„პატარა მოედანზე ნავარჯიშევ სპორტსმენს, დიდ შედეგებს ვერ მოსთხოვ“ – ფიგურული სრიალის სპორტული ცენტრი 55 წლის გახდა

ფიგურული სრიალის ქართული ისტორია ბაკურიანში, გაყინულ ტბაზე, 1960 წელს დაიწყო. იმ დროისათვის, მხოლოდ 11 წლის, ამჯერად საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ქალაქ თბილისის მერიის მარინა ცერცვაძის სახელობის ფიგურული სრიალის სპორტული ცენტრის დირექტორი ირაკლი ჯაფარიძე, პირველივე დღიდან აქტიურად ჩაერთო ზამთრის სპორტის ამ მომხიბვლელ სახეობაში და დღემდე უამრავი წარმატების ავტორი და ჯილდოს მფლობელი, საქმის ერთგული და უდიდესი მოამაგეა. წელს საციგურაო ცენტრი საიუბილეო თარიღს აღნიშნავს, 55 წლის გახდა. მისი ხელმძღვანელი ირაკლი ჯაფარიძე კი „მედიაცენტრ მთავართან“ ცენტრის დაარსების ისტორიას და მიღწეულ წარმატებებს იხსენებს: გაყინულ ტბაზე დაწყებული ფიგურული სრიალის ისტორია 1960 წელს, მაშინდელმა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა,…

მეტი...

გერმანელი მეცნიერი ქართულ მედიაში ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლებს სასამართლოში უჩივის

რამდენიმე დღის წინ, ქართულ მედიასივრცეში გერმანელი ქართველოლოგის და კავკასიოლოგის, ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორის იოსტ გიპერტის სახელით, გამოქვეყნდა ფაბრიცირებული ტექსტი, რომ თითქოს ქართველი ერი კულტურულად არშემდგარი ერია, რომ იგი მონობისადმი არის მიდრეკილი და ა.შ, რაც არის აბსოლუტური სიყალბე, – ამის შესახებ ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი მანანა თანდაშვილი “მედიაცენტრ მთავართან” საუბრობს და აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტი არის სამარცხვინო ცილისწამება იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვისაც ქართულ მწერლობაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი. მისივე თქმით, გერმანელი მეცნიერი ფაქტს კატეგორიულად უარყოფს, თავს შეურაცხყოფილად თვლის და ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლებს სასამართლოში უჩივის. “იოსტ გიპერტის სახელით გამოქვეყნებულმა გაყალბებულმა განცხადებამ ქართველ…

მეტი...

“შემინდეთ და მომიტევეთ” – სალომე ზურაბიშვილი

ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დღეს, შენდობის დღეს ანუ მიტევების კვირას აღნიშნავს, რის შესახებაც სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ წირვა აღავლინა. წირვას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა, რომელმაც შენდობა ითხოვა და საზოგადოებას ერთმანეთის მიტევებისკენ მოუწოდა. „დღეს არის შენდობის დღე. შემინდეთ და მომიტევეთ და რაც მთავარია, ერთმანეთს შევუნდოთ“, –  განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, სამების ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან.  ხვალიდან უკვე სააღდგომო მარხვა იწყება, რომელიც 28 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულით დასრულდება.

მეტი...

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე ავტომობილების 10-კილომეტრიანი საცობის პრობლემა ტურისტულ სეზონზე გამწვავდება – დავით მესხიშვილი

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი, „მედიაცენტრ მთავართან“ მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე არსებულ სატვირთო ავტომობილების 10-კილომეტრიან საცობზე საუბრობს და აცხადებს, რომ მთავრობა პრობლემის მოსაგვარებლად, რის შედეგადაც საავარიო სიტუაციები იქმნება და ეკოლოგიური მდგომარეობა უარესდება, არაფერს აკეთებს. “მძიმე სურათი თვეებია, გრძელდება,  საქართველოს მთავრობის შესაბამისი უწყებები კი ამ საკითხზე დუმან. ბოლო დროს ტრაილერებით ტვირთის გადაზიდვის მაჩვენებელმა მკვეთრად იმატა, რაც ერთი შეხედვით, თითქოს კარგია, მაგრამ სინამდვილეში ეს რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის კლებას იწვევს და საგზაო უსაფრთხოებას საკმაოდ დიდ პრობლემას უქმნის. წარმოუდგენლად დიდია სატვირთო ავტომობილების კოლონა, რომელსაც დაკავებული აქვს გზის მთლიანი ნაწილის ერთი სამოძრაო ზოლი, რის…

მეტი...