“მდინარე ვერეს ტრაგედიით ვერაფერი ისწავლეს” – ბეტონის სადინარში მოქცეული მდინარე ვარაზისხევი

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია” სოციალურ ქსელში, ვარაზის ხევში, მრავალსართულიანი შენობის მშენებლობის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს და მოსალოდნელი საფრთხის შესახებ წერს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მდინარე ვერეს ტრაგედიიდან 4 წლის თავზე, ანალოგიური შეცდომა მეორდება და ამჯერად მდინარე ვარაზისხევის ბეტონის მცირე სადინარში მოქცევა სურთ. აღნიშნულ მდინარეს კი მეწყრული პროცესები და წყალმოვარდნები ახასიათებს. “ისტორია მეორდება! ყველაფერი ზუსტად ისე, როგორც ვერეს ხეობაში!მშენებლებმა ვარაზისხევი მთლიანად ამოქოლეს კლდის ნაშალით და სამშენებლო მასალით. მდინარე ვარაზისხევი კი ბეტონის მცირე ზომის სადინარში მოაქციეს. მეწყრული პროცესებისა და წყალმოვარდნების (რაც ვარაზისხევს ახასიათებს) “შესაჩერებლად” რკინის მინი-კონსტრუქცია განათავსეს. ხევში მიმდინარეობს მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა. ფაქტია,…

მეტი...

ბაგებში, სასფლაოსთან მისასვლელი გზა მოწესრიგდა

თბილისის შემოგარენში, კერძოდ ბაგებში, უჩანეიშვილის ქუჩის პირველ გასასვლელში საგზაო სამუშაოები დასრულდა. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 2440 კვ.მ ფართობის გზა განახლდა.  სპეციალური ტექნიკის საშუალებით, მოეწყო გზის საფუძველი და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. პროექტის განხორციელების შედეგად, მოსახლეობა, რომელიც აღნიშნულ გზას სასაფლაომდე მისასვლელად იყენებს, განახლებული გზით ისარგებლებს.  როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ვაკის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, ბაგების სასაფლაომდე მისასვლელი გზა დიდი ხნის განმავლობაში ცუდ მდგომარეობაში იყო, რაც გადაადგილების პრობლემას ქმნიდა. მოამზადეს პროექტი. გზის განახლება 11 მისამართზე დასრულდა. “აქტიურ რეჟიმში მუშაობას განვაგრძობთ და უახლოეს მომავალში, დამატებით, რვა ობიექტის მოწესრიგებას დავიწყებთ”, – აცხადებენ გამგეობაში. საგზაო სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, შპს…

მეტი...

თბილისი-ნაფეტვრების გზა რეაბილიტირებულია

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა, ვაკის რაიონში, თბილისი-ნაფეტვრების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაასრულა. მოწესრიგდა გზის საფარი, მოეწყო სანიაღვრე სისტემა, რომელიც წლების განმავლობაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. ძლიერი წვიმის დროს გზა ზიანდებოდა. გზის მეორე ნაწილი მცხეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, სადაც სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. დასრულებულ პროექტს თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, რეაბილიტაციამდე აღნიშნულ მონაკვეთზე გრუნტის გზა არსებობდა და მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. „მოსახლეობის თხოვნა იყო, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე გარე განათების ბოძები დაგვემონტაჟებინა. ჩვენ, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას და უახლოეს მომავალში ეს…

მეტი...

მაღალმთიან რეგიონებში რძის გადამამუშავებელი საწარმოები აშენდება

მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2019 წელს, ახალქალაქის, წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში რძის გადამამუშავებელი საწარმოები აშენდება. თითოეული საწარმოს სიმძლავრე დღიურად 10 ტონას შეადგენს. საწარმო აშენდება დუშეთშიც, რომლის სიმძლავრე 1.5 ტონა იქნება. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აშენებული საწარმოები პირდაპირი მიყიდვის წესით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს შეღავათიან ფასად გადაეცემა, რომლებიც პროგრამით დადგენილ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ. მისივე ინფორმაციით, საწარმოებში, როგორც ქართული, ასევე ევროპული ტიპის ყველის წარმოება იქნება შესაძლებელი.

მეტი...

ხაშურში, 1500 -ზე მეტ სპორტსმენზე გათვლილი სპორტის სასახლე გაიხსნა

ქალაქ ხაშურში, იმერეთის ქუჩის N103-ში, ახალაშენებული, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი გაიხსნა, სადაც 1500 -ზე მეტი სპორტსმენი სპორტის სხვადასხვა სახეობაში ივარჯიშებს. ​შენობაში 40 ადამიანზე გათვლილი სასტუმრო განთავსდა, ხოლო ეზოში ავტოსადგომი, მინისტადიონი, საჩოგბურთო მოედანი და რეკრეაციული ზონა მოეწყო. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ხაშურის მინიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, ​სპორტული კომპლექსი ყველა თანამედროვე სტანდარტს პასუხობს და ადაპტირებულია შშმ პირებზე. კეთილმოეწყო საკალათბურთო, ფუტსალის, საჭიდაო, ძალოსნობის და ფიტნეს დარბაზები. შენობის მეორე სართულზე განთავსებულია საჭადრაკო ოთახი და სატრენაჟორო დარბაზი. დასრულებულია მცირე საკონფერენციო დარბაზისა და კაფე-სასადილოს მოწყობაც.   მათივე ინფორმაციით, ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოებზე 700 000 ლარი დაიხარჯა. მთლიანად სპორტული კომპლექსის მშენებლობა ადგილობრივი…

მეტი...

კინოსა და თეატრის მსახიობი ია ხობუა გარდაიცვალა

საქართველოს კინოსა და თეატრის მსახიობი, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი და სახალხო არტისტი ია ხობუა 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ია ხობუა 1938 წლის 26 ივლისს ქალაქ ბათუმში დაიბადა და მაყურებელს თავი არაერთი სპექტაკლითა და კინოროლით დაამახსოვრა. ქართულ კინოში შემოქმედებითი საქმიანობა 1958 წელს დაიწყო. შესრულებული აქვს როლები ფილმებში: „ნატვრის ხე“, „დათა თუთაშხია“, „ძაღლი“, „ფიროსმანი“, „ფატიმა“; სპექტაკლებში: „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“, „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ და სხვა ცნობილ ფილმებსა თუ სპექტაკლებში.

მეტი...

სამხრეთ კორეამ რუსულ სატვირთო გემს საწვავის ჩასხმაზე უარი უთხრა

სამხრეთ კორეის პორტში რუსულ სატვირთო გემს აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო, საწვავის ჩასხმაზე უარი უთხრეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, საუბარია კომპანია „ჰუდსონის“ კუთვნილ ხომალდზე. აღნიშნული კომპანიისთვის აშშ-ს სანქციები აქვს დაწესებული. ინციდენტი სამხრეთ კორეის პორტ პოჰანგში მოხდა. რუსულმა კომპანიამ პორტის ადმინისტრაციას, დიზელით უზრუნველყოფაზე უარის გამო, პროტესტი გამოუცხადა. წერილში აღნიშნულია, რომ გემი ავარიულ მდგომარეობაშია და ელექტროგენერატორებისთვის საწვავს საჭიროებს. როგორც „ინტერფაქსი“ წერს, გემის ეკიპაჟი დროებით სასტუმროში გადაიყვანეს. შეგახსენებთ, აშშ-ს რუსული კომპანიები ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევაში არაერთხელ დაუდანაშაულებია.

მეტი...

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია ხვალიდან იწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაცია ხვალიდან იწყება. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფო გორგოძემ განაცხადა, რეგისტრაცია 10:00 საათზე დაიწყება და 3 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. მონაწილეობის მიღების მსურველებს შეუძლიათ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე (www.naec.ge და online.naec.ge) ელექტრონულად დარეგისტრირდნენ. „მნიშვნელოვანია, რომ აბიტურიენტებმა, მაგისტრანტებმა და სტუდენტებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ რეგისტრაციის ვადებსა და ყველა ინფორმაციას, რომელიც ხვალ დილიდან დაიდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე“, – განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ. აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. პირველ, ძირითად…

მეტი...

თბილისში მეორადი საბურავების და მარტივად აალებადი ნივთიერების განთავსება ან რეალიზაცია დასჯადი ხდება

2019 წლის პირველ ივლისიდან, თბილისში მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების,მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთის/ნივთიერების განთავსება ან რეალიზაცია იმ ადგილებში, რომლებიც საამისოდ არ არის განსაზღვრული დასჯადი ხდება. “აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით; იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით; აღნიშნული დარღვევა ჩადენილი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო…

მეტი...

ცხოველის ან ფრინველის არასათანადო მოპყრობისათვის, სასჯელი გამკაცრდა

საქართველოში, ცხოველებისადმი სასტიკი და არასათანადო მოპყრობისათვის, სასჯელი გამკაცრდა. კანონის თანახმად, ცხოველის ან ფრინველისადმი არასათანადო მოპყრობა, რაც გულისხმობს მათ წვალებას, ტანჯვას, ტკივილის მიყენებას, სხეულის დაზიანებას, ფიზიკურ შეწუხებას, როგორც ერთჯერადად, ასევე განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, – 100 ლარიდან 500 ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს. “ცხოველის წამება, სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით – ვადით ასოციდან ორასორმოც საათამდე, შინაპატიმრობით – ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ერთ წლამდე; იგივე ქმედება, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის, მცირეწლოვნის თანდასწრებით, – ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან შინაპატიმრობით,…

მეტი...

საქართველოში 171 663 სპორტსმენი, 6 900 მწვრთნელი და 2 739 მსაჯი ფიქსირდება

ქართული სპორტის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოში 171 663 სპორტსმენი, 6 900 მწვრთნელი და 2 739 მსაჯი ფიქსირდება. გენდერლი ბალანსის მიხედვით კი კაცი სპორტსმენების ხვედრითი წილი 77%-ია, ხოლო ქალი სპორტსმენების – 23%. როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, საქართველოში სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩართულ პირთა რაოდენობა 20%-ით გაიზარდა. “სპორტში ჩართულობის ზრდას ხელი შეუწყო ბოლო წლებში საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა, რაც ძირითადად გამოიხატება სპორტის ბიუჯეტის ზრდაში, ინფრასტრუქტურის განვითარებაში, სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის დანერგვასა და ამ სფეროს მიმართულებით კანონმდებლობის დახვეწაში,”- აცხადებენ სამინისტროში.

მეტი...

ბაგრატიონები ერთმანეთის მეფეთა დინასტიასთან კავშირს ვერ ხედავენ და მის დადასტურებას დნმ-ის ანალიზით ითხოვენ – სამეფო ოჯახის დაპირისპირება ჩიხში შევიდა

„ნუგზარ ბაგრატიონს ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის მეფეებთან არანაირი კავშირი არ გააჩნია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დნმ-ის ანალიზის წარმოდგენა უნდა შეეძლოთ, რასაც თავს არიდებენ“ – აღნიშნული განცხადება ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მეუღლის, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ „მედიაცენტ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. უფლებადამცველის განმარტებით, მოსარჩელე მხარე აცხადებს, რომ პეტრე ალექსანდრეს ძე გრუზინსკის შთამომავლები არიან, რომელიც რუსეთის იმპერიის განათლებული თავადი იყო და არა – მეფე. „ისტორიული კვლევის საფუძველზე, საქართველოს ისტორიულ არქივში გამოიძიებული იქნა დოკუმენტები და მოსარჩელე მხარე აცხადებს, რომ არიან პეტრე ალექსანდრეს ძე გრუზინსკის შთამომავლები, რომელიც იყო რუსეთის იმპერიის განათლებული თავადი და არა მეფე. არ არსებობს…

მეტი...

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ყოფილი მეუღლის სამეფო ოჯახს, დავის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

„ჩემი მარწმუნებლის სახელით ვაცხადებ, ძალიან ვწუხვართ, რომ გვიწევს ამ დავაში მონაწილეობა. ჩვენი მხარე არ არის მოცემული დავის ინიციატორი. ვმონაწილეობთ, როგორც მოპასუხე მხარე, ჩვენ გვიჩივიან და იძულებული ვართ, თავი დავიცვათ“, – აღნიშნულის შესახებ, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მეუღლის, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა, ლევან ჩხეიძემ „მედიაცენტ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. უფლებადამცველის თქმით, აღნიშნული დავა არის უკიდურესად არასერიოზული, დროში და სივრცეში რეალობას აცდენილი, რაც საზოგადოების გაღიზიანებას იწვევს.    „დღევანდელ დღეს ჩვენი საზოგადოების წინაშე დგას სხვა ყოფითი პრობლემები და საზოგადოებისთვის გამაღიზიანებელია მსგავს თემაზე დავა. მოსარჩელე მხარეს მოვუწოდებთ, შეწყვიტოს ეს არაფრის მომცემი დავა და დავუბრუნდეთ პირვანდელ მდგომარეობას, რადგან…

მეტი...

რეგისტრირებულ ავტომობილთა 91 პროცენტი 10 წელზე მეტი ხნისაა – ვაჟა იორდანიშვილი

„საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარე ვაჟა იორდანიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ავტომობილების ტექნიკურ ინსპექტირებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ამ მხრივ, მოძველებული ავტოპარკი და ავტომობილთა 91 პროცენტის ხანგრძლივვადიანობაა. „ყველაზე სერიოზული პრობლემა არის ის, რომ მილიონ 200 ათასი რეგისტრირებული ავტომობილიდან, 10 წელზე მეტი ხნისაა მათი 91 პროცენტი. შესაბამისად, მოძველებული პარკი გვაქვს და შეიძლება ითქვას, რომ ტექნიკურად გაუმართავიც“, – აცხადებს იორდანიშვილი. მისი თქმით, ინპექტირების შედეგებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან მომავალი წლიდან გამონაბოლქვის მიმართ კონტროლი მკაცრდება. „შედეგებზე შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც დამთავრდება 2019 წელი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგი 2020 წელიც, იმიტომ რომ…

მეტი...

ავტომანქანების 45%-მა ტექდათვალიერება ვერ გაიარა

„ტექდათვალიერების შედეგად, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან დღემდე, ავტომობილთა 45 პროცენტი დახარვეზდა, საიდანაც 10-15 პროცენტი გამონაბოლქვზე და დაახლოებით ამდენივე პროცენტი სამუხრუჭე სისტემასთან დაკავშირებით მოდის, დანარჩენი კი, ძირითადად ვიზუალური ხარვეზებია“, – აღნიშნულის შესახებ „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარე ვაჟა იორდანიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. „პირველი იანვრიდან დღემდე 140 ათას ერთეულ ავტოსატრანპორტო საშუალებას ჩაუტარდა ინპექტირება. აქედან 78 ათასი ვარგისადაა მიჩნეული, ხოლო 62 ათასი უვარგისია, ანუ ავტომობილების 45-მა პროცენტმა ინსპექტირება ვერ გაიარა. თუმცა ინსპრეტირებაგავლილ 55 პროცენტში, არის განმეორებით მისული ავტომობილები, რომელთა გამართულობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია“, – აღნიშნა ვაჟა იორდანიშვილმა.   მისი თქმით, ავტომობილების დახარვეზების…

მეტი...

ელექტრომობილების ტექდათვალიერება გაიაფდა – ვაჟა იორდანიშვილი

“სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტში ცვლილებები შევიდა, რის მიხედვითაც ელექტრომობილების ტექდათვალიაეება 20 პროცენტით გაიაფდა”, – ამის შესახებ „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარე ვაჟა იორდანიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ცვლილება შევიდა ორ რეგლემენტში: ეს არის 37-ე და 510-ე. 37-ე რეგლამენტი ინსპექტირების პერიოდულობას და საფასურების ითვალისწინებს, ხოლო 510-ე, – მოთხოვნებს ავტომობილების მიმართ. რაც შეეხება პერიოდულობას და საფასურებს, საფასურების ნაწილში ელექტრომობილებს შეეხო ცვლილება. 20 პროცენტით გაიაფდა და სამოცი ლარის ნაცვლად ეღირება 48 ლარი, ეს ეხება მხოლოდ ელექტროძრავით აღჭურვილ ავტომობილებს. ასევე პერიოდულობის მიმართულებით, ცვლილება შეეხო ტაქსებს, ტაქსები გამოშვებიდან ერთი წლის შემდეგ, წელიწადში ორჯერ გაივლიან…

მეტი...

საპარლამენტო დელეგაცია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შეხვედრებს გამართავს

საპარლამენტო დელეგაცია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის ხელმძღვანელობით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შეხვედრებს გამართავს. როგორც მმართველი კოალიციის შემადგენელი პარტიების, ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრები ბუნდესტაგშია დაგეგმილი, სადაც საუბარი იქნება აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და ადგილობრივ თვითმმართველობებში ადამიანის უფლებათა დაცვის აქტუალურ საკითხებზე.  „გერმანია ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და ძლიერი პარტნიორია. ვფიქრობთ, ეს ვიზიტი მოემსახურება ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და გერმანიიდან უფრო მეტი მხარდაჭერის მოპოვებას, პირველყოვლისა, ბუნდესტაგის დონეზე. გერმანიის მხარდაჭერა დიდ პოზიტიურ როლს თამაშობს ჩვენი ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. “ – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე…

მეტი...

“საქართველოს სატრანსპორტო პოლიტიკის ხედვა არ გააჩნია” – 10 კილომეტრიანი კოლაფსი მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მიმართულებით

“მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე საცობის პრობლემა აქამდეც არსებობდა, მაგრამ ასეთი მწვავე არასდროს ყოფილა. საქმე გვაქვს რამდენიმე კილომეტრიან საავტომობილო კოლონასთან, რომელიც გაჩერებულია საზღვრის მიმდებარედ, ქმნიან ავარიულ სიტუაციებს და სერიოზულ ეკოლოგიურ პრობლემებს”, – ამის შესახებ საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი, „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრობს. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ გზაზე არსებული საცობი ავარიულ სიტუაციებს ქმნის და ქვეყნის ეკოლოგიას აზიანებს, პრობლემას ქმნის ტურისტული მიმართულებითაც, რის გამოც ბევრი ადგილობრივი მაცხოვრებელი თუ ტურისტი გუდაურში დასვენებას თავს არიდებს. „ძალიან ბევრი მიმართულებით ქმნის პრობლემებს, მათ შორის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მხრივ. ჩვენი ინფორმაციით, ბევრმა…

მეტი...

უნიკალური შესაძლებლობების მქონე რობოტი „კუკა“ უკვე თბილისშია

7 მარტს თბილისში ევროკავშირის ხელშეწყობით დაფუძნებული სოციალური საწარმო “3D RTC” ოფიციალურად გაიხსნა. საწარმოში სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი 2 მოზარდი დასაქმდა, რომელთა თვიური ანაზღურება 375 ლარია. სოციალური საწარმო “3D RTC” ადგილობრივ ბაზარზე მომხმარებელს უნიკალურ სერვისს შესთავაზებს. რობოტი „კუკა“ საქართველოში პირველია და ის ქართულ ბაზარზე თანამედროვე უახლესი ტექნოლოგიების მოყვარულთ მაღალი ხარისხის მომსახურებას შესთვაზებს. „კუკა არის საწარმოო რობოტი და აკეთებს ყველაფერს რაც რობოტს შეუძლია. ჩვენ პირველ ეტაპზე გამოვიყენებთ მას ქანდაკებების დასამზადებლად და 2D ბეჭდვაში. ჩვენ 20 წელია ბაზარზე ვმუშაობთ, ვქმნით კონცერტების დიზაინს, ვამზადებთ სცენებს, ვაწყობთ ივენთებს. პირველი შეკვეთა სწორედ სცენის გაფორმებასთან და დეკორაციების…

მეტი...

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი დავით ბაგრატიონ-მუხრანელს, სასამართლოში უჩივის

თბილისის საქალაქო სასამართლო სამეფო ოჯახის დაპირისპირებას განიხილავს, სადაც ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სამეფო ოჯახის სახელის უნებართვოდ გამოყენებას ედავება. „დავის საგანს წარმოადგენს დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ სამეფო სახლის სახელით სარგებლობის აღკვეთა. მას არ აქვს უფლება,რომ საქართველოს სამეფო სახლის სახელით ისაუბროს, განახორციელოს შეხვედრები,შეიყვანოს შეცდომაში საერთაშორისო საზოგადოება,. მას აქვს თავის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია, რომ წარმოადგენს ისეთი მეფეების შთამომავალს როგორიც არის ერაკლე მეორე, ალექსანდრე მეექვსე, რომელსაც საქართველოს ისტორიაში არავინ იცნობს. ერაკლე მეორე ასოცირდება ერეკლე მეორესთან, რომელთანაც მუხრანელი ბაგრატიონების შტოს არანაირი შეხება არ აქვს. ალექსანდრე მეექვსეს სურათად აკაკი წერეთლის სურათი ჰქონდა განთავსებული, რაც საერთაშორისო საზოგადოებისთვის არის გათვლილი“-აცხადებს…

მეტი...