პარლამენტიდან პროცესებმა გენერალურ პროკურატურაში გადაინაცვლა

გენერალური პროკურატურა, პარლამენტში მამუკა ხაზარაძის მხრიდან გაკეტებულ განცხადებებს პასუხობს და აცხადებს, რომ მისი სიტყვები სიმართლეს არ შეესაბამება. „მამუკა ხაზარაძე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის წინაშე მოწმის სახით გამოიკითხა 2018 წლის 26დეკემბერს. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მამუკა ხაზარაძემ გამოკითხვისას მიუთითა, რომ მან შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო მუქარის შემცველი წერილი, სიმართლეს არ შეესაბამება. გამოკითხვისას ხაზარაძემ ყურადღება გაამახვილა მხოლოდ ეროვნული ბანკის ოფიციალურ წერილზე, მისი და ბადრი ჯაფარიძის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ, რომელიც ხაზარაძემ მუქარად აღიქვა. მან ასევე, აღნიშნა, რომ 11 წლის წინანდელი საქმის ყველა უწყებაში ფორსირება ემსახურებოდა მათი…

მეტი...

“გპირდებით, გავასაჯაროებ” – მამუკა ხაზარაძე შს მინისტრისგან მიღებულ მუქარის წერილზე

„ასეთი შემოტევა 27 წლის განმავლობაში არ გვქონია. ჩავთვალეთ, რომ დასამალი არაფერია და მივეცით ყველა ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტი, რომელიც 11 წლის წინანადელი გვქონდა არქივში. წერილი იყო შს მინისტრისგან მოწერილი, ბატონ გახარიასგან. ეს არის მუქარის წერილი, რაღაცის შესრულების საფასურად, რომელიც ჩვენ არ გავაკეთეთ და არც გავაკეთებთ“ – ეს ხმაურიანი განცხადება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. ხაზარაძე იმ, ეგრეთწოდებული ხმაურიანი წერილის გასაჯაროებას აპირებს, თუმცა მხოლოდ მაშინ, როცა დარწმუნდება, რომ საგამოძიებო ორგანოები სათანადო ყურადღებას მიაქცევენ. „სიმართლე გითხრათ, ძალიან ცოტა იმედი მაქვს, რომ რაღაცები გაირკვევა ამ ქვეყანაში. გპირდებით, რომ ამას…

მეტი...

„შანტაჟის ენით საუბარი უნდა გაქრეს… ყველას მოუწევს პასუხი აგოს“ – შს მინისტრი მამუკა ხაზარაძეს

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებებს ჭორაობას უწოდებს და აცხადებს, რომ მას საკუთარი სიტყვებისთვის პასუხისგება მოუწევს. „ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების“ – ასე შეაფასა გიორგი გახარიამ პარლამენტის ტრიბუნიდან მამუკა ხაძარაძის გამოსვლა, სადაც ხაზარაძემ გახარია მუქარის წერილის გაგზავნაში დაადანაშაულა. „მე წერილებს არ ვწერ, სათქმელს პირდაპირ ვეუბნები, პირში, ყველას, მათ შორის იმ ხალხს, ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა მაქვს. პრივილეგირებულობა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ბიზნესში. საჯარო პოლიტიკიდან შანტაჟის ენით საუბარი უნდა გაქრეს და მიუხედავად ამ შანტაჟით ენის საუბრისა, ყველას მოუწევს პასუხი აგოს“…

მეტი...

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გასაძლიერებლად ბორჯომში შეხვედრა მიმდინარეობს

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ ორგანიზებით ქ. ბორჯომში, კავკასიის ზრუნვაზე ორიენტირებულ ორგანიზაციათა ქსელის შეხვედრა ტარდება, რომელშიც საქართველოს 10 რეგიონში მომუშავე 33 ორგანიზაცია ღებულობს მონაწილეობას. შეხვედრის ფორმატში მონაწილე ორგანიზაციები, რეგიონების მოსახლეობას სხვადასხვა სოციალურ სერვისების შესახებ ინფორმაციას უზიარებენ. ამ ყველაფრის მიზანი საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერება, სოციალური სერვისების ხარისხის გაუმჯობესება და ხელმისაწვდომობაა. როგორც საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნუკრი მილორავამ „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, სამუშაოს ბოლოს, ქსელის წესდებაც შემუშავდება. „პროექტი ოთხწლიანია და ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. ასევე, გავაღრმაოთ დიალოგი სამოქალქო ორგანიზაციებისა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის და რაც მთავარია, გავზარდოთ სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა…

მეტი...

ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის შენობას უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭება

ქალაქ ქუთაისში არსებული, კომპოზიტორ ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის ისტორიულ შენობას, ეროვნული კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად წარადგენენ. სათანადო დოკუმენტაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო უკვე ამზადებს.  საფუძვლიანი რესტავრაციის შემდეგ, ზაქარია ფალიაშვილის მუსიკალური საკრავები კვლავ დიდი კომპოზიტორის ქუთაისის მემორიალურ სახლ-მუზეუმს დაუბრუნდა. ქართული კლასიკური მუსიკის ფუძემდებლის მიერ ნაქონი ინსტრუმენტები – ფიზჰარმონია და პიანო დე მელოდიკა ისევ სამუზეუმო ექსპონატებად გამოიფინება. მუსიკალური საკრავების რესტავრაცია ქუთაისის კულტურულ-სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებასთან შარშან, გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყო. ქუთაისიდან თბილისში დადგენილი წესით ტრანსპორტირების შემდეგ, სამუზეუმო ექსპონატების აღდგენა განახორციელა რესტავრატორმა გიორგი შიოშვილმა, რომელიც საქართველოში…

მეტი...

საპარლამენტო უმრავლესობას კიდევ ორი დეპუტატი ტოვებს

​პარლამენტის დეპუტატებმა, გია ჟორჟოლიანმა და მირიან წიკლაურმა, უმრავლესობის რიგები დატოვეს და ფრაქცია “საქართველოს პატრიოტებში” გაწევრიანდებიან. დეპუტატებმა შესაბამისი განცხადებით პარლამენტის ბიუროს უკვე მიმართეს. როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, ჟორჟოლიანსა და წიკლაურს საპროცედურო კომიტეტისთვის საკუთარი ფრაქციის დატოვების შესახებ განაცხადით ჯერ არ მიუმართავთ. „საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში ჯერ არ არის შემოსული გია ჟორჟოლიანის, ასევე მირიან წიკლაურის განაცხადი ფრაქციიდან გასვლის შესახებ. განაცხადი მხოლოდ არის უმრავლესობის დატოვების შესახებ. ტექნიკური საკითხია, თუმცა შემდგომში, როდესაც ისინი ითხოვენ სხვა ფრაქციაში გაწევრიანებას, პროცედურულად ეს შეუძლებელი იქნება მანამდე, სანამ ოფიციალურად არ შემოვა იმ…

მეტი...

ბავშვებზე ძალადობაა, როცა ბანკი მათ საცხოვრისს ართმევს და ქუჩაში აგდებს – ემზარ კვიციანი

​პარლამენტში მიმდინარე ცხრა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც “ბავშვთა უფლებათა” კოდექსის შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის” წევრმა, ემზარ კვიციანმა განაცხადა, რომ ბავშვის ყველაზე მთავარი უფლებაა ჰქონდეს საცხოვრისი, დღეს კი, ქვეყანაში, ბანკების გამო, უამრავი ბავშვია საცხოვრისის გარეშე დატოვებული, რაზეც ხმას არავინ იღებს.   ემზარ კვიციანის თქმით, კანონპროექტში უნდა დაკონკრეტდეს, რა ითვლება ბავშვებზე ძალადობად, ბავშვებისთვის ზედმეტი თავისუფლება დამღუპველია. ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვის შენიშვნის მიცემის გამო სკოლებიდან მასწავლებლებს ათავისუფლებენ. კვიციანის თქმით ბავშვს თავისი უფლებები დაბადებისთანავე აქვს. კერძოდ, უფლება აქვს, მშობლებს უსმინოს, შეასრულოს მათი მითითება, მოუსმინოს მასწავლებელს და შეასრულოს მათი ყველა დავალება სწავლის პროცესში.…

მეტი...

მშვენიერ მდგომარეობაში ვარ, სიმართლეს ხმამაღლა ვამბობ, კულისებში არ ვლაპარაკობ – მამუკა ხაზარაძე

“თი-ბი-სი ბანკის” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ არ აპირებს თანაგრძნობის გამომხატველი კომპლიმენტების მიღებას, რადგან მიაჩნია, რომ მშვენიერ მდგომარეობაში იმყოფება, რადგან სიმართლის ხმამაღლა საუბარი შეუძლია და მმართველი გუნდისა წევრებთან კულისებში გარიგებები არ უწევს.   როგორც მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, იგი ქვეყნიდან წასვლას არ აპირებს, მაშინაც კი, თუ ეტყვიან, – აქ ზედმეტი ხარო. “პირდაპირ ვამბობ, ამ ქვეყნიდან არსად წავალ. იმიტომ არ ვარ აქ, რომ დაეხმაროთ მამუკა ხაზარაძეს. კომპლიმენტი ითქვა დარბაზიდან, ვწუხვართ ასეთ მდგომარეობაში რომ ხართო. ძალიან მშვენიერ მდგომარეობაში ვარ, ასეთ მდგომარეობაში არ ვყოფილვარ არასდროს, იმიტომ, რომ სიმართლეს ვამბობ ხმამაღლა…

მეტი...

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მან შს მინისტრისგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო

პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე “თიბისი” ბანკის დამფუძნებლმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო. „ჩვენ ნამდვილად არ ვართ პოლიტიკოსები და ნამდვილად არ ვაპირებთ რაღაც სენსაციებით და წერილების ფრიალს. ნამდვილად არ გვინდა, პოლიტიკურ დებატებში ჩავერიოთ, რადგან საკმაოდ მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ და გვინდა, დაგვეხმაროთ, რომ ჩვენს გარშემო შეიქმნას სიმშვიდე და გავაგრძელოთ საქმიანობა, რასაც ვაკეთებდით. წერილი იყო შს მინისტრისგან მოწერილი, ბატონი გახარიასგან. მინდა, არ აღმოვჩნდე სიტუაციაში, რომ წერილებით დავიწყო სირბილი მედიისა და ჟურნალისტების წინაშე. ეს არის მუქარის წერილი, რაღაცის შესრულების საფასურად, რომელიც ჩვენ არ გავაკეთეთ და…

მეტი...

მამუკა ხაზარაძის განცხადებით მას აშანტაჟებდნენ

პარლამენტის საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „თიბისი” ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკი მას აშანტაჟებდა. მამუკა ხაზარაძის თქმით, მას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უთხრა, რომ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოდან უნდა წასულიყო. „მივედი ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან და ვუთხარი, რომ მზად ვართ, გადავდგეთ თავმჯდომარეობიდან და მოადგილეობიდან, რადგან რეგულატორი ხართ და პატივს ვცემთ მას. თქვეს, არა, თქვენი თავმჯდომარეობა და მოადგილეობა არ არის საკმარისი, საბჭოდანაც უნდა წახვიდეთ-ო. ვუთხარი, რომ მირჩევნია, მომხსნათ, რადგან ეს არის უფლებების შელახვა და არაპროპორციული ზომები ჩვენს მიმართ. მოგვდის ხუთი წერილი და ბანკის აქციები ვარდება ყველაზე დაბალ ნიშნულზე. დამიჯერეთ, ტყუილია, რომ…

მეტი...

აბაშიძე-კარასინის ფორმატი არაფრისმომცემია, პარლამენტთაშორისი ჯგუფი უნდა შეიქმნას – გიორგი ლომია

პოლიტიკური გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი გიორგი ლომია, საქართველო-რუსეთს შორის მოლაპარაკებების აბაშიძე-კარასინის ფორმატს არაეფექტიანად მიიჩნევს და დიალოგის საპარლამენტთაშორისო ჯგუფის ფორმატში წარმართვის, ასევე, სახალხო დიპლომატიის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობს.   როგორც გიორგი ლომიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ აბაშიძე – კარასინის ფორმატი სახელისუფლებო დონეზეა შექმნილი, ის არაფრის მომტანია. ის უნდა შენარჩუნდეს, მაგრამ ორ ქვეყანას შორის დიალოგი სხვა რელსებზე გადავიდეს, შეიქმნას დიალოგის ჯგუფი და ქართულმა მხარემ რუსეთთან ურთიერთობების დასალაგებლად მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს.   “​მე რუსეთთან დიალოგის ჯგუფის წევრი ვარ, მაგრამ ეს არის არაფორმალური ჯგუფი, იმიტომ, რომ პარლამენტის მხრიდან…

მეტი...

კოტე აფხაზის ქუჩაზე ტაქსებს უფასო დგომის ადგილები ექნებათ

კოტე აფხაზის ქუჩაზე, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის ამოქმედებამდე, ტაქსებისთვის უფასო დგომის ადგილები განისაზღვრება. როგორც თბილისის მერიაში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, თბილისში ტაქსებისთვის გამოყოფილი უფასო საპარკინგე ადგილების რაოდენობამ 340-ს მიაღწია. “თბილისის მერია ახალი ადგილების შერჩევის პროცესში ამ სფეროში დასაქმებულთა და მგზავრთა მოთხოვნებს ითვალისწინებს. ტაქსებისთვის პარკირების ადგილების გამოყოფა გასული წლის ოქტომბერში დაიწყო,” – აცხადებენ მერიაში. პარკირების განლაგების სქემის ხილვა შესაძლებელია ვებგვერდზე: http://maps.tbilisi.gov.ge. მოქალაქეებს შეუძლიათ ახალი ადგილები მოითხოვონ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ფეისბუქ გვერდზე.

მეტი...

ავტობუსები, მიკროავტობუსი და მეტროპოლიტენი სინქრონულად იმუშავებს

თბილისში საზოგადოებირვი ტრანსპორტი თანხვედრაში იმუშავებს, რაც ერთი ტრანსპორტიდან მეორეზე მგზავრის შეუფერხებელ და კომფორტულ გადაჯდომას უზრუნველყოფს და დანიშნულების ადგილამდე გადაადგილების დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს. როგორც თბილისის მერიაში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, ფრანგული კომპანია “სისტრა” ავტობუსების ახალ სამარშუტო სქემას 2 თვის ვადაში წარადგენს. „სისტრამ“ ახალი სამარშრუტო სქემის კვლევა, თბილისის მერიისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ერთობლივი დაფინანსებით, შარშან, გაზაფხულზე დაიწყო. დღევადელი მდგომარეობით, შესწავლილია თბილისის თითოეული უბნიდან მგზავრთა გადაადგილების ძირითადი მიმართულებები. ამჟამად, მასზე დაყრდნობით, არსებული მარშრუტების დახვეწასა და ახალი მარშრუტების განსაზღვრაზე მიმდინარეობს მუშაობა,”- აცხადებენ მერიაში. მათივე ინფორმაციით, თითოეული მარშრუტისთვის დასანიშნი ავტობუსების ტიპი მგზავრთა ნაკადიდან…

მეტი...

„რუსეთი საქართველოდან საფრთხეს თუ იგრძნობს, ჩვენ მისგან მუდმივად საფრთხეში ვიქნებით“ – გიორგი ლომია

პოლიტიკური გაერთიანება „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ლომია არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ რუსეთი საქართველოს აშანტაჟებს და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციაზე უარს ითხოვს. როგორც დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიიდან საფრთხე არ უნდა იგრძნოს. „ევროკავშირის სტრუქტურებში ინტეგრაციის შეწყვეტა ჩვენთვის არავის მოუთხოვია. ეს არის არასწორი ინფორმაცია. პირიქით, არაერთ შეხვედრაზე რუსეთში პირდაპირ გვეუბნებოდნენ, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება პრობლემას არ წარმოადგენს. ერთადერთი, პრობლემაა საქართველოს ტერიტორიაზე ნატო-ს ბაზების განლაგება. ნატო-ს ბაზა არ უნდა განლაგდეს საქართველოს ტერიტორიაზე. თუ საქართველო გახდება ალიანსის წევრი და ბაზას არ განალაგებს, რუსეთს არანაირი პრეტენზია და პრობლემა არ…

მეტი...

ახალგაზრდა ლიბერალები არა მხოლოდ მმართველობას, პარლამენტსაც უნდა მოვაშოროთ – გიორგი ლომია

პოლიტიკური გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსის” წევრი, პარლამენტის დეპუტატ გიორგი ლომიას განცხადებით, უმრავლესობის დაშლის პროცესი მაშინ დაიწყო, როცა კანაფის კულტივაციის შესახებ კანონის მიღებაზე დაიწყო საუბარი. აღნიშნულ კანონპროექტს სერიოზული წინააღმდეგობა მოჰყვა საზოგადოების მხრიდან, ის გააპროტესტეს სასულიერო პირებმა, პარლამენტის რამდენიმე დეპუტატმა მწვავე განცხადება გააკეთა.  გიორგი ლომიას შეფასებით, უმრავლესობის დაშლის პროცესის დასაწყისის დასასრული დადგა მოსამართლეთა თემის გაშლით. “ვის აწყობდა მოსამართლეების თემა? ისევ კორუფციაზე უნდა ვისაუბროთ. ეს აწყობთ იმ ადამიანებს და ადამიანთა იმ ჯგუფს, რომლებსაც სერიოზულად სჭირდებათ ხელის მოსამართლები, რათა გარკვეულ საქმეებში გვერდით დაუდგნენ. ვინ არის ეს ჯგუფი, უნდა გავაანალიზოთ და მიმდინარე პროცესებით მივხვდებით. ესენი არიან…

მეტი...

ვის ხარჯზე გადარჩება ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსი”, დღის ბოლოს გახდება ცნობილი

საპარლამენტო ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსი” არ იშლება, თუმცა იმას, თუ როგორ შეინარჩუნებენ პატრიოტები ფრაქციას, დეპუტატი გიორგი ლომია არ აკონკრეტებს. ასევე, არ ადასტურებს ინფორმაციას, თითქოს ფრაქციის შესანარჩუნებლად მოლაპარაკება მმართველი გუნდის, “ქართული ოცნების” წევრ კარლო კოპალიანთან მიმდინარეობს. ​ ​როგორც ლომიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ფრაქციასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას დღის ბოლოს, 17:00 საათისთვის გააკეთებენ. “ამ ეტაპისთვის, მხოლოდ იმისი თქმა შემიძლია, რომ ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსი” არ იშლება, ფრაქცია შენარჩუნებულია. ასევე, შემიძლია გითხრათ, რომ დეპუტატ კარლო კოპალიანთან ჩვენს ფრაქციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. ჯერ ცაიტნოტში არ ვართ, ფრაქციის შესანარჩუნებლად დრო გვაქვს. ბოლო წუთებს არ…

მეტი...

შშმ პირების დედებს, შვილის მოვლისთვის ხელფასი უნდა დაენიშნოთ – ემზარ კვიციანი

​პოლიტიკური გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსის” წევრი, დეპუტატის ემზარ კვიციანი აცხადებს, რომ შშმ პირების დედებს ხელფასი უნდა დაენიშნოთ, როგორც მთელი ცხოვრების განმავლობაში ყველაზე მძიმე სამუშაოს შემსრულებლებს.   როგორც ემზარ კვიციანი აცხადებს, შესაბამისი კანონპროექტი უკვე მზად აქვს და პარლამენტში უახლოეს დღეებში შეიტანს.  “ამ ადამიანებს, როგორც ყველაზე მძიმე სამუშაოს შემსრულებლებს, ხელფასები ეკუთვნის. ისინი მთელი ცხოვრების განმავლობაში უვლიან შშმ შვილს. მიუხედევად იმისა, რომ პირველი შვილი შშმ პირი ჰყავთ, კიდევ 4 და 5 შვილი გააჩინეს და უზრდიან ქვეყანას. მათ ეკუთვნით ხელფასი და ჩემი ვარაუდით მინიმალური ოდენობა 800 ლარი უნდა იყოს. ამაზე მიდის მსჯელობა, მუშაობენ იურისტები. ამ კანონის…

მეტი...

თუშეთში “კუკუშკა” გამოჩნდება – ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის აშენება იგეგმება

ალვანიდან თუშეთის სოფელ ომალომდე შესაძლოა, ვიწროლიანდიანი რკინიგზა აშენდეს. პროექტი ახმეტის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმით არის გათვალისწინებული, რომელიც საგზაო ინფრასტრუქტურის გარდა რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვან სხვა კომპონენტებსაც მოიცავს, მათ შორის, მეურნეობის, კულტურის განვითარებას, სოციალურ საკითხებს და სხვა. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” პროექტის ავტორმა, არქიტექტორმა გია აბულაძემ განუცხადა, თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი სამანქანო გზა მძიმე მდგომარეობაშია და უსაფრთხოების, საფარის, დახრილობის თუ სხვა თვალსაზრისით, ვერც ერთ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. ე.წ კუკუშკას უპირატესობა ისაა, რომ ის იაფია და დიდი ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობას იძლევა.  ამ გზის მშენებლობით შეიკვრება წრე ახმეტა – ფშაველი – აბანოს უღელტეხილი – ომალო –…

მეტი...