დასრულებულია, პოზიციები შეჯერებულია, თემა ამოწურულია. განვაგრძობთ ერთიანი გუნდის, ერთიანი პოზიციის პირობებში მუშაობას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, დღის წესრიგში დადგა საკითხი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილიყო. აღნიშნულთან დაკავშირებით წულუკიანმა პრინციპული პოზიცია დააფიქსირა და მმართველ გუნდს პირობა წაუყენა. მიუხედავად იმისა, მიიღებდა თუ არა ის გუნდიდან მხარდაჭერას, თეა წულუკიანი…

მეტი...

თბილისის ბიუჯეტმა ბაგა-ბაღების მშენებლობა 50 მილიონი ლარით დააფინანსა

თბილისის ბიუჯეტიდან, მიმდინარე წელს, ბაგა-ბაღების ასაშენებლად 50 მილიონი ლარი გამოიყო. ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობის დასრულება და ექსპლუატაციაში მიღება 2019 წლის შემოდგომაზე იგეგმება. კიდევ ერთი ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო ​დიდუბის რაიონში, რომელიც 300 აღსაზრდელს მიიღებს და 60-მდე ადამიანი დასაქმდება. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის და უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების სისტემებით. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მიმდინარე წელს ათამდე საბავშვო ბაღი აშენდება, რამდენიმე ავარიულ ბაღს დემონტაჟი ჩაუტარდება და სტანდარტების დაცვით აშენდება, ხოლო რვა ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მთლიანად განახლდება სათამაშო მოედნებიც. “2012 წლის შემდეგ, რაც ჩვენი რეფორმის შედეგად…

მეტი...

2 ოქრო და 2 ბრინჯაო ბათუმს

ორო ოქრო და ორი ბრინჯაო – ასეთია ბათუმის სასპორტო სკოლის სპორტსმენების შედეგი გიორგი რიჟამაძის სახელობის რეიტინგულ ტურნირზე, რომელსაც ქ.რუსთავი ორი დღის განმავლობაში მასპინძლობდა. ტურნირის გამარჯვებულები წყვილთა შორის, კატეგორია – ორი ცეკვა, მოზარდები: ლუკა სურმანიძე და ირინოლა გოგიჩაიშვილი გახდნენ. მორიგი ოქრო, იგივე წყვილმა კატეგორიაში – ერთი ცეკვა მოზარდებში დაისაკუთრა. ასევე, წყვილთა შორის დიდების კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მაქსიმ კარანაოხვსა და ქრისტინე მალაყმაძეს ერგო. კატეგორია – სოლო ორი ცეკვა (2009–2013წ) შარლოტე ჰანენბერგი მესამე საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა, ხოლო კატეგორია – სოლო ორი ცეკვა (2005–2008წ) ანამარია დევდარიანი მეოთხე ადგლის დასჯერდა.

მეტი...

“თიბისის” საქმეს ხელს კვალიფიციური გამომძიებლები თუ მოჰკიდებენ, გამოძიება შესაძლებელია – კობა ნარჩემაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი მხარს არ უჭერს, “თიბისი ბანკის” საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას და მიაჩნია, რომ ჯერ კიდევ არსებობს რესურსი და სამართლებრივი ბერკეტები საიმისოდ, რომ ამ საქმეზე ჭეშმარიტება დადგინდეს.   როგორც კობა ნარჩემაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, “თიბისის” საქმეს ხელს კვალიფიციური გამომძიებლები თუ მოჰკიდებენ, გამოძიება შესაძლებელია. მისივე თქმით, გამოძიებას ჯერჯერობით არ აქვს წერილის დედანი, რომელიც ბევრის გარკვევის საშუალებას იძლევა. საუბარია “თიბისი ბანკის” დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის მიერ გასაჯაროვებულ მუქარის წერილზე, რომელიც, მისივე თქმით, შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო.   “წერილი უნდა ჩამოვიდეს. მისი ექსპერტიზა იძლევა ძალიან ბევრის საშუალებას გამოძიებისა და…

მეტი...

თეა წულუკიანი, სავარაუდოდ, დიპლომატიაში გადაინაცვლებს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სავარაუდოდ, დაკავებულ პოზიციას რამდენიმე კვირაში დატოვებს. ერთ-ერთი ინფორმაციით, ის მინისტრობიდან დიპლომატის სავარძელს ჩაიბარებს. საუბარია საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულიფლებიანი ელჩის, ეკა სირაძე-დელონეს ჩანაცვლებაზე. უფრო სწორედ, ყოფილ ელჩს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა და ელჩის პოზიცია ამჯერად ვაკანტურია. „მედიაცენტრი მთავარი“ ინფორმაციის გადასამოწმებლად საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა, თეა წულუკიანისთვის დიპლომატის მანდატის შესაძლო ჩაბარება არც დაგვიდასტურეს და არც უარყვეს. „თუკი ჩემი პოზიცია არ იქნება გაზიარებული, ჩემს ადგილს ვხედავ მხოლოდ ერთადერთ გუნდში, მას ჰქვია კაკულიების გუნდი, ეს არის ჩემი მეუღლე და ჩემი შვილი“- ეს განცადება კი თეა წულუკიანმა დღეს, მედიასთან გააკეთა.…

მეტი...

“თუ გაირკვა, რომ მთავრობის რეორგანიზაცია საჭიროა, ვიმსჯელებთ” – ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ამ ეტაპზე, მთავრობაში ცვლილებების საჭიროებას ვერ ხედვას. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თუ საკითხი დღის წესრიგში დადგება, პარლამენტი და მთავრობა ერთად იმუშავებს. “ონსულტაციების საფუძველზე თუ გაირკვა, რომ მთავრობაში დამატებით რაიმე რეორგანიზაცია არის საჭირო, ამაზე ვიმსჯელებთ მთავრობა და პარლამენტი. ინიციატივა ეკუთვნის პრემიერ-მინისტრს და მთავრობას. მხოლოდ მთავრობის ინიციატივის საფუძველზე განიხილავს პარლამენტი საკითხებს მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით. თუ იქნება ასეთი ინიციატივა პრემიერის, მთავრობის მხრიდან, ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, ჩვენ მზად ვართ განხილვისათვის”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მეტი...

რამაზ ზოიძემ რუს მოჭიდავეს ოქროს მედალი წაართვა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 23-წლამდელთა ნაკრებმა სერბეთის ქალაქ ნოვი სადში გამართული ევროპის ჩემპიონატი 7 მედლითა (5 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) და გუნდური პირველი ადგილით დაასრულა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ ბათუმის სასპორტო სკოლიდან აცნობეს, შეჯიბრების დასკვნით დღეს,მეხუთე ოქრო საქართველოს ნაკრებს რამაზ ზოიძემ (72 კგ.) მოუტანა, რომელმაც რუს მაგომედ იარბილოვს 7:1 სძლია და ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა. რამაზ ზოიძემ ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მესამედ მოიპოვა და ამასთან, ასაკობრივი ევროპირველობის გამარჯვებული კარიერაში მეხუთედ გახდა.

მეტი...

“მინისტრობა საშუალოდ 1 წელი გრძელდება, რაც მათ მოტივაციას უკარგავს” – ნარჩემაშვილი სამთავრობო ცვლილებებზე

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, პარლამენტის წევრი კობა ნარჩემაშვილი მიიჩნევს, რომ მინისტრებს მოტივაციას უკარგავს ის, რომ თანამდებობაზე მათი მუშაობის პერიოდი საშუალოდ ერთი წლის განმავლობაში გრძელდება. ეს მცირე პერიოდი კი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მათ სფეროში რეფორმების გაატარონ და პრინციპული ცვლილებები განახორციელონ.   როგორც კობა ნარჩემაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უკანასკნელი 10 წლის პოლიტიკურ პროცესებს თუ გადავხედავთ, მინისტრები ძალიან მოკლე დროში ტოვებენ თავიანთ თანამდებობებს და იცვლებიან.   “როგორ შეიძლება, რომელიმე მინისტრს მოვთხოვოთ რეფორმის გატარება, როცა გადახედავს თავის წინამორბედებს და ხედავს, რომ მინისტრებს საშუალოდ 1 წელი არ გამოსდით თანამდებობაზე ნამუშევარი. რა ხედვების რეალიზების შესაძლებლობა ექნებათ,…

მეტი...

სასჯელაღსრულების იუსტიციიდან გამოყოფა წულუკიანისთვის შეიძლება საბაბი იყოს, რეალური მიზეზი კი სხვა – კობა ნარჩემაშვილი

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, პარლამენტის დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი ვერ ხედავს პრინციპულ მნიშვნელობას, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი იუსტიციის სამინისტროს დაექვემდებარება თუ ცალკე სამსახურის სახით იარსებებს. შესაბამისად, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის პრინციპული პოზიცია მისთვის მისაღებია.   “თუ ამ დაწესებულებას ექნება მართვის საკმაოდ ძლიერი ვერტიკალი, არანაირი პრობლემა არ არის იყოს სამინისტროს დაქვემდებარებაში. თუმცა, ზოგადად ცუდიც არ არის მისი იუსტიციის სამინისტროში ყოფნა, შეიძლება ეს იყოს საბაბი და მიზეზი აბსოლუტურად სხვა იყოს. თეა წულუკიანი დიდი ხანია მთავრობაშია. უკვე მე-7 წელია. ეს რეკორდული მაჩვენებელია და მეტყველებს მის პრინციპულ შეხედულებებზე, სტაბილურობაზე. მეორე მხრივ ამ 7 წლის განმავლობაში, როგორც წესი ძალიან ბევრი…

მეტი...

ალგეთის ეროვნულ პარკში ეკოტურისტული ატრაქცია – თოკების პარკი მოეწყობა

საქართველოში, ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე ალგეთის ეროვნულ პარკში ახალი ეკოტურისტული ატრაქცია – თოკების პარკი მოეწყობა. „თოკების პარკი“ წარმოადგენს ეკო-საგანმანათლებლო ატრაქციას და გარემოში არსებულ შემეცნებით გასართობ ადგილს. ეკოტურისტული ობიექტი გათვლილი იქნება სხვადასხვა სეგმენტის ვიზიტორზე და განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება გარემოს დაცვის პოპულარიზაციის თვალსაზრისით. როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, ეკოტურისტული ატრაქცია ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას. ” ახალ ტურისტულ სეზონზე ვიზიტორები ახალაშენებული ვიზიტორთა ცენტრითა და კეთილმოწყობილი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურით სარგებლობას შეძლებენ,” – განაცხადეს დაცული ტერიტორიების სააგენტოში. ალგეთის ეროვნული პარკის ეკოტურისტული განვითარებისთვის 250 000 ლარი დაიხარჯება.

მეტი...

ძიუდოში, ევროპის სამგზის პრიზიორი მეუღლეზე ძალადობისთვის დააკავეს

ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრის, 22 წლის თორნიკე ნაგლიაშვილისთვის საპატიმრო სანქციაზე გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.  ” ფაქტი მოხდა გასულ კვირას. სპორტსმენი 5 მარტს დავაკავეთ. იყო ოჯახური ძალადობა და მუქარა. რაც შეეხება საპატიმრო სანქციას, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს. დანაშაული ჩადენილია ორი მუხლით – 11 პრიმა 151-ე და 126 პრიმა მუხლებით, რაც გულისხმობს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისთვის, მუქარას და ოჯახში ძალადობას”, – განუცხადეს “მედიაცენტრ მთავარს” შინაგან საქმეთა სამინისტროში. თორნიკე ნაგლიაშვილი სამართალდამცველებმა, ოჯახური ძალადობის ბრალდებით, 5 მარტს, საკუთარ სახლში დააკავეს. მომხდარის გამო იგი შეჯიბრებებზე ვეღარ გამოვიდა. ნაგლიაშვილს საქართველოს პირველობასა და შვეიცარიაში,…

მეტი...

ექსკლუზივი: სამეფო ოჯახთან დაკავშირებულ სკანდალურ განცხადებას დავით თარხან-მოურავი უარყოფს

პოლიტიკურ გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსში” უარყოფენ ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც სამეფო ოჯახთან დაკავშირებულ სკანდალზე დავით თარხან-მოურავის შეფასებას უკავშირდება. ​სოციალურ ქსელში გავრცელდა დეზინფორმაცია სათაურით – “სირცხვილია მეფის ბედს გლეხი მოსამართლეები წყვეტდნენ” – თარხან-მოურავი”. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა ირმა ინაშვილმა, აღნიშნულს ანტიჟურნალისტიკა უწოდა და ჟურნალისტის მხრიდან ბოდიშის მოხდა მოითხოვა. “სიყალბის გავრცელება ანტიჟურნალისტიკაა. მოიხადეთ ბოდიში და წაშალეთ ეს სიყალბე”, – წერს სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილი. “მედიაცენტრ მთავარს“ დავით თარხან-მურავის წარმომადგენელი ნინო გობეჯიშვილი დაუკავშირდა: „რა თქმა უნდა, ბატონი დავითი ამბობს, რომ ამ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ის არაფერ შუაშია.…

მეტი...

„თუ ჩემი პოზიცია არ იქნება გაზიარებული, სხვა შეასრულებს ჩემს უფლება-მოვალეობას“ – თეა წულუკიანი

​დაახლოებით 5 დღის წინ გაჩენილმა თემამ, შესაძლოა იუსტიციის მინისტრს დაკავებული სავარძელი დაათმობინოს. ყოველ შემთხვევაში, თავად მინისტრი აცხადებს, რომ საკითხი, რის გამოც ის იძულებულია აღნიშნულ სვლაზე იფიქროს, დაახლოებით 5 დღეა, გაჩნდა. კონკრეტულად რა არის ის პრინციპული თემა, რომლის არგაზიარების შემთხვევაში, თეა წულუკიანი თანამდებობას დატოვებს და მინისტრის პოზიციას არ გამოეტირება, არ აკონკრეტებს. ვერსია არაერთია, თუმცა კონკრეტიკა არც ერთი. „არის 4-5 დღის წინ გაჩენილი თემა, რომელიც ეხება ჩემი სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხს. ამ თემაზე მიმდინარეობს დისკუსია, მე მაქვს ჩემი ძალიან მყარი პოზიცია, რომელიც არც რომელიმე რეფორმას და არც პარლამენტში მიმდინარე რომელიმე პროცესს…

მეტი...

დღეს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი სხდომის 100 წლის იუბილე აღინიშნება

დღეს, 12 მარტს, საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, დამზადდა საიუბილეო მედალიონები, რომლებიც საქართველოს პარლამენტის მუზეუმსა და ლევილის მამულს გადაეცემა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ღონისძიებები სხვადასხვა ლოკაციაზეა დაგეგმილი – მათ შორის, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესა და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” პარლამენტში განუცხადეს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ღონისძიებები ქვეყნის ფარგლებს გარეთაც არის დაგეგმილი. საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება საზღვარგარეთ აკრედიტებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, ევროსაბჭოსა და სხვა საერთაშორისო ფორმატებში. საიუბილეო…

მეტი...