“ევროპული საქართვლოს” წევრს თავს დაესხნენ

“ევროპული საქართველოს” წევრ დავით ნაფეტვარიძეს თავს დაესხნენ. შემთხვევა თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე მოხდა. დავით ნაფეტვარიძეს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული და თითი აქვს მოტეხილი. მას თავს უცნობი მამაკაცი იმ დროს დაესხა, როცა მეუღლესთან ერთად ქუჩაში მიდიოდა. ექიმის თქმით, პაციენტს ტვინის შერყევის ნიშნები აღენიშნება, კეფის არეში კი დიდი ზომის ჰემატომა აქვს. „ევროპული საქართველოს“ წევრის მეუღლის თქმით, დავით ნაფეტვარიძე მომხდარ თავდასხმას პოლიტიკას უკავშირებს. “მზიურიდან წამოვედით ფეხით. ეს ტიპი დიდი ქვით უკან მოგვყვებოდა. ვერცერთი წამით ვერ დავუშვი, რომ ჩვენ მოგვყვებოდა. აქ რომ მოვედით, ჩაარტყა და ქვევით ჩააგდო, ქვევით იპოდრომზე. ბევრჯერ ურტყამდა…

მეტი...

2018 წელს, საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეებზე 5006 ბინადრობის მოწმობა გაიცა – იოსებ ნანობაშვილი

საბერძნეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის, იოსებ ნანობაშვილის განცხადებით, გასულ 2018 წელს, საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეებზე 5006 ბინადრობის მოწმობა გაიცა, მათ შორის 2286 პირველადი ბინადრობის ნებართვა იყო, – ამის შესახებ ნანობაშვილი მიმართვას ავრცელებს. როგორც ელჩი აღნიშნავს, ბერძენ კოლეგებთან ინტენსიურად განიხილავენ ჩვენს თანამემამულეებზე ბინადრობის ნებართვების გაცემის გამარტივების საკითხს, რაც საქართველოს საელჩოს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. „ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ საბერძნეთის რესპუბლიკის ყველა შესაბამის სტრუქტურასთან, მათ შორის მიგრაციის პოლიტიკისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან, საბერძნეთის პარლამენტთან. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ბერძენ კოლეგებთან ინტენსიურად ვიხილავთ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ჩვენს თანამემამულეებზე ბინადრობის ნებართვების გაცემის გამარტივება, საქართველოს მოქალაქეების განცხადებების განხილვის პროცესის დაჩქარება, საბერძნეთის…

მეტი...

ხვალ “ვახუშტის ხიდზე” მოძრაობა შეიზღუდება

“ვახუშტის ხიდის” სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 10 მარტს, კვირას, დილის 09:30-დან 11:30 საათამდე ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება”, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. “10 მარტს, კვირას, დილის 09:30-დან 11:30 საათამდე, “ვახუშტის ხიდის” სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, შეიცვლება დიდუბიდან “ვახუშტის ხიდის” გავლით, სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები: საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის”, – ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

ვეძებთ პროფესიონალ კადრებს, რომლებიც გარკვეულ ავტორიტეტს წარმოადგენენ თავიანთ რეგიონში – სოზარ სუბარი

“ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც გარკვეულ ავტორიტეტს წარმოადგენენ თავიანთ რეგიონში, სოფელში, მუნიციპალიტეტში, ქვეყნის მასშტაბით” – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” წამყვანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” სჭირდება საქმის პროფესიონალი ადამიანები და აქტიური ახალგაზრდები.   “ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც გარკვეულ ავტორიტეტს წარმოადგენენ თავიანთ რეგიონში, სოფელში, მუნიციპალიტეტში, ქვეყნის მასშტაბით, რომლებიც არიან საქმის პროფესიონალები, ან შეიძლება არ იყოს პროფესიონალი, რადგან ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ ძალიან აქტიურია, მხარდამჭერია ჩვენი, იქაური აქტივის წევრია და აძლევენ კარგ დახასიათებას, რომ შეიძლება გარკვეულწილად, პარტიულ საქმიანობაში გაამოვიყენოთ, ან სხვაგან მივცეთ რეკომენდაცია”, – განაცხადა…

მეტი...