“სიცხიანმა და ნამძინარევმა ვიფიქრე, ვიდეოს დავაჭირე მეთქი, “ლაივი” საიდან ჩაირთო, არ ვიცი” – ემზარ კვიციანი

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის” წევრი ემზარ კვიციანი „მედიაცენტრ მთავართან“, სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, კომენტარს აკეთებს. როგორც ცნობილია, დეპუტატს შემთხვევით „ფეისბუქლაივი“ ჩაერთო, რაც სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა. როგორც კვიციანი აცხადებს, მაღალი სიცხის გამო აქციაზე წასვლას ვერ ახერხებდა, სადაც სიტყვით უნდა გამოსულიყო და ამის სათქმელად კოლეგისთვის უნდა დაერეკა, რა დროსაც, შემთხვევით „ფეისბუქლაივი“ ჩაირთო. „ავად ვარ, გაციებული ვარ, რაღაც ვირუსი შემეყარა. იმ დღეს სხდომაზე მივედი, რეგისტრაციაც გავიარე, მაგრამ სიცხემ ამიწია და სახლში წამოვედი… ჩავწექი, ჩაი და წამლები დავლიე და თურმე ჩამძინებია. არადა, სამ საათზე სასამართლოსთან, აქციაზე უნდა ვყოფილიყავი, სიტყვით უნდა…

მეტი...

კახეთის გზატკეცილზე, კაპიტალურად აღდგენილ მარჯვენა სათადარიგო ზოლზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა

ქალაქ თბილისის მერმა კახა კალაძემ, სამგორის რაიონის მაჟორიტარ პარლამენტის წევრ შოთა ხაბარელთან და ისნის რაიონის მაჟორიტარ პარლამენტის წევრ ირაკლი აბუსერიძესთან ერთად, კახეთის გზატკეცილზე, კაპიტალურად აღდგენილი შვიდკილომეტრიანი მარჯვენა სათადარიგო ზოლი დაათვალიერა, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა. სათადარიგო ზოლის რეაბილიტაცია ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ განხორციელდა, აღდგენითი სამუშაოები კი კომპანია „ბლექ სი გრუპმა“ აწარმოა. დასრულებული სამუშაოების დათვალიერებისას, თბილისის მერთან ერთად იმყოფებოდნენ: მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, სამგორის რაიონის გამგებელი კახა გულედანი, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, საკრებულოს წევრები: ბექა დავითულიანი, ლევან დავითაშვილი და გიორგი დოხტურიშვილი.

მეტი...

შორს ვარ აზრისგან, რომ გახარია და ხაზარაძე მსგავსი შინაარსის წერილებს წერენ – ირაკლი ლექვინაძე

​ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ საუბარი ქვეყანაში ტოტალურ ბიზნეს ტერორზე უსაფუძვლოა, თუმცა მიუღებლად მიაჩნია, პოლიტიკოსების მხრიდან ბიზნესმენების მიმართ მიმართ არაკორექტული მოწოდებები.   ირაკლი ლექვინაძის თქმით, საქართველოში ბიზნესმენები არიან ის ადამიანები, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან საქმის კეთება. პოლიტიკოსები საკუთარი შეფასებებით და განცხადებებით არ უნდა უშლიდნენ ხელს ბიზნესმენებს აკეთონ თავიანთი საქმე და პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გახადონ მათი საქმიანობა. “შემიძლია გესაუბროთ ბევრ პრობლემურ საკითხზე, რომელიც დღეს ბიზნესს აწუხებს, თუმცა საუბარი ქვეყანაში ტოტალურ ბიზნეს ტერორზე უსაფუძვლოა. ჩვენ მზად ვართ ყველა ბიზნეს პრობლემაზე ვიმუშაოთ, მინიმუმ გვქონდეს ჩვენი აქტიური პოზიცია და მაქსიმუმ ვიმოქმედოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა…

მეტი...

კახეთის გზატკეცილის მარჯვენა სათადარიგო ზოლის რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კახეთის გზატკეცილზე, მარჯვენა სათადარიგო ზოლის კაპიტალური რეაბილიტაცია დაასრულა. სარეაბილიტაციო არეალში მოეწყო ტროტუარი და ბორდიური, დაახლოებით 70 000 კვ. მეტრზე დაიგო ასფალტის საფარი, მოწესრიგდა საკომუნიკაციო ქსელი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა დაზიანებულ სანიაღვრე ქსელს. მუშაობის შედეგს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.  მისი თქმით, უახლოეს მომავალში კახეთის გზატკეცილის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია დაიწყება. „დავასრულეთ კახეთის გზატკეცილის მარჯვენა სათადარიგო ზოლის რეაბილიტაცია. 7 კილომეტრზე მეტია მისი სიგრძე. მთლიანად მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები. დღეს უკვე მოასფალტებულია და ყველა სამუშაო დასრულებულია. დარჩენილია გამწვანების სამუშაოების ნაწილი და გზის დახაზვის…

მეტი...

ქართული განათლების სისტემა შრომის ბაზრის საჭიროებებზე არ არის მორგებული – პრეზიდენტი

ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, იქ მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს შეხვდა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, ქვეყანაში შრომის ბაზრის მიმართულებით შექმნილ ვითარებაზე ესაუბრა. პრეზიდენტი დაინტერესდა აპირებენ თუ არა საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი სტუდენტები სამშობლოში დაბრუნებას და პროფესიული კარიერის საკუთარ ქვეყანაში შექმნას.   როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, საქართველოს განვითარებისათვის მნიშვნელოვანია რომ ახალგაზრდებს, რომლებიც განათლებას უცხოეთში იძენენ, სამშობლოში დაბრუნება და შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების ქვეყნის სამსახურში ჩაყენება სურდეთ. მისი შეფასებით, ქართული განათლების სისტემა დღეს, ბოლომდე არ არის მორგებული შრომის ბაზრის საჭიროებებს. ერთი მხრივ, ქვეყანაში მაღალია უმუშევრობის მაჩვენებელი და მეორე მხრივ, კონკრეტული საჭიროებებისა და…

მეტი...

ქართულმა ანდაზამ ჰააგაში დაიდო ბინა

ნიდერლანდებში, ჰააგის ერთ-ერთ უბანში, ახლადგახსნილი გზის ტროტუარზე ქართული ანდაზა – “ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდებაო” ამოტვიფრეს. იდეა საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობის განხორციელდა.  როგორც “მედიაცენტრ მთავარს” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ლაიდენის უნივერსიტეტის ლინგვისტიკის პროფესორმა ინგრიდ ტიეკენ-ბუნ ვან ოსტადემ, იმ ენებზე შეაგროვა წარწერები, რომლებიც მსოფლიოს ერთ-ერთ ინტერნაციონალურ ქალაქში ისმის. ასეთი წარწერა 33 ენაზე შეაგროვა, რომლებიც ქალაქის ახლადგასნილი გზის ტროტუარზე განთავსდა. ამგვარად მოხვდა ქართული ანდაზა ჰააგის ცენტრალურ უბანში. მათივე ინფორმაციით, ინგრიდ ტიეკენ-ბუნ ვან ოსტადეს იდეა მოიწონეს ქალაქის მერიაში და ერთწლიანი სამუშაოების შემდეგ, პროექტი საზეიმო ვითარებაში ფართო საზოგადოებას წარუდგინეს. აღნიშნულ ფაქტს მშვიდობისა და მეგობრობის ინტელექტუალური კლუბ…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება პოზიტიური ნაბიჯია „ქართული ოცნებისთვის“ – მამუკა ბახტაძე

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ეს ძალიან პოზიტიური ნაბიჯი იქნება მმართველი პარტია „ქართული ოცნებისთვის“, რადგან პარტიული სტრუქტურების მუშაობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება და მეტად ეფექტიანი გახდება. ​როგორც მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ღარიბაშვილის გამოცდილება, მოტივაცია და ენერგია ძალიან მნიშვნელოვანია პარტიისთვის. „ირაკლი ღარიბაშვილი ყოველთვის იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი და ბუნებრივია, მასთან კომუნიკაცია მქონდა. ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, ყველა მივესალმებით, რომ ირაკლი დაბრუნდა პარტიაში ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე. ის პარტიაში, მისი შექმნის დღიდან ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდა “, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მეტი...

ბრალდება უნდა დაადასტურო ან ცრუ დასმენისთვის პასუხი აგო – მამუკა ბახტაძე „ფრესკოს“ დამფუძნებელს

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, სუპერმარკეტების ქსელ “ფრესკოს” დამფუძნებელ ვასილ სოფრომაძის ვიდეომიმართვას ეხმიანება და აცხადებს, რომ ბიზნესმენმა მძიმე ბრალდებება უნდა დაადასტუროს, ან ცრუ დასმენისთვის პასუხი აგოს. ვასილ სოფრომაძე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს, ბიზნესმენებთან ურთიერთობაში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მუქარაში სდებს ბრალს.   ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბიზნესმენს მოუწოდებს, საკუთარი ნათქვამის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტები გამოძიებას და საზოგადოებას წარუდგინოს. როგორც მამუკა ბახტაძე აცხადებს, დასაფასებელია თითოეულ ადამიანი, რომელიც თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის ქვეყანაში. დაუშვებელია ბიზნესის შევიწროება, უნდა ჩატარდეს გამოძიება, რადგან ხშირად დამახინჯებული და პოლიტიკურად მოტივირებული ინფორმაცია ვრცელდება.   “იმ ეკონომიკური გამოწვევების წინაშე, რომელიც აქვს ქვეყანას, განსაკუთრებით დასაფასებელია თითოეული მეწარმე, რომელიც თუნდაც ერთ…

მეტი...

სოფელ ხომულში, სკოლამდელი აღზრდილს დაწესებულება დღემდე არ არსებობდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხომულში, სკოლამდელი აღზრდის პირველი დაწესებულება გახსნეს. ბაგა-ბაღის შენობა გათვლილია 4 სასწავლო სააღმზრდელო ჯგუფზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილია სამზარეულო, საძინებელი, აქტივობების დარბაზი, სველი წერტილები. მომავალში დაგეგმილია საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა და ახალი ინვენტარის შეძენა. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” წყალტუბოს მერიაში განუცხადეს, მუნიციპალიტეტში ეს რიგით 23-ე საბავშვო ბაღია.  ხომულის ბაღს ამჟამად, 12 აღსაზრდელი ჰყავს. შენობის გახსნის საზეიმო ცერემონიალს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ახალაძე დაესწრნენ.   როგორც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძემ განაცხადა, სკოლამდელი განათლება ყველა ოჯახისთვის ხელმისაწვდომი უნდა…

მეტი...

ანაკლიის პორტი ჩემი სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია – მამუკა ბახტაძე

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძე პოლიტიკურ სპეკულაციას და უპასუხისმგებლოს უწოდებს მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, ქვეყნის ხელისუფლებას ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება არ სურს. როგორც პრემიერი აცხადებს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და მისი სტრატეგიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს იმას, რომ საქართველოს რეგიონული ჰაბი გახდეს, მათ შორის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით. მისივე თქმით, ანაკლიის პროექტში ის, სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული. „არ მგონია, ბევრი ადამიანი არსებობდეს, რომელსაც ისეთი ენერგია და დრო აქვს ინვესტირებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში, როგორიც მე, როგორც პრემიერ-მინისტრის, ისე ფინანსთა მინისტრისა და „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელის თანამდებობაზე…

მეტი...

დიდ დიღომში 10 საბავშო მოედნისა და 23 სკვერის მოწყობა იგეგმება

თბილისში, დიდ დიღომში 10 საბავშვო მოედანი და დასასვენებელი სივრცე მოეწყობა, მთლიანად საბურთალოს რაიონში კი 23 სკვერის გაკეთებაა დაგეგმილი.   როგორც საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ განაცხადა, დიდ დიღომში მასშტაბური პროექტების განხორციელება იგეგმება. “დასასვენებელი სივრცეების მოწყობა გამგეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ერთ-ერთი პროექტი პეტრიწის ქუჩის N5 ა-სთან უკვე დაწყებულია,” – განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა.

მეტი...

რა ელის ქუჩებს, რომელთა მოასფალტება ვერ ხერხდება? – თბილისის მერის პასუხი მოქალაქეებს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქუჩები, რომელთა მოასფალტება, გარკვეულ მიზეზთა გამო, ჯერჯერობით ვერ ხერხდება, ისეთ დონეზე მაინც უნდა მოწესრიგდეს, რომ მოქალაქეებმა გადაადგილება შეძლონ, – ამის შესახებ კალაძემ ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას ერთ-ერთი მოქალაქის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც გლდანის რაიონში, გიორგი ბაბილოძის ქუჩაზე გზის საფარის მოწესრიგებას ითხოვს. როგორც გლდანის რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ განმარტა, აღნიშნულ ქუჩაზე ამ ეტაპზე წყალარინების სისტემის მოწესრიგება მიმდინარეობს, რის შემდეგაც ასფალტის საფარს დააგებენ.   “სადაც გვაქვს ისეთი ქუჩები, რომ ვერ ვახერხებთ მოასფალტებას გარკვეული პრობლემების გამო. მაგალითად, GWP  ვერ შედის და ყველაფერს ერთად ვერ წვდება, ასეთი ქუჩები მოვაწესრიგოთ ისე, რომ ადამიანებს ელემენტარულად…

მეტი...

თბილისის საკრებულოში მრავალშვილიანი დედების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

თბილისის საკრებულოში მრავალშვილიანი დედების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მრავალშვილიანი დედების მიერ შექმნილი ხელნაკეთი აქსესუარები, სამკაულები და ნამუშევრები. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა ქალთა დღესასწაულები მიულოცეს როგორც გამოფენის მონაწილეებს, ისე მოწვეულ სტუმრებს. ,,მე თავად მრავალშვილიან ოჯახში აღვიზარდე და ზუსტად ვიცი, რამხელა ძალისხმევა სჭირდებათ მშობლებს. მიხარია, რომ თქვენი სახით არსებობენ ასეთი ძლიერი ადამიანები, რომ ოჯახთან ერთად  დრო შემოქმედებას, საკუთარ სულიერ განვითარებას დაუთმონ,“ – განაცხადა ბექა დავითულიანმა. გამოფენის მონაწილეებს მადლობის სიგელები გადაეცათ.

მეტი...

თბილისის მერია ე.წ ელიავას ბაზრობის გადატანის საკითხზე მუშაობს

თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილში, დიდუბის რაიონში არსებული საშენ-მასალების ე.წ ელიავას ბაზრობის პრობლემის მოსაგვარებლად, დედაქალაქის მერია 2 ვარიანტზე მუშაობს. საუბარია ბაზრობის სხვა ტერიტორიაზე გადატანზე ან ადგილზე თანამედროვე სავაჭრო ცენტრის მოწყობაზე. ამ თემაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ფეისბუქზე“ მიმდინარე ვიდეოდიალოგში ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკვე გაიმართა რამდენიმე შეხვედრა ბაზრობის მეპატრონეებთან და მათი მხრიდან საკითხისადმი დამოკიდებულება ჯანსაღია. „ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ის რაც დღეს ხდება ელიავას ბაზრობაზე, კატეგორიულად მიუღებელია. ერთია მისი გადატანის შესაძლებლობა და ყველანაირი პირობა უნდა შევუქმნათ ამ ადამიანებს, რომ დაეხმაროს მუნიციპალიტეტი და მეორეა, რომ ყველაფერი ისე გაკეთდეს, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია…

მეტი...

რკინეულობისა და ქვის მასალის ღია სივრცეში დამუშავების წესები გამკაცრდება

თბილისის დიდუბის რაიონის გამგებელ ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, ქალაქში, რკინისა და ქვის ღია სივრცეში დამუშავება უნდა აიკრძალოს, ეს პრობლემა დედაქალაქში, უკანასკნელი 20-30 წლის განმავლობაში მწვავედ დგას. განსაკუთრებით კი ე.წ ელიავას ბაზრობის მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს აწუხებთ.   „ეს არის ძალიან სერიოზული, 20-30 წლის პრობლემა. ცოტა ადრე, აგლაძის ქუჩაზე არსებულ ტროტუარზე ფეხით გავლა ფიზიკურად შეუძლებელი იყო. პირდაპირ საფეხმავლო ზოლზე ყიდდნენ ცემენტს, საბურავებს თუ ავტომობილის ზეთს. პრობლემა ამჟამად ნაწილობრივ მოგვარებულია. მუნიციპალურ ინსპექციასთან ერთად მუშაობით ტროტუარები მთლიანად გათავისუფლდა. დღეისთვის იქ მოსახლეობა ფეხით ჩვეულებრივ გადაადგილდება, მაგრამ ავტომატურად გაჩნდა იმის მოთხოვნილება, რომ ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით, გარეთ,…

მეტი...

რატომ ეგონა 80 წლის სესილია ექიმს ორსულად და რა ჩაატანა აკაკი შანიძემ საფლავში ექვთიმე თაყაიშვილს – ილიკო თაყაიშვილი საამაყო წინაპრებზე

მიმიკა, გარეგნობა, ხალასი გურული იუმორი და მანერები ერთი შეხედვითაც მიგანიშნებთ, რომ მეოცე საუკუნის ბებიად წოდებული გენიალური ქართველი მსახიობის, სესილია თაყაიშვილის ახლო ნათესავია. შვილიშვილი არა, მაგრამ ძმისშვილი, ილიკო თაყაიშვილი ნამდვილად “დოხტური” გამოვიდა და ბოლო წუთამდე გვერდიდან არ მოშორებია მამიდას, რომელსაც ასე ძალიან ჰგავდა.  წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის შთამომავალი, ანსამბლ “სუხიშვილების” პირველი თაობის მოცეკვავე ილიკო თაყაიშვილი 2015 წლის 7 სექტემბერს, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინტერვიუ, რომელსაც „მედიაცენტრი მთავარი“ გთავაზობთ, მის გარდაცვალებამდე ორი წლით ადრეა ჩაწერილი, როდესაც 87 წლის ექიმი, თბილისის ეგნატე ფიფიას სახელობის საავადმყოფოში, ჯერ კიდევ მოქმედი ქირურგი იყო. რა ჩაატანა საფლავში აკაკი…

მეტი...

ბეთანიის გზების რეაბილიტაციაზე 1 მლნ ლარი დაიხარჯება

თბილისის შემოგარენში, კერძოდ ბეთანიაში, გზების მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოებია დაგეგმილი. საგზაო პროექტზე ვაკის რაიონის გამგეობას 1 მლნ ლარზე მეტი თანხა აქვს გამოყოფილი.  როგორც ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ დედაქალაქის მერის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე ვიდეოდიალოგისას მოქალაქის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ბეთანიის შიდა გზები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. გასული წლების განმავლობაში გზების მოწესრიგებას 2015 წლის 13 ივნისის სტიქიამ შეუშალა ხელი. “ჩამოშლილი იყო წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი გზა. წელს კი ვაკის რაიონის გამგეობას დაგეგმილი აქვს მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები. კერძოდ, ასათიანის, ლებანიძის, ორბელიანის და სხვა ქუჩების რეაბილიტაცია, რომელიც რამდენიმე თვეში დაიწყება“, – განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

მეტი...

საქართველოს კონფლიქტურ ზონებში, 2009-2016 წლებში 14 000 ადამიანი დააკავეს – ანგარიში

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში 11 მარტს, 12:00 საათზე, ადამიანის უფლებათა ცენტრი წარმოადგენს ანგარიშს – „მავთულხლართების ზონა – ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზებზე“. ანგარიში, ძირითადად, ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოქალაქეებისგან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ადამიანის უფლებათა ცენტრში განუცხადეს, კვლევის მიმდინარეობისას ორგანიზაციის წარმომადგენლები 8 -ჯერ იმყოფებოდნენ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზებთან განლაგებულ 27 სოფელში. შეხვდნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს. მოისმინეს მათი პრობლემები და მიღებული ინფორმაცია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებით გაანალიზდა. მათივე ინფორმაციით, ანგარიში ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა და ანგარიში ასახავს…

მეტი...